ვიკიპედია განხილვა:დღის სტატია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამარჯობა! ერთხელ უკვე ვწერდი, რომ ეს რუბრუკა არის უყურადღებოდ!. მთელი უბედურება იმაშია, რომ მთავარი გვერდი არის კატასტროფულ მდგომარეობაში, მერამდენედ უკვე, გაწელ-გადაწელილია, ძალიან ხშირად. ესე არ შეიძლება. ეს არის მთავარი გვერდი და შესაბამისად, საიტის სახე. გადახედეთ ვიკიპედიის სხვა განყოფილებებს, მსგავსი არსად არ არის. მოკლედ, ან უნდა მიექცეს ყურადღება ამ რუბრიკას ან გასაუქმებელი გახდება, იქამდე, მანამ სანამ ვინმე არ ითავებს და არ მიხედავს რეგულარულად ამ განყოფილებას. - OTOGI Messages 09:49, 5 ივლისი 2015 (UTC)[უპასუხე]

ეს განყოფილება რეგულარულ მიხედვას არ საჭიროებს. ჯერ უნდა შევქმნათ რაღაც კრიტერიუმები რასაც დააკმაყოფილებს შემდეგში ყველა დღის სტატია, მერე ერთხელ გადავუაროთ და ამით დამთავრდება... მთავარია მოვაბათ თავი და რაღაც სტანდარტი შევიმუშაოთ. — GIO→13 11:55, 1 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

შესავსები დარჩა თებერვალი, მარტი და აპრილის ნახევარი, ასევე ნოემბრის 3 და დეკემბრის 2 დღე. გთხოვთ, ერთხელ „გადავუაროთ“, გავასწოროთ ყველაფერი და მერე აღარ იქნება საჭირო ამაზე ფიქრი... — GIO→13 08:21, 25 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გადმოტანა[წყაროს რედაქტირება]

მეგობრებო ამ პროექტის გვერდის ბოლოში განხილვაა, ვფიქრობ იგი უნდა გადმოვიდეს აქ. ამ გვერდის ბმული მთავარ გვერდზე გადადის და უბრალოდ არაა ლამაზი მომხმარებელმა ნახოს შიდა სამზარეულო. --Wiki - ჯაბა 19:58, 22 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

პროექტის გვერდიდან გადმოტანილი განხილვა[წყაროს რედაქტირება]

მეგობრებო, ამ გვერდზე განვიხილოთ, წლის რომელ დღეს რომელი სტატია გავიდეს. მე ჩემი ვარიანტები მივაწერე, ზოგან რამდენიმე... განვიხილოთ და დავტოვოთ თითო :). Deu. 05:01, 12 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

4 იანვარს პატრიარქის დაბადების დღეა და ვფიქრობ ის აჯობებს ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. --JABA 1977 05:34, 12 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ უკეთესი იქნება პატრიარქი აღსაყდრების დღეს გავიტანოთ--დათო1010 06:37, 12 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები დათოს, პატრიარქი აღსაყდრების დღეს. Deu. 08:41, 12 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
აბა იანვრის სტატიებს გადახედეთ, სადაც რამდენიმე ვარიანტია, ერთზე შევჯერდეთ და დავიწყოთ მთავარ გვერდზე გატანა. პარალელურად შემდეგ თვეებსაც მივხედავთ. Deu. 09:10, 12 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

4 იანვარი მიშასთან ნაკლებად ასოცირდება. მაშინ პატრიარქის მსგავსაც მაგასაც ინაუგურაციის თარიღი ვარგუნოთ. რაც შეეხება სუდანის რეფერენდუმსა და სუდანს ვთვლი რომ აქ უნდა იყოს რეფერენდუმის სტატია, ხოლო სამხრეთი სუდანი 9 ივლისს, როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. --JABA 1977 12:51, 12 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები დათოს, პატრიარქი აღსაყდრების დღეს სჯობს. — Mikheil მიწერა 13:01, 12 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
2 და 3 იანვარზე რა ვქნათ? Deu. 18:46, 12 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Deu/მთავარი გვერდი — აბა ნახეთ, დღევანდელი ჩავსვი. თუ ივარგებს ასე? სხვადასხვა ზომის ეკრანზე როგორ ჩანს, რა ზომის ტექსტი ჩავსვათ ხოლმე... Deu. 10:52, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ხომ არ აჯობებს, სექციები ამ დღეს... და დღის სტატია გადმოვიტანოთ მარცხნივ, სექციის იცით თუ არა, რომ ადგილას, და ეს უკანასკნელი ჩავსვათ მათ ადგილას. უფრო გათანაბრდება მხარეები მოცულობის მხრივ.--SHOTHA [UT] 10:56, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
მგონი მართლა ჯობია. თან მარცხენა სვეტი ძალიან დაიტვირთა ასე. Deu. 10:57, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებელი:Deu/მთავარი გვერდი — აბა ნახეთ, ჩემთან გაცილებით გალამაზდა წყობა მართლა. Deu. 10:59, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
მე მომწონს.--SHOTHA [UT] 11:01, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ხატულაა შესაცვლელი, დღის მოვლენებზეც იგივე აყენია. ავარჩიოთ ამათგან: ან თქვენ აარჩიეთ სხვა--SHOTHA [UT] 11:16, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მთავარი გვერდის ახალი რუბრიკა კარგი აზრია და მომწონს იმის გამო, რომ მთავარი გვერდი უფრო ინფორმაციული გახდება. თუმცა ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავარ გვერდზე ბევრი წითელი ბმულია და ერთობლივად უნდა ვიფიქროთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. - OTOGI Messages 11:20, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
იცით თუ არა, რომ რუბრიკას მაქსიმალურად ვალურჯებთ გატანამდე, რჩეული სტატიის საწყისი ბმულების გალურჯების ტრადიციაც დავამკვიდრეთ მეტ-ნაკლებად. დღის მოვლენების თარგები თითქმის უცვლელია ყოველ წელს, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა დაგვევლო და გაგველურჯებინა :)--SHOTHA [UT] 11:24, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ან — --ცანგალა () 12:12, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ძალიან გთხოვთ, ეს გვერდი კონკრეტული მიზნითაა შექმნილი: შეკრებაზე გადაწყვეტილი ახალი რუბრიკის დამატებისათვის მთავარ გვერდზე. ბმულების გალურჯება ცალკე პრობლემაა და აქ ნუ განვიხილავთ. ამისთვის არსებობს ფორუმი. მადლობა. Deu. 13:18, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მთავარი გვერდის ახალი წყობა მომეწონა. თუმცა, მგონი დღის სტატია რჩეული სტატიის ქვეშ აჯობებს. — Mikheil მიწერა 13:24, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. რაღაცნაირად დაჩაგრული იყო. წამოვწიე წინ. Deu. 13:30, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით დღის სტატიისადმი გარკვეული მოთხოვნები უნდა არსებობდეს: ეს სტატია მთავარ გვერდზე გამოვა და კიდევ არაერთხელ დაცინვის საგანი არ უნდა გავხდეთ ამ თარგის წყალობით. სტატია გარკვეულწილად სტატიას უნდა გავდეს და მეორე ეს კიდევ დამატებით პრობლემას შექმნის და გადააწითლებს დაუწერელი სტატიის ბმულებით მთავარ გვერდს. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ასე ნაჩქარევად თარგების შექმნა მაინცდამაინც ხარისხიანი არ იქნება, ხომ არ აჯობებს ეს თარგი მტავარ გვერდზე 1 თებერვლიდან აგვემუშავებინა და იანვარში გვეზრუნა თებერვლის თარგების შემნაზე გარკვეული კრიტრიუმების დაცვით. თებერვალში შეგვექმნა მარტის თარგები და ა. შ. --JABA 1977 16:23, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე თუ მკითხავთ, წინასწარ უნდა შევქმნათ მთელი წლის + მომდევნო ერთი თვის (თუ მეტის არა) დღის სტატიების შესავალში არსებული წითელი ბმულები მაინც გავალურჯოთ. ამ პროექტს დღეს და ხვალ ვერ გავიტანთ მთავარზე, სერიოზული დამუშავება და მომზადებაა საჭირო. თუკი ვაკეთებთ, ხარისხიანად გავაკეთოთ :) მე ყველანაირად შევეცდები ბმულების გალურჯებას.--SHOTHA [UT] 18:46, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები შოთა. დღის სტატიებში არსებული სტატიების განვრცობა და ბმულების გაწითლება ეს უდიდესი სამუშაოა. --JABA 1977 19:14, 13 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]