ვიკიპედია:WMGE/კონკურსები/2020/ლიტერატურა/პატარა უფლისწული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „პატარა უფლისწული“
ამჟამად აქტიურად მუშავდება პროექტ თიბისი ლიტერატურისთვის ფარგლებში.
პროექტს ერთობლივად ახორციელებს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი, თიბისი ბანკი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“.
სტატია „პატარა უფლისწული“ დასრულებულია მოხალისე Natia Smd13-ის (განხილვის გვერდი) მიერ და ის ელოდება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლის შემოწმებას. .
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ პროექტის გვერდი.
შენიშვნა
ნათია, თქვენ იყენებთ ამერიკულ ბრჭყალებს - "" (ზედა-ზედა ბრჭყალებს) ქართულში კი ვიყენებ „“ [ზემო-ქვემო] ბრჭყალებს.--Melberg მიწერა 19:18, 9 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

„პატარა უფლისწული“ (ფრანგ. Le Petit Prince) — ფრანგი მწერლის, არისტოკრატისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნოველა, პირველად 1943 წელს, ნიუ-იორკში, გამომცემლობა "რეინალმა და ჰიჩკოკმა" (Reynal & Hitchcock) ინგლისურ ენაზე გამოსცა. საფრანგეთში მოგვიანებით, ვიშის რეჟიმის დამხობის შემდეგ გამოქვეყნდა, რადგან მანამდე ავტორის ნაწარმოებები ქვეყანაში აკრძალული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ჟანრს განეკუთვნება, წიგნი ადამიანის ბუნებას ურღმავდება და ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა: მარტოობა, მეგობრობა, სიყვარული...[1]

„პატარა უფლისწული“ მიჩნეულია ეგზიუპერის საუკეთესო ნაწარმოებად. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140 მილიონზე მეტი ეგზემპლარი[2][3][4][Note 1][6] და ნათარგმნია 301 ენასა და დიალექტზე.[7][8][9] ნოველის მრავალი ადაპტაცია არსებობს, მათ შორის, - რადიო პიესის, ფილმის, თეატრალური დადგმის, ბალეტისა და ოპერის სახით.[8][10]

ნაწარმოების დასაწყისში მთხრობელი აკრიტიკებს ზრდასრულ ადამიანებს, რომელთაც დაკარგული აქვთ განსაკუთრებული მოვლენებისა და საგნების აღქმის უნარი. იმისათვის, რომ განსაზღვროს რამდენად გამჭრიახები არიან უფროსები, იგი მათ უჩვენებს ნახატს, რომელიც 6 წლის ასაკში დახატა. ზრდასრულთა პასუხია, რომ მასზე გამოსახულია ქუდი. სინამდვილეში კი ეს მახრჩობელა გველია, რომელმაც სპილო გადაყლაპა.

მთხრობელი მფრინავია, რომლის თვითმფრინავიც ერთ დღეს საჰარის უდაბნოში ჩამოვარდება. მას მხოლოდ 8 დღის სამყოფი წყალი აქვს და ცოცხალი რომ გადარჩეს, აუცილებლად უნდა შეაკეთოს თვითმფრინავი.

შუაგულ უდაბნოში იგი შეხვდება და უმეგობრდება ბიჭუნას, მეტსახელად „პატარა უფლისწულს“, რომელსაც აქვს ოქროსფერი თმა, საყვარელი სიცილი და სვამს უამრავ კითხვას მანამ, სანამ პასუხებს არ მიიღებს.

რვა დღის განმავლობაში, ვიდრე მფრინავი თვითმფრინავის შეკეთებას ცდილობს, პატარა უფლისწული მას თავისი ცხოვრების შესახებ უამბობს.

თხრობას მშობლიური პლანეტის აღწერით იწყებს, რომელიც სახლზე ოდნავ დიდი ზომის ასტეროიდი სახელად „ბ 612“-ია. იქ შეხვდებით სამ პაწაწინა ვულკანს(ორი აქტიური, ერთი მიძინებული), აგრეთვე „კარგ“ და „ცუდ“ მცენარეებს.

წარსულში უფლისწული მთელ დღეებს ვულკანების გასუფთავებასა და არასასურველი მცენარეების მოშორებაში ატარებდა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ბაობაბის ხეების ამოძირკვაა. ის ისეთი მცენარეა, დროზე თუ არ მიხედე, მთელ პლანეტას მოედება, ღრმად გაიდგამს ფესვებს და ნაფლეთებად აქცევს.

უფლისწული შეყვარებულია კეკლუც, უწყინარ ვარდზე. ის ზრუნავდა ყვავილზე, რწყავდა, იცავდა ქარისა და მუხლუხოებისაგან, თუმცა მალე გააცნობიერა, რომ ვარდი თვალთმაქცობდა და სინამდვილეში არც ისე უსუსური და ავადმყოფი იყო. გულდაწყვეტილმა უფლისწულმა მშობლიური პლანეტიდან გამგზავრება გადაწყვიტა.

მას შემდეგ, რაც გაემგზავრა, 6 მეზობელი პლანეტა მოინახულა. თითოეულ მათგანზე ცხოვრობდა მარტოხელა, არარაციონალური, ვიწრო აზროვნების მქონე მოწიფული ადამიანები. მათ შორის:

  • მეფე, რომელსაც სურდა მთელი სამყარო დამორჩილებოდა.
  • პატივმოყვარე კაცი, რომელიც თავს უნაკლო, შესანიშნავ ადამიანად თვლიდა.
  • ლოთი, რომელიც სვამდა, რათა დაევიწყებინა, რომ ლოთი იყო.
  • საქმოსანი, რომელიც დაუსრულებლად ითვლიდა ვარსკვლავებს.
  • მეფარნე, რომლის პლანეტაზეც 30 წამში დგებოდა დღე-ღამე. ის კი ბრმად მისდევდა ძველ ტრადიციას და 30 წამში ერთხელ ფარანს ანთებდა.
  • მოხუცი გეოგრაფი, რომელსაც არასოდეს ემოგზაურა იმ ადგილებში, თავის წიგნებში რომ აღწერდა.

მეშვიდე პლანეტა დედამიწა იყო. თავდაპირველად უფლისწული ყვითელ გველს შეხვდა უდაბნოში. გველმა უთხრა, რომ მას სახლში მაშინ დააბრუნებდა, როდესაც მოისურვებდა. ამის შემდეგ გადააწყდა ყვავილს, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ენახა ადამიანები, თუმცა მათი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. პატარა უფლისწული ერთ მაღალ მთაზე ავიდა იმ იმედით, რომ თვალის ერთი გადავლებით დაინახავდა მთელ პლანეტას და ყველა ადამიანს, თუმცა კლდეების გარდა, ვერაფერი დაინახა.

ბოლოს ვარდებით მოფენილ პატარა ბაღს წააწყდა. შენიშნა, რომ ყოველი მათგანი მის ვარდს ჰგავდა. საშინელი სევდა შემოაწვა გულზე. უეცრად თავი არცთუ დიდებულ უფლისწულად იგრძნო. მისი ღარიბი პლანეტა ხომ მხოლოდ სამი ვულკანისა და, როგორც აღმოჩნდა, ერთი ჩვეულებრივი ყვავილისგან შედგებოდა. იგი მოლზე დაემხო და ტიროდა მანამ, სანამ ერთი მელია არ გამოჩნდა.

მელიამ მას მოშინაურება ასწავლა და გამომშვიდობებისას საიდუმლო გაანდო: „მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი".

ამის შემდეგ უფლისწული დედამიწაზე ორ ადამიანს შეხვდა:

  • რკინიგზის მეისრეს, რომელიც მგზავრებს ანაწილებდა.
  • ვაჭარს, რომელიც ყიდდა წყურვილის მომკვლელ აბებს.

თხრობა კვლავ აწმყო დროს უბრუნდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მერვე დღე იწურება. უფლისწული და მფრინავი წყურვილით კვდებიან. საბედნიეროდ, უფლისწული ჭას იპოვის. მოგვიანებით მთხრობელი აღმოაჩენს, რომ უფლისწული ფარულად ყვითელ გველს ესაუბრება, რადგან მშობლიურ პლანეტაზე დაბრუნება სურს. პატარა უფლისწული უხსნის მფრინავს, რომ მას შეიძლება მოეჩვენოს, თითქოს ბიჭი კვდება, თუმცა ეს მართალი არ იქნება. ბიჭს ხომ არ შეუძლია სხეული თან წაიღოს, ის ძალიან მძიმეა, მისი მშობლიური პლანეტა კი საკმაოდ შორსაა. საბოლოოდ უფლისწული გველს კბენის უფლებას აძლევს და ნელა, უხმაუროდ ეცემა ძირს. სხეული უკვალოდ ქრება.

მომდევნო დილას მფრინავი ახერხებს თვითმფრინავის შეკეთებას და ტოვებს უდაბნოს.

წერის პროცესი[წყაროს რედაქტირება]

„პატარა უფლისწული“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერა.[6][11] [12] ავტორი უამრავ ჩანაწერსა და მონახაზს აკეთებდა.[13] [14] ბიოგრაფი პოლ ვებსტერი წერს, რომ მწერლის მიერ ნაწარმოების სრულყოფილებისკენ სწრაფვის მიღმა იყო რედაქტირებისა და გადაწერის შრომატევადი პროცესი.[15] ძირითადად, ღამით მუშაობდა. ამ დროს უფრო მეტად თავისუფალი და კონცენტრირებული იყო.[13] ხშირად სამუშაო მაგიდაზე ეძინებოდა, დილით გვიან იღვიძებდა, მაგრამ როგორც თავად ამბობდა, სხვაგვარად წერას ვერ ახერხებდა.[16]

ეგზიუპერი იმდენად იყო შეპყრობილი ლიტერატურული საქმიანობით, რომ სამხედრო სადაზვერვო ფრენების დროსაც კი ოსტატურად ახერხებდა წერასა და კითხვას. ერთ-ერთი მისიის დროს ტუნისის აეროპორტის ირგვლივ ერთი საათი იფრინა, რათა წიგნის კითხვა დაესრულებინა. მწერალს ფრენისას ხშირად თან ჰქონდა უბის წიგნაკი. სწორედ ამ პერიოდში, მაღალი იდეალების ძიებაში გახლართულმა, შექმნა რამდენიმე ფილოსოფიური ტექსტი.[17][18]

პერსონაჟები და მოვლენები[წყაროს რედაქტირება]

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი და მისი დამტვრეული თვითმფრინავი Simoun (ეგვიპტე, 1935).

ავტორს საჰარის უდაბნოში ფრენის გამოცდილება ჰქონდა, რომელიც დეტალურად აღწერა მემუარებში „ქარი, ქვიშა და ვარსკვლავები“ (ფრანგულად: Terre des hommes).[1]

1935 წლის 30 დეკემბერს ეგზიუპერი და მისი თანმხლები მფრინავი ანდრე პრევოტი საჰარის უდაბნოში ჩამოცვივდნენ.[19] ისინი მონაწილეობდნენ საჰაერო რბოლაში სახელად „რეიდი“ და ცდილობდნენ მოეხსნათ სიჩქარის რეკორდი პარიზიდან ვიეტნამის მიმართულებით 150 000 ფრანკის სანაცვლოდ.[20]

პრევოტიც და ეგზიუპერიც სასწაულებრივად გადარჩნენ, თუმცა უდაბნოს სიცხეში გაუწყლოების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.[21] ქვიშის დიუნებს შორის დაკარგულებს თან ჰქონდათ ცოტაოდენი ყურძენი, ყავის თერმოსი, ერთი ფორთოხალი და ღვინო, წყალი კი მხოლოდ ერთი დღის სამყოფი. მალე ჰალუცინაციები დაეწყოთ, ხედავდნენ უცნაურ მირაჟებს. ბოლოს, მეოთხე დღეს შემთხვევით ერთმა ბედუინმა იპოვა და გადაარჩინა ორივე.[20]

უფლისწულის მშობლიური პლანეტის სახელწოდება, „ასტეროიდი ბ-612“, წარმოიშვა ერთ-ერთი საჰაერო საფოსტო თვითმფრინავის სახელიდან „ა-612", რომელსაც ერთ დროს თავად ეგზიუპერი მართავდა. საჰარაში საფოსტო მფრინავის პოზიციაზე მუშაობისას, სენტ-ეგზიუპერიმ დაინახა ფენეკი (უდაბნოს ქვიშის მელა), რომელმაც, სავარაუდოდ, შთააგონა შეექმნა მელიას პერსონაჟი. დასავლეთ საჰარაში, Cape Juby-ში ყოფნისას, ავტორმა დას, დიდის, მისწერა წერილი, რომელშიც აღტაცებით საუბრობს ფენეკის ჯიშის მელიების შესახებ.

არსებობს მოსაზრება, რომ მელიას პროტოტიპი შესაძლოა იყოს ეგზიუპერის ნიუ-იორკელი მეგობარი და საყვარელი სილვია ჰამილტონ რეინჰარდტი.[22] ცნობილი ფრაზა, „ადამიანი აშკარად მხოლოდ გულით ხედავს“, სავარაუდოდ, რეინჰარდტის ეკუთვნის.

მკვლევრების აზრით, შიშისმომგვრელი ბაობაბის ხეები სიმბოლურად გამოხატავს ნაციზმს, რომელიც ცდილობს დაღუპოს, გაანადგუროს პლანეტა.[22] უფლისწულის სიტყვები, რომ მისი სხეული მხოლოდ ჭურვია, წააგავს ანტუანის მომაკვდავი უმცროსი ძმის, ფრანსუაზის, უკანასკნელ სიტყვებს, რომელიც მან მწერალს სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა უთხრა: „არ ინერვიულო. მე კარგად ვარ... ვერაფერს ვიზამ... ეს ჩემი სხეულია“.[23]

ვარდი[წყაროს რედაქტირება]

კონსუელო (მონრეალი, 1942).

ბევრი მკვლევარი თვლის, რომ უფლისწულის ბუზღუნა, ფიცხი, მაგრამ გულკეთილი ვარდის პროტოტიპი სენტ-ეგზიუპერის სალვადორელი მეუღლე კონსუელო დე სენტ-ეგზიუპერია.[22][24] პატარა, მშობლიური ასტეროიდის შექმნაზე კი გავლენა იქონია გვატემალამ, სადაც ეგზიუპერი ერთხელ თვითმფრინავით ჩამოვარდა, მრავლობითი მოტეხილობა მიიღო და გამოსაჯანმრთელებლად დარჩენა მოუწია. აქვე ტკბებოდა იგი სამი ვულკანის ხედით.[25] მიუხედავად წარუმატებელი ქორწინებისა, სენტ-ეგზიუპერიმ კონსუელო უფლისწულის საყვარელ ვარდად წარმოაჩინა, რომელსაც იგი იცავს ქარისაგან და თავის პატარა პლანეტაზე მინის გუმბათის ქვეშ ათავსებს. ეგზიუპერის არასტაბილურ ოჯახურ ურთიერთობას ცოლთან კი სიმბოლურად გამოხატავს ვარდების ბაღი, რომელსაც უფლისწული დედამიწაზე ყოფნისას გადააწყდება.[1][15]

უფლისწული[წყაროს რედაქტირება]

უფლისწულის პერსონაჟი ძალიან ჰგავს თავად ავტორს ახალგაზრდობაში. ხვეული, ოქროსფერი თმის გამო მეგობრები და ოჯახის წევრები მას „მეფე მზეს“ ეძახდნენ. 1942 წელს კვებეკში, ფილოსოფოს ჩარლზ დე კონინკის სახლში, ეგზიუპერი შეხვდა მის ვაჟს, 8 წლის თომას დე კონინკს, რომელსაც ბევრი უფლისწულის პროტოტიპად მიიჩნევს.[26][27][28] კიდევ ერთი შესაძლო ისპირაციის წყარო უნდა ყოფილიყო ავიატორ ჩარლზ ლინბერგისა და მისი მეუღლის ანა ლინდბერგის ოქროსფერთმიანი ვაჟი ჩარლზი, რომელიც ეგზიუპერმა 1939 წელს ლონგ-აილენდზე, ლინდბერგების ოჯახში სტუმრობისას გაიცნო.[29][30][Note 2]

ზოგიერთი თვლის, რომ უფლისწული იესო ქრისტეს განასახიერებს, ვინაიდან იგი უცოდველია და სჯერა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის.[31] Life-ის ფოტოჟურნალისტის, ჯონ ფილიპსის, შეკითხვაზე, თუ ვინ იყო მწერლის ინსპირაციის წყარო, ეგზიუპერიმ უპასუხა, რომ ერთხელ, როდესაც ცარიელ ფურცელს უცქერდა, ბავშვისმაგვარი ფიგურა დალანდა: „მე ვთხოვე მას, გაემხილა ვინაობა“, ამბობდა ეგზიუპერი. „მე პატარა უფლისწული ვარ“ - უპასუხა ფიგურამ.[32]

ცნობებს პატარა უფლისწულის შესახებ შევხვდებით ეგზიუპერის ადრეულ ჩანაწერებში, როცა ის გაზეთ Paris-Soir-ის კორესპონდენტად მუშაობდა. ავტორს აღწერილი აქვს ერთ-ერთი მგზავრობა მატარებლით პარიზიდან სსრკ-მდე. გვიან ღამით მესამე კლასის ვაგონში მწერალი გადააწყდა პოლონურ ოჯახებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ. მისი ჩანაწერი არამარტო ნათლად აღწერს პატარა უფლისწულს, არამედ ეხება სხვა მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც ავტორმა მოგვიანებით ფილოსოფიურ ნაშრომებს ჩაურთო:[33]

მძინარე წყვილის პირისპირ დავჯექი. ქალსა და მამაკაცს შორის სიცარიელეს ბავშვი ავსებდა. ლამპის მკრთალ შუქზე წამიერად დავლანდე მისი სახე. რა გასაოცარი სახეა! ნუთუ ამ ორმა გლეხმა დაბადა ოქროს ნაყოფი... ეს მუსიკოსის სახეა, გავიფიქრე ჩემთვის. ეს მოცარტის სახეა. ასეთები არიან ლეგენდებში პატარა უფლისწულები. ამ ბავშვს დიდი მომავალი აქვს. როდესაც მუტაციით ახალი ვარდი იბადება ბაღში, ყველას უხარია. მებაღეები უვლიან მას, აძლიერებენ და იზოლაციაში ამყოფებენ. მაგრამ კაცთა მებაღე არ არსებობს. ეს პატარა მოცარტი ისევე დაღდასმულია, როგორც მისი წინაპრები... ეს პატარა მოცარტი განწირულია.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი გამოდის სიტყვით საფრანგეთის მხარდასაჭერად (კვებეკი, 1942).

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი დაფრინავდა სადაზვერვო რაზმთან ერთად, როგორც სარეზერვო სამხედრო მფრინავი საფრანგეთის საჰაერო ძალებში.[1] 1940 წელს, მას შემდეგ, რაც საფრანგეთი გერმანიასთან დამარცხდა, ეგზიუპერი და კონსუელო გაექცნენ ოკუპირებულ საფრანგეთს და საცხოვრებლად დროებით ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრნენ. მწერალს განზრახული ჰქონდა, დაერწმუნებინა შეერთებული შტატები, სწრაფად ჩაბმულიყო ომში ნაცისტური გერმანიისა და ღერძის ქვეყნების ძალების წინააღმდეგ.[34] [35] [13] [36] 1941-1943 წლებში კონსუელო და ეგზიუპერი პენტჰაუსში, ცენტრალური პარკის სამხრეთით ცხოვრობდნენ.[37] [38][39] წყვილი 5 კვირის განმავლობაში კვებეკშიც იმყოფებოდა, სადაც ისინი ფილოსოფოს ჩარლზ დე კონინკთან და მის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ცხოვრობდნენ.[40][41][42][43][29][30]

აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ეგზიუპერს საბავშვო წიგნზე მუშაობა დაუკვეთა ელიზაბეთ რეინალმა, გამომცემლობა Reynal & Hitchcock-ის ერთ-ერთი რედაქტორის ცოლმა. იუჯინ რეინალის ფრანგი მეუღლე ფიქრობდა, რომ ეს სამუშაო დაეხმარებოდა ავტორს თავი დაეღწია დეპრესიისა და ავადმყოფობისგან.[44][Note 3] [39][40][46]

Bevin House, ლონგ-აილენდი.[39]

ეგზიუპერს არ მოსწონდა ხმაურიანი ნიუ-იორკი, ამიტომ კონსუელოს სთხოვა სხვა საცხოვრებლის მოძებნა, რათა მშვიდად ემუშავა. ასე გადაბარგდა ლონგ-აილენდზე.[45][47][48][13] მისი სამუშაოს შემადგენელი ნაწილი იყო კოლოფი სიგარეტი, ინგლისური მაფინები, ჯინი ან კოკა-კოლა. მწერალს ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები და ემიგრანტები. ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ შვედი მწერალი და კონსუელოს საყვარელი დენის დე რუჟმონტი, რომლის გარეგნობაც შემდგომში ეგზიუპერიმ პატარა უფლისწულის დასახატად გამოიყენა. ეგზიუპერიმ „პატარა უფლისწულის“ წერა და ილუსტრირება 1942 წლის ოქტომბერში, ლონგ-აილენდზე ყოფნისას დაასრულა.[34][39]

ხელნაწერი[წყაროს რედაქტირება]

„პატარა უფლისწულის“ 140 გვერდიანი ხელნაწერი, სხვადასხვა მონახაზებითა და ნახატებით, პიერპონტის მორგანის ბიბლიოთეკის (The Morgan Library & Museum) კურატორმა, ჰერბერტ კაჰონმა 1968 წელს ავტორის ახლო მეგობრის, სილივია ჰამილტონისგან შეისყიდა.[3][49][50] ეს არის ცნობილი ნოველის ერთადერთი გადარჩენილი ხელნაწერი.[51] ორიგინალ ხელნაწერთან ერთად მწერლის მიერ შესრულებული რამდენიმე ილუსტრაცია დაცულია მუზეუმში.[22][52] [53]

ნოველის ერთ-ერთი მთავარი ფრაზა („მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი") გადაწერილია 15-ჯერ, ვიდრე მწერალი საბოლოო ვერსიას მიიღებდა. ეგზიუპერი აგრეთვე იყენებდა ხმის ჩამწერს ზეპირი მონახაზის გასაკეთებლად.[13][49] ზოგჯერ დილის 2 საათზე ურეკავდა მეგობრებს, რათა მოესმინა მათი მოსაზრება ახლად დაწერილ პასაჟებთან დაკავშირებით.[13]

მწერალმა მრავალი გვერდი და ილუსტრაცია ამოიღო დასრულებული ნამუშევრიდან, რათა ორიგინალურობა და იდუმალება შეენარჩუნებინა ნაწარმოებისთვის. მე-17 თავში წაშლილ ტექსტს შორის იყო ნახსენები როკფელერის ცენტრი და ლონგ-აილენდი. აგრეთვე ავტორმა დაწერა ვრცელი ეპილოგი, რომელიც ეხმიანებოდა მიმდინარე ომს. თუმცა ეს ეპილოგიც ამოიღეს ბეჭდვის დროს.[49]

2012 წლის აპრილში პარიზის აუქციონის სახლმა გამოაცხადა, რომ აღმოაჩინეს ხელნაწერის ორი უცნობი გვერდი.[2][54] ახლად აღმოჩენილ მასალაში უფლისწული ხვდება ადამიანის სულის ელჩს.[2][54] ელჩი ძალიან დაკავებულია, ბევრს არ საუბრობს და ამბობს, რომ ეძებს დაკარგულ ექვსასოიან სიტყვას: „ვეძებ ექვსასოიან სიტყვას, რომელიც იწყება G-ზე“. ტექსტში არ წერია რა სიტყვაა, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს „guerre“ („ომი“).[54][55]

მიძღვნა[წყაროს რედაქტირება]

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ 1931 წელს გაიცნო ლეონ ვერტი (1878–1955), ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი, რომელსაც შემდგომში ორი წიგნი, თარგი:Interlanguage link „წერილები მძევალს“ და „პატარა უფლისწული“ მიუძღვნა.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, მაშინ როდესაც ეგზიუპერი ნიუ-იორკში „პატარა უფლისწულს“ წერდა, ებრაული წარმოშობის ლეონ ვერტი შვეიცარიას აფარებდა თავს და მეტად ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. მისი სახელი ნოველის წინასიტყვაობაში ჩნდება:[56]

ეძღვნება ლეონ ვერტს

პატიებას ვითხოვ ბავშვებისგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. ამისთვის სერიოზული მიზეზი მქონდა: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. თუმცა მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს ვუძღვნი ბავშვს, რომელიც გაიზარდა და ზრდასრულ ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას:

ლეონ ვერტს,
როდესაც ის პატარა ბიჭი იყო

ეგზიუპერი 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ლეონ ვერტიმ ეს ამბავი რადიოს საშუალებით შეიტყო.[57] ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც, სამწუხაროდ, ეგზიუპერი ვერ მოესწრო, მან თქვა: „მშვიდობა ტონიოს(ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი) გარეშე მშვიდობა არ არის“. ლეონ ვერტი 1955 წელს პარიზში გარდაიცვალა.

ილუსტრაციები[წყაროს რედაქტირება]

„პატარა უფლისწულის“ ყველა ილუსტრაცია ეკუთვნის თავად ანტუან დე სენტ-ეგზიუპერს.[39] ხელნაწერთან ერთად იგი დროდადრო გადასცემდა ხოლმე მეგობრებსა და კოლეგებს საკუთარ ჩანახატებს.[Note 4] „პატარა უფლისწულის“ ორი ან სამი ორიგინალური ნახატი ინახებოდა ნიუ-იორკელი მხატვრის, მოქანდაკისა და კინორეჟისორის, ჯოზეფ კორნელის კოლექციაში.[58][59][60]

„პატარა უფლისწულის“ გამოცემის 50-ე და 70-ე იუბილეების აღსანიშნავად, მორგანის ბიბლიოთეკამ მოაწყო სენტ-ეგზუპერის ხელნაწერების, ნახატებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალების გამოფენა, რომლებიც მანამდე მოიპოვა სხვადასხვა წყაროდან. ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო სილვია ჰამილტონი (მოგვიანებით, რეინჰარდტი).[22][52][61] ჰამილტონის შავი პუდელი, მოჩა, სავარაუდოდ, ავტორმა გამოიყენა პატარა უფლისწულის ცხვრის დასახატად.[51] გარდა ამისა, ძაღლი სახელად ჰანიბალი, რომელიც ჰამილტონმა აჩუქა, შესაძლოა, მელიას დასახატად გამოიყენა.[36] მუზეუმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნოველის საბოლოო ილუსტრაციები დაკარგულია.[22]

წიგნის შვიდი გამოუქვეყნებელი ილუსტრაცია ასევე გამოიფინა მუზეუმის დარბაზში, მათ შორისაა ბაობაბის ხეები, რომლებიც მზად არიან პრინცის სახლის, ასტეროიდის გასანადგურებლად. აგრეთვე პილოტის სურათი, რომელსაც საკუთარი თვითმფრინავის გვერდით სძინავს.[22] [6][62][6]

2001 წელს იაპონელმა მკვლევარმა იოშიტსგუ კუნუგიამამ თქვა, რომ ილუსტრაციებში ეგზიუპერიმ მიზანმიმართულად ასახა ვარსკვლავური წყობა, პლანეტების: სატურნის, იუპიტერისა და ვარსკვლავ ალდებარანის ციური კონფიგურაცია, რომელიც მოხდა 1940 წელს და განმეორდებოდა 2000 წელს.[63]

რეცენზია[წყაროს რედაქტირება]

მიმომხილველები გაოცებულები იყვნენ „პატარა უფლისწულის" მრავალშრიანი სიუჟეტური ხაზითა და მორალით.[1] ისინი ავტორისგან ჩვეულებრივ, ტრადიციულ მოთხრობას ელოდნენ. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერდა: „რა ქმნის კარგ საბავშვო წიგნს?.. ...„პატარა უფლისწული, რომელიც მომხიბლავი იგავია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც. „შეგიძლიათ დაწეროთ პარადოქსებითა და ირონიით სავსე მოთხრობა, რომელიც 8 და 10 წლის ბავშვების ყურადღებას მიიპყრობს?"[64] გამომცემლობა Reynal & Hitchcock-ის რედაქტორები ამბობდნენ: „ძალიან ცოტა წიგნია სამყაროში, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მკითხველის მსოფლმხედველობას. „პატარა უფლისწულ“ კი ერთ-ერთი მათგანია“.[49]

[45] პამელა ლინდონ ტრევერსი, საბავშვო წიგნების სერიის ავტორი მერი პოპინსის შესახებ, New York Herald Tribuneის მიმოხილვაში წერდა: „პატარა უფლისწული იბრწყინებს ბავშვების სულში მანამ, სანამ გაიზრდებიან და უფრო სიღრმისეულად ჩასწვდებიან მის ფილოსოფიას“.[49][65]

„პატარა უფლისწული" '„ნიუ იორკ ტაიმსის“ ბესტსელერთა სიაში მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა,[53] განსხვავებით ეგზიუპერის სხვა ნოველისაგან, „ქარი, ქვიშა და ვარსკვლავები“, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში არ კარგავდა პოპულარობას.[32][52]

ადაპტაციები[წყაროს რედაქტირება]

მცირე 45 RPM დემო ჩანაწერი, რიჩარდ ბარტონი ყვება „პატარა უფლისწულს“ მორტ გარსონი-ს მუსიკის ფონზე. ბარტონმა დაიმსახურა გრემის ჯილდო საუკეთესო საბავშვო ალბომისათვის (1975).
ანაბეჭდი, შთაგონების წყარო „პატარა უფლისწული“, ავტორია გრაფიკული დიზაინერი You Lu
  • ვინილის ჩანაწერი, კასეტა და CD: 1954 წელს შეიქმნა ვინილის ჩანაწერი, რომელშიც რიჩარდ ბარტონი მოგვითხრობს ნოველას ინგლისურ ენაზე.
  • რადიო მაუწყებლობა: რადიო პიესები იქმნებოდა აშშ-ში 1956 წელს. შემდგომში, 1999 წლიდან, დიდ ბრიტანეთში BBC რადიომაც დაიწყო პიესების ტრანსლაცია.[66]
  • ფილმი და ტელევიზია: 1966 წელს საბჭოთა-ლიტვაში შეიქმნა ფილმი, პირველი ინგლისური ვერსია კი გადაიღეს 1974 წელს აშშ-ში, მთავარ როლს ასრულებდნენ ბობ ფოსი, რომელმაც თავად შექმნა ცეკვა „გველის“ როლისთვის, და ჟან უაილდერი რომელიც იყო „მელია“. 2015 წელს გამოვიდა ახალი 3D ფილმი, „პატარა უფლისწული“ ინგლისურ ენაზე და Le Petit Prince ფრანგულად.[67][68]
  • თეატრი: დაიდგა მრავალი სპექტაკლი, როგორც პროფესიულ, ისე სამოყვარულო დონეზე.
  • გრაფიკული ნოველა: მოთხრობის ახალი ნაბეჭდი ვერსია კომიქსების ფორმით 2008 წელს შექმნა ჯოან სფარიმ.
  • ოპერა და ბალეტი: შეიქმნა ნოველის მრავალი საოპერო და საბალეტო ვერსია, პირველად შესრულდა 1978 წელს.
  • საკონცერტო მუსიკა : სუიტა Le Petit Prince სოლო ვიოლინოზე, არფასა და კამერულ ორკესტრზე შექმნა ჟან-პასკალ ბინტუსიმ (პრემიერა შედგა ბერლინში 2008 წელს)
სპეკტაკლი „პატარა უფლისწული", მინესოტას უნივერსიტეტი (2010).
  • ანიმე: 1978 წელს შეიქმნა იაპონური ანიმაციური სერიალი, Hoshi no Ōjisama: Petit Prince, რომელიც 39 ეპიზოდისგან შედგებოდა.[69]
  • სხვა: გამოიცა სათამაშო დაფები და ნოველის ვიდეო თამაშის ვერსია.

1997 წელს, ჟან-პიერ დივიდტიმ დაწერა „პატარა უფლისწულის“ გაგრძელება, სახელწოდებით Le petit prince retrouvé („პატარა უფლისწული ბრუნდება“).[70] ამ ვერსიაში გემთმფლობელი მთხრობელი ხვდება პატარა პრინცს მარტოხელა კუნძულზე; უფლისწულს სჭირდება დახმარება, რათა დაამარცხოს ვეფხვი, რომელიც მის ცხვარს ემუქრება.[71] სხვა გაგრძელება, სახელწოდებით „პატარა უფლისწულის დაბრუნება“ დაწერა ყოფილმა მსახიობმა ისატის დე-სენტ სიმონემ, რომელიც გახლდათ კონსუელო დე-სენტ ეგზიუპერის დისშვილი.[72]

  1. The Antoine de Saint-Exupéry Foundation estimates an additional 80 million copies of the story in audio-video formats have been sold worldwide.[5]
  2. According to Hoffman, "Anne Morrow Lindbergh's fascination with Saint-Ex was transparent in all she wrote about him, as might be expected when one aviator-writer romantic is writing about another." Saint-Exupéry visited with Anne for two days but spoke with Charles Lindbergh, who arrived home late, for an hour. Besides their vast differences on how Adolf Hitler and the European conflict should be treated, Charles did not speak French, and Saint-Exupéry did not speak English well. Their discussions, passed through Anne's meager French, were somewhat muted. However, the excited conversation between Antoine and Anne soon blossomed "like monster flowers", with each finishing the other's sentences. Ironically, while Saint-Exupéry would later campaign for an early US entry into the war, Lindbergh strongly opposed American involvement in the European war and wanted an arrangement with Hitler, like Stalin's. The meeting between the two future P-38 war pilots was termed "less than a rousing success". Moreover, Charles later became unhappy about his wife's vast esteem for the French adventurer."
  3. Another source states that it was co-publisher Curtice Hitchcock who viewed the author sketches and doodles at a supper party one evening and then suggested writing a children's book to Saint-Exupéry.[45] An additional likely reason for the publisher's encouragement: P. L. Travers, the author of the popular children's books series on Mary Poppins, was at that time working on her third installment that would be published by a Reynal & Hitchcock competitor in 1943, the same year as The Little Prince. Saint-Exupéry's U.S. publisher pressed him to have a competing children's book on the market for Christmas 1942.
  4. On one of Saint-Exupéry's flights his aircraft engine started failing. His aircraft mechanic onboard later recalled that Saint-Exupéry was completely calm, "Saint-Ex simply started doodling cartoons which he handed back to me with a big grin."[15]

ციტატები[წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Gopnik, Adam. The Strange Triumph of "The Little Prince", The New Yorker, 29 April 2014. Retrieved 5 May 2014.
  2. 2.0 2.1 2.2 Adamson, Thomas. Little Prince Discovery Offers New Insight Into Classic Book, Associated Press via TimesTribune.com, 3 May 2012. Retrieved 6 January 2013. Bell, Susan (2008) "I Shot French Literary Hero Out Of The Sky", The Scotsman. Johnston Press Digital Publishing. 17 March 2008. Retrieved 4 August 2009.
  3. 3.0 3.1 Van Gelder, Lawrence (2000) Footlights: Celestial Traveller, The New York Times, 9 May 2000.
  4. Goding, Stowell C. (1972) "Le Petit Prince de Saint-Exupéry by George Borglum" (review), The French Review, American Association of Teachers of French, October 1972, Vol. 46, No. 1, pp. 244–245. Retrieved 26 October 2011 (subscription).
  5. Listening to The Little Prince დაარქივებული 2 June 2013 საიტზე Wayback Machine. , Paris: Antoine de Saint-Exupéry Foundation. Retrieved from TheLittlePrince.com website 6 January 2013.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Miller, Jennifer. Why "The Little Prince" Is Actually A New York Classic, Fast Company. Retrieved from FastCoCreate.com on 2 February 2014.
  7. 'The Little Prince' becomes world's most translated book, excluding religious works“. CTV News. 7 April 2017. ციტირების თარიღი: 30 December 2018.
  8. 8.0 8.1 Shattuck, Kathryn (2005) A Prince Eternal, The New York Times, 3 April 2005.
  9. Mun-Delsalle, Y-Jean (2011) Guardians of the Future, The Peak Magazine, March 2011, pg. 63. დაარქივებული 2 May 2012 საიტზე Wayback Machine.
  10. Naina Dey. (14 January 2010) Cult of subtle satire. The Statesman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 June 2011. ციტირების თარიღი: 5 February 2010.
  11. The Little Prince by Antoine de Saint-Exupéry, Danuscript.wordpress.com website, 4 August 2012. Retrieved 7 April 2014.
  12. Chrisler, Ben. A Dimension Of Flight; THE WINGED LIFE: A Portrait of Antoine de Saint-Exupery, Poet and Airman (review), The New York Times, 10 July 1955.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Galantiè, Lewis. Antoine de Saint-Exupéry, The Atlantic Monthly, April 1947, pp. 133–141. Retrieved 6 April 2014.
  14. Van Gelder, Robert. A Talk With Antoine de Saint Exupery: The French Poet, Pilot and Philosopher Describes His Methods of Work, The New York Times, 19 January 1941, p. BR2.
  15. 15.0 15.1 15.2 James, Barry. ANTOINE DE SAINT-EXUPERY: The Life and Death of the Little Prince, The New York Times, 28 October 1993.
  16. Webster 1993, p. 246.
  17. Schiff (2006). sfnp error: multiple targets (2×): CITEREFSchiff2006 (help)
  18. Webster (1993), pp. 251 & 260.
  19. Schiff (1996), p. 258.
  20. 20.0 20.1 Schiff, Stacy (1994) Saint-Exupéry: A Biography, New York: Da Capo, 1994. pp.256–267.
  21. Brittain, John (22 June 2015). „The International Atomic Energy Agency: Linking Nuclear Science and Diplomacy“. Science and Diplomacy.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 22.5 22.6 Reif, Rita. A Charming Prince Turns 50, His Luster Intact, The New York Times, 19 September 1993.
  23. Saint-Exupéry, Antoine de (1942) Airman's Odyssey, Reynal & Hitchcock, 1942.
  24. Webster (1993), pp. 248–251.
  25. Saint Exupéry, Consuelo de (2003).
  26. Schiff (1996), p. 378.
  27. Brown (2004).
  28. Lapointe, Josée. Le Petit Prince et le Québec, Montreal: La Presse, 13 September 2013.
  29. 29.0 29.1 Dunning (1989).
  30. 30.0 30.1 Hoffman, William (1998) "A Flight To Eternity", Doric Column, 16 December 1998. Retrieved 16 October 2011.
  31. Study Guide: The Little Prince by Antoine de Saint-Exupery | Minor Themes, TheBestNotes.com website, 14 May 2008. Retrieved 19 May 2014.
  32. 32.0 32.1 Popova, Maria. Antoine de Saint-Exupéry's Original Watercolors for The Little Prince, BrainPickings.org website, 3 February 2014. Retrieved 25 March 2014.
  33. Saint-Exupéry, Antoine de (1965) A Sense of Life, Funk & Wagnalls, 1965, pg. 37.
  34. 34.0 34.1 Schiff, Stacy (30 May 1993). „A Grounded Soul: Saint-Exupery in New York“. The New York Times. ციტირების თარიღი: 22 October 2011.
  35. Webster 1993, pp. 238–242.
  36. 36.0 36.1 Maloney, Jennifer. 'The Little Prince' lands at the Morgan Library: A New Exhibit Explores the Author's Years Writing in New York, The Wall Street Journal website, 23 January 2014. Retrieved 24 January 2014.
  37. Jennifer Dunning (12 May 1989). „In the Footsteps of Saint-Exupery“. The New York Times.
  38. Schiff (1996), p. 380.
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 Cotsalas, Valerie (10 September 2000). 'The Little Prince': Born in Asharoken“. The New York Times. ციტირების თარიღი: 10 August 2009.
  40. 40.0 40.1 Schiff, Stacy (2006). Saint-Exupéry: A Biography. Macmillan, გვ. page 379 of 529. ISBN 0-8050-7913-0. 
  41. Brown, Hannibal. The Country Where the Stones Fly (documentary research). Visions of a Little Prince. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2006. ციტირების თარიღი: 30 October 2006.
  42. Chesterton, friends-of, website. Dynastie universitaire, Un nommé Chesterton: Le blog des amis de Gilbert Keith Chesterton. Retrieved 29 September 2011. (in French)
  43. Ville de Québec. Site officiel de la Ville de Québec დაარქივებული 7 August 2011 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 29 September 2011. (in French)
  44. Schiff (1996), p. 278.
  45. 45.0 45.1 45.2 Stevens, Austin. Notes on Books and Authors | Saint-Exupery on Planets, The New York Times, 6 December 1942.
  46. Schiff, Stacy (7 February 2006). Saint-Exupery. Owl Books, გვ. 379. ISBN 978-0-8050-7913-5. 
  47. Schiff, Stacy (1993-05-30). „A Grounded Soul: Saint-Exupery in New York“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-01-26.
  48. Breaux, Adèle (1971). Saint-Exupéry in America, 1942-1943; a memoir. (English). Rutherford, N.J.: Fairleigh Dickinson University Press, გვ. 85. ISBN 9780838676103. OCLC 164146. 
  49. 49.0 49.1 49.2 49.3 49.4 Castronovo, Val. Made in the U.S.A.: The Morgan Library pays tribute to "The Little Prince"—a book, how fitting! დაარქივებული 28 March 2014 საიტზე Wayback Machine. , TheThreeTomatoes.com website. Retrieved 25 March 2014.
  50. MacFarquhar, Neil. Herbert Cahoon, 82, Curator at Morgan Library (obituary), The New York Times, 17 May 2000. Retrieved 26 February 2014.
  51. 51.0 51.1 The Little Prince is the Subject of a Major Exhibit at the Morgan Library, FineBooksMagazine.com website, 3 December 2013. Retrieved 25 March 2014.
  52. 52.0 52.1 52.2 Rothstein, Edward. 70 Years on, Magic Concocted in Exile: The Morgan Explores the Origins of 'The Little Prince', The New York Times website, 23 January 2014, published in print 24 January 2014, p. C25 (New York edition). Retrieved 24 January 2014.
  53. 53.0 53.1 Un petit prince à New York, Montreal: La Presse, 27 January 2014. Retrieved 12 February 2014.
  54. 54.0 54.1 54.2 Alison Flood. (4 May 2012) Unseen Le Petit Prince Pages Land For Auction. The Guardian. ციტირების თარიღი: 4 May 2012.
  55. Thomas Adamson (2 May 2012). 'Little Prince' Discovery Offers New Insight“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 May 2012. ციტირების თარიღი: 3 May 2012.
  56. Antoine de Saint-Exupéry. The Little Prince, New York City: Reynal & Hitchcock, 1943.
  57. Heuré (2006), p. 272.
  58. Bourdon, David (1967) "The Enigmatic Collector of Utopia Parkway", Life, 15 December 1967, pg. 63.
  59. Frey, Christopher. "Read Your Own Adventure", The Globe and Mail, 7 April 2006.
  60. Canadian Broadcasting Corporation (2007) "Original Little Prince Drawing Found in Japan", CBC Arts, Canadian Broadcasting Corporation, 4 April 2007.
  61. Runcie, Charlotte. The story of The Little Prince and the Big Apple, The Telegraph website, 24 January 2014. Retrieved 24 January 2014.
  62. Long, Nick (2012) On Translation and The Little Prince დაარქივებული 1 November 2013 საიტზე Wayback Machine. , EphemeralPursuits.com website, 8 October 2012. Retrieved 4 December 2012.
  63. Shimbun, Yomiuri (2001) "A Star-tling Centenarian Theory", Yomiuri Shimbun, 10 February 2001: YOSH15078493. Retrieved from Gale OneFile on 9 November 2011; Gale Document Number: GALE|A70253329.
  64. Chamberlain, John. Books of the Times (review), The New York Times, 6 April 1943.
  65. Gaffney, Adrienne. On View | Long Live "The Little Prince", The New York Times blog website, 23 January 2014. Retrieved 24 January 2014.
  66. "The Saturday Play: The Little Prince" (BBC Radio 4 FM, 25 December 1999 | 14.00), Radio Times, Issue 3957, 16 December 1999, p. 189.
  67. „Mark Osborne to Direct The Little Prince“. movieweb.com. 14 October 2010. ციტირების თარიღი: 15 September 2013.
  68. „James Franco, Rachel McAdams, Jeff Bridges Among Voice Stars for "The Little Prince". The Hollywood Reporter. 5 June 2013. ციტირების თარიღი: 15 September 2013.
  69. Anime News Network
  70. Davidts, Jean-Pierre (1998) Le petit prince retrouvé, Saint-Laurent: Éditions du Club Québec loisirs, 1998, ISBN 2-89430-326-2. Note: original edition: Montréal: Éditions Les Intouchables, 1997.
  71. Le Petit Prince retrouvé. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 January 2008.
  72. Saint-Simone, Ysatis de. My Quest For Fhe True Holy Grail (the Nanteos Cup)[original link dead, updated to archive.org link]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2012.

შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „editoreric“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „elpetitprincep“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Eyheramonno“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Fast Company“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „FrenchBankNotes“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „GalschiøtGallery“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Garden City Telegram-1994.09.29“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „GoodTranslationGuide“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Hinke-Quand“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „IRNA-2012.09.25“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „JovemMuseologia“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „La Presse-2014.01.06“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „LA Times-1993.09.29“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Le Monde-2005.04.06“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „llibrevell“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Metropolis Magazine-2014.01.29“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Morgan Library & Museum“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „MorganLibrary“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Morgan Museum-2014.01.main“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „NST“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „NYTimes-2000.06.25“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „NYTimes-2004.04.11“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „NYTimes-2005.10.16“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „NPR-2000.12.23“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Patoche“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Prize-Autism.eu“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „SaintExupéry.com-a“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „SaintExChronoOfPublications“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Shmoop.a“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Tehran Times-2012.09.09“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „TheLittlePrince.com-2011.03.14“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „TokudaBolnica.com“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „trussel-all“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „trussel-is“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „USC“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Wakeman“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2

შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „William“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2

წყაროები[წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[წყაროს რედაქტირება]


თარგი:Antoine de Saint-Exupéry თარგი:The Little Prince თარგი:Hugo Award Best Novella