ვიკინგები (1958 წლის ფილმი)
| „ვიკინგები“ | |
|---|---|
|
ფილმის პოსტერი | |
| დამდგმელი რეჟისორი | რიჩარდ ფლეიშერი |
| სცენარის ავტორი |
კალდერ ვილინგემი, დეილ ვასერმანი |
| როლებში |
კირკ დაგლასი ტონი კერტისი ჯანეტ ლეი |
| კომპოზიტორი | მარიო ნაშიმბენე |
| ხმის ოპერატორი |
|
| ოპერატორი | ჯეკ კარდიფი |
| სტუდია |
Brynaprod, Curtleigh Productions |
| დისტრიბუტორი | United Artists |
| გამოსვლის თარიღი | 1958 |
| ხანგრძლივობა | 117 წთ |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $ 3,5 მლნ |
„ვიკინგები“ — 1958 წლის ამერიკული, ისტორიული ფილმი, რომლის რეჟისორია რიჩარდ ფლეიშერი. იგი ედისონ მარშალის ნაწარმოების „ვიკინგი“-ს ეკრანიზაციაა, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია უძველეს საგებზე დანიელი ვიკინგების მეფის - რაგნარ ლოდბროკისა და მისი შვილების შესახებ.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორთუმბრიის მეფე ედვინი რაგნარ ლოდბროკის მეთაურობით ვიკინგების თავდასხმის დროს მოკლეს. რადგან ედვინი უშვილოდ გარდაიცვალა, ტახტზე მისი ბიძაშვილი აელა ადის. მეფის ქვრივი, ენიდი, რაგნარის შვილზეა ორსულად. აელას ამბიციებისგან ჩვილის დასაცავად, ის ბავშვს იტალიაში აგზავნის. გემს ვიკინგები იჭერენ, რომლებმაც ბავშვის წარმომავლობის შესახებ არაფერი იციან და მას მონად აქცევენ.

ბიჭი (ერიკი) იზრდება და მის წარმომავლობას ლორდი ეგბერტი, ნორთუმბრიელი დიდგვაროვანი აღმოაჩენს, რომელიც აელას ეწინააღმდეგება. როდესაც აელა მას ღალატში ადანაშაულებს, ეგბერტი თავშესაფარს ნორვეგიაში რაგნართან პოულობს. ის ერიკის ყელზე სამეფო ამულეტს იცნობს, მაგრამ არაფერს ამბობს.
რაგნარი აელას წინააღმდეგ საომრად ემზადება. ეინარი ტყვედ ჩაიგდებს აელას საცოლეს - პრინცესა მორგანას.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კირკ დაგლასი — ივარი
- ტონი კერტისი — ერიკი
- ერნესტ ბორგნაინი — რაგნარი
- ჯანეტ ლეი — მორგანა
- ჯეიმს დონალდი — ეგბერტი
- ალექსანდერ ნოქსი — გუდვინი
- ფრენკ ტრინგი — აელა
- დენდი ნიკოლსი — ბრიჯეტი
- ეილენ — კიტალა
- პერ ბუხოჯი — ბიორნი
- ორსონ უელსი — ხმა კადრს მიღმა