ვიკიპედია:მაიკროსოფტი/საკონკურსო/20131029103423/მაიკროსოფტი და მისი სიახლეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მაიკროსოფტი და მისი სიახლეები“

ეკა პაპავა

კორპორაცია Microsoft-ს ბილ გეითსმა და პოლ ალენმა შექმნეს 1975 წელს, როცა პირველ პერსონალურ კომპიუტერის დამაარსებელ კომპანიას Microsoft Instrumantations შესთავაზეს დასაპროგრამებელი ენის Basic-ის გამოყენება.მათ მიერ შექმნილი კომპიუტერისთვის დასაპროგრამებელი ენის წარმატებით გამოყენების შემდეგ,გადაწყვიტეს მისი სხვა მნიშვნელოვანი გამავრცელებელი კომპანიებისთვის მიყიდვაზე როგორიცაა:General Electric,Citibank,NCR და ა.შ. 1980 წელს კი პირველად ქმნიან კომპანიის საერთაშორისო წარმომადგენლობის ადგილს იაპონიაში ASCII Microsoft-ის სახელწოდებით და ამჟამად წოდებული Microsoft Japan.Microsoft-ის მნიშვნელოვანი პროდუქციაა ოპერატიულო სისტემა Microsoft Windows,პროგრამული პაკეტის Microsoft Office-ის პერსონალური გამოშვება,დამუშავების ინტეგრირებული გარსი IDE(Integrated Development Enviroment) და კომპილატორები,მონაცემთა მართვის სისტემა DBMS(Datebase Management System),კლავიატურა და მაუსი,ვიდეო თამაშების კონსოლები Xbox,Xbox360 და Xbox One,თამაშისთვის განკუთვნილი ჯოისტიკი,ვიდეო თამაშები Microsoft Games Studios სამარკო ნიშნით,მულტიმედიისთვის განკუთვნილი პლეერი MP3 Zune,სმართფოუნი Windows Phone-ის ოპერატიული სისტემით.

ამჟამად Microsoft-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი კომპანიაა და უპირველესი საერთაშორისო ბაზარზე,რომლის კაპიტალი 260 მილიარდ დოლარს აღემატება.კორპორაცია Microsoft-ი გვანცვიფრებს თავისი პროდუქციის უნიკალურობით.მისი ერთ-ერთი ბოლო სიახლეა Wedge Touch Mouse-სოლის ფორმის სენსორული მაუსი,რომელიც შეუდარებელია არა მხოლოდ არტისტული დიზაინით არამედ ხელით შეხებისთვისაც.ის მშვენიერ წყვილს ქმნის ლეპტოპთან ან პლანშეტთან და ადვილად მოსათავსებელია ჯიბეშიც.ბლუთუზის ტექნოლოგიის საშუალებით სოლის ფორმის სენსორული მაუსი არა მხოლოდ მსუბუქად მოძრაობს ოთხივე მიმართულებით,არმედ თავიდან იცილებს ხშირად სადენებით გამოწვეულ მოუწესრიგებულობას.მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ენერგიის დაზოგვის მეთოდი,როცა პერსონალური კომპიუტერი PC ან პლანშეტი გადადის უმოქმედო ან გამორთულ მდგომარეობაში,ის თავისთვის ირთვება და ხვდება რომ არა არის საჭირო.

Sculpt Comfort Keyboard-წარმოსადეგი კომფორტული კლავიატურაც ერთ-ერთი ბოლო ქმნილებაა,რომელიც ფუნქციებით მაქსიმალურადაა აღჭურვილი.ის შექმნილია იმისათვის რომ ხელების,მკლავებისა და მაჯების პოზიცია რაც შეიძლება მეტად კომფორტული იყოს.მისი სწრაფად მოქმედი კლავიშების საშუალებით შესაძლებელია დაუყოვნებლივ Windows 8-ის ფუნქციებში შესვლა.წარმოსადეგი კომფორტული კლავიატურის განკარგულებაშია აგრეთვე ორ ნაწილად გაყოფილი,გაახლებული გამოსატოვებელი ადგილის კლავიში,რომლის ერთი ნაწილი მარჯვენა ცერისთვისაა განკუთვნილი,მეორე კი-მარცხენა ცერისთვის.

თამაშისა და გართობისთვის განკუთვნილი კინექტი(Kinect),რომელიც Xbox 360-თან ერთად თამაშის ახალ და რევოლუციურ საშუალებას გვთავაზობს,ერთ-ერთი გენიალური ქმნილებაა.მისი გამოყენებისას მაკონტროლებელი ანუ ჯოისტიკი არ არის საჭირო,რადგან ფიზიკური სხეული თვითონ ხდება მაკონტროლებელი.კინექტი აღიქვამს და პასუხობს თამაშისთვის განკუთვნილ სხეულის ყველა მოძრაობას.