ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2018/განხილვა:ნიკა ხოფერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

რამდენად ენციკლოპედიურია ეს სტატია? — Mikheil მიწერა 15:45, 19 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

რავი აბა, ვინც ერთი ბურთი დაარტყა ყველა ფეხბურთელი არის შემოტანილი. --ცანგალა 16:08, 19 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
საგანგაშოც არ არის ვფიქრობ, შეიძლება რაღაცების ამოკლება, ჩამატება და გაფილტვრა. Gobrona განხილვაწვლილი 11:47, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
წასაშლელია! --Mehman 97 15:57, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
წასაშლელია ნამდვილად. გიო ოქრო 16:24, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
წაშლა ადვილია, ჩასვამ თარგს წასაშლელია და მორჩა - დაწერაა რთული. Gobrona განხილვაწვლილი 16:59, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
რაღაცები შევცვალე, რავიცი, რას უწუნებთ, ჩვეულებრივი სტატიაა. Gobrona განხილვაწვლილი 17:27, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
მიკერძოებულადაა დაწერილი, რესურსები გაუმართავია. 100%-იანი წასაშლელია. გიო ოქრო 17:58, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
სტატიაში გამოკვეთილია ვიკიპედიის წესების დარღვევა. იკვეთება ვპ:გდ, ვპ:სწ, ვპ:აოკ. 1). უნდა გვახსოვდეს, რომ ვიკიპედიაში გამოქვეყნებული მასალა უნდა ეფუძნებოდეს უკვე გამოქვეყნებულ, ავტორიტეტულ წყაროებს, მით უმეტეს როდესაც საუბარია სტუდენტზე. 2). არსებული სტატიები უნდა ეფუძნებოდეს სანდო, აკადემიურ, დამოუკიდებელ წყაროებს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია სტუდენტზე 3) მასალის ხასიათსა და ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს ხმამაღალი განცხადებები, რომელიც წააგავს საკუთარ, ორიგინალურ მიდგომასა და ხედვას. თუნდაც ამ კრიტერიუმებით ეს სტატია  წასაშლელია. გარდა ამისა, პიროვნებასთან დაცული უწყარო ეპითეტები (...ახლებური ხედვა..., ...ქართული საზოგადოებისავის ჯერ კიდევ სიახლეა, თვალსაჩინო მაგალითი... და სხვა) ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მის თვითწარმოჩენას ვიკიპედიის რესურუსების გამოყენებით. - OTOGI Messages 18:10, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

(წინააღმდეგი) თუ რამე აზრი აქვს! Gobrona განხილვაწვლილი 18:49, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

წაიშალა. - OTOGI Messages 17:36, 25 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]