ვიკიპედიის ლოგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის ამჟამინდელი ლოგო
ვიკიმედიის ოფისში ჩამოკიდებული ლოგოს ნაწილობრივი სფერო
პოლ სტენსიფერი ფონდ ვიკიმედიაში ამჟამინდელ ლოგოსთან, 2012 წლის მაისი
„ვიკიბურთი“
ვიკიპედიის 3D პაზლი 2007 წლის ვიკიმანიიდან

ვიკიპედიის, თავისუფალი ინტერნეტ-ენციკლოპედიის ლოგოპაზლის ნაწილებისგან აგებული დაუმთავრებელი სფერო, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა დამწერლობის სისტემების გლიფები. ზედა ნაწილზე აკლია ზოგიერთი პაზლი. აღნიშნული სფერო ვიკიპედიის ლოგოტიპია. ვიკიპედიის ინგლისურენოვან ვერსიებზე Linux Libertine-ის ღია კოდის ფონტით მას ქვეშ მიწერილი აქვს „The Free Encyclopedia“ (თავისუფალი ენციკლოპედია).[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითოეულ ნაწილზე გამოსახულია გლიფი (ასო), რაც ვიკიპედიის მრავალენოვნების სიმბოლოა. მათ შორისაა, კირილიცას И (ი), ბერძნული Ω (ომეგა), კორეული 위 (ვი), არაბული و (ვავ), ჩინური 維 (ვეი), ქართული ვ (ვინ), ჰინდის वि (ვი) — მარცხნივ, ბენგალური উ (უ), კანადას ವಿ (ვი) და ებრაული ו (ვავ) — ფსკერზე, სომხური Վ (ვევ) — მარცხნივ ყველაზე მაღლა. ლათინურ ასო W-სთან ერთად უმრავლეს შემთხვევაში ეს გლიფები სახელწოდება „ვიკიპედიის“ პირველ ასოს წარმოადგენენ.[2]

ზედაპირზე არსებული ცარიელი ადგილი (დაუსრულებელი) პროექტის ბუნებასა და იმ ენებზე მიუთითებს, რომლებიც ჯერ კიდევ არაა დამატებული ვიკიპედიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოგოს თავდაპირველი ვერსია ვიკიპედიის 21 წლის მომხმარებელმა — პოლ სტენსიფერმა შექმნა, რომლის ნამუშევარმაც 2003 წელს საიტზე მიმდინარე მონახაზთა კონკურსში გაიმარჯვა. შემდეგ იგი გააუმჯობესა ყოფილმა სტუდენტმა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერმა დეივიდ ფრიდლენდმა. მან პაზლის დიზაინი იმგვარად შეცვალა, რომ საზღვრები დაკბილულად გამოჩენილიყო და გაამარტივა მათი შიგთავსი — მთლიანი სიტყვების ნაცვლად დაიტანა თითო ასო.[3] პროცესში წარმოიშვა რამდენიმე შეცდომაც[3] — არასწორად იქნა გამოსახული დევანაგარისა და იაპონური კატაკანას ასოები.[4]

2007 წელს, ვიკიმანიის კონფერენციისთვის, „ვიკიმედია ტაივანმა“ წარმოადგინა ლოგოს 3D მოდელი, როდესაც მათ გაავრცელეს ლოგოზე დაფუძნებული 3-ინჩიანი დიამეტრის სფერული პაზლი, რომელიც დამსწრეებს ერთობლივად უნდა აეწყოთ. მათ სფეროზე არ დაუმატებიათ სხვა ასოები, რომლებიც 2D ლოგოზე არ ჩანდა, ამიტომ დარჩენილ ადგილზე განათავსეს სხვა დობილი პროექტების ლოგოები და ინფორმაცია ვიკიმანიის შესახებ.

2007 წელს, Listserv-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ლოგოს მცირე ხარვეზები ჰქონდა. შეცდომების მყისიერად გამოსწორება შეუძლებელი გახდა, რადგან ფრიდლენდის განცხადებით, იგი ვეღარ პოულობდა პროექტის თავდაპირველ ფაილს. მანვე დაამატა: „მე ვცადე მისი რეკონსტრუქცია, მაგრამ ის არასწორად გამოიყურება“ და რომ „ლოგო უნდა დაიხატოს პროფესიონალი ილუსტრატორის მიერ“. ამასობაში კი იაპონელი მომხმარებლები შეცდომის გამო დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ამჟამინდელი ლოგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის ბოლოს, ფონდი ვიკიმედია შეცდომების გასწორებას შეუდგა და სფეროსებრი პაზლი ლოგო სრულიად განაახლა. სხვა პრობლემებთან ერთად, ძველი ლოგო არცთუ ისე კარგად გამოიყურებოდა და ზოგიერთი ასო გამრუდებულად ჩანდა.[5] ახალი ლოგოსთვის, ვიკიმედიამ განსაზღვრა თუ რომელი ასოები განთავსდებოდა პაზლის დაფარულ ნაწილებზე; შეიქმნა ლოგოს სამგანზომილებიანი კომპიუტერული მოდელი.[6] 3D ლოგო მისაღები აღმოჩნდა ვიკიმედიის ოფისისთვის.[7]

ახალი ლოგო პროექტებში 2010 წლის მაისში გაეშვა. ლოგოტიპზე Hoefler Text-ის ფონტი შეიცვალა Linux Libertine-ის ფონტით, გასწორდა გადახრილი წარწერა. ასო „W“, რომელიც ვიკიპედიის ბრენდის განმასხვავებელ ნიშნად ითვლება, გადაიკვეთა (ორი V), მიუხედავად იმისა, რომ Linux Libertine-ის ფონტში იგი შეერთებულია. გამოსავალი იმით მოინახა, რომ გადაჯვარედინებული W აღნიშნულ ფონტს OpenType-ის ვარიანტად დაემატა.[8]

სავაჭრო ნიშანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ლოგო ფონდმა ვიკიმედიამ ევროპულ საერთო სავაჭრო ნიშნად დაარეგისტრირა.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oma L. Gallaga (May 23, 2010), New Globe, User Interface For Wikipedia, NPR, http://www.npr.org/blogs/alltechconsidered/2010/05/12/126789933/new-globe-new-user-interface-for-wikipedia
  2. What characters are on the Wikipedia puzzle globe?.
  3. 3.0 3.1 Noam Cohen (June 25, 2007). „Some Errors Defy Fixes: A Typo in Wikipedia’s Logo Fractures the Sanskrit“. The New York Times.
  4. "This Logo Is a Work in Progress." The New York Times. June 24, 2007. Retrieved on July 11, 2011.
  5. "brand new" about new logo
  6. Wikimedia blog – Wikipedia in 3d
  7. The work was done by the Because We Can დაარქივებული 2012-08-31 საიტზე Wayback Machine. studio, based on the new digital 3D model.
  8. Poll, Philipp H. „New Wikipedia-Logo using LinuxLibertine“. Libertine Open Fonts Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-13. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
  9. Case details for Community Trade Mark E6671838. ipo.gov.uk. UK Intellectual Property Office (2009 [last update] accessdate=September 24, 2011).