ვიკიპედია:გარდაცვლილი ვიკიპედიელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნათელი სანთელი — ემოციური თვითმყოფადობის გამოხატულება

ვიკიპედია:გარდაცვლილი ვიკიპედიელები — ქართულენოვანი ვიკიპედიის გარდაცვლილი ვიკიპედიელების ნომენკლატურული ჩამონათვალი. ამ სიის წარმომადგენლებმა გარკვეულწილად შეცვალეს ქართული ვიკიპედია უკეთესობისაკენ. თუკი თქვენთვის ცნობილია გარდაცვლილი რედაქტორი, რომელიც არ არის წარმოდგენილი ამ სიაში, დაამატეთ მისი სახელი, შეძლებისდაგვარად, მოკლე ბიოგრაფიის თანმხლებით. გთხოვთ, არ დაამატოთ ამ სიაში ისინი, ვინც არასოდეს ყოფილან ვიკი-საზოგადოების წევრნი, აგრეთვე მომხმარებლები, რომელთა გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა ოფიციალურად დადასტურებული.

როგორც წესი, რამდენიმე ასობით განხორციელებული ცვლილებაც საკმარისია ამ სიაში რედაქტორის დასამატებლად, შესაძლებელია მხედველობაში მივიღოთ, განსაკუთრებული გარემოებებიც (მაგ., ინგლისურენოვანი ვიკიპედიის მომხმარებელი: en:User:Claude A. R. Kagan) და აგრეთვე ისეთი რედაქტორები, რომელთა ძალისხმევით და პროექტის საშუალებით მსოფლიო უკეთესობისაკენ შეიცვალა. ასეთი სია იქმნება მათი სახელების უკვდავსაყოფად. ჩვენ — ვიკიპედიელები მათ ღვაწლს არასდროს დავივიწყებთ!.

ნეკროლოგები

R.I.P.

ქართულ ვიკიპედიაში ამჟამად ცნობილია 3 გარდაცვლილი რედაქტორი, რომელთა წვლილი მნიშვნელოვანი იყო ქართული ვიკიპედიის განვითარებისათვის. ქვემოთ წარმოდგენილია გარდაცვლილი ვიკიპედიელების მოკლე ბიოგრაფიები.


ავთანდილ აბულაძე (დ. 1958 — გ. სექტემბერი, 2005) — ქართველი მათემატიკოსი და ენათმეცნიერი, ესპერანტისტი, ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ადმინისტრატორი. 2002 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა ენოვანი ვიკიპედიების შექმნის პროცესში, შექმნილი აქვს 2000-ზე მეტი სტატია ვიკიპედიის ესპერანტოს ვერსიისათვის. მისი ინიციატივით 2003 წლის ნოემბერში შეიქმნა ვიკიპედიის ქართული განყოფილება. იყო აქტიური მომხმარებელი გარდაცვალებამდე — 2005 წლის სექტემბრამდე. დარეგისტრირებული იყო ანგარიშით მომხმარებელი:ავთანდილ.


ლევან ურუშაძე (დ. 7 თებერვალი, 1964 — გ. 21 ოქტომბერი, 2013) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006) საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი. 2005 წლიდან 2013 წლამდე იყო ქართული ვიკიპედიის მონაწილე. იყო ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი პირველი რედაქტორი. დარეგისტრირებული იყო ანგარიშებით — მომხმარებელი:ლევზურ და მომხმარებელი:ლევანი2011.


გიორგი შაშვიაშვილი (დ. 1988 წლის 18 იანვარი — გ. 2015 წლის 24 დეკემბერი) — ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი ადმინისტრატორი და აქტიური მომხმარებელი 2010 წლის იანვრიდან. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართულენოვანი ვიკიპედიის განვითარებაში. ჰობი — მუსიკის მოსმენა, მუსიკის შესახებ მასალების მოძიება და, სურვილის შემთხვევაში, თარგმნა. მისი პირველი სტატია იყო ჯეიმზ ჰეტფილდი. დაჯილდოებულია არაერთი ვიკიორდენით. დარეგისტრირებული იყო ანგარიშით User:ITshnik.

იხილეთ აგრეთვე