ვიდუნასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიდუნასი
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1868
ლიეტუვა, აღმოსავლეთ პრუსია
გარდაცვალების თარიღი 20 თებერვალი, 1953
საქმიანობა პოლიტიკური ლიდერი, ფილოსოფოსი

ვილჰელმ სტოროსტი, მხატვრული სახელი - ვილიუს სტოროსტას-ვიდუნასი (დ. 22 მარტი, 1868, Jonaičiai, ლიეტუა- გ. 20 თებერვალი, 1953), ძირითადად ცნობილი როგორც ვიდუნასი. პრუსიელ-ლიეტუველი[1] მწერალი, აღმოსავლეთ პრუსიის ეროვნული მოძრაობის ლიდერი ლიეტუვის უმცირესობებში და თეოსოფიური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტოროსტების ოჯახი დიდი ხნის წინ დამკვიდრდა აღმოსავლეთ პრუსიაში, ვილჰელმი კი დაიბადა პრუსიის სამეფოში, ჰეიდერგუგის მახლობლად, სოფელ ჯონატენში (ლიტვ. Jonaičiai). ვილჰელმ სტოროსტი იყო მისი სახელი გერმანულ პასპორტში, ხოლო ვილიმას ან ვილიუს სტოროსტასი იყო ლიტერატურული ფორმა, რომელსაც იყენებდა თავად, მისი ოჯახი და სხვა ლიეტუველები. ვიდუნასი კი მის გვარს დაემატა, როგორც ფსევდონიმი, როდესაც ის დაახლოებით 40 წლის იყო. სტოროსტი დაქორწინებული იყო კლარა ფულჰეზაზე.

სტოროსტმა მიიღო განათლება პილკალენში (1883–85) და პედაგოგთა სემინარიაში რაგნიტში (1885–88). 1888-1892 წლებში ის იყო კინტენის მასწავლებელი (განათ. კინტაი), რის შემდეგაც ის 1912 წელს წავიდა მასწავლებლად ტილზიტის ვაჟთა სკოლაში და ასწავლიდა გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, ლიტვურ ენებს და სპორტს. 1912 წელს მან მიატოვა პედაგოგიური თანამდებობა ფილოსოფიის შესწავლის მიზნით. ფილოსოფიური განათლება მან მიიღო გრეიფსვალდის, ჰალეს, ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1918/19 წლებში ასწავლიდა ლიეტუვურს აღმოსავლეთმცოდნეობის ენების სემინარზე ბერლინში, ედუარდ საკაუს ხელმძღვანელობით. ტილზიტში დაბრუნება მან ლიეტუვის კულტურის, განსაკუთრებით ხალხური სიმღერების და სოფლის ტრადიციების აღდგენას მიუძღვნა. იგი ხელმძღვანელობდა გუნდს და წერდა სიმღერებს, ასევე თეატრალურ პიესებს. 1933 წლიდან მუშაობდა მემელში მუსიკალურ სკოლაში.

1932 წელს მან დაწერა წიგნი Sieben Hundert Jahren Deutsch-Litauischer Beziehung (შვიდი ასეული წლის გერმანია-ლიტვის ურთიერთობები), თუმცა ხალხის ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების იდეა არ მოეწონა ნაცისტებს და 1933 წელს წიგნი გამოცხადდა უკანონოდ. 1938 წელს იგი მალევე დააპატიმრეს, მაგრამ ორი თვის შემდეგ გათავისუფლდა პროტესტის გამო.

საბჭოთა კავშირის დროს აღმოსავლეთ პრუსიის ხალხთან ერთად იგი გააძევეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ლტოლვილთა ბანაკში. იგი გარდაიცვალა დეტმოლდში, დასავლეთ გერმანია.[2]

ვიდუნასი აქტიურობდა ძველ ლიტვურ წარმართულ რელიგიაში (იხ. რომუვა). ამასთან, მას არასდროს გამოუცხადებია წარმართული რელიგიის აღორძინება როგორც მისი პირადი მიზანი, ისე ლიტველების მიზანი. ის ყოველთვის რჩებოდა ეროვნულ ლიდერად, და არა რელიგიურ ლიდერად. მისმა მორალურმა გავლენებმა გადალახეს ტიპური პოლიტიკური ლიდერის ან მწერლის ზღვარი თავის დროზე. მოგვიანებით მას შეადარეს მისი დროის ინდოეთის ეროვნული ლიდერები, როგორიცაა რაბინდრანათ თაგორი ან მაჰათმა განდი. პანთეისტური უნივერსალიზმი, რომელიც არ განისაზღვრება რაიმე სავალდებულო რელიგიურ პრაქტიკაში მონაწილეობით, მისი ფილოსოფიის ერთ-ერთი წამყვანი იდეა იყო და მოგვიანებით მან მოიპოვა დიდება როგორც წარმართული აღორძინებისა და თეოსოფიის პიონერმა ლიეტუვაში.

ვიდუნასი იყო ეთიკური ვეგეტარიანელი და დაწერა რამდენიმე ესე თავის ეთიკურ არჩევანზე.[3]

ვიდუნასი იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტვის მწერალთა ასოციაციის მიერ.[4][5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sieben Hundert Jahre deutsch-litauischer Beziehungen: Kulturhistorische Überlegungen - ვისუნასი - amazon.com

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Vydūnas – Mažosios Lietuvos istorikas" (in Lithuanian). Archived from the original on 10 July 2007. Retrieved 15 October 2007.
  2. "Auf den Spuren von Vydunas" (in German). detmold.de. 4 April 2018.
  3. "Žymių žmonių pasisakymai apie gyvūnų išnaudojimą" Animal Rights Lithuania. Archived from the original on 12 March 2009. Retrieved 7 December 2008. (in Lithuanian)
  4. "Laisvės ir literatūros hipostazės" Mokslo Lietuva (4). Archived from the original on 27 September 2007. Retrieved 7 September 2007.
  5. Jūrate Baranova; et al., eds. (2000) [2001]. "Chapter VII Vydunas: the essential features of his philosophy by Vaclovas Bagdonavičius" Lithuanian philosophy: persons and ideas Lithuanian philosophical studies, ii. Cultural heritage and contemporary change series iva, Eastern and Central Europe, volume 17. Washington, D.C.: Council for Research in Values and philosophy. ISBN 1-56518-137-9. Archived from the original on 28 September 2007. Retrieved 7 September 2007.