ვიკიპედია:მოგვწერეთ/არქივი/2015/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სექციების სია

რატო არ შემიძლია ჩემი ცხოვრების დაწერა

მითხარით რატო ვერ ვწერ — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Beqa001 (განხილვაწვლილი) .

ვიკიპედია ენციკლოპედიაა, თქვენ კი ჯერ არ ხართ ის პიროვნება, ვისზეც შეიძლება ენციკლოპედიაში ეწეროს. — Mikheil მიწერა 15:32, 26 იანვარი 2015 (UTC)

@Beqa001: - ჩემმა კოლეგამ უკვე დაწერა ზევით. უფრო კონკრეტულად - ვიკიპედიაში დაუშვებელია სტატიების შექმნა არაცნობად პიროვნებებზე. აუცილებელია, პიროვნება, რომელზეც სტატიას ქმნით, იყოს საზოგადოებაში ცნობადი. მასზე უნდა მოიპოვებოდეს ინფორმაცია თუნდაც ელექტრონულ პრესაში, მინიმუმ 2-3 წყაროს სახით. ამასთან - წაიკითხეთ ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია. საცდელი რედაქტირებებისთვის გამოიყენეთ სავარჯიშო. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:34, 26 იანვარი 2015 (UTC)

ჩილეს პოლიტიკური სისტემა

ჩაასწორეთ https://ka.wikipedia.org/wiki/ჩილეს_პოლიტიკური_სისტემა პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტია 2014 წლიდან.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Raycher (განხილვაწვლილი) .

Yes check.svg ჩასწორდა. - OTOGI Messages 12:26, 31 იანვარი 2015 (UTC)

რატომ?

როცა ვწერ სტატიას,დავაჭერ წინასწარ გადახედვას.იქ კი იმის მაგივრად,რომ აბზაცებს სწორად მიწერდეს,გამომიგდებს ერთ სტრიქონს და შემდეგ კი მანიშნებს,რომ კიდევ გრძელდება.მაგალითისთვის აკრიფეთ ჯეკ ბეღურა და ნახეთ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎Javaxa2000 (განხილვაწვლილი) .

მე მგონია, დავადგინე - აბზაცების დასაწყისში ცარიელ ადგილს ნუ ტოვებთ

თორემ გამოვა აი ასეთი სტრიქონები 

და ამის შემდეგ, ტექსტი იწელება და მოექცევა აი ასეთ არეშე. აბზაცების დასაწყისში ცარიელი ადგილი დატოვების პრინციპი ვიკიპედიაში არ მოქმედებს.

სხვა არაფერი გამახსენდა. მაგრამ - თქვენი სტატია წერია გაუმართავი, უხეშად რომ ვთქვათ - არასერიოზული ენით. წერეთ სტატიები საკუთარ სავარჯიშოში, დაამუშავეთ გრამატიკულად და ორთოგრაფიულად, შექმენით წყაროების თუ სხვა სექციები, როგორც ეს კეთდება და ამის შემდეგ გადაიტანეთ ძირითად არეში. ანუ ვიკიპედიის ძირითადი სტატიის სახით. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:54, 31 იანვარი 2015 (UTC)

ანგსტრემი

მეც ასე მგონია, თუმცა ინგლისურად angstrom-ია. თუ ვინმე აპირებს ერთეულების და სხვ. ქართული ფონეტიკის, შემოკლებების და სხვ. გაგვაგებინეთ; სად წყდება ასეთი საკითხები აგვიხსენით და რა დოკუმენტები არსებობს (სხვადასხვა დარგის) გაგვაცანით, თორემ შეიძლება ძალიან ჩამოვრჩეთ. ძალიან გთხოვთ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 93.177.144.183 (განხილვაწვლილი) .

ეს რომელ განხილვას ეხება საერთოდ? --Henry McClean განხილვაწვლილი 13:02, 31 იანვარი 2015 (UTC)

უცხო ენიდან თარგმნა

გამარჯობათ მე ამ საიტზე დარეგისტრირებული პირი გახლავართ და მაინტერესებს, თუ შესაძლებელია უცხო ენიდან ტექსტის, ქართულ ენაზე გადმოთარგმნა.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Osirisi (განხილვაწვლილი) .

კი, შეიძლება, შესაბამისი წესების დაცვითა და წყაროების მითითებით.--George.G / 06:46, 13 თებერვალი 2015 (UTC)

გერმანული ენის გრამატიკა

იქნებ გერმანული ენის გრამატიკა სრულად დაგეწერად— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 178.134.252.197 (განხილვაწვლილი) .

თავად შეგიძლიათ ამის გაკეთება!. - OTOGI Messages 12:13, 14 თებერვალი 2015 (UTC)

შესაძლებელია თუ არა ორგანიზაციის აბრივიატურის ახსნა?

რამდენიმეჯერ ვცადე ორგანიზაციის აბრივიატურის, კერძოდ კი - "PAEL"-ის ახსნა მოცემული ყოფილ იყო ვიკიპედიაში, მაგრამ ფაილის შექმნისთანავე წაიშალა იგი და მიზეზად მითითებულია "არაენციკლოპედიურია"-ო. მაინტერესებს ის, რომ ლათინური ასო-ბგერებისაგან შემდგარი სახელი, რომელიც არ მოიპოვება ქართულ ლექსიკონში, არ არის ენციკლოპედირი? ან თუ შეგიძლიათ მირჩიოთ, როგორ განვათავსო ამგვარი სტატია ვიკიპედიაში?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.49.103.56 (განხილვაწვლილი) .

რით არის გამორჩეული ეს ორგანიზაცია მასზე სტატია, რომ დაიწეროს ?. - OTOGI Messages 14:09, 17 თებერვალი 2015 (UTC)

ჯეფრი რაში

უკაცრავად,როგორ "გავალურჯო" ჯეფრი რაში????????????— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.74.71.63 (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა! სტატია სახელწოდებით ჯეფრი რაში უკვე არსებობს ქართულ ვიკიპედიაში. - OTOGI Messages 19:01, 19 თებერვალი 2015 (UTC)

martvilis municipaliteti

mogesalmebit. maqvs survili,mogawodot chemi masalebi martvilis municipalitetis istoriul dzeglebze.tuki chatvlit sachirod mat gantavsebas am gverdze.pativiscemit-igor kekelia,istoriis mecnierebata doqtori.577-95-48-35— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.175.86 (განხილვაწვლილი) .

შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეიყვანოთ ენციკლოპედიური ინფორმაცია შესაბამის გვერდზე. პატივისცემით.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 09:31, 20 თებერვალი 2015 (UTC)

ჩინური საკუთარი სახელების ქართული ტრანსკრიფცია

გამარჯობათ! მე გახლავართ ქართველი ჩინეთმცნოდნე, დიდი ხანია ვცხოვრობ და ვმუშაობ პეკინში. სტატიაში „ომის ხელოვნება“ და „სუნ ძუ“ არის უზუსტობები, ძირითადად ჩინური საკუთარი სახელების ქართული ტრანკსრიფიის სფეროში. მე როგორც ამ ჩინური ტრაქტატის ქართული თარგმანის ავტორს მაქვს ამის განცხადების უფლება, სამწუხაროდ ყველა ჩემი ბოლოდროინდელი შესწორება რედაქტორის მიერ უარყოფილი იქნა... რას მირჩევთ როგორ მივიქცე?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა პეკინელი (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა! თქვენ შეგიძლიათ ჩაასწოროთ შესაბამისი სტატია. უნდა შეხვიდეთ რედაქტირებაში და განახორციელოთ ცვლილება. - OTOGI Messages 09:12, 22 თებერვალი 2015 (UTC)

ver vnaxe brauzerebi

rogor vnaxo brauzerebii — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 5.133.161.67 (განხილვაწვლილი) .

წერეთ ქართულად! — Mikheil მიწერა 10:10, 26 თებერვალი 2015 (UTC)

დანიის ეთნიკური უმცირესობების ისტორია სოციალური-მდგომარეობა

თხოვნით მოგმართავთ..თუ შეიძლება გამოაქყეყნეთ ამ თემის შესახებ ინფორმაცია..მადლობთ— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 95.104.119.77 (განხილვაწვლილი) .

ვიკიპედია არის თავისუფალი ენციკლოპედია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას სტატია შესაბამის თემაზე. თუ მაგ თემას დაამუშავებთ, თქვენც შეძლებთ მიიღოთ წვლილი ქართული ვიკიპედიის განვითარებაში.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:01, 17 მარტი 2015 (UTC)

შეკითხვა

გამარჯობათ.ვარ საქართველოს მოქალაქე უკვე 28 წელია.რაც ეს ქვეყანა აირია ვეღარ წავედი ვლადიკავკაზში,მყავს ავადმყოფი მამა იქ და მინდა მისი ნახვა. როგორ მოვახერხო ცასვლა უმოკლეს ვადებში.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.49.104.217 (განხილვაწვლილი) .

ამერიკა

უკაცრავად, გეოგრაფი ვარ და ქვეყნის ნაწილი მეორენაირადააო ახალი მსოფლიო წერთ- "ნოვი მირ", რუსულიდან გაქვთ პირდაპირ ნათარგმნი, როგორც ახალი მსოფლიო, არა და არასწორია, რადგან უნდა იყოს "ახალი სამყარო" და არა მსოფლიო, რაც სრულიად სხვადასხვა რამეა, "მირ" რუსულად სამყაროს მნიშვნელობითაა ნახმარი და პირდაპირი კალკითაა გეოგრაფიის დილეტანტის მიერ თარგმნილი, არა მაქვს იმედი, მაგრამ იქნებ გაასწოროთ-მაშ ასე, ახალი სამყარო და არა ახალი მსოფლიო— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.243.163 (განხილვაწვლილი) .

თუ შეიძლება დაწერეთ რომელ სტატიაზეა საუბარი --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:59, 17 მარტი 2015 (UTC)

რა ქვია ამერიკაში დადგმულ ქანდაკებას. რომელსაც ხელსი უჭირავს ლამპარი

რა ქვია ამერიკაში დადგმულ ქანდაკებას,რომელსაც ხელში უჭირავს ლამპარი— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.221.182.111 (განხილვაწვლილი) . '''

იხ. თავისუფლების ქანდაკება. თუმცა, ეს შეკითხვა ვიკიპედიასთან კავშირში არ არის. გთხოვთ, თავი შეიკავეთ მსგავსი შეკითხვებისაგან. - OTOGI Messages 15:01, 1 მაისი 2015 (UTC)

მსახიობები ეროვნების მიხედვით

დადევით ინდოელი მსახიობის ბარუნ სობტის ბიოგრაფია — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Xatia xarxelauri (განხილვაწვლილი) .

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ თვითონ სცადოთ დადება :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:59, 17 მარტი 2015 (UTC)

ტომი და ჯერი

ვიკიპედიაში არსებობს სტატია ტომისა და ჯერის შესახებ.ვფიქრობ,ტომისა და ჯერის ისტორია უფრო ფართოდ უნდა იყოს გადმოცემული.მაგალითად,ტომისა და ჯერის ფილმებში გამოყენებულია ისეთი პერსონაჟები როროგორებიც არიან შერლოკ ჰოლმსი და რობინ ჰუდი.კიდევ,მეტრო გოლდვენ მაიერის გარდა უორნერ ბრაზერსიც აწარმოებს ტომისა და ჯერის კინოებს.კიდევ ამის გარდა არის ბევრი წვრილმანი რომელიც ჩემთვის ცნობილი არაა,თორემ მეც შევძლებდი რედაქტირებას.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.74.71.63 (განხილვაწვლილი) .

თუ შეიძლება,უპასუხთ ამ სტატიას

სტატია მართლაც განსავრცობია. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ „ჩერნავიკი“ ცალკე და გვანახოთ, თუ მოვიწონებთ მივიღებთ თუ არა და დავარედაქტირებთ და ისე ჩვასვამთ, რათქმაუნდა თქვენთან შეთანხმებით!--Surprizi განხილვაწვლილი 18:31, 27 მარტი 2015 (UTC)

ვინ მოგცათ უფლება ! რატომ შემიცვალეთ ანგარიშის სახელი!

რა უფლებით, რატომ შემიცვალეთ ანგარიშის სახელი! ვის მოეწონა ჩემი სახელი ? საიდან დავრეგისტრირდებოდი ვიკიპედიაში თუ ვიღაც მომხმარებელს უკვე ჰქონდა ეს სახელი ?! ეს ვიკიმედიის დეველოპერთა ჯგუფი ნამდვილი დილეტანტები ხართ!— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Wikikiko~kawiki (განხილვაწვლილი) .

იქნებ დამშვიდდეთ და აგრესიას შეეშვათ? ვიკიპედია ასე რომ განაღვლებდეთ, წვლილიც გექნებოდათ, თუმცა თქვენს ანგარიშზე 0-ია. გაეცანით სახელის შეცვლის მიზეზს. — Mikheil მიწერა 21:31, 19 აპრილი 2015 (UTC)

ჯილეხი

ბაქტერიულ დაავადება ჯილეხზე, მეორე ვერსია სახელწოდების გიწერიათ "ციმბირის წყლული" რაც არასწორია, არამედ უნდა იყოს ციმბირული წყლული. ვინაიდან ციმბირს არანაირი წყლული არ აქვს, ეს დაავადება უბრალოდ პირველად მეცნიერულად ციმბირში იქნა აღწერილი, ექიმების ა. ეშკეს 1758 წ. და ნოჯევშჩიკოვის 1762 წ. მიერ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.184.98 (განხილვაწვლილი) .

გმადლობთ გამოხმაურებისთვის! თუმცა ორივე ფორმით გვხვდება ეს დაავადება, ამდენად, როგორც ჩანს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი და რიგი წყარო საპირისპიროს გვეუბნება. პრობლემას ვერ ვხედავ. - OTOGI Messages 14:50, 1 მაისი 2015 (UTC)

შეკითხვა

მითხართ თუ როგორ უნდა გადავიყვანო ტექსტი ინგლისურ ენაზე???— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნანჩო (განხილვაწვლილი) .

კონკრეტულად რას გულისხმობთ ?. - OTOGI Messages 14:52, 1 მაისი 2015 (UTC)

ცივი ზარი

ინფორმაცია ცივი ზარის შესახებ დავდე. ვერ გავიგე რა ხდება.

ასეთი სტატიები რუსულად და ინგლისურად დევს. დავით, თუ შეგიძლია გამოაქვეყნე - cold calling ... ყველაფერი ვნახე და არაფერი დამირღვევია.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Salesmasterge (განხილვაწვლილი) .

იხ. ვიკიპედია:მასწავლებელი. - OTOGI Messages 14:41, 1 მაისი 2015 (UTC)

ავტოკეფლია

თუ არის სხვა იმფორმაცია ავტო კეფალიის სჰესახებ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 212.72.150.19 (განხილვაწვლილი) .

იხ. ავტოკეფალია. - OTOGI Messages 18:40, 14 მაისი 2015 (UTC)

გადმოწერა

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 აქ ნათქვამია რომ შექმნილი წიგნის გადმოწერა OpenDocumentშიც არ ს შესაძლებელი, თუმცა ახლა მხოლოდ PDF ფორმატში იწერს.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎Ziskara (განხილვაწვლილი) .

როგორც ჩანს OpenDocument-ში გადმოწერის ფუნქცია ამჟამად დროებით ან სამუდამოდ გათიშულია--დათო1010 10:36, 16 მაისი 2015 (UTC)

საკონკურსო სტატია

კონკურსისთვის სტატია რა თემაზე უნდა იყოს ვერ გავიგე — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნიკა გულიკაშვილი (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა, იხილეთ ეს გვერდი - ვიკიპედია:Microsoft Lumia--George.G / 14:29, 26 მაისი 2015 (UTC)

რუსეთის ამჟამინდელი პატრიარქი კირილე I

დარწმუნებული ხართ, რომ პატრიარქი კირილი ეროვნებით ბერძენია? ქართულ ვიკიპედიაში ასეა მითითებული.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ჩიკუნა (განხილვაწვლილი) .

წყარო სანამ არ გამოჩნდება ამოვიღოთ მანამდე. - OTOGI Messages 19:20, 2 ივნისი 2015 (UTC)

აბრეშუმის ჭია

მაინტერესებს აბრეშუმის ჭიის კვერცხები როგორ შევინახო რომ გაზაფხულზე გამოიჩეკონ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 212.252.134.197 (განხილვაწვლილი) .

მუშმულა სუბტროპიკული

გამარჯობათ.

რამდენადაც მე ვიცი მუშმულა არის ზღმარტლის რუსული სახელი, გამომდინარე აქედან უპრიანი იქნებოდა რომ სტატიის სათაური იყოს არა "მუშმულა სუბტროპიკული" არამედ "იაპონური ზღმარტლი".

მადლობთ— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 37.232.88.234 (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა! გასაგებია რასაც იძახით, თუმცა ვიკიპედიაში ვცდილობთ, რომ სტატიები აკადემიურ წყაროებზე დაყრდნობით დავწეროთ. - OTOGI Messages 16:08, 22 ივნისი 2015 (UTC)

შეხვედრა

მინდა პირადად რომელიმე თქვენთაგანთან შეხვედრა, გთხოვთ დამიკავშირდეთ. 593906275 გოგიტა

გამოჩენილი ადამიანები

გურამ მინაშვილი არ არის ხსენებული სპორცმენი,კალათბურთელი— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.221.184.173 (განხილვაწვლილი) .

არსებობს სტატია: გურამ მინაშვილი. - OTOGI Messages 14:30, 3 ივლისი 2015 (UTC)

გამოჩენილი ადამიანები

გურამ მინაშვილი არ არის ხსენებული სპორცმენი,კალათბურთელი— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.221.184.173 (განხილვაწვლილი) .

არსებობს სტატია: გურამ მინაშვილი. - OTOGI Messages 14:30, 3 ივლისი 2015 (UTC)

შეკითხვა

გამარჯობა მე ვამატებ გვერდს ვიკიპედიაზე მაგრამ OTOGi შლის ჩემს დადებულ გვერდს და მაინტერესებს რატომ.? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Givi 2001 (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა, მადლობა, რომ ვიკიპედიის გამდიდრება განიზრახეთ. ვიკიპედიის ადმინისტრაცია უსამართლოდ არაფერს შელის. თქვენი სტატია არ აკმაყოფილებს ვიკიპედიის მოთხოვნებს. პირველ რიგში, გაეცანით წესებს. — Mikheil მიწერა 18:31, 1 ივლისი 2015 (UTC)

ინფოდაფა

სალამი, ვარედაქტირებ ერთ-ერთი გვერდის ინფობოქსს, რომელიც რატომღაც არ იცვლება, ანუ რედაქტირების გვერდზე ჩანს, ხოლო შენახვისას აღარ ჩნდება. საუბარია ამ გვერდზე და იქნებ დამეხმაროთ:პაშა ბანკი საქართველო — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Anano86 (განხილვაწვლილი) .

აღნიშნული ცვლილება მანამდე არ გამოჩნდება, სანამ მას შემმოწმებელი არ დაადასტურებს--დათო1010 08:43, 27 ივლისი 2015 (UTC)

სწავლა

me mainteresebas aqvt tu ara qartvel bavshveebs germaniashi swavlis gagrzelebis sashvaleba?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 93.186.215.31 (განხილვაწვლილი) .

ამ კითხვაზე მხოლოდ განათლების სამინისტრო თუ გიპასუხებთ. ვიკიპედია ენციკლოპედიაა და აქ მსგავს რამეს ვერ ნახავთ--დათო1010 14:47, 6 აგვისტო 2015 (UTC)

სახელის შეცვლა მინდა

user5646841684634884 რაღაც ასეთი რომ დამაწეროთ— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა User648943518935186 (განხილვაწვლილი) .

ატვირთული ტექსტის რედაქტირება

მოგესალმებით,

დღეს შევქმენი ახალი გვერდი სახელად "მიხეილ ჩინჩალაძე." მსურს მასში ცვლილების შეტანა. გთხოვთ, მოგვწეროთ რედაქტირების ინსტრუქცია.

მადლობა

პატივისცემით,

ვიკის მომხმარებელი— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Wikipedia278 (განხილვაწვლილი) .

შეკითხვა

შეკითხვა #1: სალამი, ვარ ვიკიპედიის ძველი მომხმარებელი, ვქმნიდი გვერდბსაც (მაგ. ერთ-ერთი რჩეული გვერდი - მონღოლეთი. რამოდენიმე წელი მქონდა პაუზა და კვლავ გადავწყვიტე ვიკიპედიაში ჩემი წვლილის შეტანა. იმ მეილით რომლითაც ვიყავი დარეგისტრირებული ვეღარ შემოვედი და ჩავთვალე რომ ჩემი მომხმარებელი გაუქმდა ხანგრძლივი გამოუყენებლობის გამო. იმავე მეილით ახალი რესგიტრაცია მოვახდინე უპრობლემოდ, თუმცა დღეს ვნახე რომ ჩემი ძველი მომხარებელი:N_koiava კვლავ აქტიურია. ჩემი ახალი მომხარებელია: nakoiava. თუ არის შესაძლებელი, რომ ჩემი ისტორია ამ ახალ მომხარებელზე გადმომიტანოთ და ძველი გვერდი გამიუქმოთ? რადგან იქ ვეღარ შევდივარ.

შეკითხვა #2: ხომ არ არის საჭირო ვიკიპროეტში მონაწილეობისას სადმე დავაფიქსირო რომელ თემას ვწერ, რათა თემა სხვა მონაწილებაც არ დაწეროს? ამასთან, ხომ არ სჭირდება პროექტში მონაწილეობას რაიმე დამატებითი უფლება ადმინისგან?

მადლობა წინასწარ პასუხისთვის --Nakoiava განხილვაწვლილი 11:32, 16 სექტემბერი 2015 (UTC)

შეცდომა ბმულში Signifikant

შეცდომაა ბმულში. აღსანიშნი უნდა დაკავშირებული იყოს Signifikat-თან, აქ კი მიბმულია Signifikant-ზე, რაც აზრობრივ და ცნებით შეცდომას ნიშნავს. სასწრაფოდ გასასწორებელია.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 141.70.118.66 (განხილვაწვლილი) .

ვიკიპედია ღიაა რედაქტირებისათვის. - OTOGI Messages 11:26, 27 სექტემბერი 2015 (UTC)

ალექსანდრე ჩიქავას ბიოგრაფიის გამოქვეყნება

ჩვენ დავწერეთ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ხიტუს ძე ჩიქავას მოკლე ბიოგრაფია, ალექსანდრეს დის საშა ჩიქავას გადმოცემის მიხედვით. 1924 წლის დახვრეტილთა სიაში წერია და აგრეთვე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიაში,აქ სურათიც არის ატვირთული.გვაქვს სურათები და განათლების დიპლომი.მეტი სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. თქვენს გვერდზე სურათის ატვირთვა ვერ შევძელი,შესაბამისი ადგილი ვერ ვნახე,თუ შესაბამის კომპეტენტური ორგანო ან პირი დაინტერესდება გადავუგზავნი სურათების და დიპლომის ასლებს(თუ აუცილებლობა მოითხოვს ორიგინალსაც მივაწოდებ) ტელ:595333048; 577441442. ელ.მისამართი elguja.ardia @mail.ru— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 212.72.133.98 (განხილვაწვლილი) .

ლარის "ნათლია"

ლარი "მონათლა" ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ და არა ვასილ ჩანტლაძემ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ლალი ჭეშმარიტაშვილი (განხილვაწვლილი) .

შეკითხვა

ჩემი ვიკიპედიას არ აგდებს გოგლეში რატომ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 5.152.8.228 (განხილვაწვლილი) .

შეცდომაა სავარაუდოდ თარგმანში

აზოტოვანი ფუძეები — ჰეტეროციკლური ორგანული კავშირი

ამის ნაცვლად უნდა იყოს - ჰეტეროციკლური ორგანული ნაერთები

ეს შეცდომა ხშირად გვხვდება ვიკიპედიაში რუსულიდან თარგამნის გამო ( соединения)— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 37.232.46.178 (განხილვაწვლილი) .

იგულისხმება სტატია აზოტოვანი ფუძეები‎. შეცდომა გასწორდა. გმადლობთ!. P.S. ვიკიპედია ღიაა რედაქტირებისათვის. - OTOGI Messages 17:03, 21 ოქტომბერი 2015 (UTC)

იპოლიტე ვართაგავას ბიოგრაფია

ვიკიპედიაზე განთავსებული იპოლიტე ვართაგავას ბიოგრაფია არ ასახავს მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის სრულ სურათს და გარკვეულ წილად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს მას, ამდენად ეს ინფორმაცია საჭიროებს შესწორებას და სრულყოფას, მის საოჯახო არქივში, ლიტერატურის მუზეუმის და სხვა არქივებში მოიპოვება საკმარისი მასალა რათა დადგინდეს სრული სურათი მისი მოღვაწეობის შესახებ. სხვა მხრივ ინფორმაცია რომელიც დღეს არის ატვირთული ვიკიპედიაზე მისი შთამომავლებისათვის მიუღებელია და დაინტერესებულები ვართ მისი კორექციით და სრულყოფით. გთხოვთ მოვწეროთ თქვენი პოზიცია ამ საკითხის გარშემო— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Tariel wart. (განხილვაწვლილი) .

@Tariel wart.: რატომ არის მიუღებელი ?! მეტი არგუმენტებია საჭირო. ამას გარდა, ვიკიპედია ღიაა რედაქტირებისათვის. - OTOGI Messages 16:57, 22 დეკემბერი 2015 (UTC)

shekitxva

mainteresebs sofeli korbouli miekutvneba tuara mtian sofels— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 78.139.151.14 (განხილვაწვლილი) .

კორბოული როგორც ეს სტატიაში ჩანს, ზღვის დონიდან 790 მეტრზე მდებარეობს, თავად განსაჯეთ. - OTOGI Messages 16:59, 22 დეკემბერი 2015 (UTC)