ვიქტორ ლესელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიკტორ ლესელიძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლესელიძე.
ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1907
დაბადების ადგილი ოზურგეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 ივნისი, 1944
გარდაცვალების ადგილი ვილდიცა, ოლონეცკი, კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯარის სახეობა წითელი არმია
სამხედრო სამსახურის წლები 19251944
წოდება პოდპოლკოვნიკი
მეთაურობდა <span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P598მთავარსარდლობის რეზერვის
619 ნაღმმტყორცნელ პოლკს" data-wikidata-claim-id="Q4259341$07407b5f-49f6-7ff9-1a02-c7ee7d2744a2">Q4032025?
ბრძოლები/ომები სსრკ-ფინეთის ომი
მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი ლენინის ორდენი

ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე (დ. 7 იანვარი, 1907, ოზურგეთი — გ. 28 ივნისი, 1944) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოდპოლკოვნიკი,[1] საბჭოთა კავშირის გმირი (1944), ლენინის ორდენის კავალერი. სსრკ-ფინეთის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მთავარსარდლობის რეზერვის 619 ნაღმტყორცნელი პოლკის მეთაური. სკკპ-ის წევრი (1931-1944). გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძის ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე დაიბადა 1907 წლის 7 იანვარს[ა] ქალაქ ოზურგეთში, ქუთაისის გუბერნიაში, (რუსეთის იმპერია).

1916—1923 წლებში სწავლობდა ქალაქის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, ხოლო 1923 წლიდან გადავიდა ბათუმის შრომით №2 სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ იყო ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის საარტილერიო განყოფილებისა და ამიერკავკასიის პეხოსანთა სკოლის საარტილერიო განყოფილების კურსანტი. 1929—1931 წლებში მე–2 ქართული საარტილერიო პოლკის ოცეულის მეთაურად მსახურობდა, მოგვიანებით, 1931—1938 წლებში — ამიერკავკასიის პეხოსანთა სკოლის საარტილერიო განყოფილების კურსანთა ოცეულის მეთაურად და სამხედრო ოლქის 63-ე ქართული საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაურად.

1938 წელს საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი გახდა.[3] მიღებული იქნა 63-ე ქართული საარტილერიო პოლკის პარტიულ ორგანიზაციაში, თბილისში. 1938—1939 წლებში მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების 14-ე საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაური იყო, 1940 წლამდე — 290-ე მსუბუქი საარტილერიო პოლკის დივიზიონის მეთაური (მურმანსკი). 1939—1940 წლებში ფინეთის ომში მონაწილეობდა.[4]

1940 წლის 11 ივლისადან 1 სექტემბრამდე იყო 14-ე არმიასთან არსებული საჰაერო თავდაცვის პუნკთის უფროსის თანაშემწე; 1940 წლის ოქტომბერიდან 1941 წლის ივლისამდე — 706-ე მსუბუქი საარტილერიო პოლკის დივიზიონის მეთაური. ქ. ნოვგოროდი; 1941 ივლისიდან 1941 ოქტომბერამდე — ლენინგრადის ფრონტის რკინიგზის ბაქნების დივიზიონის მეთაური (3-ე ცალკეული ჯავშანმატარებლების დივიზიონი); 1941 წლის 12 ოქტომბერიდან 1941 წლის 31 დეკემბრამდე — 55-ე არმიის უმცროს ლეიტენანტთა კურსების სასწავლოსამწყობრო ნაწილის უფროსი ლენინგრადში; 1942 წლის 14 იანვარიდან 1942 წლის ივნისამდე — ჩრდილოდასავლეთის ფრონტის უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის 26-ე საარტილერიო დივიზიის 24-ე ნაღმტყორცნის ბრიგადის 105-ე ნაღმტყორმცნელი პოლკის მეთაური; 1943 წლის 13 ოქტომბრიდან 1944 წლის 28 ივნისამდე — მთავარსარდლობის რეზერვის 619 ნაღმტყორცნელი პოლკის მეთაური.

პოდპოლკოვნიკი ვიქტორ ლესელეძე დაიღუპა საბჭოთა კარელიის განთავისუფლების დროს 1944 წლის 28 ივნისს. დასაფლავებულია ოლონეცკის რაიონის სოფელ ილინსკოეში ძმათა სასაფლაოს გვერდით, 20 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ოლონეცკიდან.[5]

1944 წლის 21 ივნისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა პოდპოლკოვნიკ ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძეს.[6]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამა — ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე (გარდ. 8 თებერვალი, 1944)
  • დედა — ნინო პავლეს ასული ლესელიძე (გარდ. 10 დეკემბერი, 1965 )
  • მეუღლე —ლიუბა იასონეს ასული ლესელიძე (1908—1976)
  • ქალიშვილი — დალილა ვიქტორის ასული ლესელიძე (1935—2002)
  • ქალიშვილი — ზაირა ვიქტორის ასული ლესელიძე (1931)
  • ძმა — დავით ნიკოლოზის ძე ლესელიძე (2(15) ოქტომბერი, 1900 — 3 მაისი, 1972)
  • ძმა — კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე
  • ძმა — ვალერიანე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (1(14) იანვარი, 1915 — მაისი, 1942)

სამამულო ომის პირველ დღიდანვე ვალერიან ნიკოლოზის ძე ლესელიძე შედის წითელ არმიის რეგებში და იღებდა მონაწილეობას ქერჩში როგორც ნაღმმტყორცნის გათვლის მეთაური (მოქმედი წითელი არმია საველე საფოსტო სადგური 251 ქვედანაყოფი 33), 1941 წელს დამლევს დაიჭრა და მკურნალობდა კრასნოდარის სამხედრო ჰოსპიტალში, გამოჯანსაღების შემდეგ გაიგზავნა ნაწილში ქერჩის რაიონში, სადაც უგზოუკლოდ დაიკარგა (224-ე ქართული მსროლელი დივიზია).

  • და — აგრაფინა ნიკოლოზ ასული ლესელიძე (1(14) იავნარი, 1915 — 18 აგვისტო, 1985)

სამხედრო წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოდპოლკოვნიკ ვ. ნ. ლესელიძის სახელი ნახსენებია ლენინგრადის გმირი-დამცველების მონუმენტის დაფაზე. [7][8]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სხვა მონაცემებით, ვიქტორ ლესელიძე დაიბადა 1907 წლის 8(21) იანვარს, ოზურგეთის წმ. მარინეს ეკლესიის 1907 წლის მეტრიკული წიგნით დასტურდება, რომ ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე დაიბადა 1907 წლის 8 იანვარს. მშობლები: მამა მოქალაქე ნიკო ანდრიას ძე ლესელიძე, დედა ნინო პავლეს ასული[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავითაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 200.
  • დავითაშვილი მ., ლესელიძე, თბ., 1975.
  • ოთარ ლესელიძე, სამშობლოსათვის დაფერფლილი გული „ნაკადული“, თბილისი, 1985, ტირაჟი 10.000.
  • ნ. ჩახვაშვილი. გენერალ პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, ტირაჟი 20.000.
  • Герои Советского Союза: Краткий биографический словарь / Пред. ред. коллегии И. Н. Шкадов. — М.: Воениздат, 1987. — Т. 1 /Абаев — Любичев/. — 911 с. — 100 000 экз. — ISBN отс., Рег. № в РКП 87-95382
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი — 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981
  • ПАРОЛЬ — «ПОБЕДА!“. Воспоминания участников битвы за Ленинград. Составитель — Я. Ф. Потехин. Лениздат. 1969. Воспоминание П. С. Мазеца „На Лужском рубеже“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლესელიძე ვიქტორ (1908—1944 წწ). უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი“. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2019.
  2. ოზურგეთის წმ. მარინეს ეკლესიის 1907 წლის მეტრიკული წიგნი.
  3. Леселидзе, Виктор Николаевич. warheroes.ru. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.
  4. ვიქტორ ლესელიძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.
  5. Братская могила. Россия, Республика Карелия, Олонецкий р-н, п. Ильинский, ул. Леселидзе. obd-memorial.ru. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.
  6. Наградной лист. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.
  7. ლენინგრადის გმირი დამცველების მონუმენტი. nezabudem.net. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.
  8. პოდპოლკოვნიკი ვ. ნ. ლესელიძე. nezabudem.net. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.