ვიკიპედია:ყავახანა/შეხვედრები/არქივი 4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიკიშეხვედრა 2011 წელს

თბილისის ლოგო.
  • ვიკიპედიის დაბადების დღის მეათე წლისთავთან დაკავშირებით იგეგმება ვიკიშეხვედრა. მის ორგანიზაციას თავის თავზე იღებს ფონდი ვიკიმედია (ნუ, ეხლა ჰავაიზე არ გავგზავნიან, მაგრამ რაღაცა სიურპრიზს გვპირდებიან). ამასთან დაკავშირებით მსურს გავარკვიო თქვენი მოსაზრება -
  • ა)გვინდა თუ არა შეხვედრა 15 იანვარს, შაბათს, ვიკიპედიის შექმნის დღეს.
  • ბ)სად შევხვდეთ ერთმანეთს
  • გ)რომელ საათზე. — იორგი 18:08, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
პ.ს. ბ) და გ)-ზე ბარემ ვერსიებიც იყოს, თუ შეიძლება :)— იორგი 18:19, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  • ა) (მომხრე)
  • ბ) (ნეიტრალური)
  • გ) (ნეიტრალური)

--Zolokin განხილვაწვლილი 18:18, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ა) (მომხრე) აუცილებლად უნდა მოხდეს შეხვედრა--ცანგალა () 19:24, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ბ)იქედან გამომდინარე, თუ რამდენი მსურველი იქნება შეხვედრასთან დაკავშირებით და როგორი რეეკლამა იქნება. ე. ი. შინაურული (მხოლოდ ვიკიპედიელები) შეხვედრა თუ ოფიციალური (ეს ალბათ რთული იქნება). შინაურული ალბათ სადმე კაფე-რესტორანში (ახალი წელი და ა. შ.), ოფიციალური სადმე აუდიტორიაში (რომელიმე უნივერსიტეტის აუდიტორიაში).--ცანგალა () 19:24, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
გ)ბ პუნქტიდან გამომდინარე ამჟამად საათზე ადრეა საუბარი. --ცანგალა () 19:24, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) - მომხრე ვარ და თან როგორი! ახალი ხალხის გაცნობა მინდა ;) ჩემი აზრით, შეგვიძლია ოფიციალური მხარეც გავაკეთოთ, აუდიტორიის მაგვარი და მერე დავაგვირგვინოთ რესტორნით ან კაფით. გარდა ამისა, დავსახოთ სამომავლო გეგმები, გავიცნოთ ერთმანეთის ინტერესების სფერო და რაღაც გეგმაზომიერი სტილის შემუშავებაც დავიწყოთ. რას იტყვით, ცუდი აზრია?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:30, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი აზრია, მაგრამ აუდიტორიას ვინ ითავებს? თან ოფიციალურად თუ ვაკეთებთ, რუსთავი ორს და იმედსაც უნდა შევატყობინოთ (თუ დაგვჭირდა, საერთაშორისო ფონდ ვიკიმედიის სახელითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ :)— იორგი 20:31, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) - ცუდი აზრი ნამდვილად არაა. ბევრი კარგი საქმე გაკეთდება, თან ასეთ დღეს :) - GIO---->>13 () 20:33, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკიმედიის სახელით რომ ვისარგებლოთ, რამე საბუთს არ მოგვთხოვენ?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:59, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) მართლა ძალიან კარგი აზრია. თუ ოფიციალური სახე ექნება, პირველი არხის საინფორმაციოს მოყვანა ჩემზე იყოს.--მიხეილ () 21:04, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) მომხრე ვარ, კარგი აზრია, მე რამდენედ მივიღებ ამაში მონაწილეობას, არ ვიცი, მაგრამ კარგია, ასეთი რამ შედგეს. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 22:38, 17 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(ნეიტრალური) - კარგი იდეაა, მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ მე საქართველოში არ ვცხოვრობ, მე ვერ დავესწრები. :)— გრიგოლქართველი განხილვაწვლილი 00:20, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე), რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად :). აუცილებელია გაცნობა ერთმანეთისა, ეს ვიკიპედიაში ურთიერთობებს აადვილებს. მითუმეტეს, თუკი 15 იანვარი შექმნის დღეა, მშვენიერი თარიღია. ოფიციალური სახე თუ ექნება კარგი იქნება. ბ და გ პუნქტებისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, რადგან ჯერ ნოემბერია :) — D.DEU. პასუხი 05:19, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე), შესანიშნავი იდეაა ნამდვილად. :) სიამოვნებით დავესწრები. :) – BruTe () 10:18, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე), მაქვს იდეა: რომ ოფიციალურიც იყოს, ტელევიზიაც მოვიდეს და ხალხმაც გვნახოს!

გავაკეთოთ რაიმე აქციის სახით. ამის გაკეთება ძალიან ადვილია. დავუშვათ ჩვენ ვაკეთებთ პუშკინის სკვერში. შევიტანოთ განაცხადი მერიაში დეკემბრამდე, ავღნიშნოთ, რომ არის არაპოლიტიკური აქცია, მივმართოთ განათლების კომიტეტს პარლამენტში, ჩავიცვათ ვიკიპედიის მაისურები (უნდა შევკვეთოთ), პატარა პოსტერები და აუცილებლად ბუკლეტები. აღსანიშნავია, რომ უკვე ვიკიმედია საქართველო გვაქვს (არ არის დარეგისტრირებული, მაგრამ მე ვიცი არაერთი ”წარმატებული” არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არაა დარეგისტრირებული ჯერჯერობით). ეს იქნება ერთგვარი PR, რეკლამა და ა.შ. გავაკეთოთ ”ღონისძიება” ფეისბუქზე, იქნება უამრავი ხალხი... იქ უკვე თანხა რამდენი შეგროვდება, ანუ შესაძლებელია არა მარტო მაისურების არამედ ბუშტების გაკეთება ვიკიპედიის ლოგოთი, ან თუნდაც ვიქსიკონის და ა.შ. --თეიმურაზი () 10:56, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
მოვა პრესა აუცილებლად. თუ დაგვჭირდება მივმართაბ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას და აუცილებლად დაგვეხმარებიან. გპირდებით! =)--თეიმურაზი () 10:59, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) მე პირადად მომხრე ვარ ამგვარი შეხვედრის. თუმცა ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. მე თუ მკითხვათ უმჯობესია შეხვედრა მოხდეს მშვიდ გარემოში, სადმე კაფეში. საერთოდ არ მსურს ასეთ შეხვედრაზე ჟურნალისტები იყვნენ და აშუქებდნენ ამ პროცესს, ჟურნალისტების ამბავი ხომ იცით ათასგვარ კუდს გამოაბამენ და შეიძლება ეს ყველაფერი ვიკიპედიის კიდევ ერთ მაკრიტიკებელ ღონისძიებად გამოვიდეს. აგრეთვე მგონი მშვიდ გარემოში ეს ყველაფერი უფრო სრულყოფილი გამოვა და მრავალ საჭირბოროტო საკითხზე წავა მსჯელობა. ჩემი აზრით არანაირი პიარ აქციების ჩატარება არ არის საჭირო.— ნიკა () 12:45, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ყავახანაში სხვადასხვა ვიკიეპდიელებს არა ერთხელ ჰქონდათ დაწერილი, რომ ქართული ვიკიპედია არაა პოპულარული დღეს. ქართველი მკითხველი უფრო ინგლისურს ემხრობა, ჩემი აზრით აქ პიარი კი არა ტელივიზიითა და რედიოთითაც საჭირო რეკლამა. აბა რისთვის ვწერთ? ფორუმი ხომ არაა. --თეიმურაზი () 14:27, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

  • (მომხრე) შეხვედრით აუცილებლად უნდა შევხვდეთ 15 იანვარს რადგანაც ვიკიპედიის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მსგავსი რამის გაკეთება, ჩემი აზრით ჟურნალისტების მოწვევა აუცილებელია. რაც შეეხება დროს ამის განხილვა მემგონი ჯერ ადრეა:)--დავით XXI 16:12, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
არა, უბრალო შეხვედრა, მშვიდ გარემოში, თუ გნებავთ მანამდე მოვაწყოთ, რათა უკეთ დავგეგმოთ 10 წლის იუბილის შეხვედრა. ჟურნალისტები მეც მინდა რომ იყვნენ, ვიკიპედიისათვის კარგი რეკლამა იქნება ტელევიზია (პუშკინის სკვერიც კაი იდეაა, მაგრამ არა მგონია რამე შედეგი მოჰყვეს... გამვლელები, როგორც წესი, ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე... შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე ვარ ხოლმე :). გარდა ამისა, თბილისში ასე თუ ისე უფრო იცნობენ ვიკიპედიას, რეგიონებში უფრო გვჭირდება რეკლამა; ამისთვის – ტელევიზია, პრესა...). მე ვფიქრობ, მთავარ შეხვედრამდეც უნდა შევხვდეთ — ჟურნალისტებთან შეხვედრისას სასურველია, ერთმანეთს უკვე ვიცნობდეთ პირადადაც. — D.DEU. პასუხი 16:25, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დათოს ვეთანხმები ახალ წლამდე ერთი შეხვედრა კარგი იქნება, რომ ყველამ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი:)--დავით XXI 16:36, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიელების გარკვეული ნაწილი უკვე ვიცნობთ ერთმანეთს და საინტერესო იქნება ახალი მომხმარებლების გაცნობაც. ვეთანხმები აზრს, რომ 10 წლის იუბილემდე აუცილებლად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და ჩამოვყალიბდეთ თუ რას ვიზამთ 15 იანვარს, იქნებ რამე დავგეგმოთ კიდეც.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:16, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიელების უმეტესობას მოსოწნს შეხვედრის იდეა. მოდით შევთანხმდეთ იმაზე: გვინდა თუ არა შეხვედრა იუბილემდე, რათა გავაანალიზოთ ყველა წამოწეული იდეა? --თეიმურაზი () 19:46, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გვინდა თუ არა შეხვედრა იუბილემდე, რათა გავაანალიზოთ ყველა წამოწეული იდეა?

  1. (მომხრე) ნამდვილად აუცილებელია--მიხეილ () 20:22, 18 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  2. (მომხრე) ვფიქრობ აუცილებელია უკეთ ორგანიზებისათვის. – BruTe () 06:12, 19 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  3. (მომხრე) აუცილბელია იმისთვის რომ თხუთმეტი კარგად ორგანიზებული იყოს --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:12, 19 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  4. (მომხრე) - უნდა შევხვდეთ, რომ თუ რაიმეს დავგეგმავთ ბარემ კარგად განვახორციელოთ 15-ში. - GIO---->>13 () 10:41, 19 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  5. (მომხრე) - შეხვედრა აუცილებელიც არის და სასურველიც. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 11:45, 19 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  6. (მომხრე), ძალიან კარგი =)))--თეიმურაზი () 16:01, 19 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  7. (მომხრე) – მე ვთქვი თავიდან, მაგრამ აქც დავწერ თანხმობას :) — D.DEU. პასუხი 16:03, 19 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  8. (მომხრე)-ჯაბა ლაბაძე () 16:13, 19 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  9. (მომხრე)--დავით XXI 18:21, 19 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  10. (წინააღმდეგი) - მართალია შეხვედრაზე სამწუხაროდ ვერ ვიქნები, მაგრამ წინასწარ შეხვედრას არ გირჩევთ. მაგ. ლევან ინასარიძეს და რასტრელს ეხსომებათ ბიბლიოთეკაში შეხვედრა, რომლის სიუჟეტი ტელევიზიაში გავიდა. არავითარი წინასწარი შეხვედრა არ ყოფილა. ჩემი აზრით პირველი შეხვედრის შემდეგ ენთუზიაზმი აღარ იქნება. შეიძლება ვცდები.--ცანგალა () 15:54, 21 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ცხადია, მახსოვს შეხვედრა. მგონი, უკმაყოფილოც არავინ დარჩენილა, ხალხმა ერთმანეთი გაიცნო, პრობლემებზე ვისაუბრეთ... ახლა იმდენი ახალი მომხმარებელია ვიკიპედიაში, რომ თუკი შეხვედრა მოხერხდება, უფრო მეტს გვეცნობება ერთმანეთი, მეტად მოხდება აზრების გაზიარება და 10 წლის იუბილის აღსანიშნავად რაიმესაც მოვიფიქრებთ. ენთუზიაზმი კი რატომ უნდა დაიკარგოს, ვერ ვხვდები... --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 16:57, 21 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თუ აქამდე მოვიდა ვიკიპედია და კიდევ განაგრძობს არსებობას, ჩვენც ვმუშაობთ და ენთუზიაზმს არ ვკარგავთ ამდენი ხანია, ერთი შეხვედრით რატომ უნდა დავკარგოთ? ???GIO---->>13 () 17:16, 21 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ენთუზიაზმი რა შუაშია. ჩვენ გვინდა მოვიძიოთ ოპტიმალური ვარიანტი თუ როგორ ავღნიშნოთ 10 წლის იუბილე, ანუ რა ფორმატში. გიორგის კი სრულიად ვეთანხმები. ))))--თეიმურაზი () 17:24, 21 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი პირიქით, ბევრი თანამოაზრის ნახვა უფრო უმატებს ადამიანს ენთუზიაზმს :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 05:31, 22 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

11 (მომხრე) შეხვედრაზე თანახმა ვარ. მაგრამ მოუცლელობის გამო მოვალ თუ არა, არ ვიცი --გოტა (მომწერე) 15:48, 23 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

12 (მომხრე) ვფიქრობ იუბილემდე შეხვედრა სასარგებლო იქნება რადგანაც იქ უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბებდით ჩვენს პოზიციებს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ იუბილე იდენტური ამ შეხვედრისა არ უნდა იყოს, არამედ ოფიციალური. თორე ისე აზრი არ ეკარგებას იუბილეს.Surprizi განხილვაწვლილი 04:32, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

13 (მომხრე) კარგია იდეაა. ვგეგმავ მოსვლას. --Kober განხილვაწვლილი 11:40, 7 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

შეხვედრის კონკრეტული თარიღი

მოგესალმებით ყველას! რაკი უმეტესობა (დიდი უმრავლესობა) თანახმანი ვართ, რომ შევხვდეთ, იქნებ კონკრეტულ თარიღზე შევჯერებულიყავით. დრო იმდენად სწრაფად გადის, რომ 15 იანვარი კარზე მოგვადგება და ცოტა არ იყოს, მოუმზადებელნიც კი აღმოვჩნდებით იუბილისთვის. რას იტყვით, დეკემბრის შუა რიცხვებში რომ შევიკრიბოთ, ანუ ზუსტად ერთი თვით ადრე და რამე ნორმალური დავგეგმოთ?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 08:23, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

27 ან 28 ოქტომბის 17:00/18:00 სთ-ზე რას იტყვით? კარგი იქნებოდა 27 ოქტომბერი (შაბათი) 17:00 სთ სადმე კაფეში =))--თეიმურაზი () 11:53, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) მომხრე კი ვარ, მაგრამ ოქტომბერი გაისად იქნება, წელს უკვე იყო და დასრულდა ;) ახლა ნოემბერიც გადის, ასე რომ, იქნებ დეკემბრისთვის მაინც მოგვეხერხებინა ;)))) --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 12:51, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ნოემბერს ვგულისხმობდი =) ბოდიში --თეიმურაზი () 14:56, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
+ 1 დეკემბრის შუა რიცხვებში. — D.DEU. პასუხი 14:53, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ოთხ ან ხუთ დეკემბერს =)) --თეიმურაზი () 14:56, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

4-5 დეკემბერი შაბათ-კვირას ემთხვევა და ძალიან კარგია, წესით, ყველას ეცლება, თუმცა, არ შუა რიცხვებია ურიგო. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 17:00, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ საჭირბოროტო საკითხებზე დეკემბრის შეხვედრებზე მოვალთ იანვრის შეხვედრაზე შეიძლება აღარ მოვიდეს ხალხი რადგანაც გარკვეული იქნება ყოლიფერი. ამიტომ მოდით დეკემბერში ვიბაასოთ და იანვარში ალიაფურშეტით შევხვდეთ და ვიზეიმოთ მხოლოტ :)— Surprizi განხილვაწვლილი 17:21, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დეკემბრის შეხვედრა უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ინვრის შეხვედრა დაიგეგმოს სწორედ და კონკრეტულად. ალია-ფურშეტი მაგიდიანად ციდან არ ჩამოგვივარდება =))) ხომ უნდა დაიგეგმოს რას და როგორ ვაკეთებთ.--თეიმურაზი () 17:31, 24 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

4 დეკემბერი

საღამოსკენ (17:00, ან 16:00, ან თუნდაც 18:00). დილით ზოგს (ჩემს ჩათვლით) გამოძინება უნდა ალბათ =)))--თეიმურაზი () 17:33, 29 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
საღამოს არა! შეხვედრაზე უნდა ვიყოთ მეც და ჯაბაც, რომლებიც თბილისელები არ ვართ (ალბათ სხვებიც იქნებიან, არ მახსენდება). ჩვენთვის უმჯობესი იქნება, ცოტა ადრე შევიკრიბოთ (1, 2 საათი). თუმცა, შაბათს მგონი კვირა სჯობს. — D.DEU. პასუხი 17:39, 29 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგი კვირა იყოს.--თეიმურაზი () 18:04, 29 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

5 დეკემბერი

ხუთზე ვერ გამოვა. 13:00 ან 14:00 უნდა იყოს. ყველა თბილისში კი არ ცხოვრობს--თეიმურაზი () 15:20, 30 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
მადლობა თემურ, სწორად რომ გამიგე :). 15:00–ც შეიძლება, ან კიდევ უფრო ადრეც (დილით, თუკი სხვებსაც აწყობთ). — D.DEU. პასუხი 15:55, 30 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ხმათა უმრავლესობით ვიკრიბებით 5 დეკემბერს, კვირას.

საათი? მოდით 2 იყოს, რას იტყვით 14:00 სთ-ზე? — GIO---->>13 () 07:42, 2 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

14:400 გადასარევია! კვირა ერთადერთი დღეს, როცა შემიძლია გამოვიძინო.--თეიმურაზი () 11:31, 2 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ხმათა უმრავლესობით ვიკრიბებით 5 დეკემბერს, კვირას, 14:00 საათზე.

თბილისი, პუშკინის სკვერი, 5 დეკემბერი, 14:00 სთ

ახლა ადგილი. აბა ჰე გისმენთ, თქვით ვერსიები, მალე თორემ მოვიდა 5 უკვე. :) — GIO---->>13 () 17:54, 2 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

იქნებ თავისუფლების მოედანზე შევხვედროდით? პუშკინის სკვერი, მგონი, ნორმალურია. რას იტყვით? იქიდან კი მოვიფიქრებთ სად წავიდეთ და სად დავსხდეთ.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:07, 2 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჩემთვის ადგილს მნიშვნელობა არა აქვს ყველგან მოვალ:)))) რასაც უმრავლესობა გადაწყეტს ის იყოს:)--დავით XXI 14:45, 3 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
პუშკინის სკვერი იყოს შეხვედრის ადგილი.— Surprizi განხილვაწვლილი 17:24, 3 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
იყოს ეს ადგილი, მერე გადავწყვიტოთ სად დავსხდეთ.--მიხეილ () 17:33, 3 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ან ბოლო მტრისას იყოს ხო? (აზერბაიჯანული ვიკიპედიის მაგალითად ვიკრიჭები)--თეიმურაზი () 19:59, 3 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი, მოდით აქვე დავაზუსტოთ რა ადგილზე ვიქნებით, პუშკინის სკვერი საკმაოდ ფართი სკვერია. კონკრეულად პუშკინის ძეგლთან გავჩერდეთ და იქ როგორმე გამოვენაცნაურებით ერთმანეთს. რას იტყვით?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:04, 3 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგით, მაგრამ ეხლა გაჩერებასთან არა მგონი ვიღაცა გაჩერდეს, რადაგანაც იქ ხალხმრვლობაა =)) --თეიმურაზი () 20:12, 3 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ორიდან სამ საათამდე დაველოდოთ მომსვლელებს. ისე აჯობებს ხელი მოვაწეროთ წამომსვლელებმა, ტყუილად რომ არ ველოდოთ ერთმანეთს. :) — GIO---->>13 () 20:24, 3 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად და სად მოვაწეროთ ხელი?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:29, 3 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა: დოიჩლანდური პუნქტუალურობა. — დავით პასუხი 15:13, 4 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

5 დეკემბერს შეკრებაზე წამომსვლელთა ხელმოწერები

Giorgi13
leovizza
Mikheil88
პაატა შ
surprizi
დავით XXI
დავით დოიჩლანდ
BruTe

შეხვედრა შედგა :)

2010 წლის 5 დეკემბრის შეხვედრის შედეგი
რეზიუმე

შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. საუბარი იყო ვიკიპედიისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

შეხვედრა შედგა, რასაც მივესალმები. :) შეხვედრაზე ვიყავით 9 მომხმარებელი: leovizza, Mikheil88, surprizi, დავით XXI, დავით დოიჩლანდ, BruTe, თეიმურაზი, Datofm,Giorgi13. :) — GIO---->>13 () 15:45, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

შეხვედრაზე არ მოვიდა პაატა შ და მას 1 საათი ველოდეთ, სამწუხაროდ. — GIO---->>13 () 15:54, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბოდიშს მოგიხდით ყველას, მართლა გულწრფელად ვწუხვარ რომ უხერხულობა მოგანიჭეთ ჩემი უპასუხისმგებლო საქციელის გამო :( სამწუხაროდ (ჩემგან დამოუკიდებლად) შექმნილმა გარემოებებმა შემიშალეს ხელი შეხვედრაზე მოსასვლელად. თუმცა გულით თქვენთან ვიყავი :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 20:07, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
არაფერია პაატა, გავიგებთ. ხდება ხოლმე. :) – BruTe () 20:17, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერი საღამო გამოგვივიდა, იქნებ იუბილისთვისაც რამე მოვიფიქროთ --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 16:17, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

იმედია შემდეგ შეხვედრაზე უფრო მეტნი ვიქნებით:)--დავით XXI 16:23, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მეც მომეწონა, კარგი, ლაღი შეხვედრა გვქონდა. მშვენიერად ვისაუბრეთ =))--თეიმურაზი () 16:37, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

იქნებ ამ სტილში დაწეროთ რამე ინფორმაციისათვის. — ჯაბა ლაბაძე () 16:39, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დავწერთ, ცოტა „აზრზე მოვიდეთ“ :)) — დავით პასუხი 16:46, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკრიჭებიჯაბა ლაბაძე () 16:54, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

შეხვედარა მართლაც შედგა და ჩემი აზრით, ძალიან ნაყოფიერიც იყო, რაც მთავარია, ერთმანეთი გავიცანით მათ, ვინც აქამდე არ ვიცნობდით. ეს უფრო გააღრმავებს კოლეგიალობის გრძნობას, რაც კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის ჩვენს შრომას. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მოხარული ვიქნები ასეთი შეხვედრების ხშირად მოწყობის და ტრადიციის სახის მიცემის, რაც უპირველეს ყოვლისა ქართული ვიკიპედიის წარმატებასა და ხარისხზე აისახება :)--მიხეილ () 20:28, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი, ჩვენს შეხვედარს ძალიან აკლდა ჯაბა--მიხეილ () 20:33, 5 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

იუბილესათვის მზადება

საჭირბოროტო საკითხები:

1) როგორც ვიცი ორი ვარიანტია იუბილეს მოსაწყობად(საჯარო ბიბლ. და აგრარული). რამე ან ერთზე ან მეორეზე ვიცით?

2) მასმედია როგორც ვიცი იქნება!

3) ტექსტის შინაარსი და იუბილეს ორგანიზება!

რა ეტაპზე ვართ ხალხო???— Surprizi განხილვაწვლილი 10:33, 7 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ინტერვიუ იუბილესთან დაკავშირებით

13 იანვარს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი ჩუგოშვილი მეწვია და 15 იანვრის ღონისძიებასთან დაკავშირებით დამისვა კითხვები. მეც ვუპასუხე რაც ვიცოდი. (პარალელურ რეჟიმში, სკაიპით, გიორგიმელა მეხმარებოდა.) ჟურნალისტი განსაკუთრებით დაინტერესდა დაგეგმილი ტელეხიდით და ჯიმბოს მიმართვით. ვისაუბრეთ სანდოობაზე, სიახლეებზე, სტატიათა რაოდენობის ზრდაზე და ა.შ. სიუჟეტი 14 იანვარს, დილის ეთერში გავა რუსთავი 2-ზე. ვინც პირდაპირ ეთერში ვერ უყურებს, შეუძლია www.myvideo.ge-ზე ან www.tvali.ge-ზე იხილოს (უკან გადახვევის პრინციპით). --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:26, 13 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ინფორმაციისათვის და დახმარებისათვი :) — დავით პასუხი 18:32, 13 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]