ვიკიპედია:სტატიის ოსტატი/პიროვნების მნიშვნელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
3. მნიშვნელობა
4. წყაროები
5. შიგთავსი
6. დასასრული
მნიშვნელობა
თუ ადამიანზე ბევრს ყვებიან ავტორიტეტულ და დამოუკიდებელ წყაროებში, მას ეკუთვნის სტატია.
ვიკიპედია:ადამიანების მნიშვნელობა

ძალზე ცოტა პიროვნება არის ვიკიპედიისთვის საკმარისად მნიშვნელოვანი. ისევე, როგორც ყველა ენციკლოპედია, ვიკიპედია შეიცავს წარსულისა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან პიროვნებებზე ინფორმაციას.

ზოგადი პირობები — პიროვნებაზე უნდა იყოს საკმარისი დამოუკიდებელი და გადამოწმებული ინფორმაცია ავტორიტეტულ წყაროებში. ის პიროვნებები, რომლებიც პასუხობენ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პირობას, საკმარისად მნიშნველოვნები არიან ვიკიპედიაში მათ შესახებ სტატიის დასაწერად.

  • ადამიანმა დატოვა მნიშვნელოვანი კვალი, რომელსაც აფასებენ მეცნიერები;
  • სახელმწიფოების ნომინალური და ფაქტობრივი ხელმძღვანელები;
  • ფართო ცნობილების მქონე შოუ-ბიზნესის მოღვაწეები;
  • ოლიმპიური და პაროლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები სპორტის ნებისმიერ სახეობაში;
  • ნობელის პრემიების ლაურეატები, საქართველოსა და მსოფლიოს კონკურსების გამარჯვებულები;
  • გამოჩენილი ნაშრომების (ლექსების, სიმღერების, ნახატების და ამისთ.) ავტორები, რომელთა შექმნამ გამოიწვია ქვეყნისა და მსოფლიოში აჟიოტაჟი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანია მოვლენა, და არა პიროვნება, უნდა დაწეროთ სტატია მოვლენის შესახებ.

შენიშვნა: არ ჩასვათ ტყუილი მონაცემები სტატიებში.



თქვენი სტატია ექვემდებარება კრიტერიუმებს?