ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110224175722/ლუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"!ლუდი!"

!ზაზა მანია!

ლუდი – ერთ–ერთი ყველაზე ფართო მოხმარებადი[1] და, შესაძლოა, უძველესი ალკოჰოლური სასმელი. ის წყლისა და ჩაის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სასმელებს შორის მესამე ადგილს იკავებს.[2][3][4] კაცობრიობის ზოგიერთი ადრეული წყარო მიუთითებს ლუდის ფართო გავრცელებას: ხამურაბის კანონი შეიცავს მუხლებს, რომლებიც ლუდს უკავშირდება.

ლუდის ისტორია[წყაროს რედაქტირება]

ლუდი არის ერთ–ერთი უძველესი სასმელი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის პირველად ძვ. წ. 9500 წელს დამზადდა, როცა ადამიანმა მარცვლეული კულტურების მოყვანას მიჰყო ხელი. ამის შესახებ მოგვითხრობენ შუამდინარული და ეგვიპტური წყაროები. არქეოლოგები მიიჩნევენ, ლუდი ცივილიზაციების ჩამოყალიბების ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო.

ქიმიური ანალიზებით დამტკიცებული ყველაზე ადრეული ცნობა ლუდის შესახებ დაახლოებით ძვ. წ. 3500–3100 წლებით თარიღდება და აღმოჩენილია გოდინ თეფეში (ზაგროსის მთიანეთი, დასავლეთი ირანი). ზოგიერთი ადრეული შუმერული ჩანაწერი შეიცავს ცნობას ლუდის ტიპის შესახებ ამ რეგიონში. მაგალითად, „ჰიმნი ნინკასისადმი“, გამოიყენებოდა, როგორც ლოცვა და ასევე როგორც ლუდის რეცეპტის დასამახსოვრებელი მეთოდი, რადგანაც ამ დროს წერა–კითხვის მცოდნე ადამიანები მცირე რაოდენობით იყვნენ. „ელბას ტაბულები“, რომელიც 1974 წელს სირიაში აღმოაჩინეს, და თარიღდება ძვ.წ. 2500 წლით, მიუთითებს, რომ ქალაქი აწარმოებდა ლუდის ფართო სპექტრს, ერთ–ერთი მათგანის სახელი კი ქალაქ ელბასაც ეწოდა. ბრინჯისგან დამზადებულ ლუდს მიირთმევდნენ ჩინეთში დაახლოებით ძვ. წ. 7000 წელს. მისი სახელწოდება იყო ლი და ალკოჰოლს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავდა.

რადგანაც ნებისმიერმა ნივთიერებამ, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს, უმთავრესად, შაქარს ან სახამებელს, შეიძლება განიცადოს დუღილი, უფრო სავარაუდოა, რომ ლუდის ხარშვის პროცესს დამოუკიდებლად მიაგნეს სხვადასხვა ხალხებმა.

ლუდი ევროპაში გაავრცელეს გერმანულმა და კელტურმა ტომებმა. ის სასმელი, რომელსაც ადრე მიირთმევდნენ, შესაძლოა, არ იყო თანამედროვე ლუდის მსგავსი. უმთავრეს სახამებლის წყაროსთან ერთად, ადრინდელი ევროპული ლუდები შესაძლოა შეიცავდნენ ხილს, თაფლს, სხვადასხვა მცენარეულ დანამატს, სანელებელს და ისეთ ნივთიერებებსაც კი, როგორიცაა ნარკოტიკული ბალახეულობა. ადრინდელი ლუდის შემადგენლობაში არ შედიოდა სვიას. მას მხოლოდ 822 წლის ახლოს იხსენიებს ერთი აბატი, მომდევნო ცნობა კი 1067 წელს განეკუთვნება და მას იხსენიებს აბატესა ჰილდეგარდ ბინგენელი.

1516 წელს ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმ IV-მ გამოსცა Reinheitsgebot - ლუდის სიწმინდის კანონი, რომლის მიხედვითაც უძველესი ნებადართული ინგრედიენტები ლუდისთვის არის წყალი, სვია და ქერის ალაო. ინდუსტრიულ რევოლუციამდე ლუდს მხოლოდ შინაურ პირობებში ამზადებდნენ და ყიდიდნენ. ჩვ. წ. VII საუკუნიდან კი მისი წარმოება და გაყიდვა დაიწყეს მონასტრებმა.

ინდუსტრიული რევოლუციის დროს ლუდის სამრეწველო წარმოება დაიწყეს, ხოლო კუსტარული წარმოება XIX საუკუნის ბოლოს მნიშვნელოვნად შემცირდა. ლუდის ხარშვის პროცესი ჰიდრომეტრისა და თერმომეტრის გამოგონებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რადაგანაც ამან მხარშველს საშუალება მისცა მისი დამზადების პროცესისთვის მეტი კონტროლი გაეწია.

დღესდღეობით, ლუდის ინდუსტრია გლობალური ბიზნესია, რომელიც შედგება მრავალი მსხვილი კომპანიისა და წვრილი მწამოებლისგან. 2006 წლისათვის ყოველწლიურად 133 მილიარდი ლიტრი ლუდი იყიდებოდა, რომელიც 510 მ³ ექვივალენტია და იძლევა ყოველწლიურ შემოსავალს 294,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით.

ლუდის წარმოების პროცესს ლუდის ხარშვა ეწოდება. ლუდის ხარშვისათვის განკუთვნილ შენობას კი ლუდსახარში. თუმცა, ლუდი სახლშიც შეიძლება დამზადდეს, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა. კომპანიას, რომელიც ლუდს აწარმოებს, ლუდსახარშს უწოდებენ.

ინგრედიენტები[წყაროს რედაქტირება]

სახესხვაობები[წყაროს რედაქტირება]

ფერი[წყაროს რედაქტირება]

  1. Volume of World Beer Production. European Beer Guide. ციტირების თარიღი: 17 October 2006.
  2. Rudgley, Richard (1993). The Alchemy of Culture: Intoxicants in Society. London: British Museum Press;. ISBN 978-0714117362. 
  3. Arnold, John P (2005). Origin and History of Beer and Brewing: From Prehistoric Times to the Beginning of Brewing Science and Technology. Cleveland, Ohio: Reprint Edition by BeerBooks. ISBN 0-9662084-1-2. 
  4. (2009-10-06) World's Best Beers: One Thousand ... - Google Books. books.google.com. ISBN 9781402766947. ციტირების თარიღი: 2010-08-07.