ვიკიპედია განხილვა:პროექტი:შუა საუკუნეები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კატეგორიზაცია[წყაროს რედაქტირება]

გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას, მონაწილეებო :). იმედია შემოგვიერთდებიან სხვებიც მერმე :). უპირველესი გასაკეთებელი გვაქვს კატეგორიების მოწესრიგება. ჩვენ გვაქვს ერთი ძირითადი კატეგორია: კატეგორია:შუა საუკუნეები, რომელიც უნდა შეიცავდეს ყველა ქვეკატეგორიას, რომელიც ამ თემატიკას ეხება. ჩვენ უნდა დავუაროთ ყველა გვერდს ამ თემაზე და გავასწოროთ კატეგორიზაცია. თავიდან გვჭირდება კატეგორიების ჩონჩხი. მაგალითად ასეთი:

  • შუა საუკუნეები
    • შუა საუკუნეების ისტორია
      • შუა საუკუნეების ომები
    • შუა საუკუნეების არქიტექტურა
    • შუა საუკუნეების კულტურა
      • შუა საუკუნეების ლიტერატურა
        • შუა საუკუნეების მწერლები
      • შუა საუკუნეების ფილოსოფია

მოკლედ, ესაა საწყისი ჩონჩხი. ამას უნდა დავამატოთ ყველა შესაძლო ვარიანტი, შევცვალოთ რაც არასწორია. თქვენი წინადადებები დასწერევით და დავიწყოთ! ვიღიმი Deu. 10:25, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

სავარაუდო ჩონჩხი შევადგინე. რა შენიშვნები გაქვთ? ვიღიმი. Deu. 11:45, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერია ვიღიმი ჯერჯერობით, ერთი შეხედვით, არავითარი შენიშვნები არ მაქვს. მუშაობის პროცესში უფრო ნათელი გახდება :)--შოთა [UT] 11:53, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგი, დავიწყოთ მაშინ აწყობა ამ სქემისა, შენიშვნებს დრო და პრაქტიკაც გვიჩვენებს :). თუ რომელიმე კატეგორია ცარიელი იქნება, არა უშავს, მთავარია ჩონჩხი ავაწყოთ და მერე შევავსებთ თანდათან. Deu. 11:54, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მოღვაწეები სად მიდიან მაგ ხეში? მეცნიერებს და ხელოვანებს არ ვგულისხმობ. მეფეები და არისტოკრატია მაგალითად.--Tornike 20:09, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მაგ ხეში არ არიან, მაგრამ აქ შეიძლება ჩასხდნენ. ისე, პიროვნებები ვერა გვაქვს მოწესრიგებული კატეგორიაში. Deu. 20:16, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

პროექტის გვერდზე ასეთი რამის ჩასმა შეიძლება:

გამოსადეგი რამაა--შოთა [UT] 20:29, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

შოთა, გეთანხმება, კარგი იქნება. დათო, en:Category:Medieval_people ესეც დავამატოთ მაშინ. აქ წავა ხალხი საუკუნეების მიხედვით, ქვეყნების მიხედვით, პროფესიების მიხედვით და ა.შ. ცოტა გადატოტვა გამოვა, მაგრამ არაუშავს მგონი--Tornike 20:41, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

საჭიროა, სჯობს ჩავსვათ გვერდზე.--ბექალაბაძე 20:46, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერია, კატეგორიები ჩავსვი. თორნიკე, ეგ კატეგორია მეც მომწონს ვიღიმი. თუ შეგიძლია მაგ კატეგორიას შენ მიხედე, თუ არა და გვითხარ :). Deu. 10:03, 23 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეგ კატეგორია რომ შეიქმნება, რომელი საუკუნის პიროვნებები მოექცევა მასში? V-XV თუ VI-დან?--შოთა [UT] 17:02, 23 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

შუა საუკუნეების დასაწყისთან დაკავშირებით რამდენიმე აზრი არსებობს. 476 წელი ყველაზე მეტადაა მიღებული, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაზე ზედა ზღვარია. ისტორიკოსთა ნაწილი შუა საუკუნეებს ითვლის მილანის ედიქტიდან (313), ალარიხის მიერ რომის აღებიდან (410), ასევე ითვლება, რომ საქართველოში შუა საუკუნეები 326 წლიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ V საუკუნეც უნდა მივათვალოთ შუა საუკუნეებს. Deu. 17:10, 23 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები--შოთა [UT] 17:12, 23 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩვენი ბიბლიოთეკა[წყაროს რედაქტირება]

ეს განყოფილება განკუთვნილია, ისევე როგორც ყველა, ჩვენი ურთიერთდახმარებისათვის. კერძოდ, ის ლიტერატურა შუა საუკუნეების შესახებ, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია, მიუთითეთ მანდ. პირველს მე გავაკეთებ და მიხვდებით როგორც ვიღიმი. ამგვარად შევქმნით იმ ლიტერატურის სიას, რომელიც პროექტის მონაწილეებისათვის (მინიმუმ ერთისათვის) ხელმისაწვდომია და თუკი რომელიმეს დაგვჭირდება რაიმე ფაქტის გადამოწმება, ვიცით ვის უნდა ვთხოვოთ, ვიცით დაახლოებით ვის რა ლიტერატურა აქვს და რა სფეროში შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს ლიტერატურით. გამოცემები მივუთითოთ ანბანის მიხედვით (ავტორის გვარის მიხედვით, ხოლო სადაც არაა ავტორი, დასახელების მიხედვით). წინააღმდეგი ხომ არაა ვინმე? : )). Deu. 17:25, 23 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

არანაირად, კარგი იდეაა :)--შოთა [UT] 17:31, 23 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
erstaunlich -თქო! ვიღიმი--ბექალაბაძე 18:48, 23 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]


როგორ მივიღოთ მონაწილეობა?[წყაროს რედაქტირება]

მომხმარებელი:SHOTHA, მომხმარებელი:Labadze Beqa97, მომხმარებელი:სულხან ქვიშხელი, მომხმარებელი:Tokoko. მონაწილენო, მოგესალმებით ვიღიმი. მგონი პროექტში მონაწილეობის სპეციფიკა ნათელია, მაგრამ მაინც დავწეროთ, რა უნდა ვაკეთოთ პროექტის ფარგლებში:

  1. პროექტის გვერდის აგებულებას ხვდებით: მარცხენა ყუთებში მოთავსებულია პრობლემატური სტატიები, რომლებსაც რაღაც ხარვეზები აქვთ. ასეთი გვერდები ჩვენს კატეგორიებში თუ შეგვხვდება, შესაბამის ყუთში უნდა ჩავაგდოთ. ამავე დროს, გთხოვთ, აკონტროლოთ ამ სტატიების განხილვის გვერდები, რადგან ხშირად სწორედ მათ განხილვის გვერდებზე მიმდინარეობს ხოლმე ხარვეზის გამოსწორებაზე მსჯელობა. გთხოვთ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ ხარვეზების გამოსწორებაში (როგორც განხილვის გვერდებზე, ისე უშუალოდ სტატიებში)
  2. მარჯვენა სვეტში ჩვენ გვაქვს ჩვენი სია, რომელსაც ანბანის მიხედვით დავალაგებთ (ქართულ ანბანს მივანიჭებთ უპირატესობას). შემდეგი განყოფილებაა „მიმდინარე“, რომელშიც უნდა ჩამოვთვალოთ მიმდინარე მნიშვნელოვანი განხილვები. რა თქმა უნდა, განხილვის ბმულის დამატება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. თუკი თვლით, რომ სადმე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი განხილვა ჩვენ თემატიკასთან დაკავშირებული, აუცილებლად ჩააგდეთ ბმული. შემდეგი განყოფილება არის CatScan — ეს ძალიან გამოსადეგი ხელსაწყოა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოვიძიოთ ის სტატიები ჩვენს კატეგორიებში, რომლებსაც რაღაც პრობლემა აქვთ (ჩასმულია თარგი), მაგალითად თუკი დავაჭერთ ბმულს „საჭიროებს ვიკიფიცირებას“, ჩვენ გვერდის ბოლოში ვნახავთ იმ სტატიების ჩამონათვალს, რომლებსაც ჩასმული აქვთ {{ვიკიფიცირება}} და ა. შ. ძალიან კარგი ხელსაწყოა აგრეთვე ბოლო ცვლილებები — ეს ბმული გვიჩვენებს ჩვენს კატეგორიაში მოთავსებულ სტატიებში გაკეთებულ ბოლო ცვლილებებს, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერაა მწყობრში და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გამოვასწორებ(თ) (გარეგნულადაც დაემსგავსება ვიკიპედიის ბოლო ცვლილებების გვერდს ვიღიმი).
  3. სულ ბოლოში გვაქვს „ჩვენი ბიბლიოთეკა“, რომელზეც წინა სექციაში ვსაუბრობთ. ესეც ძალიან გამოსადეგარია და გთხოვთ, შეავსოთ :).
  4. კიდევ რა უნდა ვაკეთოთ?
    1. ვწეროთ ახალი სტატიები.
    2. გავაუმჯობესოთ პრობლემატური სტატიები (ჩვენს გვერდზე მითითებული)
    3. მოვიძიოთ ფაილები, რომლებიც გამოგვადგება.
    4. მოვაწესრიგოთ კატეგორიზაცია.
    5. აუცილებლად ავსახოთ მიმდინარე მოვლენები ჩვენს პროექტის გვერდზე, რათა ადვილად ვაკონტროლოთ და არ გამოგვეპაროს არაფერი.
    6. მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი თემატიკის სტატიათა განხილვებში.
    7. არ დავუშვათ კონფლიქტები! ვიღიმი.
  5. ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხები განვიხილოთ ხოლმე პროექტის განხილვის გვერდზე (ე. ი. აქ). ეს გვერდი იყოს ჩვენი პროექტის ერთგვარი ფორუმი.

წინააღმდეგი თუ არავინაა, მუშაობას ვიწყებთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საქმე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, თქვენც მაგოთქვით თქვენი აზრი. წარმატებები. ვიღიმი Deu. 08:13, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მომწონს მუშაობის წესები და მუშაობა პროექტის ფარგლებში ნათელია. იმედია წარმატებული პროექტი გამოგვივა.--ბექალაბაძე 11:52, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
დავამატე ეს გვერდიც, ბმული პროექტის გვერდზეცაა მითითებული. ესეც თანდათან შევავსოთ :). Deu. 12:02, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა კატეგორიზაციასთან[წყაროს რედაქტირება]

არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო. კონკრეტულად, საუბარი მაქვს პიროვნებებზე (გნებავთ მოგზაურები, არქიტექტორები, ასტრონომები და ა.შ), რომლებიც შუა საუკუნეების ფარგლებში ექცევა. ვამბობთ მე-XV საუკუნემდე, თუმცა რამდენიმე წელი მაინც XVI საუკუნეში ექცევა პიროვნებისა, ასეთი ბევრია. რას იტყვით, ხომ არ აჯობებდა ერთობლივად დაგვეთქვა სტანდარტი? ვიღიმი--ბექალაბაძე 11:57, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაგალითის სახით, იხილეთ ვასკო და გამა--ბექალაბაძე 12:01, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე მგონია, რომ ზოგადი სტანდარტიც შეგვიძლია დავთქვათ (მაგ. 1450 წ. ავიღოთ მიჯნად და ამის შემდეგ დაბადებულები გამოვრიცხოთ შუა საუკუნეებიდან), მაგრამ უფრო სამართლიანი ვიქნებით თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ ყველას თავიანთი მოღვაწეობის შესახებ. თავისი საქმიანობის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი თუ აქვს გაკეთებული XV საუკუნეში, ჩავთვალოთ შუა საუკუნეების პიროვნებად. რას იტყვით? :) Deu. 11:24, 1 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
კეთილი. ზოგადი სტანდარტის დათქმა კარგია, ოღონდ ბარიერი არ უნდა იყოს რაიმე კონკრეტულ წელზე. იყოს, მაგ; 70-იან, 80-იან წლებამდე. ბევრი პიროვნება ექცევა უკვე XV საუკუნეში, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გატარებული აქვს XIV საუკუნეში და არასწორი ბარიერის მიხედვით ვერ შევიდა ამ კატეგორიაში (მაგ; კატეგორია:შუა საუკუნეების მოგზაურები). პროექტის ერთ-ერთი უმსხვილესი კატეგორიაა პიროვნებები და საჭიროა შედგეს შეთანხმება ბარიერთან დაკავშირებით. ცალ-ცალკე განხილვას, ვფიქრობ, მეტი დრო დასჭირდება და თუ არსებული წესი გვექნება საქმეს გავიადვილებთ :)--ბექალაბაძე 14:52, 8 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვინაიდან ამ პროექტის თემას ეხება, პროექტის მონაწილეებს (და არამარტო) ვთხოვ, გადახედონ სტატიას და განხილვის გვერდზე შენიშვნები დაწერონ ვიღიმი--შოთა [UT] 19:01, 7 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:SHOTHA, მომხმარებელი:Labadze Beqa97, მომხმარებელი:სულხან ქვიშხელი, მომხმარებელი:Tokoko: მეგობრებო, იხ. განხილვა:დასავლეთ რომის იმპერია. Deu. 17:46, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:SHOTHA, მომხმარებელი:Labadze Beqa97, მომხმარებელი:სულხან ქვიშხელი, მომხმარებელი:Tokoko: იხ. განხილვა სათაურებში „სრი“-ს გამოყენებასთან დაკავშირებით. Deu. 15:32, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ეს პროექტი დღემდე მოქმედია? გიო ოქრო 15:37, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

რა უშლის ხელს, რომ ავამოქმედოთ? :) ეს არის გერმანული მოდელის ე.წ. „ქმედითი პროექტი“, უვადო. გადახედე აგებულებას და ხელსაწყოებს და შემოგვიერთდი. :). Deu. 15:38, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ისე საერთოდ დიდი ხანია ვწერ შუა საუკუნეებზე (ბიზანტია, ჯვაროსნები) და არც კი ვიცოდი ამ პროექტის შესახებ. გიო ოქრო 15:43, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
#როგორ მივიღოთ მონაწილეობა? Deu. 15:45, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]