ვიკიპედია:პრეს-რელიზები/50 000

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

შევქმნათ კაცობრიობის საგანძურის, ცოდნის კრებული, მსოფლიოს უდიდესი და ყველასათვის მარტივად ხელმისაწვდომი ენციკლოპედია – უბრალოდ ერთმანეთთან ჩვენი ცოდნის უანგაროდ გაზიარების გზით.

  • დავით მაისურაძე, ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი რედაქტორი.

50 000 სტატია



არარეალურობის გამო ეს კეთილი სურვილი ათი წლის წინ ბევრისათვის წარმოუდგენელი და ზოგჯერ ღიმილისმომგვრელიც კი იყო, მაგრამ დღეს უკვე ყველამ იცის, რომ სასურველი ინფორმაციის მიღება ნებისმიერ ენციკლოპედიურ თემაზე მარტივად და სწრაფად შეიძლება ვიკიპედიაში, თავისუფალ და ყველასათვის ღია ინტერნეტენციკლოპედიაში.

ვიკიპედია 2001 წელს შეიქმნა, მისი დამფუძნებელია ჯიმი უელსი, ორგანიზატორი კი – ფონდი „ვიკიმედია“ თავისი მრავალფეროვანი პროექტებით. პირველ ინგლისურ ვიკიპედიას მალე შეემატა გერმანული, ფრანგული და სხვაენოვანი ვიკიპედიებიც, ქართულენოვანი ვერსია კი პირველად 2003 წელს გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. დღეისათვის ვიკიპედია მსოფლიოში პოპულარობით მეხუთე საიტია, არაკომერციულ პროექტებში კი მასშტაბურობით ალბათ პირველი. მას დაახლოებით 380 მილიონი ადამიანი იყენებს – ეს არის ინტერნეტთან დაკავშირებული მსოფლიოს მესამედი; საერთო ჯამში ყველა ენოვანი ვიკიპედია ერთად 20 მილიონამდე სტატიას მოიცავს.

ყველა ვიკიპედიელს ერთი რამ აერთიანებს – ცოდნის უანგაროდ გაცემის სურვილი. ქართული და ყველა სხვა ვიკიპედია მოხალისეების მიერ მუშავდება, აბსოლუტურად უანგაროდ. ქართულ ვიკიპედიაში პირველი 1000 სტატია 2005 წელს, შექმნიდან ორ წელიწადში იყო მზად; 2006 წელს კი სტატიების რაოდენობამ 10 000–ს გადააჭარბა, ცოტა ხნის წინ კი, 2011 წლის 7 ივლისს ქართულ ვიკიპედიაში 50 000–ე სტატია დაიწერა. სტატიების ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, მატულობს დაინტერესებაც – ქართულ ვიკიპედიას დღეისათვის საერთო ჯამში 34 ათასი რედაქტორი ჰყავს, მათ მიერ შექმნილ სტატიებს კი თითქმის მთელი ქართული ინტერნეტსაზოგადოება იყენებს. უკანასკნელი მონაცემებით ქართულ ვიკიპედიაში დღეში დაახლოებით 30 სტატია იწერება; ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ 30 სტატიის მეტი ერთი დღის განმავლობაში არაფერი კეთდება. ვიკიპედიაში ბევრი საქმეა: დაწერილი სტატიები ყოველდღიურად მოწმდება, ემატება ახალი ცნობები, ილუსტრაცია; სხვა არანაკლებ შრომატევადი საქმეა ვიკიპედიის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა, ასევე დახმარება ახალბედა რედაქტორებისათვის; ყველაფერ ამას კი მივყავართ საერთო მიზნისაკენ: ბევრი სტატია მაღალი ხარისხით! თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, დაახლოებით 4 წელიწადში ქართულენოვანი სტატიების რაოდენობა გაორმაგდება, თუმცა ქართველ ვიკიპედიელებს იმედი აქვთ, რომ საზოგადოების მზარდი ინტერესი არ შენელდება და მიზანიც უფრო მალე იქნება მიღწეული.

კომენტარები[წყაროს რედაქტირება]

გსურთ რაიმე გვირჩიოთ, ან უბრალოდ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ? მაშინ ამ წარწერას დააჭირეთ და დაგვიტოვეთ შეტყობინება!

გისურვებთ წარმატებებს[წყაროს რედაქტირება]

უკვე საკმაო დრო გავიდა რაც ქართული ვიკიპედია არსებობს. ქართულმა ვიკიპედიამ შეძლო და მოიპოვა ხალხის სიყვარული, სიმპათია და უდიდესი პოპულარობა. ის არის ყოველი ქართველი ინტერნეტმომხმარებლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საიტი. არიან ადამიანები რომლებმაც არ იციან არც ინგლისური, არც რუსული და მით უფრო, სხვა ენები. ქართულმა ვიკიპედიამ თავისი არსებობის მანძილზე ბევრი სიკეთე გააკეთა და უამრავი ადამიანის გულიც გაახარა. მინდა ყველა რედაქტორსა თუ ადმინისტრატოს მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისათვის, რომელსაც ვიკიპედიისათვის და ქართველი მომხმარებლებისათვის აკეთებენ. გისურვებთ რომ ახლანდელი სტატიების რაოდენობას კიდევ სამი ნული მიეწეროს და თქვენი შრომა სათანადო დონეზე იქნეს დაფასებული. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყველას, ვისაც კი ერთი სტატია მაინც შეუქმნია ვიკიპედიაში, ვისაც ერთხელ მაინც დაურედაქტირებია სტატია(ვანდალისტებს არ ვგულისხმობ) და ყველას, ვისაც გიყვართ ვიკიპედია. — დავით ჟორჟოლიანი განხილვაწვლილი 14:10, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

დათოს ხათრით![წყაროს რედაქტირება]

მეც გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ...!


გილოცავთ! გისურვებთ წარმატებებს. ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს...