ვიკიპედია:ვიკის უყვარს ძეგლები 2018/წესები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Wiki Loves Monuments in Georgia



ატვირთე შენი ფოტოები სექტემბერში

მონაწილეობის პირობები[წყაროს რედაქტირება]

ყველა ფოტო უნდა იყოს თქვენი პირადი ნამუშევარი
ყველა ფოტო უნდა აიტვირთოს 2018 წლის სექტემბრის განმავლობაში
ყველა ფოტო უნდა იყოს CC BY-SA 4.0 ლიცენზიით
უნდა გქონდეთ აქტიური ელ-ფოსტა, რათა ორგანიზატორები დაგიკავშირდეთ.
გაითვალისწინეთ: საქართველოში ჯერ არ არის პანორამის თავისუფლება, აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ მხოლოდ იმ ძეგლების ფოტოები რომელთა ავტორიც 1948 წლამდე გარდაიცვალა, ან თუ ავტორი უცნობია და ძეგლი აშენებულია ამ თარიღამდე.

როგორ გავხდეთ მონაწილე[წყაროს რედაქტირება]

თქვენი ფოტოები უნდა ატვირთოთ ქვემოთ მოცემული ძეგლების სიის მიხედვით (შესაძლებელია ბანერის სახის ფოტოს ატვირთვაც, რომლის ზომა 7:1 იქნება იხ. დეტალები აქ).
გაიარეთ ავტორიზაცია ან შექმენით ახალი ანგარიში ვიკისაწყობზე
კარგად დაასათაურეთ თქვენი ფოტოები
დააწკაპეთ აქ რათა ატვირთოთ ფოტო (ან იხილეთ სია და მოძებნეთ კონკრეტული ძეგლი).
შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი ფოტოები სოციალურ ქსელებში ჰაშთაგით: #WLMGeorgia • #WLM2018.
და მოითმინეთ შედეგების გამოქვეყნებამდე! გისურვებთ გამარჯვებას!