ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2017/განხილვა:რუსუდან ბაგრატუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
  1. სომხურ საბჭოთა ენციკლოპედიაში რუსუდან ბაგრატუნით არის შეტანილი?
  2. სად წერია, რომ დავითის მეუღლე კვირიკეს ასული იყო?
  3. სად წერია, რომ ტაშირ–ძორაგეტის მეფეები ბაგრატიონთა დინასტიას ეკუთვნოდნენ?

ეს საკითხები არ არის ასახული ნათლად.--Zolokin განხილვაწვლილი 13:29, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ესეც ნახეთ: Большая советская энциклопедия // Кюрикиды.--Zolokin განხილვაწვლილი 13:40, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

  1. სომხურ სე შეტანილია კვირიკეს მეფობის წლები
  2. ის, რომ რუსუდანი კვირიკეს ასული იყო ჩემი მოგონილი ნამდვილად არაა :Был женат первым браком на Русудан, дочери Кюирике II Багратуни, царя армянского Ташир-Дзорагетского царства (რუსული ვიკიპედიიდან), ინგლისური ვიკიპედია, ინგლისურ ვიკიპედიაში ასევე წერია უბრალოდ Rusudan of Armenia. იმ დროს ანისის სამეფოც არსებობდა (თუ არ ვცდები), მაგრამ ბაგრატუნების ტაშირ-ძორაგეტის სამეფოა ნახსაენები. ერთხელ საერთოდ ასეთი ფაქტი წამიკითხავს, რომ როდესაც დავითმა ცოლად სომეხი ქალი მოიყვანა (ნამდვილად არ ვიცოდი მისი სახელი), მას სომხური მიწები გადაეცა (მზითებად). ანუ რუსულ ვიკიპედიაში წერია, რომ ბოლო მეფე Абас и Давид (совместно) — около 1090—1145 гг იყო. ხოლო დავხედოთ ამ რუკას file:DavidBuilderGeorgia.gif. ეს შეიძლება სწორი ინფორმაციაც იყო, მაგრამ არანაირი პრეტენზია არ მაქვს.
  3. თვითონ აღნიშნეთ ეს ფაქტი.

გეთანხმებით, რომ ბევრი ფაქტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, და სიმართლე გითხრათ არც იმის მჯერა, რომ დედოფალს რუსუდანი ერქვა. ამასაც უნდა წყაროები--თეიმურაზი () 17:02, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რუსული და ინგლისური ვიკიპედიები ავტორიტეტული წყაროები არ არიან. ეს წინადადებაც სტატიაში წვს იწვევს: "სახელი რუსუდანი გვხდება უცხოურ წყაროებში[1], ქართულ ისტორიულ ცნობებში ის ხშირად მოიხსენიება როგორც სახელით უცნობი სომეხი ქალი[2]." – მითითებულია ინტერნეტ საიტები, რომლებიც ამ შემთხვევაში ავტორიტეტულ წყაროებად ვერ ჩაითვლება. რომელ უცხოურ წყაროებში გვხვდება სახელი რუსუდანი? სად, რომელ ქართულ ისტორიულ ცნობებში იხსენიება "უცნობი სომეხი ქალი"? ეს ყველაფერი განმარტებას მოითხოვს.— Zolokin განხილვაწვლილი 12:26, 20 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ასევე მინორსკის მითითებული წიგნის ციტატაში არსად წერია, რომ "რუსუდანი" იყო კვირიკეს ასული.--Zolokin განხილვაწვლილი 12:34, 20 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მომხ. ზოლოკინ, უკვე ავღნიშნე, რომ ბევრი რამ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

  1. საქართველოს ისტორიის ყველა სასკოლო სახელმძღვანელოში ის სომეხი დიდგვაროვნის ასულად მოიხსენიება, რომლის სახელი უცნობია.
  2. ქართულ წყაროებში თუ არ გვხდება და უცხოურ წყაროებში თუ მისი სახელი რუსუდანია => ე.ი. ჩვენ სახელი უცხოური წყაროებიდან გვაქვს (ამას დიდი არითმეტიკა არ სჭირდება)
  3. რაც შეეხება მინორსკის წიგნს, იქ აღნიშნულია ზეობის წლები. სწორედ ასეთივე შეკითხვა უკვე დამისვით სომხურ სე-სტან დაკავშირებით (ოდნავ ზემოთ).

ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი? --თეიმურაზი () 12:57, 20 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

  1. საჭიროა თუნდაც ერთი (ყველადან) სასკოლო სახელმძღვანელოს მითითება, სასურველია ციტატით;
  2. არითმეტიკას შევეშვათ. იმ უცხოური წყაროს დასახელება მოგვეცით სადაც მას რუსუდანი ჰქვია. სასურველია ციტატით.
  3. მინორსკის რაც შეეხება, კვირიკეს ზეობის წლებთან დაკავშირებით ციტატა არა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იმ წყაროს მითითება (სასურველია ციტატით), სადაც წერია, რომ დავითის მეუღლე კვირიკეს ასული იყო.— Zolokin განხილვაწვლილი 13:37, 20 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთი, თქვენ თვითონ წერთ, რომ "ბევრი ფაქტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, და სიმართლე გითხრათ არც იმის მჯერა, რომ დედოფალს რუსუდანი ერქვა. ამასაც უნდა წყაროები". ხომ არ აჯობებდა ჯერ ეს ფაქტები დაგვედგინა, სახელთან დაკავშირებით წყაროები მოგვეძიებინა და მერე შეგვექმნა სტატია? თუნდაც იმას უნდა დავეფიქრებინეთ, რომ როგორც ზემოთ თქვენვე ამბობთ, სომხურ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც კი არ არის სტატია სათაურით "რუსუდან ბაგრატუნი"--Zolokin განხილვაწვლილი 13:41, 20 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სტატიის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ეს სტატია მისახედია. უცნობი სომეხი ქალი ნამდვილად რუსუდან ბაგრატუნია ?! ამ შემთხვევაში აჯობებს ქართულ აკადემიურ წყაროებს მივყვეთ. გარდა ამისა, სტატიაში მითითებულია ქსე-ის ტ. 5. გვ. 494 — მითითებულ გვერდზე ქსე-ში ვერაფერი ვნახე. მოკლედ, სადავო საკითხია. - OTOGI Messages 11:19, 20 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

სტატია აშკარად მისახედია, მაგრამ მანდ ქსე არაა გამოყენებული, ეგ სომხური საბჭოთა ენციკლოპედიაა. --ჯაბა 1977 13:11, 20 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
მე მაპატიეთ, ვერ ამოვიკითხე კარგად, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ მდგომარეობაში სტატია არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, სომხურ საბჭოთა ენციკლოპედიაში შეიძლება ისიც ეწეროს, რომ ქართული დამწერლობა მათი მოგონილია ან კიდევ სხვა რაიმე სისულელე. ქართული რეალობის აღსაქმელად ეგ ენციკლოპედია საერთოდ არ გამოდგება. ეგ ლინკებიც უსარგებლოა. სტატიაში ნათქვამია, რომ იგი იყო საქართველოს დედოფალი, რომ იყო დავით აღმაშენებლის მეუღლე, წლები და ა.შ. ყველაფერი სადავოა მეტი არაფერი. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სტატია ასეთ მდგომარეობაში უკვე მრავალი წელია რაც არის, ვფიქრობ აზრი ექნება მის გამოტანას წაშლის კანდიდატურაზე. - OTOGI Messages 18:56, 20 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ამ სახით  წასაშლელია. - OTOGI Messages 14:39, 27 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

 წასაშლელია რადგან ბევრი ვეძიე ინფორმაცია, მაგრამ.... --ჯაბა 1977 15:37, 27 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

წაიშალა. - OTOGI Messages 17:26, 30 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]