ვიკიპედია:ვიკიპედიის აზიის თვე/აზიის თვე 2017

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიკიპედია:ვიკიპედიის აზიის თვე 2017)
Jump to navigation Jump to search
ვიკიპედიის აზიის თვე
WAM 2017 Banner.svg

ვიკიპედიის აზიის თვე — ვიკიმარათონი, რომელიც გაიმართება 2017 წლის ნოემბრის თვეში. ქართულ ვიკიპედიაში მარათონის მიზანი აზიის ქვეყნების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდაა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.

ვიკიპედიის აზიურ საზოგადოებებს შორის მეგობრობის სიმბოლოდ, თითოეული მომხმარებელი, რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად სულ მცირე 4 სტატიას შექმნის, სხვა მონაწილე ქვეყნისგან მიიღებს თემატური დიზაინის საფოსტო ბარათს.

ყველაზე მეტი სტატიის შემქმნელი მომხმარებლები დაჯილდოვდებიან „ვიკიპედიის აზიის ელჩის“ წოდებით ინგლ. „Wikipedia Asian Ambassador“.

სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის შესაბამის გვერდზე

წესები

მოკლედ: ახალი სტატია, აზიის შესახებ, კარგი ხარისხი, მინიმუმ 3000 ბაიტი და 300 სიტყვა, 2017 წლის ნოემბერში შექმნილი და არ უნდა იყოს სია.

კონკრეტულად:

  • ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენს მიერ 2017 წლის 1 ნოემბრის 0:00 (UTC)-დან - 30 ნოემბრის, 23:59 (UTC)-მდე.
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობის კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი ინტერნეტ-რესურსები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს სქოლიოთი.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და დაწერილი იყოს გამართული ენით.
  • სტატია უნდა იყოს უპრობლემო (ტეგების გარეშე).
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმატიული.
  • სტატია უნდა იყოს აზიის ქვეყნის ან რეგიონის შესახებ (გამონაკლისია საკუთარი ქვეყანა)
  • ერთი ორგანიზატორის მიერ წარმოდგენილი სტატია უნდა შემოწმდეს სხვა ორგანიზატორების მიერ.

შენიშვნები:

  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • კრიტერიუმების შესაბამისი 4 სტატიის შექმნის შემთხევაში, თქვენ აზიური საზოგადოების ერთ-ერთი წვრისაგან ვიკიპედიის აზიის თვის საფოსტო ბარათს მიიღებთ.
  • ვიკიპედიის აზიის ელჩი მიიღებს აზიური განყოფილებისგან ხელმოწერილ სერთიფიკატს და დამატებით საფოსტო ბარათს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კითხვა-პასუხი.

ორგანიზატორები