ვიკიპედია:მოგვწერეთ/არქივი/2014/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სექციების სია

სტატიაში სურათის ატვირთვა

გამარჯობა, მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი სტატიაში ფოტოების განთავსება, და თუ კი, მაშინ როგორ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Archi-group (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა. სურათის ასატვირთად საიტის მარცხენა ბლოკში, ხელსაწყოებში, აირჩიეთ ფაილის დამატება (ფაილის დასამატებლად ვიკიპედიაში დარეგისტრირებული უნდა იყოთ მინიმუმ 4 დღე). ატვირთეთ ფაილი კომპიუტერიდან, შემდეგ კი:

1) თუკი ამ ფაილზე თქვენ არ ფლობთ საავტორო უფლებებს ან ფლობთ და თავისუფალი გამოყენების უფლებას არ იძლევით, მაშინ დაბლა, მოკლე აღწერაში ჩასვით და შეავსეთ შემდეგი თარგი:

{{არათავისუფალი ფაილი
| აღწერა = 
| წყარო =  
| თარიღი = 
| ავტორი = 
| ნაწილი = 
}}
{{არათავისუფალი ფაილი/სგდ
| სტატია = 
| მიზანი = 
| ჩანაცვლებადობა = 
| სხვა = 
}}

აღწერაში ჩაწერეთ, თუ რაზეა ან რას წარმოადგენს ეს სურათი (მოკლედ). წყაროში მიუთითეთ ის ინტერნეტ-რესურსი ან რომელიმე სხვა წყარო, საიდანაც მოიპოვეთ ეს სურათი (თუ სურათი რომელიმე საიტზეა განთავსებული, მაშინ ამ ველში მიუთითეთ არა უშუალოდ სურათის მისამართი, არამედ იმ გვერდის, რომელზეც იგია ნაჩვენები). თარიღში ჩაწერეთ სურათის გადაღების თარიღი ან მისი ატვირთვის თარიღი .თუ ატვირთვის თარიღს მიუთითებთ, ფრჩხილებში უნდა მიუწეროთ ატვირთვა. ანუ, მაგალითად, მე თუ სურათი დღეს ავტვირთე, მაგ ველში ჩავწერ: 17 ოქტომბერი, 2019 (ატვირთვა). ავტორში მიუთითეთ პიროვნება/ორგანიზაცია, რომელიც საავტორო უფლებებს ფლობს ამ სურათზე. ნაწილში მიუთითეთ, სურათი სრულია თუ ჩამოჭრილია რაღაც ნაწილი.

მეორე განყოფილების შევსება არაა აუცილებელი: სტატიაში მიუთითეთ იმ სტატიის სათაური, რომელშიც გინდა სურათის გამოყენება. მიზანში კი უბრალოდ დაწერეთ სტატიის გაფორმება.

ბოლოს, ლიცენზიაში აირჩიეთ: იმოქმედეთ იმ ინსტრუქციის თანახმად, რომელიც გვერდის მარჯვენა კუთხეშია განთავსებული

2) ხოლო თუკი გსურთ ატვირთოთ ისეთი ფაილი, რომელზეც საავტორო უფლებები თქვენ გეკუთვნით (ან სხვას ეკუთვნის, მაგრამ ავრცელებს თავისუფალი ლიცენზიით), მაშინ ზემოთ მოყვანილი თარგის ნაცვლად ჩასვით ეს თარგი:

{{ინფორმაცია
|აღწერა = 
|წყარო =  
|თარიღი = 
|ავტორი = 
|უფლება = 
}}

შესაბამისი ველები შეავსეთ, რა თქმა უნდა.--შოთა [UT] 16:18, 2 თებერვალი 2014 (UTC)

როგორ შევქმნა ახალი სტატია ორგანიზაციის შესახებ?

გამარჯობა, ორგანიზაციის შესახებ მინდა სტატიის დამატება. ძალიან დავიბენი და ვერ ვიგებ, როგორ დავამატო. მინდა ყველანაირად გამართული სტატია იყოს. სურათით და ა.შ. არის სადმე ტუტორიალი? აქ ახსნილია რაღაცები, მაგრამ მაინც ვერ ვიგებ. იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ, როგორ მოვიქცე? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გორგია (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებს. — Mikheil მიწერა 11:22, 28 მარტი 2014 (UTC)

ფიგურების დასახელებები

გამარჯობა,როგორც ვიცი ფიგურებს აქვთ 2-2 სახელი მაგალიტათ მხედარი-ცხენი, ეტლი-ტურა და ასე შემდეგ.. თუ შეგიდზლიათ ყველა ფიგურის სახელი დაგვიწეროთ.. : ) — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 80.92.183.194 (განხილვაწვლილი) .

შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ. - ოთოჯი განხილვა 11:00, 31 მარტი 2014 (UTC)

ივერია

gamarjobat...sad mdebareobs iveriis redakcia?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎46.49.107.219 (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა. იხილეთ სტატიათა ჩამონათვალი გვერდზე ივერია.— G.G. 08:08, 14 აპრილი 2014 (UTC)

ბევრი გვერდი საქართველოს შესახებ სიყალბეს შეიცავს, რედაქტირებულ ვერსიას შლიან

გამარჯობა, ვიცი, რომ ვიკიპედია არ არის თავად წყარო და უამრავი ადამიანი წერს შიგნით საკუთარ ინფორმაციას. მაგრამ ხშირად (საქართველოსტან დაკავშირებით) მახინჯდება ინფორმაცია ან მოცემულია საქართველო დაკნინებული პოზიციით.

მაგალითად ეს გვერდი: თავად წყარო მიუთითებს რომ გრეგორი ბაკურიანისძე თავს ქართველს უწოდებდა. არცერთი ქართველი ისტორიკოსი მის ქართულ წარმოშობას არ აყენებს ეჭვის ქვეშ. თუმცა ამ გვერდზე მეტწილად გადმოცემულია აზრი, რომ ის არ იყო ქართველი.

ასევე წარმოშობის მიუხედავად, სახელი გვარი ქართულად მოცემულია სხვა ენების შემდეგ. მე გადმოვიტანე ქართული ვერსია წინ, მაგრამ რამდენიმე დრეში ეს შესწორება გაუქმდა.

http://en.wikipedia.org/wiki/Gregory_Pakourianos

იმედია მაქვს, ქართული ვიკიპედიის ჯგუფს რამე პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოსთან დაკავშირებული პოსტები შეამოწმოს. სხვა შემთხვევაში ვიკიპედია ემსგავსებაცრუ ინფორმაციის და პროპაგანდისტების იარაღს.85.117.48.79 17:52, 16 აპრილი 2014 (UTC)


გამარჯობათ! თუ რამე გაუგებრობაა ვიკიპედიის ინგლისურენოვან განყოფილებაში შეგიძლიათ იქაურ რედაქტორებს მიმართოთ. ეს ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილებაა. შესაძლოა ისინი რაღაც თავიანთ წყაროზე დაყრდნობით მოქმედებენ. ასეთი გაუგებრობები ხშირია. მეტიც, მაგ., რუსულ ვიკიპედიაში ქართული დამწერლობა/ანბანის შექმნას მესროპს მიაწერენ და ამის წყაროც აქვთ. აი პრობლემა. ასეთ გაუგებრობას უცოდინარობა წარმოშობს, გაუნათლებლობა და ჩვენი არაკეთილმოსურნეები ქართული კულტურის მიზანმიმართულად ჩაქოლვას ცდილობენ. ეს არის და ეს, უცოდინარობა. რაღა შორს წავიდეთ, თვით ქართველებშიც არიან ასეთი უცოდინარები. ჩვენ, ამ შემთხვევაში ქართული ვიკიპედიის რედაქტორები „ყველას ვერ მოვერევით“. - ოთოჯი განხილვა 17:42, 16 აპრილი 2014 (UTC)

კალენდარი

რა დღე იყო 1960 წლის 23 აგვისტო?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.14.103 (განხილვაწვლილი) .

შეგიძლიათ, კომპიუტერის კალენდარში ნახოთ. ვიკიპედია არ არის ცნობათა ბიურო.— G.G. 16:23, 27 აპრილი 2014 (UTC)

ოსეთი

გთხოვთ ჩაასწოროთ ჩრდილოეთ ოსეთი მაგივრად დაწეროთ ოსეთი. ჩრდილოეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთი არარსებიბს. ჩვენ ქართველებმა თუ ეგრე მოვიხსენიეთ გამოდის ვაღიარებთ ჩრდილოეთს და სამხრეთ ოსეთ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 95.137.217.152 (განხილვაწვლილი) .

ეროვნული საკითხი ჩვენთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ტერმინოლოგიას, რომელიც სახელმწიფო დონეზე გამოიყენება და სანამ სახელმწიფო დონეზე ახსენებენ ჩრდილოეთ ოსეთს, მანამდე აქაც იგივე იწერება. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:51, 30 აპრილი 2014 (UTC)

ქართული გვარები

გამარჯობათ ბევრი ვიწვალე და ვერ დავამატე იქნებ თქვენ დამეხმაროთ გთხოვთ დაამატეთ გვარებში გვარი თავის ისტორიით გმადლობთ. გვარი ტარიელაშვილი - ტარიელაშვილნი მოსულნი არიან ტბა ვანთან მდებარე მიწიდან რომელიც განუყოფელი ნაწილი იყო უძველესი ხურიტული იმპერიის მითანის ,ხოლო დროთა განმავლობაში მითანი განადგურდა მის ადგილზე კი ჩამოყალიბდა სხვადასხვა სამეფოები.ტბა ვანთან მდებარე მიწებზე ძირითადი მოსახლენი იყვნენ ხურიტების შთამომავლები ანუ იგივე ხურიტები..გვარი ტარიელაშვილის წარმოშობა ხურიტულია..ხურიტული წარმოშობის ერებია ვაინახები იგივე ჩეჩენ-ინგუშები რომლებიც ხურიტული იმპერიის განადგურების შემდეგ გადმოსახლდნენ კავკასიაში სომხეთის მაღლობების გავლით.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 81.236.196.149 (განხილვაწვლილი) .

და რატომ ვერ დაამატეთ, აგერ გქონიათ უკვე დაწერილი, ოდნავ დავაფორმატე ტექსტი - ტარიელაშვილი --Henry McClean განხილვაწვლილი 04:59, 19 მაისი 2014 (UTC)

ქართული გვარები. ტარიელაშვილი

გამარჯობათ ქართულ გვარებში არის გვარი ტარიელაშვილი თუ შეიძლება აღწერა რომ შეცვალოთ და როგორც რუსულ ვიკიპედიაში წერია ისე ჩაწეროთ მისი ისტორია გმადლობთ წინასწარ. http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%B0%D0%BC%D0%B8%D0%BB%D0%B8%D1%8F_%D0%A2%D0%B0%D1%80%D0%B8%D0%B5%D0%BB%D0%B0%D1%88%D0%B2%D0%B8%D0%BB%D0%B8 — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 81.236.196.149 (განხილვაწვლილი) .

და რა უნდა ჩავწეროთ? თქვენ მიერ მოცემულ ბმულზე არის უხარისხოდ დაწერილი 2-3 წინადადება, საიდანაც აზრსაც ვერ გამოიტანს ადამიანი - ასეთი რაღაცის წყაროდ მოყვანა დაცინვაა. წაიკითხეთ ტარიელაშვილები. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:53, 20 მაისი 2014 (UTC)

მათემატიკა

როგორ გადავიყვანოთ 131 ათობითიდან ორობითში და როგორ შევამოწმოთ პასუხი — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.105.109 (განხილვაწვლილი) .

ამის შესახებ, თუ შეიძლება, მიმართეთ შესაბამის მასალას, ვიკიპედია არის ონლაინ ენციკლოპედია, რომელშიც სასწავლო მასალები არ ქვეყნდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:20, 1 ივნისი 2014 (UTC)

ბათუმის ფოსტა

უკაცრაცად, ზუსტად ვერ მეტყვით ბათუმის ფოსტის მისამართს? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 149.3.123.30 (განხილვაწვლილი) .

ეს ცნობათა ბიურო არ არის. ეს არის საიტი, რომელზეც მსურველები ენციკლოპედიურ ინფორმაციას კითხულობენ. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:35, 7 ივნისი 2014 (UTC)

tu sheidzleba tqveni zusti misamarti mogvwerot — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 93.177.189.69 (განხილვაწვლილი) .

https://www.facebook.com/georgianwikipediaMikheil მიწერა 08:35, 21 ივნისი 2014 (UTC)

მცხეთა-მთიანეთი, თუ მცხეთა-თიანეთი

გამარჯობა მე რევაზ აბულაძე ვარ და ვმუშაობ პოლიგრაფიულ ფირმაში. ხშირად გვხვდება არაკორექტულად დაწერილის დაბეჭდვა და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ მერე ხდება ხოლმე ეს ცნობილი, შემდეგ ამის გასწორება და შემდეგ ხელმეორედ ბეჭდვა. ეხლაც ზუსტად ამ ერთერთი პატარა პრობლემის გამო გაწუხებთ და მოგმართავთ თხოვნით და კითხვით: რომელი არის კორექტული და სწორად დაწერილი: მცხეთა-მთიანეთი?, თუ მცხეთა-თიანეთი?. rezoabuladze@gmail.com— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.201.179 (განხილვაწვლილი) .

@94.43.201.179: გამარჯობათ! მართებულია მცხეთა-მთიანეთი, რაც რიგ ლიტერატურასა და აგრეთვე ოფიციალურ საიტებზე დასტურდება. მცხეთა-მთიანეთი ახალი ერთეულია საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფის ისტორიაში და სწორი ფორმაა მცხეთა-მთიანეთი. - ოთოჯი განხილვა 07:54, 28 ივნისი 2014 (UTC)

ქარის მოტანილი წერილები

გამარჯობა, მე გახლავართ მაია კილაძე, ქარის მოტანილი წერილების დღის იდეის ავტორი და ორგანიზატორი. ეს დღე მეხუთე წელია არსებობს და მასში ჩართული არიან არა მხოლოდ ქართველები.

სურვილი მაქვს, ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია განვათავსო ვიკიპედიაზე. შემიძლია ინგლისურად, რუსულად და ბერძნულად გვერდის თარგმანებიც დავურთო.

მაგრამ: 1. წყაროებში შემიძლია მივუთითო ბლოგის მისამართი, იმედის ტელესიუჟეტი youtube-დან, და ფეისბუქის ოფიციალური გვერდი. რამდენად არის ეს საკმარისი? 2. ეს დღე ყოველ 22 სექტემბერსაა. სტატია უნდა შეიქმნას კალენდრის მიხედვით? დღის მოვლენებში? https://ka.wikipedia.org/wiki/22_%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98#.E1.83.93.E1.83.A6.E1.83.98.E1.83.A1_.E1.83.9B.E1.83.9D.E1.83.95.E1.83.9A.E1.83.94.E1.83.9C.E1.83.94.E1.83.91.E1.83.98

დღესასწაული არაა და ვერ ვხვდები, სად უნდა მოვათავსო.

პ.ს. ეს არაა რეკლამა, რამდენადაც არანაირი მატერიალური დაინტერესება არ არსებობს, არც რაიმე ორგანიზაციის აქცია არაა. უბრალოდ, რადგან უკვე მეხუტე წელია არსებობს და მასში ბევრი ხალხია ჩართული, ურიგო არ იქნებოდა დალაგებულად ინფორმაციის განთავსება აქ. ამას გარდა, ვფიქრობ, ქართველებისთვის უმნიშვნელო არ უნდა იყოს, რო იდეა სწორედ საქართველოდან მოდის.


განიხილეთ და შემატყობინეთ პასუხი, გავაკეთო თუ არა გვერდი ნებისმიერი შეკითხვების შემთხვევაში მომწერეთ, სიამოვნებით გიპასუხებთ — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎Qarismotanilicerilebi (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა. პირველ რიგში, სტატიის თემა უნდა იყოს ენციკლოპედიური მნიშვნელობის, ნებისმიერ ენაზე და ვიკიპედიის შესაბამის ენოვან განყოფილებაში უნდა განათავსოთ. იხ. რა არის და რა არ არის ვიკიპედია.
1. ბლოგის მისამართი არ ვარგა, იმედის ტელესიუჟეტი კარგია, ფეისბუქი შეიძლება მხოლოდ დამატებით ინტერნეტ-რესურსად გამოდგეს. იხ. ვიკიპედია:სანდო წყაროები.
2.თუ დღესასწაული ან რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიება არ არის, მაშინ დღის მოვლენებში არაფერი ესაქმება. — G.G. 09:12, 27 აგვისტო 2014 (UTC)

თარგმნა

 მოგესალმებით

მე ვარ მთარგმნელი, ვთარგმნი ინგლისურიდან დ პირიქით, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენთან ველი თქვენს პასუხს

პატივისცემით ნანა ბახტაძე— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.73.13.56 (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა! პირველ რიგში გირჩევთ, რომ დარეგისტრირდეთ. იხ. ვიკიპედია:მასწავლებელი. თუ რამე შეკითხვები გაგიჩნდათ მოგვმართეთ. - ოთოჯი განხილვა 08:47, 17 სექტემბერი 2014 (UTC)

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

მოგესალმებით ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან,

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ აქ დაცული ინფორმაცია საჭიროებს გარკვეულ ცვლილებასა და აუცილებელ განახლებას. გთხოვთ იქონიოთ მხედველობაში და მოგცვეთ სათანადო რჩევები — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 146.255.241.114 (განხილვაწვლილი) .

ვუპასუხე პირად მიმოწერაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:01, 28 სექტემბერი 2014 (UTC)

აშდოდი

მოგესალმებით გთხოვთ დამეხვაროთ. მაინტერესებს ფაბრიკები აშდოდში ა, რაიმე საინფორმაციო გვედი დასაქმების ფაბრიკებში, — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.129.254.80 (განხილვაწვლილი) .

წაიკითხეთ რა არ არის ვიკიპედია --Henry (მომწერეთ) 18:48, 4 ნოემბერი 2014 (UTC)

წმ. ამბროსი მედიოლანელი

მოგესალმებით, სასიამოვნოა ქართული ვიკიპედიის არსებობა, თუმცა სანამ ინფორმაციას დადებდეთ, კარგი იქნება სხვა ენოვანი წყაროები, უფრო კომპეტენტურები გადაამოწმოთ. ტექსტში წმ. ამბროსი მედიოლანელზე წერია, რომ ის იყო მართლმადიდებელი წმიდანი. როგორ ფიქრობ, IV საუკუნეში, გერმანიაში დაბადებული, იტალიაში აღზრდილი და მილანის ეპისკოპოსი შეიძლება რომ მართლმადიდებელი იყოს? უნდა ეწეროს ქრისტიანი წმიდანი, რომელსაც აღიარებს როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე კათოლიკურიც. IV საუკუნე, ეს ის დროა, როცა ადრეა საუბარი მართლმადიდებლობასა და კათოლიკობაზე, როგორც ორ ეკლესიაზე. გმადლობთ, მსგავსი რამ იყო წმ. ცეცილიაზეც, კარგი იქნება ყურადღება მიაქციოთ, თორემ უბრალოდ სასაცილოა. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 92.51.109.94 (განხილვაწვლილი) .

შეცდომების დაშვებისგან არავინ არის დაზღვეული, @92.51.109.94:. ვიკიპედიის მექანიზმი საშუალებას გაძლევთ შეცდომის შემჩნევისას, ამოშალოთ იგი ან შეცვალოთ სწორი და თქვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით. ამისთვის საიტზე რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. --Henry (მომწერეთ) 15:20, 10 ნოემბერი 2014 (UTC)

ჩემი საფოსტო ინდექსი

ვცხოვრობ გლდანის 6მ~რ.22კორპუსი,მესამე სადარბაზო ბინა 55.მაინტერესებს მოსკოვიდან რა ინდექსით უნდა გამომიგზავნონ ამანათი.მადლობა წინასწარ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 82.211.140.215 (განხილვაწვლილი) .

სულ მარტივად. ჩაწერეთ გუგლში და მოიძიეთ. — Mikheil მიწერა 14:30, 17 ნოემბერი 2014 (UTC)

თბილისის სპორტის სასახლე

არაა მითითებული მისი ავტორი კონსტრუქტორი დავით ქაჯაია. ამ შენობაში უნიკალურია მისი სახურავი, ანაკრეფი რკინაბეტონის სფერული გუმბათი რაზედაც ავტორს მიღებული აქვს საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.224.61 (განხილვაწვლილი) .

გადამოწმდა და დაემატა (ისევე, როგორც არქიტექტორების სახელ-გვარები). --Henry (მომწერეთ) 15:52, 29 ნოემბერი 2014 (UTC)

ტერორიზმი

გამარჯობა ამ სტატიის დამწერს მინდა მივმართო რომ რელიგიას პოლიტიკაში ნუ ურევ. აქ ისლამი არაფერ შუაშია კარგად შეიგნე და შემდეგში გაითვალისწინე და ამერიკას რომ ადიდებთ ეგ ყველაზე დიდი ტერორისტია თითქმის ყველა ქვეყნის შიდა ურთიერთობაში ერევა ამიტომაც არავის არ სიამოვნებს სხვისი "ცხვირის ჩაყოფა" საკუთარ საქმეებშ. გთხოვ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და გაითვალისწინოთ! — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.49.3.236 (განხილვაწვლილი) .

@46.49.3.236: - ვიკიპედიაში ობიექტურობას რომ მოითხოვთ, ჯერ საკუთარ ნაწერს გადახედეთ და ისიც გახსოვდეთ, რომ აქ არ არის პოლიტიკური ტრიბუნა. მსგავს რაღაცებზე წერეთ ბლოგებსა და სოც.ქსელებში. გარდა ამისა, გინდა აქ დაგიწერიათ, გინდა ამოთხრილ ორმაში გითქვამთ - ეგ სტატია 2006 წელს არის დაწერილი და დაწერილია ვიკიპედიის რიგითი მონაწილის მიერ, რომელსაც თქვენი ნაწერი არ მიუვა. ამასთან, სტატია დაუსრულებელია (თქვენ სერიოზულად თვლით, რომ ორი აბზაცი სრულად აღწერს ამ თემას?) და არავინ ამტკიცებს, რომ მასში დაწერილი - ჭეშმარიტებაა. გარდა ამისა, ჩვენ გვიწერია, რომ ვიკიპედიიაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე გარანტიას არ ვიძლევით.. --Henry (მომწერეთ) 13:31, 23 დეკემბერი 2014 (UTC)

რედაქტირება

ადმინსტრატორებთან ერთი შენიშვნა მაქვს:არ შემიძლია რაიმე სტატიის რედაქტირება.ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს!თუ ჩემს თხოვნას არ გაითვალისწინებთ,მაშინ შეიძლება მომავალში დაეცეს ქართული ვიკიპედიის რეიტინგი!მიზეზი იქნება ის,რომ უკვე მოძველებული სტატიის განახლება აღარ შეეძლებათ.მაგ:ლიონელ მესიმ კარიერა დაასრულა,ვიკიპედიაში კი წერია,27წლისაა და ბარსელონაში თამაშობსო!სიმართლეს კი თქვენი "მუყაითი"შეცვლის გამო ვერ დაწერენ!ბოდიში,და იმედია ჩემ საჩივარს შეურამცყოფილად არ მიიღებთ.--La2004 განხილვაწვლილი 13:58, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

  • შეურაცხყოფა? შეურაცხყოფა ისევ თქვენსკენ მოიკითხეთ (მარცხნივ იხ. თქვენი ნაწერი სტატიაში, რომელიც გაუქმებული იქნა). და ამის შემდეგ საერთოდ რა პრეტენზიებს გვიყენებთ? 2 კვირის წინ სწორედ ამ მიზეზით დაიბლოკეთ.
  • ფანტაზიების ნარევი მუქარის ტონი („შეიძლება მომავალში დაეცეს ქართული ვიკიპედიის რეიტინგი“) არის მიუღებელი. უკვე ეს აჩვენებს კარგად, თუ როგორ გესმით ვიკიპედიაში მუშაობის პრინციპები. --Henry (მომწერეთ) 14:12, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

მე,იცით ვინც ვარ,და ბოდიშს ვიხდი იმ ბილწი სიტყვების გამო,რაც მე სტატიაში დავწერე.მაშინ ცხელ გულზე,(ჩემი აიპედი დაიმტვრა,ნაწილებად დაიშალა)არამარტო ვიკიპედია შევურაცყავი,არამედ ფეისბუქი,ოდნოკლასნიკი,file.ge,all.tamaShi.

ასევე დიდი ხანია ვოცნებობ თქვენთან ერთად ადმინისტრატორობაზე.შეგიძლიათ მომწეროთ,რა ვაკანსიები გაქვთ.--La2004 განხილვაწვლილი 14:12, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

დამიჯერეთ, ჩვენც ბევრი რამე გვიფუჭდება ცხოვრებაში და ბევრი უბედურება გვემართება. ამის გამო ერთმანეთს არ ვლანძღავთ და არც სხვა არაადეკვატური ქმედებებით ვერთობით.

რაც შეეხება ადმინისტრაციას - აქ ფორუმი, სოც.ქსელი და ა.შ. არაა, რომ ასე უბრალოდ ითხოვოთ და ვინმემ ჩაგირთოთ. ადმინისტრატორის უფლებები ენიჭება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც თუნდაც:

  • ვიკიპედიაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობს
  • სტატიებს ხარისხიანად არედაქტირებს
  • მეგობრული და გულისხმიერია ვიკიპედიის მონაწილეებთან
  • კარგად ერკვევა რედაქტირების ასპექტებში, როგორიც არის ინფოდაფები, წყაროების მითითება, შიდა და გარე ბმულები, სტატიებს წერს 99 პროცენტით (ალბათ) გამართული ენით.
  • აკონტროლებს უკანასკნელ ცვლილებებს, აკვირდება სხვათა რედაქტირებებს და თუ რამე არასწორად არის შეტანილი, ინფორმაციას ასწორებს.
  • კარგად იცის, როგორი შეფასება მისცეს მომხმარებელთა სხვადასხვა ქმედებას, როგორიც არის არასწორი ინფორმაციის შემოტანა, უცენზურო სიტყვების გამოყენება, უსარგებლო რედაქტირება და ა.შ.

და საერთოდ - კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ ადმინისტრატორის უფლებები? ვიკიპედია საშუალებას გაძლევთ, არედაქტიროთ სტატიები ამის გარეშეც, ხოლო ცვლილება ინახება, თუ იგი ვიკიპედიისთვის საჭიროა. უსარგებლო შინაარსის რედაქტირება იშლება. --Henry (მომწერეთ) 14:25, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

ვნახე la2004 სტატია,და ვფიქრობ,რომ ის მართალია.ის შეურაცხოფილი სიტყვები,რომელიც მან დაწერა,არ არის მართალი.თუ იყო უკმაყოფილო სხვანაირად უნდა გამოეხატა.მე იმაში ვეთანხმები მას,რომ უნდა შეგვეძლოს სტატიის განახლება.რაც ოთოჯიმ დაწერა,იმასაც ვეთახმები.la2004საბოდიშო სტატია რომ ვნახე,მივხვდი,რომ იგი არის ღირსეული ადმიანი და შეუძია თავისი შეცდომის აღიარება.მე მას ვიცნობ და ის ასეთია — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Datuna 2007 (განხილვაწვლილი) .

მადლობა, მაგრამ ჩემი, როგორც ადმინისტრატორის შენიშვნა თქვენც გეხებათ - აქ ინტერნეტ ფორუმი და სოციალური ქსელი არ არის და ნაცნობ-ნათესავების შემოყრა მარტო იმის გამო, რომ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ მომხმარებელს, არის უადგილო. თქვენი ნაწერის ბოლო წინადადებები კი საერთოდ არაფრის მომცემია. 3-4 რედაქტირება აქვს ამ მომხმარებელს და მისი 'ღირსეულობა' იქ არ გამოჩენილა. ღირსეულობა ჩნდება სხვაგან - მუდმივ მუშაობაში, თანამშრომლობაში, ურთიერთობაში. თუმცა, მოსაწონია, რომ შეცდომას აღიარებს. მაგრამ ადამიანის პიროვნული თვისებები სხვაგან ვლინდება. თავდებად დადგომა აქ უადგილოა. --Henry (მომწერეთ) 14:42, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოთ ის პოლიტიკა, რაზეც მთელი პროექტია აგებული. თქვენ უხეშად დაარღვიეთ ვიკიპედიის წესები, რაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მორალურ მგდომარეობაზე მეტყველებს. ვიკიპედიაში შემოდიან ისე ადამიანები, რომლებიც რეალურად ქართული კულტურის მტრები არიან, რაც მათ ვანდალურ საქმიანობაში ვლინდება, ხოლო შემდეგ ამ ტიპის ადამიანებს პატრიოტიზმზე აქვთ პრეტენზია. მე თქვენი ანგარიში ორი კვირით დავბლოკე, ახლა შეგიძლიათ ჩვეულებრივ, ქართულ ვიკიპედიაში რედაქტირების განხორციელება. P.S. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სტატიაში შეტანილ ერთ პატარა ცვლილებასაც ვხედავთ, ამდენად ვანდალური საქმიანობა დღეს აზრს მოკლებულია. - ოთოჯი განხილვა 15:03, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

უსათაურო

გამარჯობათ,მოგესალმებით.მაინტერესებს,mediavikiქართულ ენაზე არსებობ?,თუ არსებობს,სად მოვიძიო? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎Lazare4 (განხილვაწვლილი) .

@Lazare4: გამარჯობა. ყველაფერი არის mediawiki.org-ზე, იქ სადაც საერთოდ მედიავიკის პაკეტი არის. სკრიპტის ინსტალირებისას ხდება ენის არჩევა. ქართული და უამრავი სხვა ენა ჩამონათვალში არის. --Henry (მომწერეთ) 14:57, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

მაინტერესებს,როგორ "გავალურჯოთ" სიტყვა,ანუ როგორ ვანიშნო სტატიის მკითხველს,რომ ამ სიტყვის შესახებ სტატიაა დაწერილი?

'თქვენი ერთგული მეგობარი' — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎Lazare4 (განხილვაწვლილი) .

  • [[რაღაცა]]
  • [[რაღაცა|რაღაცის]], [[რაღაცა|რაღაცამ]], [[რაღაცა|რაღაცამ]] (თუ საჭიროა ბრუნვაში დაწერა). გვაძლევს ამას: რაღაცა. ვინაიდან ბმული წითელია, უნდა გადავიდეთ მასზე და მოგვცემს სტატიის შექმნის ფანჯარად. ვწერთ სტატიას, ვინახავთ და ბმულიც გალურჯდება. იხილეთ დახმარება:ტექსტის რედაქტირება (მარტივი). --Henry (მომწერეთ) 15:35, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

ხარისხიანი სტატია

გამარჯობათ.მაინტერესებს,რა ზომები უნდა მივიღო ხარიხიანი სტატიის დასაწერეად,რომ შემდეგში არ იქნეს გაუქმებული????და კიდევ,რას ნიშნავს "გვერდის კონტროლი??? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Javaxa2000 (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა, @Javaxa2000:. შექმენით და დაამუშავეთ სტატია დასაწყისისთვის ამ საკუთარ სავარჯიშო გვერდზე, რომელზეც არავინ შეგიშლით მუშაობას. გადავხედავთ და სიამოვნებით დაგეხმარებით მცირე შენიშვნებით, რომ დაახლოებით შეგექმნათ წარმოდგენა, თუ როგორ იქმნება ვიკიპედიაში სტატია - თუკი ამის სურვილი გექნებათ.

გვერდის კონტროლი ნიშნავს, რომ თქვენი კონტროლის სიას ემატება. ეს არის უბრალოდ სია, რომელშიც შეტანილი გაქვს გარკვეული სტატიები. თუ ვინმე მათ დაარედაქტირებს, ისინი გამოჩნდება მუქად უკანასკნელი ცვლილებების სიაში. არსებობს სპეციალური გვერდიც ამ სიით, საიდანაც გაქვთ სწრაფი წვდომა ამა თუ იმ სტატიაზე. --Henry (მომწერეთ) 19:43, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

ბოდშს გიხდით შეწუხებისტვის.სტატია დიმიტარ ბერბატოვის შესახებ მოძველდა.თუ შეიძლება რომ გადაარედაქტიროთ.სამწუხაროდ,ამის გაკეთება მეთვითონ არ შემიძლია,რადგან ჩემთვის უცნობია მისი მომავალი იმიის შემდეგ,როდესაც სტატია დაიწერა — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Javaxa2000 (განხილვაწვლილი) .

აქ, სამწუხაროდ, ფეხბურთზე ყველა მომხმარებელი არ მუშაობს, სულ რამდენიმეა. მით უმეტეს, ძალიან დიდი ხნის სამუშაოა. გარდა ამისა, ვერ ვხვდები, რა მომავალზეა საუბარი - სტატიები ჩვენთან იწერება ძირითადად უცხოენოვან ვიკიში არსებულ სტატიებზე დაფუძნებით. თუ რომელიმე უცხო ენას ფლობთ, შეგიძლიათ თარგმნოთ უახლესი ინფორმაცია. --Henry (მომწერეთ) 20:01, 27 დეკემბერი 2014 (UTC)

წიგნი

უკაცრავად შეწუხებისთვის.თქვენს მენიუში იყო ბრძანება "წიგნის შექმნა"ახლა ის იქ აღარ არის.მე მინდა წიგნის შექმნა.მირჩიეთ,როგორ მოვიქცე????--Javaxa2000 განხილვაწვლილი 11:33, 28 დეკემბერი 2014 (UTC)

უკაცრავად.წიგნის შექმნა არის,მაგრამ როცა ვაწკაპუნებ,ამ გვერდს მირთავს.რა გავაკეთო?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Javaxa2000 (განხილვაწვლილი) .

იხილეთ: ვიკიპედია:წიგნები. - ოთოჯი განხილვა 11:54, 28 დეკემბერი 2014 (UTC)

სტატია: მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკის სტატიას აკლია მისი ბოლო ნაწარმოები/რომანი: 'რუკა და ტერიტორია' 2010 წელს გამოცემული, რომელიც უკვე ქართულადაცაა ნათარგმნი. [ახლახანს წავიკითხე და იმიტომ გწერთ]. კარგს იზამთ, თუ დაამატებთ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.73.53.178 (განხილვაწვლილი) .

მაგ მცირე სტრიქონის დამატება თავადაც შეგეძლოთ - ვიკიპედია ღია ენციკლოპედიაა და რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. დაემატა ნაწარმოებების სიას. --Henry (მომწერეთ) 12:25, 28 დეკემბერი 2014 (UTC)