ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დახმარება ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

დახმარება
კონტროლის სიაში დამატება
ამ გვერდზე მოითხოვეთ დახმარება, დასვით კითხვები.
მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.

ეს გვერდი ეთმობა ვიკიპედიის რედაქტორებს, მკითხველებს ან უბრალოდ სტუმრებს, რომელთაც ვიკიპედიის აქტიურ რედაქტორებთან რაიმე მოსაზრების, წინადადების, შენიშვნის ან უბრალოდ ნებისმიერი კომენტარის გაზიარება სურთ.

თქვენს წინადადებებს და შენიშვნებს ვიკიპედიელები პერიოდულად გაეცნობიან, განიხილავენ და, საჭიროებისამებრ, გაითვალისწინებენ. ვიკიპედია მუდმივად დამუშავების პროცესშია და ახლად შექმნილ სტატიებში შესაძლოა ბევრი ხარვეზი იპოვოთ, თუმცა ისინი, როგორც წესი, რამდენიმე დღეში, ან თუნდაც საათში სწორდება.

ამ გვერდზე შეიძლება შეგვატყობინოთ რომელიმე სტატიაში არსებული ხარვეზის ან უზუსტობის შესახებ, შემოგვთავაზოთ ახალი იდეები, პროექტები და მისთ. თქვენს აზრებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს!

  • გაითვალისწინეთ, რომ ვიკიპედიის ყველა რედაქტორი მოხალისეა და პასუხის გასაცემად შეიძლება დრო დაგვჭირდეს. გთხოვთ, იქონიეთ მოთმინება.
  • თვალი ადევნეთ ამ გვერდს: პასუხს აქ მიიღებთ.

ასე შეიძლება ხელმოწერა

ამ გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერეთ ოთხი ტილდა (~~~~) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერე (იხ. ღილაკის სურათი მარჯვნივ).

  • გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინება, რომელიც არ იქნება ხელმოწერილი, არ განიხილება და მასზე პასუხს არ მიიღებთ.


არქივი


2022


გვერდის მოგვწერეთ არქივი


2006; 2007 - 1; 2007 -2; 2008-1; 2008-2; 2009-1; 2009-2; 2010-1; 2010-2; 2011-1; 2011-2; 2012-1;2014-1; 2014-2; 2015-1; 2017-1; 2018-1; 2020-1.


დახმარების ფორუმის არქივი


№1; №2; №3; №4; №5; №6; №7; №8

Hello, a Week ago i updated band: Accept's page on Wikipedia and it's still scheduled for addition. How much time it needs to be updated? --Giosose1999 (განხილვა/წვლილი) 14:09, 13 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]

სალამი, გვერდი არ დამოწმდება მანამ, სანამ არ გამოსწორდება შეცდომები და ხარვეზები (ვპ:ვიკი, გრამატიკული შეცდომები, ბრჭყალები ("" ნაცვლად „“ ) და სხვ.--DerFuchs მიწერა 14:58, 13 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]
დავამატებ, რომ არ აქვს მითითებული წყაროები და ძლიერ გაუმართავია (მანქანური თარჯიმნითაა ნათარგმნი?). ამიტომ, თუკი არ გასწორდა, გასაუქმებელია ეგ ცვლილებები. გიო ოქრო 18:05, 13 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]

სტატიის აღდგენა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა პატივცემულო support team ის წარმომადგენელო ძალიან დიდი პატივისცემით გთხოვთ რომ ჩემი წაშლილი სტატია დააბრუნოთ ვინაიდან და რადგანაც ის აკმაყოფილებს რამოდენიმე კრიტერიუმს და ამის დამტკიცება შემიძლია. სულ რომ არაფერი ჩვენ ქვეყნაში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია ფრანკლინის თანადამფუძნებელია საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. სანდო წყაროებიც არსერსებობს რომლებიც გამოვიყენე ერთ-ერთი მიტითიებული მაქვს. ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის მაგრამ ეს სტატია მნიშვნელოვანია და გთხოვთ რომ კიდევ გგადახედოთ ან დამიწეროთ მიზეზი ან დამეხმაროთ მადლობა წინასწარ.

სტატიის აღდგენა[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! დავწერე სტატია, რომელიც წამიშალეს. ვარ დებიუტანტი, გთხოვთ დამეხმაროთ სტატიის აღდგენაში. განმიმარტეთ, რატომ წაიშალა?

არასწორი ინფორმაცია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე შექმნილ გვერდის საბაზისო ინფორმაციაში, კერძოდ განყოფილებაში Central decription წერია "ოსი მოჭიდავე", რაც არასწორია. თუ შეიძლება ჩაასწორეთ და დაწერეთ ქართველი მოჭიდავე.

მადლობა.

--Keti2203 (განხილვა/წვლილი) 09:30, 18 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა თარგმნასთან დაკავშირებით[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. დახმარება მჭირდება. რამდენად სწორი იქნება ინგლისურიდან Champion-ის „ფალავნად“ თარგმნა? უფრო სწორად, რამდენად „ექსკლუზიურად“ ფალავანი ასოცირდება მოჭიდავესთან? Mgel Darion (განხილვა/წვლილი) 12:03, 2 სექტემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

იყოს, ფალავნად ვთარგმნი. Mgel Darion (განხილვა/წვლილი) 14:39, 4 სექტემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

სალამი.

აქ ახალი ვარ და ახლა ვერ კვევი ყველაფერში, თუმცა პირველი სტატია (ბათუმის ბულვარი) უკვე დავმატე და ვცდილობ ყოველდღიურად დავხვეწო. უბრალოდ, სტატიის დასაწყისში ავტომატურად მიწერს რომ თითიქოს "არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო" (რეალურად მითითებული მაქ რამდენიმე ლიტერატურა და ოფიციალური ასევე ვებგვერდი), ასევე მიუხედავად იმისა რომ კატეგორია მითთებული მაქვს კატეგორია - აქ მიწერს რომ "ეს სტატია უკატეგორიოაო".

პარკის ადმინისტრაციისგან ველოდები ოფიციალურ ფოტოებს და ნელნელა განვაახლებ გალერეას, უბრალოდ ზემოთხსენებული პრობლემა როგორ მოვაგვარო ვერ ვხვდები. იქნებ დამეხმაროთ ან შენიშვნები მომცეთ, რათა გავასწორო არსებული პრობლემები.

მადლობა წინასწარ.

Sosotedrd (განხილვა/წვლილი) 06:57, 13 სექტემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

დავით და სერგო კლდიაშვილების მემორიალური სახლ მუზეუმი[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ გადაამოწმოთ და შეასწოროთ აღნიშნული მუზეუმის მონაცემები. დიდი მადლობა.

ბიბლიოგრაფია[წყაროს რედაქტირება]

მოგესლმებით, დღეს გადავაწყდი ჩემს შესახებ მონაცემებს ვიკიპედიაში. მადლობა, თუმცა ის ძალიან არა თუ არასრულია, არამედ არანაირად არ წარმოაჩენს ჩემს მეცნიერულ მიღწევებს. მაგ.ბიბლიოგრაფიაში წარმოდგენილია 1 წიგნი ქართულ ენაზე თანაავტორებთან ერთად. ჩემი შრომები ძირითადად ინგლისურ ენაზეა - ესაა მატ სორის საერთაშორისო პერიოდულ ჟურნალებში სამეცნიერო სტატიები და წიგნები და თავები წიგნებში მაგ. ისეტი პრესტიჟული გამომცემლის, როგორიცაა შპრინგერი. ხომ ვერ დამეხმარებით შევავსოთ ეს გვერდი თუნდაც მინიმალური მასალით. პატივისცემით თინათინ სადუნიშვილი E-mail: t.sadunishvili@agruni.edu.ge tinisadunishvili@gmail.com

ფეხბურთელის არასწორი გვარი[წყაროს რედაქტირება]

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92_%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98 ერლინგ ჰოლანი წერია სათაურში და არასწორია. ერლინგ ჰოლანდია სწორი --Becool98 (განხილვა/წვლილი) 11:24, 9 ოქტომბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

გვარების ისტორია[წყაროს რედაქტირება]

ტქვენ არ გყავთ შეყვანილი გვარების ისტორიაში ავიაციის გენერალი ლავრენტი გოლიაძე რომელიც იყო საქართველოს ავიაციის სამართველოს უფროსი მერე კი მუშაობდა სსსრ ავიაციის სამინისტროში განყჯფილების უფროსად მან დაბომბა პირველმა ბერლინი გახსენით ტვინი და დაამატეთ!

ბიოგრაფიის გამოქვეყნება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა როგორ გამოვაქვეყნო ჩემი ბიოგრაფია? ვინ დამეხმარება ირინამ (განხილვა/წვლილი) 07:33, 11 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

გვერდ „მომხმარებლის განხილვა:Georg 21“-ზე დასმული კითხვა (21:08, 11 დეკემბერი 2022)[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, მაინტერესებს როგორ დავამატო ცალკე ქვეთავი უკვე შექმნილ ინფორმაციაზე ? მაგ. გარდაცვალება , ადრეული წლები და ა.შ. --Georg 21 (განხილვა/წვლილი) 21:08, 11 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

@Georg 21 სტატიის თავში არის ღილაკი „რედაქტირება“, მას დააწკაპებთ და გაიხსნება რედაქტირების ფანჯარა. იხ. ვიკიპედია:დახმარება. გიო ოქრო 07:53, 12 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კოშკა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ.სოფელს ჰქვია კოშკი. ასე ერქვა ბებია-პაპების დროს,მშობლების დროს, ჩემს ბავშვობაში და ახალგაზრდობაში.დავბერდი და აქ პირველად ვკითხულობ კოშკას ):. სამწუხაროდ ისე გახშირდა ამ ფორმის ხმარება,რომ ადგილობრივებიც აღარ აქცევენ ყურადღებას.ჩვენს მშობლებს დაბადების მოწმობებში ეწერათ კოშკი. მაქვს ბიძის ომში დაღუპვის ცნობა,სადაც წერია სოფ. კოშკი. ამ სოფელში დაიბადა მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი (აქაც შეცდომით წერია სოფლის დასახელება)--178.236.61.67 08:45, 13 დეკემბერი 2022 (UTC)--178.236.61.67 08:45, 13 დეკემბერი 2022 (UTC)--178.236.61.67 08:45, 13 დეკემბერი 2022 (UTC)--178.236.61.67 08:45, 13 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა


ფოტოს ჩასმა მინდა სტატიაში (ჩემს სტატიაში, ჩემივე ჯგუფის (ანსამბლის)). ვცადე და არ ჩამასმევინა.

როგორ მოვიქცე?


მადლობა წინასწარ Handball2017geo (განხილვა/წვლილი) 15:41, 14 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]

კონკრეტულად, რომელ სტატიაში ?. - OTOGI Messages 09:23, 16 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი უცხოენოვან ვიკიპედიაში[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს!


რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატიებზე თანდართული სიტყვა "ნაწილობრივ" აღიარებული ან breakaway, რომელიც თანსდევს უცხოენოვან ვიკიპედიას? არ შეიძლება ასეთი შესატყვისები ერქმოდეს ამას და მეტი ყურადღება რო მიაქციოს ვიკიპედიის ქართულმა ადმინისტრაციამ ამასთან დაკავშირებით უცხოენოვან გვერდებს არ გამოვა? წესითა და რიგით, სიმართლე ხო ცამდე ჩვენს მხარესაა და ამ ტერორისტული წარმონაქმნებისთვის ესეთი ლმობიერი ტერმინები რას ემსახურება, ვერ ვხვდები. ათასი კაცი კითხულობს ისტორიას. არ შეეცდებით ამის გასწორებას და ზოგადად ამგვარ სტატიებში ლაფსუსების რედაქტირებას? 2A0B:6204:41B9:EC00:4537:CC91:759C:8040 18:04, 27 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]

გვერდ „მკვდარი ეგვიპტელები“-ზე დასმული კითხვა (18:23, 5 თებერვალი 2023)[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ მე ვდებ სტატიებს და მიშლიან და თან არ მეუბნევიან რატომ. ძალიან გთხოვთ თუ წამიშლით ის მაინც მითხარით რატომ წამიშალეთ --თეოდორე მესტუმრიშვილი (განხილვა/წვლილი) 18:24, 5 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]

არა აქვს წყაროები, არ წერია აკადემიური ენით, არააკადემიური სათაური.--DerFuchs მიწერა 18:28, 5 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]

შექმნილი გვერდის შენაჩუნება[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, დღეს შევქმენით გვერდი სახელწოდებით ,,გიორგი გამყრელიძე (რეჟისორი), რომელთან დაკავშირებითაც ადრეც გვქონდა პრობლემები და რა რჩევაც მოგვცეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. სათური დავაწერეთ ქართულად, მივაბით, როგორც ვიკიპედიის, ასევე სხვა გვერდისებიც, თუმცა მაინც აწერია გვერდს, რომ სტატია წამოყენებულია წაშლის კანდიდატად. თუ შეიძლება გვითხრათ რა არის ამის მიზეზი, რატომ ხდება ეს და რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ?--Nini227 (განხილვა/წვლილი) 18:05, 13 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით. მიზეზი მარტივია, თქვენ მიერ შექმნილი სტატია არ აკმაყოფილებს ვპ:ბიო-ს მოთხოვნებს. შემდეგში, სანამ პიროვნების შესახებ სტატიას შექმნით, ჯერ გაეცანით ვპ:ბიო-ს, შემდეგ გადაწყვიტეთ ღირს თუ არა სტატიის შექმნა პირზე და მხოლოდ შემდეგ მოიმოქმედეთ. პატივისცემით, --Mehman 22:56, 13 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირება[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, დღეს დავრეგისტრირდი. ვარ პოლიტიკოსის, საჯარო პირის თანაშემწე და მსურს, მოგმართოთ თხოვნით, დაადასტუროთ ჩემს მიერ მისი ბიოგრაფიის რედაქტირებული ვარიანტი, ასევე, შეზღუდოთ არაუფლებამოსილი პირების მიერ ბიოგრაფიში ფაქტების დამახინჯება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ატვირთვა.როგორ შევძლო ადმინისტრაციასთან მარტივად და სწრაფად დაკავშირება, ხომ ვერ მეტყვით. მადლობა წინასწარ. ნინო.კ. (განხილვა/წვლილი) 12:16, 20 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა, რომლის რედაქტირება ნებისმიერს შეუძლია. სტატიების რედაქტირების შეზღუდვა პოლიტიკოსების ნება-სურვილით არ ხდება.--DerFuchs მიწერა 12:20, 20 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]

გვერდ „მომხმარებელი:Guyrtes“-ზე დასმული კითხვა (20:05, 20 თებერვალი 2023)[წყაროს რედაქტირება]

How to change Display title? --Guyrtes (განხილვა/წვლილი) 20:05, 20 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]

გამოქვეყნებულ სტატიაში გარკვეული ცვლილებები შევიტანე. სად შემიძლია ვნახო, შევძლებ თუ არა კონკურსში მონაწილეობას?

ჟურნალ "ცისკარის" ისტორიაში არასწორი ფაქტების მითითებაზე[წყაროს რედაქტირება]

     მოგესალმებით, ჟურნალ ცისკარის ბოლო რედაქტირება მითითებულია რომ მომხდარა სულ ახლახანს, მიმდინარე წლის მარტში, მიუხედავად ამისა, შეიცავს დიდ უზუსტობასა თუ შეცდომას. კერძოდ, მითითებულია, რომ 1992 წლიდან რედაქტორი იყო ზაურ კალანდია, მაგრამ შემდეგ თითქოს უსახსრობის გამო შეწყდა და განახლდა 2015 წელს. ეს ნამდვილად ასე არ არის, ვინაიდან ჟურნალ ცისკრის სარედაქციო საჭოს თავმჯდომარე 2008-2012 წლებში გახლდათ ნოდარ გრიგალაშვილი და ამ წლებში სისტემატურად გამოდიოდა ჟურნალი 'ცისკარი'. შემიძლია გამოგიგზავნოთ ჟურნალის ზოგიერთი ნომრის ფოტოები ან თქვენ თვითონ გადაამოწმოთ ეს ფაქტი. გთხოვთ გადამოწმების შემდეგ შეასწოროთ შეცდომა.--46.49.40.229 09:55, 8 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]
რაც წერია, მითითებული აქვს წყაროებიც. 2012 წლამდე თუკი გამოდიოდა, ამის საწინააღმდეგო არ წერია სტატიაში არაფერი. არ არის მითითებული ზუსტად როდის შეწყდა გამოცემა. თუკი გაქვთ წყაროები, ჩაასწორეთ. წყაროებში იგულისხმება ისეთი სტატია (ონლაინ თუ ბეჭდური), სადაც იქნება მოცემული ჟურნალის ისტორიის ეს მონაკვეთი. გიო ოქრო 10:19, 8 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]
როგორ ჩავასწორო ნამდვილად არ ვიცი, 2008-2012 წლებში გამოსული ჟურნალ ცისკრის ნომრები შემიძლია მოვიძიო. 46.49.40.229 18:19, 15 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]

დავით იოსების ძე ალადაშვილი[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! მე არ მაქვს გამოცდილება ვიკიპედიაში სტატიის დაწერის. ამიტომ გთხოვთ კონკრეტულად მიმითითოდ რა შევასწორო ან რა შევცვალო--დავით ალადაშვილი (განხილვა/წვლილი) 15:51, 12 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]

გვერდ „განხილვა:თენგიზ ხეჩიკაშვილი“-ზე დასმული კითხვა (17:00, 22 აპრილი 2023)[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, ვარ დამწყები და მაინტერესებს როგორ უნდა დავადასტურო სტატიის ავთენტურობა თუ არ მსურს სტატიაში დოკუმენტების ატვირთვა? ვის შეიძლება მივწერო და განვიხილო? მადლობა წინასწარ --G.Orwell99 (განხილვა/წვლილი) 17:00, 22 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]

აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის ფედერაციამ მოახდინა 1992 წელს და არა 2008-ში--95.137.234.29 14:46, 24 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა,

არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვწერ. შემდეგ საკითხზე გწერთ, როგორც ვნახე თქვენი ადმინისტრატორი David1010 IP მისამართებს განუსაზღვრელი ვადით ბლოკავს. მას მივწერე თუმცა მისგან პასუხი არ მიმიღია. მოგვიანებით ძველი ჩანაწერებიც ვნახე და როგორც ჩანს მსგავს პრაქტიკას მიმართავენ სხვა ადმინისტრატორებიც: MIKHEIL და Otogi.

არ ვიცი ხართ თუ არა საქმის კურსში, თუმცა გეტყვით რომ აიპი მისამართი ცვალებადია პროვაიდერის მიერ. შესაძლოა დაბლოკილი აიპი მისამართი აღმოაჩნდეს იმ მომხმარებელს, რომელსაც სასარგებლო საქმის გაკეთების სურვილი ჰქონდეს და ეს ვერ შეძლოს. გთხოვთ მოხსნათ ამგვარ აიპებს სამუდამო აიპები და მომავალში ამ საკითხს ყურადღებით მოეპყროთ. 185.70.54.197 17:04, 25 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]

თუ მომხმარებელს სურს, მას შეუძლია დარეგისტრირდეს ვიკიპედიაში და ისე გააგრძელოს მუშაობა. აიპი მისამართის ბლოკირება არ არის პრობლემა. შესაბამისად, ზემოთ მოხსენებული მოსაზრება აზრს მოკლებულია. — Mehman 21:10, 25 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]

დიახ თუმცა თუ მომხმარებელს სურს, შეუძლია არ დარეგისტრირდეს და ვიკიპედიაში ისე იმუშაოს. ვკითხულობ დოკუმენტაციას და ვხედავ რომ ეს არც აკრძალულია და არც დასაძრახი. აი ასეთ სცენარში კი აიპი მისამართის ბლოკირება ზუსტადაც რომ პრობლემაა. არ მეთანხმებით? 185.70.53.29 06:00, 26 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]

ვერ დაგეთანხმებით. თუ არ არის აკრძალული ამ კონკრეტულ ვიკიპედიაში (ზოგში კი აკრძალულია, მაგ. პორტუგალიურში) აიპითი რედაქტირება, ეს არ კრძალავს ადმინისთვის მის დაბლოკვას. კონკრეტული აიპი მისამართიდან ერთზე მეტი ადამიანი შეიძლება არედაქტირებდეს, თუ ერთს მართებული წვლილი შეაქვს და მეორეს/მესამეს არა, ჩვენ ერთი ადამიანის გამო ვერ დავუშვებთ მუდმივ ვანდალიზმს, თან როდესაც არსებობს წვლილის შეტანის სხვა გზა. — Mehman 16:27, 26 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]
ვერ დაუშვებთ მუდმივ ვანდალიზმს, მაგრამ სამუდამო ბლოკი? თქვენ ხომ გაქვთ მექანიზმი რომ დაბლოკოთ მისამართი 1 კვირით, 1 თვით, 3 თვით, მაგრამ სამუდამოდ?
მგონი ამ პროექტის ფილოსოფია სხვაა: საკითხს ესე კი არ უნდა მიუდგეთ რომ "ერთი ადამიანის გამო ვერ დავუშვებთ მუდმივ ვანდალიზმს", არამედ ასე: "ერთი ვანდალის გამო არ უნდა შევუშალოთ ხელი კეთილსინდისიერ რედაქტორს".
https://en.m.wikipedia.org/wiki/Wikipedia:Assume_good_faith
ვიკიპედია:ბლოკირება#ბლოკირების ვადა 185.70.54.149 18:18, 26 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]
ადმინისტრატორს უფლება აქვს თვითონ აირჩიოს ბლოკირების ვადა. შეიძლება დროთა განმავლობაში საერთოდ აიკრძალოს აიპი მისამართებისთვის რედაქტირების უფლება. თუ საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი შედგა. — Mehman 12:41, 27 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]
საუბარი სხვა მიმართულებით წაიყვანეთ, მე აიპით რედაქტირების აკრძალვა-არ აკრძალვაზე არ წამომიწყია დისკუსია. ადმინისტრატორს ბევრი რამის უფლება აქვს, მაგრამ თქვენივე პოლიტიკა გეუბნებათ რომ "სტატიკური IP-მისამართების ბლოკირების ვადა, ზოგადად, არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს." სულ 5-6 აიპი დავთვალე, რომელიც უვადოდაა დაბლოკილი. ასე რთულია ბლოკის მოხსნა? თუ ისევ დაფიქსირდა მათი მხრიდან დარღვევა, ხომ შეძლებთ რომ ისევ დაბლოკოთ? 185.70.53.213 13:38, 27 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]
არ წამომიწყია, როდესაც საჭირო გახდება წამოვიწყებ შესაბამის გვერდზე. სხვა ყველაფერზე ზემოთ გაგეცით პასუხი — Mehman 14:21, 27 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]
გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვთვლი რომ ჩემს კითხვაზე (თუ რატომ იყენებთ ან რატომ არ ხსნით სამუდამო ბლოკს) პასუხი გამეცით. ის, რომ მომავალში რაღაცას (რომელიც ჩვენ დისკუსიას საერთოდ არ უკავშირდება) აპირებთ, პასუხი არ არის. რეალურად ამდენ საუბრათ არც ღირდა ალბათ, სუფთა ტექნიკური საკითხი იყო, რომელსაც 2 წუთში გადაჭრიდით :) კადნიერებაში თუ არ ჩამითვლით და კიდევ უფრო გულწრფელი რომ ვიყო, ჩემი აზრით, თქვენც ხვდებით ამას, უბრალოდ როგორც ჩანს, უკანდახევას და რაღაცაზე აზრის შეცვლას მიიჩნევთ სისუსტეთ. პირადად მე, ასეთ მიდგომას უფრო ჩავთვლიდი სისუსტეთ. წარმატებებს გისურვებთ. 185.115.5.89 08:02, 28 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]
აი, ბატონი მიხეილი თუ შემოუერთდება ჩვენს საუბარს, დარწმუნებული ვარ ჩემს აზრს გაიზიარებს. როგორც ვხედავ, ძალიან ბევრი აიპი განუბლოკავს ჩემს მიერ ნახსენები მიზეზით და ძალიან სწორად. 185.115.5.89 08:16, 28 აპრილი 2023 (UTC)[უპასუხე]

შეცდომა. შანხაი[წყაროს რედაქტირება]

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

გიწერიათ: (შანხაი) "მდებარეობს მდინარე იანძისა და მისი მარჯვენა შენაკადის, ხუანხეს ნაპირებზე". ხუანხე ახლოსაც არ არის შანხაისთან და მით უმეტეს, არ არის იანძის შენაკადი

მადლობა, გასწორებულია.--DerFuchs მიწერა 09:13, 4 მაისი 2023 (UTC)[უპასუხე]

გვერდ „ვიკიპედია:ახალი გვერდის შექმნა“-ზე დასმული კითხვა (11:31, 15 მაისი 2023)[წყაროს რედაქტირება]

Ვერ ვწერ სტატიას მინდა დაწერა წრიპა ბიჭის დღიურზე და როგორც ეუბნება ვაკეთებ მაგრამ ვერ ვწერ --Anamariamidato (განხილვა/წვლილი) 11:31, 15 მაისი 2023 (UTC)[უპასუხე]

გვერდ „ვიკიპედია:ახალი გვერდის შექმნა“-ზე დასმული კითხვა (11:34, 15 მაისი 2023)[წყაროს რედაქტირება]

Გამარჯობა ვერ ვწერ სტატიას სად უნდა და წერო ახალი ვარ --Anamariamidato (განხილვა/წვლილი) 11:34, 15 მაისი 2023 (UTC)[უპასუხე]

გვერდ „ვიკიპედია:დახმარება“-ზე დასმული კითხვა (13:03, 16 მაისი 2023)[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა,

სტატია დავამატე ორჯერ და წაიშალა მიზეზი როგორ გავიგო რომ გამოსწორება შევძლო? --Salome0909 (განხილვა/წვლილი) 13:03, 16 მაისი 2023 (UTC)[უპასუხე]

დაწყებული სტატიის აღდგენა ან ახლიდან შექმნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ამა წლის იანვარში დავიწყე სტატიის წერა ცნობილ ქართველ ემიგრანტ ჟურნალისტზე ბონდო ქურდაძეზე. სამწუხაროდ, ვეღარ აღვადგინე. იქნებ მითხრათ, როგორ მივაგნო ან საერთოდ ახლიდან როგორ შევქმნა სტატია? ვცადე სხვა პიროვნებებზეც დამეწერა, მაგრამ ერთ-ერთი ადმინისტრატორი, დავითი, უმალ შლის სტატიას ჩასაფრებულივით. ვერც ვუკავშირდები, რომ ვკითხო, რატომ შლის. იქნებ დამეხმაროთ. მადლობა. Butura-54 (განხილვა/წვლილი) 15:10, 12 ივლისი 2023 (UTC)[უპასუხე]

საიტების დამზადება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა,

როგორ შემიძლია საიტების დამზადება -ზე ბლოგის დაწერა

გამარჯობა.სტატია,რომელიც გამოვაქვეყნე ჯემალ ინჯიას შესახებ არ გამოქვეყნდა ,გთხოვთ დამეხმაროთ.

ეს იცოდით?: https://ka.wikidark.org

პ.შეთეკაური (განხილვა/წვლილი) 08:56, 6 ნოემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

სარკული საიტია როგორც ჩანს და რუსული, თუ არ ვცდები. გიო ოქრო 11:57, 6 ნოემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს დროშა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, საქართველოს რუქა, ანჯელინო დულჩერის პორტულანი თავდაყირაა!! ანუ სადაც საქართველოს დროშის შესახებ ინფორმაციაა იმ სტატიაში.. თუ შეძლოთ შეასწორეთ?!.. მადლობა!

სტალინური რეპრესიები[წყაროს რედაქტირება]

ბევრ უცხოელშია გავრცელებული აზრი, რო სტალინი ეთნიკური ნიშნით ხვრეტდა და პრესავდა ხალხს საბჭოთა კავშირში. ხოლო ქართველები პრივილეგირებულები იყვნენ იმ დროს. საპასუხოდ, ერთი სტატია ვერ ვიპოვე უცხოენოვან ვიკიპედიაზე. სად არის მოდერატორობა ან აქტიური ვიკიპედიელები?! თავისუფალ დროს იქნებ ჩაწეროთ სტატიები საქართველოში არსებულ რეპრესიებზე უცხოენოვან ვიკიპედიაში? მიატოვეთ ვიკიპედია?

2A0B:6204:41B9:EC00:E979:6D98:25FB:7804 00:24, 29 ნოემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

,,ზარიძეებში მცხოვრები მადონა გიგაური"[წყაროს რედაქტირება]

თქვენ მეუბნებით, რომ ჩემი გუშინდელი სტატია წაშაშლელია, რადგან მე მას გამიზნულად არ ვიყენებ, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში მე იმიტომ დავწერე ეს სტატია,რომ ადამიანი რომელზეც ვწერ, ძალიან მიყვარს და მინდა სხვებსაც გავაცნო, ამიტომ ძალიან გთხოვთ არ წამიშალოთ ეს გვერდი.

                                                                                                                                                --45.9.46.166 06:37, 23 დეკემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
გთხოვთ, მითხარით წამიშლით თუ არა ამ სტატიას? 45.9.46.166 06:40, 23 დეკემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

დარედაქტირებული გვერდის შემოწმება[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ გადახედოთ და შეამოწმოთ. გვერდის - თამრიკო ჭოხონელიძე, ცვლილებები. თავდაპირველ ვერსიაში იყო უამრავი შეცდომა, ამიტომ თავად თამრიკო ჭოხონელიძის თხოვნითა და მოთხოვნით დავარედაქტირე გვერდი და დამიდასტურეთ. 176.221.170.88 10:46, 6 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

@176.221.170.88: ოღონდ მართლწერის ჩასწორებულ ვარიანტებს ნუ აბრუნებთ ძველ ვერსიაზე. ამასთან დაკავშირებით მცირე შენიშვნები განხილვის გვერდზე გაქვთ მითითებული. გარდა ამისა, ბმულებს ვიდეოებზე შუა სტატიაში ასე არ ვუთითებთ - აუცილებელია მათი წყაროს სახით ასახვა. (<ref></ref>-ებში ჩასმა და სათაურების მითითება). შესაბამისად, დარედაქტირდა და რაც ჩასასწორებელია, კიდევ ჩაასწორებენ და დაადასტურებენ. პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ფაქტები - ზოგი რამ თქვენამდეც ეწერა, ზოგი ახლა დაემატა და ესენი გადატანილია ცალკე ქვეთავში (სექციაში), ეს ვიკიპედიის პრაქტიკაა. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 10:55, 6 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხალავა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, არასწორადაა მითითებული გვარი, უნდა იყოს მითითებული - მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხელავა წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 92.51.116.138 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@92.51.116.138: გამარჯობა. არსებობს აკადემიური წყარო (Facebook, ვიღაცის ბლოგი და მსგავსი რამ არ ითვლება), სადაც ეს გარკვევით არის აღნიშნული? პოპულარულ orthodoxy.ge-ზე ფირცხალავა წერია. ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო მასალებში იგივეა - https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/343949

ჟურნალი "კარიბჭეც" ასე ახსენებს - http://karibche.ambebi.ge/eklesia/mamatha-ckhovreba/13152-meoce-saukunis-saqarthvelos-eklesiis-gamorcheuli-mnathobthagani.html

რამე სხვა სახის წყარო არის, რომელიც ამყარებს მისი გვარის სხვა ვერსიის ნამდვილობას? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 17:19, 17 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. ვარ ახალი წევრი. წინა წლებში ავტვირთე სტატია "გოდერძიოშვილების დარბაზი".ახალი ანგარიში შევქმენი და ავტვირთე სტატია "მარინა შანიძე" , რომელიც შეფასდა წასაშლელად. გთხოვთ დამეხმაროთ. მინდა რომ სტატია არ წაიშალოს და დარჩეს ვიკიპედიაში. პირველად სად მოვათავსომსტატია ? სავარჯიშო გვერდძე? მადლობა --Liana goderdzishvili (განხილვა/წვლილი) 06:55, 14 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

@Liana goderdzishvili: მოგესალმებით -მარინა შანიძე - არ უწერია, რომ წასაშლელია. უბრალოდ გასასწორებელია და ის, რომ წასაშლელია, არ არის „განაჩენი“. კი აქვს მითითებული ბიბლიოთეკის ბმულები, მაგრამ აქ - ვიკიპედია:წყაროს მითითება სწორად არის ახსნილი, კიდევ რა სახის წყაროების გამოყენება შეიძლება. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 07:05, 14 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

სოცილური ქსელი ,,ფეიბუქი" ითვლება თუ არა წყაროდ?
არის გვერდია- მარინა შანიძის შემოქმედება Liana goderdzishvili (განხილვა/წვლილი) 10:44, 14 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: აგერ კითხვაა, არის თუ არა პიროვნების პირადი Facebook გვერდი სანდო და მუშა წყარო? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 11:28, 14 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
ჩვენთვის ძირითადი დასაყრდენი არის ვიკიპედია:წყაროს მითითება. Facebook-ის გვერდი, ჩემი აზრითაც და ზოგადად ენციკლოპედიის პრინციპებითაც, აკადემიურ წყაროდ არ შეიძლება განვიხილოთ. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უნდა ვიყენებდეთ. ზოგჯერ გამოყენებულია ძალიან ტრივიალური ფაქტების (მაგ., პიროვნების გარდაცვალება) დასამოწმებლად... გიო ოქრო 20:36, 14 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
მადლობა . ვნახე . 87.253.44.230 07:25, 15 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]