ვიკიპედია განხილვა:ვიკიპროექტები/წესები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიკიციტატა
„ორ (ან მეტ) კანდიდატს შორის თანაბარი ხმების რაოდენობის შემთხვევაში თვის ვიკიპროექტად ითვლება ხმების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილას მყოფი კანდიდატი.“

შეტანილი ცვლილებაა.--გიორგი Torchlight help icon.svg, 05:14, 21 ივნისი 2009 (UTC)

ჩემი აზრით, ჯერ სანამ რაიმე ცვლილება იქნება შეტანილი ტექსტში, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს ტექსტი ეხება წესებს, ჯერ განხილვის გვერდზე უნდა იქნეს მისი ადეკვატურობა განხილული, და მხოლოდ ამ განხილვის გვერდზე დაფიქსირებული აზრების საფუძველზე უნდა იქნეს შეტანილი ცვლილება, და არავითარ შემთხვევაში პირიქით.

გიორგი რის საფუძველზე შეიტანე ეს ცვლილება?? რამ გაიძულა ანუ რა იყო ზემოაღნიშნული ცვლილების მიზეზი? --ლიკა 18:28, 25 ივნისი 2009 (UTC)

1 წლის გასვლის შემდეგ რომ ამბობ კარგია:), მაგრამ კარგი აგიხსნი. 2 პროექტის გატანა დაუშვებელია - იმედია გესმის, რატომაც. აქედან გამომდინარე ჩავთვასლე, რომ ამ შესწორების შეტანა აუცილებელი იყო. შენი ვარაუდი?--გიორგი Torchlight help icon.svg, 09:27, 26 ივნისი 2009 (UTC)

იმედია არ ფიქრობ, რომ ესპანეთის გატანას ვცდილობდი? O_O--გიორგი Torchlight help icon.svg, 09:35, 26 ივნისი 2009 (UTC)

ხო, დაახლოებით ასე ვიფიქრე, ვიღიმი შესწორების შეტანა თუ აუცილებელი იყო, ასევე აუცილებელი იყო ამ შეწორების სისწორის განხილვა.შენ კიდევ ისე ჩაამატე თვითნებურად ეს რაღაც ცვლილება რომ სხვას არც დაეკითხე.--ლიკა 10:05, 26 ივნისი 2009 (UTC)

lol, "თვითნებურად", "არ დაგვკითხე" განხილვის გვერდზე დავწერე, 3 დღე წინააღმდეგობა არ იყო, აბა კიდე სად დამეწერა? თუ საგანგებო თარგი შემექმნა და ყველასთვის გამეგზავნა?!--გიორგი Torchlight help icon.svg, 10:10, 26 ივნისი 2009 (UTC)

ლიკას ვეთანხმები. ისე უნდა შევიტანოთ წესში (ვიკიპროექტის წესებს არ ვგულისხმობ), მინიმუმ ... დღე/ კვირა მაინც უნდა დაველოდოთ ერთმანეთის აზრს და მინიმუმ .... მომხმარებლის აზრი დაფიქსირდეს და თუ არავინ არ დააფიქსირა, რას ვაკეთებთ და ა. შ. გიორგი ციტატა საიდან არის იქნებ მიუთითო. ამ განხილვის გვერდზე სამი დღის ლოდინ ვერ ვხედავ ვიღიმი--ცანგალა () 10:19, 26 ივნისი 2009 (UTC)
21 ივნისი 2009 (UTC)

დღწეს რა თარიღია ?--გიორგი Torchlight help icon.svg, 10:25, 26 ივნისი 2009 (UTC)

კარგით გიორგის ნუ ჩამოვახრჩობთ. ხომ გამოასწორა ყველაფერი. ვიღიმი--ჯაბა ლაბაძე 10:25, 26 ივნისი 2009 (UTC)

ცანგალა, თუ არ ვცდები 24 - 21 = 3. არა? მე ჩავწერე განხილვის გვერდზე შესწორების შესახებ 09:14, 21 ივნისი 2009. ლიკამ დაწერა თავისი შეკითხვის შესახებ 22:28, 25 ივნისი 2009. რამდენი დღე გავიდა?--გიორგი Torchlight help icon.svg, 10:32, 26 ივნისი 2009 (UTC)

არა გიორგის არ ვახრჩობთ. მე პირადად პატივს ვცემ. მხოლოდ მისი ერთი რამ - სიჩქარე - არ მომწონს. დღეს 26 ივნისია. ლიკასა და გიორგის ჩანაწერებს შორის ოთხი დღეა. შენი ჩანაწერი 21 ივნისს ციტატაა და შეტანილი ცვლილებაა. ჩანაწერი გაუგებრად არის გაკეთებული. ვიღიმიცანგალა () 10:37, 26 ივნისი 2009 (UTC)

განხილვის გვერდზე დავწერე, 3 დღე წინააღმდეგობა არ იყო, აბა კიდე სად დამეწერა? თუ საგანგებო თარგი შემექმნა და ყველასთვის გამეგზავნა?! – თარგის დამზადებაზე და შემდგომ გავრცელებაზე არაფერი მითქვამს, გასაგებია რომ დაწერე განხილვის გვერდზე ცვლილება შევიტანეო, ჯერ რატომ შეგქონდა ცვლილება ვერ მივხვდი,მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ ცვლილების შეტანის მიზეზიც არ გაქვს მითითებული..გეთანხმები ახალი წესის ჩამატება საჭირო იყო ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, რომელი პროექტი უნდა გასულიყო თვის პროექტად, თუმცა ეს მხოლოდ სხვებთან შეთანხმების შემდეგ. ცუდად არ გამიგო, ვიმედოვნებ მომავალში მსგავს რაღაცეებზე აღარ იქნება საუბარი.....--ლიკა 12:40, 26 ივნისი 2009 (UTC)

დამატებითი პუნქტი - "თუ სამი თვის განმავლობაში საზოგადოების უმრავლესობა გამოთქვამს წინააღმდეგობას გარკვეული თემისდამი, იგი არქივში გადაიტანება."--George Mel, 17:04, 25 ივლისი 2009 (UTC)