შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:წიგნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბეჭდილი წიგნები

სახელმძღვანელო

ეს გვერდი გიჩვენებთ, თუ როგორ შექმნათ წიგნი ვიკიპედიის გვერდებისგან ოთხ ნაბიჯში. წიგნის გადაწერა შეიძლება PDF და OpenDocument ფორმატებში. ასევე შეგიძლიათ დაბეჭდილი ვერსიის გამოწერა საიტზე PediaPress.

ნაბიჯი1: ჩართეთ „წიგნის შექმნის“ ხელსაწყო

ილ. 1 -- ბლოკი „დაბეჭდვა/ექსპორტი“

ხელსაწყო „წიგნის შექმნა“ შეიძლება ჩართოთ განყოფილებაში „დაბეჭდვა/ექსპორტი“ მარცხენა მენიუში (იხ. ილუსტრაცია 1). როდესაც თქვენ დააჭერთ ბმულს „წიგნის შექმნა“, გვერდის ზემოთ გაჩნდება „წიგნის ოსტატი“.

ნაბიჯი2: შეაგროვეთ სტატიები

ცალკეული გვერდები

თუ თქვენ დააჭერთ ბმულს „გვერდის დამატება თქვენ წიგნში“, არჩეული გვერდი დაემატება კოლექციას. სხვა გვერდის დასამატებლად უბრალოდ გადადით მასზე და დააჭირეთ „დაამატეთ ეს გვერდი თქვენს წიგნში“.

გვერდის დამატების სხვა გზა - მიიყვანეთ კურსორი საჭირო გვერდის ბმულზე. რამდენიმე წამში გაჩნდება ფანჯარა წიგნში გვერდის დამატების ბმულით.

კატეგორიები

თუ თქვენ ჩართავთ წიგნის შექმნის ხელსაწყოს რომელიმე კატეგორიაში, თქვენს წიგნში შევა კატეგორიის ყველა გვერდი.

გარდა ამისა კატეგორიის ბლოკზე (გვერდის ბოლოში) გაჩნდება ფანჯარა წიგნში მთელი კატეგორიის დამატების ბმულით

მას შემდეგ რაც აარჩიეთ თქვენთვის საინტერესო სტატიები, შეგიძლიათ დააჭიროთ ბმულს „შეთავაზებული გვერდები“ და დაათვალიეროთ იმ გვერდების სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თქვენს მიერ არჩეულ სტატიებთან. ეს დაგეხმარებათ შექმნათ უფრო ვრცელი წიგნი. აევე შეგიძლიათ დარწმუნდეთ რომ არაფერი გამოგრჩათ.

ნაბიჯი3: შეამოწმეთ თქვენი წიგნი

როდესაც თქვენ იქნებით კმაყოფილი წიგნით, დააჭირეთ „წიგნის ჩვენებას“ და გადადით შემდეგ ნაბიჯზე.

ილ.2 - მიუთითეთ სახელი

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ სათაური და ქვესათაური თქვენი წიგნისთვის (იხ. ილ. 2). თქვენ ასევე შეგიძლიათ დაალაგოთ სტატიები თქვენი სურვილის მიხედვით. ამისათვის დააჭირეთ და გადააადგილეთ ისინი (დაწვრილებით იხილეთ სექცია დამატებითი ფუნქციები).

ნაბიჯი4: გადაიწერეთ ან გამოიწერეთ შექმნილი წიგნები

ილ. 3 — აივჩიეთ ფორმატი და დააჭირეთ „ჩამოტვირთვას“

მზა წიგნი შეგიძლიათ გადაწეროთ ფორმატებში: PDF და OpenDocument (რომლის დათვალიერებაც შეგიძლიათ პროგრამული პაკეტით OpenOffice.org)(იხ. ილ. 3).

დაბეჭდილი წიგნის შეკვეთისთვის დააჭირეთ ღილაკს „წინასწარ გადახედვა PediaPress მეშვეობით“. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში FAQ (ინგლისური).



დამატებითი ფუნქციები

სტატიების რიგითობის შეცვლა

სტატიების რიგითობის შესაცვლელად უბრალოდ გადააადგილეთ საჭირო გვერდები სიაში. ამისთვის დააჭირეთ მის სათაურს და გადააადგილეთ ახალ ადგილზე, შემდეგ გაუშვით ღილაკს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაალაგოთ გვერდები ანბანის მიხედვით.

შეინახეთ ან გაუზიარეთ თქვენი წიგნი

წიგნის შენახვისთვის თქვენ დარეგისტრირებული უნდა იყოთ მინიმუმ 4 დღით ადრე და შესრულებული უნდა გქონდეთ მინიმუმ 10 რედაქტირება. ამისათვის „სექციაში წიგნის შენახვა და მისი ხილვის დაშვებაჩ აირჩიათ ადგილი წიგნის შესანახად, მითითეთ სათაური და დააჭირეთ ღილაკს „წიგნის შენახვა“.

წიგნების დაბეჭდვა PediaPress-ის მიერ

დაბეჭდილი წიგნის შეკვეთისთვის დააჭირეთ ღილაკს „წინასწარ გადახედვა PediaPress მეშვეობით“. თქვენ გადამისამართებული იქნებით PediaPress-ია საიტზე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში FAQ (ინგლისური).


2007 წელს ფონდმა ვიკიმედიამ და PediaPress-მა დაამყარეს ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობები, რათა ვიკიპედიის და სხვა ვიკიპროექტების შიგთავსი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მაღალხარისხიანი ნაბეჭდი პროდუქციის დაOpenDocument ტექტური დოკუმენტების სახით.

დამატებითი ინფორმაცია

იხ.ასევე