ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/სოჭის კონფლიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ გვერდზე განთავსებულია ქართული ვიკიპედიის რჩეული სტატიის კანდიდატი.
განხილვის შედეგად შესაძლებელია სტატია რჩეულად აირჩეს ან გაიგზავნოს დასამუშავებლად.
განხილვის წესები
მოსაუბრეთა საყურადღებოდ

კენჭისყრაში მონაწილეთაგან საჭიროა მიცემულ ხმაზე (თანხმობა ან უარი) პასუხისმგებლობა. ხმის მიცემამდე გთხოვთ, თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ სტატია. განხილვისას გთხოვთ, დაეყრდნოთ შემდეგ პრინციპებს:

  • არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ, რომ სტატია ან მისი თემა უინტერესოა თქვენთვის ან ვინმე სხვისთვის — ამას ვერაფერს ვერ ვუზამთ, ადამიანებს სხვადასხვა გემოვნება აქვთ. გაითვალისწინეთ, რომ არაარგუმენტირებული ხმები ჩაითვლება არაკონსტრუქციულად და არ იქნება გათვალისწინებული შედეგის დაწერისას.
  • არ დაწეროთ, რომ თემა კარგად არის დაწერილი, მაგრამ მისი ადგილი ვიკიპედიის მთავარ გვერდზე არ არის. გახსოვდეთ: მნიშვნელობა აქვს სტატიის ხარისხსს, და არა თემას.
  • აუცილებლად მოაწერეთ ხელი.
  • თუ გსურთ საკუთარი შენიშვნის გაბათილება, არ წაშალოთ იგი. მოაქციეთ იგი შესაბამის კოდს შორის -<s>…</s>.
  • თუ თქვენ დატოვეთ რაიმე შეტყობინება კანდიდატთან დაკავშირებით, დაიმატეთ მისი ქვეგვერდი კონტროლის სიაში, რათა წაშალოთ იგი, როდესაც თქვენი შენიშვნა გამოსწორდება.
  • შეინარჩუნეთ მეგობრობა და მომხმარებლებისადმი კეთილგანწყობა. ხშირ შემთხვევაში ავტორი მიჯაჭვულია საკუთარი ნამუშევარზე და ზედმეტად მკვახე კომენტარებმა შეიძლება გააბრაზონ იგი. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ იყავით კონსტრუქციული და კორექტული.
ავტორების / ნომინატორების საყურადღებოდ
  • იყავით ყურადღებიანი, მოუსმინეთ კრიტიკას, გაითვალისწინეთ არგუმენტაცია, ეცადეთ დაამუშავოთ სტატია განხილვის პროცესში.
  • მიუხედავად სტრესისა, ეცადეთ არ გადახვიდეთ პირადულში: სერიოზული დაპირისპირების შემთხვევაში სტატია შეიძლება გაიგზავნოს დამუშავებაზე.
  • თუ სტატია ერთხელ უკვე იყო კანდიდატი, სავალდებულოა მის ადრეულ განხილვაზე ბმულის მიცემა.
კენჭისყრის პროცედურა

თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ სტატია ღირსია რჩეულობისა, მაშინ ჩაწერეთ {{ჰო}}, თქვენი კომენტარი და შეინახეთ გვერდი.

1. (მომხრე). შესანიშნავი სტატიაა, თემა სრულად არის გახსნილი. პეტრე პავლიაშვილი, 23:59, 31 დეკემბერი 2011 (UTC)


თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ სტატია არ არის ღირსი რჩეულობისა, მაშინ ჩაწერეთ {{არა}}, თქვენი კომენტარი და შეინახეთ გვერდი.

# {{არა}}. თემა არ არის გახსნილი. საჭიროა დამატებითი დამუშავება.. ~~~~

1. (წინააღმდეგი). თემა არ არის გახსნილი. საჭიროა დამატებითი დამუშავება. პეტრე პავლიაშვილი, 23:59, 31 დეკემბერი 2011 (UTC)

თუ თქვენი პოზიცია არ არის აშკარა, მაგრამ გაქვთ სათქმელი, გამოიყენეთ {{ჰმმ}}.

# {{ჰმმ}} მე ვფიქრობ, რომ... ~~~~

1. (ნეიტრალური) მე ვფიქრობ, რომ... პეტრე პალვიაშვილი, 23:59, 31 დეკემბერი 2011 (UTC)

  • (ნომინაცია) — --M. განხილვაწვლილი 06:48, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 06:56, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - ამ ფორმით ამ სტატიის რჩეულზე წარდგენა არ შეიძლება. გადავხედე სტატიას, დამოწმებებს. ტექსტი მთლიანად შემოტანილია მხოლოდ ერთი მონოგრაფიიდან, ესაა ,,რუსეთ-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920)”. შიდა მითითებები (სქოლიო), რაც 1918-1919 წლის პრესიდანაა ასევე იდენტურია იმასთან, რაც ამავე წიგნის შიგნითაა გამოყენებული. დიახ, ასეც შემოდის ვიკიპედიაში სტატიები, მაგრამ ესაა ფაქტობრივად ამ წიგნის კონსპექტური ვერსია. 25 სქოლიო არის მხოლოდ ამ ერთი წიგნიდან და თქვენ მითითებული გაქვთ ამ წიგნის ავტორის მოძიებული მასალები იდენტურ ადგილას, ეს არღვევს ტექსტის საავტორო უფლებებს. მსგავს ადილებში ან მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ. სხვაგვარად არანაირ რჩეულის სტატუსს არ იმსახურებს, ასე პლაგიატი გამოდის. ერთი წიგნით შემოტანილი სტატია კი რჩეულის სტატუსს ვერ მიიღებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:26, 15 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
    •  კომენტარი: ამ კომენტარიდან შემიძლია გავითვალისწინო ეს ნაწილი „მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ“ — ეს მისაღებია, თუმცა არ ეხება ყველა სქოლიოს, არამედ მხოლოდ სქოლიოს ნაწილს (დაახლოებით ნახევარს). რაც შეეხება კომენტარის დანარჩენ ნაწილს — თითიდანაა გამოწოვილი. ეტყობა რომ მართლაც „გადახედეთ“ და არ წაგიკითხავთ. სტატია იმ ლიტერატურითაა მომზადებული, რაც არსებობს ქართულ ენაზე და რაც მითითებულია კიდეც სტატიაში და ეს არაა მხოლოდ ერთი წიგნი. თუ თქვენ მეტზე მიგიწვდებათ ხელი, დაამატეთ, არავინ გიშლით. --M. განხილვაწვლილი 18:15, 15 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
      •  კომენტარი: ვფიქრობ საკმაოდ კონსტრუქციული შენიშვნა მოგეცით სტატიასთან დაკავშირებით, რადგან არსებული ფორმა პლაგიატია. 25 არსებული სქოლიოდან 25-ვე არის არსებული წიგნიდან ამ წიგნის მითითების გარეშე (არანაირი ნახევარი). გამოდის წიგნის ავტორს ტყუილად უწვალია და გადმოგვაქვს მისი ნაშრომი ამ პიროვნების მითითების გარეშე. ასე არ იწერება სტატია. ნამდვილად გადავხედე და ფორმაზეც მოგეცით შენიშვნა, წაკითხვა შინაარსობრივი მხარის გააზრებასაც ნიშნავს და რადგან არ ვარ საკითხის მიმართ კომპეტენტური შინაარსობრივ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი. თითიდან გამოწოვილი არა, ამ წიგნიდან და სტატიიდან აღებული ინფორმაციის შედეგად გიზიარებთ შენიშვნას. ამ ფორმით სტატიის არსებობა და გარჩეულება არის ვიკიპედიისთვის დამაზიანებელი და ორიგინალი ავტორის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:40, 15 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - მიხარია რომ ეგ ხარვეზი აღმოიფხვრა. ამისთვის მადლობა. მაგრამ ახლა უკეთ ჩანს რომ სტატია ერთი წიგნიდანაა გადმოწერილი (ყოველ შემთხვევაში სქოლიო ამას მოწმობს), ამიტომ ამჯერად გირჩევთ სტატიის დამოწმებაში დამატებითი მასალები შეიტანოთ. სხვაგვარად კენჭისყრა ვერ შედგება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:24, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
    •  კომენტარი: სტატიაში გამოყენებულია სამი წიგნი და ორი სტატია. ყველა მითითებულია. სტრუქტურა და გადმოცემის ენა ორიგინალურია, copy paste არ არის. ახლა შინაარსიც ორიგინალური ვერ იქნება --M. განხილვაწვლილი 17:13, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  • სქოლიოთი ჩანს, რომ გამოყენებულია ერთი წიგნი. თუ სხვა წიგნებიცაა გამოყენებული და სქოლიოთი არაა დამოწმებული, მაშინ ესეც გასასწორებელია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]