ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110207092822/

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გრიგოლ რობაქიძე - გველის პერანგი“

ირაკლი გელაშვილი

გველის პერანგი თამამად შეიძლება ითქვს რომ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული რომანია.გრიგოლ რობაქიძე ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.რის გამოც მას ბოლშევიკები სდევიდნენ.1931 წლიდან გრიგოლ რობაქიძე ემიგრანტი გახდა.რომანში მკვეტრად იგრძნობა რობაქიძის ნოსტალგია სამშბლოსადმი.მთავარი გმირიც ხომ წარმოშობით ქართველია,რომელიც უცხოეთში ცხოვრობს.რომანში მკვეთრათაა გამოხატული ქართული გენი და მისი სიძლიერე.გრიგოლ რობაქიძე სხვა მწერლებისგან თავისი მხატვრული ენით გამოირჩევა,რაც ყველაზე მკვეთრად მისი რომანებიდან,სწორედ გველის პერანგშია ასახული.რობაქიძე არქაულ ფორმებს იყენებს რომანის სიუჟეტის მხატვრული სიძლიერისთვის და ეს ბრწყინვალედ გამოსდის.რომანის მთელ სიუჟეტს გასდევს ნოსტალგია სამშობლოსადმი.რომანის ერთ ეპიზოდში ავტორი გატაცებით აღწერს ქართულ ლხინს,რომელიც შუაგულ ირანში იმართება,შესანიშნავადაა წარმოდგენილი ქართული სუფრის სილაზათე,მახვილგონივრული სიტყვა-პასუხი.

რომანის ერთ-ერთი მთავარ გმირი ვამეხი ნამდვილი ქართველი რაინდია.რობაქიძეს ის დახატული ჰყავს როგორც ტიპიური ქართველი ვაჟკაცი,თავშეკავებული,მამაცი,ჭკვიანი და დინჯი.რომანის მთავარი გმირი არჩიბალდ მეკეში უცხოეთშია დაბადებული და გაზრდილი.მან მხოლოდ ბუნდოვნად იცის რომ იგი სხვა ქვეყნის შვილია.სწორედ აქ ჩანს ქართული გენის სიძლიერე.სამშობლო დავიწყებულ,უცოეთში დაბადებულ-გაზრდილს ქართული სისხლის ყივილი აიძულებს სამშობლოში დაბრუნებას.არჩიბალდი იმოგზაურებს საქართველოში სადაც,ბოლომდე აღიდგენს მის სამშობლოს და წინაპრებს.იგი დამკვიდრდება საქართველოში...

რომანი მართლაც გამორჩეულია,მე არ მახსენდება არც ერთი "გველის პერანგის" მსგავსი რომანი,რომელშიც ასე მკაფიოდ და ლამაზადაა გამოხატული ქართული გენის სილამაზე და სიძლიერე,ამის ასე ოსტატურად შესრულება მხოლოდ გრიგოლ რობაქიძეს შეეძლო.ჩემი აზრით ვერც ერთი ქართველი უემოციოდ ვერ შეძლებს ამ რომანის წაკითხვას...