ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2015/განხილვა:ყოჩები (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ეს არის საფეხბურთო კლუბი და არა სარაგბო, რომელიც მონაწილეობს საქართველოს რეგიონალურ ლიგაში და სულ მალე პირველი ლიგის საგზურის მოპოვებას შეეცდება და ამ სტატიით, უბრალოდ გვინდა პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ გუნდის, და მთლიანად სქაართველოს რეგიონალური ჩემპიონატის. აგრეთვე გვსურს რომ ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი გულშემატკივრებისთვის და ფან-კლუბისთვის რომელიშიც 20-მდე ახალგაზრდაა გაწევრიანებული. უბრალოდ გვსურს რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 149.3.112.6 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@149.3.112.6:

  1. ვიკიპედია საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციის ადგილი არ არის.
  2. იმისთვის, რომ სტატიაში განხილული პიროვნება / გუნდი / ნებისმიერი სხვა საკითხი ჩაითვალოს ენციკლოპედიურად, უნდა არსებობდეს მისი დადასტურება ბეჭდვით/ელექტრონულ პრესაში მინიმუმ 2-3 წყაროს სახით (საუბარია სიახლეების საიტებსა თუ სხვა ოფიციალურ წყაროებზე).
  3. სტატიაში განგებ წერია გაუმართლებელი სიცრუე. პროფესიონალური გუნდი სულ სხვა რამ არის. გარდა ამისა - ინფორმაცია "ყიდვაზე", "ტრანსფერზე" და ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფის სხვა ნიმუშები. ვიკიპედია გასართობად შექმნილი არ არის, ხოლო თუ თამაში გსურთ - ერთმანეთში ითამაშეთ.
  4. სექტემბერში შექმნილი გუნდისთვის ნაადრევია ვიკიპედიაში მოხვედრა. იმუშავეთ, დაიხვეწეთ, გახდით ცნობილი, დაიწეროს პრესაში თქვენზე - ამის შემდეგ დაბრუნდით და დაწერეთ სტატია სერიოზული ენით.
  5. და წაიკითხეთ ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია --Henry McClean განხილვაწვლილი 06:58, 28 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]