შინაარსზე გადასვლა

ვიკი ბაუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკი ბაუმი
გერმ. Vicki Baum
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1888(1888-01-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი ვენა[1] [8] [12] [13] [15]
გარდაცვალების თარიღი 29 აგვისტო, 1960(1960-08-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] [15] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰოლივუდი[1] [12] [15]
საქმიანობა სცენარისტი[1] , მწერალი[1] , ჟურნალისტი, harpist[1] , მუსიკოსი[16] [1] , დრამატურგი[1] , ლიბრეტისტი[1] და რედაქტორი[1]
მოქალაქეობა აშშ
 ავსტრია
ალმა-მატერი University of Music and Performing Arts Vienna
მეუღლე Max Prels[17] და Richard Lert[17]

ვიკი ბაუმი ( შვედ. Hedwig «Vicki» Baum (დ. 24 იანვარი 1888 – გ. 29 აგვისტო 1960) — ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, არფისტი და სცენარისტი. მისმა ნოველამ Menschen im Hotel (Grand Hotel, 1929) საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ვიკი ბაუმი დაიბადა ვენაში 1888 წელს, ებრაულ ოჯახში. მამა მუშაობდა ბანკში. იგი 1942 წელს სერბეთში მოკლეს უნგრელმა ჯარისკაცმა. დედა იტანჯებოდა ფსიქიკური დაავადებით. იგი გარდაიცვალა მკერდის კიბოთი, როდესაც ვიკი ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

გოგონა სწავლობდა ვენის კონსერვატორიაში (ამჟამად ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი). იგი უკრავდა არფაზე ვენის საკონცერტო საზოგადოებაში, შემდეგ 1916 წლიდან 1923 წლამდე გამოდიოდა გერმანიის ქალაქებში - კიელში, ჰანოვერში, მანჰეიმში. შემდგომში მუშაობდა ჟურნალისტად გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთში Berliner Illustrirte Zeitung, რომელიც გამოდიოდა ბერლინში.

1920-იანი წლების ბოლოს ვიკი კრივით დაინტერესდა. მას ბერლინში თურქი მოკრივე და პრიზიორი საბრი მაჰირი ავარჯიშებდა. ავარჯიშებდა კაცებსაც და რამდენიმე ქალსაც კი, რომლებსაც გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. ვიკი წარმატებით დაეუფლა საბრი მაჰირის მიერ შემუშავებულ ვარჯიშის პროგრამას კრივში და მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ სამსახურში მისი სისხარტე მაჰირისგან მიღებული მძიმე ვარჯიშის შედეგი იყო.

წერის მცდელობა ვიკის ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ჰქონდა, თუმცა მწერლობით სერიოზულად მხოლოდ პირველი ვაჟის გაჩენის შემდეგ დაკავდა. 1919 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი Frühe Schatten: Die Geschichte einer Kindheit (ადრეული ჩრდილები: ბავშვობის ამბები), ვიკი ბაუმის ფსევდონიმით. შემდეგ უკვე თითქმის ყოველწლიურად წერდა ახალ წიგნს, მთლიანობასი გამოაქვეყნა 50 რომანი, რომელთაგან ათი იყო ეკრანიზებული ჰოლივუდში. თუმცა კომერციული წარმატება წილად ხვდა მხოლოდ მეცხრე წიგნს Stud. chem. Helene Willfüe, რომელიც 1928 წელს 100 ათასიანი ეგზემპლარის ტირაჟით გამოვიდა. ვიკი ითვლება 1920-იან წლების ახალი საგნობრიობის ეპოქის ბესტსელერების ერთ-ერთ პირველ ავტორად გერმანიაში. მისი ყველაზე ცნობილი წიგნია Menschen im Hotel, რომელიც სასტუმროს რომანის ჟანრშია დაწერილი. წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი სათაურით Grand Hotel, რომელმაც მიიღო ოსკარის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის. ვიკი ბაუმის წიგნების გმირები რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ჩავარდნილი ძლიერი, დამოუკიდებელი ქალები არიან. ვიკი ბაუმი ასევე წერდა სტატიებს სხვადასხვა გაზეთების და ჟურნალებისთვის. მისი სტატიები კრებულის სახით გამოიცა 2018 წელს.

1932 წელს ვიკი ბაუმი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი დასახლდა ლოს-ანჯელესის მახლობლად და სცენარისტად დაიწყო მუშაობა. 1935 წელს ნაცისტურ გერმანიაში მისი წიგნები მიიჩნიეს ამორალურად და აკრძალეს.

1938 წელს ვიკი გახდა ამერიკის მოქალაქე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ინგლისურად წერდა და არა გერმანულად. მაგრამ მის ნამუშევარს აღარ ჰქონია იგივე წარმატება. 1960 წელს ვიკი ბაუმი ლეიკემიით გარდაიცვალა. მისი მემუარები, Es war alles ganz anders ("ყველაფერი სრულიად სხვანაირად იყო"), გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ 1964 წელს.

ვიკი ორჯერ იყო დაქორწინებული: 1914 წელს იგი ცოლად გაჰყვა ავსტრიელ ჟურნალისტ მაქს პრელსს, მაგრამ ისინი მალე განქორწინდნენ. 1916 წელს მისი მეუღლე და საუკეთესო მეგობარი გახდა ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი დირიჟორი რიჩარდ ლერტი. მათ შეეძინათ ორი შვილი: ვოლფგანგი (1917) და პიტერი (1921).

  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 Deutsche Nationalbibliothek Record #118653830 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 1 2 filmportal.de — 2005.
  6. 1 2 FemBio database
  7. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  8. 1 2 3 Blumesberger S. Handbuch der österreichischen Kinder- und Jugendbuchautorinnen — 2014. — ტ. 1. — S. 96–102. — ISBN 978-3-205-78552-1
  9. 1 2 AlKindi
  10. 1 2 Babelio — 2007.
  11. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. VujićLZMK, 2005.
  12. 1 2 3 4 Wall R. Verbrannt, verboten, vergessen: kleines Lexikon deutschsprachiger Schriftstellerinnen 1933 bis 1945 — 2 — Kn: Pahl-Rugenstein Verlag, 1989. — S. 18–20. — ISBN 978-3-7609-1310-0
  13. 1 2 Wall R. Lexikon deutschsprachiger Schriftstellerinnen im Exil 1933 bis 1945Freiburg/Breisgau: Kore. — ტ. 1. — S. 32–36. — ISBN 978-3-926023-48-3
  14. 1 2 Munzinger Personen
  15. 1 2 3 4 Gadzinski A. KALLIOPE Austria: Frauen in Gesellschaft, Kultur und WissenschaftW: Bundesministerium für Europa, Integration und Äußeres, 2015. — S. 152–153. — ISBN 978-3-9503655-5-9
  16. Národní autority České republiky
  17. 1 2 Vicki Baum 1888-1960Deutsches Historisches Museum.