ვიზმა ბელშევიცა
ვიზმა ბელშევიცა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 მაისი, 1931[1] [2] |
დაბადების ადგილი | რიგა[2] |
გარდაცვალების თარიღი | 6 აგვისტო, 2005[1] [2] (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რიგა[2] |
დასაფლავებულია | Rainis Cemetery |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგი |
მოქალაქეობა |
სსრკ ლატვია |
ალმა-მატერი | მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
Magnum opus | Trilogy Bille |
ჯილდოები | სამი ვარსკვლავის ორდენი და Tomas Tranströmer prize |
შვილ(ებ)ი | Klāvs Elsbergs და Jānis Elsbergs |
ვიზმა ბელშევიცა (ლატვ. Vizma Belševica; დ. 30 მაისი, 1931, რიგა – გ. 6 აგვისტო, 2005) — ლატვიელი პოეტი, მწერალი და თარჯიმანი. ის იყო ნომინირებული ნობელის ჯილდოსთვის ლიტერატურაში[3].
ბიოგრაფიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელშევიკას მამა ჯანის ბელშევიკი იყო მუშა ხოლო მისი დედა ევა ბელშევიკა (ქალიშვილობის გვარი კირულე) იყო დიასახლისი. ოჯახი ღარიბი იყო რადგან მეუღლეებიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა სამსახურეობრივი ანაზღაურება. ვიზმას მამას პრობლემები ჰქონდა ალკჰოლთან რაც გაუარესდა დიდი დეპრესიის დროს, როდესაც მან მცხობელის სამსახური დაკარგა. ვიზმა ბელშევიცა დაიბადა 30 მაისს, 1931 წელს, ომამდელ რიგაში, შემდეგ დემოკრატიული ლატვიის დედაქალაქში, სადაც გაატარა ბავშვობის დიდი დრო. ქალაქი ხშირად იკვეთება მის ნამუშევრებში, განსაკუთრებით მის ყველაზე ცნობილ ნამუშევარში - ავტობიოგრაფიულ ტრილოგში „BILLE“, კურლანდიაში გატარებული დრო მისი ნათესავებს პატარა ფერმაში გატარებული დროც თამაშობს მნიშვნელოვან როლს მის პოეზიასა და ნაწერებში. მისი შვილი კლავს ელსბერგსი იყო ცნობილი პოეტი 1980-იანებში და მისი მეორე შვილი ჯანისი ასევე მწერალია.
აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნობელის პრემიის აღება მისი ბავშვობის ოცნება იყო, ის არის ღარიბი მაგრამ ნათელი გოგო, რომელიც დიდ დროს ატარებდა კლასიკური ლიტერატურასთან. ბელშევიცას ნამუშევრები აღიარებული იქნა: 1990 წლის 6 დეკემბერს, ის იყო არჩეული ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის მიერ. მან ორჯერ მიიღო სპიდოლის პრემია რაც ლატვიური ლიტერატურის ყველაზე დიდი აღიარებაა. ამას გარდა, ბელშევიცამ მიიღო ლატვიის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო კონკრეტულად სამი ვარსკვლავის ორდენი.
სამუშაო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიზმა ბელშევიცამ თავისი პირველი პოემა 1947 წელს გამოაქვეყნა. მისი პოეზიის პირველი წიგნი გამოჩნდა 1955 წელს. მისი ყველა მნიშვნელოვანი პოეზიის ნაკრებია Jūra deg (ზღვა იწვის, 1966), Gadu gredzeni (წლიური ბეჭდები, 1969), Madarās ( 1976), Kamola tinēja (ჭკვიანური დარტყმა, 1981), Dzeltu laiks (შემოდგომის დრო, 1987). მისი მოკლე ისტორიების კოლექციაა Ķikuraga stāsti (ისტორიები კიკურასიდან, 1965), Nelaime mājās (სახლის უბედურება, 1979), Lauztā sirds uz goda dēļa (გატეხილი გული ღირსების საბჭოზე, 1997). პოსტ-საბჭოთა პერიოდში ბელშევიცამ დაწერა სამი ნახევარ-ავტობიოგრაფიული წიგნი – ისტორიები გოგო Bille-ს სესახებ, გვიანი 1930-იან წლებში, ლატვიის საბჭოთა ოკუპაციის პირველ წელს (1940–41), ნაცისტური ოკუპაცია (1941–45), და ომისშემდგომი წლები სტალინის რეჟიმის ქვეშ: Bille (1992-95), Bille un karš (თავდაპირველი სახელწოდება: Bille dzīvo tālāk) (ბილი და ომი, 1996), Billes skaistā jaunība (ბილის მშვენიერი ახალგაზრდობა, 1999). მისი პირველი გამოცემა გამოქვეყნდა გამომცემლობა „Mežābele“-ს მიერ 1992 წელს აშშ-ში და მხოლოდ 1995 წელს ლატვიაში. ახლა ეს ტრილოგია აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ლატვიური ლიტერატურის ყველა დროისთვის[4]. ის იყო ნათარგმნი შვედურზე მაგრამ არა ინგლისურზე.
ბელშევიცას მხატვრული ლიტერატურა და პოეზია ნათარგმნია დაახლოებით 40 ენაზე. საბჭოთა კავშირში 1960-იანები–1980-იანები, მისი გამორჩეული წიგნებიდან რამდენიმე ნათარგმნი იყო რუსულზე, ბელარუსულზე და სომხურზე.მისი ლექსები ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი იყო ინარა ქედრინის მიერ ანტალოგიისთვის „თანამედროვე ლატვიური პოეზია“, გამოცემული უნივერსიტეტი აიოვა პრესის მიერ 1983 წელს[5]. 1980-იანებიდან დაწყებული ბელშევიცა რეგულარულად ესწრებოდა შვედური ლიტერატურის სცენას, (თარჯიმანი იურის კრონბერგსი), მისი პოეზიის წიგნები და ბილის ისტორიები სარგებლობდა უდიდესი კრიტიკული წარმატებითა და მკითხველთა ფართო საზოგადოებით. მისი რჩეული ლექსები ასევე გამოქვეყნებული იყო ნორვეგიაში, დანიაში და ისლანდიაში. რჩეული მოკლე ისტორიები – რუსეთში, საქართველოში და გერმანიაში.Bille-ის რუსული თარგმანი გამოქვეყნებული იყო რიგაში, ლატვია[6].
თავის ნამუშევარში მან გააკრიტიკა ჩაგრული ხალხის მდგომარეობა საბჭოთა კავშირში, ამიტომ 1971 წლიდან 1974-მდე მას არ ჰქონდა ამის გამოქვეყნების უფლება. მისი სახელი არ ისმოდა მედიაში, კაგებეშნიკებმა გაჩხრიკეს მისი ბინა, ორჯერ ჩამოართვეს ხელნაწერები და სხვადასხვა ჩანაწერები[7].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Deutsche Nationalbibliothek Record #12037529X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Vizma Belševica.. apinis.lv (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 25, 2015. ციტირების თარიღი: April 20, 2015.
- ↑ Raimonds Briedis. Vizma Belševica. "Bille". kulturaskanons.lv. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2016. ციტირების თარიღი: April 20, 2015.
- ↑ Contemporary Latvian Poetry: A Baltic Anthology. ციტირების თარიღი: April 20, 2015.
- ↑ Astrida B. Stanke. A Note about Vizma Belševica, a Latvian Poetess.. LITHUANUS. Lituanian Quarterly Journal of Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 26, 2018. ციტირების თარიღი: April 20, 2015.
- ↑ Vizma Belsevica, 74; Latvian Poet's Work Was Often Censored.. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: April 20, 2015.