ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები/UndDerDie

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Nuvola apps kcmpartitions.png
მიმდინარე გამოკითხვა ამ საკითხზე ამჟამად დახურულია.
გთხოვთ ნუ შეიტანთ ცვლილებებს.
შემდგომი მოსაზრებები/კომენტარი უნდა გაკეთდეს ახალ სექციაში.

შედეგი: მომხმარებელი:UndDerDie ადმინისტრატორად არ აირჩიეს

UndDerDie[წყაროს რედაქტირება]

UndDerDie (განხილვა · წვლილი · მომხმარებლის წაშლილი შესწორებები · აქტიურობა · ჟურნალები · დაბლოკვის ჟურნალი)

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
დასრულების თარიღი: 00:45, 2018 (UTC)

კანდიდატის თანხმობა:

უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით. უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც ქართულ ვიკიპედიაში ვმუშაობ და მაქვს პატივი, საკუთარ თავს ვიკიპედიელი ვუწოდო. როგორც ყველა სხვა რედაქტორს, მამოძრავებს გულწრფელი სურვილი, ყველანაირად დავეხმარო ქართულ ვიკიპედიას განვითარებაში. ადმინისტრატორობაზეც კანდიდატურის წამოყენება ამ მიზეზით გადავწყვიტე. ველი თქვენს კითხვებს :). პატივისცემით, -- UndDerDie 13:46, 26 სექტემბერი 2018 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე)[წყაროს რედაქტირება]

  • Symbol support vote.svg (მომხრე) ბევრი ვიფიქრე ძალიან. ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები მომდიოდა. ჯერ საწინააღმდეგოს ვიტყვი: 1. ნაკლები აქტიურობა; 2. ნაკლები გამოცდილება; 3. ამ ფონზე რა თქმა უნდა ჩნდება ეჭვი, რომ ადმინისტრატორობის სურვილი მხოლოდ პატიმოყვარეობის დაკმაყოფილებისაკენ სწრაფვაა და მეტი არაფერი. მაგრამ: UndDerDie ახლაც და ადრეც იყო და არის იმ აზრისა, რომ ადმინისტრატორობის საფუძველია ნდობა და არა აქტიურობა. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „თუ მომხმარებელი აქტიური არ არის, შეიძლება მაინც მისთვის ამ სტატუსის დატოვება – დაშავებით არაფერს აშავებს, ხოლო თუ შემოიხედა, არაა გამორიცხული, ვიკიპედიისთვის სასარგებლო ცვლილება განახორციელოს“. ეს კი სწორედ ის აზრია, რასაც მე უკვე წლებია ვიზიარებ. ამ აზრის მქონე ადმინისტრატორი სხვა ადმინისტრატორს არასდროს განიხილავს კონკურენტად და ახალი ადმინისტრატორის არჩევისას არასდროს დასვამს კითხვას: კი მაგრამ, ძველები ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას? მე მიმაჩნია, რომ UndDerDie ამ ნაწილში ჯანსაღ გზას ირჩევს და ამას დაფასება უნდა. ახლა, რაც შეეხება გამოცდილებას და ნდობის საფუძველს: მისი სამწლიანი ვიკიპედიელობის პერიოდიდან მასთან სულ რამდენიმეჯერ მქონდა შეხება და ყველა შემთხვევაში სიმპათიურად გამოიყურება. მაგალითად მახსენდება ეს განხილვა, სადაც კარგად ჩანს, როგორი კონსტრუქციულია ის. შენიშვნებს იღებს ადეკვატურად, როგორც საქმისათვის აუცილებელს და არა როგორც შეურაცხყოფას. არც ერთ შემთხვევაში არ ამჟღავნებს ქედმაღლობას (რაც ძალიან არ უხდება ადმინისტრატორს). რაც ყველაზე მთავარია, აქაც აღვნიშნე თავის დროზე, რომ UndDerDie მაშინ წარმოჩინდა, როგორც შრომისმოყვარე მომხმარებელი, რომელმაც თავი არ დაზოგა, რომ მისი რჩეული სტატია არა მხოლოდ ფორმალურად გამხდარიყო ამ სტატუსის მატარებელი, არამედ რეალურადაც ყოფილიყო ხარისხიანი. ამ დეტალში ჩანს, რომ ის რეალურადაა დაინტერესებული ხარისხით და არა სტატუსებით, რაც ასევე ძალიან უხდება და სჭირდება კარგ ადმინისტრატორს. ძალიან დასაფასებელია, რომ ჩემს საკმაოდ რთულ კითხვებზე UndDerDie არ მოერიდა პასუხებს და არ დაიკავა მომგებიანი ნელ-თბილი პოზიცია, გამცა ძალიან ადეკვატური და სამართლიანი პასუხები. ჭეშმარიტების და სამართლიანობის სიყვარულიც ადმინისტრატორის კარგი თვისებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ჩემივე რწმენიდან გამომდინარე მე მიმაჩნია, რომ UndDerDie ადმინის სტატუსს სულ მცირე ბოროტად არ გამოიყენებს. ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მნიშვნელოვან მიზეზს, რის გამოც უარი უნდა ვუთხრა ადმინობაზე ამ მომხმარებელს. თუმცა, მან უნდა იცოდეს ისიც, რომ ეს აზრები ამ ეტაპზე არაა ვიკიპედიის წესი; ვიკიპედიის უსაშინლესი წესი, რომელიც ადმინებზე შერჩევითი სამართლის წესით ვრცელდება, UndDerDie-ს არჩევის შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ კონკურენციაში ჩააყენებს ადმინისტრატორებს და „გადარჩენისთვის ბრძოლას“ დაემსგავსება ოთხი ადმინის საქმიანობა. ამიტომ ამჟამინდელი ადმინები არ დაინტერესდებიან UndDerDie-ს არჩევით. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მივესალმები მომხმარებელს, რომელიც ფიდუციალიზმის მომხრეა და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ეს აზრი ვიკიპედიის წესადაც იქცევა და ადმინების ურთიერთკონკურენციას ბოლო მოეღება. Deu. 18:44, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) ვიქნები იმ პირობით, რომ აქტიური ადმინისტრატორი გახდები და ვიკის არ „დაივიწყებ“ (ზოგიერთებივით). გიო ოქრო 21:46, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) --ცანგალა 08:58, 30 სექტემბერი 2018 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) მოდი სანამ დამბლოკავენ, ხმას მივცემ ჩემ მეგობარ ნიკას, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის ადმინობა. როგორც ვატყობ, ჩემი სუბიექტური აზრით უკვე გადწყვეტილია შენი ბედი და მინდა გითხრა, რო ვერ გახდები შენ ადმინი. ვიკრიჭები მიხეილის კენჭისყრა მახსნედება, მილენიუმში ერთხელ რო გამოჩნდებიან ისეთი მომხმარებლები წყვიტავენ ასეთი საჭირბოროტო საქმეს. აი თუნდააც კეთილშობილი მომხმარებლის Nika chareqishvili არგუმენტია თუ რატომ არ უნდა გახდეს ნიკა ადმინი - „ჩემი აზრით ამომწურავად ვერ უპასუხა მომხმარებელთა კითხვებს“ - „ნამდვილად“ ნიკა, „ვერავინ ვერ შეგედავება“. მოკლედ უმაღლეს დონეზე მუშაობენ ვიკრიჭები მოკლედ მარაზმია რა, ამაზრზენია ეს ყველაფერი რასაც ვუყურებ. Gobrona განხილვაწვლილი 21:35, 30 სექტემბერი 2018 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) --შოთა (განხილვა) 13:57, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) -- R. 09:34, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)

Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)[წყაროს რედაქტირება]

  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) მიზეზს ვერ ვპოულობ, რატომ უნდა გახდეთ ადმინი. ჩემი კენჭისყრის მიზეზი ის იყო რომ მომეჩვენა საზოგადოებაში იყო განხეთქილება და ვიკიპედია რომელიც ამდენი ხანი ვაკოწიწე წლების მანძილზე შეიძლება რამე საფრთხე შექმნოდა. რომ შევთავაზე საზოგადოებას ა ბატონო მე მომეცით ხმა მეთქი და კანონს გავამკაცრებ ყველას მიმართ მეთქი საერთოდ ბუზი რო ბუზია ისიც კი გაქრა. აი მერე მივხვდი რომ არანაირი განხეთქილება და საერთოდ ზოგადად პრობლემა არ არსებობს. ამიტომ მივიღე ყველაფერი მშვიდად. რადგანაც ამათ ცვლილებები არ უნდათ ესეიგი არც სჭირდებათქო. რაც შეეხება ამჟამინდელ სამ ადმინს ვფიქრობ რომ ისინი კარგად ემსახურებიან საქართველოს და თუ რამეა და არ მოგვეწონება მივუთითებთ და ვუთითებთ კიდეც. თქვენ თქვენი მონაყოლიდან მიუხედავად იმისა რომ ბევრი დაწერეთ არაფერი გითქვიათ კონკრეტული. მე ისევ და ისევ გავმეორდები და ვიტყვი რომ ბუღალტერი ვარ და ჩემს წინ უამრავ ადამიანს გაუვლია რომლებიც ესე საუბრობდნენ. არაფერი უბრალოდ იმათ ვაიგნორირებ, რბილად რომ ვთქვათ იმიტომ რომ არ იციან რა უნდათ. ვიცი ეს ჩემი გადაწყვეტილება და არც კენჭისყრაში დამარცხება ხელს არ შეგიშლით გააგრძელოთ თქვენი აქტიური მოღვაწეობა ვიკიპედიში.--Surprizi განხილვაწვლილი 19:08, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ჩემი აზრით ამომწურავად ვერ უპასუხა მომხმარებელთა კითხვებს. --Nika chareqishvili განხილვაწვლილი 20:24, 30 სექტემბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) გავეცანი თქვენს კითხვებს, მოსაზრებებს, გადავხედე თქვენს მიერ შეტანილ წვლილსაც და ვფიქრობ ადმინისტრატორად თქვენი არჩევის შემთხვევაში ნამდივლად არაფერი შეიცვლება! ამას გეუბნები, როგორც აქტიური ვიკიპედიელი, რომელსაც ნამდვილად სურს ვიკიპედიის განვითარება და მხოლოდ სტატიების წერაზე, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზეა ორიენტირებული.--Nina1009 განხილვაწვლილი 20:53, 30 სექტემბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ამ პათოსს რა პათოსითაც არჩევნები მიმდინარეობს და იმ ფაქტს, რომ მომხმარებელი კითხვებს არ პასუხობს, მე ხმას ვერ მივცემ. --AkakiBalanchivadze განხილვაწვლილი 17:32, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ჩემი აზრით, თქვენმიერ შეტანილი წვლილის, კითხვებზე პასუხებისა და მოსაზრებების მიხედვით არ არსებობს მიზეზი თქვენი ადმინად არჩევისა. არანაირად არ მიმაჩნია, რომ ეს ქმედება ჩვენს ვიკიპედიას განავითარებს და წაწევს წინ. --NaswKai განხილვაწვლილი 18:35, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) საერთოდ, ვიკიპედიაში ცუდი ტონია, როდესაც საკუთარ თავს წარადგენ კანდიდატად. დავიჯერო, ერთი მაინც არ გამოჩნდა ისეთი, ვინც ფიქრობდა, რომ ეს მომხმარებელი ადმინისტრატორობის ღირსია ?! როგორც ჩანს, არა, სხვა შემთხვევაში განსხვავებულ სურათს მივიღებდით. აგრეთვე, ეს მომხმარებელი ძალიან დიდი ხნით იყო გაუჩინარებული ვიკიპედიიდან, ახლა მისი უეცარი გამოჩენა და ადმინისტრატორად კენჭის ყრა, შეკითხვებს ჰბადებს, და ბოლოს, ვერანაირი ამომწურავი პასუხები ვერ მოვისმინე. ეს მომხმარებელი არ არის მზად ადმინისტრატორობისათვის. ხოლო ეს სექცია მორიგი პროვოკაციების გაგრძელებაა. აქ ეს ადამიანი ადმინობაზე კენჭს არ იყრის, ეს არის ჩვეულებრივი კარგად გათვლილი პროვოკაცია და მორიგი დისკრედიტაცია მთელი პროექტისა. სასაცილოა რაიმეზე საუბარიც კი. - OTOGI Messages 19:22, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ადამიანს, რომელიც 8 თვე გაუჩინარდება, მერე გამოჩნდება და დაპირისპირაბის პროვოცირებას მოახდენს, ნამდვილად მხარს ვერ დავუჭერ. --Mehman 97 09:47, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) არამგონია მსგავსი გამოცდილებისა და წვლილის მქონე ადამიანი იმსახურებდეს ადმინისტრატორობას. მხოლოდ სურვილი არ უნდა ხდებოდეს ვინმეს დანიშვნის საბაბი, ეს ალოგიკურია. ვიკიპედიის მართვა საკმაოდ რთული პროცესია რასაც, ჩემი აზრით, დილეტანტი ვერ შეძლებს.--ნიკოლოზ ზივზივაძე განხილვაწვლილი 12:59, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) მეგონა, რომ ჩემს შეკითხვაზე მომხმარებელი:UndDerDie, ჩვენი აქამდე არსებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე კორექტულ პასუხს გამცემდა, მაგრამ პასუხმა ჯერ სამი დღე დაიგვიანა, მეორეც საკმაოდ აგრესიულ ტონში დაწერა. მსგავსი აგრესიული ტონი კი ვიკიპედიას ვერაფერ სიკეთეს ვერ მოუტანს. ადმინისტრატორი სხვისი ლანძღვით არ უნდა მოდიოდეს. ამას დაემატა მეტაზე მისი ბრალდებები და მან სხვა გზა არ დამიტოვა. ამიტომაც ვწერ არას. --ჯაბა 1977 15:37, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) უდიდეს პატივს ვცემ ნიკას ღვაწლს ქართულ ვიკიპედიაში და მჯერა, ასე გააგრძელებს. ადმინისტრატორის სტატუსი და ტვირთი ამ ეტაპზე ნაადრევი მგონია. — Mikheil მიწერა 16:44, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ნიკას 2016 წელს რომ ეყარა კენჭი დიდი ალბათობით ჩემგან დადებით ხმას მიიღებდა. იმ სიტუაციაში კი როცა თითქმის ერთი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ ბოლო თვენახევრის განმავლობაში გააქტიურდა სამწუხაროდ უარი უნდა ვუთხრა--დათო1010 05:41, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)

Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური)[წყაროს რედაქტირება]

კითხვები კანდიდატს[წყაროს რედაქტირება]

  • კითხვა ადმინისტრატორებს: რატომ არაა არჩევნების შესახებ ინფორმაცია გატანილი Sitenotice-ში, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე? Deu. 05:47, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
  • ამ იდეების მომხრე იყავი ადრე და თვლიდი, რომ სტატუსის მინიჭებისათვის მთავარია არა აქტიურობა, არამედ გამოცდილება. რამდენად იზიარებ ახლა ამ იდეას? Deu. 05:47, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
  • ვიკიპედიის წესებს როგორ იცნობ? არის წესები, რომლებიც არ მოგწონს? Deu. 05:47, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
დავით, მოგესალმები. *სტატუსი (ადმინისტრატორის, შემმოწმებლის და ა.შ) არის ნიშანი იმისა, რომ რედაქტორს აქვს ვიკი-საზოგადოების ნდობა და შეუძლია, ვიკიპედიისთვის სასარგებლო მოქმედებები შეასრულოს. რა თქმა უნდა, საწყენია, თუ ასეთი მომხმარებელი პროექტში აღარ აქტიურობს, მაგრამ, რა სარგებელს მიიღებს ანპროექტი, ან საზოგადოება, თუ ამ მომხმარებელს სტატუსს ჩამოვართმევთ? ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. *ვიკიპედიაში მუშაობის პერიოდში, ასე თუ ისე, წესებს გავეცანი. კიდევ უფრო საფუძვლიანად გავეცანი ადმინისტრატორობაზე კანდიდატურის წამოყენებამდე. რომელი წესი არ მომწონს? არ მომწონს ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევის წესი. მიზანი, რომლის მიღწევისთვისაც ეს წესი თავის დროზე მიიღეს, ნამდვილად ვერ შესრულდა. -- UndDerDie 08:11, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
  • რამდენად მისაღებია შენთვის ის, რომ ეგ წესი, რომელიც არ მოგწონს, ზოგზე გავრცელდა, ხოლო წესის ერთ-ერთ ავტორზე არ გავრცელდა. როცა კონკრეტულ პიროვნებას ემუქრება წესი, მაშინ რომ ხდება ცუდი, ეს მისაღებია შენთვის? ასევე როგორ შეაფასებ ამ კენჭისყრას, რომელშიც აშკარა მეგობრებით თამაშს აქვს ადგილი? ამასაც გაეცანი და მითხარი, როგორ შეაფასებ იმას, რომ ვინც ამ დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება, ყველა ან დაიბლოკა, ან დაემუქრნენ დაბლოკვით. ბლოკირების და ტერორის შეგეშინდება და ამ ყველაფერს ლეგიტიმაციას მისცემ თუ უშიშრად იტყვი იმას, რასაც რეალურად ფიქრობ. პირდაპირ გეტყვი, რომ თუ მაგ ყველაფერს „გააპრავებ“, ალბათ ბევრ ხმას მიიღებ. თუ არ გააპრავებ და სიმართლეს იტყვი, ჩემ და ალბათ კიდევ რამდენიმე ხმას მიიღებ, მაგრამ ადმინი დიდი ალბათობით ვერ გახდები და თუ გახდები, მუდმივად დისკრედიტაცია არ აგცდება. თუ მზად ხარ ამისთვის, მხარს დაგიჭერ. არჩევანი შენზეა. Deu. 08:30, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის დროს აქტიური არ ვიყავი და ვერ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. მიხეილს, ჩემი აზრით, უნდა ჩამორთმეოდა სტატუსი, ყველანაირი კენჭისყრის გარეშე. არა იმიტიომ, რომ არ მინდა, მიხეილი ადმინისტრატორი იყოს. მაგრამ, თუ წესი მიღებულია, აუცილებელია მისი პატივისცემა და აღსრულება. რაც შეეხება გაფრთხილებებსა და დაბლოკვებს — ზო შემთხვევებში ადმინისტრატორების ქმედებები სწორი იყო, თუმცა, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში, გაფრთხილება მიცემულ იქნა სუბიექტური ინტერპრეტაციის გამო, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ეჭვი მეპარება, რომელიმე ადმინისტრატორს ეხალისებოდეს გაფრთხილებების მიცემა - ჩემი აზრით, ეს არის იმ ემოციური ფონის შედეგი, რომელიც შეიქმნა ამ ბოლოს დროს ვიკიპედიაში. რაც შეეხება ადმინისტრატორად გახდომის პერსპექტივებს - იმედი მაქვს, რომ ბევრი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში (სამწუხაროდ, როდესაც მომხმარებელმა Suprizi-მ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა, დიდი პასიურობა შეიმჩნეოდა) ყველანაირი ცრურწმენის (bias) გარეშე. -- UndDerDie 08:57, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
  • რადგან ადმინისტრატორობაზეა საუბარი, კიდევ რამდენიმე შეკითხვა მექნება. ამინისტრატორთა კონკრეტული ქმედებების განხილვა მინდა, როგორ შეაფასებ ამ ქმედებებს და შენ როგორ მოიქცეოდი ასეთ სიტუაციებში:
    • ვიკისაზოგადოება მოითხოვდა MIKHEIL-ის სტატუსის მოხსნას. ამ დროს თავად MIKHEIL დიდხანს დუმდა, სანამ მისმა მეგობრებმა კენჭისყრა არ ჩაატარეს და ხმები არ მოაგროვეს. ამ კენჭისყრაში დიდმა ნაწილმა მანამდე განხილვაში ჩართული მომხმარებლებისა მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო. ამის მერე MIKHEIL შემოდის და ვიკისაზოგადოებას უხდის მადლობას მხარდაჭერისათვის. შენ რას იზამდი MIKHEIL-ის ადგილას.
    • მას შემდეგ, რაც მე წესის მიხედვით MIKHEIL-ის სტატუსის მოხსნა მოვითხოვე, იგი თავის დაცვას იწყებს ჯერ გრამატიკის წესების თავდაყირა დაყენებით, შემდეგ კი ერთი საათის ინტერვალში 500 ფორმალურ ცვლილებას აკეთებს და ამბობს, რომ წესი მასზე ვერ გავრცელდება. შენი შეფასება და რეაქცია MIKHEIL-ის ადგილას?
    • ადმინისტრატორი MIKHEIL მკაცრ გაფრთხილებას აძლევა Gobrona-ს სასვენი ნიშნის გამოყენების გამო, შემდეგ კი ბოღმიანს უწოდებს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც Gobrona-მ MIKHEIL-ის სტატუსის მოხსნა მოითხოვა. ამ დროს განხილვაში ერთვება Otogi და შენიშვნას აძლევს Gobronas პროვოკაციისათვის და კრიტიკისათვის და მოუწოდებს მას, ნუ აღვივებს კონფლიქტს. ხოლო მიხეილის მიერ გამოყენებულ ტერმინებს: „კრიჭაში ჩამდგარი მომხმარებელი“, „ვიკიპედიის პარაზიტი“, „ბოღმა“, „ყოფილი ვიკიპედიელი“ — ოთოჯი ყურადღებას არ აქცევს. როგორ ფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონფლიქტის სათავე მიხეილის მიერ სასვენ ნიშანზე მიცემული პროვოკაციული შენიშვნაა თუ გობრონას პასუხი? შენ ოთოჯის ადგილას ვის მისცემდი გაფრთხილებას და რა სახის?
    • ვიკისაზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვდა ამ კენჭისყრის შეჩერებას, მაგრამ კენჭისყრა ბიუროკრატმა არ შეაჩერა. განხილვა მიდიოდა ფორუმშიც. ფორუმში საწინააღმდეგო აზრი გამოთქვეს Otogi-მ და BRUTE-მაც, მაგრამ მათ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან კენჭისყრა იყო არალეგიტიმური მათი აზრით. შედეგების შეჯამებისას David1010-მა არ გაითვალისწინა ამ ორი მომხმარებლის აზრი. ასევე შეჯამებისას არ მიათვალეს ჩემი ხმაც, სავარაუდოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგობის ხატულა ჩემი კომენტარის თავში არ დავსვი. როგორ ფიქრობ, რამდენად გამართლებულია კენჭისყრის მიმართ ასეთი ფორმალისტური დამოკიდებულება? და როგორ მოიქცეოდი David1010-ის ადგილას.
    • მიგაჩნია თუ არა ეს აშკარა მეგობრებით თამაში ლეგიტიმურ კენჭისყრად?
  • ველი ამომწურავ პასუხებს. მადლობა ;). Deu. 12:33, 28 სექტემბერი 2018 (UTC)

ასეთ სიტუაციებთან გამკლავება მოგიწევს, როგორც ადმინისტრატორს და ამ ქმედებების შეფასება უნდა შეძლო. ასევე, მე უნდა ვიცოდე, ხმას ვაძლევ ისევ იმავე ქმედებების განმახორციელებელ ადმინს თუ განსხვავებული მიდგომებისას. Deu. 12:38, 28 სექტემბერი 2018 (UTC)

სანამ კითხვებზე გავცემ პასუხს, ავღნიშნავ, რომ ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ მოვიქცეოდი მაშინ, ადმინისტრატორი რომ ვყოფილიყავი, თუმცა, ახლა:
  1. მიხეილის ადგილას, მე ადმინისტრატორობიდან გადავდგებოდი. არა იმიტიმ, რომ ასე უნდა Deu-ს, Gobrona-ს თუ ვინმე სხვას. ადმინისტრატორი უპირველეს ყოვლისა უნდა მოქმედებდეს პროექტისა და საზოგადოების ინტერესებში - მართალია, იმ პერიოდში აქტიური არ ვიყავი და შეიძლება ზუსტად ვერ ვაფასებდე სიტუაციას, მაგრამ, მე რომ მკითხო, მიხეილის გადადგომა ნამდვილად წაადგებოდა ვიკიპედიას, მარტო იმიტომ მაინც, რომ მომხმარებელთა შორის ამ საკითხთან ერთად წამოჭრილი კონფლიქტების თავიდან აცილება შეიძლებოდა. დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმება, რომ სიტუაცია, რომელსაც ჰქონდა ადგილი, არავისთვის არ იყო სასიამოვნო და არანაირად არ წაადგა ქართულ ვიკიპედიას. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მიხეილს, შესაძლო გადადგომის შემდეგ, კვლავ რომ ეყარა კენჭი, მიიღებდა საზოგადოების ნდობას (დიდი ალბათობით, მათ შორის იქნებოდნენ ისინიც, ვინც დისკუსიაში თუ კენჭისყრაში გამოთქვა აზრი, რომ მას სტატუსი უნდა ჩამოერთვას).
  2. Gobrona-ს გაფრთხილებას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. რაც შეეხება გაფრთხილებას - მივცემდი ორივეს, როგორც მიხეილს, ისევე Gobrona-ს. ორივე მომხმარებლის მხრიდან ჰქონდა ადგილი მიუღებელ რემარკებს.
  3. კენჭისყრას რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ ის უნდა ჩატარებულიყო. შეიძლება არ მოგვწონდეს წესი, მაგრამ, ფაქტია, ის არსებობს და მისი აღსრულება მოგვიწევს. წესში კი გასაგებად წერია, რომ სტატუსი ადმინისტრატორს უნდა ჩამოერთვას კენჭისყრის გარეშე. წესი ცუდია, მაგრამ, სანამ მოქმედებს, პატივი უნდა ვცეთ.
  4. საერთოდ, საეჭვოა, რომ მომხმარებლებმა, რომლებიც მხოლოდ სტატიებს წერენ და იშვიათად თუ იღებდნენ მონაწილეობას დისკუსიებსა და ბოლო ცვლილებების მონიტრონგში, ზუსტად ამ კენჭისყრის დროს გამოჩნდნენ და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია (თუმცა, ამის უფლება კი ნამდვილად აქვთ). ბევრი მათგანის ანგარიშზე, კენჭისყრის შემდეგ, არც ერთი რედაქტირება არ არის (იხ. 1, 2, 3, 4, 5, 6. ეს მართლაც საეჭვოა - ვფიქრობ, მეთანხმებით. იმედი მაქვს, კითხვებს ამომწურავად გავეცი პასუხი. ველი კითხვებს სხვა მომხმარებლებისგანაც. -- UndDerDie 13:19, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
  • სამწუხაროა, რომ ამ არჩევნებშიც მთავარი თემა მე ვარ, მაგრამ არაუშავს. მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტე ადმინისტრატორობა და როგორ თვლი, რით წაადგები პროექტს ამ სტატუსით? ვიკიპედია ადმინთა რაოდენობას რა თქმა უნდა, ჩარჩოებში არ აქცევს, რაც თავისთავად, კარგია; თვლი თუ არა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრატორები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს? და ბოლოს, დაბლოკავდი თუ არა დეუს ზემოთ ხსენებულ კონფლიქტში, როგორც ეს ორმა ადმინისტრატორმა გააკეთა და მესამეც დაეთანხმა? — Mikheil მიწერა 13:34, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
მიხეილ, მოგესალმები. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ 2016 წლის 27 მაისიდან, მსურს, ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორი ვიყო. არა იმიტომ, რომ პირადი სურვილი ავისრულო. არა, უბრალოდ მეც, როგორც ნებისმიერ სხვა ვიკიპედიელს, მაქვს სურვილი, ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი ენციკლოპედიის განვითარებაში. თავის დროზე, შემმოწმებლობაც ამიტომ გადავწყვიტე. ალბათ, ჩემს სიტყვებს ემოციური ელფერი დაჰკრავს, მაგრამ რასაც ვწერ, გულით ვწერ. პროექტს ამ სტატუსით, ჩემი აზრით, ნამდვილად წავადგები: ბოლო 1,5 თვეა, რაც საკმაოდ გავაქტიურდი. დარწმუნებული ვარ, სხვა მრავალთან ერთად, ადმინისტრატორის უფლებები ახალ მომხმარებლებთან ურთიერთობაშიც დამეხმარება და ვანდალიზმთან ბრძოლაშიც. ასრულებენ თუ არა ადმინისტრატორები საკუთარ მოვალეობებს და ვარ თუ არა მე მათი მუშაობით კმაყოფილი? მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ კმაყოფილი ვარ. მაგრამ, არც მაშინ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ. სადღაც შუაში ვარ, კოლეგებო. Deu-ს დაბლოკვას რაც შეეხება: მომხმარებლის დაბლოკვა საკმაოდ სერიოზული ქმედებაა და სერიოზულ საბაბს მოითხოვს. კიდევ ერთხელ გავეცნობი დისკუსიას და ამ კითხვაზეც გაგცემთ პასუხს. -- UndDerDie 13:58, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი „მომხმარებელი“ ისევ აგრძელებს ძველი საკითხით სპეკულირებას. თუმცა, ეს მისი საქმეა. რაც შეეხება მესამე პირების დადანაშაულებას რიგი საკითხებით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე ადამიანის დადანაშაულება წესების დარღვევაა და ისჯება, ასე რომ, წარმოადგინეთ სამხილი და ტყვილად ჰაერში ნუ ისვრით სიტყვებს. წესების ინტერპრეტირებამდე კი გირჩევთ ჯერ წესი კარგად წაიკითხოთ და გაიაზროთ რა როგორ წერია. ამით მე დავასრულებ ძველ თემაზე საუბარს. ადმინის კანდიდატისთვის კი ერთი შეკითხვა მაქვს: „ამიხსენი, რატომ უნდა გენდოთ და დაგიჭიროთ მხარი ადმინობაზე, როდესაც შენ შესაძლებელია ადმინად გახდომის შემდეგ, ისევ 8 [16 დეკემბერი 2017 — 16 აგვისტო 2018] თვით გაქრე და მერე დაბრუნდე. ამის გარანატია არსებობს?“ ადმინი მუდმივად აქტიური პირი უნდა იყოს და არა სეზონურად აქტიური. --Mehman 97 14:47, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
უპირველეს ყოვლისა, მადლობა ამ კითხვისთვის. რაც შეეხება ჩემ „გაქრობას“ - ვიკიპედიაში აქტიურ მუშაობას რომ არ ვაპირებდე, კანდიდატურას არ წამოვაყენებდი. უბრალოდ ტყუილად დაიხარჯებოდა ჩემი და თქვენი დროც. ისე, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გაქრობას ნამდვილად არ ვაპირებ. მეჰმან, როგორც ვხედავ, შენთვის (და ალბათ სხვა მომხმარებლებისთვისაც) ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია. შენც (და სხვებსაც) გპირდებით, რომ არ გავქრები. გპირდებით ამას არა იმიტომ, რომ ნებისმიერი გზით მინდა ადმინისტრატორი გავხდე, არამედ იმიტომ, რომ მართლა არ ვაპირებ პასიურად ყოფნას. დანარჩენი კი თქვენზეა - რამდენად ენდობით ჩემ სიტყვას. იმედი მაქვს, რომ ენდობით. ვიღიმი. -- UndDerDie 15:07, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
მეჰმანს ვეთანხმები, რომ ადმინისტრატორი აქტიური უნდა იყოს, რასაც ახლანდელ ადმინისტრატორებს ვერ ვამჩნევ (ამიტომ არ დავუჭირე მხარი MIKHEIL-ის სტატუსის შენარჩუნებას. თუ "უაქტიურესი" იქნები, UndDerDie, მაშინ მე ხმას მოგცემ. გიო ოქრო 16:26, 28 სექტემბერი 2018 (UTC)

როდესაც წერ: „ადმინისტრატორის უფლებები ახალ მომხმარებლებთან ურთიერთობაშიც დამეხმარება და ვანდალიზმთან ბრძოლაშიც“ დამისახელე თითო-თითო შემთხვევა მაინც სადაც ადმინისტრატორის სტატუსის არქონამ ხელი შეგიშალა ახალ მომხმარებლებთან ურთიერთობაში და ვანდალიზმთან ბრძოლის საქმეში. აქვე მაინტერესებს რამდენად დამოუკიდებელი იქნები გადაწყვტილებების მიღების დროს როგორც ადმინისტრატორი? და ბოლოს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ველოდები ბოლომდე უპასუხო MIKHEIL-ის შეკითხვას კონკრეტული მომხმარებლის დაბლოკვასთან დაკავშირებით. --ჯაბა 1977 03:11, 29 სექტემბერი 2018 (UTC)

ძალიან უხერხულია, როცა კანდიდატის აქტიურობასა და დამოუკიდებლობაზე სვამენ კითხვებს ის მომხმარებლები, რომლებმაც თავისი მეგობრებით ითამაშეს, მარიონეტებად აქციეს სრულიად უდანაშაულო ახალი შეძენილი მომხმარებლები და ამით ადმინისტრატორის ექვსთვიანი პასიურობა „გააპრავეს“. Deu. 07:04, 29 სექტემბერი 2018 (UTC)
ნუ ჯერ იმას ვიტყვი სრულად მხარს ვუჭერ მომხმარებელ UndDerDie-ის და მერე მეორე, რა მაინტერესებს ახლა, ასეთ მნიშვნელოვან დროს სად არიან პატივცემული Deu-ის მიერ მარიონეტებად წოდებული მომხმარებლები, ანუ ბატონი მიხეილის ადმინობა, რომ „გააპრავეს“ და იმის მერე თუ არ ვცდები არცერთი რედაქტირება რომ არ არის მათ ხარჯზე. ახლა რატომ არ იღებენ მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობას. Gobrona განხილვაწვლილი 18:19, 29 სექტემბერი 2018 (UTC)
@Gobrona: იმიტომ რომ მითითების („დავალების“) გარეშე არც ადმინის არჩევის და არც ფორუმი უთანხმოების გვერდების მოძებნა არ შეუძლიათ. გიო ოქრო 18:31, 29 სექტემბერი 2018 (UTC)
მაშინ მიუთითეს ახლა — არა. გიო ოქრო 18:32, 29 სექტემბერი 2018 (UTC)
ეს კითხვას არ ეხება —David1010 , Mikheil და Otogi. პირველ ორ მომხმარებელზე მივიღე მონაწილეობა კენჭისყრაში, მესამე მომხმარებელზე არ მიმიღია (ნამდვილად დადებით ხმას მიიღებდა ჩემგან ალბათ აქტიური არ ვიყავი იმ დროს). რატომ გავიხსენე ეს ძველი არჩევნები. მე მიყვარს ახალგაზრდები, რადგან მათ მოაქვთ სიახლეები. ზუსტად ამ ადმინისტრატორებმა შემოიტანეს ახალი წესი ადმინების მოხსნის შესახებ (სხვა მომხმარებლებმა დაუჭირეს მხარი) და ზუსტად ამათმა მოახერხეს ათი ადმინის ერთდროულად მოხსნა და უმრავლესოვა დავემორჩილეთ კიდევაც, რის გამოც ჩვენმა ზემდგომებმა ჰკითხეს ადმინებს, თუ რატომ მოიმოქმედეს ასე და გლობალურ ვიკიპედიაში წინ ვეღარ მიიღეს სასურველი ხმები. ახალგაზრდებო-ადმინებო ნუ გეშინიათ ახალი ადმინის არჩევა. ახალი ადმინი — ის ხომ ახალი თაობაა, ხოლო ახალი თაობა ქართულ ვიკიპედიას მოუტანს სიახლეს. ახალი თაობა ხომ უფრო საღად აზროვნებს ვიდრე მე და თქვენ (მერე რა რომ ასაკით ჩემზე ახალგაზრდები ხართ). ქართული ვიკიპედია ჩიხშია და ის უნდა გამოვიდეს ჩიხიდან. სხვასაც მივცეთ ამის საშუალება. მადლობა ცანგალა 08:57, 30 სექტემბერი 2018 (UTC)
ვეთანხმები ცანგალას. ვისაც ქართული ვიკიპედიის წარმატება და წინწაწევა უნდა აუცილებლად მისცეს ხმა UndDerDie-ს, რამეთუ ახლანდელი ადმინისტრატორები ნაკლები აქტივობით გამოირჩევიან. გიო ოქრო 13:02, 30 სექტემბერი 2018 (UTC)
სანამ მეც დამბლოკეს, გავცემ ბოლო კითხვებს პასუხს. სულ უფრრო და უფრო დავრწმუნდი, რომ Deu არავითარ შემთხვევაში დასაბლოკი არ იყო. არ იყო დასაბლოკი არც Gobrona. არ იქნება დასაბლოკი არც ის, ვინც სამართლიანად იტყვის, რომ ყველაფერი, რასაც ახლა აქვს ადგილი, უბრალო „წმენდა“ და ავტორიტატირზმის გამოლვინებაა. აქვე მინდა მოვუხადო მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. მოხარული ვარ, რომ თქვენი ნდობის ღირსად ჩამთვალედ. -- UndDerDie 19:36, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)
აქვე იმასაც დავიმატებ, რომ მომხმარებელმა NaswKai-მ შეიძლება მოსაზრებები დამიწუნოს, მაგრამ ჩემ წვლილს მაინც ნუ შეეხება. ეგ ნამდვილად არ დავიმსახურე. -- UndDerDie 19:39, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)

დისკუსიას არ ეხება[წყაროს რედაქტირება]

დასრულების თარიღი: 13:46, 2018 — თარიღს ვერ ვხედავ.--ცანგალა 15:20, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
ასევე არსად ჩანს განცხადება, რომ არჩევნები მიმდინარეობს! Rastrelli F 13:22, 30 სექტემბერი 2018 (UTC)
@Rastrelli F: ჩემთან ჩანს. გიო ოქრო 13:26, 30 სექტემბერი 2018 (UTC)
„ქეშის“ ბრალი ყოფილა, სხვა ბროუზერში გამოჩნდა. @გიო ოქრო: მადლობა მითითებისთვის. R 14:25, 30 სექტემბერი 2018 (UTC)
არაფრის. გიო ოქრო 14:34, 30 სექტემბერი 2018 (UTC)

სამარცხვინოა[წყაროს რედაქტირება]

@UndDerDie: ნიკოლოზ რა გითხარი ადმინი ვერ გახდები მეთქი ვიკრიჭები ახლა ვაკვირდები, ყოველდღე ორ-ორად შემოდიან და დაახლოებით 10-მდე რედაქტირებას გააკეთებენ და მერე ხმას აძლევენ — „არა“ და ისეთ უაზრო არგუმენტს დაურთავენ თან თავადაც უკვირთ დარწმუნებული ვარ. მაგრამ რა ქნან, ასე დაავალეს ზემოთ, „ვიში ეშელონებმა“, ვიკიპედიის ბურჯებმა :)))) ენციკლოპედიაა თუ მარიონეტების თეატრი :))) თქვენი ბინძური გეგმებისთვის ამ ბავშვებს რო იყეენებთ არ გცხვენიათ? ასე უტუხად შეიძლება თვალებსი ნაცარს გვაყრიდეთ? სინდისი აღარ გაგაჩნიათ საერთოდ? თქვენ ხართ ვიკიპედიის მტრები! Gobrona განხილვაწვლილი 18:47, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)

მეტისმეტია, ყველაფერს აქვს საზღვარი! დილითვე უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ კიდევ ერთი შანსი მოგეცი, ახლა ასე ვეღარ იქნება, ყოველგვარ ზღვარს გადადიხარ! ვიკიპედიაა თუ ფორუმ.ჯი? სოფლის ბირჟად აქციეთ აქაურობა! მისამართი შეგეშალათ, მეგობრებო, სხვაგან დაიოკეთ ეს ეჭვები, ადმინისტრაცია ამდენს ვეღარ მოითმენს, მიმდინარეობს მთლიანი პროექტის დისკრედიტაცია. გმადლობთ!— Mikheil მიწერა 19:07, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)
აქვე, დავამატებ, რომ მე პირადად მზად ვარ შეველიო ადმინობას, მაგრამ ბოლომდე შევასრულებ ჩემს დაკისრებულ ვალდებულებას - უკანასკნელ წუთებამდე დავიცავ წესრიგს ვიკიპედიაში, რომც მომიწიოს ადმინობიდან მოხსნა, ჩემ თავთან მაინც ვიქნები მართალი. აქ რაც ხდება, არის ჩვეულებრივი, წინასწარ დადგმული პროვოკაცია. - OTOGI Messages 19:28, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)
@MIKHEIL: @Otogi: ეს რა ხდება? პირველმა თქვენგანმა Gobrona 2 კვირის ვადით დაბლოკა, მეორემ კი 3 თვედ გადაასწორა მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრებით თამაშის მხილებას ახდენს ეს მომხმარებელი? მანამდე ერთ, ორ და სამ მხარდამჭერს ამჟამინდელი ადმინობის კანდიდატებისა დაბლოკვით ემუქრებით არჩევნების პერიოდში? ეს ხომ პირდაპირი თავდასხმა და ჩარევაა არჩევნებში, რადგან კანდიდატმა თავადაც გამოთქვა ეჭვი ამავე გვერდზე მეგობრებით თამაშის შესახებ. მაშ ყველა დაბლოკეთ, ვინც თქვენს წინააღმდეგ ფიქრობს, წერს და ლაპარაკობს! 3 თვე სიმართლის მხილებისათვის...
სიტყვა „ადმინისტრაციის“ გამოყენებისას კი ფრთხილად, კოლეგავ: უნებლიედ მაგ კომენტარში ადმინისტრაცია ზედამხედველ ორგანოდ არ წარმოგვიდგინო. ასეთი ადმინისტრაცია ვიკიპედიას არ ჰყავს, ზედამხედველობას ჩვენ ვახდენთ თქვენზე, თქვენგან დაწუნებული მომხმარებლები.
სასწრაფოდ მოუხსენით ბლოკი Gobrona-ს და ნუ ატერორებთ იმ თუნდაც რამდენიმე მომხმარებელს, რომლებსაც ამ არჩევნებში უნდათ UndDerDie-ს მხარდაჭერა და თავიანთი აზრის თავისუფლად გამოთქმა. Deu. 19:32, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)
Otogi, რას ამბობ ახლა, საკუთარი თავის წამოყენების გამო ეწერება მინუსი კანდიდატს? ეს ხომ დისკრიმინაციაა! არ ეკადრება ასეთი რამის თქმა გამოცდილ ადმინისტრატორს. Deu. 19:36, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)

უსაფუძვლო ბრალდებები[წყაროს რედაქტირება]

კიდევ ერთი. ბატონ Otogi-ს ვთხოვ, თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან. ოთო, აწარმოადგინე მტკიცებულებები, რომ ეს მართლაც რომ დაგეგმილი პროვოკაციაა. (კონსპიროლოგიურ თეორეიებში ნაღდად არ გყავს ბადალი). ეს პერსონალური შეტევაა და ღარაცეების დაბრალებაა. „რაც შეეხება მესამე პირების დადანაშაულებას რიგი საკითხებით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე ადამიანის დადანაშაულება წესების დარღვევაა და ისჯება, ასე რომ, წარმოადგინეთ სამხილი და ტყვილად ჰაერში ნუ ისვრით სიტყვებს“. იმედი მაქვს, ადმინისტრაცია შესაბამის ღონისძიებს გაატარებს. -- UndDerDie 19:41, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)

ზუსტად ამის დაწერას ვაპირებდი. უსაფუძვლო ბრალდებები ისევ და ისევ. ამ საბაბით, თითქოსდა ჩემი მხილება მეგობრებით თამაშისა უსაფუძვლო იყო, ოთოჯიმ ერთი თვით დამბლოკა. მაშინ, როცა მე მტკიცებულებები მქონდა. ახლა კი ოთოჯი, რა მტკიცებულება გაქვთ, როცა ამ არჩევნებს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებთ? Deu. 19:46, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)
@Otogi:იხ. ვიკიპედია:ადმინისტრატორები/ადმინისტრატორად გახდომა — ეს არის ვიკიპედიის წესი. რას ნიშნავს ცუდი ტონი? ცუდი ტონი საბჭოთა პერიოდში იყო, ახლა დემოკრატიულ საქართველოში და დემოკრატიულ ქვეყნებში და მითუმიტეს თავისუფალ ვიკიპედიაში შენი თავი შენ თვითონ უნდა შეაფასო. იმედია ამ წესის შეცვლასაც არ მოინდომებთ. --ცანგალა 20:06, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)

@Surprizi: იმაზე არ ფიქრობ, რომ შენი კანდიდატურა არ მოგვეწონა? აუცილებელი არაა როდესაც ვიკის უჭირს ნებისმიერს მივცეთ ადმინობა. მე ჩემი მიზეზი მქონდა, სხვას - სხვა. პირდაპირ თქვი რომ არ გინდა უნდდერდიე ადმინად, თორემ კავიკიში რომ პრობლემაა ყველა კარგად ვხედავთ. გიო ოქრო 06:04, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)

მე შენ უფლებას გაძლევ იფიქრო რომ მე არ მინდა უნდდერდი ადმინად. მე ასევე ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას გამოვთქვა ჩემი აზრი, მიუხედავად იმისა შენ რა აზრი გაგაჩნია. ამის გარდა მინდა შენი ეს ტექსტი სიღრმისეულად გავაანალიზო.
  • იმაზე არ ფიქრობ, რომ შენი კანდიდატურა არ მოგვეწონა? — კი კანდიდატი შეიძლება არ მოგწონდეს და არაა აუცილებელი ეს სიმპათია მაინცდამაინც ვიკიზე ზრუნვით იყოს განპირობებული. კანდიდატი შეიძლება არ მოგწონდეს, ხმის ტემბრის, ფეხის ზომის, ნაკლები აქტიურობის, მრავალი აქტიურობის და სხვათა და სხვათა გამო...
  • აუცილებელი არაა როდესაც ვიკის უჭირს ნებისმიერს მივცეთ ადმინობა. — კი, გეთანხმები, როდესაც ვიკის უჭირს არაა სავალდებულო ნებისმიერს მისცეთ ადმინობა. ნებისმიერი შეიძლება ვიყო მეც, უნდერდიც და სხვებიც. ანუ შენ ამ წინადადებაში გააზრებულად წარმოთქვამ აზრს რომ არსებობს განსზღვრება „არაა აუცილებელი“.
  • მე ჩემი მიზეზი მქონდა, სხვას - სხვა. — ამაზე ზევით ვისაუბრე რომ თავისუფალი აზრის გამოხატვა ეს ნორმაა, როგორც შენთვის ისე ჩემთვის.
  • პირდაპირ თქვი რომ არ გინდა უნდდერდიე ადმინად — ჩემთვის ადმინი ესაა მსახური. არსებობენ ორი კატეგორიის ვიკიმომხმარებლები: ის ვისაც უფლებები აქვთ და ის ვისაც პასუხისმგებლობები აქვთ. მაშ ასე მიუხედავად იმისა რომ ადმინებს აქვთ რიგი უფლებები მე ჩემის აზრით მათ ქვედა დონეს მივაკუთვნებ რამეთუ მათ აქვთ მუდმივი ზრუნვის და დარდის პროცესი. სხვანი ვართ თავისუფალი რედაქტორები. მე ჩემს ფილოსოფიურ ხედვაში ადმინები გამყავს ქვედა კატეგორიაში და შესაბამისად მე მათ აღვიქვამ როგორც ვიკი მსახურებად. ჩემთვის არსებობს ესეთი დილემა. სანამ ესენი თავს უმტკიცებენ რომ უნდა იზრუნონ ვიკიპედიაზე ჯობია ხელი არ შევუშალო. იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს დადგება ისეთი დრო როდესაც ყველა კარგად გაიაზრებს რომ ცხოვრება მშვენიერია და დროის კარგვა ადმინობაზე არ ღირს. სხვათაშორის ეს უკვე ყოფილმა ადმინებმა გაისიგრძესიგანეს. არცერთ ექსადმინს არ უნდა თავიდან ადმინობა. ამიტომ ნუ დამიწყებთ საწინააღმდეგოს მტკიცებას მით უმეტეს თუ არც მოქმედი ადმინი ხართ ან არც ყოფილი. აგერ ავიღოთ, ვიქსიკონი. ვიქსიკონის მუდმივი ადმინი ესაა Deu. აბა გახედეთ სადაა ადმინი და ვინ ზრუნავს ვიქსიკონში წესრიგზე? მე? მე რა აზრი მაქვს? მე ვფიქრობ რომ ძალიანაც კარგი რომ თუნდაც ყავს თუნდაც უმოქმედო ადმინი ვიქსიკონს. მე ჩემი სამი თვე რაც ვიყავი, ჩემი მცირედი წვლილი შევიტანე და აღარ გამიგრძელებია. ამიტომ მე დღევანდელ ადმინებს ვუყურებ რომ აბა ბიჭებო გაუძეხით უღელს. ვიცი რომ ესენი ადრე თუ გვიან დაეცემიან და მერე მე დასვენებულმა უნდა ავიღო ვიკიზე ზრუნვა საკუთარ თავზე. შენთვის ვიცი ეს სიტყვები წარმოუდგენელია რადგანაც არ ხარ შორსმჭვრეტელი და ვერ დაინახავ იმას რასაც მე ვხედავ, თუმცა ეს ტრაგედია არაა.
  • კავიკიში რომ პრობლემაა ყველა კარგად ვხედავთ. — კავიკიში რომ პრობლემაა ამისათვის ხმა მიეცი ადამიანს რომელსაც ბოლო 8 თვე ვიკიში არაფერი გაუკეთებია? არ გაგიჩნდა შეკითხვა სურპრიზის არჩევნები დასრულდა 13 აგვისტოს და 16 აგვისტოს გამოჩნდა UndDerDie და რომ მთელი მისი ბიოგრაფია ესაა 2,4 წელი? საიდანაც 80% აქტივობისა მოდის 2016 წელზე, 20% - 2017 წელზე და 2018 წელი - 0? და ფაქტიურად გამოდის რომ თავისი კანდიდატურა რომ წამოეწია ის ამას 16 აგვისტოს ახალმოსული ვერ გააკეთებდა? ანუ გამოდის რომ 8 თვიანი პაუზის თავზე ის რომ გამოჩნდა ჩემი არჩევნებიდან 3 დღეში ის შემთხვევით არ გამოჩენილა არამედ იმიტომ რომ თვითონ ეყარა კენჭი ადმინობაზე. შენ რომელიც ხედავ ვიკიში რა სიტუაციაცაა რომელმაც კარგად იცოდი UndDerDie-ის ეს ბიოგრაფია, რადგანაც პოლემიკაში გამომიწვიე ამიტომ გისვამ შეკითხვას დამისაბუთე შენი თანხმობის მიზეზი, მაშინ როდესაც იცოდი რომ კანდიდატს ესეთი ბიოგრაფია ჰქონდა. ესეიგი გამოდის რომ აქტიური და გამოცდილი და უკონფლიქტო რედაქტორი რომელსაც ადმინისტრაციული უფლებები აქვს და მისთვის უცხო არაა ადმინობა და რომელიც ვიკიში 2009 წლიდანაა ის შენთვის ნაკლებად მისაღებია და ის ვისი ვიკიბიოგრაფია პასიურობისკენ ვითარდება ის მისაღებია და შენ ეხლა მე აქ უნდა დამიწერო სიტყვები რომ „ყველა არ იმსახურებს“?! ამიხსენი სიტყვები - მომხრე ვიქნები იმ პირობით, რომ აქტიური ადმინისტრატორი გახდები და ვიკის არ „დაივიწყებ“ (ზოგიერთებივით). გიო ოქრო 21:46, 28 სექტემბერი 2018 (UTC) როგორ შეიძლება დაწერო ესეთი რამე როცა არ იცი ადამიანი აქტიური იქნება თუ არა. მე ამ წინადადებაში ვერ ვხედავ ვერაფერს რასაც საერთო აქვს ვიკიპედიაზე მომავლის ზრუნვასთან.
  • ჩემი დასკვნა: შენ ვიკიპედია გგონია მიმოეწრის საშუალება. ჩემი კრედოა - „მეტი მუშაობა, ნაკლები საუბარი“. ვიკიპედია ესაა ენციკლოპედია და ჩემის არით აქ ხალხი ისევე ჩუმად უნდა ფუსფუსებდეს კომპიუტერთან, როგორც ბიბლიოთეკაში ჩუმად მუშაობს ხალხი. ნებისმიერი მოქმედება რაც ვიკიპედიის განვითარების შემაფერხებელია, ის საზიანოა და შესაბამისად მას ჩემი ფილოსოფიით მას ჰქვია „ბოროტება“. ამიტომ მე მომხრე ვარ ნებისმიერი სიტუაციის მოკლე და ლაკონური გადაწყვეტით.
პ.ს. მინდა შენი ტექსტი „უკან დაგიბრუნო“ რომ მომავალში დაფიქრდე მე ვინ ვარ, შენ ვინ და რა უნდა მომწერო და რა ფორმატში - იმაზე არ ფიქრობ, რომ ჩემი კანდიდატურა არ გაწყობდა? აუცილებელი არაა როდესაც ვიკის უჭირს „ნებისმიერს“ მივცე ადმინობა. მე ჩემი მიზეზი მქონდა, სხვას - სხვა. პირდაპირ თქვი რომ არ გინდოდა სურპრიზი ადმინად, თორემ კავიკიში რომ პრობლემაა ყველა კარგად ვხედავთ. ;)--Surprizi განხილვაწვლილი 07:20, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)
@Surprizi:
  1. პირველ რიგში: „შენ ვიკიპედია გგონია მიმოეწრის საშუალება“ — ტყუი!
  2. მეორე რიგში: „როგორ შეიძლება დაწერო ესეთი რამე როცა არ იცი ადამიანი აქტიური იქნება თუ არა“ — UndDerDie-ის სიტყვები: „ვიკიპედიაში აქტიურ მუშაობას რომ არ ვაპირებდე, კანდიდატურას არ წამოვაყენებდი“, „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გაქრობას ნამდვილად არ ვაპირებ“, „შენც (და სხვებსაც) გპირდებით, რომ არ გავქრები“.
  3. მესამე რიგში: „იმაზე არ ფიქრობ, რომ ჩემი კანდიდატურა არ გაწყობდა?“ — კი „არ მაწყობდა“, არამედ არ მსურდა, რადგან არ მინდა ქართულ და აფხაზურ (რომელშიც იმდენი სეპარატისტული რამ წერია და მათი გამოსწორება არ ხდება; P.S. დიდი მადლობა, რომ სტ. სოხუმში მსგავსი პრობლემა აღმოიფხვრა, მაგრამ ყოველ სტატიას მსგავს განხილვებს ვერ დავუწყებ) ვიკიპედიებს ერთი ადმინი ყავდეს.
  4. მეოთხე რიგში: „რაც შეეხება ამჟამინდელ სამ ადმინს ვფიქრობ რომ ისინი კარგად ემსახურებიან საქართველოს“: ცანგალას სიტყვებს გავიმეორებ — „ემსახურებიან საქართველოს, რას ნიშნავს ჯარში არიან?“, თუ კარგად ემსახურებიან, რატომ მიბრუნებ ჩემს ტექსტს: „კავიკიში რომ პრობლემაა ყველა კარგად ვხედავთ“? გიო ოქრო 08:21, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)
პირველ რიგში: ტყუი! - დამაჯერებელი არგუმენტი!
მეორე რიგში: UndDerDie-ის სიტყვები: „ვიკიპედიაში აქტიურ მუშაობას რომ არ ვაპირებდე, კანდიდატურას არ წამოვაყენებდი“, „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გაქრობას ნამდვილად არ ვაპირებ“, „შენც (და სხვებსაც) გპირდებით, რომ არ გავქრები“. - ))), ანუ ადმინობის კანდიდატმა საკმარისია თქვას ჯადოსნური სიტყვები ამ თანმიმდევრობით რომ შენ მას ნდობას უცხადებ! კვლავ დამაჯერებელი არგუმენტი!
მესამე რიგში: შენი ტექსტი - ეს ტექსტი ან ადმინმა ან ყოფილმა ადმინმა დამიწეროს, შენ არ გაგესაუბრები მაგ სტატუსის თემებზე!
მეოთხე რიგში: შენი ტექსტი - ვერ ვხვდები შენი კითხვის დედააზრს. თუმცა კი ვხვდები მაგრამ რადგანაც ეს შეკითხვები გაქვს მგონია პასუხის გაცემას აზრი არააქვს.
მეხუთე რიგში: მოდი გადაერთე სტატიების წერაზე. შენს შრომით რესურს არასწორად ხარჯავ! მეტი მუშაობა, ნაკლები საუბარი! მომწერე მხოლოდ ის რაც გააძლიერებს ვიკიპედიას. მომწერე სტატიების შექმნასთან დაკავშირებულ რჩევებზე... მზად ვარ ჭკუა დაგარიგო მოთხოვნისთანავე! მადლობა! და მოდი აწი ერთმანეთს სადაც შევხვდებით თქვენობით მივართოთ. კარგით?--Surprizi განხილვაწვლილი 08:42, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)
1. როცა მებნევი, რომ ვიკიპედია რაღაცა სხვა მგონია, საჭიროა შენი არგუმენტი პირველრიგში. 2. UndDerDie-ს რავუყო? ნათელთმხილველთან წავიყვანო, რომ სიმართლეს იძახის თუ არა გავიგო? 3. „ეს ტექსტი ან ადმინმა ან ყოფილმა ადმინმა დამიწეროს, შენ არ გაგესაუბრები მაგ სტატუსის თემებზე“ — მიზეზი გაუგებარია. 4. „რადგანაც ეს შეკითხვები გაქვს მგონია პასუხის გაცემას აზრი არააქვს“ — ადმინობის ყოფილი კანდიდატი პასუხებს არ უნდა გაურბოდეს. 5. კიბატონო, იყოს თქვენობით. გიო ოქრო 09:05, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)

გეყოფათ. ვიღაც გაბრაზებულია, რატომ არ აირჩიეს, ვიღაცას მისი გაბრაზება აღიზიანებს. მაგრამ ეს არაფერ კავშირშია მიმდინარე არჩევნებთან. ნუ ანაგვიანებთ ამ გვერდს. Deu. 09:10, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)

@MIKHEIL: @David1010:. -- UndDerDie 16:18, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)

შედეგი[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედიელთა გადაწყვეტილებით, მომხმარებელ UndDerDie-ს ადმინისტრატორის სტატუსი არ მიენიჭა. წარმატებები! — Mikheil მიწერა 20:44, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)