ვიკიპედია განხილვა:ყავახანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

THEwikiStics: Page Hits toplist (compare traffic | searches)

ყავახანის განახლებისთვის დააჭირეთ აქ.

შეტყობინება
ეს გვერდი არ არის ზოგადი შეკითხვების დასმის ადგილი.
ეს გვერდი განკუთვნილია ვიკიპედიის გვერდის „ვიკიპედია:ყავახანა“ განხილვისთვის.
გამოიყენეთ ეს ბმული რომ გაიგოთ როგორ დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი.



დაარქივება[წყაროს რედაქტირება]

იქნებ დაარქივოს ვინმემ ყავახანა. აქამე გიორგი (gaeser) აკეთებდა ამას და არ მოგწონდათ ახლა კი ამის მსურველიც არავინაა. — ჯაბა ლაბაძე () 17:31, 17 ნოემბერი 2010 (UTC)

ჩემი აზრით გვერდის დაარქივება მისი გადატანით არ უნდა ხდებოდეს, რადგანაც ამ დროს მისი ისტორია პრაქტიკულად იკარგება. უმჯობესია ამ საქმისთვის Cut და Paste ღილაკები გამოვიყენოთ.— ნიკა () 17:33, 17 ნოემბერი 2010 (UTC).

დრო არ არის ზემოთ გამოსახული უკრაინის ვიკიპროექტის რეკლამა ამოვიღოთ?--მიხეილ () 15:29, 28 აპრილი 2011 (UTC)

დროა, ჩემი აზრით.—G.G. 12:32, 29 აპრილი 2011 (UTC)
ამოუღია უკვე ჯაბას 18 იანვარს... და სხვაგანაც არის სადმე?—G.G. 13:15, 29 აპრილი 2011 (UTC)

ფორუმის უთავბოლო გამოყენება[წყაროს რედაქტირება]

კოლეგებო, ჩვენი ფორუმი სხვა ფორუმებისგან იმით განსხვავდება, რომ ცოტა მეტი აკადემიურობა აქვს (უნდა ქონდეს), მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ფორმზე უარესად აქვს საქმე, რადგან არანაირი თემატური განიხლვა: ერთი განხილვა ალთას რომ იწყება, ბალთას გრძელდება; თემატური ქვეგვერდების გამოყენება პრაქტიკულად არ ხდება და ამას ხელს ისიც უწყობს, რომ მოდერაცია არარ ხდება. ჩემი წინადადებაა თემატური ქვეგვერდების შესაბამისად გამოვიტანოთ სექციები, სადაც დახურული განხილვები გადავა/დაარქივდება უკვე თემატურ ქვეგვერდებზე.--Rastrelli F 07:07, 21 სექტემბერი 2011 (UTC)

ამაზე მეც ვფიქრობდი. მაგრამ საწინააღმდეგო დასკვნამდე მივედი))) ჩემი აზრით, პირიქით, გამოუყენებელი ქვეგვერდები უნდა გაუქმდეს. მაინც არ ვიყენებთ, ხოლო ახალბედა შეიძლება დააბნიონ. გარდა ამისა, ახალბედასთვის თვით სახელი „ყავახანა“ იქნება დამაბნეველი...--Melberg; 07:10, 21 სექტემბერი 2011 (UTC)
დავამატებ: ნუ განვიხილავთ ყავახანაში იმ საკითხებს, რაც შეიძლება განვიხილოთ სტატიის განხილვის გვერდებზე. [1], [2], [3] და სხვა. – BruTe () 07:28, 21 სექტემბერი 2011 (UTC)
მართალი ხარ, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს: უბრალოდ ხშირად განხილვის გვერდი არავის აინტერესებს და ერთხელ წამოწყებული საკითხი წლობით მდუმარებას ინარჩუნებს - ყავახანა, რომელიც ალბათ ყველას კონტროის სიაშია, აქედან ერთადერთ გამოსავლად რჩება ხშირად. Deu aw 07:32, 21 სექტემბერი 2011 (UTC)
გიორგი, ქვეგვერდებს რომ არ ვიყენებთ ამაზეა საუბარი და ჩემი წინადადება ფუქნციას მისცემს ქვეგვერდებს, რაც იქნება თემატური დაარქივების საშუალება: თმატურ სექციაში დაიწყო განხილვა და დასრულებული უკვე არქივდება/გადადის თმატურ ქვეგვერდზე. შეიძლება წავშალოთ ქვეგვერდი, მაგრამ მაშინ თემატური კატეგორიები მაინც უნდა დავტოვოთ კატეგორია:ყავახანა:ტექნიკური საკითხები. რაც შეეხება ახალბედებს, ეს ცოტა თითიდან გამოწოვილ პრობლემად მიმაჩნია. ბრუტეს და დათოს: გეთანხმებით განხილვის სივრცის აღრევა არასწორია, აქ გამოსავალი ის იქნება, რაც დათომ გააკეთა არქიტექტურა-ხუროთმოძღვრების განხილვაზე და გიორგიმ - მთავარი გვერდის ალფა ვერსიის შემთვევაში: განცხადება დატოვეს ყავახანაში და ბმული განხილვაზე.--Rastrelli F 08:31, 21 სექტემბერი 2011 (UTC)

საჭიროა დროულად გადავწყვიტოთ, ყავახანა ფორუმს კი არა, ბირჟას გავს უკვე.--Rastrelli F 11:01, 23 სექტემბერი 2011 (UTC)

რეკონსტრუქციის მიზნით ყავახანას მცირე ხნით დავხურავ, მანამდე გამოვიყენოთ დროებითი გვერდი (მივუთითებ ყავახანის განცხადებაში). ყავახანის მოწესრიგების შემდეგ, ან ამ პერიოდში შეგიძლიათ დააფიქსიროთ თვენი შენიშვნები და მოსაზრებები.--Rastrelli F 12:11, 23 სექტემბერი 2011 (UTC)

საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებას არ ჭირდებოდა 3 დღე ლოდინი? ვიღიმი. თუმცა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. Deu aw 12:15, 23 სექტემბერი 2011 (UTC)
ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ყავახანის დახურვას თუკი მაინც რჩება დროებითი ყავახანა.— მიხეილ (მომწერე) 12:18, 23 სექტემბერი 2011 (UTC)
კარგი, ეტყობა რაღაც გადაწყვიტეს რასტრელიმ და გიორგიმ. დავუცადოთ, იმედია დაწყნარდება სიტუაცია... Deu aw 12:20, 23 სექტემბერი 2011 (UTC)
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო გიორგის და რასტრელის გადაწყვეტილებასთან, უბრალოდ ჯობია გადაწყვეტილების რეალიზაციამდე სხვა ადმინების თანხმობა მაინც იყოს, რომ მერე არარ გაჩნდეს კითხვები.— Ouzo განხილვაწვლილი 12:33, 23 სექტემბერი 2011 (UTC)
დათო, მასხრათ ნუ მიგდებ (3 დღე). ყავახანა დახურული არ არის, უბრალოდ დროებით სხვა გვერდია შექმნილი. სხვა ვიკიპედიებს რომ გადავხედე თემატური საძიებელი გვერდის საჩვენებელ (შუაში) არის განლაგებული განლაგებული. მგონი ცუდი არ უნდა იყოს.ცანგალა () 12:49, 23 სექტემბერი 2011 (UTC)
მასხრად არავის არ ვიგდებ. არ მსიამოვნებს, როდესაც ვინმე ჩვენი (ჩემი) სახელით (ვიკიადმინისტრაცია) მოქმედებს და ხალხს ბოდიშს უხდის. თუმცა ალბათ ამ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას და ამიტომ გავჩუმდები და შენც იმავეს გთხოვ. Deu aw 13:11, 23 სექტემბერი 2011 (UTC)

დღეს 23-ია და მესამე დღეა :) - ეს ხუმრობით. ფორუმი დროებით მუშაობს აქ ამ მომენტისთვის დაარქივდა უსასრულოდ დიდი გვერდი ძველი წესით. ამჟამად მიმდინარეობს რებრენდირება, რაც რადიკალურად შეცვლის ფორუმის მოხმარებას - ვიმედოვნებ უფრო ეფექტურისკენ. შენიშვნები და აზრები კი, როგორც ვთქვი, შეგიძლიათ და აუცილებელია პარალელურად დააფიქსიროთ. განხილვა მიღბამდეც გვექნება და მას მერეც. პ.ს. ადმინებს ბოდიში, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, ჩაასწორეთ, ვიკიადმინისტრაციასაც შევცვლი. --Rastrelli F 13:15, 23 სექტემბერი 2011 (UTC)