ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2019/განხილვა:წიგნების თაროს II სტუდენტური სეზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ვიცი, განხილვა დაიწყება, ამიტომ წინასწარვე დავწერ. ენციკლოპედიური სტატიაა, ცნობადობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მიკერძოებული არაა, გამართულადაცაა დაწერილი (ტექნიკურ მხარეში შეიძლება შეცდომები დავუშვი, მაგრამ ნელ-ნელა გამოვასწორებ). სეზონის დასრულებამდე სტატიაც დაიხვეწება. თუკი თვლით, რომ წიგნების თაროს სტატია საკმარისია და სეზონების მიხედვით დაწერა არ არის საჭირო, ვერ დაგეთანხმებით. სეზონები ისეთივე მნიშვნელოვანი და საინტერესოა სკოლის მოსწავლეებისთვის და არა მარტო, როგორც ვთქვათ, კონკრეტული ქვეყნის საფეხბურთო ლიგა ფეხბურთის მოყვარულთათვის (მაგ: ჩვენი ეროვნული ლიგა).--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 00:16, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

სტატიის სათაური არ მომწონს. ალბათ წიგნების თარო (II სტუდენტური სეზონი) უნდა იყოს--დათო1010 05:54, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
კი, ბატონო. როგორც უმჯობესია, ისეთი სათაური გავუკეთოთ. შესაბამისად შევცვლით წიგნების თაროს სასკოლო სეზონების დასახელებასაც.--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 12:26, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბატონო იაკობ, თუ თქვენ მონაწილეობთ ამ თამაშში (ძალიან მიხარია), ეს იმას არ ნიშნავს რომ მასზე უნდა დაიწყოთ წერა. სტატია თავისი არსით არაფრის მომცემია და აქ მოყვანილი ინფორმაცია ტელევიზიის საიტზეც და ტელევიზორშიც შეიძლება ნახოთ. ახლა self-popularization-ი არ გვინდა ნამდვილად. წასაშლელია, საკმარისია ზოგადი სტატია და თუ საჭიროა რაღაცის დამატება, იქ დაამატეთ. --Mehman 97 13:37, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მიმაჩნია, რომ გადაცემის კონკრეტულ სეზონებზე ასეთი სტატიები არ უნდა ვწეროთ. — Mikheil მიწერა 13:40, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ რას რასთან ადარებთ, სად სატელევიზიო შოუ და სად ეროვნული ლიგის (ან უეფას ლიგის) სეზონები, დაგვცინი? გთხოვ იხილო ვიკიპედიის ცნობადობის პრინციპი (ინგლისურში). --Mehman 97 13:41, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბატონო მეჰმან, self-popularization რომ მსურდეს, სტატიას პირადად ჩემზე დავწერდი. მერსი სულხანიშვილზე არსებულ სტატიაზე უკეთესი მაინც იქნებოდა. ჩვეულებრივ, განხილვებში წერაზე დროის კარგვა არ მიყვარს, ვიკისაზოგადოებამ გადაწყვიტოს, სტატიები ამძიმებს თუ არა ქართულ ვიკის. და ერთიც, უეფას ლიგა არსად მიხსენებია: ხაზი გავუსვი, რომ ფეხბურთის ქომაგებს შორის როგორი პოპულარობითაც ჩვენი ეროვნული ლიგა სარგებლობს, ისეთივე პოპულარულია ეს თამაში ლიტერატურის მოყვარულთა შორის.--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 13:56, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
იაკობ, ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას სტატია თავად გადაცემის შესახებ, რომელშიც მოკლედ მიმოიხილავ სეზონებსაც. — Mikheil მიწერა 14:19, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
იაკობ, მერსი სულხანიშვილისა და ამ სტატიის შედარება მცდარია, საქმე სხვადასხვა რამეზე გვაქვს, აქ მარტო ერთის თქმა შემიძლია: ჩვენ სტატია გვაქვს მერსი სულხანიშვილზე და არა მისი სხეულის რაიმე ნაწილზე. შესაბამისად, ამ სტატიის შემთზვევაშიც, სტატია უნდა იყოს სრულ გადაცემაზე და არა კონკრეტულ სეზონზე, ამიტომ გთავაზობ სრულ გადაცემაზე დაწერო. ვიმეორებ! სტატიის წაშლია მომხრე ვარ. მადლობა, --Mehman 97 15:32, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
წასაშლელია. როდესაც საქმე სახელი-გვარების დასახელებამდე მიდის, იქ უკვე self-popularization-ც იგრძნობა. გიო ოქრო 16:12, 22 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

წაიშალა. - OTOGI Messages 06:55, 8 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]