ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110215071146/ქამუშაძის გაჭირვება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გამომცემლობა დიოგენე.svg
„ქამუშაძის გაჭირვება“

რობა მახარაშვილი

ქამუშაძის გაჭირვება დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია, მოვლენათა გლობალურად წარმომჩენი მოთხრობა, რომელიც ავლენს ავტორის გენიალურობას. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების მთავარ გმირებად ისევ "შემოდგომის აზნაურები" რჩებიან, მწერალი ყურადღებას ამახვილებს სხვა სოციალურ ფენებზეც.

"ქამუშაძის გაჭირვება" რეალისტურად ასახავს მე-19 საუკუნის საქართველოს ყოფით სინამდვილეს. მოთხრობა ავტორის მიერ იუმორითაა შემსუბუქებული, მაგრამ აღსანიშნავია ტრაგიზმით. ნაწარმოების პერსონაჟთა უმთავრესი მისწრაფება მხოლოდ და მხოლოდ საარსებო ლუკმის შოვნის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველა თავგამოდებით იბრძვის, მიზანს ვერავინ აღწევს - ვერც აზნაური და ვერც გლეხი. შიმშილის გამო იღუპება მრავალი მათგანი. იმის გამო, რომ მომავლის პერსპექტივა ნულამდეა დასული, მოსახლეობა წინაპართა ფუძიდან აყრას და სხვაგან გადასახლებას ისახავს ერთადერთ გადამრჩენელ მიზნად.

ნაწარმოების პერსონაჟთა ნაწილი თვლის, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ქალაქში დამკვიდრებაა. ნაწარმოები საუკეთესოდ ასახავს სინამდვილეს, რაც იმან გამოიწვია, რომ თვით ავტორიც გაღარიბებული აზნაურის ოჯახში დაიბადა.

გამოყენებული ლიტერატურა[წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ლიტერატურა, მე-11 კლასი. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002 წელი.