ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110201183713/საისტორიო მწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საისტორიო მწერლობა“

რობა მახარაშვილი

წმინდა საისტორიო ხასიათის თხზულება, ორიგინალური თუ ნათარგმნი, პირველი პერიოდიდან ჩვენამდე არ შემონახულა; ეს აიხსნება იმით, რომ ამ პერიოდში ქართველებს ისტორიულ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებდა ის მდიდარი აგიოგრაფიული მწერლობა, ორიგინალური და ნათარგმნი, რომელიც წარმოადგენს საკუთრივ საისტორიო მწერლობის ერთ-ერთ დარგს და რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წმინდა საისტორიო მწერლობის ნიმუშებს. ცნობილია, რომ აგიოგრაფიულ ძეგლებში, რომელნიც წმინდანთა ცხოვრებასა და მარტვილობას აღწერენ, ავტორებს ისეთი დეტალები და ცნობები აქვთ დატოვებული, რაც ნაფიც ქრონისტებსა და მემატიანეთ უყურადღებოდ რჩებოდათ ხოლმე.

ამ პერიოდს განეკუთვნება გრიგოლ დიაკონის (VIII ს.) "მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლისა მოქცევაისაჲ" და შატბერდულ-ჭელიშური "მოქცევაჲ ქართლისაჲ" (IX ს.) მაგრამ ერთიცა და მეორეც უფრო აგიოგრაფიული ხასიათისაა, ვიდრე ისტორიული.

მდგომარეობა ამ მიმართულებით შესამჩნევი გახდა მეორე პერიოდიდან, როცა ქართველებში, გარკვეული პირობების გამო, ლიტერატურასთან ერთად უაღრესად განვითარდა ყველა დარგი მეცნიერებებისა, კერძოდ საისტორიო მწერლობაც. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ძლიერი ფეოდალური მონარქია, რომელმაც მოწინავე ადგილი დაიკავა წინა აზიის სახელმწიფოთა შორის. ამასთან დაკავშირებით ქართველთა შორის გაძლიერდა ეროვნული თვითშეგნება, რომელიც უფრო სრულ გამოხატულებას პოულობს საისტორიო მწერლობაში. ამან გამოიწვია ეროვნული ისტორიოგრაფიის განვითარება.

როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები, ქართველ მემატიანეთა შრომები არ ჩამოუვარდებიან იმდროინდელ სხვა ხალხთა ისტორიკოსებსა და ქრონისტებს.

გამოყენებული ლიტერატურა[წყაროს რედაქტირება]

1. ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი პირველი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954