ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/კისტური ფიბროზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
✔ რჩეული გახდა 04/29/2018
  •  კომენტარი: - "მუკოვისციდოზი" დაავადების ძველი სახელწოდებაა, რომელიც ჩაანაცვლა "კისტურმა ფიბროზმა". რაც შეეხება, "კისტური ფიბროზის" სისწორეს: kystis ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით დაფარულ პათოლოგიურ წარმონაქმნს (ბუშტს), რომელიც შეიცავს აირს, სითხეს ან ნახევრადმკვრივ მასალას.http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=13&t=6437 . გამომდინარე იქიდან, რომ CFTR გენის მუტაციისას განვითარებული დაავადების დროს, პაციენტების მრავალ ორგანოში აღმოჩენილი იყო სწორედ კისტები, ამიტომ უწოდეს დაავადებას კისტური ფიბროზი. აქვე იხილეთ "ცისტის" განმარტება http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=13&t=14903. სადღეისოდ მიღებული ტერმინი, სწორედაც, არის კისტური ფიბროზი, რადგან ზუსტად ასახავს მდგომარეობას, რომელიც ვითარდება დაავადების დროს და არა "ცისტური", რომელიც შეცდომაა, ამიტომაც ვიკიპედიაშიც და სხვაგანაც უნდა ვიხმაროთ ეს ტერმინი. ვფიქრობ "სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი" სანდო წყაროა იმისთვის, რომ ამ თემაზე აღარ შევჩერდეთ. ასევე შესაძლებელია იხილოთ:"გენეტიკა მედიცინაში" ტომპსონი და ტომპსონი, გამოცემა #7, 2008 წელი, გვ 365 "ტრანსპორტის დეფექტები, კისტური ფიბროზი". სტატიის მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის ინფრომაციის მიწოდება კისტურ ფიბროზზე, ამიტომ ველოდები ტექსტის შინაარსობრივ ნაწილთან შენს შენიშვნებს, წინასწარ გიხდი მადლობას--ვალიკო ბეგიაშვილი განხილვაწვლილი 16:23, 14 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - მუკოვისციდოზი მართლაც ძველი სახელწოდებაა და აღარ გამოიყენება არსად, გარდა რუსულენოვანი ლიტერატურისა. რაც შეეხება "კისტა"-"ცისტას", შინაარსობრივად ეს ერთი და იგივეა; ფონოლოგიური განსხვავების მიზეზია ვარიაცია ამ სიტყვის "ლათინური" და "ბერძნული" წაკითხვაში; მაგ., "კეისარი" და "ცეზარი", ასევე "ისქემია" და "იშემია". ვალიკოს მიერ მოყვანილ ლინკებზე განსხვავება განპირობებულია ქართულ ზოოლოგიურ და სამედიცინო წრეებში განსხვავებულად დამკვიდრებული ტრადიციული ტერმინოლოგიით. ჩემი აზრით, ქართული ტრანსლიტერაციით უფრო სწორია "ცისტა". Kober განხილვაწვლილი 11:58, 3 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ასევე გასასწორებელია რამდენიმე წყარო; მე რაც შევამჩნიე, ესაა #137 და #141. კიდევ, უნდა შევთანხმდეთ: ან "რესპირატორული", ან "რესპირაციული". სტატიაში ხან ერთი გვხვდება, ხან მეორე. --Kober განხილვაწვლილი 12:03, 3 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

  •  კომენტარი: ბოდიშს გიხდით რომ ასე დაგვიანებით ვპასუხობ თქვენს კომენტარს. როგორც მედიცინის სტუდენტს ხშირად შემხვედრია სადავო ქართული სამედიცინო ტერმინები, ასეთია კისტური ფიბროზიც. ვესაუბრე მკვლევარ-გენეტიკოსებს, რომლებიც კისტურ ფიბროზზე მუშაობენ და პუბლიკაციებს აქვეყნებენ მაღალ ინფაქტ ფაქტორიან უცხოურ სამედიცინო ჟურნალებში და მათი სამუშაო ქართული ტერმინი "კისტური ფიბროზია". ამავე ფორმითაა ტერმინი გამოყენებული "გენეტიკა მედიცინაში" ტომპსონი და ტომპსონი-ახალ, ქართულად ნათარგმნ ვარიანტში, რომლითაც სამედიცინო უნივერსიტეტში ისწავლება გენეტიკის საფუძვლები.თუ რაიმე ცვლილება მოხდება ტერმინის მხრივ აუცილებლად გაცნობებთ ვიკისაზოგადოებას.

რაც შეეხება "რესპირატორული", "რესპირაციულის" გამოყენებას. ორივე ფორმა მართებულია, მაგრამ თქვენთვის, როგორც მკითხველისთვის თუ ამ ტერმინების მონაცვლეობა დამღლელი ან გამაღიზიანებელი იყო შეიძლება ერთ-ერთის დატოვება. ვალიკო ბეგიაშვილი განხილვაწვლილი 18:08, 15 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

  •  კომენტარი: საქართველოს 2017 წლის, მოქმედი გაიდლაინ/პროტოკოლი იყენებს ცისტურ ფიბროზს: „ცისტური ფიბროზის მართვა ბავშვებსა და

მოზარდებში“ http://www.moh.gov.ge/uploads/guidelines/2017/06/01/6fc819bc054321ecc4b9c199135cf4f8.pdf. მას ენიჭება უპირატესობა და შეგვიძლია სტატიის სახელი შევცვალოთ „ცისტურ ფიბროზად“. ვალიკო ბეგიაშვილი განხილვაწვლილი 19:28, 22 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]