ვიკიპედია:ადმინისტრატორები/მიმართვა
| მიმართვა | ქართული ვიკიპედიის ადმინებისთვის მიმართვის გვერდი. | |
|---|---|---|
მიმართვა კონტროლი ეს გვერდი განკუთვნილია ქართული ვიკიპედიის ადმინებისთვის მიმართვისთვის. |
ეს გვერდი განკუთვნილია ქართულენოვან ვიკიპედიაში ნებისმიერ საკითხზე მოქმედი ადმინებისთვის მიმართვის, რაც საჭიროებს ადმინთა ჩართვას. ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ადმინებს ამ გვერდზე. თუმცა, ამ გვერდის რეგულარულმა არამიზნობრივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით შეუსაბამო საკითხების განსახილველად, შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის დაბლოკვა ადმინისტრატორის მხრიდან. მოგვმართეთ, თუ გჭირდებათ:
არქივები: 1 |
ასევე:
|
U4C-ის კომუნიკაცია
[რედაქტირება]ძვირფასო ქართულო საზოგადოებავ,
ბოდიშს ვიხდი ავტომატური თარგმანისთვის (ინგლისური ორიგინალი ტექსტი მოცემულია ქვემოთ) და ბოდიშს ვიხდი, თუ ეს არ არის სწორი გვერდი.
27 ივლისს, ყოვლისმომცველი ქცევის კოდექსის საკოორდინაციო კომიტეტმა (U4C) მიიღო მოთხოვნა ქართულენოვანი ვიკიპედიის შესახებ. საქმის მასალების ნახვა შეგიძლიათ აქ m:Universal Code of Conduct/Coordinating Committee/Cases/2026/Georgian Wikipedia Admins (ინგლისურ ენაზე). რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარვადგინეთ წინადადება, რომელსაც კომიტეტის წევრებმა ხმა მისცეს. (წინადადების ბმული)
ქვემოთ იხილავთ წინადადების თარგმანს თქვენს ენაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ასევე მანქანური თარგმანია, ამიტომ წინასწარ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი შეცდომის ან გაუგებარი ფორმულირებისთვის.
როგორც ხედავთ, ჩვენ, სხვა საკითხებთან ერთად, ვთავაზობთ გაუმჯობესებებს იმ გვერდზე, სადაც დაბლოკვის მიზეზებია ჩამოთვლილი. მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას ან მოგაწოდოთ ნებისმიერი საჭირო განმარტება.
კერძოდ, ვნიშნავ @User:Mehman-სა და @User:MIKHEIL-ს, როგორც დაბლოკვისა და განხილვის ადმინისტრატორებს, რათა მოვუწოდო მათ, განიხილონ რეზოლუციის პირველი პუნქტი Meta-ზე ჩვენს ხმებზე დატოვებული კომენტარების გათვალისწინებით.
გმადლობთ. U4C-ის სახელით, --Civvì (განხილვა/წვლილი) 19:27, 19 აგვისტო 2026 (UTC)
Dear Georgian community,
Apologies for the use of English and apologies if this is not the right page.
On July 27, the Universal Code of Conduct Coordinatin Committee (U4C) received a request regarding the Georgian-language Wikipedia. You can find the case here m:Universal Code of Conduct/Coordinating Committee/Cases/2026/Georgian Wikipedia Admins (in English). A few days ago, we issued a motion that voted by the members of the committee. (link to the motion)
Below is the translation in your language of the motion. It is a machine translation, so we apologize in advance for any errors or unclear phrasing.
As you can see, we are suggesting, among other things, some improvements to the page listing the reasons for blocking. We are available to answer any questions or provide any clarification you may need.
I am specifically tagging @User:Mehman and @User:MIKHEIL as blocking and reviewing admins to urge them to consider the first point of the motion along with the comments on our votes on Meta.
Thank you. On behalf of the U4C, --Civvì (განხილვა/წვლილი) 19:27, 19 აგვისტო 2026 (UTC)
რეზოლუციის ტექსტი
- ფაქტების დასკვნები
- 2026 წლის 17 ივლისს, Lado85 kawiki-ზე ერთი წლით დაბლოკეს (link). დაბლოკვის მიზეზია "დესტრუქციული ქმედება: სარედაქციო ომი, მომხმარებლის მიმართ არაეთიკური ქმედება" (deepL-ის თარგმანი), ხოლო დაბლოკვის მიზეზის "დესტრუქციული ქმედება" ბმული არარსებულ გვერდზე მიუთითებს.
- დაბლოკვამდე ცვლილებები განხორციელდა ორ გვერდზე:
- ka:დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა - (ისტორია) მომხმარებელმა გააუქმა დროებითი ანგარიშის რედაქტირების უკან დაბრუნება, დაასაბუთა თავისი ქმედება და გვერდზე დაამატა კონტენტი. ცვლილებები დესტრუქციულად არ გამოიყურება.
- ka:საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი - (ისტორია) მომხმარებელმა გააუქმა წინა რედაქტირება და განაახლა შინაარსი. ცვლილებები, თუნდაც მათში ფორმატირების შეცდომები იყოს, არ ჩანს, რომ დესტრუქციულია. ცვლილებები გაუქმდა და Lado85-მა გააუქმა ეს გაუქმება.
- მომხმარებლის მიერ მოწოდებული კომენტარები და განმარტებები უხეშ ან არასამოქალაქოებრივად არ გამოიყურება.
- მომხმარებელმა იმავე დღეს მოითხოვა ბლოკის გადახედვა, 29 ივლისს კი ბლოკი ექვს თვემდე შემცირდა.
- მოძრაობა
- U4C ითხოვს, რომ ადგილობრივმა ადმინისტრატორებმა გადახედონ დაბლოკვის ხანგრძლივობას.
- წითელი ბმულები ka:Mediawiki:Ipbreason-dropdown-ში უნდა მოგვარდეს, რათა დაბლოკვებისთვის მკაფიო მიზეზები იქნას მითითებული.
- ვურჩევთ Lado85-ს, წინასწარ განიხილოს ცვლილებები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი სხვების მიერ შეტანილი ცვლილებების გაუქმებას მოიცავს. სხვა რედაქტორის მიერ გაუქმებული ცვლილებები უნდა განხილულ იქნას განხილვის გვერდზე კონსენსუსის მისაღწევად.
- ვთხოვთ ადმინისტრატორებს, დაიცვან ადგილობრივი ბლოკირების პოლიტიკა, განსაკუთრებით მისი ნაწილი ბლოკირების ხანგრძლივობისა და წესების დარღვევებთან პროპორციულობის შესახებ.
Lado85-ის ბლოკის ვადაზე
[რედაქტირება]ვინაიდან თავდაპირველად ბლოკი მე დავადე და რადგან ახლა U4C-ის კომიტეტი ითხოვს გადავხედოთ ამ ბლოკს, მოდით ვიმსჯელოთ ბლოკის ვადაზე.
1. ბლოკის ვადა (ერთწლიანი) მე იმის გაანალიზებით დავადე, რომ ადამიანი საერთოდ ვერ ხვდებოდა მე რას ვუწერდი მას და რას/როგორ არედაქტირებდა. პირი თვით ქართულ ენასაც კარგად არ ფლობს, რაც მის ნაწერს ეტყობა და შესაბამისად ვერ ხვდებოდა რა ენით მე გადავაკეთე მისი ნაწერი, ვიკიპედიის წესების შესაბამისად. გაფრთხილების მიუხედავად კი გააგრძელა ჩემთან რედაქტირების ომი და შედეგად დავადე ერთწლიანი ბლოკი. მე დღემდე ვფიქრობ, რომ სრულიად შესაბამისი იყო ჩემი ბლოკი და მისი ხანგრძლივობა და არ ვფიქრობ, რომ უნდა მოვხსნათ ბლოკი;
2. U4C-ის კომიტეტის გადაწყვეტილება ვერ გადაფარავს ლოკალურ კონსენსუსს, შესაბამისად, რასაც ადმინები გადავწყვეტთ, ის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. მიშამ ბლოკის ვადა მომხმარებელს ერთი წლიდან 6 თვემდე შეამცირა, რაზეც მე პრეტენზია არ გამაჩნია და ჩემი აზრით ვადის ბლომდე უნდა შენარჩუნდეს ბლოკი. ამიტომ, როგორც ადმინებს @MIKHEIL, @David1010, @DerFuchs და @Otogi გეკითხებით თქვენს მოსაზრებას ამ თემაზე. თუ გადაწყვეტთ, რომ უნდა შემცირდეს ან საერთოდ მოეხსნას, მე პრობლემა არ მექნება. მაგრამ, მე ისევ თავდაპირველ პოზიციაზე ვრჩები. აბა, რას ფიქრობთ?
საქმის დეტალებს აქ გაეცანით. — Mehman 19:41, 19 აგვისტო 2026 (UTC)
- სალამი. ჩემთვის @Mehman:-ის მოყვანილი მიზეზები გასაგებია და მესმის, რატომ გადაწყვიტა ბლოკის დადება. შეიძლება, სამომავლოდ, პირველი ბლოკის წესი მივიღოთ და ჯერ უფრო მოკლეხნიანი ბლოკი გამოვიყენოთ ასეთ სიტუაციებში - 1 დღე, 1 კვირა, და შემდეგ გადავიდეთ უფრო ხანგრძლივ ბლოკებზე (1 თვე, 6 თვე, 1 წელი). --DerFuchs მიწერა 08:58, 20 აგვისტო 2026 (UTC)
- რა არის გასაგები, იქნებ ამიხსნათ? რის გამო დამბლოკა? ერთ გვერდზე (სუპერთასი) ძველი ლინკიდან შემთხვევით ერთი ასო რომ დარჩა? მაგას ეგრევე შევასწორებდი, მაგრამ ვინ მაცალა. ორივე გვერდზე ახლა დაბრუნებულია ჩემს მიერ შეტანილი ცვლილებები, დსთ გვერდზე კი თვითონ Mehman-ის მიერ, ანუ მე დამბლოკა იმ ცვლილების გამო, რომელიც თვითონ შეიტანა მერე ამ გვერდზე. თვითონ ვერ ხვდებოდა რაც ვუწერდი და მე მაბრალებს ამას. ქართულ ენასაც თავისუფლად ვფლობ, და ამ ტყუილით რის მიღწევას ცდილობს გაუგებარია.
- და ეს პირველი შემთხვევა არ არის. აი მაგალითად ამ გვერდზე - რაჭის მიწისძვრა, ინფოდაფაში არასწორად იყო მითითებული წელი და რიცხვი, 1991 წლის აპრილის ნაცვლად იყო 1986 წლის მაისი. მაგრამ, ისევე როგორც სუპერთასის შემთხვევაში, გადაუმოწმებლად და დაუფიქრებლად გააუქმა Mehman-მა ეს შესწორება. და ეს იმის მიუხედავად რომ ორივე შემთხვევაში სწორი ინფორმაცია იგივე სტატიებშიც კი შეეძლო ენახა. ~2026-45453-76 (talk) 14:21, 20 აგვისტო 2026 (UTC)
- არსებული ბლოკის გვერდის ავლისთვის, მომხმარებელმა სხვა ანგარიში შექმნა და ზუსტად ბლოკირების პოლიტიკის შესაბამისად ახალი ანგარიში განუსაზღვრელი ვადით დაიბლოკა და წესით არსებულზე კიდევ უნდა დაემატოს დრო. ზუსტად ესეც ადასტურებს, რომ ბლოკირების ვადა სავსებით გონივრულია ამ ქცევის მომხმარებლისთვის. --Mehman 21:07, 21 აგვისტო 2026 (UTC)
- სხვანაირად აქ ვერ დავწერე და, იმის უფლებაც არ მაქვს რო ჩემს საქმის განხილვაში მივიღო მონაწილეობა? ბოროტად რო იყენებ ადმინისტრატორის უფლებებს ეგ არაფერი? ~2026-45948-95 (talk) 13:40, 22 აგვისტო 2026 (UTC)
- კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ვეთანხმები ამ მომხმარებლის ბლოკირებას. ჩემი პოზიცია ნათლად გამოვხატე, როცა ერთწლიანი ბლოკი შევუცვალე ექვსთვიანით. — Mikheil მიწერა 17:43, 22 აგვისტო 2026 (UTC)
- მეც ვიზიარებ ჩემი კოლეგების აზრს და ვთვლი, რომ მომხმარებელმა ბლოკირების დარჩენილი ვადა სრულად უნდა მოიხადოს.--DavidAs 05:00, 23 აგვისტო 2026 (UTC)
- სასაცილოა ეს ყველაფერი, ფაქტია რო ჩემს მიერ შეტანილი ინფორმაცია სწორი იყო. და ამდენი ხანი ვერც ერთმა ვერ ახსენით რისთვის დამედო ბლოკი. სირცხვილია რასაც თქვენ აკეთებთ. აგერ ადამიანმა განბლოკვის მოთხოვნა გააკეთა და 160 დღეა უკვე არავინ არ შეწუხდით რომ განიხილათ - მომხმარებლის განხილვა:RiadS99. ქართულ ვიკიპედიას ადმინისტრაცია ფაქტიურად არ ჰყავს. ~2026-45889-14 (talk) 06:18, 23 აგვისტო 2026 (UTC)
- მეც ვიზიარებ ჩემი კოლეგების აზრს და ვთვლი, რომ მომხმარებელმა ბლოკირების დარჩენილი ვადა სრულად უნდა მოიხადოს.--DavidAs 05:00, 23 აგვისტო 2026 (UTC)
- კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ვეთანხმები ამ მომხმარებლის ბლოკირებას. ჩემი პოზიცია ნათლად გამოვხატე, როცა ერთწლიანი ბლოკი შევუცვალე ექვსთვიანით. — Mikheil მიწერა 17:43, 22 აგვისტო 2026 (UTC)
- სხვანაირად აქ ვერ დავწერე და, იმის უფლებაც არ მაქვს რო ჩემს საქმის განხილვაში მივიღო მონაწილეობა? ბოროტად რო იყენებ ადმინისტრატორის უფლებებს ეგ არაფერი? ~2026-45948-95 (talk) 13:40, 22 აგვისტო 2026 (UTC)
- ვრცლად; ზოგადად, ბლოკირება არასასიამოვნო პროცესია, თუმცა რიგ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი!. ბლოკირება არ არის მომხმარებლის დასჯა, არამედ მისთვის დროის მინიჭება შეცდომების გასააზრებლად. ვიკიპედიაში მხოლოდ გუნდურად შეიძლება მუშაობა. @Lado85:-თან მიმართებაში გამოიკვეთა რიგი პრობლემა: განხილვის გვერდის იგნორირება, რეზიუმეს უმართებულო გამოყენება, რითაც ხელი შეეწყო რედაქტირების ომს, სხვების აზრების უგულებელყოფას ა.შ. ყველა რედაქტორს ვურჩევ, რომ თქვენი აზრი ვიკიპედიაში გახადოთ ღირებული და არა ჭეშმარიტი. @Mehman:-ის მიდგომა ამ პრობლემის მიმართ მართებულია და ჩემთვის გასაგები, ვინაიდან მან ისიც გაითვალისწინა, რომ მომხმარებელი:Lado85 ჯერ კიდევ ჩემ მიერ იყო დაბლოკილი წლების წინ. ასე რომ, მე პირადად ბლოკირების ვადაში პრობლემა ვერ დავინახე. და ბოლოს, ყველა მომხმარებელს ვურჩევ, გამოიყენეთ განხილვის გვერდი, ნუ აიტკივებთ აუტკივარ თავს, ნუ ცდილობთ თავის წარმოჩენას, — ეს ყოველივე აქ არავის სიამოვნებს და აუცილებლად დაგხვდებათ წინ, როგორც ეს მომხმარებელი:Lado85-ის მიმართებაში მოხდა. წლების წინ გეუბნებოდი შენი აზრი აქ არაფერს წყვიტავს, წყვიტავს გუნდური აზრი, არ გაითვალისწინე ? დაგხვდა წინ ბლოკი. მადლობა. - OTOGI Messages 19:58, 27 აგვისტო 2026 (UTC)
- რა რობოტებივით წერთ ერთიდაიგივეს ყველა. ხუთი ადმინია თი ერთი ხუთი აქაუნტით? ერთმა მაინც ამისხსენით ნორმალურად რისთვის დავიმსახურე ამხელა ბლოკი. ფაქტია ჩემს მიერ შეტანილი ინფირმაცია იყო სწორი, და დაბრუნდა სტატიებში, ერთგან კი იგივე ადმინმა დააბურნა.. არაფერი მართლებული არ არის @Mehman:-ის მიდგომაში. არაფერი არ აუხსნია ისე დაბმლოკა. ან რა განხილვის გვერდის იგნორირებაზე მელაპარაკები, როცა არაფერი დაუწერია მას მანდ. აქეთ მაიგნორირებდით ყველა სანამ მეტა ვიკიზე არ დავწერე. პირველად არ ხდება არასწორ ინფორმაციას რო აბრუნებს ეს ადმინი, ზემოთ დავლინკე, იგივე გააკეთა რაჭის მიწისძვრის სტატიაში. არასწორი თარიღი დააბრუნა სტატიაში გადაუმოწმებლად. ან ის ნორმალურია რო მომხმარებლების სტატუსების მიხედვით წყვეტს რომელი ვერსიაა სწორი და რომელი არა? ფაქტია მეტაზე ერთხმად გადაწყდა რომ არ იყო ეს ბლოკი მართლებული და ამასაც აიგნორებთ.
- ან სად ნახე ამ შემთხვევაში გუნდური აზრი, ერთი მეჰმანია გუნდი? თუ რაღან ადმინია, ყველაფრის უფლება აქვს? გადაუმოწმებლად გააუქმა სწორი ინფორმაცია და არასწორი დააბრუნა, დანარჩენებმა საერთიდ დააიგნორედ ბლოკის მოხსნის მოთხოვნაც კი. აგერ, ისევ ზემოდ ნახე ლინკი, 166 დღეა განბლოკვის მოთხოვნა აქვს ადამიანს გახსნილი, და ყურსაც არ იბერტყავთ არც ერთი, რომ განიხილოთ.
- და სანამ ქართული ენის არცოდნას დამაბრალებთ, თვითონ ისწავლეთ ჯობს. წყვიტავს არა, წყვეტს არის სწორი. ~2026-47132-67 (talk) 06:14, 29 აგვისტო 2026 (UTC)
- ვრცლად; ზოგადად, ბლოკირება არასასიამოვნო პროცესია, თუმცა რიგ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი!. ბლოკირება არ არის მომხმარებლის დასჯა, არამედ მისთვის დროის მინიჭება შეცდომების გასააზრებლად. ვიკიპედიაში მხოლოდ გუნდურად შეიძლება მუშაობა. @Lado85:-თან მიმართებაში გამოიკვეთა რიგი პრობლემა: განხილვის გვერდის იგნორირება, რეზიუმეს უმართებულო გამოყენება, რითაც ხელი შეეწყო რედაქტირების ომს, სხვების აზრების უგულებელყოფას ა.შ. ყველა რედაქტორს ვურჩევ, რომ თქვენი აზრი ვიკიპედიაში გახადოთ ღირებული და არა ჭეშმარიტი. @Mehman:-ის მიდგომა ამ პრობლემის მიმართ მართებულია და ჩემთვის გასაგები, ვინაიდან მან ისიც გაითვალისწინა, რომ მომხმარებელი:Lado85 ჯერ კიდევ ჩემ მიერ იყო დაბლოკილი წლების წინ. ასე რომ, მე პირადად ბლოკირების ვადაში პრობლემა ვერ დავინახე. და ბოლოს, ყველა მომხმარებელს ვურჩევ, გამოიყენეთ განხილვის გვერდი, ნუ აიტკივებთ აუტკივარ თავს, ნუ ცდილობთ თავის წარმოჩენას, — ეს ყოველივე აქ არავის სიამოვნებს და აუცილებლად დაგხვდებათ წინ, როგორც ეს მომხმარებელი:Lado85-ის მიმართებაში მოხდა. წლების წინ გეუბნებოდი შენი აზრი აქ არაფერს წყვიტავს, წყვიტავს გუნდური აზრი, არ გაითვალისწინე ? დაგხვდა წინ ბლოკი. მადლობა. - OTOGI Messages 19:58, 27 აგვისტო 2026 (UTC)
- @DerFuchs შეგიძლია შეაჯამო და დახურო ეს განხილვა? მგონი ყველა ადმინის პოზიცია მოვისმინეთ. --Mehman 09:13, 29 აგვისტო 2026 (UTC)
შეჯამება
[რედაქტირება]ka
[რედაქტირება]თხოვნის შესაბამისად, ვაჯამედ და ვხურავ ამ განხილვას.
პროცედურა. ბლოკი თავდაპირველად ერთი წლის ვადით დაადო Mehman-მა; Mikheil-მა ვადა ექვს თვემდე შეამცირა. U4C-ის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე საკითხი ხელახლა განვიხილეთ.
ადმინისტრატორთა პოზიციები. განხილვაში მონაწილე ყველა ადმინისტრატორმა ბლოკის ფაქტი მართებულად მიიჩნია: Mehman რჩება თავდაპირველ პოზიციაზე; Mikheil-მა თავისი პოზიცია ვადის შემცირებით უკვე დააფიქსირა; DavidAs მიიჩნევს, რომ დარჩენილი ვადა სრულად უნდა მოიხადოს; DerFuchs-ისთვის ბლოკის მოტივაცია გასაგებია; Otogi-მ ცალკე გამოკვეთა განხილვის გვერდის იგნორირება, რეზიუმეს არამართებული გამოყენება და რედაქტირების ომი, ასევე ის, რომ მომხმარებელი წლების წინაც იყო დაბლოკილი.
ახალი გარემოება. განხილვის მიმდინარეობისას დადგინდა, რომ მომხმარებელმა მოქმედი ბლოკის გვერდის ავლის მიზნით ახალი ანგარიშ(-ებ)ი შექმნა. ეს არის მისი სისტემური და ხანგრძლივი ქცევაა: წინა ბლოკი წლების წინ, გაფრთხილების იგნორირება, რედაქტირების ომი და, ბოლოს, ბლოკის გვერდის ავლა.
გადაწყვეტილება (ლოკალური კონსენსუსი):
- მოქმედი ბლოკი ძალაში რჩება — მოხსნის ან შემდგომი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
- ბლოკის გვერდის ავლისთვის შექმნილი ანგარიშები უვადოდ იბლოკება.
- ბლოკის გვერდის ავლის გამო მომხმარებელი:Lado1985-ის ბლოკი უვადოა.
- U4C-ის რეკომენდაცია მხედველობაში მივიღეთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ლოკალური კონსენსუსით მიიღება.
სამომავლოდ. DerFuchs-ის წინადადება ბლოკის ვადების ეტაპობრივი ზრდის შესახებ (1 დღე → 1 კვირა → 1 თვე → 6 თვე → 1 წელი) ცალკე განსახილველად.
en
[რედაქტირება]@Civvì:.
We wish to express our sincere respect to the members of the U4C and our gratitude for their attention to this matter and for reviewing the case.
Pursuant to the request, I am summarising and closing this discussion.
Procedure. The block was initially imposed for a term of one year by Mehman; Mikheil subsequently reduced it to six months. Following the referral from the U4C Committee, we re-examined the matter.
Administrators' positions. Every administrator taking part in the discussion considered the block itself to be founded: Mehman maintains his original position; Mikheil has already registered his position by reducing the term; DavidAs takes the view that the remaining term should be served in full; for DerFuchs the rationale for the block is clear; Otogi separately drew attention to the disregard of the talk page, the improper use of edit summaries and edit wars, as well as to the fact that the user had also been blocked years earlier, for these exact reasons.
New circumstance. In the course of the discussion it was established that the user created a new account (or accounts) with the aim of evading the active block. This constitutes systematic and long-standing conduct: a previous block years ago, disregard of warnings, edit warring and, finally, block evasion.
Going forward. DerFuchs's proposal concerning a graduated escalation of block lengths (1 day → 1 week → 1 month → 6 months → 1 year) is left for separate discussion.
Decision (local consensus): the active block remains in force. There are no grounds for lifting it or for reducing it further. Accounts created for the purpose of block evasion are blocked indefinitely. The U4C's recommendation was given careful and respectful consideration.
Hi. Currently, the gadget preview doesn't work (see Special:Gadgets#ინტერფეისი). This is because there's a LTR mark (U+200E) at the end of line 22 of MediaWiki:Gadgets-definition. Please remove it. NguoiDungKhongDinhDanh (განხილვა/წვლილი) 00:59, 1 სექტემბერი 2026 (UTC)
- Thanks for letting us know, it's been removed. – Mehman 17:58, 1 სექტემბერი 2026 (UTC)