ვიკიპედია:ვიკის უყვარს კავკასია 2019

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკის უყვარს კავკასია 2019

ვიკის უყვარს კავკასია 2019 — საერთაშორისო ვიკიმარათონი, რომელიც გაიმართება 2019 წლის ოქტომბერში. ქართულ ვიკიპედიაში მარათონის მიზანი კავკასიის ქვეყნების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდაა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.

ვიკიმარათონის ორგანიზატორები არიან „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“, „ვიკიმედია რუსეთი“, „დონის ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფი“ და „აზერბაიჯანელ ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფი“. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კავკასიელ ვიკიმედიელთა შორის თანამშრომლობის გაზრდა და კავკასიურ ენებზე არსებული ვიკიმედიის პროექტების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.




სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის შესაბამის გვერდზე

წესები

მოკლედ: ახალი სტატია, აზიის შესახებ, კარგი ხარისხი, მინიმუმ 5 000 ბაიტი და 250 სიტყვა, 2019 წლის ოქტომბერში შექმნილი და არ უნდა იყოს სია.

კონკრეტულად:

  • ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2019 წლის 7 ოქტომბრის 0:00 (UTC)-დან - 7 ნოემბრის 23:59 (UTC)-მდე.
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 5 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 250 სიტყვისაგან.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობის კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი ინტერნეტ-რესურსები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს სქოლიოთი.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და დაწერილი იყოს გამართული ენით.
  • სტატია უნდა იყოს უპრობლემო (ტეგების გარეშე).
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • სტატია უნდა იყოს კავკასიის ქვეყნებისა და რეგიონების შესახებ (გამონაკლისია საკუთარი ქვეყანა). ესენია:
  1. აზერბაიჯანი
  2. სომხეთი
  3. კრასნოდარი
  4. სტავროპოლი
  5. ადიღე
  6. დაღესტანი
  7. ინგუშეთი
  8. ყაბარდო-ბალყარეთი
  9. ყარაჩაი-ჩერქეზეთი
  10. ჩეჩნეთი
  11. ჩრდილოეთი ოსეთი
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზატორებისთვის მონაწილეობა შეზღუდულია.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიურის წევრებისთვის მონაწილეობა შეზღუდულია.
  • ჟიურის შეუძლია გამოთიშოს კონკრეტული მომხმარებელი ე.წ. „სამართლიანი თამაშის“ წესების დარღვევის გამო, რაშიც იგულისხმება 24 საათის განმავლობაში მომხმარებლის მიერ შექმნილი ბევრი სტატია, რაც ვერ შეიქმნება გონივრულ ვადაში (განსაკუთრებით ბოლო 1 დღის განმავლობაში, კონკურსის დასკვნით ეტაპზე). აგრეთვე, ჟიურის შეუძლია გამოთიშოს კონკრეტული მონაწილე მასობრივად წინასწარ გამზადებული სტატიის ატვირთვისთვის, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი თამაშის წესს.

შენიშვნები:

  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.

ჯილდო

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მარათონში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (სამი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს „ამაზონის“ სასაჩუქრე ბარათებით.

  • 1st პირველი ადგილი : $300 ამაზონის სასაჩუქრე ბარათი
  • 2nd მეორე ადგილი : $200 ამაზონის სასაჩუქრე ბარათი
  • 3rd მესამე ადგილი : $100 ამაზონის სასაჩუქრე ბარათი

ადგილობრივი ორგანიზატორი

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

სასარგებლო ბმულები

Azerbaijani Wikimedians User Group Don Wikimedians User Group Wikimedia UG Georgia Wikimedia Russia