ვიკიპედია:სტატიის ოსტატი/ზოგადი მნიშვნელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
3. მნიშვნელობა
4. წყაროები
5. შიგთავსი
6. დასასრული
მნიშვნელობა
საგანი ან თემა სავარაუდოდ არის მნიშვნელოვანი, თუ ის საკმარისად დაწვრილებითაა აღწერილი დამოუკიდებელ ავტორიტეტულ წყაროებში.
ვიკიპედია:რელევანტურობა

ვიკიპედია — ეს არის ენციკლოპედია. ამიტომ საიმისოდ, რომ სტატია ენციკლოპედიურად ჩაითვალოს, იგი უნდა იყოს მნიშვნელოვან საგანზე.

საგანი მნიშვნელოვანია, თუ იგი აღწერილია ავტორიტეტული და დამოუკიდებელი წყაროების მრავალი არატრივიალური პუბლიკაციის მიერ. ყველა ობიექტს უნდა ჰქონდეს მოთხოვნილი მნიშვნელობის მინიმალური დონე მაინც საიმისოდ, რომ სტატია ამ საგნის შესახებ ვიკიპედიაში დაიწეროს. ამ მოთხოვნაში შედის საკმარისი რაოდენობის წყაროების არსებობა გადამოწმებადი და ენციკლოპედიური სტატიის დასაწერად.

რა არ არის ვიკიპედია: ზემოთ აღწერილი კრიტერიუმების გარდა, თვითონ საგანი უნდა იყოს ენციკლოპედიური. არაენციკლოპედიურია ხშირად დასმადი კითხვები, ვიდეოთამაშების გავლა, ინსტრუქციები, ბმულების კრებულები და სიტყვათა განმარტებები.


თქვენი სტატია პასუხობს მნიშვნელობის კრიტერიუმებს?