ვიკიპედია განხილვა:მოგვწერეთ

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომ არ მოგწონს როგოც სხვა უცხოენოვან ვიკიპედიაში - კონტაქტი ? Zangala 20:18, 19 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

იმიტომ რომ ქართული არაა. ხელოვნური გამოვა. ინგლისურში ჰქვია contact us ანუ "დაგვიკავშირდით". - ალ-ო () 20:54, 19 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

იქნებ ეს გვერდი ფორუმის ახალი სექცია გაგვეხადა? გადაგვეტანა, მაგალითად, სათაურზე ვიკიპედია:ფორუმი/შეკითხვები ან ვიკიპედია:ფორუმი/მოგვწერეთ. რაღაც ძალიან ობლადაა ვიკრიჭები ასეთი ტიპის გვერდებს ფორუმი უნდა მოიცავდეს, თან ეს უკანასკნელიც „შეივსება“ (9 განყოფილება ექნება)--შოთა [UT] 15:58, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ფორუმის განყოფილებები „დახმარება“, „სიახლეები“ და „წინადადებები“ (ნაწილობრივ სხვებიც) სრულად მოიცავს ამ გვერდის მიზნებს. სანამ ვიკიპედიის ფორუმს შევქმნიდით, მაშინ ვიკიპედიელთა შიდა განხილვებისათვის გვქონდა ე. წ. „ყავახანა“, ხოლო არავიკიპედიელები ამ გვერდზე მოგვმართავდნენ. თემატური ფორუმის შექმნის შემდეგ ყველა ასეთი გვერდი გაერთიანდა. ამის შედეგად, ყავახანაცა და ეს გვერდიც უკვე შეიძლება ისტორიულ გვერდებად ჩავთვალოთ, რომლებიც აღარ ფუნქციონირებს. ადრე ბმული გვქონდა მთავარ გვერდზე, ფორუმის შექმნის შემდეგ, ვინაიდან ამ გვერდს ფუნქცია დაეკარგა, მთავარი გვერდიდან ამოვიღეთ ბმული ამ გვერდზე და ახლა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, საიდან მოხვდა ეს ხალხი აქ, როგორ მოაგნეს და რატომ მოგვწერეს აქ? ვიკრიჭები. მოკლედ, ეს გვერდი იდეაში უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ წაშლა არ შეიძლება, რადგან ისტორიას და პრეცედენტებს შეიცავს. Deu. 16:14, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
იდეაში აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ პრაქტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს ვიკრიჭები არ ვიცი, საიდან პოულობენ, აქ ისეთი არაფერია, რასაც ახლა ვიყენებთ. ფორუმმა კი შეითავსა ყველა ეგ ფუნქცია, მაგრამ აქაურ კითხვებს გადახედე და მითხარი, ფორუმის რომელ სექციაში უნდა დასვას ანონიმმა? „წინადადებები“ და „სიახლეები“ ავტომატურად გამოირიცხება, „დახმარებას“ კი ყველა ეს კითხვა არ განეკუთვნება. წაშლის პრობლემასაც აგვარებს ამის ფორუმზე გადატანა :) ფაქტია, რომ დღესაც იყენებენ--შოთა [UT] 16:22, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
«„წინადადებები“ და „სიახლეები“ ავტომატურად გამოირიცხება, „დახმარებას“ კი ყველა ეს კითხვა არ განეკუთვნება» — რატომ გამორიცხე ან ერთი, ან მეორე ან მესამემ რა დაგიშავა? : )) არავიკიპედიელებს შეიძლება რაიმე შემოთავაზება ჰქონდეთ (ვთქვათ, გვაწვდიდნენ ლიტერატურას რაიმე სტატიის დასაწერად ანდა ფოტომასალას გასაფორმებლად...), მათ შეიძლება სიახლეები გაგვაცნონ და გვთხოვონ, რომ სიახლეების შესაბამისად განვაახლოთ მონაცემები სტატიებში, აგრეთვე უმრავლესობა დახმარებას ითხოვს პირველი ნაბიჯებისათვის. სხვა რა თემაზე შეიძლება მოგვწეროს არავიკიპედიელმა, რაც ვერ ჩაჯდება ფორუმის რომელიმე განყოფილებაში? ადეკვატურს ვერაფერს ვერ დავასახელებთ. რაც შეეხება არაადეკვატურებს (მაგ. „გთხოვთ, გზა გაიყვანოთ სოფელ ახალსოფელში“, „გთხოვთ ჩემი ხმა მიაწვდინოთ ბატონ ბიძინა მარგველაშვილს“ და ა. შ.), მათი ადგილი ვიკიპედიაში არაა და თუკი მათთვის მოსაწერ ადგილს ვერ იპოვიან, ძალიანაც კარგი! ვიღიმი. ასეთი არაადეკვატური წერილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რომ ამ გვერდის (ვიკიპედია:მოგვწერეთ) ზედმეტი აბსტრაქტულობა და განუსაზღვრელი თემატიკაა.
გარდა ამისა, ფორუმში რომ „მოგვწერეთ“ დავამატოთ, მივიღებთ ფორუმს ფორუმში. რატომ? იმიტომ, რომ ეს თემატური კატეგორია არაა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კატეგორიაში შეიძლება მოგვწერონ სიახლეების შესახებაც, ტექნიკურ საკითხებზეც, უთანხმოების გამოც, პოპულარიზაციის შესახებაც, დახმარების საძიებლადაც და წინადადებების შემოსათავაზებლადაც.
კონკრეტული მიზანი ამ გვერდს ფორუმის შემადგენლობაში არ ექნება. Deu. 16:35, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
არ გიფიქრიათ, რომ არავიკიპედიელებს ჩვენთან კონტაქტის შანსს ვუსპობთ? ნებისმიერ გვერდს ქვეშ უწერია „დაგვიკავშირდით“, სადაც ამ გვერდის ბმულია გაკეთებული. ახლა საერთოდ ამოვიღოთ ეგ წარწერა? — Mikheil მიწერა 16:37, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მაგ მხრივ მართალი ხარ, მიშა. შეგვიძლია გავაკეთოთ ეგ ბმული, ოღონდ ფორუმზე. თუკი დაკავშირება სურს არავიკიპედიელს, შესაბამის განყოფილებას ფორუმში იპოვის. Deu. 16:38, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
ანუ, გავაკეთოთ ბმული „დაგვიკავშირდით“, რომელიც გადაიყვანს ფორუმზე (ზოგად გვერდზე). Deu. 16:39, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

...და რა მნიშვნელობა აქვს, „ფორუმი“ ერქმევა თუ „მოგვწერეთ“? — Mikheil მიწერა 16:40, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ის, რომ ამ გვერდს ფორუმის ფუნქცია აქვს. გაბნეული რომ არ იყოს იქეთ-აქეთ, მოექცევა ერთი სათაურის ქვეშ. გამარტივებაა მხოლოდ, სხვა არაფერი--შოთა [UT] 16:42, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
ფორუმის მნიშვნელობა გარე ხალხმა ეჭვი მეპარება იცოდეს. ფორუმის ზოგად გვერდზე გადაყვანით მოხდება ის, რომ ახლა თუ ერთში აკეთებენ, ამის შემდეგ ყველა განყოფილებას დაგვივანდალებენ. — Mikheil მიწერა 16:43, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
რას ლაპარაკობ კაცო, ფორუმი ვინ არ იცის, ინტერნეტსივრცეში ბევრი ფორუმია : )). პირიქით, ფორუმის ზოგად გვერდზე რომ შევა ადამიანი და ვერ იპოვის ადგილს იმის მოსაწერად, რომ სოფელში გზა არ მიდის, აღარ დაწერს, ან თუ დაწერს, ეგეც არაა პრობლემა :). Deu. 16:45, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩემი ინფორმაცია.[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა,შევასწორე არა უფრო დავწერე იმიტომ რომ არანაირი ინფორმაცია არ იყო კრისტ ნოვოსელიჩზე ,მაგრამ საჯაროდ არ არის ანუ მე მინდა ვთქვა რომ როდესაც ჩავწერ საძიებო სისტემაში "google"-ში არ მანახებს. ახალი ვარ და თუ შეიძლება გამარკვიეთ.წინასწარ მადლობა. Mchubabria1 განხილვაწვლილი 22:28, 28 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]