ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მთავარი გვერდის სხვა ვარიანტები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში

თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედია
დამუშავების სტადიაშია 131,813 სტატია
კატეგორიების ინდექსი · ა-ჰ ინდექსი · შეკითხვები

ახალი სტატიები · კალენდარი

რჩეული სტატია
მიხეილ სუსლოვი 1964 წელს

მიხეილ სუსლოვი (რუს. Михаи́л Андре́евич Су́слов; დ. 21 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1902 — გ. 25 იანვარი, 1982) — საბჭოთა სახელმწიოფე მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანი და პარტიის არაოფიციალური იდეოლოგი, პასუხისმგებელი შიდაპარტიულ დემოკრატიასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ცვლილებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, გაითქვა სახელი როგორც პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ორთოდოქსულმა ლიდერმა. დაიბადა 1902 წელს, რუსეთში, ხოლო 1921 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1920-იან წლებში სწავლობდა ეკონომიკას, ხოლო 1931 წელს პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გამო თავი დაანება მასწავლებლად მუშაობას და გახდა ერთ-ერთი იმ მრავალი საბჭოთა მოღვაწეთაგან, რომელმაც იოსებ სტალინის რეჟიმის მიერ წამოწყებულ რეპრესიებში მიიღო მონაწილეობა. 1939 წელს დაინიშნა სტავროპოლის მხარის კომპარტიის პირველ მდივნად. მეორე მსოფლიო ომის დროს სათავეში ედგა ადგილობრივ პარტიზანულ მოძრაობას. 1946 წელს გახდა კომპარტიის საორგანიზაციო ბიუროს წევრი, ხოლო 1950 წლის ივნისში აირჩიეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. 1952 წლის 16 ოქტომბრიდან იყო სკკპ-ის მე-19 პრეზიდიუმის სრულუფლებიანი წევრი. სტალინის გარდაცვალების შედეგად დაწყებული ძალაუფლების გადანაწილების შემდეგ, სუსლოვმა დაკარგა მოპოვებული გავლენა და ცნობადობა, თუმცა, 1950-იანი წლების ბოლოს სუსლოვი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვის რევიზიონისტული მიდგომის მიმართ ოპოზიციაში მყოფი კომუნისტების ლიდერი. ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ, სუსლოვმა მხარი დაუჭირა კოლექტიური ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას. იგი აგრეთვე ემხრობოდა შიდაპარტიულ დემოკრატიას და ეწინააღმდეგებოდა ერთპიროვნული მმართველობის სისტემას, როგორც ეს სტალინისა და ხრუშჩოვის დროს იყო. ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს, სუსლოვი ითვლებოდა „მეორე კაცად“ და პარტიის მთავარ იდეოლოგად. გარდაიცვალა 1982 წლის 25 იანვარს. ითვლება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ბრეჟნევზე გავლენის მოპოვებისთვის და მისი გარდაცვალების შემდეგ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებისთვის.

იცით თუ არა, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან, 25 მაისი — 12 ივნისი:
  • დმანისში (სურათზე) აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი - თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება.
  • საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს IV ს-ში.
  • აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე სცნო 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების დღეებში.
  • კვირადღეს ბევრ სლავურ ენაზე ჰქვია «неделя », ე.ი. დღე, როცა არ მუშაობენ («не делают»).
  • კავკასიელები კულტურულად და პოლიტიკურად ევროპელები არიან, მაგრამ გეოგრაფიულად აზიაში ცხოვრობენ.
  • საქართველოში რუსეთის ჯარი 1799 წლის 26 ნოემბერს შემოვიდა.
  • ერაყის პირველ დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჯალალ თალაბანმა, ქურთი აჯანყებულების ყოფილ ლიდერმა.
სიახლეები
რიკი რუბიო
  • ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა ანგარიშით 95-75 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რიკი რუბიო (სურათზე) დასახელდა.
  • საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
  • ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს ლომი“ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა ტოდ ფილიპსის ფილმს ჯოკერი.
  • ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ალექსი გონჩარუკი უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • ამ დღეს...
    ნეპტუნი
  • 1122 : ვორმსის კონკორდატით დასრულდა რომის პაპ კალიქსტუს II-სა და საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ V-ს შორის ინვესტიტურისთვის ბრძოლა.
  • 1529 : ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა ვენის ალყა დაიწყო.
  • 1846 : ასტრონომმა იოჰან გალემ, ურბენ ლევერიეს გამოთვლებზე დაყრდნობით, პლანეტა ნეპტუნი (სურათზე) აღმოაჩინა.
  • 1932 : ჰიჯაზისა და ნეჯდის სამეფოების გაერთიანებით საუდის არაბეთი შეიქმნა.
  • 1941 : ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაზით წამების პირველი ცდა ჩატარდა.
  • 1980 : ბობ მარლის ბოლო კონცერტი ჩატარდა.
  • 1989 : აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • კვირის პროექტი
    თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა კატარის დროშა კატარი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.
    დღის ფოტოსურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky

    ვიკიპედიის სხვა განყოფილებები

    • ვიკიპედიის შესახებ — ენციკლოპედიის შესავალი და საზოგადოება.
    • დახმარება — დასვით კითხვა ვიკიპედიის შესახებ.
    • ყავახანა — დისკუსიები ვიკიპედიაზე, მათ შორის ტექნიკურ საკითხებსა და ორგანიზაციულ პოლიტიკაზე.
    • ვიკისაზოგადოება — განცხადებების დაფა, პროექტები, რესურსები და საქმიანობა ვიკიპედიის სხვადასხვა დარგში.
    • ვიკი-სიახლეები — ანონსი, განახლებები, სტატიები and პრეს-რელიზები ვიკიპედიასა და ფონდ ვიკიმედიაზე.

    ვიკიპედიის დობილი პროექტები

    ვიკიპედიას მართავს ფონდი ვიკიმედია, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც რამდენიმე სხვა პროექტიც გააჩნია:

    ვიკილექსიკონი
    ლექსიკონი და თეზაურუსი

    ვიკიწიგნები
    თავისუფალი სახელმძღვანელოები

    ვიკიციტატა
    ციტატების კრებული

    ვიკიწყარო
    თავისუფალი შინაარსის წყაროები

    Wikispecies
    Directory of species

    ვიკისიახლეები
    თავისუფალი შინაარსის სიახლეები

    Commons
    Shared media repository

    მეტა-ვიკი
    ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია


    ვიკიპედიის ენები

    ეს არის ქართულენოვანი ვიკიპედია, რომელიც 2004 წლის ბოლოს დაიწყო. მასში ამჟამად 131,813 სტატიაა. ვიკიპედია ასევე მრავალ სხვა ენაზეა: