ვიკიპედია:მთავარი გვერდის ვარიანტები/კენჭისყრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამ გვერდზე მიმდინარეობს მთავარი გვერდის ალტერნატიული ვარიანტების განხილვა და კენჭისყრა. აქვეა ჯერჯერობით შენახული ძველი კენჭისყრის არქივი.

კენჭისყრა 2006[წყაროს რედაქტირება]

# ვარიანტი კენჭი
0 ვიკიპედია:ძველი თავფურცელი 0
1 ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 0
2 ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 2 4
3 ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 3 0
4 ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 4 9

დისკუსია[წყაროს რედაქტირება]

შეტყობინება კენჭისყრა მთავარი გვერდის ვარიანტებზე დაიხურა 01/08/06. შედეგი: ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 4 არჩეულია მთავარ გვარდად.

I'd appreciate your suggestions on the test page. I've almost finished creating support templates for boxes, etc. to make the coding simple, but would like some design/layout inputs. Tnx and cheers. Alsandro 16:18, 23 ივნისი 2006 (UTC)

The new proposal for the main page looks more modern than our current one. But I have some suggestions:
  • the width of the two columns has to be constant over the whole page
  • the font beside the colored icons at the beginning of the page is too small or the spacing of the lines repectively (it is in georgian more difficuilt to design a page because the design-element capitals/small letters do'snt exist)
  • the page is a little bit too long, for example: for the part with the statistics of the other wikipedias is a link enough.Zangala 17:01, 23 ივნისი 2006 (UTC)

New mainpage meets actual demands of web-technology and seems more neatly, so I support it as a base mainpage...--linguistus 18:14, 26 ივნისი 2006 (UTC)

იხ. მეორე ვერსიაც (see second version - Italian) ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 2. - Alsandro 00:37, 27 ივნისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 2) It follows the design used in other Wikipedias quite closely. I support the meore versia broadly. Maybe a few details could later be adjusted (I'm still not quite sure which). Malafaya 15:54, 28 ივნისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 2) - საქართველოსთვის ვიკიპედია უფრო მეტ სიახლეს წარმოადგენს ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის. ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი, საქართველოში, სწორედ ახლა იზრდება, ამას ხელს უწყობს სკოლების, უნივერსიტეტების და სამსახურების ინტერნეტიზება. ვიკიპედიის განვითარება და დინამიკა დიდ ინტერესს იწვევს ახალი წევრებისთვის. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ შევინარჩუნოთ ”ახალი გვერდები”-ს რუბრიკა. მე პირადად ყოველ შესვლაზე ვათვალიერებ ამ რუბრიკას. მოკლედ რომ გამოვხატო ჩემი აზრი, ასე ვიტყვი: საინტერესოა ამ ახალი რესურსის ზრდის პროცესიც (როგორ იზრდება და რამდენად იზრდება) - ამიტომ გთხოვთ - შევინარჩუნოთ რუბრიკა ”ახალი გვერდები”. Dobo 17:51, 28 ივნისი 2006 (UTC)
გმადლობ დობო გამოხმაურებისთვის. რუბრიკა ”ახალი სტატიები” ინფორმაციის სიმწირის მიზნით ადგილის შევსებისთვის გამოიყენებოდა. ახალ თავფურცელს სამი ახალი რუბრიკა დაემატა. თავად ბმული ”ახალი სტატიები” დატოვებულია, იხ. მეორე ვარიანტის კატეგორიების ჩამონათვალში ბოლოს, ძიების განყოფილებაში. ეს ბმული გაგიყვანს სულ ცინცხალ (:) ახალ სტატიებზე (ძველ რუბრიკაში ის მხოლოდ შიგადაშიგ ახლდებოდა). იმედია ეს საკმარისი იქნება ამ ფუნქციისთვის. პატ. Alsandro 18:17, 28 ივნისი 2006 (UTC)
PS: გთხოვთ პირდაპირ კენჭისყრის ცხრილში ნუ ჩასვამთ ციფრს, ასე დათვლის გადამოწმება გაძნელდება. თავად ტექსტში აღნიშნეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. Alsandro 18:20, 28 ივნისი 2006 (UTC)
მომხრე ვარ ახალი თავფურცელის(2) ვარიანტის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რუბრიკა ”ახალი სტატიები” უფრო გამორჩეულ ადგილს იმსახურებს, იყოს ბმულით, როგორც (2) ვარიანტშია, მაგრამ უფრო შესამჩნევად. რპგპრც ბავშვში გვახარებს ბავშვის ზრდა და ის თუ რა თვისებებით იზრდება ისეა აქაც: ქართული ვიკი - ჯერ ბავშვია (საქართველოში ინტერნეტიც სიახლეა და ვიკი მითუმეტეს). ალბათ იგივე ზრდა ნაკლებად საინტერესო იქნება მომავალში (როდესაც რესურსი და მისი მომხმარებლების რიცხვი გაიზრდება). თუ ოდნავ მაინც წვლილი მიმიძღვის ვიკიში, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ. მე ხშირად შემოვსულვარ, არაფერი შემოცვლია, მაგრამ მაინც მინახია ”ახალი სტატიები”, წერტილ-მძიმეები და მცირე კორექტურა გამისწორებია, ... ასევეა ”უკანასკნელი ცვლილებები”-ც. ამ რუბრიკებით, მომხმარებელს ეძლევა საშუალება, გამოხატოს თანადგომა იმ მომენტში მომუშავე მომხმარებლების მიმართ,...Dobo 18:54, 28 ივნისი 2006 (UTC)
ოკ, ”ახალი სტატიები” ავიტანე საძიებლის თავში და უფრო მსხვილი შრიფტითაა. Alsandro 20:55, 28 ივნისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი I)::I would support the first version ვიკიპედია:ახალი თავფურცელი, but in a short variant (see the german main page). I think the smaller symbols better go with the georgian letters (in the second version the symbols too large, in the third version don't exist any symbols). Of course the first version has to be optimized.

მე მხარს ვუჭერ პირველ ვერსიის ვიკიპედია:ახალი თავფურცელი შემოკლებულ ვარიანტს (მაგ. გერმანული). მე ვთვლი, რომ ქართულ შრიფტს უხდება პატარა სიმბოლოები (მეორე ვარიანტში კი დიდია, ხოლო მესამეში საერთოდ არ არის). რასაკვირველის თვით ვერსია დასახვეწი იქნება. PS: ალსანდრო, მართალი ხარ სისტემატურად მთავარ გვერდზე არ ხდებოდა ახალი სტატიების განახლება, მაგრამ ცინცხალ სტატიებზე გადასვლის ვარიანტი იყო, როგორც ახალ ვერსიებში. (ამჟ. ვარიანტი 4) -Zangala 20:12, 28 ივნისი 2006 (UTC)

პირველი ვარიანტის მოკლე ვერსია შევქმენი აქ. გერმანული ვერსიის რუბრიკები უფრო მესამე ვარიანტისას წააგავს, მაგრამ ქართულ შრიფტს არ უხდება. მე მაინც მეორე ვარიანტს ვამჯობინებ, ძირითად პორტალებს რომ შევქმნით ადვილი საძიებელი იქნება. ჯერჯერობით ბმულები კატეგორიებზეა. უფრო თვალსაჩინოა და მოსახერხებელია ერთი დაწკაპუნებით სასურველ კატეგორიაში შესვლა. დროდადრო შეიხედეთ ხოლმე ყველა ვერსიაზე, პერიოდულად რაღაც ნიუანსები იცვლება. (ამჟ. ვარიანტი 4) -Alsandro 20:55, 28 ივნისი 2006 (UTC)
ეს მართალია მოკლე ვარიანტია, მაგრამ არა პირველი ვერსიისა - ეს კიდევ სხვა ახალი ვერსიაა. გერმანული ვერსიას სიმოკლით ვგულისხმობ და არა რუბრიკებით. ნიუანსების შეცვლა ყველა ვარიანტებს დასჭირდება, მაგრამ როდესაც უკვე კენჭისყრაზეა დაყენებული საკითხი ჯობია ცვლილებები არ მოხდეს, რადგან ვისაც პირველი მოსწონს ნიუანსის ცვლილების შემდეგ შეიძლება მეორე მოეწონოს და პირიქით, რაც გამოიწვევს გაუთავებელ დისკუსიებს. უბრალოდ ამ ვიკიპედია:ახალი თავფურცელი ვერსიას უფრო სადათ მივიჩნევ. Zangala 23:18, 28 ივნისი 2006 (UTC)
კარგად დააკვირდი, ზუსტი ასლია, კატეგორიების ჩამონათვალი ამოღებულია თავში და ენებისა ბოლოში (დამოკლება სხვას რას ნიშნავს უნდა დააკონკრეტო). ნიუანსების დახვეწა არ ნიშნავს დიზაინის ან სტრუქტურის შეცვლას. შენ, ჩემი აზრით, შრიფტის პრობლემა გაქვს (სილფაენის ძველ ვერსიას წაგრძელებული კიდურები აქვს და ვიზუალურად ძალიან მახინჯია, სასურველია "აპდეიტი" გაუკეთო). გერმანული ვერსია არის "dull and boring", მაგის გაკეთებას მე არ ვაპირებ. ა. 69.19.14.33 02:22, 29 ივნისი 2006 (UTC)
ვაკონკრეტებ, ვიკიპედიის განყოფილებები (გერმანული - ამ განყოფილების გარეშე), შენი შექმნილი ნამდვილად არ არის ზუსტი ასლი გერმანულისა. ნიუანსები შეცვლა ვიცი, რომ დიზაინის შეცვლას არ ნიშნავს, მაგრამ მაინც თხოვნა მექნება, რომ სანამ კონკტრეტული არ აირჩევა შეცვლილი არ იყოს.Zangala 08:54, 29 ივნისი 2006 (UTC)

გთხოვთ ზერელე განზოგადოებებს მოერიდოთ. ვიკიგანყოფილებები უკვე კარგა ხანია ამოღებულია. ცანგალა - შენი ”მოკლე ვერსია” თუ ვერ ჩამოაყალიბე წესიერად, ისე ის ვერასდროს შეიქმნება (ჩაწერე თავად ვერსიის განხილვის გვერდზე ზუსტად სად რა გსურს შეიცვალოს). შეგიძლია გერმანულად დაწერო, თუ ასე უფრო გიადვილდება. პარაფრაზს გთხოვ ნუ გააკეთებ, შენი პოზიცია უკვე დაფიქსირდა, რომ არარსებული ვარიანტი მოგწონს. რუბრიკებში ტექსტი შევამცირე ”მოკლე” (ჩემი გაგებით) ვერსიებში. Alsandro 17:17, 29 ივნისი 2006 (UTC)

  • (ვარიანტი 2) უფრო ინფორმატიულიცაა საიტის ახალი სტუმრებისთვის და ბროუზინგისთვისაც მოხერხებული.--Kober 03:46, 1 ივლისი 2006 (UTC)
მე რა დიზაინი მომეწონა და კენჭი ვუყარე შეცვლილია. არ შეიძლება ნიუანსები ცვალო მარტო იმ ვარიანტში, რომელიც შენ მოგწონს. ვიკიპედია განხილვა:ახალი თავფურცელი, ამის მიხედვით ყველა ვარიანტში უნდა ცვალო. Zangala 09:26, 1 ივლისი 2006 (UTC)
რას ან ვის გულისხმობ? მცირე ნიუანსები იქ დავამუშავე სადაც უმრავლესობის პრიორიტეტია. პირველი ვარიანტის მოკლე ვარიანტი ვეცადე შენი შენიშვნებით გადამეკეთებინა (მეორე ვარიანტშიც გავითვალისწინე), კიდევ ერთხელ გადავხედავ, მაგრამ ზუსტად მჭირდება რა კადრში, რომელი იკონკა და ტექსტი გინდა შეიცვალოს. ამ ეტაპზე უმჯობესია უმრავლესობის ვარიანტზე ვიმუშაოთ. Alsandro 13:18, 1 ივლისი 2006 (UTC)
ვიკიპედია:ახალი თავფურცელი/მოკლე. ძალიან გთხოვ ნუღარ შეცვლი სიმბოლიკას. ხოლო ტექსტი ვიკიპედია განხილვა:ახალი თავფურცელი, როგორც 4 მომხმარებელს მოსწონს, როგორც 1 და სადაც არავის ყველგან ერთნაირად უნდა იცვლებოდეს. მაგ. ვგულისხმობ მუშაობას და შექმნილია. დღეისთვის არსებული ვარიანტები და კენჭისყრაც განსხვავდება.Zangala 15:52, 1 ივლისი 2006 (UTC)
მიმოწერისას სასურველია ამოვიღოთ ლექსიკიდან "უნდა", დავალების ფორმას აძლევს და გამაღიზიანებელია. ამის თავიდან ასარიდებლად არსებობს რბილი ფორმები "სასურველია ყველა ვერსიაში შეიცვალოს..." და მსგავსი. მიმართვის ტაქტს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს ვინემ თავად მიმართვის შინაარს. (უკაცრავად რიტორიკისთვის, მაგრამ მე აქ "მელჩიკ ნა პობეგუშკახ" არა ვარ). ყველა ვერსიას საკუთარი თარგი აქვს და ყველას განახლება შრომატევადია. როცა გადაწყდება სასურველი ვარიანტი (რაც უკვე იკვეთება) იქ დაიხვეწება ტექსტიც. ა. 16:13, 1 ივლისი 2006 (UTC)
რადგანაც ჩემი არჩეული თავფურცლის ნიმუში შეიცვალა (ადრე იყო 1) ამჟამად მხარს ვუჭერ 1'. დღეისთვის არსებული ვარიანტები - არ არის ვარიანტი 1'. Zangala 17:59, 1 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 2) მე მეორეს ვუჭერ მხარს. კარგი ნამუშევარია ალსანდრო.--linguistus 16:06, 3 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 3) (ამჟ. ვარიანტი 4) me mesame variants vucher mxars. ogond me mgoni maqac da yvela sxva variantshi uketesi iqneba siaxleebis nacvlad rame sxva gantavsdes. ara mgonia qartul vikipediaze siaxleebma imushaus. thx Tamok 10:59, 8 ივლისი 2006 (UTC)
სიახლეების განახლებას დღეში მხოლოდ 15 წუთი სჭირდება, იმედი დავიტოვოთ რომ არ გავზარმაცდებით :) Alsandro 05:55, 10 ივლისი 2006 (UTC)

მაგალითად ჟურნალისტისთვის რომელსაც ისედაც უწევს ამ საკითხეზე მუშაობა ძნელი ნამდვილად არ იქნება. ალბათ დღეში ერთი ან ორი ახალი ამბის ჩამატება საკმარისი იქნება. მოკლედ ორგანიზაციაა საჭირო. თუ იმუშავა სიახლეები ახალი სტატიების დაწერას სტიმულს მისცემს იქნება და მე მგონი მაგიც უნდა გავითვალისწინოთ სიახლეების შერჩევისას. Tamok 21:07, 11 ივლისი 2006 (UTC)

გეთანხმები, მეც ზუსტად მაგ პრინციპით ვიწყებ ხოლმე ახალ სტატიებს. :) ისე, გთხოვთ რა შევთანხმდეთ რომელი ვარიანტიდან რა შევაჯეროთ, რომ ბოლო-ბოლო დაადგას საშველი, თორემ ყოველდღე თარგების განახლება უაზროდ მომბერზრდა. (სხვადასხვა ბრაუზერში რომ დავაკვირდი ბოლო ვერსიები უფრო გამართული ჩანს, ნახეთ სავარჯიშო ვერსიაც) -Alsandro 21:13, 11 ივლისი 2006 (UTC)
ერთი შენიშვნა მაქვს კიდევ ყველა ვარიანტისადმი მე მგონი კატეგორიებს უნდა დაემატოს კატეგორია საქართველოს შესახებ Tamok 21:40, 11 ივლისი 2006 (UTC) კატეგორიებს კი არა და იმას რაც სხვა ვიკიპედიებში პორტალებია. საერთოდ ამათ თუ ზემოთ მოვათავსებთ ჯობია ისე გაკეთდეს რომ რჩეული სტატია და სხვა რაღაცეები რაც ქვემოთ იქნება ჩანდეს გვერდის ქვემოთ ჩამოწევის გარეშეც. მით უმეტეს რომ რომ პორტალები მაინც არ გვაქვს და ეს ადგილი რატომ უნდა დავუთმოთ ცალკეული სტატიებისკენ ლინკებს.
იდეაში ეს ლინკები ჯერჯერობით კატეგორიებზე უნდა იყოს (პირველ ვარიანტში მგონი ჯერ არ გადამიკეთებია, სტატიებზე არ უნდა გადადიოდეს, მართალი ხარ), რომელიც ნელ-ნელა პორტალს დამსგავსება, შემდეგ კი თავად პორტალებად გადაკეთდება. კატეგორია:საქართველო შესავლის ჩამონათვალში ნამდვილად კარგი იდეაა. სიტყვა პორტალზე უნდა შევთანხმდეთ რა დავარქვათ პორტალი თუ რაიმე სხვა და შემდეგ ეს სახელთა სივრცე უნდა მოვითხოვოთ ადმინისტრაციისგან, ოღონდ ეს შემდეგი ეტაპია, ჯერ მთავარი გვერდი გადავწყვიტოთ. -Alsandro 00:34, 12 ივლისი 2006 (UTC)
მაშინ ხომ არ აგვერჩია უკვე მე–2 ვარიანტი უკვე ხუთი ხმა მე ძალიან წინააღმდეგი არ ვარ. კატეგორია საქართველო დავამატოთ და მზად არის. Tamok 10:00, 12 ივლისი 2006 (UTC)
მეორე ვერსიას მცირე პრობლემა აქვს რუბრიკების თავზე იკონკები ფონში არ ჯდება ინტერნეტ ექსპლორერში (სხვა ბრაუზერებში ნორმალურადაა). თან ეხლა ცოტა არ იყოს გადატვირთული მეჩვენება... მეც მესამე ვერსიისკენ გადავიხრები თუ ხმები მოგვემატა, ოღონდ კადრებს ერთ ფერში (იისფერი დღის ფოტოს თავზე ცოტა არ იყოს ყვირის) გადავიყვან ძალიან ჭრელი რომ არ იყოს, თუ წინააღმდეგი არ იქნებით (როგორც სავარჯიშო ვარიანტშია - ეს მეოთხე ვარიანტად ხომ არ ავიყვანო?). Alsandro 13:11, 12 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 4) და თვითონ სავარჯიშო ვარიანტს რა ნაკლი აქვს? ადრე ნანახი არ მქონდა. ვნახე და ყველას ჯობია მე მგონი. Alsandro ამ საქმეს მე მგონი უფრო შენ აკეთებ. ყველა ვარიანტის შენარჩუნება თუ მოგბეზრდა რაღაც განცხადების მაგვარი გააკეთე რომ რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი და თუ წინააღმდეგი არის ვინმე იქ დააფიქსიროს Tamok 19:15, 12 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 4) ჯერჯერობით ვერაფერი ნაკლი ვუპოვე, ოთხ პლატფორმაზე შევამოწმე და ყველგან კარგად ჩანს. მე-4 ვარიანტი დავარქვი და ჩვენი ორი ხმა გადავუნაწილე. ყველაზე სადა და ელეგანტური ჩანს, ჩემი აზრით. თუ ცანგალაც დაგვიჭერს მხარს სხვებსაც გადმოვიბირებთ ;). მცირე დეტალების დახვეწა შემდეგშიც შეიძლება მოხდეს. -Alsandro 19:43, 12 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 4) ცანგალას ეს ვარიანტი იმის მერე მოსწონს, რაც ალსანდრომ ე.წ. ვარჯიში დაიწყო, და მე ამ ვერსიას ვუჭერ მხარს. ალსანდროსთან თხოვნაა - ვარჯიში შეწყვიტე. მთლიანობაში მომწონს, კარგია - ალბათ პატარა-პატარა ნიუნსები დასახვეწი იქნება. საქართველოს შესახებ იკონკა აუცილებელია - დროებით გორგასალი იყოს თუ არ მოუხდება სხვაზე ვიფიქროთ. სხვებსაც დაველოდოთ კენჭისყრაზე 10 დღე მაინც.Zangala 20:52, 12 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 2)(კენჭი უკვე ჩათვლილია ზემოთ - ა.) მე მომწონს ეს ვარიანტი (2), იგი ისედაც გავს ვარიანტ 4-ს, თანაც უფრო მიმზიდველი და ინფორმატიულია ბავშვებისთვის, ბევრი ფერადი დესკრიპტორების გამო (ქართული ოჯახი დღეს კომპუტერს, პირველ რიგში ბავშვის თვის ყიდულობს!). ვუჭერ მხარს ამ ვარიანტს, ყველა ვარიანტებს შორის, კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ ახალი გვერდების ლინკსაც რაიმე პატარა, ცალკე ნახატს მოვუფიქრებთ და ამით კიდევ უფრო გამოვარჩევთ, ... Dobo 19:03, 13 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 4) - (მომხ. თავად ჩასვა კენჭი ცხრილში - ა.) Trulala 16:54, 15 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 4) - (გადმოტანილია ცანგალას განხ. გვერდიდან) kenchiskras rac sheexeba mxas vadzlev inglisur-germanuli variantis hibrids. meotxe versias. გიორგი მარუაშვილი 16:01, 15 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 2) კენჭი ჩამატებულია George Tarielashvili-ს განხილვის გვერდიდან. - ა. 05:23, 16 ივლისი 2006 (UTC)
  • (ვარიანტი 4) Hi Alsandro, I apologize for not replying to you earlier. I was inactive in Wikipedia for a while. I looked at the various designs for the Mainpage on the Georgian Wikipedia, and I like the hybrid English-German version (I believe it was the second choice). Take care, D.Papuashvili 17:49, 17 July 2006 (UTC) (კომენტარი ჩასმულია აქედან - ალ-ო · · მეტა/გ 18:11, 17 ივლისი 2006 (UTC)).
  • (ვარიანტი 4) მე მეოთხე უფრო მომწონს... დიზაინი ამისი ჯობია. - Ginevra 13:20, 18 ივლისი 2006 (UTC) (კომენტარის ასლი გადმოტანილია განხილვის გვერდიდან - ალ-ო ())
  • (ვარიანტი 4) კარგია, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა თუ დესკრიპტორები ფერადი იქნებოდა და არა მონოტონურად ლურჯი. ეს კარგად იყო ვარიანტი 2-ში. ანუ ჩემი აზრით უკეთესია თუ ცოტა გამხიარულდება ფერადი ემბლლემებით. Dobo 16:20, 27 ივლისი 2006 (UTC) (გასწორდა უზუსტობა ვარიანტებში - ალ-ო)
  • (ვარიანტი 4) თავფურცლის ამბავი, ალბათ, ამასობაში გადაწყვეტილია და აღარ არის იმის საჭიროება, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო. ნებისმიერ შემთხვევაში, მე-4 ვარიანტი რომ ერქვა, კარგია. ცუდი არცერთი არაა, ყველა ვარიანტი მისაღებია, მაგრამ რადგან ერთი უნდა იყოს საბოლოოდ და არა ხუთი და ექვსი, ჩემი აზრით, ისევ ეს 4 ნომერი ჯობია. ბოლოს ეგ დატოვეთ, არა? ერთ პატარა კომენტარს დავამატებ მხოლოდ: ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობდა, "ახალი გვერდები" დავტოვოთ თავფურცელზეო. შესაძლოა, ამას მაინცდამაინც სასიცოცხლო მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ მეც ასე მგონია, რომ კარგი იქნებოდა, დაგვეტოვებინა. - Sopho 23:29, 1 აგვისტო 2006 (UTC) (კომენტარი გადმოტანილია ალსანდროს განხილვის გვერდიდან -> )

გვერდის დამუშავება[წყაროს რედაქტირება]

მომხარებელს თავგზა რომ არ ავუბნიოთ მცირე ნიუანსების განხილვა სჯობს ზემოთ არ დავამატოთ. ეს უფრო ე.წ. ”დეველოპერების” ტექნიკური საკითხებია. ამჟამად კენჭისყრა საერთო დიზაინზეა. თუ წინააღმდეგი არავინაა პირველ და მესამე ვარიანტებს ხაზს გადავუსვამ, ვინაიდან მხარი პირველ რაუნდში მათ არ დაუჭირეს. მეორე რაუნდში გვაქვს ვარიანტები 2 და 4. ტექნიკური საკითხები შესაბამისი განხილვის გვერდზე გავიტანოთ. სხვაგვარად მთავარ გვერდს ვერასდროს შევცვლით. -Alsandro 17:17, 14 ივლისი 2006 (UTC)

კოდის წერა არ ვიცი წესიერად მაგრამ ეს თავფურცელი/სავარჯიშო2 მაინც გავაკეთე უფრო სწორედ გადავაკეთე. ჩემი აზრით რაც ნაკლები ჩარჩოები იქნება მით უკეთესი. და ცისფერი ფონიც მე მგონი შეიძელება მოვაშოროთ Tamok 16:13, 14 ივლისი 2006 (UTC)