ვიკიპედია განხილვა:1918

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამ ცოტა არ იყოს და უხერხულ განხილვას მოვკარ თვალი და დავინტერესდი, რა მოხდა. ჰოდა, როგორც მეჰმანი წერს, ოფიციალურად მოგმართავთ ჟიურის თითოეულ წევრს: @Jaba1977:, @MIKHEIL:, @Mehman97: მაინტერესებს, როგორ მოხდა, რომ მეორე ადგილზე გავიდა ეს სტატია, რომელიც საავტორო უფლებებს აშკარად არღვევს, რადგან ტექსტი სრუუუუულიად უცვლელადაა გადმოკოპირებული ჯაბა სამუშიას ჟურნალ „ისტორიანში“ გამოქვეყნებული სტატიიდან. სამუშიას სტატია გუგლშიც იძებნება, თქვე კაი ხალხო, ტექსტი დაგეგუგლათ მაინც, სანამ მეორე ადგილს მიანიჭებდით. აბა, როგორც მეჰმანი დაგვპირდა, დეტალებში ამიხსენით, როგორ მოხდა რჩეულ სტატიათა გამოვლენა. Deu. 06:33, 8 ივლისი 2018 (UTC)

გპასუხობ. კონკურსის განმავლობაში დაწერილი თითქმის ყველა სტატია ან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონიდან, ან სხვადასხვა სახელმძღვანელოდან და წიგნიდან, ან ინტერნეტ-რესურსიდან იქნა შემოტანილი (თვით პრეტენზიის მქონე მონაწილეც ასე მოიქცა). ამ ლოგიკით, მაშინ ყველა ეს სტატია არ უნდა მივიღოთ? მაშინ საერთოდ რატომ ვატარებთ ამ კონკურს. რა თქმა უნდა, დაიწერა ისეთი სტატიაც, რომელიც ეყრდნობოდა უამრავ წყაროს და დაიწერა მაღალი პროფესიონალიზმით, რომელიც აკაკი შანიძეს სტატიაა და ზუსტად ამიტომ მას მე უმაღლესი შეფასება მივანიჭე და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ადგილის მფლობელიც, მიუხედავად საიდან იქნა შემოტანილი, შევაფასე კარგი შეფასებით. მესამე ადგილის მფლობელი სტატია ასევე იქნა შემოტანილი მარტო ერთი წყაროდან, კერძოდ, საქართველოს ისტორიის ოთხტომეულიდან (პალიტრა ლ), და ისევ დაიმსახურა ჩემგან კარგი შეფასება. ჯამში, კარგი სტატიები დაწინაურდნენ. ნომინაციების (რომელიც მე ნამდვილად არ დამიწერია, ჩემმა წინამორბედმა დაწერა) მიხედვით, სამი საუკეთესო სტატიის ავტორი მიიღებდა პრიზს, რაც მოხდა, და არა წვლილის და სტატიის რაოდენობით გამარჯვებული. რაც შეეხება ბ-ნ ჩუბინიძეს (ეს ჩემი პირად პოზიციაა), წესების მიხედვით (არც ესაა ჩემმიერ დაწერილი), მის მიერ შემოტანილი 50 სტატიიდან მარტო 16 მიიღო მონაწილეობა კონკურსში, დანარჩენები ბაიტების და სიტყვების რაოდენობით ვერ გავიდნენ (ეს ადვილად შესამოწმებელია WFMLABS-ის მეშვეობით), გასული 16-დან ვერცერთმა ვერ გაუწია კონკურენტობა გამარჯვებულ სტატიებს (შეგიძლიათ შეადაროთ სიტყვების, ბაიტების, მოცულობის და ხარისხის თვალსაზრისით), შესაბამისად რაიმე სახის პრეტენზია აქ ზედმეტია. --Mehman 97 17:36, 8 ივლისი 2018 (UTC)
პლიუს ამ ყველაფერს, ჯაბა სამუშიას სტატია არ წარმოადგენს უნიკალურ ნაწარმოებს და არის ისტორიული პროცესის აღმწერი სტატია --Mehman 97 17:45, 8 ივლისი 2018 (UTC)
ვეთანხმები მეჰმანს. პრეტენზიის მქონე მხარის ლოგიკით, ქართული ვიკიპედიის ნახევარი წასაშლელია. მით უმეტეს, ირკვევა, რომ სამუშიას თანხმობა არის. გამომდინარე აქედან, თავს უფლებას მივცემ, სტატია აღვადგინო. — Mikheil მიწერა 19:17, 8 ივლისი 2018 (UTC)

ფაილი:თანხმობა.JPG - აი თანხმობაც --ჯაბა 1977 19:26, 8 ივლისი 2018 (UTC)

საინტერესოა, რომ ბიუროკრატი და ადმინისტრატორიც ეთანხმება ამ ნარატივს. ე.ი. დიდი სტატია, რომელიც სწრაფად უნდა წაიშალოს, რადგან გადმოკოპირებულია და არღვევს ვიკიპედიის მთავარ ღირებულებებს, უფრო ღირებულია, ვიდრე პატარა, მაგრამ გამართული და არაპლაგიატური სტატიები. ე.ი. თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ვიკიპედიელი წახალისდეს პლაგიატისათვის, წახალისდეს სტატიისათვის, რომელშიც მისი წვლილი მხოლოდ დაკოპირებაა, წახალისდეს სტატიისათვის, რომელიც წასაშლელია. გასაგებია.
ჯაბა სამუშიას თანხმობა, ჯერ ერთი, პოსტ ფაქტუმ არის აღებული და, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჯაბა სამუშია თანხმობას იძლევა სტატიის გამოყენებაზე მხოლოდ ავტორის მითითებით. მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ ვიკიპედიაში სტატიის ავტორის მითითება? ბატონმა Jaba1977 ძალიან კარგად იცის, რომ ვიკიპედიაში სტატიის ავტორად ითვლება ყველა, ვინც მის რედაქტირებაში წვლილს შეიტანს, ხოლო ლიტერატურა არის არა ავტორზე მითითება, არამედ მხოლოდ ბიბლიოგრაფია. რატომ ატყუებს ბატონი Jaba1977 ბატონ ჯაბა სამუშიას? და თუ სტატია ჯაბა სამუშიასია და ვითომც მისი სახელი უნდა მიუთითოთ სტატიას, მაშინ რა შუაშია და რატომ ჯილდოვდება სტატიის დამკოპირებელი მომხმარებელი? გადაეცით თქვენი პრიზი ბატონ ჯაბა სამუშიას.
მე დავუკავშირდები ბატონ ჯაბა სამუშიას და ჩავაყენებ საქმის კურსში.
ასევე, თუკი არ შეცვლით კონკურსის შედეგებს და პლაგიატორებს წაახალისებთ, სულ არ მომერიდება ფონდ ვიკიმედიასთან დაკავშირებაც, რომ იცოდნენ, მათი გრანტი ვანდალიზმის წასახალისებლად დაიხარჯა.
@Otogi: იმედი მაქვს, ადმინისტრატორებში რაციონალური აზრი კიდევ არსებობს. ეს სტატია ერთხელ უკვე წაშლილი ისევ წასაშლელია. Deu. 05:36, 9 ივლისი 2018 (UTC)
თუ სტატია უცვლელადაა დაკოპირებული მაშინ წასაშლელია, რადგან ვიკიპედიის წესების მიხედვით სტატიის ტექსტის უცვლელად გადმოკოპირება აკრძალულია. სტატია რომ ყოფილიყო თავად მომხმარებლის დაწერილი იმ კონკრეტული წყაროს გამოყენებით მაშინ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკურსის ჟიური შეფასებისას შეცდა--დათო1010 06:02, 9 ივლისი 2018 (UTC)
მადლობა დავით სწორი შეფასებისთვის. სტატია ნამდვილად უცვლელადაა დაკოპირებული. შეგიძლიათ შეადაროთ. Deu. 06:12, 9 ივლისი 2018 (UTC)
ეს უეცარი გაელვებები გადამრევს. დაე, გადავირიო. არავის არაფერს ვახალისებ. მაშინ, მიპასუხეთ — რას უშვრებით ქსე-ს (და არა მარტო) ათი ათასობით სტატიას? — Mikheil მიწერა 09:54, 9 ივლისი 2018 (UTC)
სტაჟიანო ადმინისტრატორო და ბიუროკრატო მიხეილ, ვიკიპედიის წესების დარღვევას ქადაგებ ამ წუთას თუ მეჩვენება? პირადად შენ რამდენჯერ წაგიშლია საავტორო უფლებებით შემოტანილი სტატია, რამდენჯერ მიგიცია ამისთვის გაფრთხილება ახალბედა ვიკიპედიელებისთვის, რამდენ ტრენინგზე გითქვამს, რომ ვიკიპედიაში იკრძალება სხვა საიტებიდან ტექსტის უცვლელად დაკოპირება? 40 სტატიიდან რომ მხოლოდ მისი ზომის გამო სწრაფი წაშლის კანდიდატ სტატიას შეარჩევ დასაჯილდოებლად და შემდეგ ამას ჯიუტად „აპრავებ“, პლაგიატის წახალისებაა, აბა რა არის?!
პ.ს. ქსე-ის საკითხი თავისთავად პრობლემაა, რომელზედაც ხშირად გვისაუბრია. ამ თემის შემოგდება ჩვენი კონკრეტული პრობლემის გადაფარვას ემსახურება მხოლოდ. ქსე-დან სტატიების შემოტანისათვის არავის არასდროს პრიზი არ მიუღია და უპირატესობა არ მინიჭებია სხვების ხარჯზე. Deu. 10:31, 9 ივლისი 2018 (UTC)

მოგესალმებით! გთხოვთ, მშვიდად განვიხილოთ საკითხი. არსებითი ამ შემთხვევაში არის ის პოლიტიკა, რომელზედაც მთელი პროექტია აგებული. მივაქციოთ ყურადღება იმას თუ რას გვასწავლის ვიკიპედიის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით. ავტორისგან თანხმობა მხოლოდ გამოყენებაზე საკმარისად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ვიკიპედიაში ნებისმიერს შეუძლია შეცვალოს იმავე სტატიის შინაარსი, ანუ დაუმატოს სტატიას ახალი ცნობები, ან სხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია შეუთავსოს მას. ასეთ შემთხვევაში ჯაბა სამუშიას სტატიის პირვანდელი სახე სრულიად დაირღვევა და ამასთან ერთად დაირღვევა შეთანხმებაც. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ტექსტის გამოყენება. გვახსოვდეს, რომ ვიკიპედიაში არსებული ყველა მასალა თავისუფალი ლიცენზიით ვრცელდება. ვიკიპედიის სალიცენზიო პოლიტიკის თანახმად, თითოეულს შეუძლია გამოიყენოს ან შეცვალოს ვიკიპედიის შიგთავსი, მათ შორის ჯაბა სამუშიას „ეგრეთ წოდებული“ საავტორო ფულებით დაცული მასალაც. ასეთ შემთხვევაში ამ ორი ნორმის გააზრების შემდეგ, ჩიხში ვექცევით. ერთი მხრივ, შემოგვაქვს საავტორო უფლებით დაცული მასალა და მეორე მხრივ, ამავე მასალას ვაქყვეყნებთ თავისუფალი ლიცენზიით. აბსურდია. აქ საუბარია მასალის გავრცელებაზე, ცვლილებასა და გამოყენებაზე, მათ შორის კომერციული თვალსაზრისით. ასეთ დროს მთელი რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი. ზოგადად, ჩემი როგორც პროექტის ადმინისტრატორის რჩევაა, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მიაქციოს ყურადღება საავტორო უფლებებს, განსაკუთრებით როდესაც საქმე გვაქვს საგაზეთო-საჟურნალო ტიპის სტატიებთან. თქვენ ადგილას მე ამ ტიპის პრობლემატიკურ მასალებს ხელს არ მოვკიდებდი, ვინაიდან ხშირად ეს ყოველივე მერწმუნეთ, იურიდიულ პრობლემებსაც ქმნის. ვიკიპედიის წესების თანახმად კი, ამ ტიპის სტატიები იშლება. - OTOGI Messages 11:02, 9 ივლისი 2018 (UTC)

ოთოჯი, მართალს ამბობ. გასაჯაროებული ფეისბუკ-მიმოწერიდან მე უფრო იმას ვხედავ, რომ ჯაბა სამუშია შეცდომაში შეიყვანეს. ვიკიპედიაში არ ხდება სტატიის ავტორის მითითება, ეს ვიკიპედიის წესებს ეწინააღმდეგება, რადგან ითვლება, რომ ვიკიპედიის სტატია ვიკიპედიის რედაქტორთა ჯგუფის საერთო პროდუქტია. ვიკიპედიაში ხდება მხოლოდ ბიბლიოგრაფიის მითითება. ნინო თურმანიძის სტატიაშიც ჯაბა სამუშიას სახელი და ჟურნალი მითითებულია მხოლოდ ლიტერატურის განყოფილებაში და არა როგორც ავტორად. გარდა ამისა, ვიკიპედიაში გამოქვეყნების შემდეგ ხდება სტატიის თავისუფალი ლიცენზიით გავრცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ცვლილებების შეტანა ნებისმიერს შეუძლია უპირობოდ. სწორედ ესაა, რის გამოც ვიკიპედიის სტატიის ავტორად ითვლება კოლექტივი და აკრძალულია ერთი ავტორის მითითება სტატიის ბოლოს. ასე რომ, როცა ჯაბა სამუშიას ეუბნები, სტატიას გამოვაქვეყნებთ ავტორის და ჟურნალის მითითებითო, ან ეს დეტალებიც უნდა განუმარტო, ან არა და უბრალოდ ატყუებ. იმედია, სტატია წაიშლება. მისი დამკოპირებლის დაჯილდოება კი უბრალოდ სასაცილო იქნება და უსამართლობა კონკურსის სხვა მონაწილეთა წინაშე. იმედია შეგედებიც გადაიხედება. Deu. 11:13, 9 ივლისი 2018 (UTC)

ბოდიში მოიხადე იმასთან დაკავშირებით რომ მე ვიღაცას ვატყუებ, ეს ცილის წამებაა და ამისათვის წესით შენ გასაფრთხილებელი ხარ. მეორე ავტორი მითითებულია ლიტერატურაში, ისე როგორც წესია და რიგია. --ჯაბა 1977 11:17, 9 ივლისი 2018 (UTC)

ვიღიმი ანუ იმის თქმა გინდა, რომ ამ სტატიის ავტორები ლიტერატურის სექციაში მითითებულნი არიან? Deu. 11:21, 9 ივლისი 2018 (UTC)

რეალობას სცდები შეგნებულად. არ გინდა გაიგო რასაც ვწერ. ამიტომ წერე და იკითხე! --ჯაბა 1977 11:22, 9 ივლისი 2018 (UTC)

მშვენიერი. მე უკეთესი შემოთავაზება მაქვს: ბატონ ჯაბა სამუშიას ვკითხოთ თავად, მოტყუებულად გრძნობს თუ არა თავს. Deu. 12:36, 9 ივლისი 2018 (UTC)
@Otogi: @David1010: არ წაშლით სტატიას, რომელიც უცვლელადაა გადმოკოპირებული და ამას არც არავინ უარყოფს? ოთოჯი, შენს განხილვის გვერდზე გიწერია: „გახსოვდეთ, რომ ვიკიპედიაში სტაჟისა და წვლილის მიუხედავად, იმუნიტეტი არც ერთ მომხმარებელს არ გააჩნია! ვიკიპედიაში განხორციელებული 100 ათასი რედაქტირება და დაწერილი ათასობით სტატია არ ანიჭებს მომხმარებელს იმუნიტეტს!“ სხვა შემთხვევაში საავტორო უფლებების აშკარა დარღვევებზე ხომ ახდენთ რეაგირებას, აქაც ამის იმედი მაქვს. Deu. 13:34, 10 ივლისი 2018 (UTC)

@Deu: რეაგირებას, რომ არ ვახდენდეთ სტატია არ წაიშლებოდა. სტატია ხომ ჩემ მიერ იყო წაშლილი ვიკიპედიაში არსებული შესაბამისი კრიტერიუმის გათვალისწინებით ?. შემდეგ მოხდა წაშლილი სტატიის აღდგენა. ამჟამად სტატია წასაშლელად მონიშნულია და მის წაშლას ამ ფორმით წინ არაფერი უდგას. მსურს ეს საკითხი მშვიდობიან გარემოშო გადავწყვიტოთ. - OTOGI Messages 13:05, 11 ივლისი 2018 (UTC)

@Otogi: არ მესმის, რა არის აქ გადასაწყვეტი. არავინ უარყოფს, რომ ტექსტი უცვლელად გადმოკოპირებულია, ვიკიპედიის წესებში კი გარკვევით წერია, რომ სტატია დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს, ხოლო მომხმარებელი გაფრთხილებას მიიღებს. ჟიურის წევრებიც კი არ უარყოფენ, რომ ტექსტი დაკოპირებულია და მისი ავტორი ჯაბა სამუშიაა. რაღა უნდა გადაწყდეს?
აქ ამ სტატიის წაშლა/არწაშლის გარდა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზედაც ყურის წაყრუება უბრალოდ უსამართლობის გაპრავება იქნება:
[1] კონკურსში მონაწილეობა მიიღო შვიდმა მონაწილემ და დაიწერა 40-მდე სტატია. ჟიურის წევრები 31 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ სტატიებს და 4 ივლისს გამოავლინეს გამარჯვებულები. მეორე ადგილზე დასახელდა ნინო თურმანიძის სტატია, რომელიც სინამდვილეში ჯაბა სამუშიას სტატიიდანაა გადმოკოპირებული. მინდა მჯეროდეს, რომ ჟიურის წევრები უბრალოდ შეცდნენ, ეს ადამიანური იქნებოდა. მაგრამ როგორც მეჰმანი წერს, მისთვის ცნობილია სტატიის გადმოკოპირების ამბავი. მეტიც, მეჰმანმა თქვა, რომ მესამე ადგილზე გასული სტატიაც გადმოკოპირებულია საქართველოს ისტორიის ოთხტომეულიდან. გადავამოწმე და მართლაც, გიორგი ოქროპირიძის მიერ შემოტანილი ეს სტატიაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 2012 წელს გამოცემული ოთხტომეულის ბოლო ტომიდანაა გადმოწერილი, ტექსტის ავტორი კი გახლავთ ალექსანდრე ბენდიანიშვილი.
[2] ვიკიპედიის წესების მიხედვით, ეს სტატიები უნდა წაიშალოს, ხოლო მომხმარებლებს მიეცეთ გაფრთხილება. ამ დროს ნინო თურმანიძე და გიორგი ოქროპირიძე ჯილდოვდებიან სხვისი დაწერილი სტატიებისათვის 150 და 100 ლარიანი ვაუჩერებით, რომლებიც ფონდი ვიკიმედიას გრანტითაა ნაყიდი. არა მგონია ფონდის ინტერესებში შედიოდეს ასეთი სტატიების წახალისება.
[3] ამ ორი სტატიის დაჯილდოება უსამართლობაა კონკურსის მონაწილე სხვა ვიკიპედიელების წინაშეც, რომლებმაც შეიძლება მცირე, მაგრამ თავიანთი სტატიები დაწერეს ვიკიპედიის წესების დაცვით. სხვათა შორის, საინტერესოა, რას ფიქრობენ ეს მომხმარებლები: @გიო ოქრო: @Lika Kharazishvili: @Marikuna-115: @პაატა შ: @Nina1009: @გიორგი ჩუბინიძე: @იაკობ:.
[4] ყველაზე შემაშფოთებელია ბიუროკრატი-ადმინისტრატორის მიერ წესების აშკარა უგულებელყოფა და წესების დაუცველობისაკენ მოწოდებაც კი.
[5] ასევე შემაშფოთებელია არგუმენტი, თითქოს ჯაბა სამუშიას თანხმობა არსებობს. ჯერ ერთი, ჯაბა სამუშიასთან დაკავშირება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე გავასაჩივრე კონკურსის შედეგები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რომ არა ეს პროტესტი, ჟიურის წევრებს სულ არ ადარდებდათ საავტორო უფლებები. ეს მეჰმანის სიტყვებშიც ჩანს: „ჯაბა სამუშიას სტატია არ წარმოადგენს უნიკალურ ნაწარმოებს და არის ისტორიული პროცესის აღმწერი სტატია“. ასევე, ეს იმას ნიშნავს, რომ ნინო თურმანიძე სულ მცირე სტატიის დაწერისას არღვევდა წესს, ხოლო ჟიურის წევრები სულ მცირე მის მეორე ადგილზე დასახელებისას უგულებელყოფდნენ ამ წესს. სხვათა შორის, ჟიურის წევრის მიერ კონკურსანტის სტატიისათვის პოსტ ფაქტუმ სპეციალურად მოპოვებული „თანხმობა“ აშკარა პროტექციაა.
[6] საინტერესოა თავად „თანხმობის“ ფენომენიც. ყველა მეტ-ნაკლებად გამოცდილმა ვიკიპედიელმა იცის, რომ ვიკიპედიაში ჟურნალებისა და გაზეთების სტატიების შემოტანა უბრალოდ აკრძალულია, მით უმეტეს უცვლელად. ყველამ იცის ისიც, რომ აქ ავტორის თანხმობა არაფერს ცვლის. უბრალოდ არსად, არცერთენოვან ვიკიპედიაში ასეთი „თანხმობები“ არც კი იქნებოდა განხილული, ეს უბრალოდ ვიკიპედიის წესებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, Jaba1977 არ განუმარტავს ჯაბა სამუშიასთვის, რომ მისი სტატიის შემოტანით ვიკიპედიაში ჯაბა სამუშია კარგავს ერთპიროვნულ ავტორობას სტატიაზე, მისი ვიკიპედიაში დამკოპირებელი ხდება ავტორი, სტატიის შინაარსის შეცვლა ნებისმიერს შეუძლია, ჯაბა სამუშიას სახელი მხოლოდ ბიბლიოგრაფიაში იქნება მითითებული, სტატიის გავრცელება კი უფასოდ მოხდება და ამისთვის საკმარისი იქნება წყაროდ ვიკიპედიის მითითება. მე დავუკავშირდი ბატონ ჯაბა სამუშიას, მან მითხრა, რომ გადაამოწმებს ამ საკითხს და იმედი მაქვს, გამოგვეხმაურება.
[7] და ბოლოს, თუკი ჟიურის წევრები არ უარყოფენ, რომ ეს ორი სტატია ეკუთვნის ჯაბა სამუშიას (და არა ნინო თურმანიძეს) და ალექსანდრე ბენდიანიშვილს (და არა გიორგი ოქროპირიძეს), მაშინ გაუგებარია, რატომ ჯილდოვდებიან ეს მომხმარებლები და არა სტატიის რეალური ავტორები.
ოთოჯი, დარწმუნებული ვარ, სტატიები წაიშლება. მაგრამ სხვა საკითხებიც არ უნდა დარჩეს უგულებელყოფილი. ყველაფერი დღესავით ნათელი როცაა, ნელთბილი პოზიციებით დავიღალე. და თუკი არ გადაიხედება კონკურსის შედეგები და ვიკიპედიის წესების დარღვევისათვის მომხმარებლები დაჯილდოვდებიან, მე სხვა ზომებსაც მივმართავ სხვა ინსტანციებში. ამ შემთხვევაში მე ვიკიპედიის წესების დაცვასაც ვითხოვ და ჩემი მეგობრების ინტერესებსაც ვიცავ, რომლებმაც სამართლიანი კონკურსის იმედით მონაწილეობა მიიღეს მასში.
@Zangala: @Giorgi13: @M.: @Surprizi: @BRUTE: @SHOTHA: @Gaga.vaa: @GiorgiXIII: სხვათა შორის, თქვენგან ბევრს ჩემსავით ზოგიერთები „ზარმაც მოხალისედ“ (ხომ კაი ტერმინია? ვიკრიჭები) მიგიჩნევენ, მაგრამ ეს გვეუბნება, რომ სულ მცირე ჩემზე აქტიურები ხართ. ასე რომ, თქვენც რომ იყოთ საქმის კურსში, არ იქნებოდა ურიგო. Deu. 18:52, 11 ივლისი 2018 (UTC)
მე კი ვარ აქტიური მომხმარებელი, მაგრამ კონკურსების საქმიანობაში სამწუხაროდ არ ვერევი. კონკურს ხომ „უბრწყინვალესი“ სამეული ჰყავთ ჟიურში მომხმარებელი: Jaba1977 , მომხმარებელი:MIKHEIL , მომხმარებელი:Mehman97 — უნდა ვენდოთ მათ. ჟიურის წევრებმა, თუ აღიარეს, რომ გადაწერილია, მაშინ ხელმეორედ უნდა გადახედონ სტატიებს და თავიდან შეაფასონ. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ხოლო თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ამ ორ მომხმარებელს — ეს მათ უნდა გვითხრან ვიკიპედიის ფურცლებზე. შეცდომას გამოსწორება უნდა. ეს მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ. რაც შეეხება ქსე-ეს — სტატიები კონკურსში არ მონაწილეობდა.მომხმარებელი:MIKHEIL , სადაც ქსე გაგახსენდა იქ ვიკიბანაკიც უნდა ახსენო. თუ რატომ ამას აღარ გავაგრძელებ.ცანგალა 20:13, 11 ივლისი 2018 (UTC)
მე ვთვლი რომ სტატია არაა წასაშლელი არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ესე უცვლელი სტატიის რამე ღინისძიებაში გამოყენება არამართებულად მიმაჩნია! თავად სტატია გადასარევია და უნდა იყოს! დარწმუნებული ვარ მეც და სხვებიც აღნიშნულ მასალას მომავალში შევცვლით, დავამატებთ, განვავრცობთ!--Surprizi განხილვაწვლილი 03:42, 12 ივლისი 2018 (UTC)

საერთოდ ურიგო არ იქნება აღნიშულ სტატიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში თუ გავაერთიანებთ. იქ იყოს ვრცლად. ანუ სათაურია რაღაცა ზოგადი. ანუ წესით ის უნდა პასუხობდეს პლანეტა დედამიწაზე 1918-1921 წლებში ეკლესიებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზე. აღნიშნული სათაური არ გულისხმობს იმას რომ საუბარი მაინცდამაინც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე იქნება. ეგება და კათოლიციზმზეც მინდა ან სომხურ გრიგორიანელობაზე დაწერა? ამიტომ ვთვლი რომ ეგ ჯობია უცვლელად გადავიტანოთ ეკლესიის სტატიაში და იქ განივრცოს სტატია. წაშლით ეს სტატია წაიშალოს მაგრამ არ დაიკარგოს არამედ გადატანილ იქნას--Surprizi განხილვაწვლილი 04:19, 12 ივლისი 2018 (UTC)

@Surprizi: გადმოკოპირებული სტატია ვიკიპედიაში უნდა წაიშალოს თუ არა? Deu. 06:38, 12 ივლისი 2018 (UTC)

იძულებული ვარ მეც ჩავერთო დისკუსიაში, რადგან ეს საკითხი ერთგვარად ჩემი წამოწყებულიცაა. @Mehman97:-ის პასუხში წერია: "რაც შეეხება ბ-ნ ჩუბინიძეს (ეს ჩემი პირად პოზიციაა), წესების მიხედვით (არც ესაა ჩემმიერ დაწერილი), მის მიერ შემოტანილი 50 სტატიიდან მარტო 16 მიიღო მონაწილეობა კონკურსში, დანარჩენები ბაიტების და სიტყვების რაოდენობით ვერ გავიდნენ (ეს ადვილად შესამოწმებელია WFMLABS-ის მეშვეობით), გასული 16-დან ვერცერთმა ვერ გაუწია კონკურენტობა გამარჯვებულ სტატიებს (შეგიძლიათ შეადაროთ სიტყვების, ბაიტების, მოცულობის და ხარისხის თვალსაზრისით), შესაბამისად რაიმე სახის პრეტენზია აქ ზედმეტია" - პრეტენზია ამ განხილვის და აღიარებების შემდეგ ზედმეტი კი არა უფრო გაზრდილია და ყველა წამოჭრილ საკითხში ვეთანხმები @Deu:ს. კონკურსის შესავალში წერია: ,,უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქართულ ვიკიპედიაში 1918-1921 წლების საქართველოს შესახებ სტატიების განთავსებასა და არსებული სტატიების დამუშავებას" - ამ მხრივ რომელ მომხმარებელს დაასახელებთ, რომელმაც ამ კონკურსისა და მანამდე არსებულ პერიოდში შეიტანა შესაბამისი წვლილი? მოვამზადე ორი თარგი, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის აღიარებულ მკვლევარებთან კონსულტაციის შედეგად შეიქმნა. ამის სქრინების მოყვანას აქ არ დავიწყებ, თუ ვინმეს აინტერესებს ცალკე გავუგზავნი. საკუთრივ ამ სტატიაში მოყვანილ პირებს, მათ შორის ისეთებს, რომელთა ციტირებაცაა გამოყენებული არა ნაკლებ კარგად ვიცნობ, ამიტომ სქრინებით და ვითომ თანხმობებით მანიპულირება უადგილოა. ამგვარად მე რომ მათი ნაშრომები აქ პირდაპირი წესით ვაკოპირო ეს არ იქნება დარღვევა? აქვე გაიჟღერა: "კონკურსის განმავლობაში დაწერილი თითქმის ყველა სტატია ან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონიდან, ან სხვადასხვა სახელმძღვანელოდან და წიგნიდან, ან ინტერნეტ-რესურსიდან იქნა შემოტანილი (თვით პრეტენზიის მქონე მონაწილეც ასე მოიქცა)". როგორც მივხვდი პრეტენზიის მქონეში მე ვარ ნაგულისხმევი და ამავე შემფასებლის პასუხით გავცემ პასუხს, რომ ჩემს მიერ შემოტანილი ,,სტატია(სტატიები) არ წარმოადგენს უნიკალურ ნაწარმოებს და არის ისტორიული (ბიოგრაფიული) პროცესის აღმწერი სტატია (სტატიები)". ჩემს მიერ შემოტანილი ბიოგრაფიული ცნობები ჯერ კიდევ მაშინ შემოვიტანე, როცა ბიოგრაფიულ ლექსიკონში არც კი იყო შეტანილი. შესაბამისად ვისარგებლე წიგნით, რომელიც ახლაც სამუშაო მაგიდაზე მიდევს. მაგრამ ჩემი მხრიდან მხოლოდ ეს პასუხი სასაცილო იქნებოდა. ამ შეფასების ავტორს ერთმანეთში ერევა მეორე ადგილზე მყოფი სტატიის თემა და შინაარსი და ჩემს მიერ შემოტანილი ბიოგრაფიული მასალები, რომლის შემოტანის საქმის კურსშიც შემდგენელი ირაკლი ხვადაგიანიცაა. მეორე ადგილას მყოფი სტატია მრავალმხრივაა გასაკრიტიკებელი, როგორც აღმოჩნდა მესამე ადგილიც. პლაგიატზე აღარ ვიტყვი, ,,დეუმ" ანუ დავითმა უკვე კარგად განმარტა. სულ მცირე ეს სტატია არ იმსახურებდა გამარჯვებას სათაურის გამო: ,,სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა 1918-1921 წლებში". რომელი სახელმწიფოსა და რომელი ეკლესიის ურთიერთობაზეა საუბარი? რამდენი სახელმწიფო და რამდენი ეკლესია არსებობდა 1918-1921 წლებში? სომხური სამოციქულო ეკლესია, რომის კათოლიკური ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თუ რომელი? რომელი სახელმწიფო? აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, თუ სხვა? მაინტერესებს აღნიშნული სტატიის შეფასების კრიტერიუმები. არ ვამბობ რომ აუცილებლად გამარჯვებაზე მქონდა პრეტენზია, თუ უკეთესი სტატიები იქნებოდა. არც კონკურსის წესებში წერია რომ სტატიების რაოდენობა მნშივნელოვანია, მაგრამ როცა კონკურსის აღწერაში წერია, რომ ,,ამ საიუბილეო წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ პირველი რესპუბლიკის თემატიკასთან დაკავშირებით სახვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქართულ ვიკიპედიაში 1918-1921 წლების საქართველოს შესახებ სტატიების განთავსებასა და არსებული სტატიების დამუშავებას" - ვფიქრობ გასათვალისწინებელია კონკრეტული მომხმარებლის წვლილი, შექმნილი თარგების რაოდენობა და ხარისხი, შემოტანილი მასალების რაოდენობა და სამი ადგილიდან მისთვის ერთ-ერთის განსაზღვრა, მითუმეტეს, როცა გამარჯვებულთა შორის გადაწერილი სტატიებია, თანაც ისეთი სტატიები, რომლებიც ავთენტური ავტორების მიერ კონკრეტული კვლევა-ძიების შედეგადაა შექმნილი და შემდეგ გასაღებულია, როგორც ვიკიპედიის მომხმარებლისა, ყოველივე ეს ძალიან სამწუხარო და უცნაურია. ყოველივე ეს არის პრეცენდენტი და მზად ვარ, თუ ჩემს სტატიებში ავთენტური ავტორისეული კვლევითი ტექსტის პირდაპირ კოპირებაში შევიმჩნევი, თუ ჩემს სტატიებში არ იქნება სქოლიოს სახით მითითებული ყოველი სტრიქონის ავტორი, მაშინ მეც აღნიშნულ პრეცენდენტში უნდა მოვხვდე და დაე წაიშალოს ჩემი სტატიებიც. მაგრამ ვერ ავიტან შერჩევით ვიკიწესებს, ვისაც როგორ უნდა ისე მოარგოს კონკრეტულ მომხმარებელს, მის ვიკიმასწავლებელსა და ა.შ. ყოველივე უნდა იყოს ობიექტურ სამსჯავროზე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 08:08, 12 ივლისი 2018 (UTC)

ბევრს არ დავწერ, უბრალოდ ერთს ვიტყვი. სათაურს რაც შეეხება, კარგად გადახედეთ მეგობრებო სხვა კონკურსების სტატიებს, სრულიად დაშვებულია, როცა სტატია კონკურსში მონაწილეობს სხვა, დროებითი სათაურით, დასრულების შემდეგ კი გადადის ახალ დასახელებაზე. ასეთი შემთხვევები გვქონია. საწყენი ის არის, რომ ფაქტია, მომხმარებელი ჩუბინიძე უზომოდ გააღიზიანა იმან, რომ კონკურსში არ ერგო საპრიზო ადგილი. რაც შეეხება ჟიურის შეფასებებს, არც გასაჯაროების მეშინია, აღნიშნულ სტატიას ჩემი მხრიდან მინიმალური შეფასება აქვს. ქსე არ ითვლებაო, კონკურსში არ მონაწილეობდა მისი სტატიებიო, რა მნიშვნელობა აქვს კონკურსს? კოპირება კოპირებაა! რა გამოდის, სარგებელზე ვმუშაობთ აქ? მოვითხოვ, წაიშალოს ქსე-ს ათი ათასობით სტატია. ჩემი პოზიცია შეუვალია და ვგეგმავ ფართო განხილვის დაწყებასაც. — Mikheil მიწერა 11:14, 12 ივლისი 2018 (UTC)
მიხეილ, სანამ მაგ თემაზე ფართო განხილვას დაიწყებდე, რომელიც ნამდვილად პრობლემური საკითხია, იქნებ ჩამოყალიბდე და ჯერ ამ განხილვის ამ ორ მკაფიო კითხვას გასცე პასუხი: [1] ეს სტატია არის თუ არა წასაშლელი? [2] და თუ არის, მაშინ რატომ ჯილდოვდება მისი ვიკიპედიაში შემომტანი? Deu. 11:37, 12 ივლისი 2018 (UTC)
არ ვაპირებ განვასხვაო ერთმანეთისგან. ყველა გადმოკოპირებულ სტატიას უნდა შეეხოს ერთნაირი მიდგომა. აღარც ვაპირებ აქტიური ვიკიპედიური საკითხების, მით უმეტეს კონკურსის განხილვას ყოფილ ვიკიპედიელთან. ამ საკითხებს მოქმედი ვიკიპედიელები უკეთ გადაწყვეტენ. — Mikheil მიწერა 11:43, 12 ივლისი 2018 (UTC)
@MIKHEIL: ნუ შლი ჩემს ჩანაწერს ვიკიბანაკის შესახებ, სადაც ბავშვებს ასწავლით ენციკლოპედიიდან გადმოწერას.--ცანგალა 11:56, 12 ივლისი 2018 (UTC)
@Otogi: — გთხოვ აღადგინო ჩემი ჩანაწერი, რომელიც MIKHEIL წაშალა.--ცანგალა 12:00, 12 ივლისი 2018 (UTC)
არც მე ვაპირებ განვასხვავო. ახალ განხილვაში ამ წესის შეცვლას აპირებ? თუ ამ წესის შეცვლას არ აპირებ, მაშინ ეგებ შენზე უწინარესი ვიკიპედიელების მიერ მიღებული ეს მოქმედი წესი დაიცვა და წაშალო უპირველესად ეს სტატია და შემდეგ მიხედო ყველა დანარჩენს (მოქმედი წესის დაცვას რა ფართო განხილვა სჭირდება?). P.S. ყოფილ ვიკიპედელებში ჩემ გარდა ვინ იგულისხმება, ეგებ დააკონკრეტო. Deu. 12:03, 12 ივლისი 2018 (UTC)

@MIKHEIL: ვიმეორებ ტექსტს, რომელიც წაშლილია. დაძველებულ ქსე-ეს სანამ მიადგები, არ დაგავიწყდეს ქე, ენციკლოპედია „თბილისი“ (სადაც ბავშვებს ასწავლით გადმოწერას ენციკლოპედიიდან და სხვა წიგნებიდან). ჯერ კონკურსის საკითხი მოაგვარეთ და შემდეგ ერთობლივად გადავწყვიტოთ და მივადგეთ ქსე, ქე, ენციკლოპედია „თბილისი“ და კიდევ სხვა მრავალი სტატიას. ზარალდება ქართული ვიკიპედია. წარმატებები.--ცანგალა 12:21, 12 ივლისი 2018 (UTC)

არაფერი წამიშლია, კარგად გადახედე ისტორიას. ვიკიპედიის დაზარალებაზე პასუხი სხვებს მოჰკითხე ცანგალ, ზემოთ. გამონაკლისი არ იქნება, თუ წაშლა და საავტორო უფლებების დარღვევაა, ყველას უნდა შეეხოს ერთნაირად. — Mikheil მიწერა 12:24, 12 ივლისი 2018 (UTC)
მიხეილ, რა თქმა უნდა, ეს წესი თანაბრად უნდა შეეხოს ყველა სტატიას, რომელშიც საავტორო უფლებების დარღვევა დადასტურდება. ეს სტატია ასეთია და კარგია, რომ ამაზე პოზიცია შეცვალე და აღარ მეკამათები. რაც შეეხება ქსე-ს, ქე-ს და ენციკლოპედია „თბილისს“, თითოეული სტატია, რომელშიც გადმოკოპირება დადასტურდება, უნდა წაიშალოს ამ წესის მიხედვით. ასე რომ, გეთაყვა, მიხედე საქმეს თუ ადმინი ხარ და წაშლა ამით დაიწყე, შემდეგ კი გულდასმით შეადარე ვიკიპედიის სტატიები ქსე-ს, ქე-ს, „თბილისს“ და ყველა წაშალე. Deu. 12:29, 12 ივლისი 2018 (UTC)
@MIKHEIL: — ვიხდი ბოდიშს. შეიძლება არ წაგიშლია და რედაქტირების კონფლიქტი მოხდა. --ცანგალა 12:38, 12 ივლისი 2018 (UTC)

როგორც ჩანს ჯიუტად არ გვაქვს სურვილი გავერკვიოთ თუ რას ნიშნავს საერთოდ საავტორო უფლება. ქსე-ის ტექსტი თუ აღმოჩნდა საზოგადოებრივი საკუთრება მისი მასალის წაშლის უფლება არ გვექნება. საერთოდ, ვინმემ იცით რა ტიპის საავტორო უფლება ვრცელდება ქსე-ზე ?. არა. ვიკიპედიაში დაიშვება ისეთი ტიპის მასალა, რომელიც საზოგადოებრივი საკუთრებაა და მისი უცვლელად გავრცელება ასეთ დროს არ წარმოადგენს საავტორო უფლების დარღვევას. ტექსტი, რომელზედაც ამოიწურა საავტორო უფლების ვადა ან რომელზედაც საერთოდ არ არსებობდა საავტორო უფლება ასეთი მასალა ჩვენთან დაიშვება. იგივე რუსულ ვიკიპედიაში, სადაც საავტორო უფლებებზე მკაცრი პოლიტიკა არსებობს დაიშვება დსე-იდან შემოტანილი სტატიები. მაგრამ აქ საუბარია ჟურნალის 2018 წლის ნომერზე, თავისი ცოცხალი ავტორით. ერთმანეთში ნუ ავურევთ 2018 წლის საგაზეთო სტატიასა და გასული საუკუნის 70-80-იანი წლების საბჭოთა მასალას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრი რამე შეიცვალა ქვეყანაში, მათ შორის საავტორო უფლებებთან მიმართებაში. რაც შეეხება ენციკლოპედია „თბილისსა“ და ენციკლოპედია საქართველოს ვფიქრობ უპრიანი იქნებოდა ამ ენციკლოპედიებიდან უცვლელად არაფერი შემოგვეტანა. თხოვნა მაქვს, ამ დისკუსიას აბსურდამდე ნუ მივიყვანთ და ერთმანეთს ჯიბრში ნუ ჩავუდგებით. ნუ ავცდებით საქმის რეალურ ვითარებას. აქ არსებითი არა ქსე, არამედ საგაზეთო ტიპის სტატიაა, რომელიც ვერ იქნება საზოგადოებრივი საკუთრება. ასაღები რომ არის სტატია ამ ფორმით ეს სადავო არ არის მეგობრებო. - OTOGI Messages 12:52, 12 ივლისი 2018 (UTC)

საზოგადოებრივ საკუთრებაში ტექსტი ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ გადადის, როგორც ვიცი. არის ამ განხილვაში იურისტი და უკეთესად განმარტავს ალბათ. — Mikheil მიწერა 12:59, 12 ივლისი 2018 (UTC)
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქსე და მის საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები ფართო განხილვის საგანს წარმოადგენს. ქსე, ენციკლოპედია თბილისი, ენციკლოპედია საქართველო, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა და უამრავი სხვა რესურსები შეგვიძლია უკვე ფორუმზე განვიხილოთ. ერთმანეთში ნუ ავურევთ ქსე-ს და საგაზეთო 2018 წლის სტატიას. - OTOGI Messages 13:05, 12 ივლისი 2018 (UTC)
ვეთანხმები მომხმარებელი:Otogiს ცალკე განვიხილოთ. @MIKHEIL: იურისტი, რომ ე. წ. ყოფილი ვიკიპედიელია (როგორც შენ იტყვი ხოლმე) ხელს ხომ არ შეგვიშლის მისი განმარტება?--ცანგალა 13:15, 12 ივლისი 2018 (UTC)
ადრე მეც ვიკიპედიაში გავრცელებული აზრი მეგონა სწორი, რომ ქსე-ზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება. მაგრამ ახლა, როგორც იურისტმა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საავტორო უფლების მოქმედება წყდება მხოლოდ ავტორის გადაცვალებიდან 70 წელიწადში და არ აქვს მნიშვნელობა, ნაწარმოები სსრკ-შია შექმნილი თუ სხვაგან. ეს ვადა ქსე-ს შემთხვევაში გასული არაა. ასე რომ, გვინდა თუ არა, დაკოპირებული სტატიები არღვევს ამ ნორმას. არაიურიდიულ ენაზე საქართველოს კანონმდებლობის მიდგომას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი ორია: 1. უნდა მოხდეს ქსე-დან უცვლელად შემოტანილი სტატიების იდენტიფიცირება და წაშლა (მაგალითად, მე მე-9 ტომიდან შემომქონდა ინფორმაცია, მაგრამ არა უცვლელად); 2. შეძლებისდაგვარად თანდათან უნდა მოხდეს სტატიებში ცვლილების განხორციელება ისე, რომ ტექსტი არ იყოს ქსე-ს იდენტური. ახალი სტატიების შემოტანა ქსე-დან, ქე-დან, „თბილისიდან“ კი უნდა შეწყდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სტატია უდავოდ წასაშლელია და ნუღარ დააყოვნებთ ადმინებო. აქ განხილვა სხვა თემაზე არ უნდა გადავიდეს, უკანა პლანზე არ უნდა გადავიდეს ასევე კონკურსის პრობლემაც. Deu. 13:18, 12 ივლისი 2018 (UTC)
ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი. ქსე-ის მასალა, რომელიც ვთქვათ 4-5 წინადადებიანია ადვილად დაექვემდებარება გარდაქმნას და საავტორო უფლებების დარღვევას ავიცილებთ თავიდან. მაგრამ აქ ეს საკითხი არ არის პრიორიტეტული. ამიტომ მოდით ქსე-ის საკითხი ამოვწუროთ აქ ამ ეტაპზე. - OTOGI Messages 13:22, 12 ივლისი 2018 (UTC)
ოთოჯი, აბსოლუტურად გეთანხმები. მადლობა ასევე სტატიის წაშლისათვის. ქსე-ს საკითხს სულ მცირე ცალკე განხილვა სჭირდება პრობლემის მასშტაბურობის გამო, მაქსიმუმ კი საქმიანი შეხვედრა და იურისტებთან კონსულტაცია.
აქ კი დავუბრუნდეთ კონკურსის საკითხს: კონკურსის შედეგები არ გადაიხედება? Deu. 13:26, 12 ივლისი 2018 (UTC)
აქ ერთი რამის თქმაა საჭირო: კონკურსის ჟიურის, რამდენადაც ისინი მოქმედებენ არა ვიკიპედიის, არამედ ვიკიმედიის მომხმარებელთა ჯგუფის სახელით, სრული უფლება აქვს, არ გადახედოს კონკურსის შედეგებს. მე ამ მომხმარებელთა ჯგუფის წევრი არ ვარ და ვერ დავუშლი, იყვნენ უსამართლონი. მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ აშკარად უსამართლო კონკურსის ჩატარებით თავიანთ თავს დისკრედიტაციას უკეთებენ და ზიანდება მათივე მიზანი, ხელი შეუწყონ ვიკიპედიის განვითარებას გრანტების საშუალებით. Deu. 13:31, 12 ივლისი 2018 (UTC)
ვინმეს თუ ჰქონია, რომ ქსე-ის სტატიების წაშლით რაიმე პრობლემას მოვაგვარებთ და ვიქნებით მოგებულები ძალიან ცდებით. ზოგადად, ამ პროექტის შესახებ ერთს დავამატებდი, რომ უპრიანი იქნებოდა თავიდანვე შექმნილიყო ისეთი გვერდი, სადაც დეტალურად იქნებოდა ახსნილი თუ რა პრინციპების დაცვაა საჭირო ვიკიპედიაში სტატიების განსათავსებლად. ეს ისე სამომავლოდ. როგორც ვხედავ @გიორგი ჩუბინიძე: რაღაც გაურკვევლობაშია — მაქვს სურვილი, რომ ამ ადამიანს მისთვის საჭირო ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცენ. მე ამით აქ დავამთავრე. მადლობა. - OTOGI Messages 13:37, 12 ივლისი 2018 (UTC)

@Jaba1977:, @MIKHEIL:, @Mehman97: ბოლოჯერ ვკითხულობ, პასუხი არ მიმიღია: კონკურსის შედეგების გადასინჯვა არ იგეგმება? პრიზებით 4 ივნისს დასახელებული სამეული დაჯილდოვდება? Deu. 06:53, 13 ივლისი 2018 (UTC)

დუმილი, გასაგებია. Deu. 10:34, 14 ივლისი 2018 (UTC)

მეგობრებო :), მოდი თავი დავანებოთ ამ ერთ კონკრეტულ კონკურსს. რაც იყო იყო. მარა სამომავლოდ განვსაზღვროთ ცალსახად! დაკოპირებული სტატიების ადგილი არ არის ვიკიპედიაში. მსგავსი სტატიისთვის გამარჯვებულის სტატუსის მინიჭება არის ასევე ცალსახად შეცდომა :). და ამის აღიარება ჟიურისთვის არ უნდა იყოს პრობლემა. ამის გამო არავის განგსჯით და არც თქვენს კომპეტენციაში შეიტანს ეჭვს. შეცდომებს ყველას უშვებს. სამომავლოდაც იქნებით ჟიურის წევრები. მარა თუ შეცდომას არ აღიარებთ და სიტუაციის შელამაზებას ან გამოძვრომას ცდილობთ სხვა და სხვა არა ვალიდური მიზეზების მოყვანით ეს ჩემთვის ცუდის ნიშანია და მე პირადად სამომავლოდ თქვენს მიმართ ნდობას დავკარგავ. ვიკიპედია პირველრიგში დემოკრატიული ადგილია სადაც ადამიანები არ უნდა ცდილობნენ მანიპულირებას, არამედ გულწრფელად სიმართლის დადგენას. ესაა ჩემი კომენტარი :) პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:25, 16 ივლისი 2018 (UTC)

რა ხდება, "გამჭვირვალედ" "ჩაიფარცხა" კონკურსის ამბები? :)))--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:59, 18 ივლისი 2018 (UTC)

პაატა შ ვიკიპედია დემოკრატიულია, მაგრამ არა „ქართული ვიკიპედია“ (დროის და სივრცის ამ მონაკვეთში), შეცდომის აღიარების ან მობოდიშების ილუზია არც მაქ :). თემის საკითხს რაც შეეხება ბოლომდე გადავიკითხე ყველას კომენტარი და ჩემთვის ნათელია Deu-ს არგუმენტების სიმყარე და Otogi-ს როგორც ადმინის ობიექტური მიდგომა. ამიტომ, მე ცალსახად ვიზიარებ მათ პოზიციებს.--g. balaxaZe 09:42, 19 ივლისი 2018 (UTC)