შინაარსზე გადასვლა

ვიზოვიცე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვიზოვიცე
Vizovice

ქალაქის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ზლინი
შიდა დაყოფა Chrastěšov[1] და Q56416212?
კოორდინატები 49°13′22″ ჩ. გ. 17°51′16″ ა. გ. / 49.22278° ჩ. გ. 17.85444° ა. გ. / 49.22278; 17.85444
მმართველი სილვიე დოლანსკა
პირველი ხსენება 1261
ფართობი 28,57 კმ²
ცენტრის სიმაღლე 296 მ
მოსახლეობა 4 845[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 169,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 763 12
საავტომობილო კოდი Z
ოფიციალური საიტი mestovizovice.cz
ვიზოვიცე — ჩეხეთი
ვიზოვიცე

ვიზოვიცე (ჩეხ. Vizovice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეში. ვიზოვიცე ზლინის რაიონში მდებარეობს. ქალაქი ორი ადმინისტრაციული ნაწილისგან შედგება, თავად ქალაქ ვიზოვიცეს გარდა მის დაქვემდებარებაშია სოფელი ხრასტეშოვი. ვიზოვიცეს ცენტრს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.[3]

ვიზოვიცეს სახელწოდება მამაკაცის სახელიდან მომდინარეობს. სახელი „ვიზი“ სლავური მამაკაცის სახელ „ვიდის“ ერთ-ერთი ვარიანტია, მოგვიანებით აქ ოდესღაც მცხოვრები ვიზის შესახებ ცნობები გაქრა, თუმცა სახელწოდება დღემდე შერჩა ქალაქს.

ვიზოვიცე ზლინიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ვიზოვიცეს მთიანეთშია გაშენებული. ვიზოვიცეს მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 662 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქს ჰკვეთს პატარა მდინარე ლუტონინკა.

ვიზოვიცეს ციხესიმაგრე
წმინდა ლავრენტის ეკლესია

ვიზოვიცე პირველად ისტორიულ წყაროებში 1261 წლის თარიღით ჩნდება, ამ პერიოდში ის ახლად დაარსებული სმილჰეიმის მონასტრის საკუთრება იყო. ჰუსიტური ომების დროს სოფელი ვიზოვიცე ძლიერ დაზარალდა და გაიძარცვა. 1483 წელს ვიზოვიცეს მამული კუნშტატელმა თავადებმა შეიძინეს.[4][5] აქ არსებული ცისტერციანელთა მონასტერი 1485 წელს გაუქმდა. 1567 წელს ვიზოვიცე რჟიჩანელმა დიდგვაროვანმა ზდენეკ კავკამ შეიძინა. გაუქმებული სმილჰეიმის მონასტრის ადგილზე მან ახალი რენესანსის არქიტექტურის სასახლე ააგო და ახალი სმილჰეიმი უწოდა. ვიზოვიცემ ქალაქის თვითმმართველი უფლებები 1570 წელს მიიღო. XVII საუკუნის მეორე ნახევარში აქაური მამულები გოლენთა გვარის ხელში გადავიდა. მცირე ხანში ვიზოვიცეს თურქები შემოესივნენ და გადაწვეს. 1749–1770 წლებში ვიზოვიცეს ავსტრიელი გრაფი ჰერმან ჰანიბალი ფლობდა. მან ახალი ბაროკოს სტილის ციხესიმაგრე ააგო. ციხესიმაგრის გარშემო კი ფრანგული და ინგლისური ბაღები გააშენა.[4][5]

ვიზოვიცეს ალკოჰოლური სასმელების წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ქალაქში არაყის სახდელი ქარხანა პირველად 1585 წელს აშენდა. ადგილობრივი კლიმატი ხილისთვის და განსაკუთრებით ქლიავისთვისაა ხელსაყრელი. XVIII საუკუნის შუა ხანებში აქ სლივოვიცეს წარმოება დაიწყო. რუდოლფ იელინეკმა სახდელი ქარხანა აქ 1882 წელს დააარსა.[6]


ვიზოვიცე ცნობილია თავისი როკ-ფესტივალით. ქალაქში 2023 წლიდან ყოველწლიურად იმართება ფესტივალი სახელად „Masters of Rock“, რომელიც ყველაზე დიდი ღია ცის ქვეშ ორგანიზებული როკ-ფესტივალია ჩეხეთში.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა ვიზოვიცეს ციხეა. ის 1749–1770 წლებში მორავიელი არქიტექტორის ფრანტიშეკ ანტონინ გრიმის პროექტით აშენდა. თავისი არქიტექტურული ღირებულების გამო, ციხესიმაგრეს ჩეხეთის ეროვნული კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს. 1945 წლიდან ის სახელმწიფოს საკუთრებაა და ღიაა ვიზიტორთათვის.[7] აღსანიშნავია წმინდა ლავრენტის ეკლესია, რომელიც ქალაქში XVIII საუკუნის ბოლოს აშენდა.[8]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
  2. ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. ↑ Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  4. 1 2 Historie města cs. Město Vizovice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-30. ციტირების თარიღი: 2022-01-02
  5. 1 2 History. Vizovice Castle. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2022-01-02
  6. ↑ History. Rudolf Jelínek a.s.. ციტირების თარიღი: 2022-01-02
  7. ↑ Zámek Vizovice cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-05-21
  8. ↑ Kostel sv. Vavřince cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-05-21