ვიკიპედია:თავფურცელი/სავარჯიშო2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში

ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 139,389 სტატია.

რჩეული სტატია
ჰანგულზე დაწერილი გვერდი ჰუმნიმ ჯეონგ-ეუმიდან 나랏말ㅆ̖미-ს აქვს ტონური მახვილის ნიშანი

ჰანგული (კორ. 한글), ალტ. ჩოსონგული (조선글) დამწერლობა არის კორეული ენის ანბანი, რომელმაც კორეაში ჩინეთიდან შემოსული არაანბანური ჰანჯა შეცვალა. ანბანი ფონეტიკურია, მაგრამ მას მარცვლოვანი დამწერლობის გავლენაც ეტყობა, რაც ასოების მარცვლოვან ბლოკებში გაერთიანებაში გამოიხატება. ანბანი 14 თანხმოვნისგან და 10 ხმოვნისგან შედგება.

ჰანგული მეცნიერთა ჯგუფმა 1443 წელს შექმნა ჯოსონის დინასტიის მეოთხე მეფის სეჯონგ დიდის დავალებით. მეფემ ახალი ანბანის საჭიროება იმით ახსნა, რომ კორეული ენა ჩინურისგან ძალიან განსხვავდებოდა და უბრალო ხალხს უჭირდა იეროგლიფების სწავლა. ახალი ანბანის შესწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო. ჰანგული ფონეტიკური დამწერლობაა, ანუ ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება. ასოთა მოხაზულობა შემუშავდა სხვა დამწერლობებისგან დამოუკიდებლად. ანბანის შექმნის პროექტი დასრულდა 1446 წელს და გამოქვეყნდა დოკუმენტში სახელად "ჰუნმინ ჯონგუმ", რაც ნიშნავს "ხალხისთვის ბგერების სწორად გამოყენებაზე". სწორედ ამ დოკუმენტის სათაურიდან წარმოიშვა ანბანის სახელიც. სამხრეთ კორეაში ანბანის გამოსვლის დღეთ 9 ოქტომბერი ითვლება, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში - 15 იანვარი. ამ დღეს ჰანგულის დღეს აღნიშნავენ. (...სრულად)

იცოდით, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მოზამბიკის დროშა


მთავარი სიახლეები
კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ანჯეი დუდა
  • ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახლა არჩევას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
  • ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ნავსადგურში აფეთქება მოხდა.
  • ანჯეი დუდა (სურათზე) პოლონეთის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს.
  • თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი დაუბრუნდა.
  • ლაზარუს ჩაკუერა მალავის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • 13 აგვისტო — ამ დღეს...
    ანიმაციური სერიალი "ბემბი"
  • ძვ. წ. 3114 : მაიას კალენდრის დასაწყისი.
  • 1521 : ესპანელმა კონკისტადორმა ერნან კორტესმა აცტეკების სამეფოს დედაქალაქი ტენოჩტიტლანი აიღო (ახლანდელი მეხიკო).
  • 1905 : ნორვეგიაში რეფერენდუმით შვედეთთან კავშირი გაუქმდა.
  • 1913 : აკრობატი ოტო ვიტეს განცხადებით ის ალბანეთის მეფედ აკურთხეს.
  • 1913 : ჰარი ბრერლიმ უჟანგავი ფოლადი გამოიგონა .
  • 1920 : პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომივარშავის ბრძოლა იწყება, სადაც პოლონელებმა წითელი არმია დაამარცხეს.
  • 1942 : უოლტ დისნეის მეხუთე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ბემბი“ (სურათზე) პრემიერა გაიმართა.
  • 2004 : ათენში 28-ე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.
  • კვირის პროექტი
    დღის ფოტოსურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky
    ვიკიპედიის დობილი პროექტები