ვიკიპედიის მონუმენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიკიპედიის ძეგლი)
ვიკიპედიის მონუმენტი
Pomnik Wikipedii
ავტორი მიჰრან აკობიანი
წელი 22 ოქტომბერი 2014
ტიპი სკულპტურა
სიმაღლე 170
სიგანე 60
ქალაქი სლუბიცე, პოლონეთი
მუზეუმი plac Frankfurcki

ვიკიპედიის მონუმენტი (პოლ. Pomnik Wikipedii) — ვიკიპედიისადმი მიძღვნილი პირველი მონუმენტი (ძეგლი), რომელიც პოლონეთის ქალაქ სლუბიცეში დგას. აღიმართა 2014 წლის 22 ოქტომბერს. ეს არის მსოფლიოში პირველი მონუმენტი, რომელიც აღიმართა ინტერნეტ-ენციკლოპედია ვიკიპედიის პატივსაცემად. ძეგლის ავტორია 30 წლის სომეხი სტუდენტი მიჰრან აკობიანი. მონუმენტის ღირებულება შეადგენს 11 ათას ევროს, რომელიც გაიღო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ქალაქ სლუბიცეს მერმა ტომაშ ჩიშევიჩმა მონუმენტის აღმართვას მხარი დაუჭირა, იმ მოტივით, რომ ქალაქის ახალი ღირსშესანიშნაობა გაზრდიდა ტურისტების რაოდენობას.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ფონდ ვიკიმედიის გერმანელი, პოლონელი და ამერიკელი წარმომადგენლები. გახსნას ასევე ესწრებოდა დარიუშ ემელნიაკი, ვიკიპედიაზე დაწერილი წიგნის ავტორი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]