ვიკა
ვიკა (ინგლ. Wicca) — ნეოპაგანური, სინკრეტული, ბუნების თაყვანისცემაზე დაფუძნებული რელიგია.[1] ვიკა რელიგიის მკვლევარების მიერ ახალ რელიგიურ მოძრაობად განიხილება, ის წარმოიშვა დასავლური ეზოთერიზმიდან, რომელიც განვითარდა ინგლისში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში და საზოგადოებას 1954 წელს გააცნო ჯერალდ გარდნერმა, რომელიც იყო პენსიაზე გასული ბრიტანელი საჯარო მოხელე და მოყვარული ანთროპოლოგი რომელიც კარგად იცნობდა წარმართობასა და ოკულტიზმს. გარდნერი ამტკიცებდა, რომ მან აღადგინა ჯადოქრების უძველესი კარგად შემონახული რელიგია, რომელიც საიდუმლოდ არსებობდა საუკუნეების განმავლობაში და ფესვები ჰქონდა წინაქრისტიანულ ევროპულ წარმართობაში. როგორც სხვა მრავალი რელიგია, ვიკაც იყოფა სხვადასხვა მიმდინარეობად, რომლებიც განსხვავდებიან ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხში, მაგრამ იზიარებენ ძირითად რწმენას.[2] ვიკას ახასიათებს სხვადასხვა რიტუალები, შელოცვები და რვა დღესასწაულის აღნიშვნა, რომლებიც შეესაბამება წლის ბორბალს.[3]
მრწამსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღმერთი და ქალღმერთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკანების (ვიკას მიმდევრების) უმეტესობისთვის ვიკა არის დუალისტური რელიგია, ქალღმერთი და ღმერთი არიან თანასწორები და ავსებენ ერთმანეთს, ღმერთი ზოგჯერ სიმბოლურად იდენტიფიცირებულია მზესთან, ქალღმერთი კი მთვარესთან.[4] ღმერთი ტრადიციულად აღქმულია როგორც კელტური „რქიანი ღმერთი“ (Cernunnos); მასი თვისებებია: სექსუალურობა, აგრესია, რისხვა, ბუნებისადმი ლტოლვა. ტრადიციის მიხედვით, რქიან ღმერთს სხვადასხვა სახელები მიეკუთვნება, მათ შორის: კარნუნოსი, პანი, ატო და კარნინა. სხვადასხვა დროს ღმერთი ჩნდებოდა ევროპულ კულტურასა და ხელოვნებაში სხვადასხვა სახითა და ფორმით - როგორც მწვანე ადამიანი, მზის ღმერთი და მუხის მეფე. ქალღმერთს აქვს სამი სახე და გვევლინება, როგორც ქალიშვილი, დედა და მოხუცი, რაც დაკავშირებულია მთვარის სამ ფაზასთან. როგორც წესი ქალღმერთი არის პირველსაწყისი, რომლისგანაც წარმოიშვა კაცი ღმერთი და ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს. ზოგიერთი ვიკკანი მხოლოდ ქალღმერთს აღიარებს და ეთაყვანება ქალურ საწყისს.[5]
სიციცხლე სიკვდილის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის რწმენა შეიძლება განსხვავდებოდეს ვიკას მიმდევრებში,[6] თუმცა ტრადიციულად ვიკანებს სჯერათ რეინკარნაციის. ზოგიერთის რწმენით არსებობს სული, რომელიც უნდა განვითარდეს და ამისთვის ის რამდენჯერმე იბადება განსხვავებულ სხეულში. ვინც თვლის, რომ რეინკარნაცია არსებობს, სჯერათ, რომ არსებობს „მოსაცდელი ადგილი“, სადაც მომდევნო რეინკარნაციამდე სული გარკვეულ დროს ატარებს. ეს პროცესი აღწერილია ჯერალდ გარდნერის წიგნში „ქალღმერთის ექსტაზი“. ვიკანებში პოპულარული გამონათქვამია: „ერთხელ ჯადოქარი, ყოველთვის ჯადოქარია“,[7] რაც მიუთითებს იმის რწმენაზე, რომ ვიკანები არიან ჯადოქრების რეინკარნირებული სულები წარსულიდან. ზოგადად, ვიკა მთავარ აქცენტს არ აკეთებს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე და უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას აწმყო ცხოვრებაზე.[8]
მაგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკანთა უმრავლესობას სჯერა მაგიის ძალის, რომელიც ხორციელდება შელოცვის პრაქტიკით.[9] ისინი მიიჩნევენ, რომ მაგია ბუნების კანონია, რომელიც თანამედროვე მეცნიერების მიერ ცუდად გაგებული და იგნორირებულია.[10] ამიტომ, მათი აზრით, მაგიაში ზებუნებრივი არაფერია, ეს მხოლოდ ძალებია, რომლებიც ბუნებაში არსებობენ. ზოგიერთ ვიკანისთვის მაგია 5 გრძნობის მაქსიმალურად გამოყენება და საოცარი შედეგების მიღწევაა,[11] ხოლო სხვა ვიკანები არ ამტკიცებენ, რომ იციან როგორ მუშაობს მაგია, უბრალოდ თვლიან რომ უნახავთ მისი შედეგები და ამიტომაც სჯერათ.[12] ვიკას მიმდევრები იყენებენ შელოცვებს თავიანთი რიტუალების დროს, რომელთაც მათ წრეში წარმოთქვამენ და ცდილობენ, სურვილის ძალით შეცვალონ რაღაც ფიზიკურ სამყაროში. ასეთი შელოცვები ძირითადად სამკურნალოდ, დასაცავად, ნაყოფიერებისთვის ან უარყოფითი გავლენის მოსაშორებლად გამოიყენება.[13]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Buckland, Raymond (2002). The Witch Book: The Encyclopedia of Witchcraft, Wicca, and Neo-paganism. Visible Ink Press. ISBN 1-57859-114-7.
- Farrar, Janet; Farrar, Stewart (1989) The Witches' God: Lord of the Dance. London: Robert Hale. ISBN 0-7090-3319-2.
- Farrar, Stewart (1983). What Witches Do: A Modern Coven Revealed. Robert Hale Publishing. ISBN 0-919345-17-4.
- Gaskill, M. (2010). Witchcraft: A Very Short Introduction. Oxford University Press. ISBN 978-0-19-923695-4.
- Gibbons, Jenny (August 1998). „Recent Developments in the Study of The Great European Witch Hunt“. The Pomegranate (5). ISSN 1528-0268. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-05-05.
- Luhrmann, T. M. (1994). Persuasions of the Witch's Craft: Ritual Magic in Contemporary England. Picador. ISBN 978-0-330-32946-0.
- (2002) The Encyclopedia of Modern Witchcraft and Neo-Paganism. Kensington. ISBN 0-8065-2406-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ About Witchcraft დაარქივებული 2009-04-16 საიტზე Wayback Machine. — „Wicca, or Witchcraft, is an earth religion — a re-linking (re-ligio) with the life-force of nature, both on this planet and in the stars and space beyond.“
- ↑ Doyle White, Ethan (2015). Wicca: History, Belief & Community in Modern Pagan Witchcraft. Liverpool University Press. pp. 160–162.
- ↑ Ronald Hutton, The Pagan Religions of the Ancient British Isles: Their Nature and Legacy, Blackwell Publishing, 1991, P. 337. — 397 p.
- ↑ Timothy Roderick (2005). Wicca: a Year and a Day: 366 Days of Spiritual Practice in the Craft of the Wise. Llewellyn Worldwide, გვ. 21. ISBN 978-0-7387-0621-4.
- ↑ Foltz, Tanice G. (2000). „Women’s Spirituality Research: Doing Feminism“. Sociology of Religion (ინგლისური). 61 (4): 409. doi:10.2307/3712524. ISSN 1069-4404.
- ↑ The Wicca Bible by Anne-Marie Gallagher, Godsfield, page 34-39.
- ↑ Valiente, Doreen (1973). An ABC of Witchcraft Past and Present, Hale, introduction.
- ↑ Hutton, Ronald (1999). The Triumph of the Moon: A History of Modern Pagan Witchcraft, Oxford University Press, p. 393.
- ↑ Dunwich, Gerina (1998). The A–Z of Wicca. Boxtree. p. 120.
- ↑ Valiente, Doreen (1973). An ABC of Witchcraft Past and Present. Robert Hale Publishing, p. 231.
- ↑ Adler, Margot (1979). Drawing Down the Moon: Witches, Druids, Goddess-Worshippers and Other Pagans in America Today. New York City: Viking Press, pp. 158–159.
- ↑ Hutton, Ronald (1999). The Triumph of the Moon: A History of Modern Pagan Witchcraft, Oxford University Press, pp. 394–395.
- ↑ Gallagher, Ann-Marie (2005). The Wicca Bible: the Definitive Guide to Magic and the Craft. New York: Sterling Publishing, pp. 250–265.