ვიკიპედია:ყავახანა/2010/7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სექციების სია

კოშკების შესახებ

ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ჩემს მიერ შემოტანილი სტატიები კოშკების შესახებ, მაგრამ შესაფერის კატეგორიას ვერ ვუძებნი და ვსვამ კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები, რაც არასწორად მიმაჩნია, რა ვქნათ რაიმე ახალი კატეგორია ხომ არაა შესაქმნელი? ან ხომ არ შეიძლება ყველა მსგავსი სტატია გაერთიანდეს სხვა რომელიმე აწ უკვე არსებულ კატეგორიაში? --ჯაბა ლაბაძე () 13:34, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

შეიძლება შეიქმნას ახალი კატეგორია, კატეგორია:საქართველოში არსებული კოშკები :? ან მისი მსგავსი. — GIO---->>13 () 16:54, 25 დეკემბერი 2010 (UTC)
კატეგორია:საქართველოს კოშკები. ალტერნატივა: კატეგორია:ქართული კოშკები. — დავით პასუხი 16:56, 25 დეკემბერი 2010 (UTC)
მე უფრო დათოს პირველი ვარიანტი მომწონს. — ჯაბა ლაბაძე () 17:00, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

ხომ არ აჯობებს ესეც ისე დავყო, როგორც ტაძრები? მუნიციპალიტეტები →მხარეები→ საქართველო? — ჯაბა ლაბაძე () 17:21, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

კატეგორია:საქართველოს კოშკები კარგი აზრია, ასე ჯობს. შეიძლება დავყოთ კიდევაც, თუ მართლა ბევრია. — GIO---->>13 () 17:25, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

ამჟამად 15-მდეა მაგრამ კატეგორიების შესაქმნელად ალბათ საკმარისია. მომავალში მერწმუნეთ კიდევ მიემატება. — ჯაბა ლაბაძე () 17:40, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

ბოდიში, არ მინდა შემოვიტანო განხეთქილება (საერთოდ მომწონს მუნიციპალიტეტებად დაყოფის პრინციპი), მაგრამ საქართველოში გვაქვს სულ ოთხი ტიპის კოშკი – სვანური, ხევსურული, თუშური და მთიულური. თუ სხვა ვინმე გამისწორებს, ოკ, მაგრამ მე ასე მახსოვს (კ,. გამსახურდიას კოლხური კოშკი მხოლოდ ახალი გამოგონებაა). იქნებ იყოს მუნიციპალიტეტების მიხედვით, მაგრამ იქვე მიეთითოს სტილიც (რომელიც, პრინციპში, რეგიონსაც გულისხმობს). იქნებ უფრო მეტად ვკითხოთ სპეციალისტებს ან მოვიხმოთ სპეციალური ლიტერატურა?— Zolokin განხილვაწვლილი 18:11, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

მუნიციპალიტეტებად დაყოფა და სტილის მიხედვით დაყოფა ერთმანეთს ხელს ნამდვილად არ უშლის. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მიხედვით მსგავსი ტიპებად დაყოფა ნამდვილად არ შემხვედრია. — ჯაბა ლაბაძე () 18:17, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

ჯაბა, მუნიციპალიტეტებად დაყოფის პრინციპს, ზოგადად, მხარს ვუჭერ, მაგრამ სვანური კოშკი სხვაგან არსად არ გვხვდება, არც ხევსურული და ა. შ. იქნებ მოვიძიოთ სპეციალური ლიტერატურა და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ?— Zolokin განხილვაწვლილი 18:24, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

მუნიციპალიტეტებად დაყოფა არა სწორი მგონია ამ შემთხვევაში, რადგან არქიტექტურული ობიექტები უპირველესად ტიპოლოგიით განირჩევიან ფუნქციაში და არა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული კუთვნილებით. ადგილმა ოდესღაც ტიპის განმაპირობებელი როლი შეასრულა, თუმცა ეს ჩამოყალიბების პროცესში და არა დღეს. დღეს სვანური კოშკი შეიძლება ჯავახეთშიც შეგხვდეთ, კახეთშიც და თბილისშიც. მაგრამ ის მაინც სვანური კოშკია და არა ჯავახური, კახური ან სხვა, ანუ სვანური კოშკი ტიპის მაჩვენებელია და არა ადგილმდებარეობის. პ. ს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული კუთვნილება შეიძლება დამატებითი კატეგორია იყოს, ასევ უნდა იყოს ჩემი აზრით ეკლსიები. R. 20:27, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

უკვე ავღნიშნე საიდან შემომაქვს ეს სტატიები, ესაა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა მომზადებული ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ სადაც ეს არქიტექტურული ობიექტები სწორედ ადმინისტრაციული თვალსაზრისითაა დაყოფილი. — ჯაბა ლაბაძე () 20:43, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

მე სურვილი მქონდა, რომ ყველაფერი ყოფილი დაყოფილი მხარეების მიხედვით. მაგ. კატეგორია:კახეთის მხარის მდინარეები, კახეთის მხარის მთები კატეგორია:კახეთის მხარის კოშკები. ეს ყველაფერი ჩაჯდებოდა კახეთის მხარეში, რომელიც შემდეგ საქართველოს მდინარეებში, კოშკებში და ა. შ. ჩაჯდებოდა.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Zangala (განხილვაწვლილი) .
პრინციპში მასეცაა მაგრამ ემატება ერთი მუნიციპალიტეტის კატეგორია. ჩემი აზრით თუ იარსებებს მხარის კატეგორია, უნდა იყოს მუნიციპალიტეტისაც. — ჯაბა ლაბაძე () 20:55, 25 დეკემბერი 2010 (UTC)
ქვეყანა–მხარე–მუნიციპლაიტეტი – სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური დაყოფაა კატეგორიებად. ასევე შეიძლება თემატური, სტილისტური და სხვა მახასიათებლების შესაბამისად დაყოფა კატეგორიებად. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. სვანური კოშკი კახეთში უკვე სვანური კოშკი არ არის, ეს უბრალო იმიტაციაა. --Zolokin განხილვაწვლილი 21:04, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

მომხმარებელი Taro-Gabunia და მისი IP

მე მგონია, ეს პიროვნება სამუდამოდ უნდა გაითიშოს ქართული ვიკიპედიიდან, იმ რედაქტირებების გამო, რომლებიც წვლილის სახით შემოაქვს. აზროვნებს ერთპიროვნულად, სამწუხაროდ, თვლის, რომ ყველაფერი რასაც თავად აკეთებს, სწორია.

მთელი ამ დროის მანძილზე ერთადერთი ბოლომდე დასაბუთებული პოზიცია ჰქონდა შანხაისთან დაკავშირებით, დანარჩენების შემთხვევაში მხოლოდ აფუჭებს სტატიებს. გადახედეთ მის IP-ს 178.134.118.245 და უკანასკნელ რედაქტირებებს ამ IP-დან. მისი ’წვლილი’ უკვე ზედმეტია ვიკიპედიისათვის. --BH განხილვაწვლილი 16:33, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

რაღაც მეც ასე მგონია.--იორგი 17:19, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

იქნებ ბოლოჯერ ვცადოთ მისი დარწმუნება, რომ ერთპიროვნულად მოქმედება არ არის სწორი? რაღაც–რაღაცეები კარგიც შემოიტანა, მაგრამ უფრო მეტად ერთპიროვნულია. ვცადოთ, თუ დაგვეთანხმება, რომ იმოქმედებს წესების მიხედვით, მივცეთ კიდევ ერთი შანსი.--Zolokin განხილვაწვლილი 18:20, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

ვეთანხმები Floydgeo-ს. ახლახანს გადავხედე მისი აი-პიდან განხორციელებულ ცვლილებებს. მისი, როგორც დარეგისტრირებული მომხმარებლის წვლილი, შემოიფარგლება დიფ ფარფლის სტატიაში შეტანილი ერთადერთი გამართლებული ცვლილებით (ჯერ სახელები, შემდეგ გვარები), ხოლო IP-დან - ზემოთაც ხსენებული შანხაისთან მიმართებაში. დანარჩენ შემთხვევებში, უმეტესად, მისი გაფუჭებულის გასწორება სხვა მომხმარებლებს უხდებათ. თუ ასე გააგრძელებს, პირადად მე მისი (და მისი IP-ის) სამუდამოდ დაბლოკვის მომხრეთა რიგებში ვიქნები. მას კი ვეტყვი, რომ პირადული არაფერია, ყველაფერი მისი წვლილის დამსახურებაა. ზოლოკინ, არაერთხელ ვცადეთ, შეგიძლიათ მისი განხილვის გვერდზეც იხილოთ ზოგიერთი ასეთი მცდელობა, მაგრამ ბოლო შანს ყველა იმსახურებს. კარგი რაც შემოიტანა, ათი იმდენი გააფუჭა, დანარჩენი თვითონ განსაჯეთ. — გიორგი განხილვაწვლილი 08:38, 27 დეკემბერი 2010 (UTC)

ეს მომხმარებელი დასაბლოკია განუსაზღვრელი ვადით, არანაირი ლმობიერება მის მიმართ. --ჯაბა ლაბაძე () 18:10, 27 დეკემბერი 2010 (UTC)

რა თქმა უნდა, აფუჭებს... მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ აფუჭებს. ჰგონია, რომ აკეთებს (ესაა ყველაზე დიდი უბედურება). ამის გათვალისწინებით, ვფირობ რომ ერთადერთი და უკანასკნელი შანსი უნდა მივცეთ. შემდეგ შემთხვევაში კი IP დავბლოკოთ. — დავით პასუხი 18:18, 27 დეკემბერი 2010 (UTC)
მეც ვფიქრობ, რომ შანსი უნდა მივცეთ. --ცანგალა () 18:25, 27 დეკემბერი 2010 (UTC)

მე არ ვფიქრობ მასე, იმიტომ რომ დამღალა, მაგისმა დევამ განხილვის თუ სტატიის გვერდებზე. --ჯაბა ლაბაძე () 18:28, 27 დეკემბერი 2010 (UTC)

მე ვფიქრობ რომ ყოველგვარი კიდევ ერთი შანსის მიცემის გარეშე უნდა დაიბლოკოს. ის საკმაოდ დიდი ხანია უკვე ვიკიპედიაშია და აქამდე თუ ვერ მიხვდა რა როგორ უნდა გააკეთოს მაშინ მისი ადგილი აქ არ არის--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 18:27, 27 დეკემბერი 2010 (UTC)

იმათ საყურადრებოდ ვისაც გგონიათ რომ შანსი უნდა მიეცეს ამ პიროვნებას: გადახედეთ ამ გვერდზე მის ნაწერს. დასკვნები თავად გააკეთეთ. ჩემი აზრით ბოლო შანსიც ვერ გამოიყენა. --ჯაბა ლაბაძე () 05:27, 29 დეკემბერი 2010 (UTC)

გთხოვთ, დაბლოკეთ ეს ადამიანი და მისი IP სამუდამოდ. უკვე ზედმეტში გადადის მისი ქმედებები. იხილეთ ლედ ზეპელინის ბოლო ცვლილებები. ინფოდაფიდან თვითნებურად ამოიღო group_or_band ველი, რომელიც ინფოდაფას ანიჭებს ფერს. ამას უკვე უკიდურესი თვითნებური ქმედება ჰქვია. დაბლოკეთ ეს მომხმარებელი სამუდამოდ. მისი რედაქტირებები 99.9%-ით დესტრუქციულია, ვიდრე ვიკიპედიასთან შესაბამისი.BH განხილვაწვლილი 10:05, 2 იანვარი 2011 (UTC)

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ამ მომხმარებლის სამუდამო ბლოკირებაზე კენჭისყრა გაიმართოს:

დიახ

არა ფლოიდგეო მაგან მაგ სტატიაში ვერ შენიშნა, რომ ამ ცხრილის პრინციპიდან გამომდინარე მანდ სულ სხვანაირად არის მითითებული ბმულები (გვერდზე იუნსეკოს ნომრები სადაც წერია ვერტიკალურ სვეტში ). ამ ბმულებს იგივე გვერდებზე გადავყავართ სადაც ინგლისურის სქოლიოში მითითებულ ბმულებს. ასე რომ ამით ქულებს ვერ დაიწერდა და ბლოკი კი აიკიდა. — ჯაბა ლაბაძე () 10:54, 2 იანვარი 2011 (UTC)

არა

თავი შეიკავა

ბოდიშს მოვიხდი კენჭისყრის დასრულებას არ დაველოდე (თუმცა ეს ფორმალობაც კი იყო), უკვე მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. — ჯაბა ლაბაძე () 10:45, 2 იანვარი 2011 (UTC)

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=3&p=1

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=viewpage&id=2 საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის უცხო სიტყვათა ლექსიკონი (მანდვე კიდევ რაღაც სხვა ლექსიკონებიცაა) ვფიქრობ მუშობის დროს გამოსადეგია ტერმინების გამოყენების დროს გადასამოწმებლად ;) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:50, 30 დეკემბერი 2010 (UTC)

გილოცავთ ახალ წელს

Happy new year,
Happy new year,
May we all have a vision now and then,
Of a world where every neighbour is a friend,
Happy new year,
Happy new year...

(с) АВВА.

იორგი 19:51, 30 დეკემბერი 2010 (UTC)

ცანგალა () 20:14, 30 დეკემბერი 2010 (UTC)
ჯაბა ლაბაძე () 20:28, 30 დეკემბერი 2010 (UTC)
გიორგი განხილვაწვლილი 06:00, 31 დეკემბერი 2010 (UTC)
დავით პასუხი 06:08, 31 დეკემბერი 2010 (UTC)
BruTe () 06:20, 31 დეკემბერი 2010 (UTC)
დავით XXI Rotating earth (Very small).gif 08:03, 31 დეკემბერი 2010 (UTC)
GIO---->>13 () 09:15, 31 დეკემბერი 2010 (UTC)
BH განხილვაწვლილი 09:28, 31 დეკემბერი 2010 (UTC)
Tornike Redhat-office.png 14:50, 31 დეკემბერი 2010 (UTC)
თეიმურაზი () 16:51, 31 დეკემბერი 2010 (UTC)
Zolokin განხილვაწვლილი 17:49, 31 დეკემბერი 2010 (UTC)
გოტა (მომწერე) 18:18, 31 დეკემბერი 2010 (UTC)


დავარღვევ ფორმატს და ყველა ვიკიპედიელს მოგილოცავთ ახალ 2011 წელს, ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული და სიყვრული არ მოგკლებოდეთ. — ჯაბა ლაბაძე () 06:38, 1 იანვარი 2011 (UTC)

Greetings

On behalf of Azerbaijani Wikipedia we congratulate wikipedians of the Georgian section with New Year! All the best to you and happiness! And of course, wish you more and high quality articles! :) --Proger განხილვაწვლილი 21:57, 31 დეკემბერი 2010 (UTC)

Thanks!!! çox şükür!!!! --თეიმურაზი () 22:30, 31 დეკემბერი 2010 (UTC)

2011 წლის პირველი მარათონი!

ძვირფასო ვიკიპედიელებო, გილოცავთ ახალ წელს და ბედობას, მე მგონი ცუდი არ იქნება ახალი წლის მარათონი დავიწყოთ (ჩეწერეთ სახელები)--თეიმურაზი () 20:13, 2 იანვარი 2011 (UTC)

როდის დავიწყოთ?--თეიმურაზი () 08:53, 3 იანვარი 2011 (UTC)
ოღონდ ხვალინდელი დღე არ მოაყოლოთ, სახლში არ ვარ. ისე, როცა გაგვიხარდება.ვიღიმი არა? — გიორგი განხილვაწვლილი 09:13, 3 იანვარი 2011 (UTC)

თუ ხვალ არა, მაშინ ვერც ზეგ იმიტომ, რომ შობის დროს მარათონი ვის გაუგია ვიღიმი. გამოდის 8-10 იანვარი--Tornike Redhat-office.png 10:45, 3 იანვარი 2011 (UTC)

მე ვერა ალბათ :). თებერვლამდე ვერ მომიცდით აშკარად, ასე რომ გზა დამილოცნია მარათონელთათვის :) — დავით პასუხი 10:53, 3 იანვარი 2011 (UTC)

ახლა შობას არ მოუწიოს რა. ისე ხშირად ჩავატაროთ ხოლმე, რუსულში ყოველ თვეა, მგონი. :) — GIO---->>13 () 11:02, 3 იანვარი 2011 (UTC)

რჩევა: აქ გიორგების განმასხვავებელი ნიშნებია საჭირო, ღმერთმა გამრავლოთ! :))) — დავით პასუხი 11:08, 3 იანვარი 2011 (UTC)

მადლობა :) ასე ჯობია? — GIO---->>13 () 11:12, 3 იანვარი 2011 (UTC)

აშკარად ;) — დავით პასუხი 11:17, 3 იანვარი 2011 (UTC)

10 იანვარი - 13 იანვარი

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია) --თეიმურაზი () 11:18, 3 იანვარი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე), როგორ გამოიცან, თემურ, 10–შიც და 13–შიც გამოცდა მაქვს :)). მაგრამ ჩავწერ ჩემ თავსაც :) — დავით პასუხი 11:33, 3 იანვარი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)გუდაურში მივდივარ და ვერ მოვახერხევ იქნებ 17–20 რიცხვები ავიღოთ. --Lukakhim განხილვაწვლილი 11:57, 3 იანვარი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) პირადად მე მაწყობს, მაგრამ როგორც მახსოვს წესით 3 დღე უნდა გაგრძელდეს--Tornike Redhat-office.png 13:19, 3 იანვარი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) მეც მაწყობს. კარგი დროა :) თან 15 ახლოვდება და... შეიძლება რაიმე მცირედი პრიზი გავაკეთოთ :) ? — GIO---->>13 () 13:57, 3 იანვარი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) ხო მეც მაწყობს კარგი დროა--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 14:06, 3 იანვარი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე)--მიხეილ () 00:23, 5 იანვარი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე)— გიორგი განხილვაწვლილი 09:07, 5 იანვარი 2011 (UTC)

10 - 13 კი იქნება, მაგრამ იქ წერია 72 სთ-იო. მაშინ ასე ხომ არ სჯობს: 10/იან. 8:00 — 13/იან. 8:00, ან და 10/იანვ 00:00—12/იანვ 23:59'59?--თეიმურაზი () 15:53, 3 იანვარი 2011 (UTC)

რა გადაწყდა, ვიწყებთ ხვალ მარათონს (7 მომხრე 1 წინააღმდეგი)? და რომელი საათიდან ვიწყებთ, როგორც მარათონის გვერდზე წერია? ანუ 00:00-დან მესამე დღის 00:00-მდე.— გიორგი განხილვაწვლილი 06:50, 9 იანვარი 2011 (UTC)

როდის ვიწყებთ? წესით უკვე უნდა დაწყებულიყო ვიღიმი--Tornike Redhat-office.png 05:30, 10 იანვარი 2011 (UTC)

სადმე ვინმემ უნდა გამოაცხადოს, თუ როგორ ხდება "მარათონის გახსნა"?ვიღიმი თუ უკვე დაწყებულია?— გიორგი განხილვაწვლილი 05:36, 10 იანვარი 2011 (UTC)

წესით უკვე დაწყებულია :). შეუდექით მუშაობას! აბა ჰე, წარმატებები :)) — დავით პასუხი 05:39, 10 იანვარი 2011 (UTC)
თქვენი დაწერილი სტატიები თქვენვე უნდა შეიტანოთ მგონი ცხრილში აქ :) — დავით პასუხი 07:21, 10 იანვარი 2011 (UTC)

ერთი შეკითხვა: მარათონის გვერდზე წერია: გთხოვთ დაიცვათ წესი: მინიმუმ 10 წინადადება და განავრცოთ თქვენს მიერ დაწერილი სტატიები. მე როგორც მესმის, აუცილებელი არაა სტატია მარათონის პერიოდში იყოს დაწერილი, მთავარია განვავრცოთ ჩვენს მიერ დაწერილი სტატიები. ანუ სიტყვაზე, 2010 წლის 7 ივნისს ჩემი დაწერილი სტატია რომ გავავრცო, ისიც ჩაითვლება? ეს შეკითხვა ადრეც დავსვი, მაგრამ არავინ მიპასუხა. იმედია, ახლა მაინც...— გიორგი განხილვაწვლილი 07:33, 10 იანვარი 2011 (UTC)

არა, მანდ იგულისხმება, რომ თუ მარათონის დროს დაიწერა პატარა სტატია, ის განავრცეთო. (თუმცა მე ეს წესი არ მომწონს... ალბათ ჯობია ძველი სტატიების გადიდებაც ჩაითვალოს). — დავით პასუხი 07:48, 10 იანვარი 2011 (UTC)
თუ ეგ არის ნათქვამი მაგ წესში, არც მე მომწონს. მარათონის დროს დაწერილი სტატიები ისედაც უნდა აკმაყოფილებდეს პირობას (მინიმუმ ათი წინადადება, მინიმუმ ხუთი სიტყვა თითოში) და პატარა თუ იქნება არა ჩაითვლება ისედაც. მგონი, ჯობს განავრცოთ თქვენს მიერ ადრე დაწერილი პატარა სტატიები, რომლებიც არ აკმაყოფილებს მარათონის პირობებს (მინიმუმ ათი წინადადება, მინიმუმ ხუთი სიტყვა თითოში). ასე იყოს. რას იტყვით? შესაძლოა, სტატიების რიცხვი არ გაზარდოს ამან, მაგრამ ხარისხს გაზრდის.— გიორგი განხილვაწვლილი 07:59, 10 იანვარი 2011 (UTC)
მე ყოველთვის ხარისხს პირველ ადგილზე ვაყენებ, მეორეზე კი რაოდენობას. ასე რომ, თუკი სხვებიც დაგვეთანხმებიან... — დავით პასუხი 08:03, 10 იანვარი 2011 (UTC)
მეც მასე ვარ ვიღიმი დაველოდოთ სხვებსაც... ოღონდ ამ სხვებმა ცოტა უნდა იჩქარონ, თორემ გაგვექცა მარათონი! ვიღიმიგიორგი განხილვაწვლილი 08:09, 10 იანვარი 2011 (UTC)

ეგ იმიტომ დაწერა თუ არ ვცდები გიორგიმ, რომ რამოდენიმე სტატია, რომელიც სიაში იყო არ აკმაყოფილებდა 10 წინადადებას. ერთგვარი Warning-ის ნიშანი იყო. სტატიების გავრცობა ყოველთვის შეიძლება ძალიან მარტივად და მარათონს ეშხს დაუკარგავს ჩემი აზრით. P.S. დათო, კონსტიტუციას არ იმეორებ? ვიღიმი--Tornike Redhat-office.png 08:09, 10 იანვარი 2011 (UTC)

რედაქტირება მომხმარებელი:Otomose

მომხმარებელი მომხმარებელი Taro-Gabunia ჩემთვის, პირადად, ჯერ კიდევ ძნელადაღსაზრდელ ბავშვად რჩება, მაგრამ ეს მომხმარებელი პირდაპირ ვავნდალია. დაიბლოკა მისი IP?— Zolokin განხილვაწვლილი 20:12, 3 იანვარი 2011 (UTC)

დაიბლოკა. — დავით პასუხი 20:21, 3 იანვარი 2011 (UTC)

გმადლობ. მაგრამ განხილვის გვერდზე შეტყობინება რომ არ ჩანს?--Zolokin განხილვაწვლილი 20:28, 3 იანვარი 2011 (UTC)

შეტყობინება

2011 წლის 1 იანვრიდან სსრკ-ს ტერიტორიაზე გამოშვებული ყველა კინო, ტელე და მულტფილმი, ასევე ტელე და რადიო გადაცემები, რომლებიც გამოქვეყნდა 1941 წლამდე, საზოგადოებრივ საკუთრებად ცხადდება. პ.ს. ვინმეს რაიმე ასეთი არა აქვს? --იორგი 18:40, 4 იანვარი 2011 (UTC)

მთავარი გვერდი დიზაინი

Web 2.0 ფარგლებში (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია ინგლისურ ვიკიპედიაში) თემურმა (მონაწილე:თეკა) გააკეთა ქართული ვიკიპედიის მთავარი გვერდის ორი ვარიანტი, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა გახდეს ვიკიპედიის მთავარი გვერდი 15 რიცხვამდე (რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვა დიზაინების შემოთავაზება). მთავარი გვერდის დიზაინის განახლება უნდა გახდეს ვიკიპედიის განახლების პროცესის ლოგიკური მესამე ნაწილი (პირველი ნაწილი, მოგეხსენებათ, იყო ვიკის დიზიანის შეცვლა, მეორე - ლოგოს შეცვლა). ამ ეტაპზე მე მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ დიზაინის ორი ბეტა ვარიანტი -

გარდა ამისა, მსურს გაგახსენოთ ქართული ვიკიპედიის მთავარი გვერდის ევოლუცია. თავდაპირველად, პროექტის შექმნის პირველ დღეებში იყო მცდელობა ქართულ ვიკიპედიაში ე.წ. პორტუგალიური დიზაინის დანერგვისა, მაგრიმ იგი დიდი ხანი არ არსებულია. პროექტის სახე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო ე.წ. ყავისფერი დიზიაინი, რომელიც ჩვენმა მოქმედმა დიზაინმა შეცვალა. --იორგი 13:44, 5 იანვარი 2011 (UTC)

პირადად მე მეორე ვერსია, ზღვისფერ ტონებში, უფრო მომწონს.— გიორგი განხილვაწვლილი 13:52, 5 იანვარი 2011 (UTC)
მეც მეორე ვერსია მომწონს.--მიხეილ () 13:59, 5 იანვარი 2011 (UTC)
ყოჩაღ თემურს! ორივე მომეწონა, მაგრამ ვიკიპედიის ახალ დიზაინს ზღვისფერი უფრო უხდება (ასევე ლურჯ ბმულებსაც). რამდენიმე შენიშვნა მაქვს: აქტუალური – ეს განყოფილება ზემოთ რომაა მიბმული, რატომღაც არ მომხვდა კარგად თვალში. ჩემი აზრით, ჯობია მარჯვენა სვეტს მიებას ზემოდან, ჩვეულებრივად. და მეორე: ზემოთ მისალმების განყოფილებაში პორტალები მწკრივში რომ დალაგდნენ, არ ჯობია? როგორც ეს მაგალითად ინგლისურ ვიკის დღევანდელ მთავარ გვერდზეა. ეს ჩემი შენიშვნები მხოლოდ სურვილებია და საერთო ჯამში მომწონს :). — დავით პასუხი 14:07, 5 იანვარი 2011 (UTC)
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
ჰო, კიდევ დობილ პროექტებს, ახალ ამბებს და რჩეულ ფოტოს სამი წერტილი არ უნდა :))) — დავით პასუხი 14:09, 5 იანვარი 2011 (UTC)
Yes check.svg გაკეთდა.--იორგი 14:37, 5 იანვარი 2011 (UTC)

და კიდევ ერთს ვიტყვი, ეს თემურის დიზაინს არ ეხება, მაგრამ მომავალ მთავარ გვერდს კი ეხება :). ჩემი აზრით, მთავარი გვერდიდან რჩეული სტატიის ტექტები ახალი დიზაინის შემოღების შემდეგ რომ გავანახევროთ (ყოველ შემთხზვევაში, დავაპატარავოთ) და ასევე რჩეული ფოტოების ტექსტებიც დიდი გვაქვს. მგონი უკეთესი იქნება (თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია, თუკი დამეთანხმებით ;)) — დავით პასუხი 14:19, 5 იანვარი 2011 (UTC)

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ჩემი აზრით მეორე ვარიანტი ჯობს. არ მომწონს ასე თვალში საცემად რომაა აცდენილი ქვემოთ მარცხენა და მარჯვენა სვეტები (ეს ადვილად გამოსწორებადია). თითოეული სექციის ბოლოში ალბათ პატარა შრიფტით იმასვე მიაწერთ რაც ამჟამინდელ ვარიანტშია. და კიდევ აქამდე მინდოდა მეთქვა (ეს ამ განხილვას არ ეხება), აქტუალურის სექციაში არსებული რაღაც ურჩხული :) არ მომწონს. იქნებ ამ ცვლილებას ეგეც მიაყოლთ. :). --ჯაბა ლაბაძე () 14:21, 5 იანვარი 2011 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა.--იორგი 14:37, 5 იანვარი 2011 (UTC)

ხო მართლა ვიკიპედია:მოთხოვნილი სტატიები სადაა. თუ დაკარგა "აქტუალურობა" ამ საკითხმა? — ჯაბა ლაბაძე () 14:22, 5 იანვარი 2011 (UTC)

ძალიან დიდი მადლობა!!! =)))--თეიმურაზი () 15:20, 5 იანვარი 2011 (UTC)

ახლა როგორიცაა ასეთი არ შეიძლება დარჩეს? — GIO---->>13 () 17:25, 5 იანვარი 2011 (UTC)
თეორიაში კი, შესაძლებელია, მაგრამ რეალობაში არამგონია ეს მოხდეს. თან ევოლუციური განვითარება გვაქვს, + ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პროექტი ვითარდება, და ერთ ადგილზე არ დგას. :)--იორგი 17:38, 5 იანვარი 2011 (UTC)
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
მე მაქვს შეკითხვა, რჩეული ფოტოს კანდიდატებში, რომ მშვიდობის ხიდმა გაიმარჯვოს, რა ფორმატით შევა მთავარ გვერდზე? — ჯაბა ლაბაძე () 21:03, 5 იანვარი 2011 (UTC)
აბა ამჟამინდელი სურათის მაგივრად დადეთ მშვიდობის ხიდი. — ჯაბა ლაბაძე () 21:04, 5 იანვარი 2011 (UTC)
დავდე და მარცხენა სვეტი ჩამოიწელა. ეგ მე ადრეც ვიფიქრე და ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა რჩეული სტატიის ტექსტის შემცირება მომავალში (სვეტების სიგრძის კონტროლისათვის). — დავით პასუხი 06:54, 6 იანვარი 2011 (UTC)

რჩეული ფოტოს ტექსტს რომ <center></center> მოვხსნათ, რას იტყვით? — დავით პასუხი 06:55, 6 იანვარი 2011 (UTC)

მე ვფიქრობ ამ დღეს გადავიდეს რჩეული სურათის ადგილზე და რჩეული სურათი სულ ბოლოში მთელ სიგრძეზე. ისე როგორც ინგლისურ ვიკიშია. ასე დარეგულირდება სვეტების სიგრძე, არ მოგვიწევს რჩეული სტატიის ტექსტის შემცირება. — ჯაბა ლაბაძე () 07:03, 6 იანვარი 2011 (UTC)

რაღა შორს მიდიხარ, ქართულშიც ეგრე არ გვაქვს? :) მაგრამ მე მომწონს გვერდით რომაა რჩეული ფოტო. სტატიის ტექსტი კი ყველა სხვა ვიკიპედიაში ჩვენზე ნაკლებია... — დავით პასუხი 07:11, 6 იანვარი 2011 (UTC)
ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ ტექნიკურ პრობლემას ქმნის. რჩეული სტატიის ტექსტის შემცირებას კი ჩემი აზრით სჯობს სურათის ბოლოში გადატანა. — ჯაბა ლაბაძე () 07:21, 6 იანვარი 2011 (UTC)
Yes check.svg გაკეთდა. რჩეული სურათი გადავიტანე ქვემოთ ცენტრში.--იორგი 07:23, 6 იანვარი 2011 (UTC)
(რედაქტირების კონფლიქტი) გიორგის ცვლილება ვნახე და ვხედავ რომ აცდენა კიდევაა, მაგრამ ამ დღეს ამ სექციაში სტანდარტულად 7 ინფორმაციას თუ დავტოვებთ ამასაც ეშველება. — ჯაბა ლაბაძე () 07:25, 6 იანვარი 2011 (UTC)

არანაირი ტექნიკური პრობლემა არ იქნება სურათთან დაკავშირებით--თეიმურაზი () 09:21, 6 იანვარი 2011 (UTC)

მაგრამ ვფიქრობ მაინც ქვემოთ ჯობს. თან სურათით მარცხნივ. — ჯაბა ლაბაძე () 09:25, 6 იანვარი 2011 (UTC)
ასეც მშვენიერად ჩანს, და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არსებობს. თუ საჭირო იქნება შეიძლება დობილი პროექტები ზევით ავწიოთ. უბრალოდ არ ვიცი რა საჭირო იქნება დიზნაინის შეცვლა თუ ყველაფერი იგივე დარჩება. --თეიმურაზი () 09:33, 6 იანვარი 2011 (UTC)

იმისათვის, რომ რაღაც შეიცვალოს მაგიტომ იცვლება გვერდი? საკმაოდ ბევრი რამ იცვლება ეს სექციაც, რომ ისე დარცეს როგორც გეუბნები. — ჯაბა ლაბაძე () 09:37, 6 იანვარი 2011 (UTC)

მეც ვთვლი, რომ ქვემოთ სურათი ჯობია.--იორგი 10:56, 6 იანვარი 2011 (UTC)
ჩემი აზრით რჩეული სტატიის ტექსტი უნდა შემცირდეს ძალიან გრძლად არის ჩამოწელილი და უშნოდ ჩანს. ასევე სურათი ბოლოშიც არ უხდება მარჯვნივ ჯობია, რომ იყოს--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 11:42, 6 იანვარი 2011 (UTC)
დათო, გენაცვალე!--თეიმურაზი () 11:50, 6 იანვარი 2011 (UTC)
ე. ი. ორივე დათო ერთნაირად ფიქრობს :) — დავით პასუხი 12:04, 6 იანვარი 2011 (UTC)
თქვენ თქმით გამოდის, რომ რჩეული სტატიის ტექსტი დღის მოვლენებზე მოკლე იქნება. ჩემი აზრით პირიქით აღნიშნული ტექსტი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და უფრო მეტის საშუალებაც რომ იყოს კარგი იქნება. — ჯაბა ლაბაძე () 12:21, 6 იანვარი 2011 (UTC)
კოლეგებო, მთავარი გვერდის დიზაინს შობაზე შევცვლით. ხომ არ არის ვინმე წინააღმდეგი?--იორგი 14:45, 6 იანვარი 2011 (UTC)

ორივე დათოსი და თემურის აზრიც გაითვალისწინეთ!--თეიმურაზი () 14:58, 6 იანვარი 2011 (UTC)

სად არის „ახალი სტატიები"?--მიხეილ () 23:16, 6 იანვარი 2011 (UTC)

განახლებას მივესალმები. ერთი შენიშვნა მაქვს: რუბრიკა „აქტუალური“ რაღაც უშნოდაა ზემოთ მიწებებული, თუ ჩემთან ჩანს ესე? ვიღიმი R. 11:14, 7 იანვარი 2011 (UTC)

კი, ზემოთაა მიწებებული. მეც ვთქვი მაგაზე ზემოთ, მაგრამ ვინ მისმენს :)) — დავით პასუხი 11:29, 7 იანვარი 2011 (UTC)

45 000

გილოცავთ!!! აზერბაიჯანულს ვერ ვუსწრებთ! მაგრამ არაფერია! Тише едем — дальше будем!!! --თეიმურაზი () 17:50, 5 იანვარი 2011 (UTC)

უხ ეს აზერბაიჯანელნი! :)) იდეა მაქვს, ჩვენი სტატიები ორ დამწერლობაზე გამოვაქვეყნოთ – ასომთავრულს ხომ თავისი უნიკოდი აქვს :) ႣႠႥႨႧ — დავით პასუხი 17:54, 5 იანვარი 2011 (UTC)
სერიოზულად, თუ ხუმრობ? ამის შესრულება მარტივია...--იორგი 18:02, 5 იანვარი 2011 (UTC)
რა თქმა უნდა ხუმრობაა! პლინტუსამდე ხომ არ დავეშვებით! ირტყან თავში ეგ სტატიები!!! ჯობია ის ჭიანჭველებზე ვწეროთ! გიორგი, ხომ დარჩა რაღაცა?--თეიმურაზი () 18:09, 5 იანვარი 2011 (UTC)

ისე ასომთავრულში სტატიები რა მაგარი იქნებოდა :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:15, 6 იანვარი 2011 (UTC)

ისე, ვინ გვიშლის ცალკე პროექტი დავიწყოთ? ყვლა ასომთავრული სტატია იყოს შესაბამის კატეგორიაში, მაგრამ ძირითად სახელთა სივრცეში. ასე 90 000 სტატია კი გვექნება.--იორგი 13:05, 6 იანვარი 2011 (UTC)
ლეხერლიხ! lächerlich! — დავით პასუხი 13:15, 6 იანვარი 2011 (UTC)
რატომ ვითომ? Ich bin ganz ernst.--იორგი 13:20, 6 იანვარი 2011 (UTC)
Weil diese Meinung keine Zukunft hat ;)... აზერბაიჯანელები ორ დამწერლობაზე მართლა წერენ, ჩვენ კი ასომთავრული ჩავაბარეთ წარსულს... ასე რომ, ერნსტ არა ის კიდე :)) — დავით პასუხი 13:31, 6 იანვარი 2011 (UTC)
Meiner Meinung nach ჯობია ხარისხში ვაჯობოთ. — დავით პასუხი 13:47, 6 იანვარი 2011 (UTC)

ბეტა დიზაინი

რაში გვჭირდება ბეტა დიზაინი? ძველი არ ჯობია, უფრო მარტივია და ნავიგაციაც ძველის ჯობია.--Lukakhim განხილვაწვლილი 20:10, 6 იანვარი 2011 (UTC)

ალბათ იმაში, რომ ადამიანებმა, რომლებიც ვებ-დიზაინის პროფესიონალები არიან, მიიჩნიეს, რომ ეს ასე ჯობს. ვისაც არ მოსწონს, შეუწლია კონფიგურაციაში შეიცვალოს სტილი.--იორგი 20:12, 6 იანვარი 2011 (UTC)
ანუ მე შემიძლია ახლა რასაც ვხედავ იგივე დავინახო? --Lukakhim განხილვაწვლილი 20:15, 6 იანვარი 2011 (UTC)

ჩემი კონფიგურაცია ->იერსახე->MonoBook->შენახვა.--იორგი 20:16, 6 იანვარი 2011 (UTC)


გილოცავთ შობას ყველას! მიხარია, რომ შობას სიახლით შევხვდით. ახლა შევამჩნიე, ფორუმის ნაცვლად ყავახანა არა? :) (ისეც შეიძლება და ასეც, მაგრამ მაინც :)). და კიდევ, შეიძლება მარტო ჩემთანაა პრობლემა და სხვაგან სწორადაა, კოდი სწორადაა დაწერილი და არ ვიცი რატომ, მაგრამ ოპერათი რომ შევდივარ, Don't speak Georgian? - ამ ბმულს ვიკისაწყობში გადავყავარ. სხვა ბრაუზერით, ჩვეულებრივადაა... თქვენთანაც ასეა? :))) (არადა არ უნდა იყოს მასე, კოდი სწორადაა). — დავით პასუხი 05:21, 7 იანვარი 2011 (UTC)

მე კი აი აქ. მეც ოპერათი... გილოცავთ ყველას შობას! — გიორგი განხილვაწვლილი 06:40, 7 იანვარი 2011 (UTC)

ერთი შეკითხვა მაქვს მთავარ გვერდზე ვიკიპედიაში 45,080 სტატიაა. ერთ ხაზზე, რომ ეწეროს არ შეიძლება? გადატანილი არ უხდება--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 11:56, 7 იანვარი 2011 (UTC)
ჩემთან ერთ ხაზზეა :| — დავით პასუხი 12:29, 7 იანვარი 2011 (UTC)
ჩემთანაც. — ჯაბა ლაბაძე () 12:41, 7 იანვარი 2011 (UTC)
ჩემთან გადატანილია, "სტატიაა" ახალ ხაზზე წერია. როგორც ჩანს, ეკრანის რეზოლუციის გამოა, 1024X768-ზე მაქვს მე.— PULSE განხილვაწვლილი 12:47, 7 იანვარი 2011 (UTC)

ხო ალბათ მაგის ბრალია მეც 1024X768-ზე მაქვს:)--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 12:53, 7 იანვარი 2011 (UTC)

იქნებ თქვენ თვითონ გაასწოროთ. თქვენთან რომ გამოსწორდება, არა მგონია ჩვენთან (1280X1024) გაფუჭდეს... — დავით პასუხი 12:58, 7 იანვარი 2011 (UTC)
ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 4 - პროექტის გვერდი და ვიკიპედია განხილვა:ახალი თავფურცელი 4 განხილვის გვერდი. ასევე უნდა შექმნილიყო ბეტას ვერსიები. მომხდარიყო განხილვა და შემდეგ უნდა შეცვლილიყო მთავარი გვერდი. ჯაბამ კი პირდაპირ მთავარ გვერდზე ჩასვა მიაწერა საცდელი, რაც მე არასწორად მიმაჩნია. ბეტას შენიშვნები ყავახანაში იწერება, ხოლო მთავარ გვერდზე საცდელად არის ჩასმული. ცუდი არ იქნება, რომ შეიქმნას პროექტის გვერდი და ყველა ეს შენიშვნები გადავიდეს პროექტის განხილვის გვერდზე. და იქ განვაგრძოთ დისკუსია. გამოსწორებადი შეცდომები უნდა გამოსწორდეს. --ცანგალა () 17:16, 9 იანვარი 2011 (UTC)
მაინტერესებს ჯაბას პასუხი, რადგან მან ჩასვა საცდელი ვერსია მთავარ გვერდზე. -ცანგალა () 20:51, 9 იანვარი 2011 (UTC)
არავის არაფერი პირდაპირ არ ჩაუსვამს, თუ კარგად დააკვირდებოდი სანამ ეგ კითხვები დაგებადებოდა დაინახავდი რომ არსებობს ვიკიპედია:მთავარი გვერდი/ბეტა, სადაც ხდებოდა მაგ გვერდზე მუშაობა. პარალელურად კი განხილვა მიდიოდა ყავახანაში სადაც არც კი შეიხედე 6 იანვარს და საკუთარი აზრი არ დააფიქსირე. ამ განხილვაში კარგად გადახედე და დაინახავ, რომ შენიშვნები და მითითებები ოთხ სამ ადმინისტრატორს აქვს გამოთქმული, ფაქტიურად ოთხივე სამივე ადმინისტრატორი თანახმა იყო ახალ მთავარ გვერდზე (რასტრელი შემდეგ მიესალმა ცვლილებას). ამის შემდეგ გამოვიყენე ადმინისტრატორის უფლება და მთავარ გვერდზე ჩავსვი ბეტა ვერსია. — ჯაბა ლაბაძე () 21:14, 9 იანვარი 2011 (UTC)
P. S. რაც მე არასწორად მიმაჩნია. ეს დემოკრატიაა? ეს კოლეგიალობაა?— ჯაბა ლაბაძე () 22:18, 9 იანვარი 2011 (UTC)
ყველაფერი წესრიგშია: ბეტა გვერდიც არსებობს, განხილვაც მიმდინარეობს (არც შეწყვეტილა). მხოლოდ ერთ რამეში შეიძლება დავეთანხმო ცანგალას: გვერდის შეცვლა მოხდა დაჩქარებული წესით. როგორც წესი, შედეგის დადგომამდე ერთი კვირა მაინც უნდა ყოფილიყო განხილვა და ამასა უნდა მოჰყოლოდა მთავარი გვერდის შეცვლა (ამის შესახებ არაფერი წესი არ არსებობს, თუმცა პრაქტიკაა ასეთი). მიუხედავად ამისა, ჯაბას (ჩვენს) სიჩქარესაც აქვს თავისი გამართლება ამ შემთხვევაში და ვთხოვ ცანგალას, გაითვალისწინოს: ჩვენ უბრალოდ გვინდოდა, რომ შობას სიახლით შევხვედროდით, ასევე ჩვენს იუბილეს 15–ში. სწორედ ამიტომ მოხდა დაჩქარებული წესით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. (ცანგალა, ვიცი ახლა იფიქრებ, მაშინ ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყოო განხილვაო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თემურმა ბეტა დიზაინზე მუშაობა მხოლოდ 5 იანვარს დაასრულა :), ასე რომ, სხვანაირად ვერ მოხდებოდა...) — დავით პასუხი 05:33, 10 იანვარი 2011 (UTC)
მადლობა დათო სწორი და მართლებული პასუხისთვის. ჯაბა შენს მიერ მითითებული ვიკიპედია:მთავარი გვერდი/ბეტა გვერდი შეიქმნა სხვა მიზნისთვის. თუ ასეა მაშინ რატომ ჩაწერე სიტყვა საცდელი - ნახე მთავარი გვერდის ისტორია (შენი ჩანაწერია). ეს ასე არ უნდა მომხმარიყო საცდელისთვის და მისი განხილვისთვის უნდა შექმნილიყო პროექტის გვერდი. და კიდევ 5 იანვარს შემოტანილი წინადადება არ ვიყავი ვალდებული 6 იანვარს დამეფიქსირებინა ჩემი აზრი. ერთი კვირა მაინც უნდა ყოფილიყო აზრის გამოთქმის ვადა. სამი ადმინისტრატორი არაფერს შუაშია - ადმინისტრატორები უფროსები არ არიან. ისინი ისეთივე მომხმარებლები არიან როგორც სხვები. გთხოვ გაითვალისწინო არ ხარ უფროსი და შენს სიტყვას არ აქვს სხვაზე უფრო ძლიერი ხმა.--ცანგალა () 17:18, 12 იანვარი 2011 (UTC)

საცდელი იმიტომ ჩაიწერა, რომ რამდენიმე სექცია კარგად არ მუშაობდა. თავს რომ არ გრძნობ რაიმეს ვალდებულად მაგიტომაა ცუდად საქმე. ადმინისტრატორები, რომ განსხვავებულები არ ვართ გეთანხმები, და მით უკეთესი გარდა სამი ადმინისტრატორისა სხვა მომხმარებლებმაც დააფიქსირეს თავისი აზრი და ერთი მომხმარებლის გულისთვის ნამდვილად კვირაობით ვერ გავწელავდით საქმეს. დათოს რომ არ დაეწერა რაც დაწერა შენ მაგას ვერ უნდა მიმხვდარიყავი? საერთოდ ძნელად რომ ეგუები ნებისმიერ ცვლილებას ეს გვერდიც გვიდასტურებს, რაც შეეხება შენს გამუქებულ სიტყვებს სიცილი აღარ შემიძლია იმდენი ვიცინე, უფროსი შენ გგონია თავი რადგან მოითხოვდი შენს მოსაზრებას დავლოდებოდით ტანაც ვალდებული არ ყოფილხარ დაგეფიქსირებინა შენი აზრი მაშინ როცა განხილვაა. ამაშიც მართალი ხარ, როცა განხილვა მთავრდება მაშინ იცი შხამის ფრქვევა. ესეც კარგადაა ცნობილი გიორგის გაადმინისტრატორების საქმიდანაც. ცანგალა გონების ხმას მიჰყევი, ემოციები ნუ გახრჩობს მეგობრულად გირჩევ. და კიდევ გამოწვევა ნუ იცი უაზრო კამათში. აქცენტი ნუ გაქვს ყოველთვის ჩემსკენ (მაინტერესებს ჯაბას პასუხი). მერწმუნე ეს შენი "აფორიზმებისადმი" ბოლო პასუხია. მეთოდები მოგიძველდა. — ჯაბა ლაბაძე () 10:13, 14 იანვარი 2011 (UTC)

გეყოფათ რა! მომბეზრდა უკვე. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გვაქვს ვიკიპედიელებს. — დავით პასუხი 10:25, 14 იანვარი 2011 (UTC)
დათო შენ გცემ პატივს და ამიტომ ჯაბას აღარ ვუპასუხებ.--ცანგალა () 19:50, 15 იანვარი 2011 (UTC)

ორ დღეში ვღებულობთ გადაწყვეტილებებს?

მთავარი გვერდის დიზაინის შესახებ - ერთი კვირა მაინც არ უნდა ყოფილიყო განხილვისთვის. 5 იანვარს საკითხი დაისვა და უკვე 7 იანვარს საკითხი დახურულია. გთხოვთ ამიხსენით იქნებ ვცდები რამეში? ეს არის კოლეგიალობა? --ცანგალა () 19:12, 7 იანვარი 2011 (UTC)

საინტერესო დუმილია.--ცანგალა () 18:04, 8 იანვარი 2011 (UTC)
ჯაბამ , რომ შეცვალა მთავარი გვერდის დიზაინი რეზიუმეში დაწერა საცდელი, ასე რომ ეს დიზაინი თუ არ მოგწონთ ზემოთ ვიმსჯელოთ--თეიმურაზი () 18:07, 8 იანვარი 2011 (UTC)
მე დიზაინზე არ მაქვს საუბარი (ზემოთ სად? აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.). არამედ გადაწყვეტილების ორ დღეში მიღებაზე. სხვა მომხმარებლების აზრი საინტერესო არ იყო? ეს არის ვიკიპედიის დემოკრატია?--ცანგალა () 18:14, 8 იანვარი 2011 (UTC)
ცანგალა, ზემოთ განხილვის ნაწილია მხოლოდ დახურული (ის ნაწილი, რაც მთავარი გვერდის განახლებას ეხება, რაზეც ვიკიპედიელთა ერთსულოვნებაა). რაც შეეხება განახლებულის დიზაინს, ამაზე განხილვა არ დახურულა – #ბეტა დიზაინი – განხილვა გრძელდება, შენიშვნებს ვწერთ და ვასწოებთ.. — დავით პასუხი 18:20, 8 იანვარი 2011 (UTC)
მგონი ცანგალა გაესერის მიერ ორ დახურულ „განხილვას“ გულისხმობს. ცანგალა ამაში მართალია. :)) — Rastrelli F 18:38, 8 იანვარი 2011 (UTC)
კი, პრინციპში სამია :)) მაგრამ ეგ არაფერს ცვლის... განხილვა მაინც მიდის. — დავით პასუხი 18:39, 8 იანვარი 2011 (UTC)
დავიბენი. თუ განხილვა გრძელდება, მაშინ მთავარი გვერდი რატომ შეიცვალა?--ცანგალა () 18:57, 8 იანვარი 2011 (UTC)
ბეტა ვერსიაა. ანუ, საბოლოო არაა და საჯარო განხილვისთვისაა გამოტანილი მთავარ გვერდზე. სანამ ბეტაა ვიმსჯელებთ და პატარ–პატარა შესწორებებს შევიტანთ საბოლოოდ დამტკიცებამდე. — დავით პასუხი 19:00, 8 იანვარი 2011 (UTC)
ყველაფერი გასაგებია ჩემთვის. ამისათვის ჯერ უნდა შეგექმნათ დროებითი მთავარი გვერდის ბეტა ვერსია და არ უნდა შეცვლილიყო. გადაწყვეტილება კი ორ დღეში კი არ უნდა ყოფილიყო არამედ ერთი კვირა მაინც, რადგან ყველა მომხმარებელი ყოველდღე არ შემოდის. ასე ნამდვილად არ ვარგა.--ცანგალა () 20:58, 8 იანვარი 2011 (UTC)
ვიზიარებ ცანგალას პოზიციას (მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი აზრი პირველმა მე დავაფიქსირე).— გიორგი განხილვაწვლილი 06:46, 9 იანვარი 2011 (UTC)

ვიკითეკა

კოლეგებო, ვინმე სერიოზულად მუშაობს? თავისდროზე მე და სანდრო ვმუშაობდით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ ვახერხებდით. ღირს ჩვენი გააქტიურება, თუ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს საქმე აინტერესებს?--იორგი 19:25, 7 იანვარი 2011 (UTC)

მაინტერესებს გიორგი 13-ს თუ აქვს სურვილი და თუ შესძლებს. შენ ვერაღ იაქტიურებ?--ცანგალა () 20:11, 7 იანვარი 2011 (UTC)

მე და გიორგი ცოტა სხვა საქმით ვართ დაკავებულები, თორემ სხვა არაფერი (ვიკიმედია საქართველო, ერთარსი).--იორგი 20:31, 7 იანვარი 2011 (UTC)

[1] თებერვლიდან მივაქცევ ყურადღებას. — დავით პასუხი 05:54, 8 იანვარი 2011 (UTC)
სანდრო და დათო ეხლაც მუშაობენ... — დავით პასუხი 05:55, 8 იანვარი 2011 (UTC)
გვაინტერესებს, გვაინტერესბ... :) ამდენი ვიმუშავეთ და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ როგორმე. გიო, გააქტიურდი შენც. :) – BruTe () 08:47, 8 იანვარი 2011 (UTC)

ვიკითეკა რა არის? --გოტა (მომწერე) 14:59, 8 იანვარი 2011 (UTC)

ვიკიწყარო. — დავით პასუხი 15:07, 8 იანვარი 2011 (UTC)
ვიკი(ბიბლიო)თეკა. — დავით პასუხი 15:08, 8 იანვარი 2011 (UTC)

შობას გილოცავთ!

Christmas1.jpg

ყველას გილოცავთ ხორციელად შობას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ამ დღესასწაულის ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. - Giorgi13

გაიხარე გიორგი მეც გილოცავ, ქრისტეშობის მადლი გფარავდეს. — ჯაბა ლაბაძე () 21:11, 7 იანვარი 2011 (UTC)
მოგვიანებით მეც გილოცავთ ყველას! --მიხეილ () 21:13, 7 იანვარი 2011 (UTC)
ვულოცავ ყველას დაგვიანებით. – BruTe () 08:47, 8 იანვარი 2011 (UTC)

ლიცენზია

სურათს ლიცენზია როგორ შევუცვალო? ავტვირთე და დამავიწყდა მიწერა ეხლა ვერც ვშლი რომ თავიდან ავტვირთო და მივაწერო— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pesvi2dan (განხილვაწვლილი) .

სურათის რედაქტირებაში უნდა შეხვიდე. მერე მარტივად გააგნებ გზასვაპაჭუნებ...— გიორგი განხილვაწვლილი 06:14, 11 იანვარი 2011 (UTC)

უცხოური ჯგუფების სახელწოდებები ჩვენთან

მოდი რა კარგად ჩავაყალიბოთ ჩვენი აზრი და ერთ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ჩემი აზრით არ უნდა გადმოვთარგმნოთ ქართულ ენაზე, რადგან ბევრი ჯგუფის სახელი ცუდად ითარგმნება, ან უბრალოდ ბევრი ვერსია არსებობს. პატარა კენჭისყრა რო გავაკეთოთ? თუ ადრე გაქვთ განხილული სადმე, ლინკი დამიდეთ --გოტა (მომწერე) 13:30, 11 იანვარი 2011 (UTC)

მე იგივე აზრზე ვრჩები... ორიგინალში ცოტა მოუხერხებელია სახმარად ვიღიმიგიორგი განხილვაწვლილი 13:41, 11 იანვარი 2011 (UTC)

ვიკიშეხვედრა 15 იანვარს - ყველას, ყველას

კოლეგებო, შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.ვიკიპედიის ყველა მომხმარებელი დაპატიჟებულია. ასე რომ, ყველას გელოდებით :)--იორგი 16:07, 11 იანვარი 2011 (UTC)

შეკრების დრო? გიო ჩვენ რის გაკეთება მოგვიწევს? ანუ მიხმარება არ დაჭირდებათ? — GIO---->>13 () 16:41, 11 იანვარი 2011 (UTC)
3 საათზე :).--იორგი 16:42, 11 იანვარი 2011 (UTC)
ანუ მიხმარებაც სამ საათზე? ვიღიმი R. 07:00, 12 იანვარი 2011 (UTC)
სტუმრები კი, მაგრამ ჩვენ ხომ ცოტა ადრე უნდა მივიდეთ, ვიკიპედიელები? 2 საათით ადრე მაინც(?) — დავით პასუხი 07:19, 12 იანვარი 2011 (UTC)
მაგას ვგულისხმობდი მეც. არ ვიქნებით საჭირო? — GIO---->>13 () 09:51, 12 იანვარი 2011 (UTC)
დათოს დავეთანხმები ჩვენ ცოტა ადრე უნდა მივიდეთ. ისენი ჩვენთვის ისედაც ამდენ რამეს აკეთებენ--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 16:20, 12 იანვარი 2011 (UTC)

ვიკიპედიელებო, ხვალ 1. საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გველოდებიან. ასე რომ, გელოდებით ყველას!დავით პასუხი 14:41, 14 იანვარი 2011 (UTC)

ხალხო, ალბათ ჯობია, რომ წინასწარ შევიკრიბოთ სადმე სპორტის სასახლესთან და ერთად მივიდეთ, ხომ? — დავით პასუხი 16:59, 14 იანვარი 2011 (UTC)
ან გმირთა მოედანთან, ან სადღაც უფრო ახლოს =) ბიბლიოტეკის მდებარეობა ბიბლიოტეკის ვებ-გვერდზე--თეიმურაზი () 17:02, 14 იანვარი 2011 (UTC)
ბიბლიოთეკაში ნამყოფი ვარ და ვიცი როგორც უნდა მივიდეთ. სპორტის სასახლე ყველაზე ახლოსაა. თანახმა ხართ, რომ შევიკრიბოთ სპორტის სასახლესთან? ვიღაც ჭაბუკის ძეგლთან? :) — დავით პასუხი 17:04, 14 იანვარი 2011 (UTC)
კი, ნამდვილად ჯობია.:) პირველ საათზე ყველანი ჭაბუკთან.:) – BruTe () 17:06, 14 იანვარი 2011 (UTC)
ოქეი 12:55 ფოთოლასთან ყველანი! ვიკრიჭები--თეიმურაზი () 17:08, 14 იანვარი 2011 (UTC)
რომ მიცნოთ, მე რვა-კილოიანი ყუთი მეჭირება ხელში. :D:D – BruTe () 17:09, 14 იანვარი 2011 (UTC)
კარგი, შევეცდებით არ დავიკარგოთ ან უშენოდ არ წავიდეთ ვიკრიჭები---თეიმურაზი () 17:11, 14 იანვარი 2011 (UTC)
რომელ კორპუსშია დაგეგმილი?— Rastrelli F 20:42, 14 იანვარი 2011 (UTC)
მემგონი პირველი კორპუსია. მთავარი რომელიც არის:)--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 21:03, 14 იანვარი 2011 (UTC)
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მ. ალექსიძის ქუჩა, N1, კორპუსი 4.--იორგი 05:21, 15 იანვარი 2011 (UTC)

Гугарк

რუსულ ვერსიაში ძალიან პრო სომხურადაა დაწერილი მგონი ეს სტატია ვისაც შეგიძლიათ იქნებ მიაახლოვოს სინამდვილესთან --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:19, 12 იანვარი 2011 (UTC)

ყველას გილოცავთ ახალ წელს

ყველას გილოცავთ ახალ წელს. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, წარმატებებს ვიკიპედიაში და პირად ცხოვრებაში. ვიღიმი საუკეთესო სურვილებით --GIO---->>13 () 20:53, 13 იანვარი 2011 (UTC)

მადლობა გიო, გილოცავთ ყველას ძველით ახალ წელს! --მიხეილ () 21:42, 13 იანვარი 2011 (UTC)

დიდი მადლობა გიო მეც ყველას გლოცავთ. — ჯაბა ლაბაძე () 13:02, 14 იანვარი 2011 (UTC)

სიახლე ქართულ ვიკიპედიაში

პატივცემულო ვიკიპედიელნო, კოლეგებო, მინდა გაცნობოთ ქართული ვიკიპედიისათვის ერთი სიახლის შესახებ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება...

გუშინ მე და პაატა ვიყავით გამომცემლობა დიოგენეში. გამომცემლობა თანახმაა, ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა წასახალისებლად გამოაცხადოს კონკურსი ლიტერატურის თემაზე. კონკურსის ფარგლებში რედაქტორები შექმნიან სტატიებს ლიტერატურული ნაწარმოებების, მიმდინარეობების, ავტორებისა და ყველაფერი იმის შესახებ, რაც (მხატვრულ) ლიტერატურას უკავშირდება. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და დაჯილდოვდებიან გამომცემლობა დიოგენეს მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზებით. კონკურსი დაიწყება ხვალიდან, 15 იანვრიდან და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, 15 თებერვლამდე. მანამდე (დღესვე) შეიქმნება დამატებითი ინფორმაციის გვერდი, სადაც თავმოყრილი იქნება კონკურსის წესები და სტატიების კრიტერიუმები, ასევე ზუსტი ვადები. დიოგენეს წარმომადგენლები ხვალინდელ ჩვენს იუბილეზეც იქნებიან, ასე რომ, ვიკიპედიელები ერთადაც შევძლებთ დალაპარაკებას.

პაატას ვთხოვ, დაამატოს, რაც მე გამომრჩა. გმადლობთ, — დავით პასუხი 10:20, 14 იანვარი 2011 (UTC)

მადლობა ბიჭებო. კარგი სიახლეა ნამდვილად :). — GIO---->>13 () 11:27, 14 იანვარი 2011 (UTC)

შეკითხვა პოლონეთის მთავრებზე

გამარჯობათ, პირველ რიგში შობა ახალ წელს გილოცავთ ყველას. მინდა შეგეკითხოთ რამდენად სწორი თარგმანია კრაკოვის მთავრის სახელი ანრი I და ანრი II როცა პოლონურად მათი სახელები შემდეგნაირია Henryk I Brodaty და Henryk II Pobożny ჰენრიკ I ანუ ჰენრი I წვერა და ჰენრიკ ანუ ჰენრი II ღვთსმოსავი. და თუ არა სწორია ხომ არ გაგვესწორებინა ასევე აქ რამოდენიმე არასწორი თარგმანი შევნიშნე და გამოტოვებულია მთავარი Bolesław V Rogatka ბოლესლავ V მელოტი, ხოლო ბოლესლავ VI მორცხვი არასწორად ნახსენებია V-ად. ასევე მეფეების სახელები ძირითადად მოხსენიებულია მაგალითად როგორც ზევით - ანრი II, მისი წოდების "ღვთისმოსავის" გარეშე. ხოლო ბოლესლავ I მამაცი - წოდებასთან ერთად. ხომ არ შემოგეღოთ წესი თუ როგორ ჩავწეროთ მეფეებისა და სხვების სახელები (სხვა ვიკიპედიებში სახელებს წოდებებთან ერთად წერენ მგონი). ეგებ წესები უკვე არის და მე არ ვარ საქმის ყურში მაშინ ბოდიში.... მადლობთ!!! --Ninoshvili 19:51, 14 იანვარი 2011 (UTC)

ბოლო საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება წოდების მაგივრად მეფეს მიეწეროს ქვეყნის სახელწოდება ფრჩხილებში (ბოლესლავ I (პოლონეთი)) მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მისი სხვა მოსახელეც არსებობს. თუ ასე არაა დარჩეს მხოლოდ სახელი და რიგითი ნომერი (ბოლესლავ I). — ჯაბა ლაბაძე () 06:33, 16 იანვარი 2011 (UTC)

ვიკიპედია მაგდებს თავისით

ჩემ ანგარიშში რო შემოვდივარ, დაჟე ვიკიპედიის ფანაჯარას არ ვრთავ, უბრალოდ სხვადასხვა გვერდზე რო გადავდივარ, მაგდებს ჩემი ანგარიშიდან. :| რატო? კომპიუტერის ბრალი არამგონია იყოს. --გოტა (მომწერე) 17:47, 15 იანვარი 2011 (UTC)

უარესიც - ჩვეულებრივ რეჟიმში შემოვდივარ, შემოდის ჩემი ანგარიშით და მერე მაინც მიწერს, რომ logout მაქვს გაკეთებული. უსაფრთხო რეჟიმით შესვლისას კი შემოვყავარ. რა უბედურებაა? --Floydgeo განხილვაწვლილი 19:42, 15 იანვარი 2011 (UTC)
რომელი ბრაუზერით შემოდიხართ? მე ოპერათი ჩვეულებრივად შემოვდივარ და არსად არ მაგდებს--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 19:58, 15 იანვარი 2011 (UTC)

მელაკუდა. --Floydgeo განხილვა[[სპ--გოტა (მომწერე) 08:43, 18 იანვარი 2011 (UTC)ეციალური:Contributions/Floydgeo|წვლილი]] 20:03, 15 იანვარი 2011 (UTC)

ალბათ ბრაუზერის ბრალია--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 20:05, 15 იანვარი 2011 (UTC)

მე Google Chrome-ით შემოვდივარ და ანალოგიური პრობლემა მქონდა გუშინწინ. მხოლოდ Internet explorer-ით შემოვდიოდი, მეორე დღეს თავისით გასწორდა --მიხეილ () 20:47, 15 იანვარი 2011 (UTC)

ჩემთან არ გასწორებულა. კვლავ უსაფრთხო რეჟიმით ვარ შემოსული. ახლა ვცადე firefox-ის უფრო ძველი ვერსიით შემოსვლა და იქაც იგივე პრობლემაა. — Floydgeo განხილვაწვლილი 06:20, 16 იანვარი 2011 (UTC)

ჩემთან მხოლოდ შემოსვლისას იყო პრობლემები (ოპერა): როგორც წესი, ოპერა ავტომატურად შემოდის ხოლმე ჩემი ანგარიშით, ამ წინა დღეებში კი ავტორიზაციის გავლა მომთხოვა... მაგრამ რომ გავიარე, პრობლემები აღარ შემქმნია.— გიორგი განხილვაწვლილი 07:12, 16 იანვარი 2011 (UTC)

მე ჩვეულებრივი Google Chrome-ით ვერ შემოცდიოდი, მაგრამ ინკოგნიტო რეჟიმით პრობლემა არ იყო. ეხლა გასწორდა იქაც.--Tornike Redhat-office.png 08:55, 16 იანვარი 2011 (UTC)

Kein Problem - მელაკუდა. — დავით პასუხი 09:07, 16 იანვარი 2011 (UTC)

რისი წაშლაც შეიძლებოდა, წავშალე - ქეში, დროებითი ფაილები და ა.შ. შევყავარ, მაგრამ როგორც კი, ვთქვათ, მთავარ გვერდზე გადავდივარ, ეგრევე მაგდებს.— Floydgeo განხილვაწვლილი 09:08, 16 იანვარი 2011 (UTC)

უკვე ნევროზი დამმართა რა :| --გოტა (მომწერე) 17:17, 17 იანვარი 2011 (UTC)

გადმოდით ოპერაზე მერე. მაგაზე ადვილი რა არის. რამდენი ხანია, არანაირი პრობლემა არ მქონია ამ საკითხთან დაკავშირებით.— გიორგი განხილვაწვლილი 17:30, 17 იანვარი 2011 (UTC)

windows გადავაყენე :| მარა არ უშველა. უეჭველი საიტის ბრალია. შეუძლებელია ესე მუშაობა. ყოველწუთას მაგდებს :| --გოტა (მომწერე) 08:43, 18 იანვარი 2011 (UTC)

ეგრე აკეთებდა ჩემთან 2 კვირა, ოპერა მქონდა, ამიტომ საერთოდ ვერ ვმუშაობდი. შემდეგ Mozilla Firefox-ი ვცადე და ყველაფერი გამოსწორდა. :) — GIO---->>13 () 09:06, 18 იანვარი 2011 (UTC)
უპს. ახლა გამახსენდა, ოპერათი მეც მქონდა მსგავსი პრობლემა, თუმცა დიდი ხნის წინ. სწორედ მაგიტომ ვიყენებ მოზილას. — დავით პასუხი 09:14, 18 იანვარი 2011 (UTC)

ხალხო არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ეს რისი ბრალია? როდამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს, გუშინ და დღეს დამტანჯა, მაშინვე მაგდებს თავისით. როგორღაც კი შემოვდივარ ხანდახან. და კიდევ, სტატიებიც აღარ მეთვლება დაწერილთა სიაში, მოკლედ რაღაც პრობლემებია ვიკიში. --მიხეილ () 16:23, 19 იანვარი 2011 (UTC)

მე ეს პრობლემა იმით გადავწყვიტე, რომ ყველაფერი წავშალე, რაც შეიძლებოდა (დამახსოვრებული პაროლებიც). ანუ 0-დან დავაწყებინე ბრაუზერს (ფავორიტების გარდა). როგორც იქნა, შემეშვა. — BH განხილვაწვლილი 16:25, 19 იანვარი 2011 (UTC)

მეც იგივე პრობლემა გამიჩნდა. :) – BruTe () 11:08, 20 იანვარი 2011 (UTC)

როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? როგორც ჩანს ვიკიპედიის ბრალია. :|--გოტა (მომწერე) 18:32, 20 იანვარი 2011 (UTC)

ვა მიჩქუ :( მა ვა მიღუ თენა პრობლემა :|... ისე, რატომღაც მგონია, რომ ბრაუზერების ბრალია და დამთხვევაა (?)... მაგრამ ეჭვებში ვარ... ჩემთან არაა არანაირი პრობლემა ამ წუთში და იმიტომ... — დავით პასუხი 18:38, 20 იანვარი 2011 (UTC)

არა, ბრაუზერის არა. 4-5 ნაირი ბრაუზერით ვცადე. ყველაფერი წავშალე მარა არ გასწორდა. ბოლსო ვინდოუსიც გადავაყენე და მაინც არ გასწორდა და მაინც ბრაუზერს აბრალებ? არამგონია... --გოტა (მომწერე) 19:11, 20 იანვარი 2011 (UTC)

TGabunia

კარგად მოგეხსენებათ ამ მომხმარებლის შესახებ. უბრალოდ ვკითხულობ რა ვქნათ? როგორც ხედავთ ის კვლავ აგრძელებს ვანდალიზმს.— ჯაბა ლაბაძე () 05:03, 16 იანვარი 2011 (UTC)

რა უნდა უქნა ადამიანს, რომელიც ვერ ხვდება, რომ დასჯილია მიუღებელი ქმედებების გამო? პერმანენტულად დაუბლოკო ყველა გზა - როგორც IP, ასევე მომხმარებლის სახელები. და არავითარი მეორე და მესამე და მეათე შანსი და შებრალება. ის, რომ არანაირი სასჯელი არ ადარდებს, გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ახალ მომხმარებელს არეგისტრირებს. --Floydgeo განხილვაწვლილი 05:21, 16 იანვარი 2011 (UTC)

ამ შემთხვევაში 101%-ით ვეთანხმები Floydgeo-ს. რომ აღარაფერი ვთქვათ ედგარ ალან პოზე, მაგისი ეს ცვლილებაც მეტყველებს, რომ თანამშრომლობა არ უნდა და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ღებულობს კვლავ პრინციპით "მე რაც გამიგია".— გიორგი განხილვაწვლილი 07:13, 16 იანვარი 2011 (UTC)

ადამიანებო, რა ხდება, გავჩუმდით? ამ მომხმარებელმა სადამდე უნდა იმოქმედოს ასე თვითნებურად? ვერ ხედავთ, რომ არ შველის გაფრთხილებები და ანგარიშის რაღაც ვადით დაბლოკვა? ხომ აშკარაა, რომ უნდა დაიბლოკოს სამუდამოდ - როგორც მომხმარებლის სახელი, ასევე IP? — Floydgeo განხილვაწვლილი 07:26, 17 იანვარი 2011 (UTC)

Mingrelian თუ Megrelian

პირველ რიგში, მაპატიეთ თუ არასწორ ადგილზე ვწერ ამ ყველაფერს. ვიკიპედიის ხშირი მკითხველი ვარ, მაგრამ ჩასწორებისთვის საკმარისი HTML ცოდნა არ მაქვს.

ახლა ჩემ წინადადებას რაც შეეხება. თემა მეგრელებზე, რომელიც ინგლისურ ენაზეა, წესით რომელიმე ქართველს უნდა გაეკეთებინა. მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. მაინტერესებს ინგლისურში რატომ დამკვირდდა რუსული ტერმინი M i n grelian და არა ქართული Megrelians ან და საერთოდაც რატომაც არა თვითონ Margaluri.

ინგლისურში, საიდან მოვიდა ეს ასოები/ბგერები 'i' და 'n' ? როდესაც არც ქართულ და მითუმეტეს არც მეგრულ დასახელებაში არ გვხვდება ეს ასოები.

არვიცი აქ დაწერილზე თუ ვინმე გამომეხმაურება(ან საერთოდაც თუ არის შესაძლებელი ეს) მაგრამ გთხოვთ თვითონ რედაქტორებმა განიხილოთ ჩემი წინადადება. და იქნებ რამენაირად მოხდეს ამ "მავნებლობის" აღმოფხვრა. იქნებ თვითონ იმ ხალხმა, რომელიც მეგრულ ვიკიპედიას ჰქმნის, ორგანიზებულად იზრუნოს ამ საქმეზე?

უღრმესი მადლობა თქვენ, ვიკიპედიას რედაქტორებო, რომ ასეთ დიდ საქმეს უსასყიდლოდ აკეთებთ, რომელსაც #1 ენციკლოპედიაში საქართველოს წარმოჩინება ჰქვია.

Ambako განხილვაწვლილი 22:32, 16 იანვარი 2011 (UTC)


მოგესალმებით! არ ვიცი რამდენად კომპეტენტური გახლავართ ამ საკითში, მაგრამ შევეცდები გიპასუხოთ. როგორ და რა გზით დამკვიდრდა ეს ტერმინი ვერ გეტყვით, ამის შესახებ ალბათ ენათმეცნიერებს უნდა მიმართოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ უკვე დამკვიდრებულ ტერმინს ამ ენაში (ინგლისურში) ვერ შევცვლით და ახალს ვერ დავამკვიდრებთ. ამგვარი არაერთი მაგალითი გვაქვს თვით ქართულ ენაშიც, როდესაც ამა თუ იმ სახელს (იქნება ეს გეოგრაფიული ობიექტი, ხალხი და ა.შ) ჩვენში სხვა სახელი ჰქვია და არა ის, რაც მათს მშობლიურ ენაში. რაც შეეხება იმას თუ „რატომაც არა თვითონ Margaluri“, პირადად მე, ეს ცოტა ალოგიკური მეჩვენება, მაშინ კითხვას შემოგიტრიალებთ, რატომაც არა ყველა ენაში „ქართული"? ან ეს იგივე იქნებოდა ჩვენ ვიხმაროთ „English" და ა. შ. კარგია რომ შეეხეთ მეგრულ ვიკიპედიას, მე როგორც ვიცი, მასზე მუშაობა შეჩერებულია. დიდი მადლობა ნდობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი აქტიური მკითხველი ბრძანდებით! --მიხეილ () 23:04, 16 იანვარი 2011 (UTC)


მადლობა გამოხმაურებისთვის,

Margaluri-ს, არც მე ვემხრობი. ეს თვალსაჩინოებისთვის დავწერე, რათა აღმენიშნა, რომ თვითონ მეგრულშიც არ არის 'i' და 'n'.

ის, რომ ამა თუ იმ ობიექტს ჩვენში სხვა დასახელება აქვს, ჩემი აზრით გამოიწვია იმან, რომ ამ ობიექტს დიდი ხნის წინად გაუჩნდა "სახეცვლილი" დასახელება ჩვენ ენაში (მაგ: ალბათ ყველა ენაზე მტკვარი არის Kura, რადგან თვითონ თურქულადა Kura-ა). დიდი ხნის წინ გაჩენილი დასახელების მიზეზია, რომ მე ვარ ქართველი, გურჯი, გრუზინი, ჯორჯიელიც და ა.შ., და თუ ეს ობიექტი "ახალია" მისი საკუთარი სახელი, რა თქმა უნდა იქიდან უნდა წამოვიდეს საიდანაც ეს ობიექტია "წარმოშობით".


ასეთი "ახალი" ობიექტი/სახელი უცხოელებისთვის, მგონია მე "მეგრული ენა" . Mingrelian უფრო დამახინჯებასავით ჩანს, როცა თვითონ რუსულადაც ეს არის Мегрельский, მაგრამ ხანდახანაც мингрельский.

ჩემი თავი 100% მართლად არ მიმაჩნია, რადგან შესაბამისი კომპეტენცია არ მაქვს. მაგრამ თუ ვინმე მცოდნე დაადასტურებდა ჩემ ნათქვამს(შეიძლება თქვენ ვიკის რედაქტორებს გქონდეთ ასეთი შეხვედრა, ამ დარგში კომპეტენტურ პირთან),

უბრალოდ შეიძლებოდა ეს ციტატა "Mingrelian, or Megrelian (მარგალური ნინა, margaluri nina; Georgian: მეგრული ენა, megruli ena), " ამ ბმულიდან http://en.wikipedia.org/wiki/Mingrelian_language შეცვლილიყო ამით "Megrelian, or Mingrelian, (მარგალური ნინა, margaluri nina; Georgian: მეგრული ენა, megruli ena)," ასევე თვითონ ბმულის დასახელებაშიც.

ანუ ჩემი აზრით კარგი იქნებოდა აქ მაინც თუ მივანიჭებდით უპირატესობას ტერმინს "Megrelian", რომელმაც შესაძლოა დროთა განმავლობაში დამიკვიდროს თავი.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, თუ ჩემი მოსაზრება დადასტურდება ვინმე კომპეტენტურის მიერ.

Mingrelian - ინგლისურ ენოვან ვიკიპედიაში და არა მარტო (სამეცნიერო ლიტერატურაშიც) დამკვიდრებულია რა თქმა უნდა რუსულის გავლენით, იმდენად რამდენადაც რუსული ლიტერატურა არაქართველებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი წყაროც იყო და არის საქართვლოს შესახებ. ეგ უკვე დამკვიდრებული ტერმინია და მაგის შეცვლა ძალიან ძნელი იქნება თუნდაც იმიტომ რომ ვერაფრით დაუსაბუთებ უცხოელს რატომ უნდა იყოს Megrelian და არა Mingrelian. თუმცა მე ქართული ვარიანტი უფრო მომწონს ვიდრე მისი გადარუსულებული ვარიანტი. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:32, 17 იანვარი 2011 (UTC)


პაატა, დათო გიორგიძე ვარ :)

მეცნიერი წესით "პირველ წყაროთი" უნდა იყოს დაინტერესებული. თუ მეცნიერს ინტერესი გაუჩნდება, რატომ Megrelian და არა Mingrelian, დასაბუთება მარტივად შეიძლება, ელემენტარულად სიტყვის დამარცვლით და ქართული ასოების ლათინური შესატყვისების გამოყენებით, სადაც არ გხვდება "i" და "n".

ჯერ მინდა ვთქვა, რომ ქართველ ვიკიპედიელებს არ გვეხება ეს, როგორც ვიკიპედიელებს, მაგრამ როგორც ქართველებს – კი :). რა თქმა უნდა, უნდა იყოს Megrelian. ინგლისური სტატიის შესავალშივე ორივე სახელის აღნიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ ორივე სწორია ინგლისურ ენაში. ამგვარი შემთხვევა იყო გერმანულ ვიკიპედიაში, როდესაც სტატიას Suchumi შეუცვალეს სახელი და დაარქვეს Sochumi (დღესაც ასეა). ერთადერთი არგუმენტი ის იყო, რომ ქართულად სოხუმია და არა სუხუმი. გერმანელები დააკმაყოფილა ამ არგუმენტმა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში სუხუმია დამკვიდრებული. ინგლისურში, ამ შემთხვევაში უფრო მარტივადაა საქმე – როგორც ჩანს ორივე დასახელება (მინგრ.. და მეგრ...) ინგლისურ ლიტერატურაში გამოიყენება, მეტნაკლებად. შესაბამისად, თუკი ქართველი ვიკიპედიელები შევუტევთ ინგლისურს, არა მგონია უშედეგოდ ჩაიაროს ;) (თუმცა, ინგლისურის მცოდნეებმა). — დავით პასუხი 16:29, 17 იანვარი 2011 (UTC)

ადმინისტრატორის არჩევნები

მიმდინარეიობს ორი ადმინისტრატორის არჩევნები. გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრები.--იორგი 08:21, 17 იანვარი 2011 (UTC)

--იორგი 08:21, 17 იანვარი 2011 (UTC)

ჰო, კიდევ. შეგახსენებთ, რომ ყველა არჩევნები დამოუკიდებლად მიმდინარეობს - ანუ ხმის მიცემა რამდენი კანდიდატისთვისაც გნებავთ, იმდენს მისცემთ. ეს ისე, უთანხმოებების თავიდან ასარიდებლად.--იორგი 08:27, 17 იანვარი 2011 (UTC)

ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში არსებობს „8 აქტიური“ ადმინისტრატორი. აქტიური მომხმარებლები მინიმუმია - აქედან გამომდინარე რამდენად საჭიროა ახალი ადმინისტრატორის არჩევნები.? ცანგალა () 12:30, 17 იანვარი 2011 (UTC)

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მოსაზრების გამო ხმა მივეცი ახალ ადმინისტრატორებს მგონია, რომ მართლაც ცოტა ნაადრევი იყო ახალ ადმინისტრატორების არჩევაზე ფიქრი, ცანგალას ვეთანხმები ამ შემთხვევაში: ბოლოსდაბოლოს ადმინისტრატორების რიცხვმა ხომ არ უნდა გადააჭარბოს აქტიურ მომხმარებელთა რიცხვს? ქართული ვიკიპედია საკმაოდ პატარაა მრავალრიცხოვანი ადმინისტრატორებისათვის, დღის განმავლობაში არ ფიქსირდება იმდენი ცვლილება, რომ 8 თუნდაც 5-მა ადმინისტრატორმა ეს ვერ გააკონტროლოს, პლუს ამას ზოგიერთ ადმინზე უკეთესად მომხმარებელი მუშაობს. ასეთებს შორის გამოვარჩევდი Mikheil88-ს და Floydgeo-ს. მიჩნდება ბუნებრივი კითხვა რატომ ორივე გიორგი და არა ეს მომხმარებლები?

(პ. ს. ორივე გიორგის ვთხოვ ეს ჩემი კომენტარი სწორად გაიგონ, მე მათ წვლილს, მონდომებას, აქტიურობას ვაფასებ და კვლავაც დავაფასებ, გიორგი13-ს საბედნიეროდ პირადადაც ვიცნობ და ვაფასებ ასევე, მაგრამ ეს სხვა საკითხია). — ჯაბა ლაბაძე () 06:31, 19 იანვარი 2011 (UTC)

ხოდა წაოაყენეთ. ამის აკრძალვა არსად არ არის. ხოლო ყველა აქტიური მომხმარებელი უნდა გახდეს პროექტის ადმინისტრატორი. ადმინისტრატორობა ერთგვარი წახალისებაა, ქართულ ვიკიპედიაში კი ამას როგორც ზებუნებრივ რამეს უყურებენ, რაც ყოვლად არასწორია.--იორგი 06:37, 19 იანვარი 2011 (UTC)

მე მგონი გასაგებად წერია აქ ყველაფერი. ზებუნებრივი რამ ეს შენ გგონია. კარგად გვახსოვს შენი გაადმინებისადმი თავგადაკლული ბრძოლა. — ჯაბა ლაბაძე () 06:41, 19 იანვარი 2011 (UTC)

ეხლა კი ვხვდები რომ ცანგალა აბსოლუტურად მართალი იყო თქვენთანმიმართებაში.--იორგი 07:00, 19 იანვარი 2011 (UTC)
ეხლა კი ვხვდები რომ ალსანდრო აბსოლუტურად მართალი იყო თქვენთან მიმართებაში. — ჯაბა ლაბაძე () 07:23, 19 იანვარი 2011 (UTC)
კამათისთვის არ დამიფიქსირებია ჩემი აზრი. ნამდვილად ადმინისტრატორთა რიცხვი უფრო მეტია ვიდრე აქტიური მომხმარებლები. მე ჩემი ხმა დავაფიქსირე ნეიტრალურზე და არა წინააღმდეგზე რადგან მომავალში ორივე გიორგის კანდიდატურა გასათვალისწინებელია. უბრალოდ ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ნაადრევია. --ცანგალა () 19:44, 19 იანვარი 2011 (UTC)

Давид III Куропалат

ამ სტატიაში ამტკიცებენ რომ დავით კურაპალატი იყო სომეხი (ლიტერატურაც კი აქვთ მყვანილი!), იქნებ რამე დავუპირისპიროთ ? — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა პაატა შ (განხილვაწვლილი) 12:27, 17 იანვარი 2011 (UTC).

რა მდგომარეობაა ინგლისურ სტატიაში, რომელიც "კარგ სტატიადაა" მიჩნეული? იქაც თუ სომხადაა მიჩნეული, ცუდია, თუ ქართველადაა მიჩნეული – მაშინ ინგლისური სტატიის წყაროები გამოვიყენოთ. — დავით პასუხი 12:46, 17 იანვარი 2011 (UTC)

ინგლისურში ნათქვამია რომ ის იყო ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომავალი, მაგრამ არანაირი წყარო არაა მოყვანილი, კონკრეტულად მის წარმომავლობაზე, რუსულზე კი კონკრეტულად უწერიათ რომ ის სომეხი იყო და რაღაც წიგნის (კაცმა არ იცის რამდენად სანდო) გვერდი აქვთ მითითბული. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:50, 17 იანვარი 2011 (UTC)

მოითხოვეთ ციტატა წიგნიდან.--Zolokin განხილვაწვლილი 18:22, 17 იანვარი 2011 (UTC)
მიუწერეთ, რომ ეს აზრი არ არის გაზიარებული საყოველთაოდ.--Zolokin განხილვაწვლილი 18:28, 17 იანვარი 2011 (UTC)

ვიკიპედია 10 წლისაა

ვიკიპედია 10 წლისაა ეს დღეს აღმოვაჩინე ინტერნეტში--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 14:18, 17 იანვარი 2011 (UTC)

და ეს რომელი იყო? ვიღიმიGIO---->>13 () 14:29, 17 იანვარი 2011 (UTC)
სტატიაც საინტერესო დაუწერია :)) მადლობა. — დავით პასუხი 14:30, 17 იანვარი 2011 (UTC)
სასიამოვნოა ;)--იორგი 14:33, 17 იანვარი 2011 (UTC)
ეს ის იქნება ახალგაზრდა ბიჭი რომ იყო, რომ თქვა ჩემი საიტი მაქვსო და ბოლოს სურათიც რომ გადაგვიღო--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 14:43, 17 იანვარი 2011 (UTC)

სასიამოვნო და საინტერესოდ დაწერილია, მაგრამ თავად შეხვედრაზე არავითარ ინფოს არ იძლევა. მაგით მხოლოდ ის გავიგე, რომ ეს ადამიანი 2 საათის დაგვიანებით მოვიდა შეხვედრაზე, ხალხი გაიცნო და კიდევ რაღაც პროექტზე რომ მუშაობს ვწუხვარგიორგი განხილვაწვლილი 14:47, 17 იანვარი 2011 (UTC)

თუმცა, დასაფასებელია, რომ გვაფასებს :). სწორედ ამიტომ ვუთხარი მადლობა :) — დავით პასუხი 14:50, 17 იანვარი 2011 (UTC)
რათქმაუნდა დასაფასებელიავიღიმი მე იმედი მაქვს, რომ სადმე ვინმე დაწერს შეხვედრის შესახებ ცოტა უფრო ვრცლად.— გიორგი განხილვაწვლილი 14:59, 17 იანვარი 2011 (UTC)
ასევე გათვლილი იყო საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებთან ჩართვა, თუმცა ამ ყველაფერს Skype-ის პრობლემებმა შეუშალა ხელი.. :(
ხა ხა ხა--თეიმურაზი () 18:47, 17 იანვარი 2011 (UTC)
თემურ, ეს ბოროტი სიცილი იყო? ვიღიმი R. 19:35, 19 იანვარი 2011 (UTC)

თავის მოჭრა

ორ ადგილას დაება ენა ვწუხვარგიორგი განხილვაწვლილი 17:49, 17 იანვარი 2011 (UTC)

მათ შორის მეტი ქალის და განვითარებადი ქვეყნების მეტი წარმომადგენლის.... რა უბედურებაა... ნეტა რისი თქმა უნდოდა --გოტა (მომწერე) 17:50, 17 იანვარი 2011 (UTC)

ჰმ. ეგ ენის დაბმა და ქალის გამოჩენა ბევრი არაფერი. მთავარი ისაა, რომ ქართველი ვიკიპედიელები არც კი გვახსენა... — დავით პასუხი 18:17, 17 იანვარი 2011 (UTC)

ამიტომაც ვამბობ, თავის მოჭრა-თქო :)--იორგი 18:18, 17 იანვარი 2011 (UTC)

მართლა გულდასაწყვეტია, რომ არ გვახსენეს, მაგრამ თავის მოჭრად სულაც არ ვთვლი. — ჯაბა ლაბაძე () 07:32, 19 იანვარი 2011 (UTC)

ცუდია, რომ 1TV-მ არ მოიკითხა ქართული ვიკიპედია სიუჟეტისთვის, მაგრამ ჩვენგან პირველ არხს ვინმემ აცნობა? — Rastrelli F 08:49, 19 იანვარი 2011 (UTC)

არა მგონია. საერთოდ შეხვედრას ორგანიზება აკლდა. --ჯაბა ლაბაძე () 08:56, 19 იანვარი 2011 (UTC)

პირველი არხი მე შემეძლო მომეყვანა, მაგრამ არავინ აღარ შემეხმიანა, ანუ ჩვენი მხრიდან, ღონისძიების ორგანიზატორები, რადგან როგორც აქ თქვეს, თვითონ ბიბლიოთეკას უნდა ეცნობებინა ტელევიზიებისთვის. --მიხეილ () 19:38, 19 იანვარი 2011 (UTC)

თაგუნა თუ მაუსი?

რომელია სწორი თაგუნა თუ მაუსი?--Lukakhim განხილვაწვლილი 10:54, 19 იანვარი 2011 (UTC)

მგონი საერთოდაც თაგვი. R. 11:05, 19 იანვარი 2011 (UTC)
სად ვიყენებთ, გააჩნია. რომელ სტატიაზეა საუბარი? — BH განხილვაწვლილი 11:16, 19 იანვარი 2011 (UTC)
19 იანვარი ამ დღეს–--Lukakhim განხილვაწვლილი 11:28, 19 იანვარი 2011 (UTC)

ქართული როდოვიდი

მოგესალმებით. ამოქმედდა როდოვიდის ქართული პროექტი. მართალი სულ რამდენიმე დღე არსებობს და სულ მთლად კომფორტული არ არის მასში მუშაობა, მაგრამ განაელოგიური ხის შექმნა ძალიან ადვილი. იმედია ინტერნეტის ქართულენოვანი მომხმარებელი მას მალე გაიცნობს და მოეწონება! გელით როდოვიდში ქართული როდოვიდი> მთავარი გვერდი--თეიმურაზი () 19:10, 21 იანვარი 2011 (UTC)

გადავხედე, მშვენიერი პროექტია. წარმატებას ვუსურვებ :). ერთი მაინტერესებს – ეს ვიკიმედიის დობილია თუ ცალკე რამეა? — დავით პასუხი 08:12, 22 იანვარი 2011 (UTC)
მეც ეგ კითხვა გამიჩნდა, ძალიან გავს ვიკის :)— გიორგი განხილვაწვლილი 08:18, 22 იანვარი 2011 (UTC)
ცალკე პროექტიაო, ყურში მითხრა გიორგიმ (გაეზერმა) ვიღიმიგიორგი განხილვაწვლილი 08:29, 22 იანვარი 2011 (UTC)
ცალკე პროექტია, მაგრამ მედიავიკის ძრავზე მუშაობს. თუმცა ადვილად შეიძლება მისი დაკავშირება ვიკიპედიას, ეს პრაქტიკა უსულ ვიკიპედიაში საკმაოდ წარმატებულია =)--თეიმურაზი () 08:38, 22 იანვარი 2011 (UTC)

ვიკიპედია გაზეთ „ნავიგატორში“

ვიკიპედიელნო, მინდა გაცნობოთ ერთი პატარა სიახლე. გაზეთ ნავიგატორის მომავალ გამოცემაში დაიბეჭდება სტატია ვიკიპედიისა და ვიკიმედია საქართველოს შესახებ. გაზეთის ჟურნალისტს სურდა შეხვედრა ვიკიმედიის მომავალ დამფუძნებლებთან (მე, ბრუტე, დათო1010), რათა ამ კონკრეტულად ორგანიზაციის შესახებ დაეწერა სტატია. შევხვდით მე, ბრუტე და გიორგი (Gaeser), დათო სამწუხაროდ ვერ მოვიდა. საუბარი ისე წარიმართა, რომ სტატიაში ორგანიზაციის გარდა ალბათ ლაპარაკი იქნება ვიკიპედიაზე და მის დობილ პროექტებზეც. ვფიქრობ, კარგია — საზოგადოება თანდათან ინტერესდება ვიკიპედიით. — დავით პასუხი 08:22, 22 იანვარი 2011 (UTC)

P. S. დიდი მადლობა გაზეთ „ნავიგატორს“. — დავით პასუხი 08:26, 22 იანვარი 2011 (UTC)

ვაახ, ასეთი გაზეთი თუ არსებობდა ახლა გავიგე. ვიკრიჭებიჯაბა ლაბაძე () 10:01, 22 იანვარი 2011 (UTC)

ჯაბა, ნამდვილად არსებობს და საკმაოდ წარმატებულიცაა, მადლობა მართლა --მიხეილ () 16:02, 22 იანვარი 2011 (UTC)
საკმაოდ ბევრი კითხვა დამიგროვდა ამ ბოლო ხანებში და ბევრი ეჭვიც. ჰმმ... — GIO---->>13 () 19:21, 23 იანვარი 2011 (UTC)
მისასალმებელია ეს ფაქტი. Giorgi13 - კითხვები და ეჭვების შესახებ ახალი თემა გახსენი. ამ ქვეთავში ნუ გააგრძელებს. მადლობა.--ცანგალა () 19:26, 23 იანვარი 2011 (UTC)

ქართულ ვიკიპედიას სტატიები სჭირდება?! როგორც ჩანს, არა.

მე, მართალი გითხრათ, უკვე მომბეზრდა ეს კამათი ბოტთან დაკავშირებით. ეგებ ვინმემ ამიხსნას, გვჭირდება თუ არა სტატიები? ამ ბოლო დროს ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ არა. ალბათ მთელმა ვიკიპედიამ იცის, რომ უკვე 8 თვე მიდის მზადება იაპონიის დასახლებების ქართულ ვიკიპედიაში ჩაწერასთან დაკავშირებით. ვინმე ამიხსნის, რა ხდება? არ გვინდა სტატიები?! --იორგი 15:53, 23 იანვარი 2011 (UTC)

ქართულ ვიკიპედიას სტატიები სჭირდება?!როგორც ჩანს, არა. კითხვაც დაგისვამს და პასუხიც გაგიცია, განხილვა კიდევ საჭიროა? --ჯაბა ლაბაძე () 15:58, 23 იანვარი 2011 (UTC)
ესე იგი არ გვინდა სტატიები? მართლაც, საოცარია. --იორგი 16:00, 23 იანვარი 2011 (UTC)

რა საინტერესოა, ჩემი კომენტარიდან ეგ დაასკვენი? --ჯაბა ლაბაძე () 16:02, 23 იანვარი 2011 (UTC)

მართლაი გითხრათ, კი.--იორგი 16:05, 23 იანვარი 2011 (UTC)
ნუ ეგ შენი პრობლემაა რას გაიგებ და რას ვერ. — ჯაბა ლაბაძე () 16:08, 23 იანვარი 2011 (UTC)
მართალია.--იორგი 16:09, 23 იანვარი 2011 (UTC)
უფრო ნათლად შეიძლება? რა სტატიებზეა საუბარი? ბოტმა უნდა შექმნას? — დავით პასუხი 16:02, 23 იანვარი 2011 (UTC)
კი, ბოტმა უკვე შექმნა {{აომორი}} აომორის პრეფექტურის დასახლებებზე სტატიები. ასეთივე სტატიების შექმნა შეიძლება იაპონიის ყველა პრეფექტურაზე, მაგრამ რატომღაც ხელის შეწყობის ნაცვლად, ხელის შეშლაა მარტო. ამიტომაც ვკითხულობ - გვჭირდება სტატიები? თუ კი, მემგონი ხელი არ უნდა მეშლებოდეს მათ შექმნაში.--იორგი 16:08, 23 იანვარი 2011 (UTC)

ამ განხილვის ერთადერთი და მთავარი თემა არის გაგრძელდეს თუ არა იაპონიის დასახლებებზე სტატიების წერა. ან იქნებ ვინმემ იცის, ვიკიპედიის რომელი წესი ირღვევა ამ სტატიების შექმნით? ან რა ზარალს აყენებს სტატიების წერა ენციკლოპედიას?--იორგი 16:14, 23 იანვარი 2011 (UTC)

განხილვა შეგნებულად მიგყავს სხვა რელსებზე. მომხმარებელს ვთხოვ შეიხედოს ამ მომხმარებლის მეორე ანგარიშის განხილვაში, რის გამოც ეს განხილვა დაიწყო და სადაც საუბარია არა სტატიებზე, არამედ იმაზე რომ ეს ბოტი „ფარგლებს გადამცდარია“ (ისლანდის ციტატა). --ჯაბა ლაბაძე () 16:19, 23 იანვარი 2011 (UTC)

ვინ დაადგინა ეს ფარგლები? სად არის შესაბამისი წესი? --იორგი 16:19, 23 იანვარი 2011 (UTC)
ვიკიპედიას სტატიები სჭირდება. აი ისმის კითხვა რამდენად არის საჭირო უხარისხო სტატიები. ბოტი რამდენად ასრულებს ამ სამუშაოს. ბოტი, რომელმაც ქართული ენა არ იცის. იაპონიის დასახლებებზე სტატიების წერა - აუცილებლად გაგრძელდეს. მაგრამ აუცილებლად ხარისხიანი. რომელი წესი ირღვევა? - თუ ბოტს არ აქვს აკრძალული სტატიის შექმნა, მაშინ არსებობს წესი, რომ ბოტს აქვს შექმნის უფლება? ჩემთვის ეს ოდნავ გაუგებარია. სტატიაში, თუ შეცდომა აღმოჩნდა ვინ გაასწორებს? წყაროს ვინ მიუთითებს ბოტი?--ცანგალა () 17:27, 23 იანვარი 2011 (UTC)

(რედაქტირების კონფლიქტი) გასაგებია. გადავხედე ამ სტატიებს. ბოტის მიერ სტატიების შექმნას ნამდილად არ ვეწინააღმდეგები, თუმცა აღმოვაჩინე პატარა ხარვეზები — გრამატიკული თუ სტილისტური (რაც გასაგებიცაა, ბოტი ქმნის მათ). ბოტის მიერ სტატიების შექმნის პრაქტიკა, თუ სწორად მახსოვს რუსულ და უკრაინულ ვიკიებს აქვთ ხომ? ბოტი ალბათ წინასწარ დაწერილი რაღაც შაბლონური ტექსტებით სარგებლობს (ყველა სტატია ერთი თარგითაა გამოჭრილი). ის სტილისტური თუ გრამატიკული ხარვეზები თუ გასწორდება (ალბათ შესაძლებელია), რატომაც არა, შექმნას ბოტმა. თუ ვერ გასწორდება და ეს ტექნიკურად შეუძლებელია, მაშინ არ ვიცი, რამდენად სასარგებლო იქნება ამგვარი ენით დაწერილი სტატიების სიმრავლე. (ვიმედოვნებ, რომ მარტივად მოგვარებადია ეს პატარა ხარვეზები, მაგ. განთავსებულია–ს ნაცვლად მდებარეობს, ასევე ზოგიერთი სიტყვა არასწორ ბრუნვაში ისმება...). — დავით პასუხი 17:29, 23 იანვარი 2011 (UTC)

ცანგალა, სტატია გაქვს ნანახი?! მემგონი იმაზე ლაპარაკობ, რაც არ გინახავს. ყველა სტატიაში მინიმუმ ხუთი თანამედროვე, მარტივად გადამოწმებადი წყაროა. ხუმრობ თუ რა? სადმე თუ აღმოაჩინე შეცდომა? არა! --იორგი 17:29, 23 იანვარი 2011 (UTC)

თუ ბოტს არ აქვს აკრძალული სტატიის შექმნა, მაშინ არსებობს წესი, რომ ბოტს აქვს შექმნის უფლება? — დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებულია პრიინციპი – ყველაფერი, რაც აკრძალული არაა, დაშვებულია. გიო, რამდენად გამოსწორებადია ის პატარა ხარვეზები? — დავით პასუხი 17:31, 23 იანვარი 2011 (UTC)
უმარტივესად. მდებარეობს განლაგებულია გასწორდება ორ წუთში. სხვები განხილვაზე მიმითითე, გეთაყვა.--იორგი 17:33, 23 იანვარი 2011 (UTC)
სად განიხილება? — დავით პასუხი 17:35, 23 იანვარი 2011 (UTC)
ე. ი. როგორც შენ მომწერე - ცოტა უნდა მოვითმინო. ასე, რომ ჯერჯერობით გავჩერდი.--ცანგალა () 18:27, 23 იანვარი 2011 (UTC)

ამ ბოტს ნამდვილად აკრძალული აქვს სტატიის შექმნა ადამიანის კონტროლის საფუძველზე. შეიხედეთ მის პირად გვერდზე კარგად წერია (რამდენიმე სიტყვა მე გავამუქე):

ვიკიციტატა
„იგი ვიკიპედიის გასაუმჯობესებლად ავტომატურად ასრულებს რუტინულ ამოცანებს, რომლებიც არ საჭიროებს ადამიანის კონტროლს.“
ჯაბა ლაბაძე () 19:03, 23 იანვარი 2011 (UTC)

როდიდან გახდნენ თარგების შეტყობინებები წესები? --იორგი 19:04, 23 იანვარი 2011 (UTC)

შენ გინდა თქვა, რომ ეს წესების დარღვევითაა ჩაწერილი? — ჯაბა ლაბაძე () 19:05, 23 იანვარი 2011 (UTC)

ბოტის მიერ სტატიების შექმნაში, მე პირადად, ვიკიპოლიტიკის საწინააღმდეგოს ვერ ვხედავ რაიმეს, მით უფრო ეს მიღებული პრაქტიკაა - წესებში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია (რაც სავარაუდოდ ინგლისურ ნაწილში განხილვების შედეგად ჩამოყალიბდა). კერძოდ, ბოტების მიერ სტატიების მასიური შექმნის მითითებებში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ დიდი ავტომატური ან ნახევრად ავტომატური სტატიის შექმნის ამოცანა უნდა დამტკიცდეს პროექტზე ვიკიპედია:ბოტები/სტატუსის მოთხოვნა. კონკრეტული განმარტება "დიდი სტატიისა" არ მიღებულა, წინადადებას "არაფერი მეტი 25-ისა ან 50-ისა" არ მოყოლია წინააღმდეგობა. ძლიერ წაქეზებულია (შეიძლება მოთხოვნილია კიდეც ბოტების დამტკიცების ჯგუფის მიერ), რომ საზოგადოებამ შენატანი განიხილოს ფორუმზე (წინადადებები) და შესაბამისი ვიკიპროექტების განხილვის გვერდებზე. ბოტ-ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ ყველა სტატიის შექმნა დამტკიცებული პირობების ფარგლებში. ალტერნატივა სტატიების მასიური შექმნისა არის ის, რომ სტატიები შეიქმნას მცირე სერიებად ან როგორც ვიკიპროექტის ქვეგვერდებად, რომელთაც ინდივიდუალურად გადაიტანს სტატიების სახელთა სივრცეში ადამიანი რედაქტორი/ები, გადახედვის შემდეგ. ამ ალტერნატივის გამოყენება არ ათავისუფლებს ვპ:ბსმ-ს საჭიროებისგან, მას/მათ შეუძლია ჯერ დააგროვოს/ნ საზოგადოების მეტი მხარდაჭერა.“
(ბოდიში ნაჩქარევ თარგმანზე19:34, 23 იანვარი 2011 (UTC))

ეს წესები (სულ მცირე მითითებები) დაცული უნდა იყოს. ისლანდმა საკმაოდ კონკრეტული შენიშვნა დაწერა: ბოტი ფარგლებს გადამცდარიაო, ანუ ის რაც ზემოთმოყვანილშიცაა: ბოტ-ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ ყველა სტატიის შექმნა დამტკიცებული პირობების ფარგლებშიო. მთავარ პრობლემას მე სხვაში ვხედავ, რაც ამ ეტაპზე მე შთაბეჭდილების სახით მაქვს - დამოკიდებულება ვიკიკოლეგების მიმართ, მიხოზე ანეკდოტის არ იყოს: იმან იყვიროს, ვისაც მოხვდებაო! - რაც გიორგის ახასიათებს და რაც რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. მართალია მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარესაა, მაგრამ პრობლემაც ესაა - გიორგი ვიკიკოლეგებს ხშირად მბრალდებლებად აღიქვამს, მის მიმართ გამოთქმული შენიშვნისას, რომლებიც მას სულ "თავს ესხმიან" და ის მათ სულ "იგერიებს". ამის შედეგია ამ განხილვის რიტორიკული სახელიც "ქართულ ვიკიპედიას სტატიები სჭირდება?!" და იქვე გადამწყვეტი პასუხი "როგორც ჩანს, არა!" ვიღიმი R. 19:31, 23 იანვარი 2011 (UTC)

ეს ბოტი დამტკიცებული არაა? :( აბა როგორ მუშაობდა? თუ დამტკიცებაში რედაქტორთა თანხმობა იგულისხმება მის მუშაობაზე? (ეს მართლაც არ ყოფილა მგონი). — დავით პასუხი 05:53, 24 იანვარი 2011 (UTC)
აქ ისლანდის ბოლო წერილი წავიკითხე და ე. ი. ჩვენი თანხმობაა საჭირო, რომ ამ ბოტმა იმუშაოს. გიორგის თავიდანვე უნდა ეთხოვა ეს თანხმობა, სანამ დააწყებინებდა მუშაობას ბოტს (ეს მომავალში გასათვალისწინებლად!). და კიდევ, გიორგიმ უნდა მიუთითოს საკუთარი მისამართი მაგ ბოტის განხილვის გვერდზე (ესეც ისლანდის კომენტარიდან...). ახლა კი, რადგან საქმე აქამდე მივიდა, იქნებ მივცეთ თანხმობა?! მგონი ცუდი საქმე არაა — მხოლოდ, ჩემი თანხმობა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი გასწორდება ეს რამდენიმე და ჩემს პირად განხილვაზე მითითებული ხარვეზები ბოტის "ენაში". — დავით პასუხი 09:42, 24 იანვარი 2011 (UTC)
ის ჩემი პირადი მოსაზრება იყო :) ვფიქრობ, ზოგადად „ავტომატური ან ნახევრად ავტომატური სტატიის შექმნის“ შესახებ რაიმე შეთანხმებაა საჭირო ქართულ ვიკიპედიაში, თუ აქამდე არ ყოფილა ასეთი. - Island (გ) 10:24, 24 იანვარი 2011 (UTC)

მე არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში... — დავით პასუხი 10:35, 24 იანვარი 2011 (UTC)

ბოდიშს მოგიხდით ჩარევისთვის, მაგრამ ბოტის მიერ შექმნილი სტატიები, Ваше Величество Граф Цангала Википедийский, არ არის უხარისხო! სტატიებიც კი არ წაგიკითხავთ! ჩემი აზრით ცანგალას არ მოსწონს საერთოდ ბოტის იდეა და არა მის მიერ შექმნილი სტატიები! ბოტი იმისთვის იქნება, რომ გაგვიადვილოს ვიკიპედიაში მუშაობა. სტატიების წერის უფლება ბოტსაც აქვს, მაშ რატომ არ უნდა წეროს? --თეიმურაზი () 16:43, 24 იანვარი 2011 (UTC)

თეკა, ცანგალას აინტერესებს თუ ვინ ამუშავებს ბოტს. ვის მიმართოს, როდესაც რამე შეცდომას ნახავს. აქვე ისიც აღმოჩნდა, რომ ბოტის ამუშავებაზე უნდა ყოფილიყო შეთანხმება. ასე რომ ცანგალას ნუ აფრალებ ყველაფერს.--ცანგალა () 17:34, 24 იანვარი 2011 (UTC)

პასუხის დათოს: სტატუსი ბოტს, მგონი სხვა სამუშაოზე ქონდა მიღებული (თუ ვცდები შემისწორე/თ) და არა სტატიების შექმნაზე - ეს არის ის დამტკიცებული პირობები, რომლის ფარგლებში უნდა ემუშავა ბოტს. რაც შეეხება თნხმობას, მე საწინააღმდეგო არა მაქვს რა, გარდა შენიშვნებისა სტატიის გამართულობაზე, როგორც შენ და ალბათ უმეტესობას აქ.
რაც შეეხება ისლანდის პოზიციას შეთანხმებასთან დაკავშირებით ამ სფეროში ვიკიპოლიტიკაზე, მე ვიზიარებ - უნდა შევიმუშავოთ ცალსახა მითითებები, გაურკვევლობების თვიდან ასაცილებლად. სწორედ ამის გამო მოვიყვანე ინგლისური მითითებები, რომ ჩვენთან მსგავსი არ არსებობს.— Rastrelli F 18:46, 24 იანვარი 2011 (UTC)

მოკლედ, სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ვეთანხმები დათოსა (დოიჩლანდი) და რასტრელის. საჭიროა ცალსახა წესების მიღება ასეთი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. ზოგადად, არც მე ვარ ბოტის მიერ სტატიების შექმნის წინააღმდეგი, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ვიკიპედიის სტანდარტებს (აქ იგულისხმება ყველაფერი, გამართული ენიდან დაწყებული წყაროების მითითებით დამთავრებული); თუმცა, უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია, ეს სტატიები სადმე ბოტის ქვეგვერდზე შეიქმნას და მერე ბოტოპერატორმა გადმოიტანოს იგი ვიკიში. ამასთან, მაგდაგვარ ბოტებისთვის სხვაგვარი თარგია შესამუშავებელი, ვთქვათ {{ბოტი 2}}. — გიორგი განხილვაწვლილი 05:57, 25 იანვარი 2011 (UTC)

კეთილი და პატიოსანი! საკითხიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ განხილვა გადავიტანო შესაბამისი წესის პროექტის განხილვაზე - ვიკიპედია:ბოტები/ავტომატური და ნახევრად ავტომატური სტატიების შექმნა/პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც ვიმსჯელებთ, გიორგის მიერ მართულ ბოტზე, სტატიების შექმნისთვის. პ.ს. ყველა თავისუფალია წინადადების წამოყენებაში. თეზისის ჩამოყალიბება აჯობებს რაიმე ჩარჩოებით ვაწარმოოთ, ძირითადი ტექსტიდან გასამიჯნად. — Rastrelli F 20:03, 26 იანვარი 2011 (UTC)
გთხოვთ იაქტიუროთ, რათა წესი საბოლოოდ მივიღოთ. R. 18:06, 1 თებერვალი 2011 (UTC)

დაეხმარეთ ამ მომხმარებელს

თხოვნაა, დაეხმაროთ ამ მომხმარებელს რაღაცეებში. ზოგიერთი რამ აინტერესებს და ყველაფერს ვერ წვდება ჩემი გონება. :) განხილვა იხილეთ. მთავარია - Le Monde-ს ამბავი გაურკვიეთ. --BH განხილვაწვლილი 07:27, 24 იანვარი 2011 (UTC)

შემოთავაზება

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკას სურს თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ვიკიპედიის განვითარების საქმეში. დახმარება მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ვიკიპედიის სტატიების კლასიფიკაციისათვის საჭირო კატეგორიებიდ სისტემის ჩამოყალიბება,
  • საბიბლიოთეკო, საინფორმაციო, საარქივო საქმის კატეგორიის "ადმინისტრირება" – ანუ თვალყურის დევნება ამ სახეობის სტატიებისათვის და მათი განხილვა— Igar განხილვაწვლილი 09:38, 24 იანვარი 2011 (UTC)
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ქართველი ვიკიპედიელების სახელით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას!
ჩვენ პირველ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი კატეგორიზაციის საქმეზე და აღნიშნეთ, რომ ახალი კატეგორიების სისტემის შექმნას ჯობია გამოვიყენოთ ბიბლიოთეკის პრაქტიკაში არსებული კატეგორიზაცია. მე მიმაჩნია, რომ მართალიცაა. ვიკიპედიელები დამეთანხმებიან, რომ ხშირად გვიჭირს კატეგორიების მითითება და ამ საქმეში მართლაც არეულები ვართ... ამიტომ, მემგონი უნდა მივიღოთ ბატონი ირაკლის შემოთავაზება. ჩვენი კატეგორიზაცია ამ ეტაპზე ამგვარია:
ამ ძირითადი კატეგორიებიდან შეგიძლიათ იხილოთ ქვეკატეგორიები, ქვე–ქვეკატეგორიები და ა. შ... ბატონო ირაკლი, არ ვიცი, როგორ მოხერხდება ბიბლიოთეკის კატეგორიათა სისტემის მოწოდება. და ალბათ დიდი ხანი დაჭირდება ახალ კატეგორიზაციაზე გადასვლას, მაგრამ ღირს ნამდვილად.
რაც შეეხება მეორე შემოთავაზებას, აქ არანაირი პრობლემა არაა. თვალყურის დევნება ნებისმიერს შეუძლია. განხილვის გვერდიც ყველასთვის ხელმისაწვდომია (ყოველი სტატიის ზემოთ არის ყუა განხილვა). სპეციალისტების ნაკლებობაა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, ამიტომ, ვფიქრობ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემოთავაზება სასარგებლო უნდა იყოს ჩვენი საერთო საქმისათვის. რას იტყვით ვიკიპედიელნო? — დავით პასუხი 09:58, 24 იანვარი 2011 (UTC)
Symbol support vote.svg (მომხრე)— Surprizi განხილვაწვლილი 10:50, 24 იანვარი 2011 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე) — Taro James განხილვაწვლილი 10:57, 24 იანვარი 2011 (UTC)

შემოთავაზებისთვის დიდი მადლობა. ვიკიპედიას სჭირდება დახმარება. თუ სწორედ გავიგე "ბიბლიოთეკა" კატეგორიებს ჩასვამს იქ სადაც არ გვაქვს კატეგორია. ქართული ვიკიპედიის კატეგორიები აუცილებელია შეესაბამებოდეს დიდ ვიკიპედიებს როგორიცაა ინგლ. გერმ. რუს. კატეგორიებს. როგორც იცით კატეგორიებსაც აქვს თავისი საერთაშორისო ბმულები. საერთაშორისო ბმულები კი ეხმარება მომხმარებელს იმ ინფორმაციის მიღებაში რაც ქართულ ვიკიპედიაში შეიძლება სრულყოფილი არ იყოს. --ცანგალა () 18:13, 24 იანვარი 2011 (UTC)

აბსოლუტურად არ არის საჭირო დამეთხვას უცხო ენებს. ინგლისურში კატეგორიებთან დაკავშირებით ისეთი ბარდაკია, ვერაფრით ვერ გაერკვევი. თუ უმჯობესის გაკეთება შეგვიძლია იქაური ბარდაკის გადმოტანა რისთვის გვინდა?--იორგი 18:16, 24 იანვარი 2011 (UTC)

გიორგის აზრს ვიზიარებ, თუმცა შესაბამისობა ინტერვიკი კავშირისთვისაა კარგი. ზოგადად მივესალმები ბიბლიოთეკის ჩართულობას, თუმცა ერთი რამ მაინტერესებს - „ბიბლიოთეკაში“ ვინ/ები იგულისხმებიან, ანუ ვინ დაგვეხმარება ბიბლიოთეკიდან?
ჩვენი ბიბლიოთეკის მეტი ჩართულობის, ვიკიპედიისა და ბიბლიოთკის კავშირის გაზრდის კუთხით, კარგა ხანია მინდა ბიბლიოთეკის მასალების (წიგნები, პერიოდიკა და ა. შ.) კოდიფიკაცია ჩავრთოთ ჩვენს ციტირების თარგებში, რომ მომხმარებლებს ქონდეთ საშუალება სტატიაში მითითებული ლიტერატურის საბიბლიოთეკო კოდი/ები იქვე იხილონ, ზედმეტი ძებნის გარეშე. R. 19:02, 24 იანვარი 2011 (UTC)19:06, 24 იანვარი 2011 (UTC)

ვინ მიიღებს მონაწილეობას ბიბლიოთეკიდან – მე თვითონაც მივიღებ და გარდა ამისა, გარკვეულ ჯგუფს შევადგენთ. ამის შესახებ გაცნობებთ. შესაძლებელია მომხმარებლის სახელები ისე დავარეგისტრიროთ, რომ გასაგები იყოს, რომ ეს ბიბლიოთეკის თანამშრომელია (მაგ. slib1, slib2, ...)
საბიბლიოთეკო კლასიფიკაცია – ამაზე ცოტა სამუშაო გვექნება... რომ არც რთული გამოვიდეს და თან ბიბლიოთეკებში მიღებულ სისტემას ემთხვეოდეს (თუმცა ასეთი რამოდენიმეა და უნდა ავარჩიოთ მათ შორის). იდეა ასეთია (რასაც ჩვენ საიტზეც ვაპირებთ განვახორციელოთ): თუ მოხერხდა გავაკეთოთ ისე, რომ საიტის გვერდების კლასიფიკაცი ემთხვეოდეს წიგნების კლასიფიკაციას და გვერდის მიბმა შეიძლებოდეს შესაბამის წიგნებზე...

სხვადასხვა ენის ვიკიპედიებში სხვადასხვა კლასიფიკაციაა გამოყენებული!! თან ამერიკული ან ფრანგული კლასიფიკაცია ...ზოგადად კი, მაგრამ სპეციფიუკურ დეტალებში არ გამოდგება საქართველოსათვის. ჩენი ბიბლიოთეკის კლასიფიკაციის შემოკლებული ვარიანტი აქაა UDC (თარგმანს ვამთავრებთ ეხლა) და დაახლოებით ასე წარმომიდგენია საბოლოო ვარიაინტი ვიკიპედიისათვის. თუმცა (კიდევ ვიმეორებ) სამუშაო გვექნება! თქვენ კატეგორიებსაც გავეცნობით! --Igar განხილვაწვლილი 00:59, 25 იანვარი 2011 (UTC)

მგონი კაი ფრაზა გაჟღერდა. ვგულისხმობ კოდის მითითებას. აი მაგალითად თუ არის ასეთი რამე შესაძლებელი: მივუთითოთ ლიტერატურა და მისი კოდი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში რომ ადამიანი რომ წაიკითხავს სტატიას და დააინტერესებს ესა თუ ის ლიტერატურა მიმართოს ამ კონკრეტულ ბიბლიოთეკას უკვე არსებული კატალოგის ნომრით. თუ ეს არაა გამართლებული რადგანაც სხვა ბიბლიოთეკებსაც შეიძლება გაუჩნდეთ მონაწილეობის მიღების სურვილი და მოისურვონ თავიანთი კოდების ჩადებაც??? არ ვიცი ტქვენ როგორ მაგრამ მოქნილობის თვალსაზრისიტ ცუდი იდეა არაა რომ დაინტერესებული პიროვნება არა ბრმად ენდობა მითითებულ ლიტერატურას არამედ თავადაც შეეძლება დარწმუნდეს იმაში რომ ამა და ამ ბიბლიოთეკაში ამა და ამ კოდით არსებობს ესა და ეს წიგნი. კარგია მაგრამ ვფიქრობ შესაძლო მოსალოდნელი ხარვეზებიც წინასწარ უნდა განვსაზღვროთ. ფაქტიურად ეს სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის თავისი რესურსების ვიკიპედიაში გამოფენის საშუალებაც იქნება, თუმცა ისევ მინდა დავეთანხმო ბატონ ირაკლის რომ ეს დიდი სამჲშაოა.Surprizi განხილვაწვლილი 06:09, 25 იანვარი 2011 (UTC)

ისე ასეთი აზრი კიდევ. დავუშვათ არის ლიტერატურა მითითებული და ამ ლიტერატურის დასახელებაზე დაკლიკებით გადავდივართ მის გვერდზე სადაც იქნება ბიბლიოთეკების სია მათივე კოდების მიბმით. მგონი ხოშიანია. მერე არც საჯარო ბიბლიოთეკას დაცკდება გული რომ ვიკიპედია მონოპოლიზირებუულია და არც სხვას. იქნება ამ წიგნზე ცხრილი და ეწერება ამ ბიბლიოთეკაში ამ კოდების ქვეშ დევს ეს წიგნები ვისთვისაც მოსახერხებელი იქნება სამეცნიერო მივა სამეცნიეროში და ნახავს ვისთვისაც საჯარო მივა საჯაროში. ხოლო თუ საჯაროს ინფორმაციას საჯაროს ბიბლიოთეკა არ აიგებს საკუთარ თავზე იქნება მარტო სამეცნიერო. მგონი კარგი გადაწყვეტააSurprizi განხილვაწვლილი 06:15, 25 იანვარი 2011 (UTC)
ბარდაკი არის თუ არა სხვა ვიკიპედიებში წესი ყველა ვიკიპედიაში ერთია. ვიკიპედია:კატეგორიზაცია, რომელიც სამწუხაროდ ქართულად ნათარგმნი არ არის. ალბათ ეს წესი უნდა იყოს დაცული ქართულ ვიკიპედიაშიც.--ცანგალა () 19:53, 25 იანვარი 2011 (UTC)

წესი ყველა ვიკიპედიაში ერთი არ არის და საკუთარი წესის - უკეთესი წესის - შემოღებას არავინ არ გვიშლის.--იორგი 14:50, 26 იანვარი 2011 (UTC)

ბატონ ირაკლის მინდა შევეხმიანო მათ ბიბლიოთეკაში არსებულ კატალოგთან დაკავშირებით. მე მომწონს და მიმაჩნია რომ მისაღებია, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი, რომ თითოეული ქართული ესა თუ ის კატეგორია უცხო ენებთან უნდა მისამართდებოდეს. იერარქია შეგიძლიათ თქვენებური ოღონდ გამართული შემოიტანოთ. UDC აბა ვიკელებო რას იტყვით მგონი ცუდად არ გამოიყურება ეს ვარიანტი. ჰა?Surprizi განხილვაწვლილი 05:41, 28 იანვარი 2011 (UTC)

ნინოობა 27 იანვარი

St-nino.jpg

ყველას გილოცავთ ნინოობას. წმიდა ნინოს ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. - Giorgi13

დიდი მადლობა და მეც ყველას გილოცავთ. — ჯაბა ლაბაძე () 19:41, 27 იანვარი 2011 (UTC)

და მეც :)— გიორგი განხილვაწვლილი 19:42, 27 იანვარი 2011 (UTC)
მადლობა, მეც გილოცავთ ყველას! წმინდა ნინოს ლოცვამ გააძლიეროს საქართველო!--მიხეილ () 19:44, 27 იანვარი 2011 (UTC)
გილოცავთ, ყველას, ცოტა დაგვიანებით. — დავით პასუხი 05:58, 28 იანვარი 2011 (UTC)

სურათის ჩასმის თარგი

კეთილო ვიკიპედილელებო, სულ მაწუხებდა და მაწუხებს ერთი ასეთი პრობლემა. სტატიაში სურათის ჩასმისას წესით და რიგით ადამიანმა უნდა დააკლიკოს სურათის ჩასმის კნოპკას. რომელიც გამოიყურება აი ასე - [ [ფაილი:მაგალითი.jpg] ]. ყოველთვის ყოველი ახალი სურათის ჩადგმისას უნდა ვეძიო ჯოხი ან ჯოხები. არ შეიძლება რომ ეს დალოცვილი კნოპკა პირდაპირ ერთ ან ორ ჯოხს, ან უფრო უკეთეს შემთხვევაში სიტყვა thumb-საც სვამდეს?

მაგალითად [ [ფაილი:მაგალითი.jpg|thumb|სურათის შინაარსი] ]. აი ასე? თორე უკვე მაკანკალებს და შიშები მეწყება ზედმეტი მიხრამოხრისგან.

Symbol support vote.svg (ნომინაცია)— Surprizi განხილვაწვლილი 08:30, 29 იანვარი 2011 (UTC)

:D მაგ ღილაკს თითქმის საერთოდ არ ვიყენებ მე და ამიტომ არ ვიცნობ ამ პრობლემას :)).. თუკი ასეა, მაშინ მგონი პრობლემა არ უნდა იყოს :)))... თუკი სხვებიც თანახმა იქნებიან, შევცვალოთ, ოღონდ thumb-ის ნაცვლად მისი ქართული ანალოგი მინიატიურა. :) — დავით პასუხი 08:42, 29 იანვარი 2011 (UTC)
ხოლმე ჩვეულებრივიც არის საჭირო, ამიტომ უმჯობესია ორი ღილაკი იყოს (მეორეზე ვთქვათ, იგივე სიმბოლო იყოს, ოღონდ პლუსიანი). — BH განხილვაწვლილი 08:47, 29 იანვარი 2011 (UTC)
რომელიმე მედიავიკიში იქნება ჩასასწორებელი. ისე შეგიძლიათ საკუთარ კონფიგურაციაში vector.js-ში (ან რომელსაც იყენებთ) იქ ჩაამატოთ ეგ ღილაკი :)— გიორგი განხილვაწვლილი 08:51, 29 იანვარი 2011 (UTC)

მე მაგ ღილაკს კარგა ხანია ვიყენებ და თანაც ქართულად დაწერილი ტექსტით.— ჯაბა ლაბაძე () 10:29, 29 იანვარი 2011 (UTC)

მაშინ გადავაკეთოთ ასე: [[ფაილი:|მინი|]]. მეორეც საჭიროა? - Island (გ) 11:12, 29 იანვარი 2011 (UTC)

სასურველია. მეც მაქვს ეგ ღილაკი, შეგიძლიათ ჩაიხედოთ ჩემს კონფიგურაციის ფაილში. მესამეა.ვიღიმიგიორგი განხილვაწვლილი 11:30, 29 იანვარი 2011 (UTC)
მე, რედაქტირების ველის ქვემოთ რომ არის, იმაზე ვფიქრობდი. ის გადავაკეთე. - Island (გ) 03:35, 30 იანვარი 2011 (UTC)

დიდი მადლობა. სისულელეა მაგრამ ამის გაკეთების პარალელურად ზემოთ რომ კნოპკებია დაწყებული ციტირებიდან დამთავრებული ციტატის დასმამდე, იქნებ მანდაც გადავიტანოთ ეს საშუალება? თორე ისე გამოდის რომ ის ჩვენსკენაა და ეს კი დათვისკენ. აი დიდი ლათინური ასო A -ს მარჯვნივ რომ სურათის კნოპია იმაზე მაქვს საუბარი. მგონი რთული არ უნდა იყოს და შეგეშვებით :).— Surprizi განხილვაწვლილი 07:15, 1 თებერვალი 2011 (UTC)

მთავარ გვერდზე შეცდომა

ვინმემ ხომ არ იცის რა არის SMS ქსელები? ან როგორ შეიძლება მათი გათიშვა? არსებობს მობილური ქსელები (GSM, NMT, D-AMPS, CDMA, UMTS) მაგრამ ცალკე SMS ქსელი იაპონიაშიც კი არაა, და ეგვიპტეში მითუმეტეს. — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gaeser (განხილვაწვლილი) 22:44, 29 იანვარი 2011.

ინტერნეტ და მობილური ქსელები ალბათ ასე უნდა იყოს, რას იტყვით? — GIO---->>13 () 18:59, 29 იანვარი 2011 (UTC)

გეთანხმები გიო, აშკარა შეცდომაა. უნდა იყოს ფიჭური ქსელები. და საერთოდაც, არა მგონია საჭირო იყოს ამდენი ბმული, საშინლად „აჭყეტავს" წითლად. --მიხეილ () 19:02, 29 იანვარი 2011 (UTC)

მაშ ასე ვწერ ინტერნეტ და ფიჭური ქსელებიGIO---->>13 () 19:05, 29 იანვარი 2011 (UTC)
  • Yes check.svg გაკეთდაGIO---->>13 () 19:10, 29 იანვარი 2011 (UTC)

ჰედლაინში კონკრეტულად SMS სერვისის გათიშვაზეა ლაპარაკი და არა მთEლი ფიჭური ქსელი, ამიტომ თQვენი შესწორება არასწორია. უნდა იყოს ინტერნეტი და SMS სერვისი. ბევრ წითელ ბმულს, რომლებიც აჭყეტებენ, ეს სულ მცირე გამოწვევაა მომხმარებლებისთვის, რომ სტატიები შექმნან. პ. ს. გაესერს ხელმოწერა დავიწყნია. R. 07:49, 30 იანვარი 2011 (UTC)

ცნობისთვის, არსებობს მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი – ეს სტატია, რომლის სათაურიც შესაცვლელია (იხ. განხილვაა) — დავით პასუხი 07:57, 30 იანვარი 2011 (UTC)

რედაქტირება

ვერ ვახდენ ჩემს მიერ დაწერილი სტატიის რედაქტირებას კერძოდ "ანტენა (რადიო)"— Pluton16 განხილვაწვლილი 22:25, 29 იანვარი 2011 (UTC)

კონკრეტულად რა პრობლემა შეგექმნათ? --მიხეილ () 22:27, 29 იანვარი 2011 (UTC)

ჩვენს საუბარში დაშვებული შეცდომები

რატომ გავხსენი ასეთი თემა? რამდენიმე სტატიის განხილვაზე, აღმოვაჩინე საუბარში დაშვებული ელემენტარული შეცდომები, რომლებიც ყურშია არასწორად ჩამჯდარი და რომლებსაც ჩვენ ვუშვებთ ყოველდღიურად, ამიტომ გადავწყვიტე, ერთად შევკრიბო. ეს დაგვეხმარება ამ შეცდომების გამოსწორებაში. გთხოვთ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა და დამეხმაროთ. ვიღიმიGIO---->>13 () 20:02, 30 იანვარი 2011 (UTC)

სამიდან ორი ჩემია :)) ვლიდერობ :D ორივე ვიცოდი, უბრალოდ წერის დროს არ ვფიქრობ ხოლმე მაგაზე :)) ამ წინადადებაშიც შეცდომა დავუშვი ალბატ :)) --გოტა (მომწერე) 15:16, 31 იანვარი 2011 (UTC)
სწორედ მაგიტომ გავხსენი ეს თემა :) დაგვამახსოვრდება და სხვა დროს აღარ შეგვეშლება. :) — GIO---->>13 () 15:40, 31 იანვარი 2011 (UTC)

განმარტებით ლექსიკონში იპოვის წერია და მაგალითიც არის მოცემული „ფული იპოვა“. ასე რომ, „ვიპოვე“-ს შეცდომად ვერ ვთვლით. - Island (გ) 14:15, 1 თებერვალი 2011 (UTC)

შეცდომების სია

შეცდომების სია
არასწორი ვერსია სწორი ვერსია დამტკიცება შეცდომა აღმოჩენილია
ვიპოვე ვიპოვნე პოვ განხილვა:საქართველოს გეოგრაფია
რაღაცეები რაღაცები (რაღაც(ფუძე)ებ(მრავლობითის ნიშანი)(ბრუნვის ნიშანი) განხილვა:აბო თბილელი
განსხვავებულათ განსხვავებულად (განსხვავებულ(ფუძე)ად(ბრუნვის ნიშანი)) განხილვა:საქართველოს გეოგრაფია
ააქვს აქვს განხილვა:ეთიოპიის ზეგანი


თარგი:წყარო

ალბათ გახსოვთ, ორივე შეხვედრაზე ყველა მომხმარებელმა ერთხმად აღვნიშნეთ, რომ უმჯობესი იქნება თუ ამ თარგს სტატიის ბოლოში ჩავსვამთ, ანუ იქ, სადაც ლიტერატურა უნდა იყოს მითითებული, ისე, როგორც რუსულ ვიკიპედიაშია. დამეთანხმებით, მკითხველს ალბათ სტატიის წაკითხვის სურვილიც აღარ გაუჩნდება, როდესაც პირველივე, რასაც ხედავს ისაა, რომ სტატია სანდო არაა.--მიხეილ () 13:38, 31 იანვარი 2011 (UTC)

ინგლისურში თარგი სტატიის თავშია მოთავსებული [6].--Zolokin განხილვაწვლილი 14:01, 31 იანვარი 2011 (UTC)
ინგლისურში არ ნიშნავს საუკეთესოს. :) მე თანახმა ვარ. და მარტო ეგ კი არა, სხვა თარგებიც შეიძლება ბოლოში ჩავიტანოთ და დავაპატარაოთ კიდეც. — GIO---->>13 () 15:18, 31 იანვარი 2011 (UTC)
რუსული ნიშნავს საუკეთესოს?--Zolokin განხილვაწვლილი 15:23, 31 იანვარი 2011 (UTC)
არც რუსულში ნიშნავს საუკეთესოს. მაგრამ რა შუაშია? — GIO---->>13 () 15:28, 31 იანვარი 2011 (UTC)
იმ შუაშია, რომ მიხეილმა, ვინც ეს საკითხი წამოჭრა, აღნიშნა: «ისე, როგორც რუსულ ვიკიპედიაშია» (იხ. ზემოთ). ჩემი პასუხიც, ინგლისური ვიკიპედიის პრაქტიკასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარეობს.--Zolokin განხილვაწვლილი 16:23, 31 იანვარი 2011 (UTC)

ჩემი აზრით ჯობს მკითხველი თავიდანვე დარწმუნებული იყოს სტატიის სანდოობაში (ან არასანდოობაში) ვიდრე მან სტატია წაიკითხოს და ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეს. — ჯაბა ლაბაძე () 15:22, 31 იანვარი 2011 (UTC)

ვიზიარებ ჯაბას აზრს და მიმაჩნია, რომ უმთავრესი სტატიის სანდოობა და არა თავის მოტყუება. ისედაც, როგორც ილია წერდა და ეხლაც მართლდება, „გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა, ბოროტისა და კეთილისა, არსად სხვაგან ისეთის თავმოწონებით არ გათამამებულა, არ გაკადნიერებულა, როგორც ჩვენში.“ და ნუღარ მივცემთ ქართველ მკითხველს თავის მოტყუების საშუალებას. :) — Rastrelli F 16:58, 31 იანვარი 2011 (UTC)
ჯაბასა და რასტრელის აზრზე ვარ მეც. გადამოწმებადობა ვიკიპედიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. დაბლა რომ იქნება და თან დაპატარავებული, უმნიშვნელო დეტალად მიჩნევის დიდი შანსია რედაქტორის მხრიდან, რომელიც სტატიაზე მუშაობს/და. — გიორგი განხილვაწვლილი 07:36, 1 თებერვალი 2011 (UTC)

მე უბრალოდ ის გავახმოვანე, რა აზრზეც ვიყავით უმრავლესობა. მკითხველის და თავის მოტყუება აქ არაფერ შუაშია, მაშინ გამოდის, რომ მკითხველს ვატყუებთ? სტატიათა უმრავლესობას ხომ არ აქვს მითითებული წყარო, ეს უბრალოდ იმიტომაა, რომ როცა ეს სტატიები იწერებოდა, არ იყო ასე მკაცრად სავალდებულო გადამოწმებადი წყაროს მითითება. ამ თარგის ჩაგდებას არ ჯობია მივუთითოთ წყარო და არა დავაფრთხოთ მკითხველი? გამოვაცხადოთ რაიმე კვირეული, თუნდაც ერთი თვე, რის ფარგლებშიც მოხდება ყველა სტატიისთვის წყაროს მითითება? --მიხეილ () 08:49, 1 თებერვალი 2011 (UTC)

რაინდული სურვილია, მიხეილ.ვიღიმი შესაძლოა, მასეთი რამის გაკეთებაც. მაგრამ აქ მიდის საუბარი არა თავად წყაროების მითითებაზე-არმითითებაზე, არამედ თავად ამ თარგის ბოლოში ჩატანასა და დაპატარავებაზე, რასაც მე პირადად მხარს ვერ დავუჭერ.—G.G. 09:07, 1 თებერვალი 2011 (UTC)

ვერც მე დავუჭერ მხარს თარგების ბოლოში გადატანას და დაპატარავებას. მართლა ჯობია მკითხველმა თავიდანვე იცოდეს რას კითხულობს, რომ თუ ეს მისთვის საინტერესო არაა ტყუილად დრო აღარ დაკარგოს :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:02, 1 თებერვალი 2011 (UTC)

წავიკითხე ეს მიმოწერა და სურვილი გამიჩნდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება: მაშ ასე, როდესაც ვამბობთ, რომ წყაროს მითითების გარეშე სტატია "უვარგისია", "არასანდოა" და ამგვარი შინაარსის სიტყვებს, ეს ერთი შეხედვით გასაგებია და მისაღებიც, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წყაროს ჩასმას არ მოითხოვდა ვიკი გასულ წლებში, ყ.შ. ჩვენთვის ამის თაობაზე ადრე არავის არაფერი უთქვამს, ალბათ გასაკვირიც არ იქნება, რომ ასეულობით სტატიას წყარო არ აქვს მითითებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია არასანდოა. გარდა ამისა, როდესაც ასეთი მომხრეა ვიღაც წყაროების ჩასმისა და ჭკუას გვარიგებს "წყაროს გარეშე მკითხველი მოტყუებული რჩებაო", მაშინ იქნებ იმაზეც დავფიქრდეთ, უამრავი სტატია ისეთი მომხმარებლების მიერ არის გაკეთებული, ვინც დღეს ვიკიში აღარ საქმიანობს, ხომ ვერ მეტყოდით, მათ როგორ აიძულებთ წყაროების ჩასმას ოდესღაც შექმნილ სტატიებში? არადა, ბევრი სტატია მართლაც რომ კარგია. კიდევ ერთი საკითი: როდესაც ვიღაცას ასეთი გამძაფრებული სურვილი გაუჩნდა, რომ წყაროები აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თურმე ეს ამდენი წელია მკითხველს ვატყუებდით, იქნებ თვითონ ჩასვას ეს წყაროები? რაკი იმის დრო აქვს, რომ ყველა სტატია ამოწმოს, მასვე წყაროების ჩასმის დროც უნდა ჰქონდეს (მგონი, ლოგიკურია) და ბოლოს, რა ელის იმ სტატიებს, რომელთაც წყარო არ აქვთ და არც "პატრონი" გამოუჩნდებათ, რომ ეს წყაროები განათავსონ ამ სტატიებში? წაიშლება ნუთუ ყველაფერი? მერე, ისედაც ღატაკი ვიკიპედია (ქართულს ვგულისხმობ) კიდევ უფრო უნდა გავაშიშვლოთ და მხოლოდ ჩონჩხი დავტოვოთ?

იქნებ ამაზეც დავფიქრებულიყავით?

მე მომეწონა აქ გამოთქმული აზრი და ბოლომდე ვიზიარებ, რომ იქნებ კვირეული ან ერთი თვე გამოგვეცხადებინა მაგ წყაროების ჩასმაზე? ასე ხომ სტატიებსაც გადავრჩენდით და "სანდოობაც" აიწევდა?

ზოლოკინს და კიდევ იმ უცხო ჟღერადობის მომხმარებელს ეტყობათ, რომ მეტი საქმე არ აქვთ გარდა წყლის ამტუტებისა ვიკიში. ნეტავ თვითონ რა აქვთ შექმნილი ამდენს რომ ლაპარაკობენ? პატივისცემით --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 13:06, 2 თებერვალი 2011 (UTC)

აბსოლუტურად ვეთანხმები ლევანს! რა გამოდის? ჩვენ მიერვე შექმნილ სტატიებში მკითხველს ვუთითებთ, რომ არ ენდოთ, გატყუებთო?! მაშ რიღასთვის ვწვალობთ? მეორეც, მართლა რა ვუყოთ ამ წაშლის კანდიდატ სტატიებს? როგორც ლევანმა აღნიშნა, ბევრი მათი ავტორი დღეს მართლაც აღარაა ვიკიში, აქ კი ვახოს თქმისა არ იყოს, ისეთი ტენდენციაა, სხვის სტატიებს ნაკლებად კიდებენ ხელს. მაშინ წავშალოთ ეს სტატიები, ისინი ხომ წაშლის პოტენციური კანდიდატები არიან. მეც იმ აზრს ვიზიარებ, რომ თუკი რომელიმე ვიკიპედიალს იმის დრო აქვს, რომ ეს თარგი ჩააგდოს და ზოგიერთი ამ საქმიანობაში ნამდვილი „სპეციალისტი" გახდა, ამ დროის გამოყენება ნამდვილად წყაროს მითითებაში ჯობს.--მიხეილ () 13:24, 2 თებერვალი 2011 (UTC)

რა ვქნა, კიდევ ერთხელ მოვიყვანო ვიკიპედიის შესავალის ციტირებაა? :)) რას ნიშნავს „წყაროს ჩასმას არ მოითხოვდა ვიკი გასულ წლებში“? რადგან ვინმე X მომხმარებელი თავის დროზე არ იშველიებდა თარგს {{წყარო}} და მომხმარებელს არ აფრთხილებდა, ამიტომ არ არსებობდა გადამოწმებადობა, თუ როგორ არის საქმე?! გამომდინარე ვიკიპედიის სპეციფიკიდან არსებობს დიდი პრობლემაც - გადამოუმოწმებელი ინფორმაცია და არა მარტო ჩევნთან. ამაში მარტო წყაროს გარეშე სტატიები კი არ იგულისხმება, არამედ ნებისმიერი სტატია, რომელში მოყვანილია დაუსაბჲთებელი ინფორმაცია! ვიკიპედიის სპეციფიკისავე გათვალისწინებით შეიქმნა თარგები, რომ მკითხველს, რომელიც პოტენციური მოხალისე რედაქტორია, დაინტერესდეს სტატიის წყაროების მოძიება-ჩამატებით. ჩემი აზრით მუშაობის პრინციპი ამ შემთხვევაში საკმაოდ მარტივია: თუ სტატია ღირებულია და არ აქვს წყაროები, ჩვსვათ შესაბამისი თარგი და შეძლებისდაგვარად მოვიძიოთ. თუ წყაროს გარეშე სტატია არაღირებულია, ისინი მონიშნეთ წასაშლელად. R. 15:20, 2 თებერვალი 2011 (UTC)

მართლაც მაინტერესებს რას ნიშნავს ეს აჟიოტაჟი, რომელიც უცებ ატყდა? თუკი X მომხმარებელი არ იშველიებდა ამ თარგს, შენ ხომ X არ ხარ, ვახო, და რატომ შენ არ სვამდი სტატიებში თუკი ეს თარგი ძველადაც იყო? რაღაც არ მახსოვს ვინმესთან ჩაგესვა... არადა გასულ წლებშიც იყავი და თუკი იცოდი ამის შესახებ, რატომ არაფერს ამბობდი? თქმას რაღა ედგა წინ? ახლა რომ გვეუბნები "ღირებულიო", რა კრიტერიუმით უპირებ შეფასებას სტატიის ღირებულებას? თუკი არაღირებული სტატიები გვაქვს, მაშინ მყისიერად უნდა ვშლიდეთ, თუნდაც "წყაროები" და "მდინარეები" იყოს მითითებული. უცნაურია ძალიან ეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, აჟიოტაჟი, რომელიც არაფრის გამო ატყდა. აი ასე არის საქმე.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:22, 2 თებერვალი 2011 (UTC)

«ზოლოკინს და კიდევ იმ უცხო ჟღერადობის მომხმარებელს ეტყობათ, რომ მეტი საქმე არ აქვთ გარდა წყლის ამტუტებისა ვიკიში. ნეტავ თვითონ რა აქვთ შექმნილი ამდენს რომ ლაპარაკობენ? პატივისცემით --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 13:06, 2 თებერვალი 2011 (UTC)» — პასუხი Leovizza–ს: „უცხო ჟღერადობის მომხმარებელი“ ალბათ თავად გიპასუხებთ, რაც შემეხება მე, შევადაროთ ჩვენი სტატისტიკური მონაცემები:
  • Zolokin ვიკიპედიაშია 0 წელი, 7 თვე და 14 დღე — შექმნილი სტატია 130

Unique pages edited: 2,084

Average edits per page: 3.22

Live edits: 6,587

Deleted edits: 124

Total edits (including deleted): 6,711

  • Leovizza ვიკიპედიაშია 4 წელი, 4 თვე და 27 დღე — შექმნილი სტატია 560

Unique pages edited: 1,390

Average edits per page: 2.96

Live edits: 3,935

Deleted edits: 181

Total edits (including deleted): 4,116

სტატისტიკა მეტყველებს ვინ რა შექმნა. თუ გნებავთ ხარისხობრივადაც შევადაროთ ჩემი სტატიები და თქვენი. მე მზად ვარ.--Zolokin განხილვაწვლილი 23:20, 2 თებერვალი 2011 (UTC)

გადახედეთ თქვენი განხილვის გვერდს, მხოლოდ თქვენ მიერ შექმნილი 60 სტატია შევამოწმე ქრონოლოგიური პრინციპით და აქედან 45–ს (75%) წყარო არ აქვს. ამის შემდეგ და ჩვენი სტატისტიკის შედარების შემდეგ კიდევ ფიქრობთ, რომ მე ვიკიპედიაში წყლის ამტუტება მინდა თქვენ დაწმინდავება? სასწაული პირდაპირ!--Zolokin განხილვაწვლილი 00:19, 3 თებერვალი 2011 (UTC)

„უცხო ჟღერადობის მომხმარებელში“, ალბათ, მე მგულისხობთ, ლევან? (თუმცა გაუგებარია, რატომ)

სტატისტიკა ახსენეს, და რადგან ასე გაღელვებთ, ბარემ ჩემსასაც მოვიყვან:

  • მომხმარებელი ITshnik (ალბათ, ამის გამო ვარ „უცხო ჟღერადობის მომხმარებელი“ვიღიმი „სასწაული პირდაპირ!“(ზოლოკინის სიტყვები)) 1 წელი, 0 თვე და 10 დღე — შექმნილი სტატია 234

Unique pages edited: 1,519

Average edits per page: 3.15

Live edits: 4,638

Deleted edits: 149

Total edits (including deleted): 4,787

ახლა მკითხავთ, თქვენი თავი რატომ იგულისხმეთ „უცხო ჟღერადობის მომხმარებელშიო“. ლოგიკურად: ვინც მოვითხოვდით თარგ:წყაროს დატოვებას, როგორც არის, ერთი რასტრელია, მეორე ჯაბა (ვფიქრობ ამათ უკვე იცნობთ, ლევან), მესამე პაატაა (შეთეკაური, ეს გვარია მისი და არ ვიცი, ნუთუ ეს მოგხვდათ ყურში „უცხოდ“) და მეოთხე მე. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მიერ ზემოთ ნათქვამს: აქ მიდის საუბარი არა წყაროების მითითებაზე-არმითითებაზე, არამედ თავად ამ თარგის ბოლოში ჩატანასა და დაპატარავებაზე, თქენ კი სულ სხვა მდინარებით წაიყვანეთ განხილვა, რაც მაფიქრებინებს, რომ თავად გსურთ „წყლის ამტუტება ვიკიში“ და არა „ზოლოკინსა და იმ უცხო ჟღერადობის მომხმარებელს“. აქ მიდიოდა ჯანსაღი მსჯელობა და არა „აჟიოტაჟი, რომელიც არაფრის გამო ატყდა.“ თუ ეს „აჟიოტაჟია“, მხოლოდ თქვენი პოსტის შემდეგ. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 06:43, 3 თებერვალი 2011 (UTC)

გიორგი, დამეთანხმები კამათში იბადება ჭეშმარიტება და მომხმარებელი მომხმარებელი:Leovizza უკეთეს გამოსავალს ეძებს როგორც ჩანს, ვიდრე თარგის ქვემოთ ჩამოტანაა. ვეთანხმები ჯაბას და ეს ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ აი ამ თარგის ჩაგდებას იმ სტატიებში, რომლებიც ქსე-დან არაა შემოტანილი, არ ჯობს ინგლისურიდან სულ მარტივად მიეთითოს რესურსები? დამეთანხმები, ამას ბევრად ცოტა დრო სჭირდება, ვიდრე იმას, რომ ჯერ ეს თარგი ჩასვა, ხოლო შემდეგ მის ავტორს აცნობო ამის შესახებ.--მიხეილ () 07:18, 3 თებერვალი 2011 (UTC)

სწორად გამიგოთ უნდა: მე ამ თარგის არსებობის წინააღმდეგი არ ვარ, ეს თარგი უნდა არსებობდეს, მაგრამ მე ვარ წინააღმდეგი იმისა რომ ასე მასიურად ჩაესვას მომხმარებლებს ის უაზრო შეტყობინება. ამის შესახებ იხილეთ აი ამ განხილვის ბოლო კომენტარები. გარდა ამისა აქ სადღაც ვთქვი და ვიმეორებ: არსებობს თარგი {{უტექსტო}}, რომელიც არანაირი შეტყობინების ჩასმას არ გულისხმობს, მაგრამ სიამოვნებით ვაახლებ აღნიშნულ სტატიებს. — ჯაბა ლაბაძე () 07:37, 3 თებერვალი 2011 (UTC)

ვიკიციტატა
„რა ვქნა, კიდევ ერთხელ მოვიყვანო ვიკიპედიის შესავალის ციტირებაა? :)) რას ნიშნავს „წყაროს ჩასმას არ მოითხოვდა ვიკი გასულ წლებში“? რადგან ვინმე X მომხმარებელი თავის დროზე არ იშველიებდა თარგს {{წყარო}} და მომხმარებელს არ აფრთხილებდა, ამიტომ არ არსებობდა გადამოწმებადობა, თუ როგორ არის საქმე?! გამომდინარე ვიკიპედიის სპეციფიკიდან არსებობს დიდი პრობლემაც - გადამოუმოწმებელი ინფორმაცია და არა მარტო ჩევნთან. ამაში მარტო წყაროს გარეშე სტატიები კი არ იგულისხმება, არამედ ნებისმიერი სტატია, რომელში მოყვანილია დაუსაბჲთებელი ინფორმაცია! ვიკიპედიის სპეციფიკისავე გათვალისწინებით შეიქმნა თარგები, რომ მკითხველს, რომელიც პოტენციური მოხალისე რედაქტორია, დაინტერესდეს სტატიის წყაროების მოძიება-ჩამატებით. ჩემი აზრით მუშაობის პრინციპი ამ შემთხვევაში საკმაოდ მარტივია: თუ სტატია ღირებულია და არ აქვს წყაროები, ჩვსვათ შესაბამისი თარგი და შეძლებისდაგვარად მოვიძიოთ. თუ წყაროს გარეშე სტატია არაღირებულია, ისინი მონიშნეთ წასაშლელად. R. 15:20, 2 თებერვალი 2011 (UTC)“
— სრულიად ვეთანხმები.

მიხეილსაც ვეთანხმები, მაგრამ ლევანმაც უნდა აღიაროს, რომ ასეთი ხისტი კომენტარების გაკეთება მხოლოდ უთანხმოებას იწვევს მომხმარებლებში.

აი, ჯაბას კი ვერ დავეთანხმები იმაში, რომ „მე ვარ წინააღმდეგი იმისა რომ ასე მასიურად ჩაესვას მომხმარებლებს ის უაზრო შეტყობინება... გარდა ამისა აქ სადღაც ვთქვი და ვიმეორებ: არსებობს თარგი {{უტექსტო}}, რომელიც არანაირი შეტყობინების ჩასმას არ გულისხმობს“. სულაც არ ვთვლი ამ შეტყობინებებს უაზროდ, თუ გაიტერესებთ რატომ, იხილეთ აქ.— გიორგი განხილვაწვლილი 08:06, 3 თებერვალი 2011 (UTC)

Leovizza–ს შესაძლოა მე ვეგულისხმე "უცხო ჟღერადობის მომხმარებელში", მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს: რატომ ჰგონია, რომ Leovizza ქართულ–მამა–პაპურ–ჯიგრული ჟღერადობისაა?--Ouzo განხილვაწვლილი 08:17, 3 თებერვალი 2011 (UTC)

შეტყობინების ჩასმა უაზრო რომ ყოფილიყო, მას შედეგი არ ექნებოდა. აბა ნახეთ, სადაც ჩაისვა ეს შეტყობინება, თითქმის ყველა სტატიას მიეთითა ლიტერატურა, უტექსტო და სხვა ამგვართარგიანი სტატიები კი წლების განმავლობაში ხელუხლებელი რჩება. ისე, ქსე სოფლის შესახებ სტატიებსაც რომ მიეთითოს ურიგო არ იქნება, ჩვენ კი ვიცით, რომ ქსე–დანაა, მაგრამ მკითხველმა იცის?--Ouzo განხილვაწვლილი 08:17, 3 თებერვალი 2011 (UTC)

შეტყობინების ჩასმა უაზროა. მითხარით ერთი, რომელმა ჩამისვა ახმეტის ან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებზე ეს თარგი, რომ ჩავამატე? ან ვინ ჩაუსვა მიხეილს სამხრეთ ამერიკის გვერდებზე, რომ სვამს? ან სადაა თარგ {{უტექსტო}}ში ეს ჩასმული, სიამოვნებით რომ ვაკეთებთ მე, კოტე და ამ ბოლო დროს ისლანდი და გიორგი13-ც შემოგვემატა. გასაგებად გითხარით უკვე ეს თარგი უნდა არსებობდეს, მაგრამ შეტყობინების გარეშე. ყველა ის სტატია, რომელსაც წყაროს თარგი ესმევა თავს იყრის და სულაც არაა საჭირო ის კიდევ საკუთარ გვერდზე ჩამიგდოს ვინმემ. შედით ამ გვერდზე და ჯერ წყაროს და მერე განხილვის გვერდზე ჩასმებს ჯობია თავად მიუთითოთ წყარო. — ჯაბა ლაბაძე () 09:10, 3 თებერვალი 2011 (UTC)

შეტყობინების ჩამორიგების უაზრობაში ჯაბას ვეთანხმები, არაა საჭიროა ყველგან გამოიყენოთ შეტყობინების თარგი. გამოიყენეთ, გარკვეულ შემთხვევებში (მაგ. იხ. ჯაბას წინადადება). ახლა პასუხი ლეოვიზას კითხვაზე, თუ რატომ არ ვაკეთებდი რაღაცას (არ ვსამდი თარგს {{წყარო}} შესაბამის სტატიებში) ოდესღაც: ხუმრობ ალბათ ლევან, თორემ ამას არ დაწერდი? აბა, გინდა თქვა ამდენი ხანი ვიკიპედიის წესებს არ გაცნობიხარ და ისე მუშაობ?! ჩანს შესავლის ციტირება მაინც საჭირო იყო. ძველს რომ იხსენებ, ეხლა სად მნახე ეგ თარგი მეხმაროს - ეგ უფრო საინტერესო არაა?! ვიღიმი ეს ყველაფერი იგივეა, მისაყვედურო (და ამავდროულად შენ თავსაც): რატომ ვიკიპროექტებში არ მონაწილეობ, რატომ კატეგორიზაციას არ აკეთებ, რატომ სტილს არ ასწორებ, რატომ ვიკიფიცირებას არ უკეთებო (და ა. შ.)?! ვიღიმი მგონი რა ვაკეთოთში თავისუფლები ვართ და მე ჩემი საკეთებელი ავირჩიე უკვე - ხარისხიანი სტატიების წერა, ჩემთვის საინტერესო თემებზე (პლუს ადმინის მოვალეობანი) შეძლებისამებრ. სხვამ {{წყარო}}ს ჩასმა აირჩია, რა ვუყოთ მერე, რომ ადრეულ ეტაპზე ამას არავინ ირჩევდა? პ. ს. ცოტა ნაკლები სიხისტე არ გვაწყენდა და ჩემი მხრიდან მე ბოდიში მომითხოვია. — Rastrelli F 14:12, 3 თებერვალი 2011 (UTC)

მეგობრებო, მე პირადად ასე ვიქცევი: თუკი სადმე ვნახავ მსგავს თარგს, მაშინვე ვდგები და სტატიას ვუმატებ წყაროს და შესაბამის თარგს ვშლი :). ისე ზედმეტი თარგები არ მომწონს და ვცდილობ ხოლმე რომ სტატიები მათგან "გავასუფთავო" ანუ აღმოვფხვრა ის პრობლემები რომლებზეც ისინი მიუთითბენ. თქვენც დაბეჯითბით გირჩევთ ასევე მოიქცეთ და ყველაფერი კარგად იქნება :). ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მათ ვინც არ იზარებს და იმ თარგებს სვამს, იმიტომ რომ ეგეც საქმეა და ზოგადად ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, მეგობრებო თუ ვნახავთ სადმე პრობლემას გაოვასწოროთ თუ მაგდენი დრო არ გვაქვს თარგი ჩვსვათ და სხვა გამოასწორებს ვისაც შეეძლება. მთელი ფილოსოფია ხომ ამაშია :) საქმეა საქმე და არა ლაპარაკი :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:25, 3 თებერვალი 2011 (UTC)

ვიკიციტატა
„მე ჩემი საკეთებელი ავირჩიე უკვე - ხარისხიანი სტატიების წერა, ჩემთვის საინტერესო თემებზე (პლუს ადმინის მოვალეობანი) შეძლებისამებრ. სხვამ {{წყარო}}ს ჩასმა აირჩია“
Rastrelli–ს ეს კომენტარი და პ.შეთეკაური–ს მთელი ბოლო კომენტარი არის ის საღი და კონკრეტული აზრი, რომელიც აქ გასიმა. მე ასე ვფიქრობ და თუ სხვა სხვანაირად ფიქრობს ეს მისი საქმეა. მგონი ამ კომენტარებს კომენტარიც არარ ჭირდება. თუ თარგი ვინმეს არ მოსწონს დასვას საკითხი მის გაუქმებაზე.--Ouzo განხილვაწვლილი 14:36, 3 თებერვალი 2011 (UTC)

სულ ახლახანს აღმოვჩინე, რომ ამ თარგის ინგლისურ და რუსულ ვარიანტებს ეს უაზრო მითითება საერთოდ არ აქვთ. — ჯაბა ლაბაძე () 15:20, 3 თებერვალი 2011 (UTC)

პ.ს. რუსულს ქვემოთ ის უწერია რასაც ვითხოვ:

ვიკიციტატა
„Вы можете отредактировать эту статью, добавив ссылки на авторитетные источники.“
ჯაბა ლაბაძე () 15:21, 3 თებერვალი 2011 (UTC)

პ. პ. ს. ვაახ ინგლისურსაც:

ვიკიციტატა
„Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.“
ჯაბა ლაბაძე () 15:23, 3 თებერვალი 2011 (UTC)
რა გახდა ეს ერთი წინადადება? ამოიღეთ თარგიდან. დასვით კენჭისყრაზე.--Ouzo განხილვაწვლილი 15:25, 3 თებერვალი 2011 (UTC)

უცხო ჟღერადობის მომხმარებელში Ouzo ვიგულისხმე და არა აიტიშნიკი ან სხვა ვინმე, ასე რომ, ეს ვნებათა ღელვა ნამდვილად უადგილოა. რაც შეეხება სტატიის ხარისხს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია შედარება და მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. ნეტავ შესადარებლად გვქონდეს საქმე და მეტი პრობლემა აქ არ იდგეს. ამდენი უაზრო შეტყობინების ჩაგდება რომ ქართულ ვიკიპედიას არ "ალამაზებს" და უფრო სანდოს არ ხდის, ამას მგონი უჩემოდ უნდა ხვდებოდეს როგორც ზოლოკინი, ისე აიტიშნიკი, Ouzo და რასტრელიც. თუ რეალურად გვინდა, ვიკიპედიის ხარიხსმა აიწიოს, იქნებ ცოტა "ხელი გავანძრიოთ" ყველამ და ერთთვიანი პროექტი გამოვაცხდოთ სტატიების გაუმჯობესების მიზნით. ამაზე 15 იანვარსაც ვილაპარაკეთ და მაშინ წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ამ შეხვედრას არ დასწრებია არც რასტრელი, არც Ouzo, არც აიტიშნიკი და, გასაგები მიზეზების გამო, არც ზოლოკინი.

მე მეჩვენება, რომ ზემოხსენებულ პირებს პრობლემებზე მხოლოდ საუბარი სურთ, თარგ წყაროს ჩასმით, და არა სტატიების რეალური გაუმჯობესება, ანუ წყაროების მითითება. მე ვთქვი "მეჩვენება-მეთქი", იმედია, ეს სიტყვა არ გაგაღიზიანებთ. პრობლემებზე საუბარი ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ თავადაც არაფერს გააკეთებთ, ამით წინ ვერ წავა ქართული ვიკიპედია.

ვახო, ნამდვილად არ ვხუმრობდი, როცა გწერდი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ შენ ხუმრობ, როდესაც იმაში იმართლებ თავს, რაშიც ბრალს არ გდებენ. რაც გინდა ის აირჩიე და რაც გინდა ის აკეთე, ეგ ჩემი საქმე არ არის. კარგ მთქმელს კარგი გამგონეო ნათქვამია, სწორად რომ გაგეგო ჩემი ნათქვამი, ალბათ ამ კომენტარს არ დატოვებდი. თუმცა, ესეც შენი ნებაა. მე ერთს ვამბობ და მუდამ ამას ვიტყვი, უწყვეტი კინკლაობით საქმეს არაფერი ეშველება, ყველამ ერთიანად მოვკიდოთ ხელი და ხარისხიც აიწევს. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 17:19, 3 თებერვალი 2011 (UTC)

გეთანხმებით და ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ქვემოთ, სექციაში„ წყაროს მითითება“, გამოვთქვი. Leovizza–ს შეუძლია დაიწყოს თავისი სტატიებიდან ლიტერატურის მითიტება. მე მივყვები იმ სტატიებს, რომელთა ავტორები მოქმედი რედაქტორები აღარ არიან და კერძოდ მათ, რომლებიც ჩემ ინტერესში შედიან და ასე თუ ისე ვიცი ის საკითხები.--Ouzo განხილვაწვლილი 17:26, 3 თებერვალი 2011 (UTC)

სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ამ სტატიაში ორჯერ წამიშალეს სომხების ნაკრების რეკორდული მარცხი საქართველოსთან (0–7). რა უნდა გავაკეთო,რომ ეგ ანგარიში მანდ დარჩეს? borbolia777 15:54, 1 თებერვალი 2011 (UTC)

განხილვა წამოიწყეთ სტატიის განხილვის გვერდზე. ეგ ვინც წაშალა ეროვნებით სომეხია და ბუნებრივია არ სიამოვნებს. წყარო მითიტებული გქონიატ და წესით არ უნდა გაგიჭირდეს დამტკიცება. — ჯაბა ლაბაძე () 16:08, 1 თებერვალი 2011 (UTC)

სამწუხაროდ, სტატიას ქართველი ვანდალები შეესივნენ :(. http://forum.ge/?act=ST&f=68&t=34209996&st=630#entry23775979

აღარაა საჭირო... იმედია მალე შეწყვეტენ... – BruTe () 17:26, 1 თებერვალი 2011 (UTC)

თარგი

მოგესალმებით. თხოვნა მაქვს მათტან, ვინც თარგების თარგმნა იცით. en:Template:Infobox football biography 2 იქნებ ეს გადათარგმნოთ ვინმემ, ოღონდ ზუსტად ისე და არა ახლა რომ არის ისე. — Taro James განხილვაწვლილი 16:23, 1 თებერვალი 2011 (UTC)

ახლანდელ თარგში რა არ მოგწონს. თუ გგონია, რომ რამის დამატება სჭირდება თარგის განხილვაში დაწერე--Tornike Redhat-office.png 18:24, 1 თებერვალი 2011 (UTC)
დავწერე, მაგრამ არ გამომეხმაურა არავინ. ცუდად ნათარგმნი თარგია. — Taro James განხილვაწვლილი 18:27, 1 თებერვალი 2011 (UTC)
თარგმანში რას გულისხმობ? ორივე თარგი ერთიდაიგივე მონაცემების მითითების საშუალებას იძლევა. თუ ლექსიკის გაუმართაობას გულისხმობ ეგ მარტივად გამოსწორდება--Tornike Redhat-office.png 18:38, 1 თებერვალი 2011 (UTC)
არა, ლექსიკა კარგადაა, უბრალოდ pc update და ncupdate არ მუშაობს, კიდე ინგლისურში

nationalyears1 nationalteam1 nationalcaps1 nationalgoals1 ასე არის და ჩვენთან br-ებით უნდა გამოჰყო წლები. ანუ ინგლისურში როგორ არის ზუსტად ეგრე თუ იქნება აქაც კარგი იქნება. — Taro James განხილვაწვლილი 19:16, 1 თებერვალი 2011 (UTC)

ეს ბოლო გავაკეთე, მაგრამ {{#if:}} ვერ ჩავსვი კარგად. იქნებ ვინმემ გაასწოროს. (ეს ეხება პროფესიულ კარიერას, ეროვნულ ნაკრებს და ახალგაზრდულ კარიერას) --Tornike Redhat-office.png 11:33, 2 თებერვალი 2011 (UTC)

ხო, იქნებ ვინმემ დაასრულოს. ვინ ერკვევა თარგებში ყველაზე კარგად? — Taro James განხილვაწვლილი 08:19, 3 თებერვალი 2011 (UTC)

საჭიროა ახალი თარგი

მეგობრებო ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ბრძოლა მიწევს უცხო ენებიდან საკუთარი სურვილისამებრ შემოტანილი სტატიების სათაურების შესახებ. ავტორები ძირითადად წერენ, რომ ეს სიტყვა ისე გამოითქმის იმ ენაში საიდანაც გადმოიტანეს და წერენ ისე როგორც ესმით. იხ. განხილვა:სოურარინ სოტლაუქსონი და განხილვა:მენგისთუ ჰაილე მარიამი. წინადადება მაქვს ხომ არ ჯობს შევქმნათ ახალი თარგი სადაც ეწერება რომ ამ სტატიის მართლწერაში არ ვართ დარწმუნებულები (ეს იდეა ადრე სადგაც გააჟღერა ცანგალამაც, მაგრამ ვერ მივაგენი). — ჯაბა ლაბაძე () 17:38, 1 თებერვალი 2011 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე) — Taro James განხილვაწვლილი

„საკუთარი სურვილისამებრ შემოტანილი სტატიების სათაურები“ – ვერ გავიგე რას ნიშნავს.--Ouzo განხილვაწვლილი 08:25, 3 თებერვალი 2011 (UTC)

ეგაა სტატიები, რომელსაც ავტორები საკუთარი სურვილისამებრ არქმევენ სახელებს. თარგის შექმნის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მიზანი? ამით მკითხველს მხოლოდ იმას ვუმტკიცებთ, რომ ვიკიპედიაში ქართული ენის სპეციალისტები არ გვყავს, თუ იმას, რომ სახელმძღვანელო არ გვაქვს? მგონი, აქ საქმე უნდა გვქონდეს სახელების სხვაობასთან გამოთქმასა და ამ ნორმების მიხედვით. თუ ასეა, მე უპირატესობას ნორმებს მივანიჭებდი.—G.G. 08:38, 3 თებერვალი 2011 (UTC)

გიორგი მადლობა, რომ სტატიების შესახებ აუხსენი. ახლა შენ პასუხი: ნორმებს მივანიჭებდი მეც უპირატესობას, მაგრამ სადაა ეს ნორმები? შენს მიერ მითითებულ დახმარების გვერდზე, არც ისლანდიური და არც ეთიოპიური ენა არაა მითითებული სამწუხაროდ (განხილვა:სოურარინ სოტლაუქსონი და განხილვა:მენგისთუ ჰაილე მარიამი – ესენი ხომ ამ ენებიდანაა შემოტანილი?). აქ ქართული ენის სპეციალისტების არყოლაზე არაა საქმე. აქ იმაზეა საუბარი, რომ ქართული ენაში არაა განსაზღვრული, როგორ უნდა შემოვიდეს ესა თუ ის სიტყვა მითითებული ენებიდან. და აქ იმაზეა საუბარი მომხმარებელს მივუთითოთ, რომ შეცდომით არ დამკვიდრდეს ქართულში. — ჯაბა ლაბაძე () 09:16, 3 თებერვალი 2011 (UTC)

მადლობ, რომ გამარკვიე. მაღლაც ავღნიშნე, თარგის შექმნის წინააღმდეგი არ ვარ. ახლა, რადგან მიზეზიც გარკვეულია, დაე, შეიქმნას. მხოლოდ ძალიან დიდ ფართობს ნუ დაიკავებს სტატიაში, რადგან ეს თარგი დიდი ხნის მანძილზე დარჩება სტატიაში (ჩემი აზრით), და საერთოდაც, ჯობს, თუ ამ შემთხვევაში სტატიის ბოლოში იქნება ჩასმული.—G.G. 09:26, 3 თებერვალი 2011 (UTC)

  • Symbol support vote.svg (მომხრე)—G.G. 09:26, 3 თებერვალი 2011 (UTC)

დამბლოკეთ

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ვიკიმანია დამემართა და ნაღდად არ მაწყობს ამ აბიტურიენტობის პერიოდში. ხოდა დამბლოკეთ რა 1 თვით (ჯერჯერობით :D) --გოტა (მომწერე) 11:05, 2 თებერვალი 2011 (UTC)

ხო მართლა, IP-ზე არა ოღონდ. ამ სახელზე.. :) --გოტა (მომწერე) 11:07, 2 თებერვალი 2011 (UTC)
მართალს ამბობ? ვიკრიჭები დაბლოკვა გინდა? — GIO---->>13 () 11:46, 2 თებერვალი 2011 (UTC)
ეს ვიკიპედიაში მუშაობის თავის დანებების ახალი პრაქტიკაა? – BruTe () 13:11, 2 თებერვალი 2011 (UTC)
ალბათ, სანდრო, თორემ თუ არ მინდა და არ მცალია, არ შემოვალ ვიკიში და საერთოდ კომპიუტერს არ ჩავრთავ. :) — GIO---->>13 () 13:36, 2 თებერვალი 2011 (UTC)
თუ საერთოდ არ გინდა, რომ 1 თვის განმავლობაში ვიკიპედიაში რამე გააკეთო მაშინ IP–ც უნდა დაიბლოკო თორემ მარტო სახელს რა აზრი აქვს:)--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 14:02, 2 თებერვალი 2011 (UTC)

ახალი პრაქტიკა ნამდვილად არაა? მოძველდა მას შემდეგ რაც გაესერმა ითხოვა და მსწრაფლ დაბლოკეს. — ჯაბა ლაბაძე () 14:46, 2 თებერვალი 2011 (UTC)

რო მინდა ხოლმე შემოსვლა ვიკიზე, მცალია თუ არ მცალია შემოვდივარ მაინც. :)) და ბევრ სხვა რაღაცას არ ვაკეთებ ხოლმე რა... ხოდა დამადეთ რა ბანი :D IP-ზე არ დამადოთ. თუ დამჭირდა ვიკი ხო უნდა შემოვიდე. თან ქსელში მეზობლებიც არიან. --გოტა (მომწერე) 16:51, 2 თებერვალი 2011 (UTC)

თუ აღარ გინდა ამ თემის გაგრძელება, შეგიძლია დაწერო და დაიხურება თემა. — GIO---->>13 () 15:21, 4 თებერვალი 2011 (UTC)

წყაროს მითითება

შევამჩნიე რომ {{წყაროს მითითება}} მომხმარებლის განხილვის გვერდებიდან იშლება. რატომ? ვიკიპედიის უმთავრესი პრინციპი „განხილვის გვერდებიდან არაფერი არ იშლება“ ამ თარგზე არ ვრცელდება? – BruTe () 15:04, 2 თებერვალი 2011 (UTC)

რომლებსაც მიეთითა ისენი თუ წაიშლებოდა. აბა ცანგალას განხილვას გადახედე. მე ასეთ გვერდს ვერ ავიტანდი. წყარო მითითებულ სტატიებს ამოვიღებდი. — GIO---->>13 () 15:07, 2 თებერვალი 2011 (UTC)

მე უფრო სხვა მხრიდან ვუყურებ მაგ პრობლემას. ჩემი აზრით თარგიდან ამოსაღებია ტექსტი გთხოვთ ჩაუსვათ სტატიის ძირითად ავტორს შემდეგი შეტყობინება ...... ეს უაზრობაა, რატომ? იმიტომ რომ, არ არსებობს მსგავსი რამ {{უტექსტო}} ამ თარგის შემთხვევაში, მაგრამ სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. — ჯაბა ლაბაძე () 16:44, 2 თებერვალი 2011 (UTC)

მე არ ვთვლი ასეთ შეტყობინებებს უაზროდ და არც ცანგალას განხილვის მსგავსი განხილვის გვერდი რომ მქონდეს, არანაირ პრობლემას/უხერხულობას არ ვიგრძნობდი ამის გამო. ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ერთ დროს დაშვებულ შეცდომებს (ან როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ) ახლა ვასწორებ, რაზეც მეტყველებს ქვეშ მიწერილი Yes check.svg გაკეთდა. რაც შეეხება, თარგ {{უტექსტო}}-ს, მე აქაც ჩავსვამდი იგივე ტექსტს, რაც თარგ წყაროშია (და არა პირიქით, „რადგან მანდ არ არის, არც მეორე თარგში არ გვინდა“ პრინციპით.) ჯაბას საქციელს ვერ გავამართლებ, წყაროების მითითების შემდეგ საკუთარი გვერდიდან ამ შეტყობინებებს რომ შლის. ვიკიპედიის ერთ-ერთი წესია: განხილვის გვერდებიდან არაფერი არ უნდა წაიშალოს. მაგას არ ჯობია, მიეწეროს ქვეშ Yes check.svg გაკეთდა?—G.G. 08:09, 3 თებერვალი 2011 (UTC)

„რადგან მანდ არ არის, არც მეორე თარგში არ გვინდა“ ამ პრინციპით არ ვმოქმედებ, იქ არ არის და საქმე უკეთ მიდის ვიდრე აქ. ესაა ჩემი მაგ კომენტარის დედააზრი, სხვა საკითხზე ნუ გადადიხართ. რაც შეეხება ტექსტის წაშლას საინტერესოა რატომ არ გაამართლებ „ჩემს საქციელს“? რაიმე წესი დავარღვიე? საინტერესოა ისიც, რომ მარტო ჯაბას ქმედება შეამჩნიეთ. ეს თქვენს არასწორ მიდგომებზე მიუთითებს და სხვის ფეხის ხმის აყოლაზე. — ჯაბა ლაბაძე () 08:34, 3 თებერვალი 2011 (UTC)

ვიკიციტატა
„შეტყობინების ჩასმა უაზრო რომ ყოფილიყო, მას შედეგი არ ექნებოდა. აბა ნახეთ, სადაც ჩაისვა ეს შეტყობინება, თითქმის ყველა სტატიას მიეთითა ლიტერატურა, უტექსტო და სხვა ამგვართარგიანი სტატიები კი წლების განმავლობაში ხელუხლებელი რჩება. ისე, ქსე სოფლის შესახებ სტატიებსაც რომ მიეთითოს ურიგო არ იქნება, ჩვენ კი ვიცით, რომ ქსე–დანაა, მაგრამ მკითხველმა იცის?--Ouzo განხილვა 08:17, 3 თებერვალი 2011 (UTC)“

— პუსუხი დედააზრზე: „იქ არ არის და საქმე უკეთ მიდის ვიდრე აქ“. მე ვისი ქმედებაც დავინახე, ის ვთქვი. თუ სხვამაც ვინმემ ამოშალა, არც იმას გავამართლებ. რომელი წესი? არ ვიცი, სადმე წერია თუ დაუწერელია, მაგრამ რამდენჯერმე მიგითითეს მაგ წესზე: ვიკიპედიის უმთავრესი პრინციპი „განხილვის გვერდებიდან არაფერი არ იშლება“.(სანდროს სიტყვებია)—G.G. 08:48, 3 თებერვალი 2011 (UTC)

გიორგი, ouzo-ს ციტატა რომ მოგყავს შენი პასუხი არ გაქვს? რომ არ იცი სად წერია ამის შესახებ და სხვების აზრს რომ იმეორებ იმიტომ გითხარი სხვების ფეხის ხმას ხარ აყოლილი-მეთქი. რამდენჯერმე სად მიმითითეს განხილვის გვერდიდან ნუ შლიო. სანდროს სიტყვები რამდენჯერმეა? ან საერთოდ სადაა ნახსენები სანდროს ტექსტში ჯაბა? საერთოდ მინდა გითხრათ ჭიანჭველიდან სპილოს ნუ ქმნით და ზოგიერთები ამას სიხარულით ნუ აჰყვებით ხოლმე. --ჯაბა ლაბაძე () 09:02, 3 თებერვალი 2011 (UTC)

ouzo-ს ციტატა რომ მომყავს, ჩემი პასუხიც ეგაა და მიტომ მომყავს. იგივე რომ მეწერა და ჩემად გამესაღებინა, ალბათ, ეს უფრო მომხიბვლელი იქნებოდა? უბრალოდ „წყარო მივუთითე“ ჩემს აზრს. თუ ჩემი აზრი რომელიმე სხვა ვიკიპედიელის აზრს ემთხვევა, იმიტომ ვარ სხვების ფეხის ხმას აყოლილი? ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, სადაც თავად მოითხოვდი ამ წესის დაცვას (თუ ზუსტად მახსოვს, ცანგალას უკავშირდებოდა) და ახლა თავადვე არღვევ მას? მეტი კონკრეტულობა საუბარში ზოგადი ფრაზებით შემოფარგვლის ნაცვლად, თუ შეიძლება. შეგიძლიათ ეს ჩემს სუბიექტურ აზრად ჩათვალოთ, თუ მსგავსი წესი არასოდეს არსებულა. მე მოვრჩი ამ თემაზე.—G.G. 09:16, 3 თებერვალი 2011 (UTC)

საოცარია ouzo-ს სიტყვების წყაროდ (თუნდაც ფრჩხილებში) გასაღება. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება (იმედია არ გეწყინება): თუ ზუსტად რაიმე არ გახსოვს ძალიან გთხოვ მაგას ნუ მოიტან კომპრომატად. რაც შეეხება ცანგალას მიმართ ჩემს მოთხოვნას ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ ეს არ ეხებოდა ამ უაზრო შეტყობინების წაშლას. წაშლილ ტექსტებს შორის განსხვავებაა. სანამ წესებზე არ იქნება მითითება, რომ ეს წესი დაირღვა ამ ქმედებით, მანამდე ნურც ნურაფერს დაწერთ. თუ ჩემი ქმედებით წესი დაირღვა დაუყოვნებლივ ვაღიარებ შეცდომას და აღვადგენ განხილვის გვერდს, რაც ძალიან მარტივია და არ ღირს აურზაურად. — ჯაბა ლაბაძე () 09:32, 3 თებერვალი 2011 (UTC)

არც ჩემი იდეაფიქსი არ ყოფილა აურზაურის ატეხვა, როდესაც ამ თემას ვხსნიდი. უბრალოდ შეუსაბამობა შევამჩნიე იმაში, რასაც აქტიური მომხმარებელი ახალ მომხმარებელს ურჩევს და რჩევის მიმცემის ქმედებაში. მიმაჩნია, რომ ძალიან პარადოქსულია ახალ მომხმარებლებს ვუჩიჩინებდეთ, განხილვიდან არაფერი იშლებაო (და ამისათვის გაფრთხილებასაც ვაძლევდეთ) და იგივეს ვაკეთებდეთ ჩვენც. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ განხილვის გვერდს აღადგენ (არა მარტო შენ, ჯაბა). – BruTe () 10:13, 3 თებერვალი 2011 (UTC)
მეც მაგას ვამბობ (ჯაბა კიდევ სხვების ფეხის ხმას აყოლილს მიწოდებს). ჩვენვე ვუჩიჩინებთ ახალ მომხმარებლებს და ჩვენვე ვარღვევთ? მიუხედავად იმისა, რომ წესების ინგლისურ ვარიანტში დასაშვებადაა მიჩნეული საკუთარი განხილვის გვერდიდან ინფორმაციის ამოღება (მაგრამ გვერდზევე უწერია: დასაშვებია, მაგრამ ძლიერ რეკომენდირებულია დაარქივებაო), მე მიუღებლად მიმაჩნია განხილვის გვერდიდან რაიმე ინფოს წაშლა. მგონია, ისინი, ვინც საკუთარი გვერდიდან ასეთ, საკუთარი შეხედულებით, „უაზრო“(მერე რომ არ გამომრჩეს: ეს სტყვა ძალიან სუბიექტურად მიმაჩნია, ისევე როგორც „საუკეთესო“) კომენტარებს შლიან, პირად შეურაცყოფად მიაჩნიათ და იმიტომ შლიან. აქვე დავსძენ, რომ ჩემი ეს კომენტარი არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი და არავის თავს არ ვახვევ. ახლა კი ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ჩემს ეულ პოსტსაც კი ვეღარ იხილავს თუალნი თქუენნი ამ თემაში.ვიღიმი—G.G. 10:44, 3 თებერვალი 2011 (UTC)
კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს, თუ აკვირდებით, ამ დღეებში მასიური ხასიათი მიიღო ამ უაზრო შეტყობინებების დაგზავნამ, თავი რომ გავანებოთ სტატიებში თარგის ჩასმას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ზემოთ აღვნიშნე, რომ ამ "საქმიანობაში" ამდენი დროის კარგვას, ჯობს ჩვენ თვითონ მივუთითოთ რესურსები სულ მარტივად და არა დავამახინჯოთ სტატია და ვუგზავნოთ აქეთ-იქით მის ავტორებს შეტყობინებები.--მიხეილ () 13:20, 3 თებერვალი 2011 (UTC)
ნეტავ ვინ შექმნა ეს უაზრო თარგი? ან რატომ შექმნა საერთოდ? ან რატომ ცაწერა, რომ ავტორს შეატყობინეთო? და ამდენი ხანი ამ უაზრობას რატომ არ აქცევდით ყურადღებას? და, საერთოდ, რა უაზრობაა წყაროს მითითება სტატიებში? ვინ მოიგონა? ნეტავ ერთი, ეტყობა საქმე არ ჰქონდა და დიდხანს იფიქრა ამ ტარგის შექმნაზე. რას ჰქვია, ნუთუ ვიკიპედ8იის სტატია წყაროს გარეშე სანდო არაა, მას ხომ ყველაფრის მცოდნე ხალხი ქმნის? ყოველ შემთხვევაში ამ სტატიების ინფორმაციებს ხომ იმ ხალხის შრომებიდან ვიღებთ, რომლებმაც ეს საქმე იციან? მაშინ რა საჭიროა წყაროს მითიტება, არ ჯობია სტატია ჩვენად გავასაღოთ და საქმის ღრმა მცოდნეებად თვითონ წარმოვჩნდეთ? საკითხს ვსვამ: საერთოდ გავაუქმოთ თარგი „წყარო“, ასე უფრო სამართლიანი იქნება! — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ouzo (განხილვაწვლილი) 18:31, 3 თებერვალი 2011.
ბოდიში, ხელის მოწერა დამავიწყდა.--Ouzo განხილვაწვლილი 15:14, 3 თებერვალი 2011 (UTC)
ვინ და ვიკიპედიის დამფუძნებელმა. გინდათ ამის გაუქმება - პირადად ჯიმი უელსს მიმართეთ. მანამ ეს ვერ გაუქმდება. საუკეთესო სურვილებით,--იორგი 15:02, 3 თებერვალი 2011 (UTC)
ვიკიპედიის დამფუძნებელმა რომ შექმნა, იქნებ ისიც მიეწერა, რომ სხვა მომხმარებლები არ უნდა გაღიზიანდნენ იმ მომხმარებლის მიმართ, რომელიც ამ თარგს ჩასვამსო? ან ჯიმი უელსი ტყუის, ან ის მომხმარებლები, რომლებიც წყაროს მითითებას საერთოდ არ თვლიან საჭიროდ, ან ამ თარგის ჩამსმელზე ღიზიანდებიან. --Ouzo განხილვაწვლილი 15:14, 3 თებერვალი 2011 (UTC)
გიორგი მე გირჩევ ის საქმე აკეთო რასაც აქამდე აკეთებდი, სტატიების წერა უფრო კარგად გამოგდის და გააგრძელე. ადმინისტრატორობა იმას არ ნიშნავს სტატიების წერა შეწყვიტო. წერე სტატიები და მიუთითე წყაროები. და რა მინდა გითხრა იცი? ნუ გგონიათ, რომ რადგან სტატია პეტრემ (მაგალითად) შექმნა პეტრემ უნდა ჩაამატოს წყარო. ეს სტატიები შენი არაა? ჩემი არაა? და კიდევ ჩვენი არაა? აბა გადახედე ჩემს წვლილს რამდენისთვის ჩამისვამს წყარო მაგრამ ჩემი დაწერილი არ ყოფილა ეს სტატია. ეს კარგად გაიაზრე უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს ქართულ ვიკიში ვიდრე სხვას. — ჯაბა ლაბაძე () 15:10, 3 თებერვალი 2011 (UTC)
ჯაბა, პეტრემ თუ დაწერა, სწორედ პეტრე ვალდებულია ჩასვას წყარო - ვიკიპედიაში მუშაობის ერთადერთი პირობა სწორედ ეს არის. :) - В случае, если были высказаны сомнения относительно достоверности приведённых в статье сведений, ссылки на источники информации должен предоставить тот участник, который добавил в статью новые или восстановил ранее удалённые сведения.--იორგი 15:19, 3 თებერვალი 2011 (UTC)
მგონი პეტრემ უკეთესად უნდა იცოდეს საიდან აიღო სტატიისთვის ტექსტი და იმიტომ უნდა ჩასვას თავისსავე შექმნილ სტატიაში თავად პეტრემ. თუ პეტრე გასულია აუტში და აღარ უნდა ვიკიპედიის მოედანზე შემოსვლა, მაშინ გეთანხმებით, რომ სხვის შექმნილ სტატიაში წყაროს მითითება კეთილშობილი საქმეა.--Ouzo განხილვაწვლილი 15:20, 3 თებერვალი 2011 (UTC)

პასუხი გიორგის:

ვიკიციტატა
„ჯაბა, პეტრემ თუ დაწერა, სწორედ პეტრე ვალდებულია ჩასვას წყარო - ვიკიპედიაში მუშაობის ერთადერთი პირობა სწორედ ეს არის. :) იორგი 15:19, 3 თებერვალი 2011 (UTC)“

იცი გიო, აქ არავინ არაფრის ვალდებული არაა, ყველა ნებასურვილითაა და სტატიებსაც ნებაყოფლობით წერენ. ამ ლოგიკით წყაროს მითითებაც ნებაყოფლობითი გამოდის. ამიტომ წესი გვინდა: ან ყველა სტატია, წყაროს გარეშე, უნდა წაიშალოს, ან ჩვენ უნდა აივიღოთ ჩვენ თავზე წყაროს მითითება სტატიებში, თორემ აქ ვერავის ვერ დავავალდებულებთ. :) — GIO---->>13 () 16:20, 3 თებერვალი 2011 (UTC)

ზემოთ გამოითქვა კარგი აზრი, გამოვავლინოთ სტატიები წყაროების გარეშე და პარალელურად დავიწყოთ ლიტერატურის მითითება. ჩემი აზრით იმ სტატიებში, რომელთა ავტორებიც მოქმედი რედაქტორები არიან, სჯობს მათ თავად ავტორებმავე ჩაუსვან (რადგან მათ იციან საიდან აირეს ტექსტი), დანარცენებს, ვისაც რა შეუძლია და რისი ინტერესიც აქვს. ქიმიაში და მოლეკულურ ფიზიკაში მე ვერ ჩავსვამ, ჯობია ვინც ცოტა მაინც ერკვევა იმან ჩასვას. ანუ: 1. გამოვლენა და 2. შევსება. მგონი მისაღები უნდა იყოს არა? რაც უკვე გამოვლენილია, იქ უკვე შეიძლება დავიწყოთ, მაგრამ ამავე დროს პარაკლელურად გამოვავლინოთ კიდეც.--Ouzo განხილვაწვლილი 17:21, 3 თებერვალი 2011 (UTC)

მეგობრებო, თემას გავცდით... რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს თემა იმიტომ გაიხსნა, რომ განხილვის გვერდებიდან თარგების ამოშლის სისწორე განვიხილოთ. თუმცა, სანამ ამას დავუბრუნდებით, გიორგის ვეტყვი რომ {{წყაროს მითითება}} მომხმარებელს არაფერს არ ავალდებულებს. ის ატყობინებს მომხმარებელს, რომ თუ სანდო წყარო არ იქნება მითითებული, სტატია შეიძლება წაიშალოს. მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ რამდენად მართებულია გვერდებიდან მათი ამოშლა? – BruTe () 07:05, 4 თებერვალი 2011 (UTC)

აბსოლუტურად გაუმართლებელია. — დავით პასუხი 07:10, 4 თებერვალი 2011 (UTC)
ჯერ იმაზე მიპასუხეთ რამდენად გამართლებულია ამ თარგში ამ უაზრობის თვითნებურად ჩასმა და მერე ვიმსჯელოთ დანარჩენზე. — ჯაბა ლაბაძე () 08:56, 4 თებერვალი 2011 (UTC)
არ ვიცი რატომ უნდა გიპასუხო, ჯაბა, ჯერ სხვა თემაზე, როცა ეს ქვეთავი მაგას არ ეხება :). თუმცა გიპასუხებ: არ ვიცი ვინაა ის მომხმარებელი, ვინც ეს ცვლილება გააკეთა, მაგრამ დიდი სხვაობა ძველსა და ახალს შორის მგონი არაა. ამგვარი „თვითნებობები“ კი ყველას გვახასიათებს :). როცა „თვითნებობა“ არსებითად არაფერს ცვლის, ვერ ვხვდები რატომ უნდა ვუწოდო მას თვითნებობა. ახლა თქვენი (სხვების) ჯერია, გამოთქვით აზრი, რატომ უნდა (ან არ უნდა) იშლებოდეს განხილვის გვერდიდან ის შეტყობინება. მე ვფიქრობ, განხილვის გვერდიდან არაფერი არ უნდა იშლებოდეს და ამ აზრზე ვიყავით ყველანი აქამდე :). სანდროს ემახსოვრება, რომ მას ერთხელ ჩემი განხილვის გვერდიდან ყოვლად უაზრო ან თუნდაც ყველაზე უცენზურო რეპლიკის ამოშლაც კი დავუშალე! :) ასე რომ, ჩემი აზრი ნათელია. — დავით პასუხი 09:41, 4 თებერვალი 2011 (UTC)
რატომ უნდა მიპასუხო ვერ ხვდები? იმიტომ, რომ არა ეგ ცვლილება ეს უაზრო დავა არ იქნებოდა. დათო შენ თუ მაგ ცვლილებებს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევ ძალიან მიკვირს, თუმცა ეს შენი პრობლემაა. ძალიან მიკვირს კიდევ ის რომ ვერ მიხვდი ვინ შეცვალა ეგ თარგი (არ ვიცი ვინაა ის მომხმარებელი, ვინც ეს ცვლილება გააკეთა – ბმულში კარგადაა მითითებული). თარგში ასეთი ტექსტის ჩასმა გთხოვთ ჩაუსვათ სტატიის ძირითად ავტორს შემდეგი შეტყობინება - {{subst:წყაროს მითითება|წყარო}} თვითნებობაა და მეტი არაფერი. მე მაქვს შეკითხვა: იმის გამო, რაც თვითნებურად გაკეთდა (ამაზე არ შევთანხმებულვართ ვიკიპედიელები), ჩემს (და საერთოდ არავის) გვერდზე ის უაზრო შეტყობინებაც არ უნდა ისმეოდეს. აი ამიტომ უნდა მიპასუხო. — ჯაბა ლაბაძე () 09:54, 4 თებერვალი 2011 (UTC)
მომიტევე ჯაბა, შემიძლია დაგარწმუნო, რომ ნამდვილად არ ვიცოდი გაესერმა სახელი თუ გადაირქვა :). შეატყობდი ალბათ ჩემს პასიურობას 4 დღის მანძილზე. :) მაგ თვითნებობის შესახებ თარგის განხილვაზე განვიხილოთ, დავწერ ჩემს აზრსაც. აქ კი განხილვა სულ სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო. სანამ ეგ თვითნებობაა თუ რაღაც მოხდებოდა, ის შეტყობინება ხომ მაინც ისმებოდა? და როგორც ჩანს იშლებოდა კიდეც (თორემ სანდრო არ გახსნიდა თემას). არსებობს ლოგიკური კითხვა: რატომ? ხომ მიღებულია პრინციპი, განხილვის გვერდიდან არ ვშლით არაფერს (გარდა უცენზურო, უაზრო, თემასთან დაუკავშირებელი რეპლიკეისა – ეს შეტყობინება ამ სიაში არ შედის). მე მესმის, რატომ იშლება: არც მე მომწონს ჩემს განხილვაზე ამ წუთში ჩამოწიკწიკებული ავტომატური შეტყობინებები :). (ჯაბა, არ გადამიმოწმებია, მაგრამ ვხვდები, რომ ალბათ შენ ამოშალე და სრულიად მესმის შენი, შესაძლოა მეც ამომეშალა :). ისეთ შთაბეჭდილებას ნუ შეიქმნი, რომ გადანაშაულებ). მაგრამ ფაქტია, ამ შეტყობინებებს შედეგი მოაქვს, ყოვცელ შემთხზვევაში ჩემთვის მოაქვს და ვთხოვ კონტროლიორებს, მომავალშიც ნუ დაიზარებენ და შემატყობინონ ჩემი სტატიების ხარვეზები, რადგან ჩემზე უკეთ ჩემსავე დაწერილ სტატიას ალბათ სხვა ვერ შეასწორებს :). — დავით პასუხი 10:08, 4 თებერვალი 2011 (UTC)

ამგვარი შეტყობინების წაშლის ამოღება, ისიც კონკრეტულ შემთხვევებში რატომ გახდა ამგვარი აჟიოტაჟის საგანი, ვერ ვხვდები. ჯაბა გაცილებით სწორ აქცენტებს აკეთებს ამ თარგთან მიმართებაში, რომელიც მართლაც უაზრობამდე დადის (თუ რატომ ბევრი ითქვა და დაიწერა). მართალია გვაქვს ერთვარი „არაწერილობითი“ (ანუ წესებში ჩამოუყალიბებელი) შეთანხმება განხილვის გვერდებიდან ინფორმაციის წაუშლელობის (ისე, აქ უნდა განვასხვავოთ წაშლა და ამოღება), თუმცა გააჩნია ინფორმაციას. თანახმად ვიკიპოლიტიკისა ამ ნაწილში, თუ მომხმარებელმა ამოიღო რაიმე შეტყობინება თავისი განხილვის გვერდიდან, ეს როგორც წესი ნიშნავს, იმას, რომ მან გაიგო შეტყობინება და არავის აქვს უფლება აიძულოს იქონიოს კონკრეტული შეტყობინება, ან სხვა ინფორმაცია გამოჩენილ მდგომარეობაში (ვიმეორებ გარჩევაა საჭირო: ამოღებისას ისტორიაში დაცულია ყველაფერი!). სხვა საქმეა მე ჩავიდინო ვანდალიზმი და ამგავრი შეტყობინება დავმალო. ჩვენ შემთხვევაში, მე არ ვიცი ვინ რა გააკეთა და რატომ (პირველ რიგში კონკრეტიკა იყო საჭირო როდესაც ბრუტმა საკითხი დააყენა), მით უფრო რატომ ატყდა ამაზე აჟიოტაჟი, მაგრამ მე პირადად მსგავსი შეტყობინება ორჯერ ამოვიღე - მარტივი მიზეზით, შეტყობინება წავიკითხე და წყარო მივუთითე, ხოლო გვერდზე არ მინდოდა მქონოდა შეტყობინება უაზრო ტექსტით (თუ რატომ უაზრო, იხ. თარგის განხილვა). პ. ს. მომხმარებელს შეუძლია სახელი შეიცვალოს, ე. ი. მთელი ისტორია ძველი სახელის ნაცვლად გადავა ახალზე და ვინც ეს არ იცის, ესეც ისტორიის დამალვა არ გამოდის?! ამიხსენით მაში განსხვავება. R. 14:01, 4 თებერვალი 2011 (UTC)

დამალვა არ გამოდის, რადგან ძველი ახალზე გადამისამართდება.
იგივე მიდგომით, მე შემიძლია ამოვშალო მთელი ეს გვერდი, რადგან აქ უკვე ყველაფერი გარკვეულია და არც ერთი თემა ღია არაა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემს ამ მოქმედებას ვიკი-საზოგადოება არ მოიწონებს. ჯაბა მართლაც თარგზე აკეთებს აქცენტს, თუმცა ვერ ვხვდები, რა ისეთ პასუხს ელით გიორგისაგან, რომ განხილვიდან ინფოს ამოშლა გამართლდეს. მე კი ახალ მომხმარებლებთან მიდგომაზე და აქტიურთა მოქმედებაზე ვაკეთებ აქცენტს. მართალია ინგლისური ვიკი არ კრძალავს განხილვის ამოშლას, მაგრამ ჩვენ მართლაც გვქონდა ზეპირი, „არაწერილობითი“ შეთანხმება, რომლის თანახმადაც „განხილვიდან არაფერი არ იშლება“. სწორედ ამიტომ მიმაჩნია რომ არ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ახალ მომხმარებლებში ვქადაგებთ. აქ საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: რატომ დადგა თარგის „რეპუტაცია“ ეჭქვეშ მას შემდე, რაც ყავახანაში ეს თემა გაიხსნა (ეს შეკითხვა დასვა დათომაც)? ავია თუ კარგი, ის უკვე 5 თვეა შექმნილია და ნუთუ ვერავინ შეამჩნიეთ მისი შექმნა თუ არა, გამოყენება მაინც? – BruTe () 15:10, 4 თებერვალი 2011 (UTC)

სანდრო ძალიან გულუბრყვილო კომენტარია:

  • ჯერ ერთი, თავად გიორგი დღეს შემოვიდა ვიკიში და პასუხი არ დაწერა, რაღაც ერთი კომენტარი ჩააგდო ყავახანაში, თქვენ რას გადააკვდით მის ქმედებას გასაკვირია.
  • მეორე თარგზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ ნებისმიერი მსგავსი ხასიათის ცვლილება უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით. მე მგონია რომ ეს იყო კოლექტიურობის და ურთიერთშეთანხმების პრინციპების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება და ის რაც ამ ყველაფერს მოყვა მე ვერ ჩავთვლი კანონიერად.
  • და მესამე ძალიან კარგად იცით, რომ მე ზაფხულის განმავლობაში პასიური ვარ 3 სექტემბერს 30-მდე ცვლილება მაქვს და ისიც სამსახურიდან. რაც შევამჩნიე და როდესაც აქტიური ვიყავი კიდეც გამოვხატე რეაგირება და ძველი (ზოგიერთის სიტყვით მოძველებული) ვერსია აღვადგინეთ და [ვიკიპედია:ბოტები/ავტომატური და ნახევრად ავტომატური სტატიების შექმნა/პროექტი|დავიწყეთ აქტიური განხილვა]. — ჯაბა ლაბაძე () 15:25, 4 თებერვალი 2011 (UTC)
ჯაბა, ისევ არასწორი გზით მიგყავს განხილვა და მართლა ვერ ვხვდები რატომ. რა შუაშია აქ გიორგი? (გიორგი ეხება თარგს, მის შინაარსს... იქ განიხილე და აკრიტიკე რამდენიც გინდა, აქ კი განხილვაა განხილვის გვერდებიდან ამოშლაზე, რასაც გიორგისთან არავითარი პირდაპირი კავშირი არა აქვს). მეორე თარგზე რომ აქცენტს აკეთებ, კარგია, მაგრამ სადაც საჭიროა იქ გააკეთე. — დავით პასუხი 15:35, 4 თებერვალი 2011 (UTC)
თქვენ რას გადააკვდით მის ქმედებას გასაკვირია – აი ეს კი შეურაცხმყოფელია უბრალოდ ჩემთვის. (მითუმეტეს სანდროსთვის, რომელსაც არავითარი მიზეზი არ მოუცია ეს დაგეწერა მის მიმართ). — დავით პასუხი 15:37, 4 თებერვალი 2011 (UTC)
ვიკიციტატა
„მეორე თარგზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ ნებისმიერი მსგავსი ხასიათის ცვლილება უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით. მე მგონია რომ ეს იყო კოლექტიურობის და ურთიერთშეთანხმების პრინციპების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება და ის რაც ამ ყველაფერს მოყვა მე ვერ ჩავთვლი კანონიერად.“
ეს წაიკითხე? ამ თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილების გამო არ მსურს ჩემს გვერდზე ვიხილო ის უაზრო ტექსტი და ამიტომ ამოვშალე. დათო რაა ამაში გაუგებარი?— ჯაბა ლაბაძე () 15:39, 4 თებერვალი 2011 (UTC)
ჯაბა, შენ გინდა თქვა რომ ეს თარგი 2 თებერვალს შეამჩნიე? – BruTe () 15:42, 4 თებერვალი 2011 (UTC)

ყოჩაღ სანდრო, პირველი-მეორე პუნქტები გამოგიტოვია. მე ამ თარგის, ეს გამიზნულად გაკეთებული უაზრო ცვლილება შევამჩნიე 2 თებერვალს, მაშინ როცა ჩემს გვერდზე გაჩნდა უაზრო ტექსტი. — ჯაბა ლაბაძე () 15:46, 4 თებერვალი 2011 (UTC)

ყოჩაღ, ჯაბა, კარგი პასუხია, მაგდენი ვეღარ მოვიფიქრე. :) მაგრამ მითხარი, ამას რა მოვუხერხოთ? შენ ეს თარგი არა მარტო 2 თებერვლამდე შეამჩნიე, არამედ მეტიც, გამოიყენე კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ მასთან არავითარი პრობლემა არ გქონდა, მანამ სანამ ყავახანაში თემა არ გაიხსნებოდა... – BruTe () 15:56, 4 თებერვალი 2011 (UTC)

გთხოვთ გვეყოს ამხელა არაფრისმომცემი განხილვები. ჯობს ვაკეთოთ საქმე (რომელიც თავზე საყრელადაა) უწყარო სტატიებში ჩავსვათ წყაროები. ამით ყველაფერი მოგვარდება. ნუ ვართულებთ სიტუაციას. გთხოვთ. — GIO---->>13 () 15:57, 4 თებერვალი 2011 (UTC)

ვაიმე სანდრო რა უსუსური კომენტარია? რამ გაგამწარა ასე? აბა ნახე აქ ბოლო განხილვაში რას ვწერ?. ეგ მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ კარგად ვიცი ცანგალას ქსე აქვს და ეს თხოვნა იყო დაემატებინა, ამას კიდევ სიამოვნებით ვაკეთებდი ადრეც აბა ეს ნახე. — ჯაბა ლაბაძე () 16:07, 4 თებერვალი 2011 (UTC)

პასუხი BRUTE-ს:„დამალვა არ გამოდის, რადგან ძველი ახალზე გადამისამართდება.“ სანამ ძველს არ დავაჭერ, მანამდე ვერ გავიგებ რომ ახალზე გადადის, მაგრამ ისტორიაში სახელი იცვლება (ე. ი. გარკვეულწილად დაიმალა). ამას თავი გავანებოთ, სახელის შეცვლის შესაძლო მიზეზებში პირდაპირ წერია ეს, რაც დაშვებულია ვიღიმი. იგივენაირად განხილვის ისტორიაში შეხვალ და ნახავ სად, როდის, რა იდო. „იგივე მიდგომით, მე შემიძლია ამოვშალო მთელი ეს გვერდი, რადგან აქ უკვე ყველაფერი გარკვეულია და არც ერთი თემა ღია არაა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემს ამ მოქმედებას ვიკი-საზოგადოება არ მოიწონებს.“ - ეს რომ არ არის ადექვატური პასუხი ჩემს კომენტარზე, მგონი ცხადზე უცხადესია. პ. ს. მგონი ყველას ვიკიშვებულება გვჭირდება. ვიღიმი R. 17:26, 4 თებერვალი 2011 (UTC)

+1 ვიკიშვებულება ყველას. :) — დავით პასუხი 17:52, 4 თებერვალი 2011 (UTC)
მეგობრებო, მე პირადად არ ვთვლი დიდ პრობლემად თუკი ჩემ მიერ შემოტანილ სტატიაში ნაკლს მიმითიტებენ, მათ შორის, წყაროსთან დაკავშირებით, მაგრამ, რადგან მომხმარებელტა გარკვეულ ნაწილში ამ თარგმა, კონკრეტულად კი ერთმა წინადადებამ ასეთი გაღიზიანება გამოიწვია, როგორც ჩანს, მართლაც რარაც არის შესაცვლელი, მაგალითად ფორმა, იქნებ უფრო თავაზიანი გავხადოთ, რომ ტყუილად არ გამოვიწვიოთ გაღიზიანება კოლეგებში. იქნებ ამას უფრო დახმარების თხოვნის ფორმა ჰქონდეს, ვიდრე ცივი მითითების. ასე დატოვება რომ აღარ შეიძლება, ეს ფაქტია. ვნებათაღელვა უნდა ჩავაცხროთ და გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ.--Zolokin განხილვაწვლილი 18:35, 4 თებერვალი 2011 (UTC)

თარგზე დაგვეხმარეთ

გთხოვთ, ვინმე ამ თარგზე დაგვეხმარეთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიო. ქვემოთ სათარგმნია და განსაახლებელი. — Taro James განხილვაწვლილი 11:51, 3 თებერვალი 2011 (UTC)

უფრო კონკრეტულად?—G.G. 12:00, 3 თებერვალი 2011 (UTC)
თარგი შეიცვალა და ქვემოთ "გამოყენება" რომ არის ეგ არი ახალი თარგის შესაბამისად გასაკეთებელი. კიდე ციტატას მოვიტან: "ეს ბოლო გავაკეთე, მაგრამ ვერ ჩავსვი კარგად. იქნებ ვინმემ გაასწოროს. (ეს ეხება პროფესიულ კარიერას, ეროვნულ ნაკრებს და ახალგაზრდულ კარიერას) -" — თორნიკემ დაწერა ცოტათი ზემოთ. — Taro James განხილვაწვლილი 13:14, 3 თებერვალი 2011 (UTC)
{{#if:}} არის ჩასასმელი მანდ.--Tornike Redhat-office.png 13:17, 3 თებერვალი 2011 (UTC)
და როგორ უნდა ჩავსვათ ეგ? — Taro James განხილვაწვლილი 13:43, 3 თებერვალი 2011 (UTC)

{{#if:}} ჩავსვი. იმედია, სწორად მუშაობს. - Island (გ) 04:30, 4 თებერვალი 2011 (UTC)

კი, ახლა სწორად მუშაობს. გმადლობთ. — Taro James განხილვაწვლილი 10:40, 4 თებერვალი 2011 (UTC)
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.


ვიკიპროექტი ფეხბურთი

ხომ არ გაგვეკეთებინა? — Taro James განხილვაწვლილი 10:46, 4 თებერვალი 2011 (UTC)

  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) – მგონი ადრე შევთანხმდით, რომ მხოლოდ ქვეყნებზე გავაკეთებდით პროექტებს. — GIO---->>13 () 10:48, 4 თებერვალი 2011 (UTC)
არ უნდა ამას განხილვა, ბევრჯერ გვქონია მსგავსი განხილვები... — დავით პასუხი 10:51, 4 თებერვალი 2011 (UTC)

მაშ ეს განხილვა უნდა დაიხუროს. — GIO---->>13 () 10:55, 4 თებერვალი 2011 (UTC)

ვინც ვერკვევით ფეხბურთში გავაკეთებთ თქვენ რა გინდა ვერ გავიგე. — Taro James განხილვაწვლილი 11:38, 4 თებერვალი 2011 (UTC)
და ვინ გიშლით ფეხბურთში გარკვეულებს ისედაც აკეთოთ?--იორგი 11:42, 4 თებერვალი 2011 (UTC)

ვიკიპროექტი ფეხბურთი ნიშნავს, რომ ის ნაწილია ვიკიპედია:ვიკიპროექტებისა, რომელიც მხოლოდ ქვეყნების თემებზე იმართება. არავინ არ გიშლის სტატიების წერას. შეგიძლია ვიკიპედია:პროექტი:ფეხბურთი შექმნა--Tornike Redhat-office.png 11:45, 4 თებერვალი 2011 (UTC)

მაგრამ ვიკიპედია:ვიკიპროექტები ამის თვის პროექტად ვერ შექმნით. — GIO---->>13 () 13:48, 4 თებერვალი 2011 (UTC)

განხილვა დაიხურა.GIO---->>13 () 13:50, 4 თებერვალი 2011 (UTC)

თხოვნა:კატეგორიის სახელის შეცვლა

პირველზე გეთანხმები. მეორეზე კატეგორია:კათოლიკე წმინდანები უფრო გამართლებული ხომ არ იქნებოდა?—G.G. 14:21, 5 თებერვალი 2011 (UTC)

ერთია გრამატიკული საკითხი «კათოლიკური» ნამდვილად არა, რადგან უსულოს მიემართება, სულიერზე როცაა ლაპარაკი მართლაც «კათოლიკე» სჯობია. მეორე საკითხია შემდეგი: როდესაც ვწერთ „მართლმადიდებელი წმინდანი“, ან „კათოლიკე წმინდანი“ იმიტომ არაა სწორი, რომ მართლმადიდებლობა და კათოლიკობა აღმსარებლობის სხვადასხვა ფორმაა. ამით ჩვენ თითქოს ვამბობთ, რომ ესა თუ ის წმინდანი ამა და ამ აღმსარებლობას მისდევდა. ბასილი დიდს, იოანე ოქროპირს, მაქსიმე აღმსარებელს და კიდევ უამრავ წმინდანს, რომელთა ჩამოთვლაც აქ შეუძებელია, აღიარებს როგორც მართლმადიდებელი, ასევე რომის კათოლიკური ეკლესია, ამიტომ ისინი ობიექტურად ამ ორი ეკლესიის წმინდანები არიან და არა „კათოლიკე“ ან „მართლმადიდებელი“ (კათოლიკეთა თვალთახედვით ისინიც მართლამიდედებლები არიან). უფრო ნათელი მაგალითი ავიღოთ: გრიგოლ განმანათლებელი "გრიგორიანელი წმინდანია"? ხომ არა? ის არის როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ასევე სომხური ეკლესიის წმინდანი და ასევე რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, მაგრამ არა მართლმადიდებელი, ან გრიგორიანელი, ან კათოლიკე.--Ouzo განხილვაწვლილი 14:36, 5 თებერვალი 2011 (UTC)

არის მაგაშიც აზრი მაგრამ ინგლისურ, რუსულ და მრავალ სხვა ვიკიპედიაში ასეა: en:Category:Catholic saints, ru:Категория:Католические святые... დანარჩენი საერთაშორისო ბმულებში.—G.G. 14:54, 5 თებერვალი 2011 (UTC)

კი, ვნახე რომ მასეა, მაგრამ სამეცნიერო ენციკლოპედიებში, მაგ. რუსულ პრავოსლავნაია ენციკლოპედიაში სხვანაირადაა. კარგი, მაშინ ის მაინც გავაკეთოთ, რომ კათოლიკე წმინდანი იყოს და არა კათოლიკური.--Ouzo განხილვაწვლილი 15:15, 5 თებერვალი 2011 (UTC)

მომიტევეთ ჩაგერთვებით. კატეგორიის წაშლამდე მინიმუმ ავტორის აზრს უნდა დალოდებოდით. საჩქარო არაფერი იყო. --ჯაბა ლაბაძე () 15:19, 5 თებერვალი 2011 (UTC)

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (თბ. 1990 წ. გვ. 561 და 994):

  • კათოლიკე – ვინც კათოლიციზმს აღიარებს.
  • კათოლიკური – კათოლიციზმთან დაკავშირებული
  • ქრისტიანი – ქრისტიანობის მიმდევარი
  • ქრისტიანული – ქრისტიანობასთან დაკავშირებული

ალბათ თუ იარსებებს ქრისტიანი წმინდანები, უნდა იყოს კათოლიკე წმინდანები. --ჯაბა ლაბაძე () 15:28, 5 თებერვალი 2011 (UTC)

ავტორის აზრი ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს? ის რომ «ქრისტიანული წმინდანი» აშკარად არაა სწორი და «ქრისტიანი წმინდანია» სწორი ამას რა გარკვევა უნდა? მითუმეტეს ლოდინი? თან ამასავით თუ ველოდეთ, მაშინ საქმე წინ ვერ წავა.--Ouzo განხილვაწვლილი 15:32, 5 თებერვალი 2011 (UTC)

ინგლისურენოვან ვიკიპედიაში მოღვაწეებს.

ვინც ინგლისურად წერთ, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იქ დაშვებულ აშკარა შეცდომებს საქართველოს შესახებ. ახლა წავაწყდი სტატიას ზემო ბეთლემის ეკლესიაზე: [7] სადაც წერია რომ ძეგლი სომხურია. სტატიის ავტორიც სომეხია. ახლა მე დიდი ხანია ჩამოვრჩი ვიკიპედიას და არც არასდროს არ მქონია შეხება ინგლისურ ვიკისთან. ჩემი აზრით უფლებამოსილი ვარ შევიდე და გადავასწორო ყველაფერი. თუმცა ავტორი ისევ უკან დააბრუნებს. მოკლედ ასეთ რაღაცეებს უნდა მიზანმიმართულად ვებრძოლოთ. --რუსუდან ცისკრელი () 11:35, 6 თებერვალი 2011 (UTC)

ეს ზოგადი პრობლემაა ყველა სტატიაში სადაც ქართულ სომხური ვარიანტები იკვეთბა სომხური იმარჯვებს, მე მაგალითად ვცდილობ [8] ამ სტატიის რამენაირად სინამდვილესან მიახლოვებას მარა უბრალოდ მიშლიან და ისევ სომხურ ვერსიაზე აბრუნებენ, განმკითხავი არავინაა. ვერაფერს ვაწყობ ! --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:15, 7 თებერვალი 2011 (UTC)
ინგლისური არ ვიცი, მაგრამ სტატიაში შევნიშნე მითითებები: citation needed – რაც იმას ნიშნავს, რომ სტატიაში ბევრი რამ დაუსაბუთებლადაა ჩაწერილი – ამგვარი წინადადებები, თუკი ჩვენ წინააღმდეგაა, მათი ამოშლა ძნელი არ უნდა იყოს. ის წინადადებები კი, რომლებიც სომხური წყაროებითაა გამყარებული, ქართული წყაროებით უნდა ჩავანაცვლოთ... ნუ დაიზარებთ, ინგლისურის მცოდნენი. — დავით პასუხი 11:58, 6 თებერვალი 2011 (UTC)
მერია ნახეთ რას წერს.--თეიმურაზი () 13:02, 6 თებერვალი 2011 (UTC)
# რა ეტაკათ?
  1. უნიკოდმა წერილი წაიღო მაგათთან? — BH განხილვაწვლილი 13:15, 6 თებერვალი 2011 (UTC)
რა ეტაკათ არ ვიცი, მაგრამ რომ ეტაკათ – ფაქტია:
  • თარგი:Начало цитаты«Вот, между прочим, сколько присвоено церквей и истреблено грузинских надписей на них: в Тбилиси над Майданом была небольшая купольная церковь, ныне называющаяся Сурб-Геворком; церковь святого Николоза, ныне называющаяся Джиграшеном; находящаяся за Авлабарским мостом Исанская церковь; Петхаинская церковь, в древности называвшаяся Вифлеемской церковью Св. Богородицы; Телетская церковь Св. Богородицы близ Тбилиси, находившаяся при дворе царя Ираклия. В этих присвоенных церквах все грузинские надписи стерты и искажены и вместо них вписаны армянские». თარგი:Конец цитаты источник=Михаил Тамарашвили. В ответ армянским писателям, отрицающим католичество среди грузин, 1904, стр. 155-156
  • თარგი:Начало цитаты«Церковь Петхаинская, основанная в 1500 году. В 1740 году она возобновлена грузинским князем Гиви Амилахваровым. Первое основание положено ей Вахтангом Горгасалом».источник=Пл. Иоселиани, «Описание древностей города Тифлиса», 1866
  • თარგი:Конец цитатыთარგი:Начало цитаты«Армяне изменили название грузинской православной церкви и назвали ее Петхаином. Но «по древней памяти к святыне и грузины посещали эту церковь»თარგი:Конец цитаты источник=Пл. Иоселиани, «Описание древностей города Тифлиса», 1866, стр. 258
წყარო და ლიტერატურა შეგიძლიათ ნახოთ აქ:

თარგი

სალამი. მესიზე სტატიას ვაუმჯობესებ და იქნებ ვინმემ ეს თარგი გადათარგმნოთ: en:Template:Football player national team statistics — Taro განხილვაწვლილი 13:57, 6 თებერვალი 2011 (UTC)

ვიყოთ უფრო მოქნილები

ხალხო ადრე საუბარი მქონდა იმას თაობაზე თუ რა დისკომფორტს მგვრიდა სურათის ჩასმის თარგი, რომელიც უკვე მოგვარებულად ითველბა თუ არ ჩავთვლით რედაქტირებისას რომ აქ ზემოთ სურათის კნოპკაა იმის გამოსწორებასაც ანალოგიურად.

რაც შეეხება ჩემს დღევანდელ კაპრიზს ის შემდგომში მდგომარეობს:

ავიღოთ სიტყვა "ანდროპოვმა". იმისათვის რომ ადამიანმა ვიკიფიცირება მოახდინოს ამისათვის უნდა მონიშნოს მთელი სიტყვა ასო "ა"-ს გამოკლებით შემდეგ დააჭიროს კნოპკა [[ ]], შემდეგ დააჭიროს | და შემდეგ მარცხენა მხარეს ჩაწეროს სიტყვა "ანდროპოვი" რომ გალურჯდეს ეს დასაწვავი.

მოდით ეხლა ასეთ რამეს გთავაზობთ. მე ვდგები სიტყვა "ანდროპოვმა"-დან ვღნიშნავ სიტყვა "ანდროპოვ"-ს და ვაჭერ ერთ ახლად შექმნილ კნოპკას, რომლის დაჭერისთანავე სიტყვა ანდროპოვს მოაქცევს "ჯოხის" მარჯვენა მხარეს იმისათვის რომ ადამიანმა ჩაწეროს მარცხენა მხარეს ზემოდხსენებული სიტყვა ანდროპოვი. ხო მაგარია? ფაქტიურად მინდა რომ დაამზადოს ვინმემ [[|]]. შეგიძლიათ?— Surprizi განხილვაწვლილი 17:16, 6 თებერვალი 2011 (UTC)

რუსულ ვიკიში არის ეგ ჯოხიანი ქვევით, როგორც მახსოვს. მართლა საჭიროა. — BH განხილვაწვლილი 17:18, 6 თებერვალი 2011 (UTC)

ამ ღილაკებს ვინმე თუ იყენებდა საერთოდ, არც მეგონა :) უფუნქციო მეგონა :). იმიტომ რომ მე ხელით ვაკეთებ ხოლმე :)... ვინმე თუ შეცვლის და გააუმჯობესებს, საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს :). (ისე კი, ვექტორის დიზაინში ახალი ღილაკის დამატება შეუძლებელია მგონი... ეგ ჩემთვისაც მინდოდა, მაგრამ არ გამოდის. მონობუკის რედაქტირების პანელი თუ გაქვთ ჩართული, იქ შესაძლებელია ცვლილებები თქვენი გემოვნებით :)). — დავით პასუხი 17:44, 6 თებერვალი 2011 (UTC)

არა როგორ არ ვიყენებთ. :) ყოველ შემთხვევისათვის თანმიმდევრობა რომ შემდეგი სახით იყოს მგონი არა უშავს რა:

[] [[]] [[|]] {{}} [[კატეგორია:]] [[ფაილი:|მინი|]]— Surprizi განხილვაწვლილი 17:51, 6 თებერვალი 2011 (UTC)

„ვექტორის დიზაინში ახალი ღილაკის დამატება შეუძლებელია მგონი...“ თუ vector.js-ს გულიხმობ, არაა სწორი. მე მშვენივრად ვიყენებ, მაგრამ ამ ღილაკისთვის ცოტა უფრო რთული ალგორითმია შესამუშავებელი, გასათვალისწინებელია ქართული ენის ბრუნვის ნიშნები და ბრუნების თავისებურება. ამასთან, ამის მსგავს სიტყვებზე ბმულის გაკეთებას ვერანაირი ალგორითმი ვერ მოახერხებს ვიღიმი. —G.G. 17:58, 6 თებერვალი 2011 (UTC)

ქვემოთ [[|]] ჩავსვი. რაც შეეხება ზედა ღილაკს, თითოეულმა მომხმარებელმა თავისთვის დაამატოს ახალი ფუნქციის ღილაკი, როგორც მომხმარებელი:ITshnik-ს აქვს გაკეთებული. - Island (გ) 03:50, 7 თებერვალი 2011 (UTC)

გიო, შენ იყენებ მონობუკის სარედაქტირო პანელს ვექტორის დიზაინში. ვექტორის სარედაქტირო პანელი გათიშული გაქვს კონფიგურაციიდან. — დავით პასუხი 05:01, 7 თებერვალი 2011 (UTC)

გაიხარე! მაგარ!— Surprizi განხილვაწვლილი 05:15, 7 თებერვალი 2011 (UTC)

რჩეული სტატიების დაცვა ვანდალებისგან

ამ და ამ ცვლილებების ავტორს რა გაფრთხილება უნდა? მაშინვე უნდა დაიბლოკოს, მყისვე. არავითარი დანდობა. და საერთოდ, ადმინისტრატორებო, იქნებ რჩეული სტატიები დაიცვათ არარეგისტრირებული მომხმარებლებისგან?--Zolokin განხილვაწვლილი 16:41, 7 თებერვალი 2011 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე) რომელ გაფრთხილებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს კოჭებში ეტყობა, რომ ვიკიში მუშაობა კი არ უნდა, ჰორმონები ურტყამს თავში და ვერბალური ონანიზმით არის დაკავებული? :D 3 დღე კი არა, სამუდამოდ უნდა დაიბლოკოს IPები. ხოლმე არის, რომ შემოდიან, აფუჭებენ რაღაც და მერე 1 წლის შემდეგ შემოდიან და კიდევ აფუჭებენ. — BH განხილვაწვლილი 16:49, 7 თებერვალი 2011 (UTC)

ა ბატონო, კიდევ ერთი დასაბლოკი

Symbol support vote.svg (მომხრე)--Zolokin განხილვაწვლილი 17:01, 7 თებერვალი 2011 (UTC)

დაიბლოკა ორივე განუსაზღვრელი ვადით. — დავით პასუხი 17:06, 7 თებერვალი 2011 (UTC)
მადლობა. და რჩეული სტატიები არ დავიცვათ დაურეგისტრირებლებისგან?--Zolokin განხილვაწვლილი 17:11, 7 თებერვალი 2011 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე) ხალხო და ჯამაათნო მე ასეთი წინადადებით შემოვდივარ. ნებისმიერი აიპი რომელიც მსგვას იდიოტიზმს დაცერს სამუდამოდ უნდა დაიბლოკოს. ანუ მე იმისი ტქმა მინდა რომ ის ვიღაცა იძულებული გახდება დარეგისტრირდეს და ისე დაწეროს თავისი ***ბები. ანუ თუ დარეგისტრირებულიც მსგავს სისულელეს ჩაიდენს სამუდამოდ ცაიტნოტში დარჩეს. რას იტყვით ჰა?— Surprizi განხილვაწვლილი 17:38, 7 თებერვალი 2011 (UTC)

  • Symbol support vote.svg (მომხრე) აუცილებლად უნდა დაიბლოკოს. ვეთანხმები სიურპრიზს. -ჯაბა ლაბაძე () 17:53, 7 თებერვალი 2011 (UTC)
ხო რა თორე დავიღალე მე მაგათი მაიმუნობით, დაესვას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ ამ ვაქხანალიას და გამოინახოს ოპტიმალური ვარიანტი საიტის დასაცავად მაგრამ ისე არა რომ უბრალო მომხმარებელი დაზარალდეს!— Surprizi განხილვაწვლილი 17:57, 7 თებერვალი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) რჩეული სტატიები დავიცვათ დაურეგისტრირებელთა რედაქტირებისგან და პრობლემაც მოგვარდება; რედაქტირების უფლების დატოვებით ავტომატურად დადასტურებული მომხმარებლებისათვის. შესაძლოა, გადატანის უფლება მხოლოდ ადმინებს დავუტოვოთ, ან ესეც Autoconfirmed მომხმარებლებს. დარეგისტრირება და 3-4 დღე მოცდა მოუწევს, რაც ნაკლებად მგონია მხოლოდ ვანდალიზმის გულისთვის გააკეთოს. -გიორგი განხილვაწვლილი 19:58, 7 თებერვალი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) მეც ვფიქრობ, რომ სტატიები უნდა დავიცვათ და ისეთი მომხმარებლები (ანონიმიც და დარეგისტრირებულიც) რომლებიც განზრახ ჩადიან ვანდალიზმს სამუდამოდ დავცბლოკოთ:)--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 20:19, 7 თებერვალი 2011 (UTC)
  • ! (მოიცადეთ) სამუდამოდ დაბლოკვა ცოტა საფრთხილოა შეიძლება ვინმეს გააზრებულად გაუფუჭონ აიპი. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:15, 8 თებერვალი 2011 (UTC)
ჩემი აზრი წაიკითხე, პაატა. დაცვას აქვს შესაძლებლობები, არ მისცეს რედაქტირების უფლება მხოლოდ დაურეგისტრირებლებს, მისცეს იგი მხოლოდ ავტომატურად დადასტურებულ მომხმარებლებს (autoconfirmed), სადაც შედიან ადმინებიც. შესაბამისად, IP-ების დაბლოკვა აღარ დაგჭირდება ამის გამო. —G.G. 06:31, 8 თებერვალი 2011 (UTC)
რჩეულ სტატიებს არ ვბლოკავდით ისედაც ნახევრად? თუ აქამდე არ ვაკეთებდით, ახლა დავბლოკოთ, მაგრამ მხოლოდ ნახევრად (IP–ებისათვის). — დავით პასუხი 07:32, 8 თებერვალი 2011 (UTC)
რჩეული სტატიების დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისგან დაცვას ვემხრობი --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:36, 8 თებერვალი 2011 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე) — Taro განხილვაწვლილი 11:08, 8 თებერვალი 2011 (UTC)

აქვე დავამატებდი იმასაც რომ ვიკიპედიაში ზოგადად რაღაცა შეზღუდვები უნდა არსებობდეს! იმიტომ რომ საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს ვიკიპედიას სწორედ მისი ადვილი ხელმისაწვდომობის გამო, რადაგანაც თვლიან რომ მისი "გაფუჭება" ყოველთვის შეიძლება. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი!!! მაგრამ ისევ და ისევ მინდა რომ უბრალო მომხმარებელს ერთი კარი ყოველთვის უნდა დავუტოვოთ ღიად.— Surprizi განხილვაწვლილი 18:13, 8 თებერვალი 2011 (UTC)

ბოლო ცვლილებები

ბოლო ცვლილებებში ცვლილების ჩვენება უკანასკნელი 1 | 3 | 7 | 14 | 30 დღის მანძილზე რატომ არ მუშაობს?--Zolokin განხილვაწვლილი 16:49, 7 თებერვალი 2011 (UTC)

მუშაობს. — დავით პასუხი 17:01, 7 თებერვალი 2011 (UTC)
უცნაურია, ჩემთან «ბოლო 50 | 100 | 250 | 500 ცვლილების ჩვენება» მუშაობს, მაგრამ «უკანასკნელი 1 | 3 | 7 | 14 | 30 დღის მანძილზე» – არა.--Zolokin განხილვაწვლილი 17:16, 7 თებერვალი 2011 (UTC)
ესენი ერთობლივად მუშაობენ. ცალ–ცალკე არა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი დღის განმავლობაში 500 ცვლილება მოხდება, მეორე მხარეს რას ავირჩევთ, აზრი არა აქვს... 500 ცვლილებაზე მეტს მაინც არ აჩვენებს. დღეში 2–3 ცვლილება რომ ხდებოდეს, შეატყობდით (მაგალითისათვის შეგიძლიათ რომელიმე დობილი პროექტის ბოლო ცვლილებებს გადახედოთ). — დავით პასუხი 17:22, 7 თებერვალი 2011 (UTC)

შეკითხვა ვიკიპედიელებს

ხალხო მე ხომ იცით მაგარი იდეინი ტიპი ვარ და სულ მაფიქრებს ასეთი რამ. დავუშვათ რომელიმე სტატია მივიდა იმ კონდიციამდე რომლის დახვეწა წარმოუდგენელია, ანუ სტატია პასუხობს ყველაფერს სრულად. რა ხდება მაშინ? საბოლოოდ იბლოკება ზედმეტი რედაქტირებისაგან, თუ მაინც ასე უნდა იყოს მიშვებული რომ ხან ვიგაცა ტეხნიკურად გაამრუდებს ტექსტის შინაარს და ხან ვინ?— Surprizi განხილვაწვლილი 17:23, 7 თებერვალი 2011 (UTC)

კი, მუდამ ასე რჩება.--იორგი 17:24, 7 თებერვალი 2011 (UTC)
გამრუდებული სტატიის გამოსწორება ღილაკზე ერთი დაჭერით ხდება. ჯერარსი (უნაკლო სტატია) მიუწვდომელია. — დავით პასუხი 07:31, 8 თებერვალი 2011 (UTC)
მაგ სტატიის ნახვა რატომ არის შეუძლებელი? ეგეთი რა არის დამაინტერესა — Taro განხილვაწვლილი 11:15, 8 თებერვალი 2011 (UTC)
ჯერარსს გულისხმობ? :)) ეგ სტატია კი არა, ის საბოლოო მიზანია, რომლისკენაც მივისწრაფვით :). და მიუღწეველია მიზანი ყოველთვის, იმიტომ, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილევა ;) — დავით პასუხი 11:21, 8 თებერვალი 2011 (UTC)

ოდა, ძალიან მაინტერესებს, აი ძალიან და იქნებ დამიკმაყოფილოს ვინმემ სურვილი. — Taro განხილვაწვლილი 11:32, 8 თებერვალი 2011 (UTC)

რა გაინტერესებს, ვერ გავიგე :(. — დავით პასუხი 15:02, 8 თებერვალი 2011 (UTC)
ჯერარსი ეს არის (ისე, ეს სტატია ამ დღეში არ უნდა იყოს, თუ მოვიცალე მივხედავ).--Zolokin განხილვაწვლილი 15:39, 8 თებერვალი 2011 (UTC)
მეც უცებ მაგრად შემრცხვა:(— Surprizi განხილვაწვლილი 18:06, 8 თებერვალი 2011 (UTC)

ახალ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს

ქართულ ვიკიპედიაში ახალ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს რამე სიურპრიზი (არ ვგულისხმობ მომხმარებელ სიურპრიზს :) ხომ არ მოვუმზადოთ ხოლმე? მაგალითად ასეთი: [9] ბევრი არაფერი მაგრამ მაინც სასიამოვნოა როცა კეთილგანწყობილად გხვდებიან, მერე შენც ცდილობ ადეკვატურად უპასუხო. თრე ახლა ხშირ შემთხვევაში ახალი მომხმარებლები თავს უცხოდ და ხანდახან ზედმეტადაც გრძნობენ, ასეთი ყურადღების გამოჩენა კი ნამდვილად სასიამოვნოა :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:06, 8 თებერვალი 2011 (UTC)

{{სალამი}} ვერ ასრულებს მის ფუნქციას? მაშნ ჯობია მის მოდერნიზაციაზე ვისაუბროთ... პ.ს. მე მომხრე ვარ სიურპრიზის :)--იორგი 14:38, 8 თებერვალი 2011 (UTC)
სალამი რაღაც მშრალია, კაი იქნება თუ როგორც აქ [10]ნამცხვრებია რამე ასეთ სასიამოვნოს და გემრიელს ჩვამატებდით :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:51, 8 თებერვალი 2011 (UTC)
ოფტოპიკი, მაგრამ ვარაი-ვარაი რა უბედურებაა? O_O--იორგი 15:22, 8 თებერვალი 2011 (UTC)
რაღაც უბედური ენაა ფილიპინებში — Taro განხილვაწვლილი 17:38, 8 თებერვალი 2011 (UTC)

რჩეული სტატიის სტატუსის მოხსნა

ბევრი სტატიაა რჩეული, მაგრამ არ იმსახურებს ამას. ინგლისურში რომ არის Featured article review, აქაც გავაკეთოთ ეგ. Taro განხილვაწვლილი 16:52, 8 თებერვალი 2011 (UTC)

ეს საკითხი ერთხელ უკვე განვიხილეთ ყავახანაში. თუ ვიპოვი, ლინკად დავდებ.—G.G. 07:44, 12 თებერვალი 2011 (UTC)
ვიკიპედია:ყავახანა/2010/5#რჩეულის სტატუსის ჩამორთმევა, მიმართულება გამოიკვეთა, მაგრამ მერე რატომღაც მივივიწყეთ...—G.G. 07:58, 12 თებერვალი 2011 (UTC)

ლიცენზიის თარგი

დიდი თხოვნა მექნება, იქნებ თარგმნოთ ინგლისურიდან ეს თარგი....ნატალი ვუდის სტატიაში ჩავამატე ახალი სურათი (წინ ძალიან პატარა ზომის იყო) და უბრალოდ ესაჭიროება გამართულად თარგმნა. წინასწარ დიდი მადლობა. --BH განხილვაწვლილი 08:56, 11 თებერვალი 2011 (UTC)

This work is in the public domain in the United States because it was published in the United States between 1923 and 1963, but copyright was not renewed with the US Copyright Office within 28 years of the date of publication, which causes the work to irrevocably fall into the public domain. This should apply worldwide. See Copyright.
ეს ნამუშევარი არის საზოგადოებრივი საკუთრება აშშ-ს ტერიტორიაზე, რადგანც იგი გამოქვეყნდა აშშ-ში 1923 და 1963 წლებს შორის, მაგრამ მასზე საავტორო უფლებები არ იყო განაახლებული აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისის მიერ პუბლიკაციის დღიდან 28 წლის განმავლობაში, რის გამოც ნამუშევარი საზოგადოებრივ საკუთრებაშია. ეს ვრცელდება მთელი მსოფლიოს ფარგლებში.--იორგი 09:00, 11 თებერვალი 2011 (UTC)
დიდი მადლობა. და ისე, ეს თარგი გამოდგება? — BH განხილვაწვლილი 09:02, 11 თებერვალი 2011 (UTC)

არა, მაგი მარტო ავტორის სიკვიდილიდან 70-წლის შემდეგ მოქმედებს... --იორგი 09:06, 11 თებერვალი 2011 (UTC)

დიდი მადლობა, თარგი შევქმენი, თუ რამე აკლია, შემისწორეთ. :) — BH განხილვაწვლილი 09:13, 11 თებერვალი 2011 (UTC)

Please, could you translate en:Podolsk into ქართული? Naturally if you have available time!

Good day to you! Could you, please, translate into ქართული the article, containing two-three sentences, about this city in Russia? I’d like to thank you in advance :)--Переход Артур განხილვაწვლილი 18:56, 13 თებერვალი 2011 (UTC)

Without problem but what's your point? R. 19:01, 13 თებერვალი 2011 (UTC)
Thank you very much! The creation of the articles about the city in as many languages as it's possible :) Anyway, I can't say that it's a small town without any significance and history, that's why the creation of the article coincides with the policy and goals of Wikipedia ^_^--Переход Артур განხილვაწვლილი 20:17, 13 თებერვალი 2011 (UTC)