ვიკიპედია:მოგვწერეთ/არქივი/2011/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

vexilologia

gamarjobat.ikneb vexilologiaze meti informacia dagedot? an migetitebinat im qartveli istorikosebis sia romeltac am temaze nashromebi aqvt.

სალამი, ვექსიკოლოგიაზე შემიძლია შემოგთავაზოთ დავით კლდიაშვილის ქართული ჰერალდიკის ისტორია.--იორგი 14:16, 29 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

DIEGO

MINDA VRCELI BIOGRAPIA OTAR TAKTAKISHVILIZE

NU YVIRIT!!! VERAFERI VER GAVIGET.--იორგი 14:15, 29 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დახმარება

გამარჯობათ, ვერაფრით ვერ მოვძებნეთ თემა ”დამნაშავის ფსიქოლოგია და პიროვნული მაჩვენებლები”, იქნებ დაგვეხმაროთ?არადა არის ეს თემა საიტზე,წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვისწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Tatiko m (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ეს თემა არაა ვიკიპედიაში. არც მგონია, რომ ოდესმე ამ სათაურით სტატია დაიწეროს, რადგან თვითონ თემაა არაენციკლოპედიური... ცალკე სტატიად ვერ ჩამოყალიბდება. — D.DEU. პასუხი 16:13, 30 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

საქართველო-რუსეთის 2008 ომი.

 პატივცემულებო. გავეცანი 2008 ცლის               საქარტველო-რუსეთის  ომის კრონოლოგიას-სადაც საკმაოდ ბევრი და სერიოზული უზუსტობებია---მაგალითად.1--  2008 ცლის  1-7 აგვისტომდე  საკმაოდ დიდი ზალა უკვე იდგა  ჯავასთან და  ასევე ცხინვალში--არის კონკრეტული ჩამონატვალი იმ ჯარებისა, რაც უკვე ცნობილია საზოგადოებისტვის. 2---არაპერია ტკმული იმაზე, რომ ტამარასშენი დაიბომბა მანამდე სანამ ჩვენი ჯარები დაიზრებოდნენ ადგილიდან. 3--- ასევე მსხვერპლი რუსეტის და სეპარატისტების მხრიდან არის მცდარი--ეს რუსული ვერსიაა--მსხვერპლი გაცილებიტ მეტია .4---რუსეთი ჩაერტო არა  8--აგვისტოს არამედ 7-ში როცა ქარტული არმია შევიდა ცხინვალში უკვე რუსულ არმიასთან , სეპარატისტებტან და მოხალისეებტან ჰკონდატ შეტაკება და იკ ბრზოლა 10 რიცხვის ცჰატვლიტ მიმდინარეობდა.  გტხოვტ შეიტანოტ რეალური ცვლილებები.

ფაიფურის დანადგარი

გამარჯობათ,მე ვარ გიორგი ბეგიაშვილი,სტუდენტი თბილისიდან...ჩემი თხოვნა იქნება,მოიძიოთ ინფორმაცია ფაიფურის დასამზადებელ აპარატთან დაკავშირებით და დაამატოთ ფაიფურის გვერდს...

gavitexes elektronuli fosta

viRacam gagvitexa eleqtronuli fosta.es fosta gvaqvs daaxloebiT aTi welia. gvaqvs mimowera ucxoel partniorebTan. varT arasamTavrobo organizacia.rogorc gavigeT is piri sargeblobs Cveni fostiT ekontaqteba Cvem partniorebs Cvemi saxeliT da iTxovs fuls. Zalian gTxovT dagvexmareT.vis mivmarToT?

ჩვენ რა შუაში ვართ? ვიკიპედია არაა სასამართლო... ჩვენ ვერ დაგეხმარებით, ეს ჩვენ არ გვეხება. — დავით პასუხი 11:00, 11 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბატონო ჯაბა, ძალზე ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ და გთხოვთ მაცნობოთ+

ბ-ნ ჯ. ლაბაძეს

ბატონო ჯაბა,

ღმერთმა გახაროთ და გაძლიეროთ მარად... ქრისტეშობას დაბადებული მორწმუნე და სპორტის მრავალი სახეობის მოყვარული კაცი ვარ და ვცდილობ მეტი და მეტი სიკეთე ვთესო. ამასთანავე, მსოფლიო მეურნებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დოქტორი ვარ და ეკონომიკა, მოგეხსენებთ, კერძო ურთიერთობების პრიმატზეა აგებული. ეკონომიკის ერთ-ერთი კლასიკოსის ადამ სმითის მიხედვით, ყოველ ინდივიდს საკუთარის წარმოჩენა უნდა, ცდილობს პირველობასა და მოგებას და ამით, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ადგება. ეს საკუთარი თავის კარგად გაცნობის ინსტიქტია. ვანდალიზმი ისაა, კაცს რამეს რომ წაგლიჯავ, ძალადობისაკენ და ომისაკენ მოუწოდებ, შეურაცხყოფას მიაყენებ... ამიტომ, ვიცი, სწორად გაიგებთ, მხოლოდ კეთილი მინდა თქვენთვის. ვანდალიზმზე უარესია, სხვაზე გავლენას რომ ახდენენ და ფორმალურად სხვისი სახელით რომ წარმოადგენენ თავს ხშირად არაკომპეტენტური და შემთხვევითი ადამიანები ამა თუ იმ სფეროში. ლაბაძეთა გვართან დიდი მეგობრობა მაქვს ახალგაზრდობიდან და დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ საუკეთესო გვარის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახდებით მზრუნველი დამოკიდებულებითა და კორექტულობით. მახსენდება მისაღებ გამოცდებზე ჩაგდების მიზნით შეგნებულად არასწორი ტექსტი მომაწოდეს მათემატიკაში და დავუმტკიცე, რომ შეცდომა ჰქონდათ პირობაში. ასე გავხდი სტუდენტი. ძალიან მიყვარს მათემატიკა და სიზუსტე და ჩემს არცერთ ფორმულირებაში, რომლებიც მნიშვნელოვანწილად მაღალპროფესიულად აპრობირებული და დამტკიცებულია საერთაშორისო დონეზე, უზუსტობა არაა. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ფეისბუქი და მიგულეთ მეგობრად, თუ რამეში დაგჭირდებით.

ძალზე ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ და გთხოვთ მაცნობოთ, ჩემი ნაშრომის მცირე ანოტაცია რომ გამოვაქვეყნო, ამისათვის რაა საჭირო+

პატივისცემით, ოქროს მედალოსანი რევაზ ლორთქიფანიძე 29/12/2010

დიდი მადლობა შობა ახალი წლის მოლოცვისათვის, არა კორექტული არაფერი ყოფილა ჩემს თქვენდამი მონაწერში, გთხოვეთ სტატია საკუთარ თავზე არ შეგექმნათ (რაც არაა მაინცდამაინც სასიამოვნო მომენტი დამეთანხმებით). რაც შეეხება საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნებას ამისი სრული თავისუფლება გაქვთ მაგრამ მაგ ნამუშევარს ხომ აქვს სათაური აი სწორედ იმ სათაურით და არა თქვენი სახელიტა და გვარით. ფრიად მოხარულები ვიქნებით თუკი საკუთარი ნაშრომით გაამდიდრებთ ვიკიპედიას და ის იქნება ხელმისაწვდომი ყველასათვის. — ჯაბა ლაბაძე () 06:45, 29 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

განჯისკარი

განჯისკარი ძველი თბილისის ერთერთი კარი იყო და გალავნის სამხრეთის კედელში იყო დატანებული,იქ სადაც ახლა ბოტანიკურ ბაღში შესასვლელია და წავკისის წყლის კლდოვან ხევზე(დაბახანას, ლეღვთახევის მიდამო) გადებული ხიდის მიდამოში მდებარეობდა. ის მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია. აქ მთავრდებოდა განჯიდან თუ სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქალაქებიდან თბილისისაკენ მომავალი გზა, აქვე იყო საბაჟოც.

სხვა ადგილის განჯისკარად წოდება, თუნდაც პირობით, უხეში შეცდომაა !!! ეს გაუგებრობას ქმნის!!!

განჯის კარი, როგორც გალავნის კარი –ვიკიპედიაში მითითებულ ადგილზე არასდროს ყოფილა.ამის არავითარი საბუთი არ არსებობს.

იმ ადგილს კი , რომელიც ვიკიპედიაშია მითითებული (და არქეოლოგიური გათხრის ადგილი და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია) – "განჯისკარი"–პირობით ეწოდა მაშინ როცა არქეოლოგიური გათხრა დაიწყო,ე. ი. 1948 წელს. ამას თვით ცნობილი არქეოლოგები , არქეოლოგიური ჯგუფის უფროსები გ. ლომთათიძე და ო. ჯაფარიძე მაშინვე შეცდომად მიიჩნევდნენ, იგივეს აღნიშნავს თ. ბერიძე,იგივეა მოცემული ყველა ისტორიულ თუ კარტოგრაფიულ მასალაში და ისტორიკოსებს შორის სადავო არ არის განჯის კარის მდებარეობა.

ამ ადგილს თავისი, ისტორიულად შესაფერისი სახელი უნდა ეწოდოს!

მალე "ცისკარში", ახლახან აღდგენილ ჟურნალში, რომელიც მალე გამოვა, დაიბეჭდება წერილი და ყველაფერი დეტალურად იქნება განხილული ამ საკითხის ირგვლივ.

თბილისის ენციკლოპედიაში(2002)კარგად არის ეს საკითხი ნახსენები,აქ ორი სტატიაა– ერთი თ.ბერიძის რომელიც ეხება განჯის კარს, როგორც თბილისის კარს,მეორე კი მ. მიწიშვილისა, რომელიც "განჯისკარს" – როგორც არქეოლოგიურ ძეგლს ისე აღწერს, თუმცა უმჯობესია პირობითაც არ ეწოდოს ამ ადგილს განჯისკარი.

პატივისცემით, პროფ. თეიმურაზ პეტრიაშვილი tgpetro@yahoo.com

თქვენ ალბათ ამ სტატიის შესახებ საუბრობთ. ქვემოთ მითითებულია ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც დაიწერა სტატია. მე, სამწუხაროდ, არ მიმიწვდება ხელი თქვენ მიერ მითითებულ ენციკლოპედიაზე, რომელშიც ორი სტატია ყოფილა. ვისაც შეუძლია, კარგი იქნება თუ ვიკიპედიაშიც ორ სტატიას დაწერს (თუკი ეს მართლაც სხვადასხვაა). თუმცა, შეცდომითაა თუ ჭეშმარიტად, ერთს "განჯის კარის" სახელი დაუმკვიდრდა და მეორეს "განჯისკარი" (როგორც მე გამოვიტანე დასკვნა). თუკი არსებობს ლიტერატურა, სადაც "ცრუ" განჯისკარი" სხვა სახელწოდებითაა მოყვანილი, შეგვიძლია გამოვიყენოთ. — დავით პასუხი 07:21, 6 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბატონო დავით ! დღესვე შემიძლია გამოგიგზავნოთ ჩემი წერილი ,რომელიც "ცისკარში" იბეჭდება – თუ მე მექნება თქვენი ელ. ფოსტის მისამართი. იქ თვალნათლივაა ყველაფერი, ლიტერატურის ჩვენებით(16 ლიტ. წყარო). ორშაბათს თბილისის ენციკლოპედიის იმ გვერდსაც გამოგიგზავნით, სადაც ორივე "განჯისკარზეა"საუბარი. ეს დარწმუნებისათვის.

მერე კი ორივე სტატიის დაწერაც იოლად შემიძლია. მით უმეტეს, თბილისის ცნობილი მკვლევარის თ.ბერიძის სტატიის გადმოტანა, ოდნავი ცვლილებებით შეიძლება ვიკიპედიაში, მეორე სტატიას კი ორიოდე წინადადება დაემატება. ამას მე გავაკეთებ.

ყველა ისტორიკოსი თუ მკვლევარი დარწმუნებულია ამ ამბის სისწორეში და ქალაქის კარის მდებარეობა სადავო არასდროს ყოფილა თბილისის მკვლევარებს შორის. თუ რატომაა ერთი განჯისკარის სახელწოდება შეცდომით დამკვიდრებული, ჩემს წერილში კარგად ჩანს. მათ შორის ერთერთი ,ვინც დაარქვა განჯისკარი 1948 წელს გათხრის ადგილს,ცნობილი და პატიოსანი არქეოლოგი გ. ლომთათიძე იყო, ის შემდგომში თავად განიცდიდა ამას და იმ ნაშრომშიც უწერია ამის შესახებ, რომელიც ვიკიპედიაშიცაა დასახელებული.

კრწანისის ომზედაც მაქვს მცირე შენიშვნები.შემდგომში მოგახსენებთ.

პატივისცემით თ.პეტრიაშვილი tgpetro@yahoo.com

ბატონო თეიმურაზ, ვიკიპედიის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერს შეუძლია სტატიის დაწერა, მათ შორის თქვენც — სწორედ თქვენნაირი სპეციალისტები გვჭირდება ხარისხიანი სტატიების შესაქმნელად. თქვენ შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ მასალები ვიკიმედია–საქართველოს ელ–ფოსტაზეც: info@wikimedia.ge და ჩვენ შეგვიძლია სტატია შევქმნათ ამ მასალების საფუძველზე. თუმცა, თუკი გექნებათ დრო, სურვილი და ხალისი, უპრობლემოდ შეგიძლიათ ჩვენი სტატიების რედაქტირებაცა და ახალი სტატიის დამატებაც. რა თქმა უნდა, აქ მუშაობის დიდი ხნის გამოცდილების მქონე ვიკიპედიელებიც დაგეხმარებით სტატიების ე. წ. „ვიკიფიცირებაში“, რაც სტატიის ტექნიკურ გამართვას გულისხმობს. ბატონო თეიმურაზ, თქვენ უკვე ვიკიპედიელი ბრძანდებით — ყველა, ვინც ერთ სიტყვას მაინც დაწერს ჩვენს საიტზე და ამით დაგვეხმარება, ვიკიპედიელია.
P. S. ვიკიპედიაში აბზაცებს არ ვიყენებთ, რადგან ეს ტექნიკურ პრობლემას ქმნის. ლოგიკური აბზაცები ერთმანეთისაგან გამოყავით ერთი ცარიელი ხაზით (enterX2).
პატივისცემით, ვიკიპედიელთა სახელით, — დავით პასუხი 12:21, 6 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბატონო დავით! ორჯერ შეცდომით გამოგიგზავნეთ ჩემი ძველი წიგნის მასალა ... მესამეა განჯისკარზე, რომელიც ახლა იბეჭდება. ვიკიპედიის სტატიებს გამოგიგზავნით უახლოეს დღეებში. თუ შეიძლება მაცნობოთ მიიღეთ თუ არა წერილი განჯისკარზე? ძველი ვიკიპედიელებიც ზოგჯერ თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები!

გმადლობთ, გავეცნობი. — დავით პასუხი 13:53, 6 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბატონო დავით ! შეპირებისამებრ ელ.ფოსტით გამოგიგზავნეთ თბილისის ენციკლოპედიის ერთ–ერთი გვერდი, სადაც ორი სტატიაა განჯისკარზე, ერთში ჩანს, რომ განჯის კარი არის ძველი თბილისის ერთ–ერთი კარი , ქალაქის გალავნის სამხრეთ ნაწილში,რომელიც ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან წავკისისწყალზე გადებულ ხიდის მიდამოში მდებარეობდა, აქ მთავრდებოდა განჯიდან და სამხრეთით თუ აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქალაქებიდან თბილისისაკენ მომავალი გზა, აქ იყო საბაჟოც. ეს მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია.

რაც შეეხება"განჯისკარს" როგორც არქეოლოგიურ ძეგლს, ის 300 არაგველის სახ. მემორიალის პირდაპირ , ბაღის მიდამოშია. აქ არსებული ძველი კედლის სახელი უცნობია,კარიც არ ჩანს, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი ადგილია არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით. ამ ადგილს, როგორც არქეოლოგიური გათხრის ადგილს– "განჯისკარი " პირობით 1948 წელს ეწოდა.

ასე, რომ, – ვიკიპედიაში ეს ორი სხვადასხვა ადგილი ერთმანეთშია არეული. სმწუხაროდ სტატიის ავტორი იმ ლიტერატურასაც არ არის გაცნობილი რაც მოყვანილი აქვს ვიკიპედიაში. პატივისცემით პროფ. თეიმურაზ პეტრიაშვილი.

P.S. ეს საკითხი ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს შორის სადავო არ არის. იმ ლიტერატურაშიც, რომელიც ვიკიპედიაშია მითითებული ეს კარგად ჩანს. თუნდაც გ. ლომთათიძის ნაშრომში.

მაგრამ, თუ მომავალში ვიკიპედიაზე დაყრდნობით ახალი რუკა გაკეთდა, თუნდაც ტურისტული და განჯის კარის სახელი არასწორად იქნა მითითებული , ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება !!!

თეიმურაზ პეტრიაშვილი

პატონო თემური. მოგესალმებით. მე ხელთ მაქვს თქვენს მიერ დაწერილი თემა "განჯის კარის მიდამოს ადგლიმდებარეობისათვის", რომელიც ძალიან საინტერესოდ ასახავს აღნიშნულ ვითარებას. ფიზიკურად მე შემიძლია ამ ტექსტის გაჯისკარის თემაზე დადება მაგრამ ვფიქრობ რომ ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. ასე რომ დღესდღეობით ჩემს მიერ დადებული რუკიდან გამომდინარე თამამად შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი აზრი როგორც პროფესიონალმა, ე.წ. "მეორე განჯისკარის" ისტორიის გათვალისწინებით. პატივისცემით— Surprizi განხილვაწვლილი 07:53, 28 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა, აუცილებლად მოგაწოდებთ წერილებს.

თეიმურაზ პეტრიაშვილი

ბატონო (ალბათ პირობით)– "ziurprizi" გიგზავნით წერილს განჯისკარზე ელ.ფოსტით, ბოდიში რომ შეიძლება ვიკიპედიის წესებს ვარღვევ, მაგრამ თქვენი გულისხმიერი დახმარების იმედი მაქვს.

ამასთან გაცნობებთ, რომ წერილი, რომელიც თქვენ წაიკითხეთ განჯისკარის ადგილმდებარეობის შესახებ, უკვე დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკრის" 2011 წლის პირველ ნომერში. ალბათ იცით,რომ ეს ჟურნალი ახლახან აღადგინეს და უკვე გამოვიდა მისი ორი ნომერი.

პატივისცემით თ.პეტრიაშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი

მოგესალმებით! ეს-ესაა წავიკითხე ინფორმაცია მიხეილ ჯავახიშვილზე და ერთი შენიშვნა მაქვს, რომელიც, ვფიქრობ, თუ მართებული არა, გადამოწმებადი მაინც არის. რამდენიმე წლის წინ ”ვის უნდა ოცი ათასში” დაისვა კითხვა მიხეილ ჯავახიშვილის ნამდვილი გვარის თაობაზე, რომელზეც სწორ პასუხად ჩაითვალა ადამაშვილი. ანალოგიური ინფორმაცია დევს ქართულ ვიკიპედიაშიც. ძალიან კარგად მახსოვს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთმა შთამომავალმა (ზუსტად ვერ ვიხსენებ, ქეთევან ჯავახიშვილმა, როგორც მახსოვს) გააპროტესტა ეს შემთხვევა და ”კვირის პალიტრის” საშუალებით აღნიშნა, რომ ადამაშვილი მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთი შერქმეულ გვართაგანი იყო, რომლითაც ზოგიერთ ნაწარმოებს მოაწერა ხელი, ნამდვილი გვარი კი სწორედ რომ ჯავახიშვილია.

სექსუალობა

ეს სტატია არის თარგმანი გვერდიდან: http://en.wikipedia.org/wiki/Human_sexuality

გამართეთ ისე, როგორც ინგლისური სტატიაა. დაამატეთ კატეგორია, ინტერვიკი ბმულები, ფოტომასალა. ამ ყველაფრის წინ გაეცანით ვიკიპედიის წესებს. — დავით პასუხი 08:11, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

txovna maqvs tqventan

didi xania vezeb saitebs, tqvens saitzec bevri vezebe magram versad vnaxe saqartvelos saeqskursio marshrutebis shesaxeb informacia. iqneb rogorme moxerxdes da daamatot es tema, chemi azrit pirvel rigshi es tema unda iyos qartul vikipediaze. tu ar shecuxdebit mipasuxet iqneb specialuri saitia aseti temis.— V0o0olk განხილვაწვლილი 17:42, 28 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით! საექსკურსიო მარშრუტების შემუშავება–შედგენა ტურ–ოპერატორების კომპეტენციებში შედის და არა ვიკიპედიის რედაქტორების. ვიკიპედიაში შეგიძლიათ უბრალოდ იხილოთ სტატიები იმ ღირსშესანიშნაობებზე, რომლებიც ამ მარშრუტების შედგენა–დათვალიერებაში დაგეხმარებათ. ასე რომ, ამ ინფორმაციისათვის მიმართეთ ტურ–ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს ან გაეცანით მათს ვებ–გვერდებს. წარმატებები!--მიხეილ () 17:54, 28 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირება

ვერ ვახერხებ ჩემს მიერ დაწერილი სტატიის რედაქტ— ირებას კერძოდ "ანტენა (რადიო)"— Pluton16 განხილვაწვლილი 22:15, 29 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

რატომ? რა პრობლემა გაქვთ?--მიხეილ () 22:18, 29 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

rogor sheidzleba vwero qartuli shriftit?

თამარისი

...სოფელ თამარისს 1944 წლამდე გერმანული სახელი ტრაუბენბერგი ერქვა, რაც ყურძნის მთას ნიშნავს...

არსებობს მოსაზრება და თანაც საკმაოდ საფუძვლიანი, რომ თამარისს სახელი ”ტრაუბენბერგი” იმიტომ კი არ დაერქვა, რომ იქ ან ყურძენია და ან მთა (ანდა, მითუმეტეს, ყურძნის მთა), არამედ თბილისის მაზრის გუბერნატორის - ”მისი უმაღლესობა სრულიად რუსეთის იმპერატორის გენერლის” რაუშ ფონ ტრაუბენბერგის საპატივსაცემოდ. ეს პიროვნება იყო წარმოშობით გერმანელი და რუსეთის სამსახურში ჩამდგარი უვიცი, გაუნათლებელი და უნდილი პიროვნება, რომელსაც იმდროინდელი ქართული საზოგადოების ”ბომონდი” ფეხქვეშ გაეგო და ერთმანეთს ასწრებდნენ თუ ვინ უფრო მოიგებდა მის გულს, ხოლო ქართული საზოგადოების ჭეშმარიტ ლიდერებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ მისი ხუშტურები. მაგ: ის იყო აკაკი წერეთლის ”მუზა” მის იუმორისტულ შემოქმედებაში. ერთ-ერთი ლექსისთვის, რომლითაც აკაკიმ დაცინვით მიწასთან გაასწორა ტრაუბენბერგი (უწოდა რა მას ”დიდყურაანთ ყროყინა”), კინაღამ გააციმბირეს აკაკი. ამისთვის 1 დღე იჯდა აკაკი მეტეხის ციხეში და რომ არა პატიმრების ბუნტი (რომლებმაც გაიგეს, რომ აკაკი დააპატიმრეს) კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა მისი პატიმრობა. სწორედ ამ ტრაუბენბერგის სახელის ”უკვდავსაყოფად” ეწოდა თამარისს - ტრაუბენბერგი.

დამეხმარეთ

კონკურსში მონაწილეობის მისაგებად დავწერე სტატია მაგრამ გამოყენებული ლიტერატურის დაწერა დამავიწყდა,როგორ შევასწორო დამეხმარეთ რა

მიშველეთ რამე

ვერაფრით ვერ ვამატებ ,,ლიტერატურის მუზეუმის" გვერდს ფოტოს. როგორ უნდა გავაკეთო? იქნებ ლინკი ან მითითება მომცეთ

ამ ,,ჩასმით" არაფერი გამოდის.

ფოტო

აკრძალული მოქმედება მოთხოვნილი მოქმედების შესრულება შეუძლიათ ავტომატურად დადასტურებული მომხმარებლები, ადმინისტრატორები, დადასტურებული მომხმარებლები ჯგუფებიდან ერთ-ერთში მყოფ მომხმარებლებს. მთავარი გვერდი-ზე დაბრუნება.

შეიძლება ვინმეს გადავუგზავნო ფოტო, რომელსაც გვერდზე ჩასვამს? თუ როგორ ხდება? ქართულ გვერდებს ხომ აქვს ხოლმე სურათები?

ვიკის პაროლი

ვიკის პაროლი დამავიწყდა და ისიც არ მახსოვს რომელი მეილი მივუთითე (ნატახტარის კონკურსში ვმონაწილეობ!) და ამიტომ მინდა ის პროფილი და მეხმარეთ!

BMW-s istoria

94.43.10.83 21:48, 25 მარტი 2011 (UTC)gamarjobat[უპასუხე]

zalin momcons es saiti, zalian did dros vutmob mas da maqvs erti shenishvna - var BMW-s mokvaruli, mkavs kides am markis avtomanqna, bunebrivia gadavckvide BMW-s shesaxeb tqvens saitze informacia camekitxa da cavikitxe kidec, magram tekstshi agmovachine gramatikuli shecdoma da gtxovt gaascorot. http://ka.wikipedia.org/wiki/BMW es aris linki da bolodan me-4 abzacshi kartulad GAITANA-s magivrad ceria GEITANA... cota uxrexulia...

1955 წლისათვის კომპანიამ საკმაო უცნაური მოდელი - ი ე ს ტ ა შექმნა. მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა, ძრავი კი 13 ცხენისძალიანი იყო და მხოლოდ 80 კმ/სთ-ს ანვითარებდა, მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით BMW-მ ძვირადღირებული სპორტული მოდელები - 503 და 507 შექმნა. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებული ფირმა ხელზე ნორმალურად არ იყო დამდგარი და ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა BMW-ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ სხვის დაუხმარებლად ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა განიზრახა. 1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1,4 ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტმა თავისი ===== გეიტანა ===== და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო BMW-ს მორიგი აღმავლობა.

didi madloba


pativiscemit vitabul....

თხოვნა

გთხოვთ მიმითითოთ სად შეიძლება მოვიძიო (რომელ არქივში, ბიბლიოთეკაში, ინსტიტუტში და ა.შ.) თქვენს საიტზე გამოქვეყნებული 1715 წელს ნიკოლოზ მროველის (ორბელიშვილის) მიერ შექმნილი ”რუისის სამწყსოს დავთარი” იგი შეიცავს ჩემთვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას. წინასწარ გიხდით მადლობას. --188.129.255.114 09:29, 1 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

გამარჯობათ, არ ვიცი აქ უნდა დავწერო თუ არა, მინდა რომ ქართული ვიკეპედიის ადმინს მივმართო, - ძალიან ცოტა იმფორმაციაა ჩვენს ვიკიპედიაში საეკლესიო ხელოვნებაზე, კერძოდ ხატწერაზე, როგორ შეგვიძლია ეს პრობლემა მოგვარდეს? არქიტექტურულ ძეგლებზე არის რაგაცეები, მაგრამ კედლის მხატვრობაზე, მოზაიკაზე და სხვა დარგზე თითქმის არაფერია, ან იქნებ მე ვერ ვპოულობ.... მადლობა წინასწარ

ვერ ვნახე თემა, იქნებ დამეხმაროთ???

გამარჯობათ! ძალიან გთხოვთ თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ თემის მოძიებაში: ,,სასაწყობე მეურნეობები". მაგალითად მაინტერესებს რა პირობებში ინახება ცოცხლად ესა თუ ის ბოსტნეული, ციტრუსი, ხილი და ა.შ

იქნებ მოიძიოთ ინორმაცია და დამეხმაროთ

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას! თქვენი მუდმივი მკითველი

თქვენ ალბათ შესაბამის ლიტერატურას უნდა გაეცნოთ, ალბათ ბიბლიოთეკაში... ენციკლოპედია ამაში, ჩემი აზრით, ნაკლებად შეძლებს თქვენს დახმარებას... — დავით პასუხი 06:58, 10 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

გარნისის ბრძოლა

ეს ბრძოლა რუსულ ვიკიპედიაში საკმაოდ ვრცლად და ამავე დროს ტენდენციურადაა გაშუქებული სომეხი ავტორის მიერ. ქართულ ვიკიპედიაში კი ქართველთათვის უმნიშვნელოვანეს ბრძოლაზე სულ რამდენიმე ბწკარია. ასე ძნელია ამ თემის უფრო ვრცლად და დაწვრილებით გაშუქება მიხეილ ჯავახიშვილის, პავლე ინგოროყვას, ვახტანგ ჭელიძის და სხვა მეცნიერთა გამოკვლევების მიხედვით? — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.40.58 (განხილვაწვლილი) 20:16, 17 აპრილი 2011 (UTC).[უპასუხე]

ვიკიპედია იმის ვიკიპედიაა, რომ მისი რედაქტირება ნებისმიერს შეუძლია. აქ არ არის შეკვეთების ’კანტორა’. ვინ, როდის, რას დაწერს - ეს მისი სურვილია. მათ შორის - თქვენს შემთხვევაშიც. სურვილი თუ გაქვთ, დაეხმარეთ ვიკიპედიას და თავად განავრცეთ ეს სტატია. — BH განხილვაწვლილი 20:15, 17 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ახალი თემა

მოგესალმებით და გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ვაპირებ "პროექტის მართვის" შესახებ სტატიის დაწერას. ანალოგიური სტატიები რა თქმა უნდა სხვა ენებზეც არსებობს (მაგ. ინგლისურად: http://en.wikipedia.org/wiki/Project_management). როგორ შეიძლება, გავაკეთო ისე, რომ ჩემს მიერ დაწერილი სტატია სხვა ენების სტატიებთან ერთად ჩავარდეს Project Management_ის საერთო გვერდში.

გმადლობთ

ნიშნის წერის ისტორია

გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ. ვერსად ვიპოვე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და სად წარმოიშვა ნიშნის წერის სისტემა და როგორი ფორმიტ იყო ეს სისტემა. ძალიან დიდ დახმარებას გამიწევთ თუ მომაწვდით ამ ინფორმაციას. წინასწარ დიდი მადლობა.— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Anano853 (განხილვაწვლილი) 13:49, 27 აპრილი 2011 (UTC).[უპასუხე]

თარგმნა

გამარჯობა,

იქნება, თუ არა უფლების დაღვევა, რომ გადმოვთარგმნო სტატიები ინგლისური ვიკიპედიიდან ქართულზე? რა თქმა უნდა წყაროს მითითებით...

დიდი მადლობა

პატივისცემით

ბექა ქსოვრელი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ბექა ქსოვრელი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

პასუხი გავეცი აქ.—G.G. 05:24, 30 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

კითხვა

როგორ შეიძლება დავამატო კატეგორიას „საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები“ გვარი ხერხეულიძე? სტატია ხერხეულიძეებზე, უკვე არსებობს ვიკიპედიაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას.

მრგავალი ჭიები

როგორ მუმკურნალო 2.5 წლის ბავშვს (წონა 15 კგ) რომელსაც ჭირს ასკარიდოზს? დეკარისმა შედეგი არ გამოიღო.— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.145.115 (განხილვაწვლილი) .

შევდივართ თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ აქ ექიმები არ ვართ, უბრალოდ მოხალისეები ვართ, არც ვიკიპედია უნდა გაიხადოთ ერთადერთ წყაროდ რაიმე დაავადების მკურნალობისას. მიმართეთ შესაბამისი სფეროს სპეციალისტს.—G.G. 06:13, 4 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]