ვიკიპედია:რჩეული ფოტოები/2008

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დეკემბერი[წყაროს რედაქტირება]

ყინულის ტოტები

თხევადი წყალი ყველაზე მკვრივია 4°C-ზე და სიმკვირივეს კარგავს როცა წყლის მოლეკულები ჰექსაგონური კრისტალების ფორმირებას იწყებს ტემპერატურის 0°C-ზე დაცემისას. ამის მიზეზია წყალბადის ნაერთების წარმოქმნა წყლის მოლეკულებს შორის, რომლებიც არაწესიერად ლაგდებიან (მოცულობის მხრივ) წყლის გაყინვისას. შედეგი ისაა, რომ ყინული წყლის ზედაპირზე ცურავს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია დედამიწის კლიმატისთვის.

ავტორი: ბარფუზი
სხვა რჩეული ფოტოები...


ავსტრალიური ურემი

ურმები სხვადასხვა ფორმისაა, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულება ტვირთის გადაზიდვაა. ურემს, როგორც წესი, ორი ან ოთხი თვალი (ბორბალი) აქვს. ოთხთვალა ურემს წინა საყრდენზე მოძრავი საჭიდი აქვს, რომლის ძელზე ორი გამწევი სახედრის უზანგის სამართი აქვს მიმაგრებული. საქართველოში ამ სახის ტრანსპორტის გავრცელებული ერთ-ერთი სახეობაა აჩაჩა ურემი.


სურათზე: ავსტრალიური ურემი. ავტორი: Fir0002
სხვა რჩეული ფოტოები...

ჭიამაია

ჭიამაია (Coccinellidae), ხოჭოების ოჯახს ეკუთვნის. აქვს ამობურცული, მომრგვალო ან ოვალური სხეული. ზურგზე ღია ფონზე შავი ლაქები აყრია, იშვიათად — პირუკუ. კაშკაშა გამაფრთხილებელი შეფერილობა მტრისაგან თავდაცვის საშუალებას აძლევს. მისი სხეულის სიგრძე 4-7 მმ აღწევს. იკვებება ბუგრებით, ცრუფარიანებით და სხვა პატარა მწერებით, ზოგი — მცენარეებით. ავსტრალიიდან აფხაზეთში შემოყვანილმა როდოლიამ და კრიპტოლემუსმა შეაფერხეს ციტრუსების საშიში მავნებლების — ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანას გამრავლება.


სურათის ავტორი: ჯონ სულივენი.
სხვა რჩეული ფოტოები...

ნოემბერი[წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლური იმპერიული არწივი

ბეგობის არწივი (Aquila heliaca) მტაცებელი ფრინველია შავარდნისნაირთა რიგისა. მას ასევე უწოდებენ აღმოსავლურ იმპერიულ არწივს და ძლიერ ჩამოგავს ოქროს არწივს, თუმცა შედარებით მცირეა და ნაკლებ ძლიერი. ეს სახეობა გავრცელებულია სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, თუმცა ამჟამად უკვე მთლიანად გამქრალია ავსტრია-უნგრეთში მისი ყოფილი გავრცელების არეალიდან.


სურათის ავტორი: ბენ ლიუ სონგი.
სხვა რჩეული ფოტოები...


პალე-გარნიეს ფოიეს ინტერიერი

გრანდიოზული კიბე გარნიეს სასახლეში, 2200-ადგილიანი ოპერის თეატრი პარიზში, საფრანგეთი. შარლ გარნიეს მიერ ნეობაროკოს სტილში შექმნილი ეს გრანდიოზული ნაგებობა ამ პერიოდის ერთ-ერთ არქიტექტურულ შედევრად არის მიჩნეული. შენობა 1874 წელს დასრულდა და მასში ბინა დაიდო მუსიკის სამეფო აკადემიის თეატრმა, რომლის შენობა ერთი წლით ადრე ხანძარმა იმსხვერპლა.


სურათის ავტორი: ბენ ლიუ სონგი.
სხვა რჩეული ფოტოები...


გლობალური მშვიდობის ინდექსის რუკა 2008 წლისთვის

სუხოი სუ-27 დაშვებისას, რუსი რაინდების აერობატული ჯგუფიდან, კუბინკას აეროდრომი, რუსეთი. სუ-27 რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად საბჭოთა კავშირში დამზადდა შორ დისტანციაზე მძიმე შეიარაღებით სწრაფი რეაგირებისთვის. მისი უახლოესი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავია F-15 Eagle.

სურათის ავტორი: დიმიტრი მოტლი.
სხვა რჩეული ფოტოები...


გლობალური მშვიდობის ინდექსის რუკა 2008 წლისთვის

გლობალური მშვიდობის ინდექსი — ერებისა და რეგიონების მშვიდობისმოყვარეობის აღწერა-გაზომვის ერთგვარი მცდელობა.

სურათზე: გლობალური მშვიდობის ინდექსის რუკა 2008 წლისთვის.
სხვა რჩეული ფოტოები...

ოქტომბერი[წყაროს რედაქტირება]

წყნარი ოკეანის რუკა

მარის პაციფიკი სავარაუდოდ წყნარი ოკეანის პირველი ტიპოგრაფიული რუკაა. ის გამოიცა აბრაამ ორტელიუსის 1589 წლის ტრაქტატში "Theatrum Orbis Terrarum", რაც პირველ ნამდვილ თანამედროვე ატლასად ითვლება.

ავტორი: აბრაამ ორტელიუსი.
სხვა რჩეული ფოტოები...


პოლარული ციალი

პოლარული ციალიპლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების (ლუმინესენციის) ნათება, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს, მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული მათი ურთიერთქმედების შედეგად.


სურათზე: აიელსონის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, ალასკა. პოლარული ციალი დათვის ტბაზე.
სხვა რჩეული ფოტოები...


იეზიდები (ეზიდები; ქურთ. Êzidî, Êzîdî, ასურ. ܓ̰ܠܟܝܐ, არაბ. يزيدي) — ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ქურთების ნაწილად ითვლება. ისინი ცხოვრობენ ერაყში, თურქეთში, სომხეთში, რუსეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. ქურთ-იეზდთა დიდი ნაწილი მიგრაციაშია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა 2,5 მილიონს აღემატება. ისინი ლაპარაკობენ ქურთული ენის დიალექტზე — კურმანჯი და ძველი რელიგია იეზიდიზმი შეინარჩუნეს.


სურათზე: თბილისელი იეზიდი ქალები, 1942 წ.
სხვა რჩეული ფოტოები...


პტოლემეოსის გეოცენტრული მოდელი

პტოლემეოსისეული სამყაროს გეოცენტრული მოდელის ილუსტრაცია (თეორია, რომლის მიხედვით დედამიწა სამყაროს ცენტრია) პორტუგალიელი კოსმოგრაფი და კარტოგრაფი ბართოლომეუ ველიუს მიერ, 1568 წელს მის მიერ პარიზში გამოცემული ტრაქტატიდან „კოსმოგრაფია“. ყურადსაღებია სხეულთა დისტანცია დედამიწის ცენტრთან მიმართებაში (მარცხნივ) და რევოლუციების დროები, წლებში (მარჯვნივ).


ფოტო: ხოაკიმ ალვეს გასპარი
სხვა რჩეული ფოტოები...

სექტემბერი[წყაროს რედაქტირება]

"სადკო", ილია რეპინი

„სადკო წყალქვეშა სამეფოში“, ილია რეპინის ფერწერული ტილო, რომელზეც გამოსახულია სადკო, ამავესახელწოდების რუსული ხალხური ბილინას გმირი. ნოვგოროდელი ვაჭარი და გუსლის მუსიკოსი აღმოჩნდება ზღვის მეფის სამფლობელოში. აქ მან მეფის ქალიშვილის ქორწილში უნდა დაუკრას (სცენა ასახულია ნახატზე). მუსიკას აყოლილი ცეკვა ზღვაზე ისეთ ტალღებს ააგორებს, რომ გემებს ჩაძირვა დაემუქრება. ზღვის დასაშოშმინებლად სადკო საკუთარ გუსლის კლდეს შეამსხვრევს. ქარიშხალი ჩადგება და სადკო ნაპირზე აღმოჩნდება. ეს ისტორია გახდა შთაგონების წყარო ამავე სახელწოდების მუსიკალური ნაწარმოებისა და ოპერისთვის.

მხატვარი: ილია რეპინი
სხვა რჩეული ფოტოები...


ბედუინი ქალი

ბედუინი ქალი იერუსალიმში, დაახ. 1898-1914 წლებში, ტრადიციულ პალესტინურ სამოსში. ამგვარი სამოსის შექმნასა და მოვლას რეგიონის ქალთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ეჭირა. 1940-იან წლებამდე ტრადიციულ პალესტინურ კოსტიუმებში აისახებოდა ქალის ეკონომიკური სტატუსი, გათხოვილი იყო თუ არა, ასევე რომელი ქალაქიდან ან რეგიონიდან იყო, და, შესაბამისად, ქალის ჩამომავლობა გათვითცნობიერებულ დამკვირვებელს ქსოვილის ხარისხის, ფერის, ნაკერისა და ნაქარგის მოტივების მიხედვით შეეძლო გაერჩია.

ფოტოს წყარო: American Colony Photographers
სხვა რჩეული ფოტოები...


კასა მილა

კასა მილა, კატალონიელი არქიტექტორი ანტონიო გაუდის 1912 წლის ქმნილება ბარსელონას, ესპანეთი, ეიხამპლეს უბანში. ამ ნამუშევარში აშკარაა გაუდის გატაცება ტრენკადისით მორთული დეკორაციებითა და ტალღოვანი ზედაპირებით, რომელიც წინ უსწრებს ბიომორფიზმს თითქმის 20 წლით.


ფოტოს წყარო: დევიდ ილიფი
სხვა რჩეული ფოტოები...

აგვისტო[წყაროს რედაქტირება]

გადამწვარი სოფლ. კეხვი

2008 წლის აგვისტოს ბოლოს გადაღებულ ამ სატელიტურ ფოტოზე კეხვში, ქართული სოფელი ცხინვალიდან სამხრეთით 9 კმ-ში, განადგურებული სახლებია აღბეჭდილი. ყუმბარების ცეცხლის ან ბომბების დაცემით გამოწვეული კრატერების არარსებობა მოწმობს იმაზე, რომ განადგურების მიზეზი განზრახ გაჩენილი ხანძრებია, ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით. ეს სურათი ერთ-ერთია იმათთაგან, რომლებიც ამ ორგანიზაციამ რუსეთ-საქართველოს ომით დაზარალებული რაიონების კვლევის შედეგად გამოაქვეყნა.

ფოტოს წყარო: UNOSAT იხ. სხვა რუკებიც
სხვა რჩეული ფოტოები...


ზემო აფხაზეთი

ზემო აფხაზეთი — მდინარე კოდორის ხეობა აფხაზეთში, რომელიც დე ფაქტო გამყოფ ზოლს წარმოადგენს საქართველოს იურისდიქციის გარეთ მყოფი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ საქართველოს შორის. ხეობის ზემო წელი დასახლებულია სვანებით.


ფოტოს ავტორი: ე. სიდიანი
სხვა რჩეული ფოტოები...

ივლისი[წყაროს რედაქტირება]

სომბრეროს გალაქტიკა"

სომბრეროს გალაქტიკა (M104) სპირალისებური გალაქტიკაა ქალწულის თანავარსკვლავედში. ის 1700-იან წლებში აღმოაჩინეს. გალაქტიკა 28 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწას და იმდენად მკრთალია, რომ შეუიარაღებელი თვალით უხალავია, თუმცა მისი დანახვა ადვილია მცირე ტელესკოპითაც. ჩვენს ცაზე ის სავსე მთვარის დიამეტრის ერთი მეხუთედის ტოლია. M104 დედამიწას წამში დაახ. 1000 კილომეტრით შორდება.


ფოტოს წყარო: NASA / STScI
სხვა რჩეული ფოტოები...


გორდონ პარკსის "ამერიკული გოთიკა"

გორდონ პარკსის ყველაზე განთქმული ფოტოსურათი, "ამერიკული გოტიკა, ვაშინგტონი, კ.ო." (American Gothic, Washington, D.C.), იყო პირველი სერიიდან, რომელიც მან ფერმების დაცვის ადმინისტრაციაში ხანმოკლე სამსახურის პერიოდში გადაიღო. პორტრეტზე აღბეჭდილია დამლაგებელი ქალი ელა ვატსონი ამერიკული დროშის წინ ხელში ცოცხითა და უკანა პლანზე იატაკის ტილოთი. მწვავე რეზონანსი, რომელიც სურათის პოლემიკურმა ბუნებამ და მსხვერპლისა და გადარჩენილის გაორებამ განაპირობა, წარუშლელ კვალს ტოვებს მის მრავალ მნახველზე.


ავტორი: გორდონ პარკსი
სხვა რჩეული ფოტოები...


ტფილისის სამხედრო ტაძარი

ტფილისის სამხედრო ტაძარი რუსეთის მმართველობის პერიოდში 1870-90-იან წლებში ააგეს ტფილისში კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად და შუასაუკუნეების რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველის სახელობისა იყო. ნეობიზანტიური სტილის ნაგებობის პროექტი დ. გრიმს ეკუთვნის. მშენებლობა 1871 წლის 16 აპრილს დაიწყო ალექსანდროვის ბაღის ზემო ნაწილში გუნიბსკის მოედანზე, ამჟამად რუსთაველის გამზირის ნაწილი) და 1897 წლის 21 მაისს დასრულდა. 1930 წელს ტაძარი კომუნისტებმა დაანგრიეს.

სხვა რჩეული ფოტოები...


თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია

სურათზეა ადამიანის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ქალის ძირიდან (ზემოდან მარცხნივ) ბოლომდე, გადაღებული ინტრავენული კონტრასტული აგენტით. ეს სამედიცინო გადაღების მეთოდი იყენებს ტომოგრაფიას და ციფრულ გეომეტრიულ პროცესირებას, ობიექტის შიდა ნაწილის სამგანზომილებიანი სურათის მისაღებად, მრავალრიცხოვანი ორგანზომილებიანი რენტგენის სხივებით მიღებული სურათებით, რომლებიც გადაღებულია ერთ ღერძზე ტრიალით.


სურათის ავტორი: მიკაელ ჰაგსტრომი
სხვა რჩეული ფოტოები...

ივნისი[წყაროს რედაქტირება]

ჰონკონგის ღამის პანორამა

ჰონკონგი მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ფინანსებისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრია. ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პოლიტიკური შეთანხმებით და შედარებით მეტი ავტონომიით სარგებლობს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით.

სურათის ავტორი: Base64
სხვა რჩეული ფოტოები...


ნატალია გოცი

უკრაინელი მოდელი ნატალია გოცი სინთია როულის სამოსის ჩვენებაზე 2007 წლის გაზაფხულის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ნატალია იყო 2004 წლის ფორდის მსოფლიო სუპერმოდელის ძიების გამარჯვებული. სხვადასხვა დროს ის გამოჩნდა ფრანგული ელისა და იტალიური მარი კლერის გარეკანზე, ასევე მოდის სახლების ბენაზ სარაფპურის, კრისტიან ლაკრუას, დაიან ფონ ფურშტენბერგის, დიორის, დოლჩე და გაბანას, დრის ვან ნოტენის, გუჩის, ოსკარ დე ლა რენტას, ვალენტინოს, ვივიენ ვესტვუდისა და სხვათა კოსტიუმების ჩვენებაზე.


სურათის ავტორი: პიტერ დუჰონი
სხვა რჩეული ფოტოები...

მაისი[წყაროს რედაქტირება]

აკაპულკოს ყურის რელიეფური რუკა, 1628.

სურათზეა 1628 წლის აკაპულკოს ყურის, მექსიკა, ესპანური რელიეფური რუკა. ესპანური კოლონიური პერიოდის დროს აკაპულკო უმნიშვნელოვანესი პორტი იყო გემებისთვის, რომლებიც აბრეშუმსა და სანელებლებს ატარებდნენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებიდან. 256 წლის განმავლობაში, ყოველწლიური სავაჭრო ვოიაჟი, ცნობილი როგორც მანილას გალეონი, იწყებდა მოგზაურობას აკაპულკოდან ფილიპინებისკენ, რაც საბოლოოდ შეწყდა მექსიკის დამოუკიდებლობისთვის ომის გამო.


სურათის წყარო: A. Boot
სხვა რჩეული ფოტოები...


ჰეილ-ბოპის კომეტა

ჰეილ-ბოპის კომეტა XX საუკუნის ყველაზე მნათ კომეტად მიიჩნევა. იგი 1995 წლის 23 ივლისს, მზის დისკოსდან მოშორებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ამერიკელმა ასტრონომებმა ალან ჰეილმა და თომას ბოპმა. სულ ცოტა ხანში მისი სინათლე იმდენად გაიზარდა, რომ იგი ხილული გახდა შეუიარაღებელი თვალისათვის. ჰალე-ბოპის კომეტის პერიოდულობა 2380 წელს აღწევს. მისი მომდევო დაბრუნება ნავარაუდევია 4377 წელს.



სურათზე: ჰეილ-ბოპის კომეტა ისტრიას ცაზე, ხორვატია.
სხვა რჩეული ფოტოები...

აპრილი[წყაროს რედაქტირება]

ბზობა. ფრესკა

1304-1306 წლებში ჯოტო დი ბონდონემ მოხატა სკროვენის კაპელა, რომელიც სამ იარუსად თანმიმდევრულად ასახავს ღვთისმშობლისა და ქრისტეს ცხოვრებას. კომპოზიციის მოცულობისა და სივრცის არნახული გააზრებით, პლასტიკური გამომსახველობით, ეს ნამუშევრები პროტორენესანსის ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ძეგლადაა მიჩნეული.


სურათზე: ბზობა, ფრაგმენტი სკროვენის კაპელის მოხატულობიდან.
სხვა რჩეული ფოტოები...


გამოყენებული სამანქანო ზეთი

ძრავას ზეთიშიგაწვის ძრავების შესაზეთად განკუთვნილი ზეთი. პრაკტიკულად ყველა ძრავას ზეთი ნავთობის გადამუშავების პროდუქტია და მხოლოდ ზოგიერთი ხარისხის საავიაციო ზეთს ღებულობენ სინთეზურად. არსებობს სამი კლასის ძრავას ზეთი — ავტომობილის, დიზელის და საავიაციო.

სურათზე: ბუშტები ნახმარ ზეთზე. ავტორი: დერელი
სხვა რჩეული ფოტოები..

მარტი[წყაროს რედაქტირება]

ცვარი

ცვარი ჩნდება საგნების, მცენარეების და ხმელეთის ზედაპირზე წყლის წვეთების სახით, დადებითი ტემპერატურების დროს საღამოს, ღამით და ადრე დილით. ცვარი ინტენსიურად წარმოიქმნება, თუ ცა მოწმენდილია და სუსტი ნიავი ქრის. ცვარის დროს ნალექების რაოდენობა მცირეა.

სურათზე: ცვარი ზამბახზე. ავტორი: ფრიდრიხ ბოჰრინგერი
სხვა რჩეული ფოტოები...

ბესლეთის ხიდი

ბესლეთის ხიდი (ასევე თამარის ხიდი) – XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი სოხუმთან, მდ. ბესლეთზე. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა დაიკარგა. ხიდის გარდიგარდმო დღემდე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.

სურათზე: ასომთავრული წარწერები ბესლეთის ხიდზე. ავტორი: უცნობი
სხვა რჩეული ფოტოები...

გრემი

გრემი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით. აგებულია 1565 წელს კახთა მეფე ლევანის მიერ. მოხატვა 1577 წელს დაუმთავრებიათ.

გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაა ნარევი. შიგა სივრცეს, საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე, შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.

სურათზე: გრემი კავკასიონის ფონზე. ავტორი: ანდრეი კალამკაროვი
სხვა რჩეული ფოტოები...

იაპონური ალუბალი

საკურა (იაპ. サクラ, ლათ. Prunus serrulata) დეკორატიული ალუბლის ხის იაპონური სახელია. მისი ყვავილების შეფერილობა გრადირებს მკვეთრი-ვარდისფერიდან თეთრამდე. მისი ნაყოფი, დამარილებული ფოთლები და ყვავილები საკვებად გამოიყენება.

საკურა, ძველთაგანვე პატივცემული იაპონელების მიერ, იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება. „იაპონური საკურას საზოგადოებამ“ 27 მარტს, დაწყებული ჰეისეის მეოთხე წლიდან (1992), საკურას ყვავილობის დღესასწაული შემოიღო, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

სურათზე: იაპონური ალუბალი გაზაფხულზე. ავტორი: ნინო ბარბიერი (სხვა რჩეული ფოტოები...)

სტრომბოლის ამოფრქვევა

ვულკანი — (ლათ. Volcanus, Vulkanვულკანუს) კონუსისებური მთა, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე მისი ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი. ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია. ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა.

სურათზე: ვულკან სტორმბოლის ამოფრქვევა (იტალია), 100 მ სიმაღლეში. რამდენიმე წამიანი ექსპოზიცია. წყვეტილი ტრაექტორიები წარმოადგენს ლავას გავარვარებულ ნაწილებს. ავტორი: ვოლფგანგ ბაიერი
სხვა რჩეული ფოტოები...

თებერვალი[წყაროს რედაქტირება]

კაუსტიკა

კაუსტიკა (ლათ. causticus < ბერძნ. Καυστίκος, καυστός – მწვავე) ზედაპირი, რომელიც შემოვლებულია სინათლის კონის ირგვლივ — სხივების შეყრის ადგილას ლინზაში მათი გარდატეხის ან სარკეში არეკვლის შემდეგ. კაუსტიკა დაიკვირვება მცირე სიღრმის აუზების ფსკერზე, ბროლის ჭაღით განათებულ ოთახში, ან წყლით სავსე ჭიქის განათებისას. ცისარტყელა წვიმის წვეთებით შექმნილი კაუსტიკაა. კაუსტიკას იყენებენ სამეცნიერო კვლევებში.

სურათზე: კაუსტიკა, შექმნილი ბროლის ჭიქაში სინათლის გავლით. ავტორი: პიტერი
სხვა რჩეული ფოტოები...

1945 წლის 13-14 თებერვალს სამეფო საჰაერო ძალების ცეცხლოვანი დაბომბვისა და აშშ-ის არმიის საჰაერო ძალების დამატებითი იერიშის შედეგად დრეზდენი, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი მდინარე ელბაზე, ფერფლად იქცა. მასიურმა დაბომბვამ ცეცხლოვანი შტორმი გამოიწვია, რომელმაც ყველაფერი შთანთქა მის გზაზე. ამ განთქმულ ფოტოსურათზე, რომელიც დრეზდენის მერიის კოშკიდან არის გადაღებული, აუგუსტ შრეიტმიულერის ქანდაკება "სიკეთე" დანგრეულ ქალაქს გადაჰყურებს.



სურათზე: დრეზდენი 1946 წელს. ავტორი: რიხარდ პეტერი
სხვა რჩეული ფოტოები...

იუნანის ბრინჯის ტერასები

იუნანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია ტროპიკული, სუბტროპიკული, ზომიერი და ალპური ზონების მცენარეთა სახეობებით. აქ არის ასევე ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი მიწები, რის გამოც სოფლის მეურნეობას რეგიონის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს. რეგიონში ძირითადად მოჰყავთ ჩაი, შაქრის ლერწამი, თამბაქო და ბრინჯი, ამასთან ეს უკანასკნელი წელიწადში სამ მოსავალს იძლევა.


სურათზე: იუნანის შაქრის ტერასები. ავტორი: ჯიალიან გაო
სხვა რჩეული ფოტოები...


Sieve of Eratosthenes

მათემატიკაში ერატოსთენეს საცერი მარტივ რიცხვთა ცხრილის შედგენის ადვილი, უძველესი ალგორითმია. ეს არის თანამედროვე ატკინის საცერის წინამორბედი, რომელიც უფრო სწრაფია და უფრო კომპლექსური. ალგორითმი შექმნილია ძველი ბერძენი მათემატიკოსი ერატოსთენეს მიერ ძვ. წ. III საუკუნეში.


სურათის ავტორი: სებასტიან კოპეჰელი სხვა რჩეული ფოტოები...

იანვარი[წყაროს რედაქტირება]

ჰიმბას ტომის ქალი

ჰიმბა (Himba) ეთნიკური ჯგუფია ჩრდილოეთ ნამიბიაში, კუნენეს (ყოფილი კაოკოლანდი) რეგიონში. ეს არის მომთაბარე ხალხი, რომლის ძირითად საქმიანობას მესაქონლეობა წარმოადგენს. ჰიმბას ხალხს ტანსაცმელი თითქმის არ აცვია, თუმცა ქალები განთქმული არიან საკუთარი ტანის სხვადასხვა მცენარეულობების ზეთებითა და საცხებით მორთვით მზისგან თავის დასაცავად. ეს ნარევი მათ კანს მოწითალო ელფერს აძლევს. თანამედროვე ჩაცმულობა ამ ტომში იშვიათია და თითქმის მხოლოდ მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი.


სურათზე: ჰიმბას ტომის ახალგაზრდა ქალი
ავტორი: ივ პიკი
სხვა რჩეული ფოტოები...


დედოფალი მარიამი

ბრიტანეთის დედოფალი მარიამი, ასევე ცნობილი როგორც მარიამ ტეკელი, ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის მეუღლე და ინდოეთის დედოფალიც გახლდათ. დედოფლობამდე იგი ჯერ იორკის, შემდეგ კორნუოლის ჰერცოგი და უელსის დედოფლისწული იყო. დედოფალი მარიამი განთქმული იყო ფორმალური ღონისძიებებისთვის საგანგებოდ თვალ-მარგალიტებით უზადო მორთვით და სამეფო საგვარეულოს ძვირფასეულობის ფასდაუდებელი კოლექცია დაუტოვა.



სურათი: აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა
სხვა რჩეული ფოტოები...

Fringilla coelebs

საწვავის დამპინგი პრაქტიკაა, რომელსაც საწვავის გამომფრქვევით აღჭურვილი თვითმფრინავები იყენებენ გარკვეული სახის ავარიულ ვითარებებში. სურათზე RAAF F-111 თვითმფრინავი საწვავის „გადასხმისა-და-დაწვის“ დამპინგს ასრულებს ავსტრალიის საერთაშორისო ავიაშოუზე. ამ ტიპის საწვავის დამპინგს "ზიპოსაც" უწოდებენ.



სურათის ავტორი: ჯონ ო'ნილი
სხვა რჩეული ფოტოები...

Fringilla coelebs

ნიბლია, ასევე სკვინჩა (ლათ. Fringilla coelebs) მთიულასებრთა ოჯახს ეკუთვნის. საქართველოს ზოგ კუთხეში წიფლის ჩიტსაც ეძახიან. ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 17 სმ აღწევს), მგალობელი ფრინველია. ბინადრობს ყველგან, უმთავრესად კი მთის ტყეებში. ზამთრობით დაბლობებში უფრო მეტია. აპრილში დებს 4 კვერცხს, კრუხობს მხოლოდ დედალი. იკვებება მცენარის თესლით (განსაკუთრებით სარეველებით), ნაყოფით და სხვა ნაწილებით, კენკავს მწერებსაც. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა კავკასიური ნიბლია (Fringilla coelebs solomkoi).




სურათის ავტორი: მაიკლ მაგზი
სხვა რჩეული ფოტოები...


ზამთრის პეიზაჟი

ზამთარი ერთ-ერთია ოთხი სეზონიდან ზომიერ სარტყელში. მეტეოროლოგიური ზამთარი უმოკლესი დღეებითა და ყველაზე დაბალი ტემპერატურით ხასიათდება. შესაბამისად, ზამთარს თოვლი და სიცივე ახლავს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც ეკვატორიდან უფრო შორსაა. იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენი ზამთარში ყინულის ნისლია, რომელიც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე (-10°C-ზე დაბლა) იქმნება.


სურათის ავტორი: რიჩარდ ფაბი
სხვა რჩეული ფოტოები...