ვიკიპედია განხილვა:რჩეული ფოტოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
  1. დათვლადი სიის ელემენტი

კიდევ ერთი განმეორებადი დამთხვევა თუ ტენდენცია, რომელიც აღნიშვნის ღირსია: სიტყვა "კრედიტი" ქართულ ენაში მხოლოდ საბანკო–საფინანსო ტერმინია და არ იხმარება "წვლილის" ან "აღებულის" მნიშვნელობით, ასე რომ კიდევ ერთი თხოვნა: "კრედიტი" მხოლოდ საბანკო–საფინანსო კონტექსტებში გამოიყენე ხოლმე, სხვა კონტექსტებში კრედიტის ხმარება არ შეიძლება (დავიცვათ ჩვენი ენა ანგლიციზმებისგან!) --linguistus 08:42, 28 აგვისტო 2006 (UTC)

კაი რა, ამაზე იტყვიან ტვინს ტყ..., ვის სჭირდება ეს მორალიზმი? გაასწორე თუ რაღაცას ნახავ, და ნუ გააწყალე გული. რა უბედურებაა. ალს. 66.82.9.54 10:58, 28 აგვისტო 2006 (UTC)

ქართულთან ერთად შენ ამერიკაში ზრდილობაც დაგვიწყნია პატივცემულო ალსანდრო... No Comment... --linguistus 13:21, 28 აგვისტო 2006 (UTC)

ბევრჯერ აღვნიშნე შენს მომართვებზე - უტაქტო ხარნ - ეს აქ მიუღებელია, შენზე ასაკით გაცილებით უფროსი ვარ და შენგან სარკასტულ რჩევა-დარიგებებს და მითითებებს არ მივიღებ, სხვა რომ არაფერი მხოლოდ ასაკის გამო. შენი გასაქიქი ჩემი ქართული და მითუმეტეს ზრდილობა არაა. მიხედე შენს თავს და ნუ აავსე ამ უაზრო პოლემიკით აქაურობა. თუ რამის გამკეთებელი ხარ დაუმადლებლად გააკეთე. - ალ-ო () 14:44, 28 აგვისტო 2006 (UTC)
სააღდგომო კვერცხების სურათი ცუდი არ არის, მაგრამ დაგვიანებული ხომ არ არის?--Zangala 16:45, 12 აპრილი 2007 (UTC)

გარგარი რატომ არ დაარქივდა?--Rastrelli F 14:58, 15 სექტემბერი 2011 (UTC)

აბა, მე შვებულებაში ვარ და სხვას ვის უნდა მოსვლოდა თავში აზრად, რომ დაარქივებაც საჭიროა. :)—G.G. 15:56, 15 სექტემბერი 2011 (UTC)
ირონირება საჭირო არაა, ვიფიქრე რამე სხვა მიზეზი იყო.--Rastrelli F 16:17, 15 სექტემბერი 2011 (UTC)

კენჭისყრა[წყაროს რედაქტირება]

კარგი იქნება ალბათ თუ მალე აქაც დავიწყებთ კანდიდატების წამოყენებას და არჩევას. თუ თანახმა ხართ წამოყენების ფორმატს შევცვლი უფრო დემოკრატიულით. - ალ-ო / 23:04, 5 ნოემბერი 2007 (UTC)

ps: ისე თავფურცელს რომ გავაახლებთ იქ რჩეული ფოტოები ავტომატურად ჯდება ვიკისაწყობიდან, თანაც ყოველდღიურად (ჩვენ მარტო წარწერების თარგმნა მოგვიწევს). ა.


გაზაფხულისთვის[წყაროს რედაქტირება]

რაიმენაირად თუა პრობლემა გაზაფხულის სურათს, ტრადიციულის ნაცვლად, ასეთი განშლა გავუკეთოთ:


როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს,
რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა...
გაზაფხულია მაინც ასეთი,
კეთილი, როგორც კარგი ხარება,
[1]
...
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
[2]
...
გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ყვირისო,
ე ჩემი გული ტიალი
ისევ და ისევ სტირისო.
[3]
...
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?
[4]

მხოლოდ ორ სვეტად (მე არ ვიცი როგორ უნდა)

შესაძლებელია თითო სტრიქონი გაკეთდეს--Rastrelli F.B. 08:19, 3 მარტი 2008 (UTC)
გაკეთებადია, მაგრამ სურათს რა კონტექსტში დაურთავ ამას განსაზღვრებად? პოეზიის პორტალის იდეა ხომ არ გაქვს? ა.
ამ სურათს საკურაზე სტატიიდან ამონაკრებიც მოუხდებოდა. ა.

საკურა კარგი აზრია, ჩემს აზრთან დაკავშირებით კი – ვფიქრობდი უბრალოდ არაორდინალური განსაზღვრება, სადაც პოეზია განსაზღვრავს სტატიდან ამონაწერის ნაცვლად. R 09:47, 3 მარტი 2008 (UTC)

პოეზიის პორტალი კარგი აზრია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოდი ასე ვქნათ: რადგანაც იდეა წარმოიშვა პოეზიის ჩართვისა და ამასთან მუსიკალრი გაფორმებისა(ვგულისხმობ ვივალდის გაზაფხულს) ძალიან კარგი იქნება თუ ყველა სურათს დავურთავთ რაღაც სახით ( ნუ შეძლებისდაგვარად) პოეზიის და მუსიკის ნაწყვეტს, მეტი სიამოვნებისთვის. თავად პორტალიც აეწყობა მოგვიანებით, ამაში დარწმუნებული ვარ :))R 17:37, 3 მარტი 2008 (UTC)
idea kargia, magram rubrika shesanishanv suratze unda aketebdes aqcents. am otxive kupletshi gazafxuli gamokenebulia sxva konteqstistvis da tvit gazafxuls me mgoni ver gansazgvravs. tu statia daicera gazafxulis temaze poeziashi, mashin rcheuli statiis rubrikashi sheidzleba gavides citatebit... kidev erti alternativa gvaqvs: davamatot mtavar gverds axali rubrika: "rcheuli kupleti" an ragac amis msgavsi, tumca esec ufro poeziis portalis masalaa. a.

სიმართლე გითხრა, მეც შევიცვალე აზრი. ჯობია მსგავსი რამ პოეზიის პორტალმა აკეთოს, თუმცა თუ წინააღმდეგი არ ხარ, ვივალდის ეს ნაწყვეტი ამ ერთხელ გაუშვათ ვიკრიჭები, ტექსტი კი საკურაზე გავაკეთოთ ძალიან მომეწონა ეგ აზრი! ვიღიმი R 10:34, 4 მარტი 2008 (UTC)

ok :) a.

მოკლედ ბუშტუკებმა გამიტაცეს ნამეტანი :) --Rastrelli 05:51, 28 მარტი 2008 (UTC)


არ ჯობია, რომ იყოს გვერდი სადაც სურათებს ავირჩევთ? მაგალითად როგორიც სტატიებს აქვთ... DDA 14:36, 15 აპრილი 2008 (UTC)

ჯობია, მაგრამ დასაწყისისთვის ქვეთავ „შემდეგში“ შეგიძლია ჩასვა ის სურათი რომელიც მოგწონს. :)--Rastrelli 04:30, 17 აპრილი 2008 (UTC)

რჩეულის განახლება[წყაროს რედაქტირება]

რამდენ ხანში ერთხელ იცვლება რჩეული სურათი? --Mozart 07:13, 10 თებერვალი 2009 (UTC)

მაინტერესებს რჩეული ფოტო როდის შეიცვლება! --Mozart 10:01, 14 თებერვალი 2009 (UTC)

წესით დღეს (მგონი) --TeкA WikipediA 10:13, 14 თებერვალი 2009 (UTC)

მთავარ გვერდზე ყველა რუბრიკა, გარდა მოვლენებისა და სიახლეებისა, იცვლება კვირაში ერთხელ (კვირადღეს). - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 19:06, 14 თებერვალი 2009 (UTC)

რატომ?[წყაროს რედაქტირება]

ეი! ნათურა რატომ არის რჩეული სურათი?! ხმა არავის არ მიუცია, თანაც ჩემი ანა პავლოვა იგებდა--ნიკოლაი ლებედევ 18:02, 23 თებერვალი 2009 (UTC)

ეი: ჯერჯერობით, სანამ სურათების ნომინაციის და არჩევის კრიტერიუმებს დავალაგებ, გატანა ხდება ნომინაციის ქრონოლოგიის მიხედვით. კიდევ ერთი აუცილებელი კრიტერიუმია თემების მონაცვლეობა - ყოველ კვირა მუსიკაზე რჩეულ სურათს ვერ დავდებთ. შემდგომში კანდიდატის წამოყენებისას ყურადღებით გადაიკითხე კრიტერიუმები. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 19:20, 23 თებერვალი 2009 (UTC)


ერთი იყო მუსიკალური ინსტრუმენტი და მეორე - მოცეკვავე, მსახიობი. დიდი განსხვავებაა.

იგივეა, რაც პატრიარქის მერე ნათურა რომ არ დაგედოთ. მიზეზი: ორივე ანათებენვიკრიჭები--ნიკოლაი ლებედევ 19:24, 23 თებერვალი 2009 (UTC)

იაზვობის ნაცვლად გირჩევნია ყურადღებით წაიკითხო რა გიპასუხე. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 19:37, 23 თებერვალი 2009 (UTC)

თარგი[წყაროს რედაქტირება]

რჩეული სტატიის განხილვაში ვსვავთ {{რჩს}}-ს. კარგი იქნებოდა რჩეულ ფოტოებშიც თუ ჩავსვათ, რომ აღარ დაგვჭირდეს იმის გამოკვლევა, იყო თუ არა სურათი მანამდე უკვე ნომინირებული. მაგალითად ინგლისურში სვავენ. [5] თუ წინააღმდეგი არავინაა, თარგს შევქმნი. რას იტყვით? – BruTe () 14:57, 14 მაისი 2010 (UTC)

Yes check.svg გაკეთდაBruTe () 16:48, 15 მაისი 2010 (UTC)

მზის დისკო სამეგრელოდან[წყაროს რედაქტირება]

ჩვენ წელთაღრიცხვამდე VIII-VIII საუკუნეებით თარიღდება – უფრო ზუსტად, რომელი საუკუნისაა? სად არის ნაპოვნი? რა ვითარებაში?--Zolokin განხილვაწვლილი 07:50, 9 აგვისტო 2010 (UTC)