ვიკიპედია:ყავახანა/პოპულარიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყავახანის ამ ნაწილში განიხილება ვიკიპროექტების საქართველოში პოპულარიზაციის საკითხები.




პრეზენტაციის პლაკატი

ვიკიპედიელებო, გთხოვთ იხილეთ პრეზენტაციის სარეკლამო პლაკატი რომელიც გააკეთა Giomac - მა. დაწერეთ თქვენი შენიშვნები და იდეები. გაითვალისწინეთ რომ ეს არის პლაკატის შავი ვარიანტი. მასზე დაწერილი ინფორმაცია არაზუსტია და მხოლოდ მაგალითისთვისაა--Gnome 02:21, 8 იანვარი 2007 (UTC)

ფაილი:პრეზენტაციის პლაკატი.jpg

  • Symbol support vote.svg (მომხრე) - როგორც უკვე ვთქვი მომწონს ესკიზი.--ტრულალა () 02:48, 8 იანვარი 2007 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - არ არის საჭირო დიდი დარბაზის აღება. საკმარისია დ.სარაჯიშვილის აუდიტორია. კარგი იქნება თუ ყველგან მივუთითებთ ვებ-გვერდსDobo 04:25, 8 იანვარი 2007 (UTC)
თავისთავად, ამ პლაკატზე თარიღიც კი არ წერია. შავია და ესკიზის იდეას გვანახებს. შუაში ლორემ იპსუმის მაგივრად დამატებითი ინფორმაციის ჩასმა შეიძება - ვიკიპედიის აღწერილობა, ისტორია, შიგთავსი, პრეზენტაციის დეტალები. --GioMac 08:08, 8 იანვარი 2007 (UTC)

მოკლედ გიოჯან ერთი ასეთი ჯიგრული პლაკატიც და ჩავთვალოთ რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით--Gnome 00:02, 9 იანვარი 2007 (UTC)

გამარჯობა Giomac, დღეს დავამატე ლოგო. შეგიძლია ნახო, იქნებ გამოგადგეს პლაკატისთვის. [1].Zangala 21:37, 14 იანვარი 2007 (UTC)

ძალიან კარგი. ისე, ამ ლოგოში გამოყენებული შრიფტის გამოყენების უფლება თუ გვაქვს? პლაკატში მოცემული შრიფტები GPL ლიცენზიით ვრცელდება და პრობლემას არ წარმოადგენს მათი გამოყენება. ესეც გავითვალისწინე. GioMac 07:04, 15 იანვარი 2007 (UTC)

პლაკატის ტექსტი

მოსაფიქრებელია რა ტექსტის ჩასმა შეიძლება, იდეები ვისაც აქვს - დაწეროს აქ:

მე მგონი დევიზიც საჭიროა,მაგ. "რასაცა(ცოდნას) გასცემ შენია,რაც არა დაკარგულია"Chano 14:23, 12 იანვარი 2007 (UTC)

დევიზი ხო წერია? ”შეუწყვე ხელი ქართული ვიკიპედიის განვითარებას” --Gnome 14:09, 15 იანვარი 2007 (UTC)

ეგ დევიზი არა ეგ კონკრეტული მითითება Chano 18:44, 15 იანვარი 2007 (UTC)

დევიზად "რასაცა გასცემ..." კარგია. მითითებად უკეთესი იქნება უფრო პირდაპირი აგიტპროპის სტილში "გახდი რედაქტორი!" ან "შენ ხარ რედაქტორი?!" (ან რაღაც მსგავსი, როდინა მატ ზავიოტ...). "შეუწყვე ხელი..." ცოტა არ იყოს გაუგებარია (როგორ, სად, მისთ. უფრო მეტი დირექტიულობა სჭირდება) ;) - ალ-ო () 19:09, 15 იანვარი 2007 (UTC)
ალსანდროს ზემოდ დაწერილი წერილის შედეგად მომივიდა ეს პლაკატი აზრად :).Zangala 20:22, 15 იანვარი 2007 (UTC) Joke.jpg.
მაგარია! :)) - ალ-ო () 20:29, 15 იანვარი 2007 (UTC)

ხა ხა...მაგარია :))))) მარა რაღაც კომინუსტურია...კომუნისტები გვინდა ახლა ჩვენ? :))), ასეთი რამეც შეიძლება ”გდაეცი სხვას ის...რაც იცი”, ან რამე ასეთი, ან ”დაანახე ხალხს რა იცი”, ან რამე ეგეთი რა...ათასი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, მარა მე მაინც ”შეუწყვე...” იდეაზე ვრჩები(ჯერჯერობით) --Gnome 23:29, 15 იანვარი 2007 (UTC)

მე "გახდი რედაქტორი" მომწონს. ტამოკ

ახალი პლაკატი ძალიან ორიგინალურია,მაგრამ მაშინ ძალიან დიდი ფორმატში უნდა დაიბეჭდოს,ასე რომ არც ისე ხელსაყრელი ჩვენს შემთხვევაში(ფინანსების უქონლობის გამო) Chano 18:32, 16 იანვარი 2007 (UTC)

ჰაჰაჰა მეც მომწონს!!! --ტრულალა () 20:08, 18 იანვარი 2007 (UTC)

განცხადება მაილ–ლისტებში

ვაპირებ რამოდენიმე მაილ–ლისტში ეს განცხადება გავუშვა. წინააღმდეგი ხომ არ ხართ? ან იქნებ ტექსტის შესწორება შემომთავაზოთ?--ლთ 04:05, 13 თებერვალი 2007 (UTC)

ალბათ გსმენიათ ვიკიპედიის შესახებ. ეს არის ღია ინტერნეტ–ენციკლოპედია, რომელიც ღიაა არა მარტო წასაკითხად, არამედ დასაწერადაც. სტატიებს აქ მოხალისეები წერენ. ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია დაწეროს სტატია, ყველას შეუძლია გაასწოროს ან გადააკეთოს სხვისი დაწერილი. სისტემა იმახსოვრებს სტატიის ყველა ძველ ვარიანტს და მის ავტორს, ავტორებს აქვთ აგრეთვე საშუალება სტატიის განხილვის გვერდზე დაასაბუთონ თავიანთი შესწორებები, მკითხველს კი შეუძლია გარდა სტატიისა, მის ისტორიას და განხილვასაც გაეცნოს. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ თუ ავტორთა რაოდენობა საკმარისად დიდია, საბოლოო ჯამში სტატიები მიუკერძოებელი გამოდის და საკითხთან დაკავშირებულ ყველა გავრცელებულ მოსაზრებას ასახავს. ეს კი ნიშნავს, რომ თანდათან ვიკიპედია ყველაზე მომცველ და გამოსადეგ ცოდნის წყაროდ ყალიბდება.

ვიკიპედია არსებობს პრაქტიკულად ყველა ენაზე. თითოეულ ენოვან სივრცეში იგი დამოუკიდებლად ვითარდება (თუმცა ერთსა და იმავე საკითხის გამაშუქებელ სხვადასხვაენოვან სტატიებს შორის დამაკავშირებელი ბმულებიც არსებობს). ინგლისურენოვან ვიკიპედიაში 1,6 მილიონი სტატიაა, გერმენულში და ფრანგულში _ დაახლოებით ნახევარი მილიონი, ქართულში კი _ ჯერ მხოლოდ 13 ათასი. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქართულენოვან სივრცეში სულ რამოდენიმე ათეული მოხალისე რედაქტორი/ავტორი მოღვაწეობს, ძირითადად ენთუზიასტი სტუდენტები.

დაეხმარეთ ქართულ ვიკიპედიას! გაუზიარეთ ქართულენოვან მკიხველს თქვენი ცოდნა! მიიღეთ მონაწლეობა ქართული ვიკიპედიის განვითარებაში!

ამისათვის შედით საიტზე www.ka.wkipedia.org, დარეგისტრირდით როგორც მომხმარებელი, გაეცანით წესებს (იხ. „ინფორმაცია“, „დახმარება“) და გაბედულად შეუდექით საქმეს. თუ რამე შეგეშალათ, ადმინისტრატორები და სხვა მომხმარებლები მიგითითებენ და ეს შეტყობინება თქვენს პერსონალურ გვერდზე მოგივათ. თუ რამე ვერ გაიგეთ, დასვით კითხვა საზოგადოების განხილვის გვერდზე (“ყავახანა“), ან რომელიმე ადმინისტრატორის პერსონალურ გვერდზე და გიპასუხებენ. იყავით გაბედული, ზრდილობიანი და სხვისი აზრისადმი ტოლერანტული, არ გაბრაზდეთ შენიშვნებზე და შესწორებებზე, არ მოგერიდოთ კითხვების დასმა _ და თქვენ ვიკიპედიელების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდებით!

ქართული ვიკიპედიის მისამართია: www.ka.wkipedia.org ვიკიპედიის საერთო პორტალია: www.wikipedia.org

შესანიშნავია. იმედია, ამით ბევრი ხალხი შემოგვიერთდება. - Island 08:13, 13 თებერვალი 2007 (UTC)

ალბათ გსმენიათ - არ არის საჭირო. ჩემი აზრით ჯობია დაიწყო პირდაპირ ინფორმაციით, რომ არსებობს ვიკიპედია. რადგან თუ სმენია ე. ი. ინფორმაცია აქვს. რეგისტრირებული მომხმარებელი - ეს ინფორმაცია არ არის მართალი, რადგან არარეგისრირებულსაც აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა. სასურველია, რომ დარეგისტრირდე. გაბედულება და დახმარება აუცილებელია!!! ისე ჯობია ნაკლები ინფორმაცია დაიწეროს, რომ უფრო დაინტერესდნენ და დანარჩენი ვიკიპედიაში წაიკითხონ. როგორ გითხრა ცუდი ნათქვამი არ გამომივიდეს მხოლოდ ერთი ლუკმა მიაწოდე, რომ თუ გემრიელი გამოდგა შემდეგ ვიკიში შემოვიდეს. ზოგჯერ ამომწურავი ინფორმაციის შემდეგ აღარ დაინტერესდეს, თუ რა ხდება ვიკიში. (მაგ. ერთ-ერთ დიდ რეკლამაზე ასე ეწერა, რომ წვრილი შრიფტით დაწერილს ნუ წაიკითხავთ და ყველა იმ წვრილ შრიფტს კითხულობდა და მთავარი რეკლამა კი ის წვრილი შრიფტი იყო და არა დიდი რეკლამა) და რაც მთავარია ვიკიპედიის მისამართი შეცდომის გარეშე დაიწეროს. (შეიძლება სხვებს სხვა მოსაზრება ჰქონდეს)Zangala 10:46, 13 თებერვალი 2007 (UTC)

მადლობთ შენიშვნებისთვის, ცანგალა. გავასწორებ და მთლიანად განცხადებასაც შევამოკლებ. ამხელა ინსტრუქცია იმიტომ დავწერე, რომ მე თვითონ თავიდან ძალიან გამოჭირდა გარკვევა. რამდენჯერმე დავიწყე, ვერ გავერკვიე და მივატოვე. ხოდა იქნებ იმათ გავუადვილო–თქო, ვიფიქრე ...--ლთ 18:12, 13 თებერვალი 2007 (UTC)

ეგ კი კაია, მარა მგონი სპამერობაში ჩამოგართმევენ ამ საქციელს--Gnome 15:39, 18 თებერვალი 2007 (UTC)

არა მგონია, არც პორნოგრაფიას ვუკეთებ რეკლამას და არც ფულის მოგებას ვპირდები ვინმეს. აიტანენ. მოკლედ, გავუშვი. ვნახოთ, რა იქნება. --ლთ 19:36, 20 თებერვალი 2007 (UTC)