ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2008
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
...ევროპაში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე შუასაუკუნეების ციხესიმაგრეა ოლაფსბორგი, ფინეთში...
... ქალაქ ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 26 000-ზე მეტი ხეა...
...ლონდონის თვალი (London Eye) ყველაზე მაღალი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში (135 მ) და ყველაზე პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს...
...1918 წლის ოთხ ივლისს ოსმალეთის ბოლო სულთანის მეჰმედ VI-ის კურთხევის დღეს ბოლშევიკებმა რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ II-ის ოჯახი დახოცეს...
...ლამინ გუეიე, სენეგალიდან, პირველი შავკანიანი აფრიკელი მოთხილამურე იყო, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა (1984 წელს)...
...მიუხედავად დიდი წმენდის დროს გამყიდველად გამოცხადებისა და სიკვდილით დასჯის განაჩენისა, სერგო ქავთარაძე სტალინმა შეიწყალა და შემდგომში მის წარმომადგენლად გაუშვა ირანსა და რუმინეთში...
... მთის გორილა (სურათზე) ბვინდის გაუვალ ეროვნულ პარკში უგანდის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა...
... აბერდურის ციხე-სიმაგრე, რომლის ნაწილი 1200-იანი წლებით თარიღდება, ერთ-ერთია ორი უძველესი შემორჩენილი ციხე-სიმაგრიდან შოტლანდიაში...
...ტბა ბალატონი, პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა უნგრეთში, უდიდესი მტკნარი წყლის ტბაა ცენტრალურ ევროპაში...
...1954 წელს საბჭოთა კავშირი პირველად გამოვიდა მსოფლიო სპორტული სროლის ჩემპიონატზე კარაკასში და 30-დან 20 ოქროს მედალი მოიპოვა...
...ამჟამად მოქმედ სამეფო სასახლეთა შორის უდიდესია ბრუნეის სულთანის რეზიდენცია ისტანა ნურულ იმანი ბანდარ-სერი-ბენგანში. სასახლის მშენებლობა დაჯდა დაახლოებით 500 მილიონი დოლარი და 1984 წელს დასრულდა. კომპლექსი მოიცავს 1788 ოთახს, მისი საერთო ფართობია 205 ათასი კვ. მეტრი...
... ყველაზე ხანგრძლივი სიტყვით გაეროში გამოვიდა კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო, 1960 წლის 26 სექტემბერს. მისი სიტყვა 4 საათს და 29 წუთს გრძელდებოდა...
... ბამიანის (სურათზე), ავღანეთი, საკნებში აღმოჩენილი ზეთის ნახატები ევროპულ ზეთის ფერწერას დაახლოებით ექვსი საუკუნით უსწრებს...
... ბურატინო, სანამ ხის თოჯინა გახდებოდა, იტალიური ნიღბების კომედიის პერსონაჟი იყო...
...სიდნი პუატიე პირველი შავკანიანი მსახიობი იყო, რომელიც ოსკარით დაჯილდოვდა, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ფილმში "მინდვრის ლილიები", ინგლ. "Lilies of the Field")...
... რომაული გზების სიგრძე დაახ. 85 ათას კილომეტრს შეადგენდა...
... ცინიკური რეალიზმი თანამედროვე მიმდინარეობაა ჩინურ ხელოვნებაში, რომელიც 1990-იან წლებში ჩაისახა პეკინში...
... მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი "კულინანი" 1905 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იპოვეს...
...გუსტავ კურბეს ეროტიკული ტილო "Femme nue couchée" (წამოწოლილი შიშველი ქალი; სურათზე), რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაუჩინარების შემდეგ 2005 წელს აღმოაჩინეს, სლოვაკი ექიმისთვის მიუციათ სამედიცინო სამსახურისთჳის...
...რუსი კომპოზიტორები პეტრე ჩაიკოვსკი, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი და სერგეი რახმანინოვი საკუთარ ნაწარმოებებში უკრაინულ ხალხურ მელოდიებს იყენებდნენ...
...მიხეილ მიხალკოვი, სერგეი მიხალკოვის ძმა, რომელმაც საბჭოთა ჰიმნი დაწერა, ნკვდ-ს აგენტი იყო ნაცისტურ გერმანიაში, მოგვიანებით კი გულაგის პატიმარი გახდა...
...უკრაინული ბაროკოს არქიტექტურა დასავლეთ ევროპული ბაროკოსგან მოკრძალებული ორნამენტულობითა და მარტივი დიზაინით გამოირჩევა...
...2006 წლიდან პეკინში კანონით აკრძალულია ოჯახში ერთ ძაღლზე მეტის ყოლა...
...ბუტანი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც თამბაქოს გაყიდვა აკრძალა...
...უკრაინული ფოლკლორის თანახმად, ქალიშვილი, რომელიც ჩერვონა რუტას (უკრ. წითელი რუტა) იპოვის ივან კუპალას დღეს (სურათზე), სიყვარულში ბედნიერი იქნება...
...რგოლები არა მარტო სატურნს, არამედ მის ერთ–ერთ მთვარეს რეასაც აქვს...
...ლიხტენშტაინის სახელმწიფო ბიუჯეტის 10%-ს საფოსტო მარკების გასაღებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს...
...კონსტანტინოპოლს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა...
...მიუხედავად მთამსვლელობის გამოცდილების არქონისა, ინგლისელი თავგადასავლების მოყვარული მორის უილსონი 7450 მ ნიშნულს აღწევს 1934 წელს ევერესტზე ასვლის მისი წარუმატებელი მცდელობისას...
...ზაირის 1998 წლის ომი, მსოფლიოს ყველაზე მსხვერპლიანი ომი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
...სოფიკო ჭიაურელი (სურათზე) ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით "საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე.
... 1927 წელს ვლადიმირ გარაყანიძემ სპორტული ჰაერნაოსნობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა აეროსტატით გადაფრენაში...
...მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობა, 36 სართულით და 240 მ კოშკით, აგებისას უმაღლესი შენობა იყო იმ პერიოდის ევროპაში.
...მშრალი ხიდის ქვეშ XX ს–ის შუა ხანებამდე მტკვარი მიედინებოდა...
...მსოფლიოში მხოლოდ მავრიტანიასა და მადაგასკარს არ აქვთ ათობითი ფულადი სისტემა...
...ასუანის კაშხლის მშენებლობისას აბუ სიმბალის ტაძრის ტერიტორია წყლით დაიფარა, ამიტომ ტაძარი ნაწილებად დახერხეს და უფრო მაღალ ადგილზე გადაიტანეს...
...უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი (სურათზე) 1873 წელს მდ. დუნაის მოპირდაპირე სანაპიროებზე მდებარე ორი ქალაქის – ბუდასა და პეშტის გაერთიანებით შეიქმნა...
...შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ორი ექსტერიტორიული რკინიგზის სადგურია, რომლებიც სხვა ქვეყნების იურისდიქციაშია: ბაზელ-ბადიშერ-ბანჰოფი (გერმანია) და ბაზელ SBB (საფრანგეთი).
...პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური დრამატული თეატრი მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს...
...2007 წლის ნოემბრის სახალხო დემონსტრაციის დასაშლელად საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა შორი დისტანციის აკუსტიკური მოწყობილობა (LRAD).
...დიდმა რუსმა მომღერალმა ფიოდორ შალიაპინმა პროფესიული მოღვაწეობა თბილისის ოპერის სცენაზე დაიწყო...
...მარიანას ღარი ყველაზე ღრმა ადგილია დედამიწაზე (-10 911 მ ზღვის დონიდან)...
...შარავანდი, რომლითაც ჩვეულებისამებრ შუასაუკუნეების ქართველი ხატმწერები მონარქებს გამოსახავდნენ საეკლესიო ფრესკებში (ნიმუში სურათზე), არ ჩანს ბეთანიის მონასტრის მხატვრობაში...
...1355 წელს ოქსფორდში, ინგლისი, ორ სტუდენტსა და ადგილობრ მკვიდრს შორის ლუდის გამო ატეხილ არეულობაში დაღუპული 63 სწავლულისთვის ქალაქი ოქსფორდის უნივერსიტეტს ჯარიმას 440 წელი უხდიდა...
...შუშხუნა ღვინოს ლანგედოკის ღვინის რეგიონ ლიმუსში დიდი ხნით ადრე აწარმოებდნენ, ვინემ მას შამპანში დაამზადებდნენ...
...რუსი კრიტიკოსები სომეხ მსახიობსა და პოეტს პეტროს ადამიანს მსოფლიოში საუკეთესო ტრაგიკოსად მიიჩნევდნენ ჰამლეტისა და ოტელოს მისეული განსახიერებისთვის...
...1703 წელს ედოში (ტოკიო) ორმოცდაშვიდი რონინიდან 46-მა სეპუკუ (რიტუალური თვითმკვლეობა) ჩაიტარა მათი ბატონის აკოს დაიმიო ასანო ნაგანორის სიკვდილის ასანაზღაურებლად.
...ჯგუფი 13 ნაცისტებთან თანამშრომელ ებრაელთა ქსელი იყო ვარშავის გეტოში, ცნობილი როგორც "ებრაული გესტაპო"...
...ყველაზე დიდი მარმარილოს კომპასი პორტუგალიაში, ქალაქ პელემას პარკში დგას...
...კონტრაქტების სახლს (სურათზე) კიევში, უკრაინა, ხშირად წვევიან მწერლები ონორე დე ბალზაკი, ნიკოლაი გოგოლი, ალექსანდრე პუშკინი და პოეტები ადამ მიცკევიჩი და ტარას შევჩენკო...
...ომარის მეჩეთი ბეთლემის ერთადერთი მეჩეთია და სახელი ხალიფა ომარ იბნ ალ-ხატაბის პატივსაცემად ქვია, რომელიც გადმოცემით ამ ადგილას ლოცულობდა...
...ალიოშა კარამაზოვი, თედორე დოსტოევსკის გმირი „ძმები კარამაზოვებიდან“, სინამდვილეში ვლადიმირ სოლოვიოვია, რუსი ფილოსოფოსი და პოეტი...
...მთა ჰუჰორა ახალი ზელანდიის პირველი ნაწილი იყო, რომელიც ადრეულმა პოლინეზიელმა მკვლევარმა კუპემ შეამჩნია, თუმცა მაორის ლეგენდის თანახმად, მას იგი ვეშაპი ჰგონებია...
...ბერძნული მითოლოგიით გორგითიონი ერთ-ერთი იყო ტროას მეფე პრიამის ორმოცდაათ შვილთაგან...
...მუჰამედ ალ-შაჰვანი სადამ ჰუსეინის რესპუბლიკური გვარდიის გენერალი იყო, ამჟამად კი ერაყის ახალი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელია...
...ლონდონის სენტ-ჯეიმზის კლუბის (1857-1978) მტკიცებით, ის ერთადერთი ჯენტლმენთა კლუბი იყო, რომელსაც ცალკე ოთახი ჰქონდა მხოლოდ ნარდის მოთამაშეთათვის...
...ლოს-ანჯელესში სანსეტ ბულვარზე 1964 წელს გახსნილი კლუბი "ვისკი ა გო გო" (სურათზე) პირველი დისკოთეკა იყო ამერიკაში...
...ევროპის ცენტრალური ბანკის მომავალი შტაბ-ბინა განთავსდება ფრანკფურტის გროსმარქტჰალეში, ყოფილ საბითუმო ბაზარში, რომელიც ექსპრესიონისტული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია...
...1695 წელს ინგლისში შემოღებული ფანჯრის ბეგარის გამო მაღაზიების მფლობელებმა გადასახადისგან თავის ასარიდებლად ფანჯრები აგურით ამოავსეს...
...2007 წელს როტშილდ-ფაბერჟეს კვერცხი კრისტის აუქციონზე € 9 000 000-ად გაიყიდა, რაც ყველაზე მაღალი ფასია, რომელიც ოდესმე გადაუხდიათ რუსულ საიუველირო ნაწარმში, რის გამოც ის ასევე ყველაზე ძვირი საიუველირო საათი გახდა მსოფლიოში...
...აშშ-მა საგარეო ვალის გასტუმრება სრულად დღემდე მხოლოდ ერთხელ, 1835 წელს, შეძლო...
...ჩეთამის ბიბლიოთეკა მანჩესტერში უძველესი საზოგადოებრივი ბიბლიოთეკაა ინგლისურენოვან მსოფლიოში...
...მერი შერვაშიძე (სურათზე), გალაკტიონის მუზა, 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა...
...რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ს ფაბერჟეს ბოლო ნამუშევარი "რენესანსის კვერცხი", რომელიც მან მის მეუღლეს, დედოფალ მარია ფიოდოროვნას მიუძღვნა, 4750 რუბლი დაუჯდა...
...ლესბოსის ღვინოს ძველი ბერძნები ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ თვლიდნენ...
...ვარდის მეჩეთს სტამბოლში სახელი კონსტანტინოპოლის დაცემის დღეს ტაძრის ვარდებით მორთვის გამო დაარქვეს...
...თანამედროვე სომხურ ლიტერატურაში რეალიზმის დამფუძნებლის, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი არფიარ არფიარიანის ბოლო სიტყვები იყო "მე სომეხი ვარ"...
...სანტრალისტანბული, სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ოსმალეთის იმპერიის ყოფილი პირველი ელექტროსადგურის შენობაში მდებარეობს...
- ...სანტა-მარია-სოპრა-მინერვა (ინტერიერი სურათზე) ერთადერთი გოტიკური ეკლესიაა რომში და მასში წმინდა ეკატერინე სიენელის უთაო ცხედარი განისვენებს...
- ... ანარქიის სიმბოლო ფილოსოფოსი პიერ-ჟოზეფ პრუდონის ერთი შეხედვით პარადოქსული გამოთქმის „ანარქია წესრიგია“ ერთგვარ განსახიერებად შეიძლება მივიჩნიოთ...
- ...პოპულარული რწმენით, ქუჩის წარმოდგენების დროს ინდური კობრა სალამურის მელოდიაზე ”ცეკვავს”. სინამდვილეში გველი პატრონის თითოეულ მოძრაობას იმეორებს და მუდმივ მზადყოფნაშია უეცარი მოძრაობის შემთხვევაში თავი დაიცვას...
- ...წარმართი სტრიგოლნიკების უმრავლესობა მდინარე ვოლხოვში დაახრჩვეს 1376 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზეწოლით...
- ... მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა მოსკოვის გეი პრაიდს სატანისტური უწოდა, ვინაიდან მისი თქმით ის შიდსის გავრცელებას უწყობდა ხელს...
- ... თურქეთის 1971 წლის სამხედრო გადატრიალება ცნობილია, როგორც „გადატრიალება მემორანდუმით“...
- ...ველოსიპედის ჩაფხუტი სავალდებულო აქსესუარია აშშ-ის 37 შტატში...
- ...მაგდებურგის საკათედრო ტაძარი (სურათზე) ყველაზე მაღალი იყო აღმოსავლეთ გერმანიაში და აქ საღვთო რომის იმპერატორი ოტო I არის დაკრძალული...
- ...დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე "აპოლო" კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა თბილისში. იგი 1909 წელს გაიხსნა და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია...
- ...ხამსას ებრაელებიც და მაჰმადიანებიც იყენებენ, როგორც თილისმას ავი თვალისგან დასაცავად...
- ...ირანის უდიდესი ტბა ურმია იმდენად მლაშეა, რომ მასში თევზები ვერ არსებობენ...
- ...გაურკვეველია ევრიპიდეს პიესა „ელექტრა“ სოფოკლეს ვერსიამდე დაიწერა თუ მას შემდეგ...
- ...აშოკას წარწერები ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში ჩვენამდე მოღწეული უძველესი ისტორიული წყაროებია ბუდიზმზე...
- ...მსოფლიოში ყველაზე გრძელ გველად მიჩნეულია მწვანე ანაკონდა; მისი მაქსიმალური სიგრძე დაფიქსირებულია 11,43 მ.
- ...„ბენუას მადონა“ (სურათზე), სავარაუდოდ, ლეონარდო და ვინჩის მისი მასწავლებელი ვეროქიოსგან დამოუკიდებლად შექმნილი პირველი ნამუშევარი უნდა იყოს...
- ...ასურეთის მეფის სალამანასარა III-ის შეკვეთით ძვ. წ. 825 წელს შექმნილი შავი კირქვისგან გამოთლილი შავი ობელისკი დღემდე აღმოჩენილი ყველაზე სრული ასირიული ობელისკია და ასევე უძველესი ნივთია, რომელზეც ისრაელის ბიბლიური მეფე იუი არის გამოსახული...
- ...სტამბოლის ბოსფორისა და სულთან მეჰმეთ ფათიჰის ხიდებიდან წელიწადში სულ მცირე 150 ადამიანი ცდილობს თავის მოკვლას...
- ...ინგლისური რენესანსის წამყვანი ხელოვნების ფორმა იყო პიესა...
- ...კალკუტას, ინდოეთი, ევროპული სტილის მდიდრულ ნაგებობათა სიუხვის გამო "სასახლეთა ქალაქს" უწოდებენ...
- ...ნაფოტა საქართველოს მტკნარ წყლებში კობრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშის თევზია...
- ...ფსიქოდელიური მედიკამენტის ლსდ (მოლეკულა სურათზე) სინთეზი პირველად შვეიცარიელმა ქიმიკოსმა ალბერტ ჰოფმანმა მოახდინა სანდოცის ლაბორატორიაში, ბაზელი, შვეიცარია, 1938 წელს...
- ...ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბავშვი არ იბადება, არის ვატიკანი, რადგან იქ მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის მღვდელ-მონაზვნები ცხოვრობენ...
- ...ქართულ ვიკიპედიაში საშუალოდ ერთ დღეზე მოსული ახალი სტატიების რეკორდული მაჩვენებელი — 74 ერთეული, დაფიქსირდა 2007 წლის აგვისტოში...
- ...ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად ქვეყნის მონარქის ტიტული ეგვიპტის ფარაონ პეპი II-ს ეჭირა — 94 წელს...
- ... თანამედროვე ისტორიაში პირველი საზოგადოებრივი თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო კამპანია ნაცისტურ გერმანიაში ჩატარდა...
- ...პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ვიქტორ ნუარის ქანდაკებაზე ხელის გადასმა პოპულარული რწმენით დაფეხმძიმებას უწყობს ხელს. მსურველთა მოზღვავების გამო 2005 წელს საფლავს ღობე შემოავლეს, თუმცა პარიზელ ქალთა პროტესტის შემდეგ ის მოხსნეს...
- ...ნიუ-იორკის მარათონი მსოფლიოში უდიდესია და მასში ყოველწლიურად 37.000 პროფესიონალი და მოყვარული მორბენალი მონაწილეობს...
- ...ვასკო და გამას ხიდი ლისაბონთან, პორტუგალია, ყველაზე გრძელი ხიდია ევროპაში...
- ...ვასილ ამაშუკელი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი იყო 1908 წელს ბაქოში გადაღებული ფილმებით „ქართველი სცენის მოღვაწენი“, „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“ და სხვა.
- ...ბუტანის მეფე ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მონარქია...
- ...ტროცკისტები სტალინის პერიოდში საბჭოთა კავშირის მმართველობის სისტემას ბიუროკრატიულ კოლექტივიზმს უწოდებდნენ...
- ...კოკაინი ლეგენდარული გლეხური უტოპია იყო შუასაუკუნეების ევროპაში (ზარმაცების ქვეყანა, სადაც ბარაქა თავზესაყრელი იყო და გარჯა საჭირო არ იყო)...
- ...ბერლინის პერგამონის მუზეუმში 113 მ სიგრძის სკულპტურული ფრიზის (დეტალი სურათზე) რეკონსტრუქცია არის გამოფენილი...
- ...X საუკუნის ქართველმა ჰიმნოგრაფმა იოანე მინჩხმა ჰიმნოგრაფიაში ახალი სალექსო ფორმა მინჩხური შემოიღო.
- ...ათენის ტირანს პისისტრატეს, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნეში მოღვაწეობდა, მიეწერება ჰომეროსის პოემების ტექსტის დამდგენი კომისიის შექმნა.
- ...აკაკი წერეთლის ვაჟმა და რუსული ოპერის იმპრესარიომ ალექსიმ თავისი ქონება „მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს“ უანდერძა, თუმცა ანდერძი არაქმედითად იქნა ცნობილი.
- ...სომხეთის ეროვნული გმირი წმინდა ვარდანის ქალიშვილი შუშანიკი ქართული ლიტერატურის დღემდე მოღწეული პირველი ნაწარმოების მთავარი გმირია...
- ... ანდანტე დო მაჟორში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პირველი კომპოზიცია იყო...
- ...190 მ სიმაღლის Turning Torso (მბრუნავი ტორსი) შვედეთის ყველაზე მაღალი შენობაა...
- ...საქართველოში პირველი ნუმიზმატიკის კაბინეტი თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა 1924 წელს აკად. ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით...
- ...რუსული ანარქისტულ-კომუნისტური ორგანიზაცია ჩერნოე ზნამია (რუს. შავი ალამი) პირველი ორგანიზაცია იყო, რომლის გაცხადებული მიზანი არსებული წყობილების ტერორი იყო...
- ...მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი პირველად მოდაში ვენეციელმა კურტიზანმა ქალებმა შემოიღეს XV საუკუნეში...
- ...პოსტსაბჭოთა რუსეთის 1016 წამყვან პოლიტიკურ ფიგურათა თითქმის 78% მანამდე სუკ-ის ან მასთან ასოცირებული ორგანიზაციის წევრი იყო...
- ...ტერმინი "ჰუკერი" ამერიკელ მეძავებს შემორჩათ ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდიდან, კერძოდ, პოტომაკის არმიაში მოკავშირეთა გენერალი ჯოზეფ ჰუკერის პერიოდში მეძავების მომრავლების გამო...
- ...სნუპი მსოფლიოს პირველი კლონირებული ძაღლია (სურათზე ავღანურ მწევართან, რომლისგანაც ის კლონირებულ იქნა)...
- ...ასირიოლოგმა არჩიბალდ საისმა აღმოაჩინა, რომ ხეთების იეროგლიფების სისტემა ძირითადად მარცვლოვანი ყოფილა...
- ...რუსი სამხედრო ოფიცერი ბორის შაპოშნიკოვი ჯერ რუსეთის მეფის ჯარში მსახურობდა, შემდეგ წითელ არმიაში, სტალინის დიდ წმენდას გადაურჩა და ბოლოს საბჭოთა კავშირის მარშალის წოდებაც მიიღო...
- ...პეკინის ოპერა სათავეს პეკინიდან კი არ იღებს, არამედ პროვინციებიდან ანჰუი და ჰუბეი...
- ...გაბრიელ გარსია მარკესის რომანი „მარტოობის ასი წელიწადი“ შვიდი თაობის მოქმედ გმირებს მოიცავს...
- ...კრივს მძიმე წონით კატეგორიაში წონის ზედა ზღვარი არ აქვს...
- ...დაკას (სურათზე), მაჰარაქას, ვადი ეს-სებუას, ამადასა და დერის ძველეგვიპტური ტაძრები 1960-იან წლებში დაშალეს და სხვაგან ააგეს, რათა ისინი ასუანის კაშხლით წარმოქმნილი ნასერის ტბას არ დაეფარა...
- ...ამჟამად მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ციფრული სისტემა სათავეს ინდოეთიდან იღებს...
- ... ძველეგვიპტელი არქიტექტორი სენემუტი ლეგენდის თანახმად ფარაონი ჰატშეფსუტის საყვარელი იყო...
- ...მეორე ავენიუს მეტროს ხაზის მშენებლობა ქალაქ ნიუ-იორკში 1919 წელს დაიწყო და ის დღემდე არ დასრულებულა...
- ... 1930-იან წლებამდე მეთანოლი ყველაზე გავრცელებული ანტიფრიზი იყო...
- ...სიჯუ, კორეული პოეტური ფორმა, ჩამოგავს იაპონურ ჰაიკუს...
- ...ტეტრიკუს I (მონეტაზე) გალების ბოლო იმპერატორი იყო...
- ...სიცარიელის აღმნიშვნელი ციფრი ნული ინდოელმა მათემატიკოსებმა შემოიღეს...
- ...1921-1940 წლებში ქალაქ ბოლნისს ლუქსემბურგი ერქვა...
- ...ჰიტლერის თვითმკვლელობიდან რამდენიმე საათში სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრმა იოზეფ გებელსმა ცოლთან ერთად ექვსივე მცირეწლოვანი შვილი მოწამლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
- ... ლონდონში მდინარე ტემზის ქვეშ 16 გვირაბი გადის; მათი უმრავლესობა მეტროს ხაზებისთვისაა განკუთვნილი...
- ...საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 35-საათიანი სამუშაო კვირა შემოიღო...
- ...პარიზის ახალი ხიდი ქალაქში დღემდე შემონახული უძველესი ხიდია...
- ...გიგო გაბაშვილის "ბაზარი სამარყანდში" (1894) ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე 2006 წლის აპრილში 1 მილიონ 136 ათას დოლარად გაიყიდა; მყიდველისა ან გამყიდველის ვინაობა ცნობილი არ არის...
- ...ქალაქ ნიუ-იორკში ყოველდღიურად სამსახურში ველოსიპედით 131.000 ადამიანი მგზავრობს.
- ...პირველი თანამედროვე საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია საღვთო ალიანსი იყო...
- ...რიჩარდ მეიერი პირველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო, რომელმაც კომპიუტერული თამაშისთვის შენობის პროექტი შექმნა (2003 წელს SimCity 4-თვის)...
- ...რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში პირველი ფოლადი 1950 წელს გამოადნეს...
- ...ანტიკითერას მექანიზმი უძველესი მექანიკური კალკულატორია, რომელსაც ასევე პირველ ცნობილ "მექანიკურ კომპიუტერს" უწოდებენ, და მისი დანიშნულება ასტრონომიული პოზიციების გამოთვლა იყო...
- ...თუ წრეწირის დიამეტრი ერთის ტოლია, მისი პერიმეტრი π-ს უდრის...
- ...მერტენ დე კეიზერმა ბიბლიის პირველი სრული გამოცემები დაბეჭდა ფრანგულად (1530) და ინგლისურად (1535) ანტვერპენში...
- ...გრემის პრემიის პირველი მფლობელი საბჭოთა კავშირიდან სვიატოსლავ რიხტერი გახდა 1960 წელს...
- ...სან-ვიტალეს ბაზილიკა რავენაში, იტალია, დასავლეთ ევროპაში ბიზანტიური ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და დახვეწილი მოზაიკით გამოირჩევა...
- ...დედამიწის შინაგანი აგებულების უკეთ შესწავლის მიზნით 1995 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს გადაწყვეტილება დედამიწის გულამდე გაბურღვის შესახებ. ჭაბურღილის გაკეთება ნავარაუდევია გერმანიის ტერიტორიაზე...
- ...პირველ მსოფლიო ომს ფრანგი მამაკაცების 27 % შეეწირა...
- ...ჰანიბალი ჯერ კიდევ 9 წლის ბავშვი იყო, როდესაც დაიფიცა, რომ იგი რომის დაუძინარი მტერი იქნებოდა...
- ...მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილი უძველესი იმპერია აკადის იმპერიაა, რომელიც არსებობდა ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2170 წლებში...
- ...შუმერული ენა ჩვენთვის ცნობილი უძველესი ენაა საკუთარი დამწერლობით...
- ...ტროას ხეთური დასახელებაა ვილუშა...
- ...პონიატოვსკის ხიდი ვარშავაში ორივე მსოფლიო ომში დაინგრა...
- ...სსრკ-მ იარსება თითქმის 69 წელი, 1922 წლის დეკემბრიდან 1991 დეკემბრამდე...
- ...მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგებმა ააშენეს ე.წ. მოჟინოს ხაზი რათა თავი დაეცვათ გერმანელებისგან, მაგრამ გერმანელები საფრანგეთში შევიდნენ მოჟინოს ხაზზე ჩრდილოეთით, სადაც საზღვარი არ იყო სათანადოდ გამაგრებული, ასე რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვის პროექტი სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა...